Saturday, August 30, 2008

ბლოგერნო! შევადგინოთ ღია წერილები.

ღია წერილები ბლოგერების სახელით რუსებს, აფხაზებს,ოსებს, აზერბაიჯანელებს და სომხებს!

ბლოგერებნო!

მოგიწიდებთ შევადგინოთ ერთობლივი წერილები.

წინასწარ შევთანხმდეთ შემდეგ 6 პირობაზე.

წერილების ფორმა უნდა იყოს:


1.წერილების ადრესატია ხალხი და არა პოლიტიკოსები ან მასმედია.


2.წერილები უნდა იყოს კეთილგანწყობილი (ხალხი, უბრალო ხალხი დაზარალდა, ემოციების ბურუსი მათაც ხელს უშლის ანალიზში).


3.წერილები უნდა იყოს არაპათეტიური. ჩავთვალოთ რომ ჩვენი ერების თითო თითო წარმომადგენელი კოსმოსურ ხომალდში პირისპირ ვართ და წინ წლების განმავლობაში საფრენი გზა გვაქვს ერთად გასატარებელი.


4.წერილები უნდა იყოს ლოგილური, ანალიტიკური.


5.წერილები უნდა იყოს კორექტული.


6.წერილები უნდა იყოს მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივაზე გათვლილი.



ყველა წერილს თქვენი კომენტების შეჯამებით შევადგენ.

გთხოვთ აქტიურობას, გთხოვთ გადასცეთ ვისაც შეეძლება თუნდაც ერთი საჭირო ფრაზის ჩამატება.

ნახეთ შემდეგი პოსტები:

ღია წერილი ბლოგერების სახელით რუსებს

ღია წერილი ბლოგერების სახელით რუსებს.
ბლოგერნო!

მოგიწიდებთ შევადგინოთ ერთობლივი წერილი.

ყველა წერილს ცალკე პოსტად დავდებ და თქვენი კომენტების შეჯამებით შევადგენ.

გთხოვთ აქტიურობას, გთხოვთ გადასცეთ ვისაც შეეძლება თუნდაც ერთი საჭირო ფრაზის ჩამატება.

გამარჯობა რუსებო!






ამ წერილის მიზანია გაგაცნოთ 2008 წლის სექტემბრის
ქართული საზოგადოება. მართალია რომ რუსეთ-საქართველოს ომმა ეს საზოგადოება მკვეთრად შეცვალა, მაგრამ ომმა ვერ შეცვალა ის საფუძველი, რომელიც მასში ამ ომამდე იყო. ამიტომ ჯერ 2008 წლის ომამდელ საქართველოს გაგაცნობთ.

რუსეთის მიერ მოვლენილი შევარდნაძე მშვიდი და მონოტონური კომუნისტური ჰიპნოზის სეანსებით აძინებდა ქვეყანას კორუფციის,სიღარიბის, სიბინძურისა და აპათიის ჭაობში.2003 წლის შემდეგ საქართველო თანდათან ფეხზე დგება. ერთბაშად აშენდა ახალი პოლიცია, საზღვარი, ჯარი, საბაჟო, გზები, სახლები.ქვეყნის ბიუჯეტი 5-ჯერ გაიზარდა, ინვესტიციები 10-ჯერ.

გაჩნდა ნორმალური, წესიერი ქვეყნის აშენების იმედი.

ამ ცვლილებათაგან ერთერთი საიმედო და წარმატებული ქართული ჯარის მშენებლობა იყო.საქართველო ერთ მხრივ წაგებული იყო ორ სეპარატისტულ რეგიონთან და რევანშისტული განწყობები ბუნებრივია ხალხში თვლემდა, მაგრამ მეორე მხრივ სამოქალაქო და რეგიონული ომების მწარე გამოცდილებამ საქართველოს საზოგადოება მკვეთრად კრიტიკული გახადა კონფლიქტების იარაღით გადაჭრის გზების მიმართ.
უფრო მეტიც, საქართველო აცრილი აღმოჩნდა ომისა და ანარქიის მიმართ რაც გამოვლინდა უკიდურესად დაძაბული მასობრივი და ხანგრძლივი პოლიტიკური პერიპეტიებისას: ვარდების რევოლუციის, აჭარის კრიზისისა და თბილისის ნოემბრის მღელვარებების დროს. მთელმა ამ კატაკლიზმებმა არათუ მსხვერპლის, არამედ ერთი ვიტრინის შუშის ჩამსხვრევის გარეშე ჩაიარა.

ქართული საზოგადოება იმედოვნებდა რომ სასურველი სამხედრო პრიორიტეტის მოპოვებით აიძულებდა სეპარატისტულ რეგიონებს კრიტიკულად შეეფასებინა საკუთარი მდგომარეობა და დათანხმებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას.
მაგრამ არსებობდა ერთადერთი, მაგრამ უდიდესი ქვეყანა საქართველოს მეზობლად, რომელიც ქართველოს თუნდაც მცირე წარმატებებს საკუთარ ტკივილად აღიქვამდა.

საქართველოს რუსეთის მრავალმილიონიანი მოსახლეობა კონტროლირებადი შოვინისტური ტელეარხების პრიზმაში ხედავს.რუსულმა ტელეარხებმა საბჭოთა კავშირისდროინდელი პოლიტინფორმაციების დიდი გამოცდილება საქართველოს წინააღმდეგ ამუშავეს ბოლო 15 წლის განმავლობაში. ნახევარსიმართლე იმპერიის მსახურში საკმარისად ეფექტური აღმოჩნდა რათა საშუალო რუსს ჩაეთვალა რომ საქართველო რუსეთის #1 მტერია, რომ მისი მოსახლეობა 50 მილიონია და ძირითადი რელიგია კი მაჰმადიანობაა.
პუტინმა "გულწრფელად შეიცოდა" ქართველები უტვინო მთავრობის ყოლის გამო, ქართველები კი "გრიზუნებად" მოგვიხსენია.
ლავროვმა საქართველო ამერიკის პროექტად მოიხსენია.


რუსეთმა ბოლო 5 წლის განმავლობაში ბრძენი,ძლიერი შუამავალი მშვიდობისმყოფელის მანტია გაიხადა და წვრილმან მსხვილმანი დარტყმებით დაარწმუნა ქართველები, რომ ის საქართველოს სახელმწიფოს უპირველესი და მიზანდასახული მტერია.

საქართველოს შიდა მრეწველობა, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა 70 წელი მიბმული იყო რუსეთის მოთხოვნილებებზე და მოჭრილი ჰქონდა გზა დანარჩენი მსოფლიოს ბაზრებისაკენ. დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს მრეწველობა და მეურნეობა კვლავ რუსეთის ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისად მუშაობდა. მსოფლიოს ბაზარი მისთვის უცნობი და დიდი ხნის წინ საიმედოდ გაჯერებული ეგულებოდა. რუსეთმა შორსგამიზნული ემბარგოთი ერთ მომენტად დატოვა უმუშევარი საქართველოს სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. რუსეთმა საქართველოს საწინააღმდეგოდ შეაიარაღა, გაწვრთნა და უმეთაურა სეპარატისტულ ჯარებს. წაახალისა ისინი საქართველოსთან ურთიერთობის აკრძალვისა და მხოლოდ იარაღისა ენით ლაპარაკისაკენ.
.......

ჩემი ქვეყანა საქართველო დღეს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ნაწილობრივ დაპყრობილია. საქართველოს დაუპყრობელ ტერიტორიაზე დამარცხებული ქართული ჯარი შენიღბული ახერხებს არსებობას. Qქართულ ცას და ზღვას რუსეთის სახელმწიფო აკონტროლებს. საქართველოს ყველა კუთხეში დაიტირეს რუსების მიერ მოკლული შვილები, ბევრ მოკლულ ჯარისკაცს საფლავი არ ღირსებია. ვიღაც მანიაკი ხელებს წინასწარ იფშვნეტდა იმ სიამოვნების წარმოდგენაზე, მშობლების მიერ, ერთი თვის წინ მოკლული შვილის გვამის ამოცნობაზე მშობლების შეძრწუნებით რომ უნდა განეცადა. Mმას შემდეგ რაც საქართველო რუსეთთან სრულმასშტაბიან და უთანასწორო ომში აღმოჩნდა ჩათრეული და პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა ჯარმა ცეცხლი შეწყვიტა, სამხრეთ ოსეთის ტეროტორია სრულად დატოვა ფრონტისპირა ტერიტორიიდან არც დაჭრილების გამოყვანის საშუალება მიეცა ქართულ მხარეს. Gგანვლილი 20 დღის განმავლობაში ჩემმა საავადმყოფომ გაცვლილი წყვეების 3 პარტია მიიღო. აღმოჩნდა რომ ტყვეების უმეტესობა ადგილობრივი მოხუცები იყვნენ, ნაკლები წილი იყო სამხედროების.
ყველა ეს სამხედრო იყო მსუბუქად დაჭრილი. ტყვეობა არგუნეს მხოლოდ იმათ ვისაც ფიზიკურად მუშაობა შეეძლო.აქედან დასკვნა ადვილი გამოსატანია. რუსებმა 11 აგვისტოდან მოყოლებული დახოცეს ყველა დაჭრილი, რომელიც მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ომში კი არ გაანადგურეს, არამედ ადგილზე დახვრიტეს ავადმყოფები რომელთაგან ბევრის გადარჩენა შეიძლებოდა.საქართველო ცეცხლის შეწყვეტისთანავე მოითხოვდა დაჭრილებისათვის სამშვიდობო კორიდორის გაკეთებას, მაგრამ რუსეთი მკაცრი აღმოჩნდა.

ქართველი ჯარისკაცები და სამხედრო ექსპერტები კიდევ ბევრჯერ უსაყვედურებენ პრეზიდენტ სააკაშვილს 8 აგვისტოს 3 საათიანი ზავის გამოცხადებისათვის. მაშინ ქართულმა ჯარმა პრეზიდენტის ბრძანებით ცეცხლი შეწყვიტა იმ მიზნით, რომ სამოქალაქო მოსახლეობას ცხინვალი და სხვა დასახლებული პუნქტები უვნებლად დაეტოვებინა .ჯარისკაცები ყვებიან რომ ეს სამი საათი რუსეთმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა, საქართველომ კი როკის გვირაბზე კონტროლის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა. ქართული სამშვიდობო კორიდორი რუსებისთვის გადამდები კარგი მაგალითი არ აღმოჩნდა. რუსებმა შესაშური პრინციპულობა გამოავლინეს და .. მოგებული ომის შემდეგ დაჭრილი მოწინააღმდეგეები დახოცეს.


ავღანეთის ომის ხალხში გავრცელებული სასტიკი ამბები მეგონა ისტორიას ჩაბარდა, ახლა, 21-ე საუკუნეში ომი აღარასოდეს იქნება ასეთი საშინელი მეთქი, ვფიქრობდი.
ამერიკა-სერბეთის ომმა ხომ ომის ახალი სტანდარტი დაგვანახა - ომი წინასწარგამოცხადებული დასაბომბი სამრეწველო და სამხედრო ობიექტებით და შემთხვევითი სამოქალაქო მსხვერპლისათვის სახელმწიფოს სახელით ბოდიშის მოხდით.

რუსეთის არმია კი ავღანეთის შემდეგ შორს არ წასულა.ისევ ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგის ხარჯზე იგებს ომს და დაპყრობილ მოსახლეობასაც ისევე ექცევა როგორც 20 წლის წინ ავღანეთში.
წაგების მიუხედავად ჩვენ, ქართველები ჩვენს ჯარს არ ვსაყვედურობთ, ქართულმა ჯარმა მისი ამოცანა - სეპარატისტულ ჯარზე დომინირება 90%-ით შეასრულა 1 დღის განმავლობაში. საქართველო არასდროს არ უყენებდა თავის ჯარს მოთხოვნას შებრძოლებოდა რუსეთს, თურქეთს ან ირანს. ჩვენი ჯარის მიზანი თავდაცვა, ამ ისტორიულ ეტაპზე კი წართმეული ტერიტორიების შემოერთება ანუ სეპარატისტებზე დომინირებაა.
ქართულმა ჯარმა, ქართულმა სახელმწიფომ დაგვანახა რომ შესწევს ძალა საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის აღდაგინოს სამხრეთ ოსეთში. რუსეთის არმია მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო სრულმასშტაბიან ომში, რაც დარწმუნდა რომ საქართველოს შესწევდა ძალა თავისი მიზანი განეხორციელებინა რუსეთის მიერ გაწვთნილი სამხრეთ ოსეთის ჯარის, ჩრდილოკავკასიელი და კაზაკი მოხალისეების ერთობლივი წინააღმდეგობის მიუხედავად.
რუსეთმა, რომელიც ისტორიაში ყოველთვის მოგებული რჩება მოგება მოპარა, მოგება წაართვა საქართველოს, რომელიც ისევ რუსეთის გავლენით ყველა ომში წაგებული და დანაწევრებულია.



რუსეთის, ორი რუსეთიდან ორივესი ელიტარული ნაწილები სულგანაბული იმედით შეხვდა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას, ქალაქების დაბომბვას ქართველთა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას, ძარცვას და დამცირებას.
.....

gaagrZele/Caamate COMMENT-ebSi.

ღია წერილი ბლოგერების სახელით აფხაზებს

ბლოგერებო!

მოგიწიდებთ შევადგინოთ ერთობლივი წერილი.
ყველა წერილს ცალკე პოსტად დავდებ და თქვენი კომენტების შეჯამებით შევადგენ.
გთხოვთ აქტიურობას, გთხოვთ გადასცეთ ვისაც შეეძლება თუნდაც ერთი საჭირო ფრაზის ჩამატება.

გამარჯობა აფხაზო!


4 სექტემბერია.
სოხუმის პორტში რუსულ-აფხაზურ დროშებიანი რუსული ფლოტი დგას.
აფხაზეთის მთავრობა, რომელმაც რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარაბა იზეიმა, დღეს რუსეთის ჩექმას სამუდამოდ ეპატიჟება აფხაზეთის მიწაზე.
ხალხი ალბათ სასიკეთო ცვლილებების იმედებით უყურებს აგვისტოს მოვლენებს.

მაგრამ იმედია აფხაზურ საზოგადოებაში ქართველთა სიძულვილისა და შიშის მიუხედავად ანალიზის უნარი არ დაკარგულა.

ვის მოგებას ვზეიმობთ?

-თუკი აფხაზთა საუკუნოვანი ოცნება და სწრაფვა დამოუკიდებლობა იყო, მაშინ ეს დღე სამგლოვიარო დღეა.
-თუკი აფხაზური საზოგადოება უშვებს სხვა (რუსეთი ან საქართველო) სახელმწიფოში ნაწილობრივი დამოუკიდებლობის პირობებში ცხოვრებას, მაშინ ეს დღე მაინც სამგლოვიარო დღეა.
-თუკი ცალკეულ აფხაზს თავის მომავალ ქვეყანაში პრივილეგირებული მოქალაქეობა არ უნდა და უპირატესობას დამცირებასა და მუდმივი მადლიერების დემონსტრირებას ამჯობინებს, მაშინ ეს დრე საზეიმოა.


ჩვენ, ქართველი ბლოგერები ვთვლით რომ აფხაზთა და ქართველთა ერთობლივი სახელმწიფო გაცილებით დიდი წარმატების მომტანი იქნება აფხაზთათვის როგორც ახლო, ასევე შორ პერსპექტივაში, ვიდრე აფხაზთა და რუსთა ერთობლივი სახელმწიფო.

ამ ორი ვარიანტის შედარება, ოღონდ შედარება გონებით, სიბრძნით, პატრიოტიზმით და არა შიშითა და ზიზღით, აშკარად წარმოაჩენს ქართულ-აფხაზური სახელმწიფოს უპირატესობას.

მას შემდეგ რაც 2003 წლიდან საქართველომ თანდათან დაიწყო წესიერ ქვეყნად ჩამოყალიბება, მის ყველა პროგრესულ ნაბიჯს წინ გადაეღობა შევარდნაძისდროინდელი ჩუმი მოქმედების ნაღმები:
გაწმინდო კორუფციისგან პოლიცია ნიშნავს გადაიმტერო 80.000 პოლიციელი მათივე ოჯახებით, გაასუფთაო ქუჩები გარე მოვაჭრეებისაგან ნიშნავს მოიმტერო 40.000 ადამიანი.. და ასე ყველა სფეროში.
მაგრამ ყველაზე დიდი ნაღმი, რომელიც შევარდნძემ დაგვიტოვა იყო:
1.აფხაზებისა და ოსების შიში და ძიძღი ქართველების მიმართ.
2.რუსული ჩექმა ქართველსა და აფხაზს, ქართველსა და ოსს შორის.

კრიმინალია არა მარტო მკვლელობა, არამედ თვითმკვლელობამდე მიყვანა.
ჩვენ ვთვლით რომ აფხაზეთი თვითმკვლელობის გზაზე დგას.
და დამნაშავე აფხაზი ხალხის წინაშე თვითმკვლელობამდე მიყვანაში არის შევარდნაძის მთავრობა.



საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ გადალახა მრავალსაფეხურიანი წინააღმდეგობების კასკადი რათა უმოკლეს ხანებში შეეცვალა ქვეყნის შინაარსი და იერსახე.

ყოველთვის, როდესაც იჭერდნენ ჩინოვნიკებს, ქურდებს, მექრთამეებს, სამსახურიდან ითხოვდნენ არასათანადოდ მომზადებულ კადრებს, ხარჯავდნენ უდიდეს თანხებს გზაბზე, შასდრევნებზე, სახლების შეღებვასა და განათებაზე ამ ძალისხმევას ერთი ქვეტექსტი ედო, საქართველოს წარმატებები დაენახა აფხაზებსა და ოსებს.
საქართველოს ჯარი დრეს წაგებულია მაგრამ კვლავ ძლიერია.


საქმე იმაშია რომ საქართველოს აფხაზებისა და ოსების განსჯისა და არჩევანის იმედი რომ არ ჰქონოდა, საქართველოს ჯარი უფრო ძლიერი იქნებოდა, შადრევნების, განათებებისა და გზების ხარჯზე.
მაგრამ რუსეთმა და თქვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ საშუალება არ მოგცათ არჩევანი გონებისთვის მიგენდოთ.
ერთ მხარეს შიში და ზიზღი, მეორე მხარეს პენსიები და პასპორტები, შეჩვეული ჭირი, და თქვენ .. ზეიმობთ..
ზეიმობთ პერსპექტივას :
-გერქვათ სამადლოდ გადარჩენილები,
-იდგეთ რესტორნების შესასვლელებში ჩოხითა და მენიუთი,
-გყავდეთ ნახევრადაფხაზი მთავრობა, რომელსაც მოსკოვი დაგინიშნავთ და პოლიტიკურ ჩარჩოებში ყოფნის საფასურად კორუფციის სრული ტავისუფლება ექნება,
-მუდმივად გაგყვეთ გაორებული გრძნობა - კარგია სხვა ადამიანებისათვის წართმეული ქონების ფლობა, თუ არა, ხართ მართალმნი ქართველებთან თუ არა.




საიდან მოდის აფხაზების შიში და ზიზღი ქართულის მიმართ.
რატომაა ის იმდენად დიდი, რომ აფხაზებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს?



გავიხსენოთ 90-იანი წლების დასაწყისი. საბჭოთა კავშირის ნგრევა მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. იმპერია რომელიც 4 თვის წინ მთელი დიდი ბრიტანეთის მაღაროელთა 6 თვიან გაფიცვას მართავდა, უცებ რეალური დაშლის წინააშე აღმოჩნდა.
მან ყველა რესპუბლიკაში წარმატებით შეძლო ეროვნებათშორისი ურთიერთობების გამწვავება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.
ახლა ჩვენ ეჭვი არ გვეპარება რომ სსრკ რღვევის პარალელურად, ყველა რესპუბლიკის მიერ საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობაზე ზრუნვა დროის მოთხოვნა იყო და არა ამბიციური ექსტრემალების აგორებული ტალლღა. საქართველოში განვითარებული ეროვნული მოძრაობა, რომლის მიზანს საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობა და საქართველოს დამოუკიდებლად მართვა წარმოადგენდა, ასევე ბუნებრივი და დროის მოთხოვნით აღმოცენებული მოვლენა იყო. ეს პროცესები არ იყო მიმართული ეროვნული უმცირესობების საწინააღმდეგოდ, ის იყო მიმართული იმპერიის წინააღმდეგ.

ანალოგიური პროცესები განვითარდა მონოეთნიკურ ქვეყნებშიც; სომხეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ბელორუსში.

ეროვნებათაშორისი ურთიერთობები სახელმწიფოს შიგნით ურთულესი ფენომენია და მის ჩამოყალიბებასა და დარეგულირებას განვითარებულ ქვეყნებშიც კი საუკუნეები დასჭირდა. ისტორიას მრავლად ახსოვს შიდა ომები დევნა და რეპრესიები უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. ბევრი სისხლი, აგრესია, ჩაგვრა და უსამართლობა გადააგორა საუკუნეების განმავლობაში იტალიურ-კორსიკულმა, ესპანურ-ბასკურმა, ინგლისურ-შოტლანდიურმა, ფლანდრიულ-გერმანულმა ურთიერთობებმა სანამ ამ ხალხებმა ის წავლეს ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის უფლებების დაცვის საერთო პასუხისმგებლობა.

საქართველოს ქართველთა ბუნებრივი, ისტორიული ტოლერენტობის გათვასწინებით შეეძლო შედარებით მცირე დროში, უმტკივნეულოდ დაერეგულირებინა ურთიერთობები ავტონომიებთან მაგრამ რუსეთმა ჩვენ არ მოგვცა საშუალება, რამდენიმე წელი მაინც აგვემუშავებინა სახალხო დიპლომატია.

რუსეთმა თითქმის ყველა რესპუბლიკაში სადაც ავტონომიები იყო მოახერხა დაეყენებინა საკითხი ასე, ავტონომიებში რჩება კომუნისტური მმართველობა მოსკოვის ქვეშევრდომობაში, თქვენ რესპუბლიკებმა, ან უარი თქვით დამოუკიდებლობაზე, ან შეეგუეთ თქვენი სახელმწიფოს ავტონომიური რესპუბლიკების დაკარგვას. ავტონომიურ რესპუბლიკებში რა თქმა უნდა იყო სიახლის, ახალი უცნობი პოლიტიკური წყობის შიში, მაგრამ იმისათვის რომ ხალხს იარაღი აეღო ხელში და მკვლელობები და ქართველების საცხოვრებლიდან გამოყრა დაეწო რუსეთის წაქეზება დასჭირდა. ფაქტიურად საზღვარი რუსეთის იმპერიასა და საქართველოს შორის ავტონომიების საზღვრებს დაემთხვა.

საკუთარი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება ყველა ადამიანის ისტორიული ვალია მთელს მსოფლიოში, და არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც უბრძოლველად დათმობს საკუთარ ტერიტორიებს. შეიძლებოდა თუ არა რომ ეს ბრძოლები წარმართულიყო უსისხლოდ, პოლიტიკურ ჩარჩოებში. გაიხსენეთ თქვენი მაშინდელი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ..
იმ პერიოდში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი სიმწვავით დადგა ეროვნებათშორისი ურთიერთობების საკითხი და უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ სხვადასხვა ქვეყნების დაპირისპირებული მხარეები უყოყმანოდ, შიდა აზრთა ჭიდილისა და განსჯის გარეშე გადაეშვნენ ძმათამკვლელ როგორც შიდაპოლიტიკურ, ასევე ეროვნებათშორის ომებში. ასეთმა შიდა ომებმა 1990-1993 წლებში მსოფლიო მასშტაბის ეპიდემიის- პანდემიის (გადამდები დაავადების) სახე მიიღო. მან მოიცვა არა მარტო ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, არამედ აღმოსავლეთი ევროპა და აზია. პოლიტიკური გზით პრობლემის მოგვარება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეებისაგან მოითხოვდა ტოლერანტობას, მოთმინებას, დროს და თუნდაც ნაკლებად დრამატული შეცდომების გამოცდილებას, უარყოფილი იქნა არა მხოლოდ კავკასიაში ქართული, აფხაზური, ოსური, რუსული, ჩეჩნური, სომხური, აზერბაიჯანული, არამედ ევროპაშიც მოლდავური, სერბული, ხორვატული, ბოსნიური და სხვა საზოგადოებების მიერ.

ერთადერთი საზოგადოება, რომელმაც შეძლო სამხედრო დაპირისპირება აეცილებინა თავიდან იყო ჩეხეთის საზოგადოება. ჩეხეთის საზოგადოებაში და მთავრობაში არ გაიმარჯვა ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნების მიზნით სამხედრო ქმედებების აზრმა. თუმც საღი აზრისაკენ ჩეხეთის საზოგადოებას რამდენიმე ფაქტორმა უბიძგა; მოპირისპირე მხარეს იდგა მრავალმლიონიანი, თითქმის თანაბარი მოსახლეობისა და ტერიტორიის მქონე სლოვაკეთი. ჩეხოსლოვაკეთი დასახელებიდანვე ჩანდა რომ იყო ორი თანაბარუფლებოვანი ქვეყნის გაერთიანება ჩვენთვის ყველაზე სამწუხაროდ საქართველოს ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებებმა ვერ მოახერხეს ვერ გამოავლინეს სიმწიფის ის ხარისხი, რომელიც შესძლებდა წინ აღდგომოდა ამ ძმათამკვლელი აგრესიის პანდემიას.

ქართული საზოგადოების სისუსტეს რამდენიმე წინაომი განაპირობებდა. შიდაომებს წინ უძღვოდა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული რამდენიმე ძლიერი ფსიქოლოგიური ომი. ეს ომები იყო ხანგრძლივმომქმედ შედეგებზე კარგად გათვლილი. ამ ომების ერთერთი მიზანი ქართული საზოგადოებრიობის დასუსტება იყო. საზოგადოებას ავტორიტეტები წარმართავენ. სოციალისტურ პერიოდში არსებულ ელიტარული პრივილეგირებული კომუნისტური ინტელიგენცია მნიშვნელოვნად წარმართავდა საზოგადოებრივ აზრს. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი კვლავ საბჭოთა ფილტრში გატარებული ავტორიტეტების ხელში დარჩა. ამას დაემატა 9 აპრილი, რუსეთის სამხედრო ძალის მიერ თბილისში, პარლამენტის წინ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც 18 მოქალაქის, მათ შორის ქალისა და ბავშვის სიკვდილი მოჰყვა.

ეს ოპერაცია დღემდე არ დაგმობილა რუსეთის მიერ. ჩვენ მაშინ ვფიქრობდით რომ რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გმობს 9 აპრილს ჯარის მოქმედებას, თვლიდა რომ ეს მძიმე შეცდომა იყო და ნანობდა, მაგრამ წლების გადმოსახედიდან ჩანს, რომ რუსეთმა ამ სამხედრო ოპერაციით დაგეგმა არამარტო მოედნის გათავისუფლება და პოლტიკურად აქტიური ხალხის დაშინება, არამედ მთელი მოსახლეობის პოლიტიკური რადიკალიზაცია, რევანშის იდეით დამუხტვა და შესაბამისად პოლიტიკური წონასწორობის დაკარგვა. სწორედ 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ რუსეთის მიზანმიმართული და უტიფარი ქმედებებით შეურაცხოფილი და იმედგაცრუებული მოსახლეობა წავიდა რადიკალურ ნაბიჯზე; თითქმის ერთხმად აირჩია პოლიტიკური სპექტრის რადიკალური წარმომადგენელი ზვიად გამსახურდია.


ამ დღიდან მოყოლებული ქართული საზოგადოებრიობის ჩამოყალიბებას წინ ეღობებოდა;
გამსახურდიას ნაციონალისტური მთავრობა,
ავტორიტეტული ინტელიგენციის პოლიტიკური მოუმწიფებლობა და რადიკალიზმი სახელმწიფოს წინააღმდეგ,
მათ მიერ სამხედრო გადატრიალების დაშვება, წაქეზება და ხელშეწყობა,
შემდეგ სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული ტოტალური აგრესია და ტერორი (ამ დროს მიტინგზე გამოსულ ადამიანებს ტყვიას ესროდნენ, ტელევიზიით კი სეთურის ხალხად მოიხსენიებდნენ).

შემდეგ საზოგადოებრიობის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა მრავალრიცხოვანმა შიდაპოლიტიკურმა თუ ეროვნებათშორისმა ომებმა, როცა სისხლმა და სიკვდილებმა ახალი ძალით დათრგუნეს განსხვავებული აზრი.

შემდეგ შევარდნაძემ რომელიც კაგებეს ხრიკების მეშვეობით ახერხებდა ავტორიტეტული ინტელიგენციის საკუთარ სამსახურში ყოლას.

ჩვენ შევიცვალეთ.

დამარცხებამ უფრო კრიტიკულები და პრინციპულები გაგვხადა.

ქართული საზოგადოება დღეს, როგორც არასდროს მობილიზებულია ძალმომრეობის წინააღმდეგ. 2003, 2004 (ბათუმის) წლისა და 2007-2008 წლის პოლიტიკურმა ბატალიებმა, რომელიც მიმდინარეობდა ათიათასობით განრისხებული მომიტინგის მღელვარებით, კვირების ხანგრძლივობით, უწყვეტად დღეღამის განმავლობაში, ჩაიარა არათუ უმსხვერპლოდ, ერთი ვიტრინაც კი არ ჩამსხვრეულა თბულისსა და ბათუმში.

ქართული საზოგადოება არ აძლევს მთავრობას შეკვეთას გაანადგუროს აფხაზები და ოსები და შექმნას უნიტარული სახელმწიფო.

აფხაზეთმა უარი თქვა დამოუკიდებლობაზე.

დეფაქტო მთავრობები დიდი ხანია ცდილობენ მიიღონ მიიღონ ადგილი რუსეთის ფედერაციაში.
რას ნიშნავხ ეს, დათმო დამოუკიდებლობის იდეალი,
რასაც ბევრი ბევრმა ახალგაზრდამ თავი შეგნებულად შესწირა, რასაც წლების თუ ათწლეულების განმავლობაში გეგმავდა და ოცნებობდა აფხაზთა დიდი ნაწილი?

რა მოხდა ამ 15 წლის განმავლობაში სანამ ჩვენ ცალცალკე ვართ?

საქმე არ არის იმაში კვლავაც შეუღებავი არის თუ არა სასტუმრო "აბხაზია" და დანგრეულია თუ არა "დიოსკურია", ამას ეშველება. შეიღებება, ასფალტიც დაიგება, ტურისტიც ჩამოვა და ციტრუსებიც უკეთესად გაიყიდება. მე მგონი პირიქით იქნება, რაც უფრო წარმატებული იქნება ეკონომიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მით ნაკლები იქნება ამ ტერიტორიაზე.. აფხაზეთი.

გაგრძელდება რუსული კაპიტალისა და მოსახლეობის მიგრაცია უკვე არა დაგეგმილი სოციალიზმის, არამედ კაპიტალიზმის პირობებში.

აფზეთისაგან დარჩება რუსეთის სარეკლამო თეზა მტრისგან გადარჩენილი პატარა თავისუფლებისმოყვარე ერზე რომელიც რუსეთს როგორც ტურისტულ-ჰეროიკულ ქვეყანას წარმოაჩენს. დარჩება ერთი-ორი ფოლკლორული ანსამბლი რესტორნის სტუმართათვის დროის მოკლე მონაკვეთში აფხაზეთში აფხაზებს იგივე როლი ექნებათ რაც ტაიტზე ტაიტელებს და ჰავაიზე ჰავაელებს– რესტორნების ფოლკლორულ-ეგზოტიკური გამრთობების.






ნუ გაიხსენებთ ნურც ქართველებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას და ნურც რუსეთთან პატრონაჟულ ურთიერთობას კომუნისტების დროს.

ეს არ განმეორდება.

ქართველები მომავალში თანასწორ უფლებიან, ფართო ავტონომიური პოლიტიკური უფლებებით ცხოვრებას გპირდებით.

რუსეთი კი არასოდეს იქნება რსფსრ რომელიც გახსოვთ. შოვინიზმ იმპერიალიზმზე დამყნობილი რუსული კაპიტალი კი ყველგან გულმოდგინედ წაშლის ყველაფერს აფხაზურს რაც ღირებულია პოლიტიკაში.

თქვენ ქართველების გულის გასახეთქად გადამთიელებს ეპატიჟებით ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად. საკუთარ თავზე თუ ფიქრობთ. ეგ კაზაკები და სხვები თქვენი, ჩვენი ერთობლივი მიწის სამუდამოდ დასაპატრონებლად და თავისი გავლენის გასაძლიერებლად ჩამოვლენ. ხომ არ გონიათ რომ მათი ექსპანსიისაგან რუსული დემოკრატიული მედია დაგიცავთ?


ნუ გეშინიათ ქართველების, ნუ გადაიჩეხებით ხევში ქართველების ჯინაზე, ქართველების გასაბრაზებლად..

ღია წერილი ბლოგერების სახელით ოსებს

ღია წერილი ბლოგერების სახელით რუსებს.ღია წერილი ბლოგერების სახელით აფხაზებს.ღია წერილი ბლოგერების სახელით ოსებს.ღია წერილი ბლოგერების სახელით სომხებს.
ბლოგერებნო!

მოგიწიდებთ შევადგინოთ ერთობლივი წერილი.

ყველა წერილს ცალკე პოსტად დავდებ და თქვენი კომენტების შეჯამებით შევადგენ.

გთხოვთ აქტიურობას, გთხოვთ გადასცეთ ვისაც შეეძლება თუნდაც ერთი საჭირო ფრაზის ჩამატება.

გამარჯობა ოსო!

ღია წერილი ბლოგერების სახელით სომხებს

ღია წერილი ბლოგერების სახელით რუსებს.ღია წერილი ბლოგერების სახელით აფხაზებს.ღია წერილი ბლოგერების სახელით ოსებს.ღია წერილი ბლოგერების სახელით სომხებს.
ბლოგერებნო!

მოგიწიდებთ შევადგინოთ ერთობლივი წერილები.

ყველა წერილს ცალკე პოსტად დავდებ და თქვენი კომენტების შეჯამებით შევადგენ.

გთხოვთ აქტიურობას, გთხოვთ გადასცეთ ვისაც შეეძლება თუნდაც ერთი საჭირო ფრაზის ჩამატება.

გამარჯობა სომეხო!

ღია წერილი ბლოგერების სახელით აზერბაიჯანელებს.

ღია წერილი ბლოგერების სახელით რუსებს.ღია წერილი ბლოგერების სახელით აზერბაიჯანელებს.

ბლოგერებნო!

მოგიწიდებთ შევადგინოთ ერთობლივი წერილები.

ყველა წერილს ცალკე პოსტად დავდებ და თქვენი კომენტების შეჯამებით შევადგენ.

გთხოვთ აქტიურობას, გთხოვთ გადასცეთ ვისაც შეეძლება თუნდაც ერთი საჭირო ფრაზის ჩამატება.

გამარჯობა აზერბაიჯანელო!

Tuesday, August 26, 2008

როცა ინფორმაცია მჭირდება



რას ვკითხულობ როცა ინფორმაცია მჭირდება?

www.tavisupleba.org რადიო თავისუფლებას
www.presa.ge-ს

და


www.apsny.ge-ს
ყველაზე ახალ ინფორმაციებს აპსნი.გე -ზე მარცხწენა სვეტში ნახავთ.


+Valeria Novodvorskaia RTVI-
http://www.today.com/video/browse/search-novodvorskaia/

Monday, August 25, 2008

სიმბოლური არა, ნამდვილი ომი იყო!

ეს პოსტი 17 მარტს დამიწერია.



< არსებობს თუ არა სიმბოლური ომი?



რუსებს ერთი სული აქვთ საქართველო ომში ჩაითრიონ, აფხაზები გააწყვეტინონ, ბოლო ეტაპზე საქართველო დაამარცხონ და მერე აფხაზების გადარჩენილი ნაწილის სახელით აფხაზეთი რუსეთს შეუერთონ.

თუ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო რაც რუსეთთან აფხაზეთის მიერთების ტოლფასია და საქართველომ ამაზე პასუხი არ გასცა, საქართველოს სამუდამოდ დაეკეტება აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივა. ყოველ შემთხვევაში სანამ რუსეთი ენერგომატარებლების მფლობელია.

საქართველოს დარჩება აფხაზეთის დაბრუნების უფლება თუ საქართველო რუსეთის ანექსიას შეეწინააღმდეგება. წინააღმდეგობის ფორმები ბევრი არ არის, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ ბერკეტები არ გვაქვს, ერთადერთი გზა სამხედრო გზა რჩება.

ანუ შეიკრა მანკიერი წრე. რუსეთს უნდა ქართველებმა ომი დაიწყონ, აფხაზები დახოცონ და ომი მოუგონ ქართველებს რაც შეიძლება ცოტა ცოტა ცოცხალი აფხაზით. თუ არ იომებ და რუსეთი აფხაზეთს სამუდამოდ გაიპრავებს, მომავალში, ხელსაყრელ დროსაც კი ვერ დაიბრუნებ აფხაზეთს. არსებობს თუ არა სიმბოლური ომი? პირველ მსოფლიო ომს ერქვა "ომი რომ დაამთავრო ყველა ომი".

შეიძლება იომო იმ განწყობით რომ ეს ომი გამარჯვებისთვის კი არ გინდა, არამედ გინდა არგუმენტად დაუტოვო შთამომავლობას?>


ახლა, 25 agvistos გადავხედე.
ჩემი პროგნოზი, თუ გეგმა დიდი თუ მცირე ცდომილებებით გამართლდა.


გამოვიცანი რომ:
-ომი შედგა.
-ომი ისე დამთავრდა, როგორც ეს რუსეთს უნდოდა.
-ისტორიას გადაეცა რომ ქართული სეპარატისტული რეგიონები საქართველოს რუსეთმა წაართვა.


ვერ გამოვიცანი რომ:

-ომი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცნობამდე მოხდა და არა შემდეგ.
-აფხაზეთამდე არ მიგვიშვეს, ოსეთში შედგა.
-ომი სიმბოლური არ აღმოჩნდა, ნამდვილი იყო.
-ქართულმა ჯარმა დაამტკიცა რომ შესწევს სეპარატისტების დამორჩილების ძალა, 1 დღეში გააკონტროლა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის 80%. დაამარცხა სეპარატისტების, ჩრდილოელი მოხალისეების და კაზაკების ერთობლივი ჯარი (ესეც ისტორიის ყულაბაში) .
-რუსეთს გამარჯვებისათვის მოუწია არა ფარული, არამედ ნამდვილი რუსეთ-საქართველოს ომის გაჩაღება (ესეც ისტორიის ყულაბაში).

მოკლედ რა მინდა ვთქვა,
თუ ვივარაუდო,

დღეს საქართველოს მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა მე უფრო რეალური მეჩვენება ვიდრე ეს 17 მარტს მეგონა. მაშინ ხომ მხოლოდ ისტორიაში ჩასაწერ სიმბოლურ ომზე ვლაპარაკობდი და არ წარმომედგინა რომ ოდესმე მთელი მსოფლიო იტყოდა "რუსეთი მშვიდობისმყოფელი არ არის, ის საერთაშორისო ძალებით უნდა შეიცვალოს და მთელმა მსოფლიომ უნდა შევეცადოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად აღდგეს"-ო, რა ვქნა, ვერც ვიოცნებებდი.

Sunday, August 24, 2008

ეს ხალხი მიყვარს


4 წელია ვაკვირდებით როგორ დგება ფეხზე ქართული ჯარი.
ფანფარონებით, დითირამბებით, ნაყიდი პათეტიკით, მაგრამ მაინც ვითარდება.
ძლიერდება, რიცხოვნობით, გაწვრთნილობით, შეიარაღებით.
საქართველოს თავზე დემოკლეს მახვილივით ეკიდა და ახლაც, რუსეთთან ომის შემდეგაც კიდია ომის საფრთხე.
ვიცოდით რომ ჩვენს ჯარს, ჯარისკაცებს, როცა იქნებოდა, თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება მოუწევდათ.
4 (თუ რამდენიცაა) მილიონიან საქართველოში 20.000 კაცი ან ჯარში გაწვევის გამო, ან სამხედრო მოსამსახურედ საკუთარი გადაწყვეტილებით მომუშავეები საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ შეგნებულად აყენებდნენ.

ისინი დიდი ხანია ფიზიკურად და მორალურად ემზადებიან ომისათვის.

მე ეს ხალხი მიყვარს, მაგრამ მათთან ერთად ამ დღეებში ბევრი ადამიანის მიმართ ვიგრძენი პატივისცემა და სიყვარული.
-
იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავისი მშვიდობიანი პროფესიით ცხობრობდა და უცებ, ერთ დაძახილზე ომში აღმოჩნდა და ამ სახიფათო ადგილს რამოდენიმეჯერ შეგნებულად დაუბრუნდა.

ექიმები.
მძღოლები.
ჟურნალისტები.
მეხანძრეები.
პოლიციელები.

და ყველა მათგანი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა!

ჩემები ექიმები, დარწმუნებული ვარ რომ მძღოლებიც, მეხანძრეებიც, პოლიციელებიცა და ჟურნალისტებიც თავიდან იმედოვნებდნენ რომ ფრონტის უკანა ხაზზე, შედარებით უსაფრთხო დისტანციას დაიჭერდნენ ომის ეპიცენტრისაგან, მაგრამ ავიაციის თავდასხმების გამო ყველა ჩემიანს მოუწია ეთხარა ცხვირით მიწა, ეთრია სისხლიანი დაჭრილი მაშინ, როცა ცხვირით მიწაში ჩაძრომა უფრო უსაფრთხო იყო.

ანუ ავიაციის გადამკიდე ყველას მოუწია სასიკვდილო საშიშროების ქვეშ მუშაობა და არავინ გამოქცეულა!!

Thursday, August 21, 2008

საკრალური ბურუსი


ელიავას ბაზრობაზე, დაშლილი მანქანების რიგებში სიარულისას ერთ სიბრძნეს მივაგენი.

ყველა ნაავარიევი მანქანა რომელთაც ჯართადქცეულს და უფორმოს ხელოსნები ფატრავენ, გაცვეთილი (ე. წ. ლისი) ბორბლები აქვთ.
ამ ავარიებს, ამ მანქანათა მძღოლები ან მათი მგზავრები ან სრულებით უდანაშაულო გამვლელების სიცოცხლეები შეეწირნენ, ან სიკვდილს გადაურჩნენ და ინვალიდები დარჩნენ, სიკვდილს თვალებში ჩახედეს ან ადამიანის მკვლელები გახდნენ.

დაღუპულზე იტყვიან ზეცაში დაწერილი ბედის წიგნის მიხედვით, ეგრე ჰქონიაო დადგენილი ღმერთს მისი სიცოცხლის დასრულებაო, კარგი თავისთან წაიყვანაო, ბიძა და ბებია იმ ქვეყნად ელოდნენ და ახლა ჩაიხუტებენო და ათას სხვა ფოლკლორულ მარგალიტებს.

არადა ტრაგედია გამოიწვია "ლისმა" ბორბალმა.
200 ლარით ოთხივე ბორბალს გამოცვლიდა თუნდაც ნახმარი, მაგრამ ფორმაში მყოფი ბორბლებით, მაგრამ არ ქნა.

ახლა მის ოჯახს მოუწევს 200 ლარის საფლავის მთხრელებისათვის გადახდა.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ტრაგიკული შედეგი ჩვენ მოკვდავებს რაღაც საკრალურ ბურუსში გვახვევს და ფაქტის ობიექტური აღქმის, განსჯის უნარს გვიკარგავს.

ვეღარ ვაანალიზებთ რომ ტრაგედია უმნიშვნელო წინაპირობამ გამოიწვია (გაცვეთილმა ბორბალმა - სიკვდილი).



საქართველოს გაუბედეს (TRAGEDIA).
გაუბედეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, რაც კი შეეძლო ქვეყანას სხვა ქვეყნისათვის გაეკეთებინა - ოკუპაცია, გამარჯვების, სეპარატისტებზე გამარჯვევის მოპარვა, ჩვენი მოქალაქეების მოკვლა, დევნა, უსახლკაროდ დატოვება.

და ჩამოწვა ის ხსენებული საკრალური ბურუსი, აღარ ვფიქრობთ რამ გამოიწვია რუსეთის ესეთი თავხედობა, რამ მისცა გამარჯვების იმედი, რატომ გარისკა საკუთარი ათწლეულით ნაკოწიწები ავტორიტეტი.
ვინ მისცა ილუზია რომ საქართველო ფერხთით გაეგებოდა, ტირანს გადააგდებდა და მხსნელ რუსეთუმეს ლექსებს დაუწერდა.

პასუხი ჩემთვის ნათელია
რომ არ ყოფილიყო უმნიშვნელო წინაპირობა 2007 წლის 2-7 ნოემბერი, ძლივს მოგებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომ არ ყოფილიყო ისტერიული 15 გამოყლევებულის განცხადებები "დე ფაქტო პრეზიდენტისა" და "ფიქტიური პარლამენტის" შესახებ, რუსი ამდენს ვერ გაბედავდა.

ობობას რეჟიმში ვართ!


ობობას რეჟიმში ვარ.



ანუ ეს მუდრეგი 3 თუ 4 მილიონი ქართველები გასუსულები და განაბულები ვუყურებთ იმას რაც ხდება.

ასეც არის საჭირო.
აღარ მხვდება გულზე არც ტანკებზე მჯდომი რუსების ირონიულ-კმაყოფილი გამოხედვები ქართული სოფლებიდან, აღარც სენაკის აეროპორტის აფეთქების შემხედვარეს გამიწვრილდა გული, აღარც ჩემს 13 წლის ბიჭს ვუხსნი რა და როგორ მიიღოს ტელევიზორში ნანახი (არც ვიცი როგორ).
და ვარ ობობას რეჟიმში.

ვემზადები ერთი, მტრისათვის საბედისწერო შეტევისათვის (თუნდაც ჩემთვისაც).
ახლა ტელევიზორის წინ ჩემი ადრენალინი არ უნდა დაიწვას. ეს ადრენალინი მე დამჭირდება როცა დედამოტყნული რუსი ბუზი ჩემს ქსელს შემოარღვევს.

Wednesday, August 20, 2008

მოგება რუსებმა აგვახიეს


ვისი ომია?

სააკაშვილის თუ საქართველოსი?

საქართველოსი!!

მოგება რუსებმა აგვახიეს.
მოგება, რომელიც ხელში გვქონდა სეპარატისტების წინააღმდეგ, ვერ აგვწაპნეს ვერც ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკებმა და ვერც მითიურმა კაზაკებმა, მაგრამ წაგვართვეს რუსებმა თავისი რეგულარული არმიებით, ავიაციით, ფლოტით, ღვარძლით და ზიზღით.


არადა დღეს, 20 აგვისტოს ცხინვალში უნდა ჩაეარა ქართულ სამხედრო პარადს, ტრიბუნიდან მათ სააკაშვილი და სანაკოევი მიესალმებოდა, ოსების მიტინგის მონაწილეები ტელეინტერვიუში იტყოდნენ რომ ძლივ დამთავრდა შიშისა, ზიზღისა და სიღარიბის მმართველობა და ახლა ახალი ევროპული ქვეყნის მშენებვლობაში ოსები ისევ ისეთივე მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ როგორც თამარ მეფის დროს.


მოგება რომელისც ახლო იყო რუსეთის ფედერაციამ მოგვპარა, წაგვართვა.
როგორც ბესლანის სკოლაში 7 ტერორისტის დასამარცზხებლად 300 ოსი ბავშვის სიცოცხლე გაწირა, ასევე საქარ5თველოშიც, თავისი გამარჯვებისათვის რუსმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ჯერ არტილერიისთვის გაწირა, შემდეგ კი ავიაციით მიწასთან გაასწორა.

ყველაფერი კი ქართველების მოპატიჟებით დაიწყო.

2 კვირა ავტობუსების კილომეტრიანი კოლონებით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ჩრდილოეთში გაყავდათ და ამას ტელევიზორში დღეში ოთხჯერ აჩვენებდნენ - აჰა, ცხინვალი და ოსეთის სოფლები მოსახლეობისაგან დავცალეთ, მოდით და იომეთ თუ მ,აგრები ხართო, ცხინვალი და ოსური სოფლები ახლა დასახლებული პუნქტები კი არა, ფრონტისპირა სამხედრო წერტილებიაო.

ყოველ შემთხვევაში ეს ფაციფუცი შეგეძლო ასეც გეთარგმნა.

მანამდე, კოდორის ხეობის კვიციანის ჯანყისგან გათავისუფლებისას რუსეთის სამშვიდობო ჯარების ხელმძღვანელმა ინტერვიუში თქვა, მე როგორ გავუწევდი წინააღმდეგობას ქართველებს, იმ ჯარს წინ ხომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი მოუძღოდნენო წინო?
ანუ სამშვიდობოებს არ ჰქონდათ უფლება წინ აღდგომოდნენ სახელმწიფოს ჯარს.

Tuesday, August 19, 2008

მე სააკაშვილის ადვოკატი ვარ:

რატომ არ იქნა გამოყენებული საყოველთაო მობილიზაცია?
რატომ არ იქნენ გამოყენებული რეზერვისტები (სრულად)?

შენ გინდა ომის მოგება.

მეც მინდა

შენ გინდა ომის მოგება მსხვერპლის გარეშე?
მეც მინდა.

შესაძლებელია ამ ორი მიზნის ერთდროულად მიღწევა?
არა, სანამ რუსეთი ქართველებს არ მიგვიშვებს აფხაზებთან და ოსებთან შეუძლებელია.

და პირიქით, სანამ რუსეთი მზადაა პირდაპირი ინტერვენცია მოახდინოს შენს მიწაზე, უმსხვერპლო ომი შეუძლებელია.

მოკლედ გავიხლართეთ ხომ?

აქ წარმატების მიღწევის ერთადერთი ღრიჭო იყო იმ შემთხვევაში თუ:

საქართველოს სამხედრო ძალები მოუგებდა ომს სეპარატისტებს+ჩრდილოკავკასიელ მოხალისეებს+კაზაკებს (იგივე რუსებს) და ამავე დროს რუსეთი ვერ გაბედავდა ღია ოკუპაციას.

მაგრამ გაბედა,

მაგრამ გაგვიბედა.

რატომ?

იქნებ იმიტომაც ჩვენი ჭკვიანი ოპოზიცია "თვითმარქვია და დე ფაქტო, და უზურპატორ პრეზიდენტსა" და "ფიქტიურ პარლამენტს" რომ იძახდა დღეში სამჯერ?

Sunday, August 17, 2008

მე სააკაშვილის ადვოკატი ვარ: რატომ არ გვქონდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა?

ქართულ-რუსული ომი მოიგო რუსულმა ავიაციამ.
თამაც ავიაციის არა საუკეთესო ნაწილმა, არამედ დუბლებმა - სუ ებმა.

ერთდროულად ქართულ ცას 50 თვითმფრინავი სერავდა და სხვადასხვა სირთულის ბომბებს აფრქვევდა.
დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში შემოსული უზომო რაოდენობის ტყანკებს, ჯავშანმანქანებსა და ცოცხალ მასას არ შეუძლია ჩვენი ჯარის წინააღმდეგობის შეჩერება.
ჩემს საავადმყოფოში შემოსული დაჭრილი ჯარისკაცები დღესაც ომში გარბიან და ომის შეწყვეტას პრეზიდენტს საყვედურობენ.
მაგრამ შემდგომი ბრძოლების ბედსაც ავიაცია გადაწყვეტს, და ამიტომ განმანთავისუფლებელ ომს მიზანი ეკარგება.
ცა ისევ რუსებისაა..

მაგრამ

რუსებმა განიცადეს თავის ისტორიაში ყველაზე დიდი დანაკარგი სამხედრო ავიაციის მხრივ.
ჩვენმა ახალფეხადგმულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მათი 12ან სხვა მონაცემებით 20-მდე სუ ჩამოაგდეს.
თითოეულის ღირებულება 250 მილიონია, ანუ მხოლოდ ავიაციის დანაკარგი რუსეთისთვის მილიარდი დოლარია.
მეორე მხრივ, გადარჩენილ თვითმფრინავებს ჩვენი Hაერსაწინააღმდეგო სისტემის შიში რომ არ ეგრძნოთ იქნებ სულაც დარტყმა-დამიზნების ეფექტი გაეზარდათ და ჩვენი დანაკარგი, მსხვერპლი და ნგრევა მეტი ყოფილიყო.

მე სააკაშვილის ადვოკატი ვარ: არ ეცოდება ჯარისკაცები?

ორი საბრალდებო სიტყვა ისმოდა ამ დღეებში ხშირად:

შეატოვა და შეახოცა.

ორივე სააკაშვილის მისამართით.

პირველი- "შეატოვა" ეხებოდა ცხინვალის რეგიონის ართული სოფლების მოსახლეობას, რომელიც წლებია უკვე შეტოვებულია ოსების უკონტროლო ცეცხლს.
კვირაში ერთხელ სარდაფებში და ლოგინის ქვეშ წოლას, შიშს საკუთარ და შვილების სიცოცხლეზე.

მეორე -"შეახოცა" ეხებოდა ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძოდნენ.
თავისი სკამისთვის შეახოცა და ახლა კიდევ ბევრს შეახოცავსო ამბობდნენ.

დე გოლის ფრაზას მოვიშველიებ - პოლიტიკა არის ორ ცუდ გადაწყვეტილებას შორის ნაკლებად ცუდის მოძებნა.
ჩვენ შემთხვევაში ერთერთი ბრალდება "შეახოცა" ან "შეატოვა" მეტად აქტუალური იქნება, მეორე კი ნაკლებად, მაგრამ უსაფუძვლო არცერთი მათგანი არ დარჩება.

ეს ორი ბრალდება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. პირველი საყვედური თუ არ გინდა მიიღო, მეორე გზით უნდა წახვიდე, და პირიით, თუ გინდა რომ მეორე საყვედური არ მიიღო, პირველი უნდა მიიღო.

როგორც საყოველთაო დიალექტიკაშია, საჭიროა ოქროს შუალედის მოძებნა.
ეს კი ძალიან ძნელია, მით უმეტეს თუ რეგბს გგონია თამაშობ წესების დაცვით და აღმოჩნდება რომ მოწინააღმდეგე დანებითაა შეიარაღებული და მოგსდევს, მსაჟი კი გამარჯვებას მას უთვლის.

Saturday, August 16, 2008

მე სააკაშვილის ადვოკატი ვარ: რატომ წააგო ომი?

გააჩნია ვისთან.
სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ გაწვრთნილ-შეიარაღებული და მოხალისე ჩრდილოკავკასიელებით გაძლიერებული ჯარი ფაქტიურად ერთ დღეში დაამარცხა. ეს ომი სამ დღეში დამთავრდებოდა ადვილი გამარჯვებით რომ არა რუსეთი.
შენ, ვინც აქამდე კითხულობ ამ წერილს, გაიხსენე, როცა ქართული ჯარის აღჭურვითა და გაძლიერებით ხარობდი, ერთი წუთით მაინც წარმოიდგენდი, რომ ამ ჯარს რუსული რეგულარული ჯარის ღია ომში გამარჯვებას მოსთხოვდი?

არა, რა თქმა უნდა.

შენც იცოდი რომ ეს ჯარი, ქართული ჯარი, საჭირო იყო სეპარატისტების ძალაზე დომინირებისათვის.
იქნებოდა ჩრდილოკავკასიელები, იქნებოდნენ რუსი სამხედრო კონსულტანტები, ეკონომიკური შპილკები, მტრის პარტიზანულ-დივერსიული ოპერაციები და ათასი ოხრობა, მაგრამ არა რუსეთის რეგულარული ჯარის საოკუპაციო შემოტევა.

ჩვენ ვიცოდით, რომ არა მხოლოდ რუსეთისა და თურქეთისაგან არამედ ჩვენზე შეიარაღებული სომხეთისა და ჩვენზე მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანისაგან საერთაშორისო კანონმდენლობა, გაერო, ევროკავშირი და ისტორიული პასუხისმგებლობა გვიცავდა.
საქართველომ ომი წააგო რუსეთთან, თანაც ჯარმა კი არ წააგო, მხედართმთავარმა გადაწყვითა ომის შეწყვეტა და ჯარის გამოყვანა საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან.
რუსეთმა დუბლებით, თუ დუბლების დუბლებით მოგვიგო; სუ-ემით და არა მიგებით, პატარა და არა დიდი რაკეტებით, ჩვეულებრივი და არა საუკეთესო ტანკებითა და არტილერიით მაგრამ
საუკეთესო და ყველაზე გამოცდილი ჩრდილოკავკასიის ჟანდარმი 58-ე არმიით.
ანუ რუსეთმა თუ გადაწყვიტა ღია ომზე წასვლა, ის ამ ომს მეორე დუბლებით, პირველი დუბლებით თუ ძირითადი შემადგენლობით ყ ვ ე ლ ა ს (ან თითქმის ყველას) მოუგებს.
აქედან გამომდინარე მე ამ ომის მარცხს სააკაშვილს არ ვაბრალებ.





რატომ ებრძოლა რუსეთს?

არ ეცოდება ჯარისკაცები?
არ ეცოდება ის ხალხი, ვინც ახლა ლტოლვილი გახდა?
რატომ არ გვქონდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა?
რატომ არ მოითმინა?
თვითონ რომ დამალულია სხვის სიცოცხლეებს რატომ რისკავს?
არ იცოდა, რომ ამერიკა და ევროპა შორია, რუსეთი კი ახლოს?
რატომ ვერ ააფეთქა ეს დაწყევლილი როკის გვირაბი?
რუსეთის სამშვიდობო ჯარებს ომამდე რატომ არ შეუწყვიტა ეს სტატუსი?
რატომ არა გვყავს ავიაცია?
რატომ არ იქნა გამოყენებული საყოველთაო მობილიზაცია?
რატომ არ იქნენ გამოყენებული რეზერვისტები (სრულად)?

Thursday, August 14, 2008

ქართველი ერი მოსთხოვს პასუხს სააკაშვილს-ო


დღეს 15 აგვისტოს საქართველო 3 გზის წაგებულია.

წაგებულია სამხრეთ ოსეთი. განადგურებული და ქართველებისგან დაცლილია ის სოფლებიც კი, რომლ;ებიც აქამდე არსებობდნენ სამხრეთ ოსეთში.
წაგებულია კოდორი-ზემო აფხაზეთი.
ის სტრატეგიული ხეობა რომელშიც ბოლო 15 წელია ერთხელაც ვერ შებედეს აფხაზებმა.
წაგებულია საქართველოს დიდი ნაწილი.
ფლოტი ჩაგვიძირეს, პორტები და აეროპორტები დაგვიზიანეს, პოლიციას სადაც უნდათ მიადგებიან და იარაღს აყრიან.

დღეს ხვალ ჩვენს დახოცილ ბიჭებს დაასაფლავებენ. მხოლოდ იმათ, ვისი გამოტაცება შეძლეს ჩვენებმა. ნაწილი კი უპატრონოდაა ქართლის ტყეებში.
30.000 ლტოლვილი. ახალი ლტოლვილი. ლტოლვილი რომ არ ყოფილა ადრე ისეთი ლტოლვილი.
რუსული არმია იმპულსურ მანევრებს აკეთებს (დაბომბვა ხან აქ ხან იქ, სამხედრო კოლონის მარში სტრატეგიულ წერტილ – ორჭოსანში).
საქართველო წაგებულია.
ოკუპაციის ხარისხი მტრის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული,
რომელიც ცდილობს ჩვენი ნერვები გამოცადოს, გაარკვიოს რამდენად შესაძლებელია ტოტალური ტერორისა და პანიკის გამოყენება თავისი მიზნების დასაგვირგვინებლად.



და აქ კი ბრძნულ-პატრიოტულ-პრინციპულ-უშიშარი ფრაზა მესმის –
“ახლა გლოვაა და გლოვის შემდეგ ქართველი ერი მოსთხოვს პასუხს სააკაშვილს!!”
მე ადვოკატად ვუდგები სააკაშვილს.
ვინ მკითხავს მაგრამ მაინც.
და რადგანაც ჯერ ბრალმდებლების წინადადებები არ მომისმენია, მე თვითონ მომიწევს სააკაშვილისთვის ბრალდებების ჩამოყალიბება, მათ ნაცვლად.

რატომ წააგო ომი?
რატომ ებრძოლა რუსეთს?
არ ეცოდება ჯარისკაცები?
არ ეცოდება ის ხალხი, ვინც ახლა ლტოლვილი გახდა?
რატომ არ გვქონდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა?
რატომ არ მოითმინა?
თვითონ რომ დამალულია სხვის სიცოცხლეებს რატომ რისკავს?
არ იცოდა, რომ ამერიკა და ევროპა შორია, რუსეთი კი ახლოს?
რატომ ვერ ააფეთქა ეს დაწყევლილი როკის გვირაბი?
რუსეთის სამშვიდობო ჯარებს ომამდე რატომ არ შეუწყვიტა ეს სტატუსი?
რატომ არა გვყავს ავიაცია?
რატომ არ იქნა გამოყენებული საყოველთაო მობილიზაცია?
რატომ არ იქნენ გამოყენებული რეზერვისტები (სრულად)?

momexmareT kiTxvebSi
da pasuxebSi

გელა ჭედია


gigas, qetis, mariams, nikas da mesames!‏
From: gela tchedia (gelatchedia@yahoo.com)


Sent: Monday, March 05, 2007 2:47:00 PM
To: gigagel@hotmail.com

gelenidzeebisgan salami!

rogor xart, xom kargad? bavshvebi rogor arian? chven kvelani kargad vart, aqats da sopelshits. qetis mogvianebit ulotsavt dedis dges da damdeg 8-marts!!! bavshvebi dagvikotsnet!!!

ეს ბიჭი (ჩემთვის ბიჭი იყო, სანამ ცოცხალი იყო, ჩემზე 12 წლით უმცროსი)
ეს კაცი, დღეს ჩემთვის გმირი ჩემი სისხლით ნათესავი გელა ჭედია აღარა მყავს.

მომიკლეს.

მოუკლეს თავის ცოლსა და წლინახევრისა და სამი თვის შვილებს, დედ-მამას, ძმებს, რომლებთანაც ერთად იბრძოდა და რომელთაგან უმცროსმა, თავად დაჭრილმა 4 კილომეტრი ზურგით ატარა აგონიური სუნთქვებით კისერში.
გელა მარტვილის რაიონში უნდა დაესაფლავებინათ გუშინ და დღეს უკვე მეორედ გამოაბრუნეს გორის გზიდან რუსებმა. ახლაც ელიან გზის გახსნას.

გუშინწინ ღამე, დაახლოებით 3 საათზე ნაძალადევში გელას სახლის პაწაწინა ეზოში შესანდობარის სათქმელად გაშლილ სუფრასთან მამამისს ვეკამათე.


უაზრო ომს შეეწირა ჩემი შვილიო, უაზროდ მოკვდაო, ვიღაცის ამბიციებს გადაყვაო.

მე ასე არ ვთვლი.
დრო შეაფასებს ჩემზე ზუსტად,
მაგრამ დღეს მე მგონია, რომ რუსეთ საქართველოს ომში ახალი საქართველო დაიბადა, სხვა საქართველო, გაცილებით ძლიერი და მართალი, რუსეთისათვის უძღები შვილის დამღისაგან საბოლოოდ გათავისუფლებული, ვაჟკაცური და ავტორიტეტიანი.
ღმერთმა ქნას 200 წლის შემდეგ პატარა ლუკასა და ლანას შთამომავლებს ძმაკაცები სიამაყით მიეყვანოთ გელას საფლავზე - ეს კაცი ჩვენი ბაბუისბაბუისბაბუა იმ ომში მოკლეს, რომლის შემდეგ საქართველო საბოლოოდ წამოდგაო.
ვუბერავ??

ვნახოთ!!

ოლიმპიადა


ვიღას ახსოვს ოლიმპიადა.
ახლა შევიხედე ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე და..

თურმე მე-12 ადგილზე ვყოფილვართ. წარმატებულ გიგანტებს შორის, და ყველაზე გასაკვირი ჩემთვის რაც ვნახე - რუსეთი, რომელიც მესამე ადგილს არასდროს ჩამოცილებულა ახლა სულ რაღაც მე-9 ადგილზეა.

ისიც ორი ჩრდილოკავკასიელი მოჭიდავის ხარჯზე.
ბოლოს ალბათ გაქაჩავენ მაგრამ დღეს ეს შედეგი რუსეთისათვის სამარცხვინო შედეგი სახწეზეა.

მე ვფიქრობდი ჩვენი ოლომპიელები ამ ოლიმპიადას ჩააგდებენ, არა აქვთ განწყობა მეთქი, რუსეთი კი უფრო "აკრილიონნი" იქნება და მსოფლიო ლიდერობაზე გაიქაჩება მეთქი, მაგრამ შევცდი!

ქართველებმა ივარგეს.

კომპლექსი კი მე მგონი რუსებს გაუჩნდათ (ისტორიაში პირველად).
Rank NOC Name Men Women Open/Mixed Total Rank by Total
G S B T G S B T G S B T G S B T
1 CHN - China 9 4 3 16 12 3 2 17 21 7 5 33 1
2 USA - United States 7 1 6 14 3 7 7 17 1 1 10 9 13 32 2
3 KOR - Korea 5 4 1 10 1 3 1 5 6 7 2 15 4
4 ITA - Italy 2 4 1 7 4 2 6 6 4 3 13 6
5 GER - Germany 3 1 4 1 3 4 2 2 6 1 3 10 9
6 AUS - Australia 2 4 6 5 1 3 9 1 1 5 4 7 16 3
7 JPN - Japan 3 3 1 7 2 2 4 5 3 3 11 8
8 FRA - France 2 6 4 12 1 1 2 2 7 5 14 5
9 RUS - Russian Fed. 2 2 3 7 5 5 2 7 3 12 7
10 GBR - Great Britain 1 1 2 1 1 4 2 2 2 2 3 7 =10
11 CZE - Czech Republic 1 1 1 1 2 2 1 3 =19
12 GEO - Georgia 2 2 1 1 2 1 3 =19
13 PRK - DPR Korea 1 2 3 1 1 2 4 1 2 4 7 =10
14 AZE - Azerbaijan 1 2 3 1 2 3 =19
15 NED - Netherlands 1 1 1 1 2 4 1 1 3 5 12
16 ROU - Romania 1 1 1 1 1 3 1 1 2 4 =13
17 SVK - Slovakia 1 1 1 1 1 1 2 =25
18 SUI - Switzerland 1 2 3 1 1 1 3 4 =13
19 ESP - Spain 1 1 2 1 1 2 =25
19 FIN - Finland 1 1 1 1 1 1 2 =25
21 IND - India 1 1 1 1 =36
21 THA - Thailand 1 1 1 1 =36
23 HUN - Hungary 3 3 1 1 3 1 4 =13
24 ZIM - Zimbabwe 3 3 3 3 =19
25 CUB - Cuba 1 1 2 1 3 2 2 4 =13
26 SWE - Sweden 1 1 2 1 1 2 1 3 =19
27 ALG - Algeria 1 1 1 1 1 1 2 =25
27 AUT - Austria 1 1 1 1 1 1 2 =25
27 KAZ - Kazakhstan 1 1 1 1 1 1 2 =25
27 KGZ - Kyrgyzstan 1 1 2 1 1 2 =25
27 TUR - Turkey 1 1 1 1 1 1 2 =25
32 COL - Colombia 1 1 1 1 =36
32 MGL - Mongolia 1 1 1 1 =36
32 NOR - Norway 1 1 1 1 =36
32 SLO - Slovenia 1 1 1 1 =36
32 VIE - Vietnam 1 1 1 1 =36
37 BRA - Brazil 3 3 1 1 4 4 =13
37 UKR - Ukraine 3 3 1 1 4 4 =13
39 ARM - Armenia 3 3 3 3 =19
40 BLR - Belarus 1 1 1 1 2 2 =25
40 INA - Indonesia 2 2 2 2 =25
40 TPE - Chinese Taipei 2 2 2 2 =25
43 ARG - Argentina 1 1 1 1 =36
43 BUL - Bulgaria 1 1 1 1 =36
43 CRO - Croatia 1 1 1 1 =36
43 EGY - Egypt 1 1 1 1 =36
43 MEX - Mexico 1 1 1 1 =36
43 TJK - Tajikistan 1 1 1 1 =36
43 TOG - Togo 1 1 1 1 =36
43 UZB - Uzbekistan 1 1 1 1 =36
Total: 41 41 53 135 36 36 41 113 2 2 2 6 79 79 96 254

http://results.beijing2008.cn/WRM/ENG/INF/GL/95A/GL0000000.shtml

გორი, სადაც დაიბადა სტალინი



დღეს, 15 აგვისტოს რუსების საოკუპაციო ჯარი, წინასწარი პირობის მიუხედავად გორიდან არ გავიდა.
ან რა უნდოდა გორში,

ან რატომ არ გადის?

გითხრათ?

-ჯვაროსნებისთვის იერუსალიმი
-მუსულმანებისთვის მექა,
-რუსებისთვის კი გორი
წმინდათაწმინდა ადგილია.
გორი სადაც დაიბადა სტალინი,
სტალინი რომელიც 2008 წელს რუსებმა დიდი პროცენტული უპიტრატესობით "რუსეთის სახედ" აღიარეს.

ეთაყვანეთ რუსებო ულვაშას,
მსხვერპლიც შეწირეთ, დამპალი კაპიტალიზმის შპიონი ჰოლანდიელი ჟურნალისტი მის კვარცხლბეკს დააკალით.


Wednesday, August 13, 2008

ომი



13 დღეა ინტერნეტში არ შემომიხედავს.

ბოლო 4 დღეა (ახლაღა გადავთვალე თითებზე) საქართველომ სამამულო ომი მოასწრო.

ომი დამთავრდა, ოკუპაცია გრძელდება.
დამპყრობმა მეფემ ბრძანა - ომი დამთავრდა, მაგრამ წინააღმდეგობას ვინც გაგიწევთ მაშინვე უნუჩტოჟწე-ო.

რამდენიმე პოსტის სათაური ამომიტივტივდა.

ეხლა ყველა აღარ მახსოვს, შევეცდები დავიხსენო.

მაშ ასე, მომავალი პოსტების სათაურები (ძირითადი თემები):

..ჩემი სახელმწიფო იბადება, დიდი ჭინთვებით და ტანჯვით, მაგრამ იბადება.

..ვაშა! დიდი ერები კლუბში შევდივართ - ზეიმპერიამ პირდაპირი მტრობის ღირსად გაგვხადა.

..ვაშა! ისტორიულ-ილუზორული კლიშე რომელიც ყველა რუსს ნათხემში ეჯდა - ქართველები ჩვენთვის უნდა ცეკვავდნენ, მღეროდნენ და მუდმივად ნიჭიერი მადლობები გვიხადონ გადარჩენისთვის-ო
გაცამტვერდა.

..აღარ ვართ ვალდებულები, თავისუფლები ვართ!

..ვაშა! საქართველოს ჯარს შეძლებია სეპარატისტების დამორჩილება.


..ვაშა! საქართველოს ჯარს შეძლებია სეპარატისტების+რუსების შეიარაღების+ კონსულტანტ-მინისტრ გენერლების დამარცხება.
..ვაშა! საქართველოს ჯარს შეძლებია სეპარატისტების+ჩრდილოკავკასიელი მოხალისე ბოევიკების დამორჩილება.
..ვაშა! საქართველოს ჯარს შეძლებია სეპარატისტების+რუსული ზემომზადებული სპეცჯგუფების დამორჩილება.
..ვაი!
საქართველოს არ შეძლებია რუსეთის არმიის დამარცხება.
თუმცა ეს ხომ ისედაც ვიცოდით.

..რატომ გაგვიბედეს?