მოგიწიდებთ შევადგინოთ ერთობლივი წერილი.
ყველა წერილს ცალკე პოსტად დავდებ და თქვენი კომენტების შეჯამებით შევადგენ.
გთხოვთ აქტიურობას, გთხოვთ გადასცეთ ვისაც შეეძლება თუნდაც ერთი საჭირო ფრაზის ჩამატება.
გამარჯობა ოსო!
ჩვენი ხალხების მომავალ ისტორიაში კიდევ დიდხანს იტრიალებს შეკითხვა - რატომ მივედით 2008/7 აგვისტომდე?
90-ანი წლების დასაწყისის ომები და ყაჩაღობები ხალხს იმდენად მწარე გამოცდილებად დაგვაჩნდა, რომ იარაღზე ქართულმა ზოგადოებამ პრინციპული უარი თქვა. ვარდე ბის რევოლუცია, აჭარა, ნოემბერი უსისხლოდ დამთავრდა.
და მაინც, საქართველოს სახხელმწიფოს უფრო ეფექტური სამშვიდობო პოლიტიკის გატარება შეეძლო.
არ აღმოჩნდა საკმარისი სანაკოევი, ტვ-ალანია, კინოთეატრები და სტადიონები, არ მიუვიდა მოსახლეობის გულს არც პრეზიდენტის ოსურ ენაზე სამშვიდობო მომართვები და არც ფართო ავტონომიის. ოფიციალური შეთავაზებები.
საქართველოს ბოლო 5 წლის აღმშენებლობის კვალდაკვალ ქართული ჯარიც აშენდა და გაძლიერდა, ჩვენ ვთვლოდით რომ ჯარის სიძლიერე ქვეყნის ეკონომიკის წარმატებებსა და ქვეყნის მასიური რემონტის თანხლებით ოსებსა და აფხაზებს წაახასებდა საქართველოსკენ გამოსახედად.
Mაგრამ ხალხს ესეთი არჩევანი რუსეთმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ მისცა. Pირველ როგში რა თქმა უნდა, რუსეთმა.
2004 წლიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ომი. Oმი, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს დაჩოქებაა. შაქართველოს დაჩოქება კი, რუსეთს თავისი ფიზიოლოგიური სწრაფვის - მსოფლიო ბატონობისთვის უნდა. ეკონომიკის Yველა სახელმძღვანელოში წერია თუ რა ცუდი რამაა მონოპოლია. მონოპოლიის საწინააღმდეგოდ ყველა ცივილიზებული ქვეყანა იყენებს სპეციალურ ანტიმონოპოლიურ კანონებს. რუსეთმა კი განიზრახა მონოპოლიის მარწუხებში მთელი ევროპა მოექცია. Aმ მიზნისათვის მან დაისახა ერთპიროვნულად გააკონტროლოს ის ნავთობპროდუქტები, რომელიც რუსეთის გარდა შუა აზიასა (ყაზახეთი, თურქმენეთი) და კავკასიაში (აზერბაიჯანში) მოიპოვება. რუსეთის მიზანია ხელში ჩაიგდოს მთელი ამ ნაკადის ონკანი, და ევროპას თავისი პირობები წაუყენოს. ამ გეგმის ასასრულებლად რუსეთს საქართველოს დაჩოქება სჭირდება. საქართველოს კი , გარდა იმისა რომ პატარა და მცირერიცხოვანია, განსაკუთრებული სუსტი მხარეებიც აქვს - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი
რუსეთმა მოიპოვა მშვიდობისმყოფელის სტატუსი საქართველოს აჯანყებულ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვარზე. რუსეთმა მოახდინა ამ რეგიონების მოსახლეობის გარუსება მათთვის რუსეთის პა პორტების მა ობრივად დარიგების გზით.
რუსეთმა კატეგორიულად უარყო ყველა სამშვიდობო გეგმა, რომელიც თბილისმა ცხინვალსა და სოხუმს შესთავაზა. რუსეთმა განაცხადა რომ თუ ამერიკა აღიარებს კოსოვოს, რუსეთი აღიარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს (ამერიკის მიერ კოსოვოს აღიარებისათვის საქართველო რატომ უნდა დასჯილიყო, ამაზე პასუხი არცერთ რუსს არ გაუცია).საქართველო ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
დღევანდელი საქართველოს უპირველეს ისტორიულ ვალს მომავალი და წარსული საქართველოს წინაშე ქვეყნის გაერთიანება წარმოადგენს.
ქვეყნის გაერთიანებას წინ გადაეღობა:
რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ემბარგო.
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის რუსეთის პასპორტების დარიგება და ამით მათზე პროტექტორატის დაწესება.
-რუსეთის მუქარა, რომ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას (რაც რეალურად ამ მიწების აქართველოსთვის ჩამოჭრასა და რუსეთისთვის მიწებებას აღნიშნავდა
-რუსული სამშვიდობო ძალები ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გადაიქცა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სასაზღვრო ჯარად.ამასთანავე რუსეთ საქართველოს და რაც უფრო საგუსხმო იყო - რუსებსა და ქართველებს შორის საუკინოვანი მეგობრული ურთიერთობების ბურუსში , დღევანდელი საქართველო არ კარგავდა იმედს, რომ რუსეთის სახელმწიფო და მისი ერთერთი ინსტრუმენტი ობესმე საქართველოში მართლაც შეასრულებდა სამშვიდობო მისიას და ხელს შეუწყოფდა ქართველთა ოსთა და აფხაზთა შორის ურთიერთობის აღდგენას.ოპტიმისტური პროგნოზებით, ჩვენ ვთვლიდით, რომ რუსეთი გახდებოდა კონსტრუქციული მას სემდეგ, რაც დაინახავდა საქართველოს წარმატებებს ეკონომიკის, წესრიგისა და თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით. 2004 წელს აღმოჩნდა რომ ეს მოსაზრება უსაფუძვლოდ ოპტიმისტური იყო, რუსეთს, პუტინის რუსეთს გადაწყვრტილი ჰქონდა საქართველოს დაჩოქება. Aმ დროიდან მოყოლებული რუსეთმა ჩამოიხსნა ბრძენი, მშვიდი მშვიდობისმყოფელის ნიღაბი და დაიწყო მიზანმიმართული დესტრუქცია. შაქართველო-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვა მოქალაქეებისა და იმპორტ-ექსპორტისათვის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის პასპორტების დარიგება და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შექმნა, სეპარატისტული მთავრომების მართვაში მონაწილეობა და ჯარების შეიარაღება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საქართველოსგან მტრის ხატის შექმნას
ჩვენ,
საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერასდროს შევეგუებით საქართველოს დანაწევრებას. ბუნებრივია ის ძალა, რომელიც შეიარაღებული ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს არის ჩვენი სახელმწიფოს მტერი
მასთანავე ჩვენ ანგარიშს ვუწევთ იმ ფაქტს, რომ ეს სეპარატისტული ომები გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო მასშტაბის პანდემია იყო და მასში მონაწილე მოქალაქეები (ყველა მხრიდან) იყვნენ გარემოების მძევლები, შესაბამისად ჩვენ არათუ ძველი ომების მონაწილეთა მიმართ გვაქვს ნაკლები აგრესია, არამედ გარკვეული თანაგრძნობით ვეკიდებით I™€მ ახალწვეულ ჯარისკაცებსაც, რომენიც დღეს შეიძლება სეპარატისტული ჯარის უმრავლესობას წარმოადგენს, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში ბავშვები იყვნენ, და შესაბამისად ისინი ახლა არიან სიტუაციის მძევლები.
ჩვენ ვიმედოვნებდით რომ ანალოგიური ტოლერანტული და ანტიქსენოფობიური ტენდენციები ოსურ იმძლავრებდა და ჩვენი პოზიციების მშვიდობიანი შეჯერება შესაძლებელი გახდებოდა. Dდღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა რომ სწორედ რუსეთი და მის მიერ გამოკვებული სეპარატისტული მთავრობები ჩადგნენ ჩ ენს შორის.
მაგრამ თავისი იდეოლოგიის ბოლომდე გატანა მათ ვერ შეძლეს.გაჩნდა სანაკოევის მთავრობა, მოსახლეობის მცირე ნაწილმა გაბედა ეთქვა ხმამაღლა ქართველთა და ოსთა მშვიდობიანი თანაცხოვრების აუცილებლობის შესახებ. ფუნქციონირებდა ოსური გადაცემა საზოგადოებრივ არხზე, ოსური არხი "ალანია", ოსი სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში საქართველო სახელით (იმ ნაკრების შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარე ოსი გახლავთ). Mთელი საქართველოს ოსები დარწმუნდნენ, რომ ქართველთა სახელმწიფო მათთვის უსაფრთხო და მეგობრული სახელმწიფოა. საქართველოს სახელმწიფომ გადალახა რამდენიმე უხერხულობა ოსების სასარგებლოდ: აღიარა ოსური დროშა საქართველოში და აღიარა რუსული ენის, როგორც ს.ოსეთის მოსახლეობასთან ურთიერთობის ენა. ბოლო მნიშვნელოვანი და მძიმე კომპრომისი, რომელზედაც წავიდა საქართველოს ხელისუფლება, და რომელსაც აუცილებლად გააკრიტიკებდა ოპოზიცია ქვეყნის შიგნით და ნატო ქვეყნის გარეთ, იყო სამხრეთ ოსეთის მაღალი სუვერენიტეტის გარანტად რუსეთის მოწვევა.მაგრამ, ვითვალისწინებთ რა ჩვენი ა ლო წარსულის ლიტიკური კატაკლიზმების სირთულეს, მრავალსაფეხურიანობას, გარეშე ძალის დომინირებას, წარსულის ინერციას და სხვა ფაქტორებს, ჩვენ კვლავაც დიდი მოთმინებით მშვიდობიანად და პრინციპულად შევეცდებით მტერი გავხადოთ მოყვარე.როცა ვამბობთ მტერი, მხედველობაში არ გვყავს ოსები, საქართველოში მცხოვრებ ოსებში ჩატარებული რეფერენდუმი რომ იყოს გადამწყვეტი, საქართველოს სამხრეთ ოსეთის პრობლემა არ ექნებოდა.
თქვენ წარმოადგენთ საქართველოს ოსების უმცირესობას, რომელსაც რუსეთის სახელმწიფომ საშუალება არ მოგცათ ობიექტურად შეგეფასებინათ ის სტატუსი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში გექნებათ. 2008 წლის 7 აგვისტოს თქვენდამი უდიდესი დათმობის შედეგად საქართველოს პრეზიდენტმა შემოგთავაზათ ფართო ავტონომია საქართველოში რუსეთის პატრონაჟით.ეს ძალიან მძიმე წინადადება იყო იმ ქვეყნის ლიდერისაგან, რომელიც ბოლო 15 წელია ისწრაფის ნატოსკენ და ისჯება ამისათვის. Eს წინადადება დაურკვეველი დიდტანციით აშორებდა ერთმანეთს საქართველოს ნატოსაგან, მაგრამ თქვენ ეს წინადადება მაინც მიიღეთ.მოფიქრება და Pპასუხი არავინ გაცალათ, ქართული სოფლების დაბომბვა გაორმაგებული ძალით განაგრძეს რუსეთის გეგმით მომქმედმა თქვენმა ჯარისკაცებმა.
თუ არ გჯერათ რომ პრეზიდენტის წინადადებაზე პასუხად მოსახლეობის დაბომბვა რუსეთის გეგმის ნაწილი იყო, მაშინ გვიპასუხეთ, არის თუ არა ეს ბოლო აქტი წინა ქმედებების ლოგიკური გაგრძელება?
1. რუსეთის თითქმის ყველა ტელეარხი წინა კვირის განმავლობაში პერმანენტულად აჩვენებდა ჩრდილოეთ ოსეთში მოსახლეობის კილომეტრიანი ავტოკოლონებით გახიზვნის კადრებს, აჰა ცხინვალი ახლა დასახლებული პუნქტი კი არ არის, სამხედრო წერტილია საიდანაც შენს მოსახლეობას ბომბავენ, და თუ მაგარი ხარ დაიკავეო.
2. ცხინვალიდან ცეცხლი გაორმაგებული ინტენსივობით და ახალი, რეგიონისათვის აკრძალული იარაღით წარიმართა.ქართული სოფლების მრავალტანჯული და მრავალის მომთმენი მოსახლეობა დაბომბვის ინტენსივობიდან და მუდმივი სარდაფებში ცხოვრებიდან შეწუხებულები კონფლიქტის ისტორიაში პირველად ერთხმად მოითხოვდნენ პრეზიდენტისაგან შველას.
3. ცხინვალში ჩაასულ სახელმწიფო მინისტრს ოსეთის მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდნენ.
ამით გასცეს მთავარი გეგმა.სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მთავრობას, რომელმაც ქალები და ბავშვები ჩრდილოეთში გახიზნა ომის თავიდან აცილებაში დაინტერესებული არ იყო, პირიქით უნდოდა.
4. 7 აგვისტოს რუსეთის მხრივ მდგომარეობის ესკალაციის და ომის საშიშროების გაღრმავების წინაშე მდგომმა საქართველოს პრეზიდენტმა თხოვა სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტა, რის სანაცვლოდაც ის მათ დიდ ახალ დათმობას სთავაზობდა - საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიასა და ქვეყნის მართვაში მონაწილეობას დაუმატა ავტონომიის გარანტად რუსეთის სახელმწიფოს აღიარებას.იმ მდგომარეობით სეპარატისტული განწყობების მატარებელთათვის დიდი პლიუსი იყო, ოსეთს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კი პრეზიდენტი ოპოზიციის მუდმივი საკბილო გახდებოდა ცხვრის მგლისთვის მიბარებისთვის, მაგრამ სეპარატისტებს ეს ვარიანტიც არ განუხილავთ, დარწმუნებული ვართ რუსეთის დრძანებით.
რუსეთს ხომ გაცილებით დიდ ნადავლზე იყო საომრად წამოსულიდა და არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთზე. შამხრეთ ოსეთის ფაქტიურ ხელმძღვანელობას შეეძლო ამ გეგმის შეჩერება, მაგრამ რუსეთის სცენარი მისთვის საკუთარ მოქალაქეთა და ჯარისკაცთა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ქართველები, ვითვალისწინებთ რა იმ სიტუაციის სირთულესა და მრავალპლანიანობას, რომელშიც აღმმოცნდა სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელი ოსური მოსახლეობა ბოლო 15 წლის განმავლობაში, არ აღიქვამს ოსებს როგორც მტერსა და მოღალატეს. რის დამადადტურებელი უამრავი სიმპტომი შეიძლება დასახელდეს, აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს, თბილისის ინტერნეტ ფორუმს. Iნტერნეტ ფორუმი თავისი არსით არის მაქსიმალურად თავისუფალი, უცენზურო კონტრასტული და კატეგორიული. თბილისის ფორუმში ომის მსვლელობისას და ომის შემდეგ დღეში პოლიტიკის განყოფილებაში დაახლოებით 20 ახალი თემა რეგისტრირდება. Aმ თემების ავტორები და მოკამათეები (დღეში დაახლოებით 2000 ინკოგნიტო ადამიანი, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი ფსევდონიმი-ავატარის რეპუტაციის გაფრთხი ების სურვილით შემოიფარგლება) ძალიან კორექტულები არიან ოსების მიმართ, მაშინ როდესაც რუსების მიმართ თავის უკიდურეს აღშფოთებას ფორუმის სპეციფიკის შესაბამისად, უკიდურესად აგრესიულად გამოხატავენ.ოსების თემას ფორუმში შეეხო რამდენიმე თემა, რომელთა ძირითადი გეზი სამხრეთ ოსეთის რუსეთის მოქალაქე ოსების ფსიქოლგიური და სოციალური სურათის გამოკვეთა შეეხებოდა.მიუხედავად იმისა რომ ომის დროსა და ომის შემდეგ თბილისის ინტერნეტ ფორუმში დღეში 40-60 ახალი თემა იხსნებოდა და უამრავი ადამიანი მონაწილეობდა დისკუსიებში, ანტიოსური განწყობა ფაქტიურად არ გამოჩენილა. Mჩვენ ვთვლით, რომ ეს უკვე ისტორიაა, ეს თავშეკავება ოსების მიმართ არის ყველაზე გულწრფელი დადასტურება ქართველთა მზადყოფნის, ერთობლივ სახელმწიფოში იცხოვრონ ოსებთან და აფხაზებთან.
Tuesday, September 30, 2008
ღია წერილი ოსებს
Posted by cartwheel at 11:50 PM 2 comments
Labels: აფხაზეთი, ეროვნული უმცირესობა, რუსეთი, ღია წერილი, ხალხი
Saturday, September 27, 2008
Thursday, September 25, 2008
DO NOTHING!
თურმე ტყუილად ვიყავი მიჩერებული ტელევიზორს ბოლო 15 წელია.
საინფორმაციოები მაქვს მხედველობაში. არ უნდა გამომრჩენოდა, უნდა გამერჩია, უნდა გადამეწყვიტა ვინ იყო მტყუანი და მართალი.
არ უნდა ვყოფილიყავი ჭურში იმ მომენტში როცა სამშობლის დავჭირდებოდი.
ვუყურებდი კურიერს, ქრონიკასა და მოამბეს აი ასე მიშტერებული
ვთქვათ ის მომენტიც დადგა, როცა სამშობლოს დავჭირდი..
და რა?
ომმა უჩემოდ ჩაიარა.
(თუ არ ჩავთვლით ორჯერ გორში და ორჯერ თბილისში პრეზიდენტის ექსკორტში დამატებით ექიმად ყოფნას ,რასაც ჩემი 15 წელი ინფორმაციების ყურება სულაც არ ჭირდებოდა).
და ახლა როცა ყველანი ახალი თავგამოდებით ვუსმენთ საინფორმაციოებს,
მივხვდი, რომ YOU DONT METTER
ყოველ შემთხვევაში ჯერ. დღევანდელი კურიერი პრობლემის მოგვარებას ვერ გვახარებს, ვერც ხვალინდელი. ასე რომ ნუ ვჩქარობთ.
...............................ბოლო კეთილია............................
Posted by cartwheel at 2:29 PM 1 comments
Labels: ვინიგრეტი
JOYSKIP- ჯოისკიპი
ეს სიტყვა თუ სახელი - ჯოისკიპი ერთი 10 წლის წინ მომივიდა თავში და მას შემდეგ მგონია, რომ ჰა და ჰაა გავიგონებ მის რეკლამას.
მაგალითად ასეთს
სონი ჯოისკიპი საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, სიმხნევე და ფიზიკური ფორმა დღეში მხოლოდ 20 წუთი თამაშით.
სონი ჯოისკიპი ეს არის ახალი შეგრძნებები, ახალი აზარტი და ფიზიკური მონაწილეობა ინტერაქტიულ კომპიუტერულ თამაშებში.
ნუ ეს ფრაზები, სერიოზულად კი რა ხდება.
ევოლუციური წესრიგის შესაბამისად ადამიანის ორგანიზმი მოწყობილია ისე რომ (ისევე როგორც ყველა ცხოველის) სტრესს (ლომის ღრიალი, შველის ფაჩუნის ხმა, მტრის ყიჟინი, ჭექა ქუხილი) უნდა მოჰყვეს აქტიური და სწრაფი ფიზიკური პასუხი (გაქცება, გაკიდება, დამალვა, სროლა, აცდენა და ა. შ.).
შესაბამისად სტრესისას გადმოსროლილი ადრენალინი იწვება, იხარჯება დანიშნულებისამებრ.
რას აშავებს ამ მხრივ ჯოისტიკი.
სტრესების პასუხი შემოიფარგლება მხოლოდ თითების სწრაფი მოძრაობით.
მარტივად რომ ვთქვათ ჯოისტიკი გამოუყენებელი ადრენალინის დაგროვებას ახდენს.
სწორედ ამ სტრესისა და პასუხის შეუსაბამობის გამო ხტუნავენ ბავშვები სკამზე ერთ ადგილას პირველი თამაშებისას, და ხანდახან კი ღამეც, მძინარეებიც წამოხტებიან თამაშებით დაგროვილი სტრესის ფიზიკურად განუმუხტევობის გამო.
ჯოისკიპი კი საშუალებას მისცემს მოთამაშეს ფიზიკურად იმონაწილეოს თამაშში.
წარმოიდგინეთ ხალიჩა, რომელიც მასზე მდგომი მოთამაშის წონის ცვლილებით ხვდება მოთამაშის მანევრს:
წონის გადატანა ერთ ან მეორე მხარეს - საწინააღმდეგო მიმართულებით ბიჯი
წონის სწრაფი დაკლება- ჩაკუზვა
წონის სწრაფი მომატება -ახტომა
და ა. შ.
ფანტასტიკა არ არის, გაკეთებადია. ყოველ შემთხვევაში იმათთვის გაკეთებადია.
სახელი ჯოისკიპი ჯოისტიკის ნაცვლად ზედგამოჭრილია.
ველოდები რომ გამოვიდეს და ბავშვებს ვუყიდო, მაგრამ გავიდა უკვე 10 წელი.
8-9 წლის წინ ჩემითაც შევეცადე პრიმიტიული ვარიანტის გაკეთება, ნერვები არ მეყო რომ დამენთავრებინა. ახლა ის დაფა სოფელში ბაღის სკამ-სავარძლის საზურგედ მაქვს.
Posted by cartwheel at 10:18 AM 0 comments
Friday, September 19, 2008
თამადა
გუშინ მარტვილის რაიონის სოფელ ნახარებაოში ვიყავი.
ჩემი ნათესავის გელა ჭედიას ორმოცზე.
გელა სამხედრო იყო, 26 წლის ასაკში მაიორიც გამხდარიყო. მოვლილი ჰქონდა კოსოვო და ერაყი.
ცხინვალთან დაიღუპა ბრძოლაში.
გასვენებაში ვერ წავედი, საქართველო მაშინ შუაზე იყო გადაკეტილი.
თბილისიდან მარტვილში მეორე ცდაზე, წალკის გავლით ჩაასვენეს ძმებმა, რომლებიც მისთან ერთად იბრძოდნენ.
გელას ორმოცზე მისი სამხედრო თანამებრძოლები, დაახლოებით 50 კაცამდე იყო ჩასული. სამხედრო ფორმებით, ჰაილუქს ტოიოტებით.
ორმოცის სუფრა ეზოში დიდ სეფაში იყო, დაახლოებით 200 კაცზე.
გელას მამის თხოვნით თამადობა ერთ კაცს, მურმანს დაევალა.
თამადა მართალია დაბალი იყო და მისი ხმა 200 კაცისთვის საკმარისი იმპერატივი არ იყო, მაინც ახერხებდა სუფრის სრული ყურადღების მიპყრობას.
კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, ზომიერად პათეტიური, ტრადიციულიც და ინდივიდუალისტურიც.
სუფრის მთავარი ადრესატი და აუდიტორია და სტუმარიც გელას სამხედრო მეგობრები იყვნენ.
თამადამ მათ ბევრი საქებარი და მოსაფერებელი სიტყვა უთხრა, არც პატრიოტული ცეცხლი და კატეგორიულობა დაკლებია მის სიტყვებს და ..
თამადამ წინასწარი შესავლით, ვეფხისა და მოყმის ქვეყანა ვართო და .. მტრის დაღუპულების მოსახლენებელი შესვა. ოსების, რუსები არ უხსენებია.
აზუზუნებული სუფრა გაისუსა, ყველამ ჯარისკაცებისკენ გააპარა თვალები.
წამოდგნენ, შესვეს.
ყველა წამოდგა :არასამხედროები, დამხვედრები, სტუმრები, ერთი ორი გაბრაზებული შეძახილი გაისმა დაახლოებით ასეთი "მე ჩვენებს ვუდგები ფეხზე, თამადის გასაგონად ვამბობო, ამან დაგვღუპა, კიდევ ისენი უნდა გვაცოდებოდნენო?"
გელა ჭედიას ოჯახში, 40-ის სუფრაზე, გელას მშობლების, გელას ცოლის, წლინახევრის ლუკასა და 3 თვის ლანას, თანამებრძოლი ძმებისა და 50 მდე თანამებრძოლის სუფრაზე ეს სადღეგრძელო, დაღუპული ოსების მოსახსენებელი სადღეგრძელო ფეხზე ამდგარი დაილია.
Posted by cartwheel at 5:14 PM 6 comments
Labels: აფხაზეთი, ეროვნული უმცირესობა, მადლობა, სადღეგრძელო, საზოგადოება, ხალხი
Friday, September 12, 2008
meored, igive mdinareშi
დღეს სიტყვებით ჩამომიყალიბდა ის რასაც დიდი ხანია ენის წვერზე ვატარებ და წინადადებებად კი ვერ გადამეყვანა ამდენ ხანს.
რა მრჯიდა 40 წლის სამშვილიან რეანიმატოლოგს, კარგი (ექიმისთვის) კარიერით, ასე თუ ისე ნორმალური ანაზღაურებით, ნორმალური ოჯახითა და გერემოთი რომ..
1. მეწერა ეს ბლოგი
2. მეჩხუბა ფორუმში ვიღაც ხალხთან
რა, საქმე გამომელია?
და ზუსტი პასუხიც მაქვს!
1991 წელს, მე პასიური მაყურებელი ვიყავი მთავრობისა და ვიღაცეების ბღლარძუნის.
ამ ბღლარძუნის შედეგად რუსეთმა გაიმარჯვა, დედა გვიტირა საქართველოს ყველა კვადრეტულ მეტრზე, და ესეც რომ არ ეყო, მოსახლეობა ფაქტის წინაშე დაგვაყენა - თუ მთელი საქართველო გუმისთაზე არ დადგა, საქართველო აფხაზეთს წააგებს და მტერი იგივეს გააკეთებს რაც გაგრაში გააკეთა.
და მე ვინ მრჯიდა, ერთი თვე ვიყავი გუმისთის ხეობაში. შრომა, ახალშენი, კამანი და გუმისთისგადაღმა შუბარა.
ბევრი დაგვიხოცეს,
ბევრიც ტყვიებს, ტრასირებს, გრანატებსა და ზოგიც დანებს შემთხვევით გადავურჩით.
ჩემი ძმაკაცები სოხუმში ღამე გრუზავიკის ბორტზე დაყრილ ამოუცნობ გვამებში ჩემს ამოცნობას ჩემი ნაცნობი ფეხსაცმელებით ცდილობდნენ.
გაუმართლათ რომ იქ არ ვიყავი, თორემ ისენიც არ წამოვიდოდნენ თბილისში ჩემთან ერთად ერთი კვირის შემდეგ.
გაუმართლათ ჩემ უფროს გოგოს რომ არ დაობლდა იმ დაწყევლილ ცივ და მშიერ წლებში და უფრო გაუმართლათ ჩემ შუათანასა და უმცროს შვილებს, რომლებიც 1995 და 2003-ში გაჩნდნენ.
მოკლედ
მთელ ჩემს ამ განსაცდელს ვაბრალებ იმ ხალხს ვინც გამსახურდია გადააყირავა და სახელმწიფო დათრომბა. დათრომბა ყველა გზა და საწარმო.
არ ვარ ზვიადისტი, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ.
ხოდა
ბევრჯერ მიფიქრია, რა იქნებოდა საქართველოს 1991-ში რომ ყოლოდა საზოგადოების ბირთვი, იმის შემძლე რომ დროზე მოესვა ადგილზე მოღალატეები და ზომიერი აღვირი ამოედო გამსახურდიასთვის.
მაგრამ არ გვყავდა.
გიჟები გიჟების წინაშე აღმოჩნდნენ და .. შედეგად მე მომიწია სიცოცხლის გარისკვა ნამდვილ ომში.
2007 წლიდან და უფრო ადრიდანაც იგივე სუნი მეცა.
თითქმის ვიცოდი რომ ამ ხალხის ტრაკის თამაში ჩემი სიცოცხლის გარისკვით და ქვეყნისთვის დიდი დანაკარგით დამთავრდებოდა,
და ამ პერსპექტივით შეშინებული მივაწყდი ბლოგსპოტს (მადლობა მას).
მე ჩემი სათქმელი დაფიქსირებული მაქვს.
"არ მეშინია" იყო ოპოზიციის ლოზუნგი, "მე მეშინია" ვწერდი პოსტში. მეშინოდა რომ რუსეთი ამ ხუნტრუცს ძვირად დაგვისვამდა.
ასეც მოხდა.
ოპოზიციის ზიზღისა და მრავალრიცხოვნობის იმედით რუსეთი ვა ბანკ წამოვიდა.
წარმატების იმედმოცემულმა დაიკიდა ის ავტორიტეტი რასაც ევროპის, მსოფლიოს თვალში 15 წელი მონდომებით ქსოვდა.
და ისევ მე და ჩემიანები გავიჭყლიტეთ, პიროვნულად, თორემ ქვეყანა ხომ გაიჭყლიტა და გადაიხნა.
dღevandeli opzicia mezizღeba.
ar mjera ki ara, mezizღeba!
Posted by cartwheel at 2:45 PM 2 comments
Labels: ზიზღი, ოპოზიცია, საზოგადოება, ხელისუფლება
Tuesday, September 9, 2008
Dirty Jobs
ეს მაიკ როვია, დისქავერის ერთერთი პოპულარული სერიალის "Dirty Jobs"
-ის ავტორი და წამყვანი.
სად პოულობს ეს კაცი ასეთ გულისამრევ, მძიმე სამუშაოებს აყვავებული კაპიტალიზმის ეპიცენტრში.. მაგრამ თურმე პოულობს კი არა ასეთი საქმეები იმ სანატრელ ქვეყნებში ბევრი და და გულისყურით, თითქმის სიყვარულით კეთდება.
მომწონს "Dirty Jobs" ყოველთვის ვუყურებ თუ გადავაწყდი ტელევიზორის ფურცვლისას. და ვინაიდან "დისქავერი" მეორე ნომრად მყავს, ეს ხშირად ხდება.
და მაინც, ეს პოსტი მაიკ როვზე არ არის, ის იმ ადამიანებზეა ვინც იმ რთულ , ბინძურ საქმეებს აკეთებს.
ჩემი დაკვირვებით მათი აბსოლუტური უმრავლესობა თეთრკანიანია, განათლებულია, ჯანმრთელია და კარგად მეტყველებს და იუმორის დიდი გრძნობა აქვს.
ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო.
ვთვლიდი რომ ასეთი საქმე ამერიკაში დიდი ხანია საფუძვლიანად იქნებოდა გადაბარებული გაუნათლებელი არათეთრკანიანი ან თეთრკანიანი ახალი ემიგრანტებისათვის, მაგრამ შევცდი.
ეს ხალხი, ძირძველი ანგლოსაქსი (თუ როგორცაა) ამერიკელები მურში, ცემენტში, ტალახში, ნაკელში, სკლინტში და საღებავებში ჩაფლულები თავდაუზოგავად აკეთებენი იმ საქმეს, ქართველი რომ ხელს არ მოკიდებს.
ზუსტად იციან თავისი საქმის ეკონომიკური და ეკოლოგიური ბექგრაუნდი.
აქვთ თვითირონია და ..სიამაყე კარგად დასრულებული საქმის გამო (სულ ჩვენ არ გვგვანან?)
ამ პოსტის დაწერა საქართველოს დამსახურებულმა თუ დაუმსდახურებელმა მილიარდმა (თუ მილიარდებმა) მაფიქრებინა.
არ აქვთ იმ ხალხს ზედმეტი ფული.
იციან ფულის შოვნის სიძნელე.
და
ეს დახმარება მაქსიმალურად ეფექტურად თუ არ გამოვიყენეთ,
თუ
წაგებული საქართველო იმ წაგებულ გერმანიად არ ვაქციეთ, საქმით რომ დაამარცხა თავისი ომში დამმარცხებლები, არ ვვარგებულვართ.
ყველა დოლარი ამ ფულის ჩვენი ბიჭების სისხლით, ჩემი გელა ჭედიას სისხლით არის დამსახურებული და
და..
ვინც იმ ფულით იკრისებს, ჩემი მტერი იქნება.
Posted by cartwheel at 4:11 PM 0 comments
Labels: Discovery, ანალოგია, საზოგადოება, შადრევანი, ხელისუფლება
Monday, September 1, 2008
ცოცხალი ჯაჭვის დღეა
დღეს, 1 სექტემბერს საქართველოში ცოცხალი ჯაჭვის დღეა. მილიონი მონაწილე სარფიდან დაწყებული ლაგოდეხით დამთავრებული ხელჩაკიდებული იდგა საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის საწინააღმდეგოდ. ძალა მოვიკრიბე და .. არ წავედი ამ აქციაზე. რატომ?
ჩემი ბრაზი, ადრენალინი და წილი პატრიოტიზმი სხვა მომენტისთვის მჭირდება. მეშინია იმ მომენტამდე ასეთ ხმაურში არ დამეხარჯოს.
არა, საჭირო იყო, კარგი გამოვიდა, ხალხმა თავისი ძალა, მასშტაბი და მნიშვნელობა დაინახა. ეს კარგი იყო და მეც მადლობას ვეტყვი ჩემი სახელით ქუჩაში მდგარ ადამიანებს, მაგრამ..
მეშინია მათაც იმ მთავარი ნახტომისათვის ბრაზი არ დააკლდეთ.
რაც შეეხება შედეგების მოლოდინს.
თითქოს დღეს ევროპის ქვეყნების სამიტს რუსეთისათვის მკაცრი სანქციები უნდა გამოეტენა და ჩვენი აქცია საჭირო იყო ევროპის დასარწმუნებლად, კიდევ უფრო მკაცრი გამხდარიყო.
მე მგონი ცოტა არ იყოს მიამიტური მოლოდინი იყო.
რატომ?
იმიტომ რომ რუსეთი, არა მარტო მთავრობა -ფიურერები არამედ უბრალო ხალხიც არათუ ეკონომიკურ სანქციებს გაუძლებს, არამედ ყოველ საღამოს დიდ ჩაქუჩსაც ჩაირტყამს ცერა თითში , ოღონდ საქართველო იყოს ცუდად და ოღონდ აფხაზეთი იყოს მათი, ნუ სამხრეთ ოსეთიც არ აწყენთ.
ოპტიმიზმი მაინც არ მტოვებს.
ევროპამ დღევანდელ სამიტზე რუსეთი გაამტყუნა მაგრამ ხელების გადაგრეხვა არ დაუწყო.
მეტი თავგანწირვა ევროპისგან არც იყო საჭირო.
მე მგონი ევროპამ და ამერიკამ ზუსტად დაინახეს რომ რუსეთი უპირველესი მტერია და ამ მტრის გაუვნებელყოფას გათვლილი მრავალსვლიანი კომბინაცია დასჭირდება.
ეჭვი მაქვს რომ ევროპა ამერიკის სამიზნე ჯგუფი არა რუსეთის ბიუჯეტი ან ტანკებ-თვითმფრინავები, არამედ რუსეთის მოსახლეობა უნდა გახდეს.
ანუ რუსეთი შიდა პოლიტიკური ბრძოლის შედეგად უნდა გახდეს დემოკრატიული და სამართლიანი.
დღეს ეს უტოპიად ჟღერს. ხვალ შეიძლება რეალობა გახდეს.
ევროპის პირველი ნაბიჯია რუსმა დაინახოს რომ ევროპა მის პრეზიდენტ-პრემიერმინისტრს ამტყუნებს, მაგრამ ხალხს ველოსიპედის ბორბალში ჯოხს არ ჩრის.
ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
გაგრძელება იქნება..
Posted by cartwheel at 9:53 PM 2 comments
Labels: რუსეთი, საზოგადოება