მე ვარ მიშა სააკაშვილი !
ვაუ, ახალი მცირე მასშტაბის ავანტიურა წამოვიწყე.
ფორუმზე გავხსენი თემა "მე მიშა სააკაშვილი ვარ"
რატომაც არა.
მე ვთვლი რომ მართლაც ვარ მიშას გულშემატკივარი და ადვოკატი.
არასდროს მჯეროდა გამსახურდიასი, შევარდნაძის, ჯაბა-კიტოვანის და ... არც ღმერთის.
რა ვქნა. ეჭვის ბუდე ვარ.
ამ კაცის კი მჯერა.
მე არ ვამბობ რომ აუცილებლად გამარჯვებამდე მიგვიყვანს.
მაგრამ მჯერა რომ გამარჯვების მაქსიმალურ შანსს შექმნის და იბრძოლებს.
არ შეეშინდება იმისი რისიც შემეშინდება მე და ჩვენ.
ღმერთი ვახსენე და.. ერთადერთი რისიც მწამს, რითიც მინდა მარადისობას დავუკავშირდე და სიკვდილის შიში გადავლახო ეს შთამომავლობის გაზრდა-აღზრდა და ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა.
Tuesday, November 18, 2008
მე ვარ მიშა სააკაშვილი !
Posted by cartwheel at 12:29 PM 2 comments
Labels: forum.ge, ვინიგრეტი, სააკაშვილი
Monday, November 17, 2008
+1 პოლიტიკოსი
ფორუმ.გე-ზე იყო კამათი, უნდა წავიდეს თუ არა ანდრიაძე პოლიტიკაში და დევნიან თუ არა ტვ "ივერიას".
<იყოს პოლიტიკაში, მაგაზე მეტნი რითი არიან ძალიან ბევრნი.
ნუ, მეტყველებს მაინც, ჰოოდა იმეტყველოს.
ეგაა პოლიტიკა.
მისი ელექტორატი, "ეკლესიებს გვინგრევენ, ბასილი გამოუშვით, დედა რუსეთის კალთაში თბილოდა"
კმაყოფილი იქნება.
მე სხვა რამ მაინტერესებს.
აგვისტოს ომის შემდეგ რა ნოსტალგიისა და სიყვარულის ბუშტი შემოაწვა ამ ტელევიზიას, სულ ძველ რუსულ ტკბილ-ტკბილ ფილმებსა და მულტფილმებს რომ უჩვენებს?
მახსოვს, "ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საბჭოს" ხელმძღვანელმა ზურა შენგელიამ აფხაზეთის ტელეეთერის დრო რეკლამის განთავსების ფასად (ანუ წუთობრივად იგივე ნიხრით) იყიდა და ამ დროში აფხაზებს ერთი ქართული ფილმი აჩვენა.
ჩვენი პრესა ამაზე ბევრს წერდა - რა კარგი ვქენით, აფხაზებს ქართული ფილმი ვუჩვენეთო.
"ივერია" კი თავის უცხოურთაგან მხოლოდ რუსულ ნოსტალგიურ (ე.წ. საახალწლო ) ფილმებს უთმობს.
ანდრიაძის პოლიტიკოსებიდან კი ის დამამახსოვრდა, საარჩწევნო, სარეკლამო კლიპში რომ მოგვიწოდებდა "გაიხსენეთ ახლო წარსული და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებაო"
რატო, ცოტა მოშორებულმა წარსულმა რა დაგვიშავა?
http://cartveli.blogspot.com/2008/02/blog-post_22.html
მაგალითად ამან.>
Posted by cartwheel at 10:18 AM 1 comments
Labels: forum.ge, ანალოგია, ოპოზიცია, საზოგადოება
Thursday, November 13, 2008
წარმოიდგინე:
1993 წელია.
რუსეთს პუტინი მართავს.
საქართველოში ბევრი დე ფაქტო მოძრავი საზღვარია:
აფხაზეთსა და ს.ოსეთს შორის შიდას საზღვრებს ემატება ცვალებადი საზღვრები სამეგრელოში, იმერეთში, სვანეთში.
აჭარას სტაბილური საზღვარი აქვს რომლის გადაკვეთისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ტაბელური პისტოლეტი ვერ შეაქვს.
და უცებ, გაძვალტყავებული, დამარცხებული, წაგებული საქართველოს ხელისუფლების მოწინააღმდეგებს:
ზვიადისტებს, ასლანისტებს, კვიციანისტებს იმდენი იარაღი და პროპაგანდისტული მხარდაჭერა რომ აღმოჩენოდათ რომ საქართველოს სახელმწიფოს ვერ მოეხერხებინა ამ ფსევდო საზღვრების დანგრევა.
რა მოხდებოდა?
საზღვრების გადაღმა შეიარაღებული ქართველები დადგებოდნენ ერთმანეAთის წინააღმდეგ.
რუსეთი შეძლებდა ისეთი პარიტეტის მიღწევას ამ "სუბიექტებს" შორის, რომელიც მუდმივი ზიზღის, პერიოდული მკვლელობების მიუხედავად საზღვრებს შეინარჩუნებდა.
წარმოიდგინე:
2008 წელია,1993 წლის
პუტინის რუსეთის Semdeg:
ზიზღი და მტრობა გრძელდება უკვე ქართველებს შორის.
ამის მოდელი ვიხილეთ უკვე აჭარის მოვლენების დროს, როცა ჩოლოქის აფეთქებული ხიდის გადაღმა ავტომატებს აკაკანებდნენ, უფრო ადრე კი მაგინებელთა მიტინგები ხვდებოდა სააკაშვილს - არ შეგიშვებთო.
ასლან აბაშიძე დაინტერესებული იყო საქართველოსთან გამჭვირვალე საზღვარში, რითაც ის ზაფხულში საკურორტო სეზონით მდიდრდებოდა, სხვა დროს კი სატრანზიტო-საბაჟო მაფიოზური ფულებით,
თორემ აჭარა რომ აფხაზეთის ადგილას ყოფილიყო საზღვარი 1993 წლიდანვე დაკეტილი იქნებოდა
და საზღვრის გადაღმა ქართველი მტრები იცხოვრებდნენ.
ანუ
თუკი მტრობა ჩვენთვის სხვა ეთნოსებს -აფხაზებსა და ოსებს დაუკავშირდა, ეს არ ნიშნავს იმას რომ ზიზღი და მტრობა არ შეიძლებოდეს ისევ ქართველების მიმართაც დაგვრჩენოდა (თუ გაგვჩენოდა)
თუკი რუსეთი იმ დროს საზღვრებს დააფიქსირებდა .
ელცინის რუსეთმა მაშინ ეს ვერ შეძლო.
პუტინუის რუსეთი კი ზუსტად ასე მოიქცეოდა.
ანუ საით მიმყავს.
ის ადამიანები - აფხაზები და ოსები, 1993-ის შემდეგ ზიზღის საზღვრის გადაღმა ისეთივე მტრობამ და ომებმა დატოვა, რომელიც მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ტრიალებდა.
საზღვრები აფხაზეთსა და ს.ოსეთს შორის რუსეთმა დააფიქსირა (შევარდნაძე-იოსელიანის ქვეშაფსიობით).
ჩვენ ცოტათი ვართ გადარჩენილი დე ფაქტო ქართველ მტრებს.
წარმოიდგინეთ აფხაზის ან ოსის მტრობა, შეაფასეთ ის 10 ქულით.
წარმოიდგინეთ ის მტრობა, რომელიც შენთვის ჩაკეტილი მტრის - აჭარელის, მეგრელისა თუ იმერელის მიმართ გექნებოდა რეალურად რომ დარჩენილიყო საზღვრები ჩვენს შორის 93 წლიდან.
ამ ჰიპოთეზურ ზიზღს მე 7 -ით შევაფასებდი.
ახლა აფხაზ-ოს მტერს (10 ქულას) გამოვაკლოთ წარმოდგენილი ქართველის მტრობა (7 ქულა) და მივიღებთ მტრობას, რომელიც გამოწვეულია ეთნოგანსხვავებულობით(3ქულა).
უფრო თუ უფრო
HANS from FORUM.GE
"უფრო რბილი და ლოიალური პოლიტიკის ხარჯზე შევძლებდით გარკვეული დროით გადაგვევადებინა ომის დაწყება და ომის შემდეგ ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოვჩენილიყავით".
მეეჭვება რომ საქართველო უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩენილიყო თუ რუსეთი მოახერხებდა, მოასწრებდა "ქართული ფაშიზმისაგან მოძმე ერების დაცვის მიზნით" თავისი რეგულარული ჯარების ერთმომენტად ჩაყენებას ერგნეთსა და ენგურზე.
ამის შემდეგ ქართული სახელმწიფოს სამხედრო პასუხი იქნებოდა მხოლოდ დე ფაქტო საზღვრების "ატალახება", სისხლი და მსხვერპლი მოსახლეობაში, რის (ქართველების ველურობის) ტირაჟირებასაც არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ევროპაც სიამოვნებით აჰყვებოდა.
ევროპა ჩვენს გვერდზე იმიტომაა (რა ხარისხითაც) რომ ჩვენმა ჯარმა შეძლო ლეგალური მიზნისათვის ( - სეპარატისტებზე დომინირება ) რაციონალური ომის წარმოება - (მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგების მიუხედავად ტეროტორიის უმეტესობის გაკონტროლება).
ეს კი მიუღწევადი იქნებოდა თუ რუსები დე ფაქტო საზღვრებზე დაგვასწრებდნენ.
რატოა ძნელი გასაგები ვერ ვხვდები.
ახლა მსოფლიო, გლობალური სიტუაცია.
რუსეთი სეპარატისტების დამოუკიდებლობას აღიარებდა უომრადაც, ან ქართველთა მხრიდან "საზღვრებზე" გამოჩენილი არარაციონალური მკვლელობების ფონზე,
იქ მსოფლიო ეკონომიური კრიზისი, იქ "ჩეინჯ"- ები ობამასგან და....
დარწმუნებული ვარ მსოფლიოც 2-3 წელში აღიარებდა აფხაზეთსა და ს.ოსეთს
ომმა ჩვენ ამ, წინასწარ განსაზღვრული წასაგები ომისაგან მაქსიმალურად კარგი და მომავლისთვის საიმედო ანკესები დაგვიტოვა.
მარა, ვინაა გამგები
Yველას გვინდა გაერთიანებული საქართველო დღესვე მაგრამ რეალობა ძალიან მძიმეა.
რეალობა ძალიან მძიმე იყო 2007 წლის 2 ნოემბრამდეც, მაგრამ ჩვენვე გავაუარესეთ ჩვენი მაქსიმალიზმით და ინფანტილობით.
ეს კარგად გვეხერხება და იქნებ კიდეც
გავიმე(ორ,სამ,ოთხ,ხუთ)ოთ.
Posted by cartwheel at 10:20 AM 0 comments
Labels: forum.ge, აფხაზეთი, ოპოზიცია, რუსეთი, სააკაშვილი, ძირს პათეტიკა
Tuesday, November 11, 2008
200.000 მაინც ხომ..
4,661,473 ქართველში
დაახლოებით 2მლნ 300 ათასი მამრია.
2მლნ 300 ათას მამრში დაახლოებით 1 მლნ-ია იარაღის ხელში დამჭერი ასაკის.
1 მლნ იარაღის ხელში დამჭერთა ასაკიანებში
200.000 მაინც ხომაა იმდენად პატრიოტი, ავტომატი ხელში რომ აიღოს, იცოცოს, ირბინოს და მტერს ესროლოს.
ხოდა
ამ ბოღმით ძილგატეხილ 200.000 ქართველ მამაკაცს ჯიგარი ვინ წაგვართვა?
პასუხია: ოპოზიციამ!
ომი სპორტი არ არის, შენი სახელით, შენს მაგივრად 11-მა ფეხბურთელმა, 5-მა კალათბურთელმა თუ 7-მა რაგბისტმა მოიგოს ან წააგოს.
ომი ყველასია.
დიდი ხანია გვინერგავენ რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ძნელი მიშასია:
დაჭერები მიშასია, სამსახურიდან გაყრები მიშასია, ქუჩის მოვაჭრეების აყრა მიშასია, ვაზაგაშვილი და გვირგვლიანი მიშამ მოკლა, ინფლაცია მიშასია, გაძვირება მიშასია, დაყველაფერ ამის გვირგვინი - ომი მიშასია.
ისაა პრეზიდენტი და როგორც უნდა მომართვას მოგებული ქვეყანა, რომელიც მეკუთვნის.
არაა ასე საქმე.
არცერთ ქვეყანას არ დაიტირებს სხვა ქვეყანა თუკი მან თვითმკვლელობა განიზრახა.
"კი ბატონო, გაუქმდი, ეს დიდი ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება, დიდი ხანია ეგ მიწები ჩვენ უნდა გვქონოდა"-ო ეტყვიან ირგვლივმყოფი მეზობლები.
ქვეყნის თვითმკვლელობა კი საერთაშორისო დაუწერელი წესებით არის ამ ქვეყნის შენარჩუნებისთვის თავის გაწირვის მსურველთა არყოლა.
ის ერი, რომლისთვისაც თავს არავინ იკლავს, კვდება.
ხოდა ჩვენი ოპოზიციის განაცხადი არის რომ სწორედ ასეთია საქართველო, წინასწარ კაპიტულანტური, თავის შხამში ჩახარშული.
07-ის 2 ნოემბრიდან მოყოლებული სპასტიური პარეზი რაც ქვეყანას დაემართა გაგრძელდა იმით რომ რუსებმა გაგვიბედეს ოკუპაცია, თავზე დაჯმა.
08-ის 7 ნოემბრის შემდეგ კი უკვე ევროპამ (სარკოზიმ) გაგვიბედა, დაგვიკიდა.
ალბათ გაიფიქრა-
"მე ამათთვის გიჟობანასა ვთამაშობ, რუსეთს ვებრძვი, ვრისკავ საშინაო და საგარეო ავტორიტეტს და ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას და... ესენი ვინ არიან?
იქნებ სულაც არ იმსახურებენ ქვეყნის ქონას, რა ჩემი თავის ტკივილია თუ ეგენი თვითონ ვერ მიმხვდარან რომ ქვეყნის ქონას თანაც რუსეთის სიახლოვეს მსხვერპლი ჭირდება,რომ მთავარია ბრძოლის უნარი და ჟინი არ დაკარგო არასდროს თორემ მოგება და წაგება ხომ "ძმები" არიან.
თუ TAVISUFLEBISTVIS ომის წაგებას თვითგვემა და თვითდადანაშაულება მოჰყვა ერი ქვეყანას ვერ შეინახავს".
ალბათ n. sarkozi
Posted by cartwheel at 12:28 PM 0 comments
Monday, November 10, 2008
NO "პარანოიდ ანდროიდ"
არ ვარ ცუდ ხასიათზე, არც დეპრესია მაქვს და იმედია არც მექნება, მაგრამ რადგანაც ერთხელ ადრე განაფიქრი ახლა გამახსენდა, მინდა რომ ჩავიწერო.
საქმე ეხება ჩემი პანაშვიდის მუსიკალურ გაფორმებას.
ეს აზრი თავისით და ბუნებრივად გამიჩნდა ალბათ 10 წლის წინ, როცა "რადიოჰედის" "OK კომპიუტერს" ვუსმენდი.
იმ პერიოდში მაგრა შევჯექი ამაზე და ოჯახიც დავგრუზე.
მაშინ მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია რომ ეს ალბომი არის ყველა დროის ყველაზე სევდიანი მუსიკა.
რისი მოცარტის "რექვიემი" და მითუმეტეს რისი "დაისი".
უნდა ანდერძად დავტოვო მეთქი, რომ ჩემ პანაშვიდზე "პარანოიდ ანდროიდი" "ნო სურპრაისეზ" და მისი ძმები იგივე ალბომიდან ჩა(მი)რთონ თქო.
...
ეს აზრი მალე დავძლიე.
არ შეიძლება
ძალიან მძიმეა და დამთრგუნველი
და... ძალიან ეგოისტურია,
ეგოიზმის მწვერვალია შენს პანაშვიდზე შენს ოჯახსა და მოსულ ხალხს სამყაროს აღსასრულის მუსიკა ასმენინო.
მაგრამ რადგანაც ამ თემას (საკუთარი პანაშვიდის მუს. გაფორმებას) ერთხელ შევეხე, ცივილური ალტერნატიული გადაწყვეტასაც მალე გადავაწყდი-
ბუნების ხმები!
მშვენიერია, მონოტონური, მუდმივი, ბუნებრივი და სევდიან-იმედიანი.
იმედიანი, რომ რაც არ უნდა მოხდეს
სადღაც
წყაროები ყოველთვის იჩუხჩუხებენ,
ხეები იშრიალებენ,
წვიმა იშხაპუნებს,
ვეშაპები კი ათეულობით კილომეტრის დაშორებულ მყოფ ვეშაპებს ხანგრძლივ დიალოგებს გაუბამენ (მქონდა ასეთი კასეტა).
Posted by cartwheel at 5:10 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა
Saturday, November 8, 2008
მგმინავთა საყურადღებოდ
მე არ ვიდექი ჯაჭვში არ ვაფრილებდი დროშას და სიგნალებით არ დავრბოდი ერთი მიზეზით - ჩემ მომენტს, ნაღდ მომენტს, მტრის დახვედრის მომენტს ველოდი და ზუსტადაც ვიცოდი რომ მე და ჩემი ძმაკაცები ზაჰესის მოპირდაპირედ, რკინიგზის ნახევარგვირაბში დაველოდებოდით ჩუვაკებს, პაცანებსა და რებიატუშკებს. (იქნებ შევხვდეთ კიდევაც იქ როდესმე..ha?).
მაგრამ არცერთ ამ მოსიგნალეს, ჯაჭვში ჩამდგარს, ტაშის დამკვრელსა და მომიტინგეს არ ვამტყუნებ.
პირიქით , დამიჯერეთ
გულწრფელად ვამბობ, ეს ადამიანები უფრო მიყვარს ვიდრე საშუალო სტატისტიკური ქართველი.
იმ დღეებში ცხინვალთან მოკლული ჩემი ნათესავის, გელა ჭედიას სიკვდილს ვინელებდი.
მეც მქონდა (გელასი არ იყოს) "სიკვდილისწინა ფიქრები" ოღონდ 1992-ში აფხაზეთში.
და ეს ფიქრები ახლაც ზუსტად მახსოვს.
ახლა ვიტყვი.
"მე ვკვდები და რახან ამხელა მსხვერპლს ვიღებ, ჩემი სიკვდილის გამგონე ხალხი მიხვდება რომ ახლაა ვაჟკაცობის დრო და იტყვის ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ"
იმ წამს ვიღაცას რომ ეთქვა რომ ჩემი სიკვდილის გამო, ჩემი გახრწნილი თუ დასახიჩრებული გვამის ჩვენების შედეგად ჩემიანები ქვეშ ჩაიჯვამდნენ და ქვეყანას თავაუღებელ გლოვას მოთხოვდნენ, ეს იქნებოდა ჩემთვის ყველაზე უუუბედურესი მომენტი.
არადა ასე არ იყო.
"ვკვდებოდი" იმ აზრით რომ საქმისთვის ვკვდებოდი.
აი თქვენ კი, მგლოვიარენო, იმ ბიჭების სიკვდილებს აუფასურებთ.
არადა
მსოფლიო თუკი გვერდზე დაგვიდგა
მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენმა ჯარმა შეძლო ს.ოსეთის ტერიტორიის გაკონტროლება.
ე.ი. საქართველოს სახელმწიფომ მსოფლიოს თვალში საკუთარ სეპარატისტებზე დომინირება შეძლო.
ანუ ომს კანონიერი რაციონალური საფუძველი ჰქონდა და არ იყო სროლა მკვლელობების მიზნით.
გამიგეე. ცოტა ძნელია არა.
Posted by cartwheel at 7:00 PM 3 comments
Labels: forum.ge, ადამიანები, ანალოგია, აფხაზეთი, მადლობა, ოპოზიცია
Tuesday, November 4, 2008
რატომ მინდა ობამას გამარჯვება
მე ვინ მეკითხება, მაგრამ მაინც.
ვისაც ჩემი წერილები გადაუხედავს, იცის რომ მე სააკაშვილს ვგულშემატკივრობ.
სხვანაირად რომ ვთქვათ ამ კაცის იმედი მაქვს.
ტერი დევისის, იუჩენკოს, სარკოზის გამარჯვებები იწინასწარმეტყველა და გაარტყა.
მაკკეინის თბილისში ვიზიტისას თქვა ეს კაცი ამერიკის მომავალი პრეზიდენტიაო და.. სხვისი არ ვიცი და ძალიან გამიკვირდა რომ პრეზიდენტად არა, მაგრამ რესპუბლიკელების რჩეულად რომ დაასახელეს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
მას შემდეგ მაკკეინს ვგულშემატკივრობდი, იმ არგუმენტად, რომ მეთქვა აჰა, ჩვენ რომ ტყემალზე ვზივართ ამ კაცმა ამერიკის შემდეგი პრეზიდენტიც გამოიცნო 2 წლის წინ მეთქი.
ომის შემდეგ მაკკეინის სიტყვები - მე ვარ ქართველი, ჩემთვის ახალი სუნთქვის გახსნა იყო.
მას შემდეგ მაკკეინს კი არ ვგულშემატკივრობ, მიყვარს, ვაფასებ.
რატომაც არა, შეიძლება რომ სულაც ამ სიტყვებმა დაუკეტოს მას თეთრი სახლის კარი. შარი ამერიკელებსაც არ უნდათ.
თბილისის ფორუმზეც სიმპატიები შესაბამისად განლაგდა - ხელისუფლების მომხრეები მაკკეინს ემხრობოდნენ, ოპოზიციისა კი ობამას.
ობამას მომხრეთა მოტივი თავიდან ალბათ ის იყო, რომ მიშას ძმაკაცი არ იყო.
შემდეგ კი ობამას ნათქვამი თუ არ ნათქვამი ციტატა დაემატა - სააკაშვილი სუსტი პრეზიდენტია და ის უნდა წავიდეს (ვინ იცის სწორედ ამ ფრაზით მოიგოს არჩევნები ობამამ).
გავბრაზდი. "ა ეტო ნე ეგო უმა ძელო" მე კი არა, ნოვოდვორსკაიამაც თქვა.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა (ვინ იტყვის რომ არა).
შევეცადე ჩემი პოზიცია ამ წინა ისტორიების ემოციური ბურუსის გარეშე დამეკავებინა.
ჰოდა
(ეს ჟურნალი ტვინს ხშირად მიტრიალებს) "ცხელი შოკოლადი" წავიკითხე. მარკ მალენის სტატია ობამაზე. ამ კაცმა ის თქვა, რაც მე ინტრიგანული ქვედა ზრახვებისთვის მქონდა შენახული იმედის ნაპერწკლად. თქვენც წაიკითხეთ. ლევან რამიშვილის მაკკეინის შესახებ სტატიაც მიაყოლეთ და შეაფასეთ,შეადარეთ.
ციტატებს არ მოვყვები, ჩემსას ვიტყვი.
ასეა თუ ისეა დღეს, არჩევნების დღეს მე ობამას გამარჯვებას ვისურვებ და აი რატომ:
გაუმარჯოს ამერიკას, საქართველოს ერთადერთ სტრატეგიულ მოკავშირეს ამ დედამიწაზე.
ამერიკის, როგორც მსოფლიოს ენერგიული ადამიანების ნაკრების სტატუსი საფრთხეშია.
ჰიტლ.. (ბოდიში) პუტინის რუსეთი რჩოლაზეა, ძალაც აქვს. ექნება კიდევაც, სულ რომ გუთნისა და კავის ქვეყნად იქცეს ამ მსოფლიო კრიზისის (თუ შეთქმულების) შედეგად.
ჩვენი და ევროპის ერთად მომრევი სამხედრო ძალა მაინც დარჩება.
ჩვენი ხსნის გზა გადის ამერიკის ავტორიტეტის ამაღლებასა და რუსეთის ავტორიტეტის დამხობაზე თვითონ რუსეთის შიგნით.
ეს მაკკეინს არ შეუძლია.
ეს შეუძლია იმ ამერიკას, რომელიც დაიბრუნებს მსოფლიო ნაკრების, თითქმის გაეროს სტატუსის მქონე ქვეყნის სახელსა დას გავლენას.
მსოფლიოს 20 საუკუნეა ევროპული, ანგლო საქსური (თუ როგორიცაა) რასა მართავს. სწორედ ამ ხალხმა მოიყვანა გაეროს მმართველობაში ბუტროს-ბუტროსი, პანგი მუნი და სხვა ეგზოტიკური თავმჯდომარეები.
ბარაკ ობამაც მსოფლიოს რჩეულია. გენებით, ბიოგრაფიით, გეოგრაფიული წარმომავლობით.
ამერიკა აირჩევს იმ კაცს, ვინც ამერიკის საქმეს გააკეთებს ყველაზე კარგად.
შორი ანალოგიით - ისე, როგორც კორსიკელმა საფრანგეთის, გორელმა კი რუსეთის საქმეები აკეთეს.
ქარიზმატულიაო, იდეალისტიაო, პათოსს არ ერიდებაო.
მოკლედ შიზოთიმიკია ისევე როგორც მიშა.
ერთმანეთს გაუგებენ პირველივე შეხვედრაზე. და ერთად გააკეთებენ იმას, რასაც ვერ გააკეთებს მიშა და მაკკეინი.
ამის მჯერა.
ნუ, იმედები გამცრუებია, როგორ არა. მეც მიშასავით მაგარი კი ვერა ვარ პროგნოზებში, მაგრამ ჯერ ეს იმედი ძალაშია.
Posted by cartwheel at 5:05 PM 3 comments
Labels: "ცხელი შოკოლადი", USA, ადამიანები, ანალოგია, აშშ, პრეზიდენტი, სააკაშვილი
Sunday, November 2, 2008
Saturday, November 1, 2008
1 ნოემბერია
1 ნოემბერია
შარშანდელი 1 ნოემბერი იყო წესიერი საქართველოს მშენებლობის მცდელობის ბოლო დღე.
შემდეგ დღეს - 2 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფოს ეს მთელი 3 წლიანი წვალება-ფორჩიქი წყალში ჩაიყარა.
2 ნოემბერს ხელისუფლების შეცვლა 100000-მა ადამიანმა მოინდომა და წინ მაგინებელი "ლიდერები" დაიყენა.
მერე თქვენც იცით.
Posted by cartwheel at 11:13 AM 0 comments
Labels: 7 ნოემბერი, ოპოზიცია, ხალხი