მიშიკო დვალიშვილის ლექსი
(მიშიკო დვალიშვილი გმირულად დაიღუპა 2008 წ.11 აგვისტოს, ცხინვალში )
ერთი მდინარე მეორეს ერთვის
და ორივენი მიდიან ზღვამდე
ერთი სიტყვაც კი არ გითქვამს ჩემთვის,
ისე ვიარეთ მთელი თვე მთამდე.
გასულა წამი, წუთი და წლები
ოჰ, მეშინია განმეორების
ერთი ტყუილიც არ მითქვამს შენთვის
და მოგატყუე მთელი ცხოვრებით
რატომღაც ვიგრძენ, რომ ჩემი გული
ტყვიის წვიმაში გაცივდა თითქოს,
მე მაინც ვიგრძნობ, ვიგრძნობ საფლავში
ამ ცოფიანი სტრიქონის სითბოს.
Wednesday, January 28, 2009
მიშიკო დვალიშვილი
Posted by cartwheel at 1:25 PM 1 comments
Labels: ადამიანები, რუსეთი
Tuesday, January 27, 2009
ღიმილით წაsაkითხი
ააბა ბავშვებო, რითი განსხვავდება ადამიანი ცხოველებისაგან?
ანუ რა აქვს ადამიანს ისეთი, რაც მას მთელი ფაუნისგან გამოარჩევს, ანატომია მაქვს მხედველობაში. ნუ კუდი და ფრთები არა გვაქვს, მაგრამ მე არქონას არ ვამბობ, რა გვაქვს მეთქი, განმასხვავებელი, მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი..
ეს ჩემი ძველი დაკვირვება-ხუმრობაა..
-რა არის ყველაზე ჰუმანური ორგანო?
-ტრაკი.
რატომ?
მარტო ადამიანს აქვს. ის ადამიანმა ოთხი კიდურიდან ორზე გადასვლით, ვერტიკალური სიარულის სწავლით შეიძინა.
ჰომო ერექტუსმა დაიწყო და საპიენსმა დაამთავრა.
ამით მას წინა კიდურები გაუთავისუფლდა და ხელებად ექცა.
ხელებიც ადამიანის საიდენტიფიკაციო ორგანოებია, მაგრამ მაიმუნის მოხერხებულობას თუ გავითვალისწინებთ, ხელით ვერ ვიამაყებთ, ცერით კი (მართი კუთხით გაშლის უნარით აღემატება პრიმატებს), მაგრამ ხელით ვერა.
ანუ საამაყო და ნამდვილად ჩვენი დაგვრჩა .. ტრაკი.
და ახლა ეს რამ დამაწერინა არ კითხულობთ?
მეორე აღმოჩენა დღეს დისქავერში ვიხილე.
იცით ხომ, ეს არხი შემჯდარია ამ ანთროპოლოგიურ თემაზე, ძალიან საინტერესო გადაცემები აქვთ.
ხოდა დისქავერზე დამიმტკიცეს, რომ ძუძუები, ისეთი როგორიც არის, ძუძუებიც ადამიანის საიდენტიფიკაციოა, ადამიანისვე გამოზრდილია, ისევე როგორც დიდი წვალებით , ფეხზე დადგომით - ტრაკი.
აღმოჩნდა რომ კაცობრიობამ, მისმა მამრობითმა ნაწილმა ევოლუციის განმავლობაში, თავისი ესთეტიკური შეხედულებების შესაბამისად, დაუღალავი სელექციის გზით გამოიყვანა მდედრი რომელსაც აქვს ის სილამაზე, რაც არ ეკუთვნოდა ბუნებისგან - ძუძუები.
ლაქტაციას თურმე სულაც არ ჭირდება ძუძუს ის დიდებული ფორმა, რომელიც ქალებს აქვთ.
სარძევე ჯირკვლები თავისუფლად თავსდება ძუძუს მეოთხედ მოცულობაში, და გაბერვაც ცხოვრებაში რამდენჯერმე ჭირდება მხოლოდ.
ძალიან ამაყი გავხდი. წარმოგიდგენიათ?
ჩვენ კაცები ვართ ავტორები, შემოქმედები.
კააი კი გამოგვივიდა, არა.
ხოდა ახლა გავაგრძელებ. პრიმატების უბადრუკი "საჯდომი კორძები" სახსენებელი არაა, იქნებ ადამიანის ტრაკის ფორმირებაშიც ურევია იგივე ჟილკა, რომლმაც ადამიანთა სელექციაში პრაგმატული (გადარჩენა, მოპოვება) მიზნების გარდა ესთეტიკაც ჩარია.
ამავე კანონზომიერებით ქალებსაც უნდა ემუშავათ კაცების ფორმირებაზე,
ჩვენ, კაცებს უკეთესი ქმნილება გამოგვივიდა.
Posted by cartwheel at 2:38 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, მე ათეისტი, პორნო საიტი
Saturday, January 24, 2009
Factory Balls 2
"zogadi unarebia",
Cemebi gavidnen bolomde.
me nervebi ar meyo.
Posted by cartwheel at 8:37 PM 1 comments
Labels: ვინიგრეტი
Thursday, January 22, 2009
მიკროფონში მაგინებელს
თუ შენ გულწრფელად ჩათვალე რომ სააკაშვილი 96%-ით არჩევის შემდეგ განმათავისუფლებელიდან ტირანად იქცა, თუ შენ გეგონა რომ მთელი მოსახლეობა შენსავით ფიქრობს და ერთი სული აქვს ტირანი გადააგდოს, თუ შენ თვლიდი, რომ ტირანი შენი გინებით შეშინდებოდა და გაიქცეოდა, იქნებ გეპატიოს ეს გინება სამ მიკროფონ ჩაბღაუჭებული რომ გაჰყვიროდი ტელეკამერების წინ მთელი საქართველოს გასაგონად.
მაგრამ დღეს, როდესაც მიუხედავად შენი განცხადებებისა რომ არჩევნები გააყალბეს, შენ მაინც ხომ
იცი რომ აგინებდი ამ ქვეყნის ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ პრეზიდენტად არჩეულ კაცს, პრეზიდენტს, რომელსაც თურმე ნოემბრის აქციების დროს შენგან განსხვავებით ხალხის უმეტესობა ენდობოდა და შენგანვე განსხვავებით მისი პრეზიდენტობიდან გადადგომა სულაც არ უნდოდა.
შენ ამ ხალხს საჯაროდ შეუგინე პრეზიდენტი ე. ი. მიაყენე შეურაცხყოფა. შენ გაქვს ამბიცია რომ პოლიტიკოსი იყო და რამდენიმე პარტიის გაერთიანების სახელით ილაპარაკო?
რას ეუბნები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას?
წესიერი ადამიანი ამ დროს ბოდიშების კოტიანტელს უნდა აყენებდეს.
5 იანვრის არჩევნების 53% ოპზიციისათვისაც წაგებაა და ხელისუფლებისათვისაც. არჩევნების შედეგად საქართველოს ჰყავს უფრო სუსტი ხელისუფლება ვიდრე ჰყავდა 2008 წლამდე. ახლა საქართველოს უფრო მეტს გაუდებავენ ვიდრე უბედავდნენ. გაუბედავენ არა მარტო შინაური ოპოზიცია, არამედ შიდა და გარე მტრებიც.
კონფლიქტების პრევენციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია დაპირისპირებულმა მხარემ თავისი ქცევით არ გააბედინოს მოწინააღმდეგეს აგრესია. მე ასე მგონია 20002 წელს საქართველო-რუსეთის საფეხბურთო მატჩის დროს განათება რომ არ ჩამქრალიყო, 2004 წელს ის ძალა რომელმაც დაგეგმა საქართველოსათვის გაზისა და დენის შეწყვეტა ამას არ გაბედავდა.
მე ეჭვი მაქვს რომ დღევანდელ საქართველოს წინ დიდი უსიამოვნებები ელის იმ ძალებისაგან ვინც აქამდე ეგუებოდა საქართველოს სიძლიერეს, ხალხის კონსოლიდირებულობას და ხელისუფლების პრინციპულობას.
2008 წლის 27 03, სამშაბათი, 5:45:34
ხოდა, ამ მიკროფონში მაგინებლებს ვუტყდები,
მაშინ და მას შემდეგ ყველა თქვენ ეკრანზე გამოჩენას გინებით ვხვდები, თქვენ გაგინებთ.
Posted by cartwheel at 7:38 PM 0 comments
Tuesday, January 20, 2009
"უმნიშვნელო" ადამიანთა იმედგაცრუება
ხელგაშლილი და გულგაშლილია თუ არა მაგთი და ჯეოსელი, რომლებიც ყოველ კვირა 50 თეთრის გადამხდელ ერთერთ თავის აბონენტს ახალთახალ კვასკვასა მერსედესსა და პეჟოს ჩუქნის?
კვირაში ერთხელ ვუყუბთ ამ ზეიმებს: ათი ზარი, ათი იღბლიანი მოგებული აბონენტი, რომელთაგანაც ერთს ცხოვრება უკეთესობისაკენ ეცვლება - ახალი პრესტიჟული ავტომობილის მფლობელი ხდება.
გადაცემის ბოლოს ყველა ბედნიერი რჩება; კეთილი და ხელგაშლილი კომპანია, ენამახვილი წამყვანი და 10 თითქმის ნაცნობ ოჯახი.
თითქმის ნაცნობი, იმიტომ, რომ იცი ტელეფონის მეორე ბოლოდან ახლახანს მოსმენილი ყიჟინა Dდა ჭყლოპინი გრძელდება.
ვახომ ფოტოაპარატი მოიგო,
მარინამ წყალტუბოდან თავის შვილის, 5 წლის ბესუნას ნაკარნახევი 4-იანით პეჟო,
დათო სამსახურში მორიგე იყო და სულ არ ელოდა ტელევიზორის მოგებას თანამშრომლები ხმაურობდნენ , უნდა დაასველოო,
ნინოს კი, ხვალ რომ აპირებდა მობილურის ყიდვას, მობილური საჩუქრად მიუვა, თითქოს წამლადო, იხუმრა მისმა დამ.
კარგად ნაცნობი წამყვანი და თითქმის ნაცნობი მოგებულები ბედნიერები არიან.
აკვირდებით რამდენი ადამიანის მოგების სურვილი ეტევა იმ ერთ კუბურ მეტრ ნომრების გროვაში. წვრილ-წვრილი ნომბის (ანუ რეალური ადამიანების ელექტრონული სახელების) გროვაში, რომელიც გადაცემის ბოლოს ადგილს თბილისის ნაგავსაყრელზე გააგრძელებს?
ეს მთელი ტირადა მე იმისთვის არ დამიწერია რომ ზოგადად ლატარიების მზაკვრობა ვამხილო. ბოლოსდაბოლოს აქვს ადამიანს უფლება გადაიხადოს ფული იმ ეიფორიაში, რომელიც მას ხვალ მერსედესში ჩახტომის მხიარული ილუზიის 30 წუთს აძლევს.
სხვა მაქვს სათქმელი.
ათი მოგებულის მხიარულება და ერთი წამყვანის კარგად ნათამაშები კმაყოფილება ჩვენს შეფასებაში ადვილად გადაწონის 40.000 უცნობი და "უმნიშვნელო" ადამიანთა იმედგაცრუებას.
თბილისში 2002 წლის მიწისძვრის შედეგად ბევრი ოჯახი ისეთ სახლში ცხოვრობს, დაცემინების ეშინია, ჭერი თავს არ დაექცეს. ყველა დაძინების წინ გონებაში ითვლის თავის მარშრუტს, როგორ დაავლოს ხელი მძინარე შვილს და გაარბენინოს ქუჩაში თუკი მიწისძვრის ბიძგი იგრძნო.
ეს ხალხი ჩვენთვის უცნობი და უმნიშვნელონი არიან, აი მსახიობები კი, რომელთაც შევარდნაძე როგორც კონტროლირებად ელიტას ბინებს შეპირდა და კონკრეტულ მშენებარე სახლებში ასაშენებელი ჰაერზე ბინის ორდერები ჩამოურიგა. ეს ცნობილი პატივსაცემი ხელოვანნი შეიძლება ისეთივე ხარისხის პროფესიონალები არიან თავის საქმეში, როგორც საქართველოში 200 არქიტექტორი, 100 გეოლოგი, 150 არქეოლოგი და 50 ასტრონომი არიან, მაგრამ დ ო ნ ე და გავლენა მაინც სხვა აქვთ..
ელიტები ერთმანეთის ტყავს არ დახევენ. ელიტები: მსახიობები, მასმედია და პოლიტსპექტრი ჯაჭვად დადგებიან და -ან ბინა ან სიკვდილიო (შენ სიკვდილიო) დაუღალავად იზლუქუნებენ.
ელიტებს უნდა უთანაგრძნო, მათი სიხარულით უნდა იხარო და ღმერთმა არ ქნას მათი განრისხება, ჩვენი (ტელემაყურებლების) რისხვაც მათ შემწუხებელს დაატყდება თავს.
2007 წლის 2 ნოემბრის შემდეგ მისი უდიდებულესობა ბრბო ანგარიშგასაწევი ძალაა, არ დაუხრი თავს და ამოგაყირავებს, ხოდა ბრბოს სამართალმა გაიმარჯვა. შევარდნაძის შეპირებული ბინები მსახიობებს!
მიწისძვრისგან დაზარალებული მღიერებმა ძილისწინ ისევ წინასწარ გათვალონ გასაქცევი გზა საწოლიდან ბავშვის საწოლამდე და ქუჩამდე.
Posted by cartwheel at 8:04 PM 2 comments
Labels: ვინიგრეტი, ოპოზიცია, საზოგადოება
მადლობა ვის?
ეს პოსტი 2008 წლის იანვრის პოსტის რემეიკია.
მადლობა ვის?
ბერძნებს - საქართველოს საერთაშორისო სახელი _ GEORGIA იმდენად ეფექტური, ადვილად დასამახსოვრებელი და რესპექტაბელურია, რომ საქართველომ უნდა აღიაროს ისტორიული ვალი ამ სახელის ავტორების, ბერძნების წინაშე. თუმცა ბერძნების წინაშე ყველანი, მსოფლიოს ყველა ქვეყნები ვალში ვართ.
რომაელებს.
ახალი წლის დასაწყისად 1 იანვრის შემოღებისათვის.
სანამ წინ ცუდი, ცივი და ბნელი დღეები გვაქვს, ახალ წელს ველოდებით.
ახალი წლის შემდეგ კი უკვე დღე დიდდება და ახალიო ორიენტირი ჩნდება - გაზაფხული.
იმ ხალხს ვისთვისაც მადლობა არ უთქვამთ, მაგრამ მადლობა ეკუთვნით!
ქართველებს, არაქართველებს,უხელფასო მასწავლებლებს, ექიმებს, ჩაუცმელ ჯარისკაცებს,
რადიო 106-ს, რადიო 105-ს,
ბასტი-ბუბუს,პიკის საათს,ევგენი მაჭავარიანს,ოთარ სეფიაშვილს,
მხედრიონელებს ვინც, როცა თვალნათლივ დაინახეს, რომ მათი მმართველობა და თვითნებობა ქვეყანას ღუპავს, არ გაუწიეს ორგანიზებული წინააღმდეგობა მხედრიონის გაუვნებელყოფას. პოციელებს,მათ ვინც რევოლიციის დროს არ ისროლა, მათ ვინც სროლის ბრძანება არ გასცა.
აჭარელ იარაღიანებს,
შევარდნაძეს და აბაშიძეს ისე ცუდად რომ არ მოიქცნენ რომ ხალხი იძულებული გაეხადათ მოეკლათ ისინი.
კოდორის იმ "მონადირეს", რომელმაც არ ისროლა მოსაკლავად.
მათ ვინც მომავალში არ ისვრის.
განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსა და მისიებს, გაეროსა და ეუთოს, ამერიკელებს, თურქებს,აფხაზეთის სომხებს.
აზერბაიჯანელებს, ჩემ გვერდით დაღუპულ აზერბაიჯანელ “პრიკროის”,
აზერბაიჯანს (გაზის გაყოფისთვის),
სომხებს, თბილისელ სომხებს,
აფხაზეთის ომში ჩემ გადამრჩენელ თბილისელ სომეხს ზურა სარქისოვს,
ჩემთან ახლოს დაღუპულ სომეხს ვოვა სელიპანოვს,
იქაურ სომეხ მასპინძელს, რომლის სახელიც არ ვიცი,
ქურთებს, საქართველოსთვის მებრძოლებსა და საქართველოსათვის დაღუპულებს, მათ ოჯახებს.
ომის შემდეგ კი, მადლობა ჯარისკაცებს, დაღუპულ ჯარისკაცებს, მათ ოჯახებს, ვისმა თავგანწირვამაც დაამტკიცა, რომ საქართველოს სახელმწიფო თავის სეპარატისტებზე დომინირებს.
მადლობა ევროპას, ამერიკას და მათ ბევრ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წარმომადგწენლებს პირადად.
მადლობა ქართველ ხალხს, რთულ სიტუაციაში რომ გაერკვნენ, ძირითადად მაინც.
თქვენც გააგრძელეთ.
Posted by cartwheel at 2:57 PM 2 comments
Sunday, January 18, 2009
Posted by cartwheel at 3:20 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი
Saturday, January 17, 2009
mmmagaria!
The Mom Song Sung to William Tell Overture with Lyrics - The most amazing home videos are here
ჩართე, ხმა გამორთე და ქვემოთმდებარე თამაში ითამაშე რამდენიმე წუთი. რათა შემდებ უკვე გახსნილს ბორძიკის გარეშე უყურო.
Posted by cartwheel at 5:21 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი
Thursday, January 15, 2009
წავა, რა..
წავა რა.. - ეს გამოთქმა ინდიფერენტულ-იმედიანი სახით ითქმება, თანაც ყოვლისმცოდნე, გამოცდილი კაცის ინტონაციით, ხშირად თვალის ჩაკვრის ან თითქმის ჩაკვრის თანხლებით.
-მე ვიცი, მე შენზე მეტი ვიცი, მე იმათზე მეტიც ვიცი ვინც კანონებსა და ინსტრუქციებს მიწერს.
მე მეტი ვიცი!რატომ? საიდან? იმიტომ რომ გამოცდილი ქართველი ვარ. ქართველობაში გამოცდილი ქართველი ვარ.
წავა, რა ..
იფიქრა 1980? წელს
ვიღაც "ნამდვილმა ქართველმა, კარგმა კაცმა და მეოჯახემ”, იმ დროს თბილისის სატელეფონო ქსელის ერთერთმა “მესვეურმა” და ახალდაყენებულ თბილისის სატელეფონო კვანძის მთავარ აპარატში პლატინის მოზრდილი დეტალი ვერცხლისათი შეცვალა..
არ წავიდა. მას შემდეგ თითქმის 20 წელი, ოპტიკურბოჭკოვანი ტექნოლოგიების შემოსვლამდე მილიონ თბილისელს მუდმივად უწევდა არასწორ აბონენტთან რეკვა, შეცდომით გამოპარული ზარის გამო ტელეფონთან მისვლა, საკუთარ მოსაუბრესთან ერთად სხვა წყვილის საუბრების და ზოგჯერ კი ტროლეიბუსების აჩქარება-შნელებას ამყოლი ზუზუნის სმენა.
წავა, რა..
იფიქრა 1990 წელს
ვიღაც "ნამდვილმა ქართველმა, კარგმა კაცმა და მეოჯახემ” (დარწმუნებული ვარ ამ კაცს დღესაც ასეთი სახელი აქვს ძმაკაცებსა და კოლეგებში) და გადაწყვიტა სასიკეთო კვალი დაემჩნია ქართული ფეხბურთისათვის და მაშინ, როდესაც საქართველო, ქართული გუნდები პირველად დამოუკიდებელი საქართველოს სახელით დაუშვეს ევროპის ჩემპიონთა, უეფასა და თასების მფლობელთა გათამაშებაზე,
და როდესაც თბილისის დინამოსთან ერთად ევროპაში ძალების მოსინჯვა სოხუმის "ცხუმსაც" უწევდა,
ამ კეთილმა კაცმა უეფას რომელიღაცა თანამშრომელს ქრთამი შეაძლია და შედეგად ის მივიგეთ, რომ ... ქართული გუნდები მთლიანად მოიხსნეს ყველა ევროპული გათამაშებიდან.
არადა, არადა ექნებოდა თუ არა მნიშვნელობა ჩვენი შემდგომი ისტორიისათვის იმას რომ,საქართველოს სახელით, სოხუმის სახელით ქართულ გუნდ "ცხუმს" ეასპარეზა?
წავა, რა..
თქვა ერთერთმა ქართველმა ხელოსანმა/ელექტრიკოსმა როცა თბილისის ლოკომოტივის სტადიონის სათადარიგო გენერატორების შენობის ფანჯარაში ვენტილატორს ამონტაჟებდა. არა, კი იეჭვა ამ ფრთებს გარედან შიგნით უნდა შეეწოვა ჰაერი თუ შიგნიდან გარეთ, მაგრამ ამხელა გამოცდილების მქონე კაცი ინსტრუქციაში ხომ არ ჩაიხედავდა, იფიქრა და გადაწყვიტა რომ ჰაერი შიგნიდან გარეთ უნდა გამოედენა, როგორც ტუალეტში ჰქონდა. გულმა კი გაჰკენწლა, რამეს ხომ არ ვაშავებო, მაგრამ ბოლოს თქვა - წავა,რა.. და გააკეთა კიდევაც. გააკეთა როგორღაც. ჩააბარა, ჩაიბარეს.
მაგრამ არ წავიდა. საქათველო რუსეთის შორის ურთიერთობა იმ დროის მაშტაბებით მაქსიმალურად იყო დაძაბული, რუსეთი ასე პირდაპირ მტრად არ გახსენებდა როგორც ეს დღესაა, მაგრამ თავის სიბოროტეს სრული სვლით ახორციელებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. იმ დროს ერთადერთი ნათელი წერთილი ქართველი რეგბისტები და მათ მიერ რუსეთის გუნდის არაერთხელ დამარცხება იყო.
და.. ჯერი ქართველ ფეხბურთელებზე მიდგა. საქართველო და რუსეთი ერთ ქვეჯგუფშია, თბილისში ამ საღამოს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები ხვდებიან. მთელი საქართველო სულგანაბული ელოდება ამ თამაშს, მოახერხებენ ჩვენი ფეხბურთელები დაანახონ რუსეთს, რომ მათთან ომების სამ გზის წაგების მიუხედავად ქართველები ჯერ ცოცხლები არიან და პოლიტიკაში თუ მათი სათამაშოები ვართ, სპორტში მაინც დარჩა ის სული რაც მომავალში იქნებ პოლიტიკაშიც გამოჩნდეს.
მაგრამ.. ეს სირცხვილი ყველას გვახსოვს.
თამაში სავსე ტრიბუნების და ომახიანი გულშემატკივრობის ფონზე დაიწყო. ერთი 20 წუთი თამაში თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, ერთი-ორი დამაიმადებელი შეტევა ჩვენებმაც განახორციელეს და ..
სტადიონზე განათება ჩაქრა,
40 ათასი მაყურებელი და ფეხბურთელები უკუნმა მოიცვა. ორჯერ აინთო მას შემდეგ სინათლე, ორჯერ განახლდა თამაში მაგრამ მესამედ საბოლოოდ ჩაქრა სინათლე.
თამაში ჩაიშალა. ...საქართველოს სახელმწიფომ ვერ მოახერხა ერთი მოედნის 90 წუთით განათება.
რუსული ტელე გადაცემები ირონიულად გვითანაგრძნობდნენ, ქართული არხები მონდომებით ეძებდნენ მსოფლიოში ასეთივე პრეცენდენტებს. ახსენებდნენ თურქულ ფირმას, რომელმაც სტადიონის სათადარიგო ელქტროგენერატორი დაამონტაჟა, მაგრამ გასაფუჭებელი უკვე გაფუჭებული იყო.
გენერატორის დამმონტაჟებელმა თურქულმა ფირმამ კი თბილისში თავისი სპეციალისტები მოავლინა მიზეზის დასადგენად. გენერატორი ამუშავდა, აღმოჩნდა რომ გენერატორი ორჯერ დამცავმა გამორთო, დამცავი კი იმიტომ ამუშავდა, რომ შენობაში ტემპერატურამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა.
შენობა კი იმიტომ გადახურდა, რომ შენობის ვენტილატორის ფრთები უკუღმა აღმოჩნდა დაყენებული. თურქები ჯარიმას გადარჩნენ, ქართველები კი (ქართველები კი არა, ქართველობა) სამუდამოდ შევრცხვით.
რუსეთმა კი დაინახა რომ საქართველოს სახელმწიფოს ჩასაქრობად ერთი სულის შებერვაღა აკლია. რაც არ უნდა სინათლის ქალაქები ვაშენოთ ახლა, ყველა რუსს ეს შთაბეჭდილება კიდევ დიდხანს გაჰყვება.
წავა რა, იფიქრა ერთმა ხელოსანმა როცა ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ბინაში გაზის გამათბობელ ნიკალას ამონტაჟებდა.
აჰა, მე კი მივუერთე გაზს კლიენტის ნაყიდი "ნიკალა", გაზი ანთია და სითბოც იქნება მაგრამ საკვამური არა აქვს ნაყიდი და როცა იყიდის თვითონ დააყენოს, რა ვქნა".
წავა რა.
იფიქრა ამ ერთი ჩვეულებრივი ბინის ჩვეულებრივმა პატრონმა, რომელიც ამ ბინის გაქირავებას აპირებდა და მდგმურიც ეს ესაა იშოვა "წავა რა, კაცია და თვითონ დააყენებს საკვამურს, რემონტი გავუკეთე თან ხომ არ გადავყვები".
არ წავიდა! ამ ბინაში ქართველოს პრემიერმინისტრი და მისი მასპინძელი მხუთავი გაზით გაგუდვით გარდაიცვალნენ. გარდა იმისა რომ საქართველომ ერთერთი უჭკვიანესი ლიდერი დაკარგა, სამარადჟამო სასირცხვილო/ მოუცილებელი საეჭვო ფაქტი ჩაეწერა ისტორიაში.
სულ, სულ მანამდე კი -
წავა, რა..
("წავა, რა" თუ არა, ძველ ყაიდაზე - "არცა რა უჭირსო") გაიფიქრა 1920 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სამინისტროს სპეციალური მივლინებით გერმანიაში მყოფმა ჩინოსანმა და .. გადაუმოწმებლად შეიძინა ქართულ არმიაში არსებული 20 კალიბრიანი ქვემეხებისათვის 22 კალიბრიანი ყუმბარები.
არ წავიდა...
Posted by cartwheel at 12:47 PM 2 comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი, საზოგადოება, უწესობები
Sunday, January 4, 2009
forum.ge
ჩემს თემას ფორუმში საიუბილეო 33 გვერდი შეუსრულდა.
"შემეკითხეთ, გიპასუხებთ
მე მიშა სააკაშვილი ვარ"
(გვერდები 1 2 3 ...33 )
cart-veli
491 წერილი
15384 მკითხველი
Posted by cartwheel at 9:23 PM 0 comments
Labels: forum.ge, სააკაშვილი, საზოგადოება
დროებითი გამარჯვება ჰარმონიაზე
პოსტი "თამადა"-ს შემდეგ მინდოდა ამის დაწერა, იმდენად დიდი დრო გავიდა, რომ ვეჭვობ, იქნებ დავწერე კიდევაც აიპაკში, მაგრამ ახლა არ მოვძებნი, თავიდან დავწერ.
იქნებოდა ასე 1983-86 წლები. არა, ლენინგრადში არ გავფრენილვარ 37 მანეთად.
კარგ თბილისურ ოჯახში დაბადებისდღის სუფრაზე ვიყავი სტუმარად სკოლის მოსწავლე. სუფრა საბავშვო არ იყო, პატივცემული კარგი ადამიანები ქეიფობდნენ.
თამადა ექიმი იყო, კარდიოლოგი (შემდგომში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი).
კარგი თამადა აღმოჩნდა, საინტერესო, ინიციატივიანი, არასტანდარტული ხალისიანი ინტელექტუალი.
სილამაზისა და ჰარმონიის სადღეგრძელო თქვა.
არგუმენტებიც დაალაგა ჰარმონიის უპირატესობების საჩვენებლად.
ღმერთმა ქნას ჰარმონიაში გვაცხოვრა გარემოსთანო.
ამ სადღეგრძელომ კამათი გამოიწვია.
სუფრის წევრმა ფიზიკოსმა პროფესორმა (რომელიც შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიკის მისაღებ გამოცდას ხელმძღვანელობდა მხოლოდ ერთი წელი, ვინაიდან უწესიერესი კაცია) სადღეგრძელო უჩვეულოდ ხმაურიამნად გააპროტესტა.
-ჰარმონია მკვდარი ბუნების, კოსმოსის, ფიზიკისა და ქიმიის მახასიათებელია, ყოველივე ცოცხალი კი ჰარმონიისაკენ მოლეკულების სწრაფვის საწინააღმდეგოდაა მიმართულიო.
თამადას უკან დახევა მოუწია, მან როგორც კარდიოლოგმა ხომ სხვებზე უკეთ იცოდა, რომ ჰარმონიის იონთა კონცენტრაციის სითხეში გათანაბრების კანონი ჯერ კიდევ მილიარდი წლის წინ დაარღვია კოაცერვატმა და ერთუჯრედიან არსებად გადაიქცა უკიდეგანო კოსმოსის ერთი ნამცეცის - დედეამიწის ქერქზე მოგდებულ ბუყბუყა წყალში - ნატრიუმ-კალიუმის ტუმბო, რომელიც იონებს მკვდარი ფიზიკის კანონების საპირისპიროდ ინახავს იქ სადაც ეს სიცოცხლეს ჭირდება ბიოქიმის, ბიოფიზიკისა და ბიოორგანული ქიმიის პ კანონების ყველაზე ძველი, უხუცესი კანონია.
სამწუხაროდ ფიზიკისა და ქიმიის ჰარმონიასთან ჭიდილში ბიოქიმიასა და ბიოფიზიკას მხოლოდ დროებით გააქვს თავისი, საბოლოოდ ყველაფერს ცივი ჰარმონია ნთქავს.
მაშ გაუმარჯოს იმ დროებით გამარჯვებას ჰარმონიაზე, რომელსაც სიცოცხლე ქვია.
ეს სადღეგრძელო დეტალებში არა, მაგრამ მაინც უკვე 25 წელია მახსოვს.
ექიმს ჰარმონია ფიზიკოსმა დაუწუნა. ექიმი დაეთანხმა.
Posted by cartwheel at 5:14 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, მე ათეისტი, სადღეგრძელო