Thursday, April 30, 2009

ძირს პათეტიკა


დღეს ამას დავწერ.

იშ!


ძირს პათეტიკა მოკვდავებო.


თქვენი არ ვიცი და მე პირადად ჭიები შემჭამენ სიკვდილის შემდეგ, ან იქნებ კრემატორიუმში ვდენატურირდე.
არ მადარდებს, თუ რატომ ამას ბოლოში ვიტყვი.
ძირს პათეტიკა.
ადამიანის სისხლი ყოველდღე 14-ჯერ არის პირველადი შარდი, მერე თირკმელეში უკუშეიწოვება სისხლში, ისევ სისხლი ხდება.
და განავალსაც ფერი ჰემოგლობინის, სისხლის გამწითლებელის მეტაბოლიტის, სტერკობილინის გამო აქვს ყავისფერი.
და კიდევ- რომ სასწორზე რომ დგეხარ ეგ მატერია, მისი 87% (დაახლოებით) ერთ კვირაში უნიტაზს ან ჰაერს გაჰყვება და მის ადგილს სხვა მოლეკულები დაიჭერენ (რასაც შეჭამ და შეისუნთქავ).


და კიდევ, ყველანი (თუთქმის ყველანი) ჩათლახები (არა ალახის მიმდევრნები), გოიმები (არაებრაელები) და უკლებლივ ყველანი კი - დედამოტყნულები ვართ (თუ ვინმე უბიწოდ ჩასახვით მოვლენილი კითხულობს, ბოდიშს ვუხდი).



ჰო, და კიდევ, აუცილებლად მოვკვდებით, დამიჯერეთ.
და ყველაფერ ამასთან ერთად - არავინ არის ვალდებული ჩვენ გაგვხედოს ბედნიერი.

და ვერც გავხდებით ბედნიერნი სანამ არ გავხდებით ჩ ვ ე ნ
სანამ ერთი სხეულის მუშა ორგანოდ არ ვიგრძნობთ თავს.


ძირს პათეტიკა მეთქი, რომ ვთქვი რამდენიმე ფაქტით მინდა განვამტკიცო ჩემი მოწოდება.


ჩვენი ქვეყანა ღვთიშობლის წილხვედრი იყო თუ არა საკითხავია, მაგრამ შედეგად რომ ღვთიშობელმა ჩვენი მოქცევა ვერ მოახერხა - ფაქტი. არ ჩამოსულა საქართველოში.

იაკობ გოგებაშვილს საქართველოს მეზობლებში ჩამოთვლილი ჰყავს თურქები, სომხები, თათრები, რუსები და აფხაზები. ხო, მეზობლებში.

თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ბორჩალოს მაზრა იყო, საიდანაც ქართველები მე-16 საუკუნიდან ჩაანაცვლეს აზერბაიჯანლებმა. ქართველები კი იმიტომ გამოიქცნენ, რომ ტყეები დაჩეხეს და შესცივდათ. აზერბაიჯანელებმა კი წიდით (გამხმარი ფუნა) გათბობა არ იუკადრისეს.
ვის ჰქონდა ღირსება, ვინც მამაპაპის მიწა მიატოვა, თუ ვინც ახალი მიწა (სხვათა შორის შოკოლადივით მიწა) ამტანობის საზღაურად მიიღო?
ამტანობაც არ ჭირდება ამას, - განწყობა ჭირდება.

სამხრეთში, ჯავახეთშიც ცუდ ამინდს გამოექცნენ ქართველები. წმინდა ადგილი კი ცარიელი არ რჩება.
ამ მიწას 2 საუკუნეა უვლიან სომხები. უძლებენ, შრომობენ და თბილისსაც ამარაგებენ კარტოფილით.

აჭარა?
რუსეთ-თურქეთის რამდენიმერაუნდიანი ომების შემდეგ მაზნიაშვილის გენიალური რეიდის და ასევე იმ მომენტში ახალფეხადგმული მსოფლიო წესრიგის (ერთა ლიგის დადგენილი რუქები, გლობალური კავშირები ზესახელმწიფოებს შორის, ზავები) ძალაში შესვლის წყალობით საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩენილი.

მეგრული და სვანური ენები, ერთი ენათა ხის სხვადასხვა ტოტები, მაგრამ მაინც უფრო მეტად განსხვავებული ვიდრე რუსული უკრაინულისა და ბელორუსიულისაგან.

ოსები, შრომისმოყვარე დღიური მუშები, რომლებიც ქართველთა ბაღებს ჯერ წლების განმავლობში იაფად ამუშავებდნენ, შემდეგ ყიდულობდნენ, და შემდეგ რუსების არმიას ამოფარებულები სამშობლოდ იკანონებდნენ (1921 წელს კომუნისტები ბჭობდნე თურმე, რომელი უნდა ყოფილიყო სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი, საჩხერე თუ ცხინვალი. ოსები არცერთში ცხოვრობდნენ. ცხინვალი იმიტომ ირჩიეს, რომ დასავლეთში აფხაზეთის სახით საქართველოს მარყუჟი უკვე ჰქონდა).

და კიდევ, 4,5 მლნ მოსახლიდა 900.000 პენსიონერი და 700.000 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი. ანუ დანარჩენმა იქით რომ უნდა შევინახოთ ისეთი ქვეყნის მეოთხედი.

და უტვინოდ წაგებული ომების შედეგები, მოგების შანსები რომ გვქონდა და უტვინობით რომ ვერ მოვიგეთ იმ ომებს ვამბობ. რუსეთს ვერ მოვუგებდით - ხვდებით ალბათ.


და რაც ასევე მთავარია გასაჭყლეტ გასაგლეჯ-დასაძენძი გეოპოლიტიკური სტრატეგიული მდგომარეობა, რომელშიჩ ყველა მეზობელი თავისი ხეირის ნახვას ესწრაფვის.
არცერთი ქვეყნის პრეზიდენტს არ აქვს სეიფში შენახული პერსონალური ბედნიერებები ყველა მოსახლისათვის. მათ შორის არც სააკშვილს.
საქართველო ძალიან მერყევი ქვეყანაა, რომლის ღერძი ერი - ქართველები სახელმწიფოს ქონის ღირსნი ან ვართ, ან არა.


და მაჟორული დასასრული-

შენ თუ არ გეშველა მეც არ მეშველება, ყველამ თუ არ მოინდომა ვერავინ მიაღწევს.
ფაქტია და არა პათეტიკური ლოზუნგი.


ჰოდა ისე ვიცხოვროთ რომ ბოლოს გავიღიმოთ.
რომ სიკვდილის წინა წამს ვიყოთ კმაყოფილნი ჩვენი ადგილით სამყაროში, ჩვენი დანატოვარი ქვეყნით, ჩვენი შვილებით.

Sunday, April 26, 2009

მძიმე კითხვების შეგროვებას ვიწყებ


მძიმე კითხვების შეგროვებას ვიწყებ.

აი, მენტალიტეტი რომ ქვია, თუ ეროვნული ფსიქო-მენტალური სახე თუ მასის განვითარების დონე, თუ ცივილიზებულობა, მოკლედ..

ვიცი რომ ამ შეკითხვებზე მე და მასას განხსხვავებული პასუხები გვექნება და .. თქვენი იმედი მაქვს. მასის კი არა, ჩემი საიტის მკითხველების.

მკითხველები ხართ და იმიტომ.


საიდან ვიცი?
სტატისტიკით.
ქლიკების რიცხვი როგორც წესი 3 ჯერ აჭარბებს შემოსულთა რაოდენობას. ე.ი. კითხულობთ.


ამიტომაც თქვენ გერგებათ ეს მძიმე შეკითხვები. და თანაც შემოთავაზებაა:

იქნებ თქვენც მოიფიქროთ ასეთი მძიმე შეკითხვები, მალე გაერკვევით სიმძიმე რაში მდგომარეობს.



*შენ ბარსელონას მცველი ხარ, ყველაზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი.
ბარსელონა ფინალში თბილისის დინამოს ხვდება. ძირითადი - ფრე, დამატებითი - ფრე. პენალები გოლი-გოლში მიდის.

ბოლო გადამწყვეტი პენალი შენი დასარტყმელია. მთელი მსოფლიო ორ ქართველს გიყურებთ.
გაიტან - ბარსელონა მოიგებს.

რას იზამ?


*შენ ქართველი მსაჯი ხარ თბილისში საქართველოს 12 წლამდე ბაიჭების ნაკრებს სომეხი თანატოლები ეწვივნენ. თამაში ტელევიზიით გადაიცემა საქართველოში. სომხეთში არა.

მოულოდნელად სომხები დაწინაურდნენ და უპირატესობას ინარჩუნებენ. თამაშის ბოლოა, ჩვენი ბიჭუნა მოწინააღმდეგის საჯარიმოში წაწვა, არ წაუქცევიათ.
რას იზამ?


*შენ წაგებული, რევანშის მუხტით ანთებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყავი. შენსა და პრეზიდენტს შორის განხეთქილება მოხდა და სამართლიანად თუ უსამართლოდ დაგაპატიმრეს.
გამოგიჩხრიკეს ძველი ცოდვები და აღიარება მოგთხოვეს. არადა თვლი რომ საქმეები არაფერ შუაშია, შენი იდეები და იდეალები არ სრულდება გინდოდა გებრძოლა მაგრამ ახლა ციხე გელის.

gaTavisuflebis fasad აღიარებ რომ ჩვეულებრივი კორუმპირებული კრიმინალი ხარ?
ერთ კვირას ვერ გაძლებ წაგებული ქვეყნის ექს თავდაცვის მინისტრი?

*შენ აცხადებ რომ პრეზიდენტი უნდა აიძულო გადადგეს, შენ დაგითმოს პოსტი. თვითონ უნდა გადადგეს, კი არ უნდა გადააგდო. უნდა შეუთვალო, შეუთვალო კი არა, ყოველდღე უყვირო -აბა ერთი გადადექი, მერე როგორ დაგიჭერ და ფორთხვით გაგაძევებო?


ნუ, ბოლოში მარტივი კითხვები შემერია.


ისევ ძნელების შეგროვებაა საქმე.

აბა თქვენც მომეხმარეთ.


+ erTi kiTxva!



unaamarga said...
მე მაქვს ერთი კითხვა, შენ ქართველი მოსამართლე ხარ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, შემოტანილია სარჩელი შენი ქვეყნის წინააღმდეგ, საკმაოდ აბსურდული საქმეა და სადავოა რეალურად დაერღვა თუ არა იმ კაცს რაიმე უფლება, საქართველოს მთავრობას ცოტა სუსტი დაცვითი პოზიცია აქვს, თორემ ... თუ საქართველო ამ საქმეს წააგებს, სოლიდური თანხას დააკისრებენ ზიანის საკომპენსაციოდ, მილიონებზეა ლაპარაკი + შელახული რეპუტაცია. კენჭისყრისას ხმები გაიყო. სამი მოსამართლე საჩივრის დაკმაყოფილებას უჭერს ხმას, სამი წინააღმდწეგია. გადამწყვეტი შენი ხმაა. რას იზამ?



და კიდევ რთული.

შენ ომში მოწინააღმდეგემ ტყვედ აგიყვანა.
შენც ტყვია-წამალი აღარ გქონდა და გაგეხარდა კიდევაც რომ დაგატყვევეს და არ მოგკლეს.

ტყვეობაში ორი თვე ცივ იატაკზე კომბოსტოს ნაფცქვენებით გადაიტანე. ვისაც არ ეზარებოდა გაგინებდა, გითაქებდა.

გაგცვალეს . თავისუფალ;ი ხარ და საკუთარ სახლში დაგაბრუნეს.
ომი გრძელდება, წახვალ ისევ საომრად?

ღირსება რომ ჰქონოდა იბრძოლებდა ერთი ორი თვე მაინცო


მშიშარაა თუ არა სქართველო?

10 აგვისტოდან მოყოლებული, ანუ იმ დროიდან მოყოლებნული, რაც გაირკვა რომ რუსეთი გვებრძვის და იმარჯვებს ხალხის ძირითადი მასის შეფასებეი სხვადასხვა მიმართულებით ბევრჯერ შეიცვალა.

ჯერ, როცა ფიზიოლოგიური შიში მძლავრობდა გამარჯვებული აზრი იყო:

-ეს რა ქნა, ვის სიცოცხლეს წირავს, უნდა შეახოცოს ბიჭები და იქნებ ჩვენც.
-გიჟია, თვითონ იბრძოლოს თავის ომში.
-მე მკითხა რომ ომობდა?


ახლა იგივე ხალხისაგან უკვე რამოდენიმეჯერ გავიგე, ეს რა სირცხვილი გვაჭამა, გაგონილა 5 დღიანი ომიო, ჩვენ რა კაცები არა ვართ? ღირსება რომ ჰქონოდა იბრძოლებდა ერთი ორი თვე მაინცო.


მეც თითქმის მანდა ვარ. რისთვის ვუყურებდი 16 წელი კურიერს და ქრონიკას გაფაციცებით, იმიტომ რომ მზად ვყოფილიყავი და თუ ომი დაიწყებოდა მე ჭურში არ ვყოფილიყავი, ვიღაცისგან შემთხვერვით კი არ გამეგო, არამედ თავიდანვე.


სულ ტყუილად ვყოფილვართ გაფაციცებულები. ომმა ჩვენს გარეშე ჩაიარა. ვერ მოვასწარით წასვლა, ისე დამთავრდა, თანაც ისე დამთავრდა როგორც ვუფრთხოდით (თითქმის ვიცოდით) რომ დამთავრდებოდა - მარცხით.მართალიამ მთავარი სირცხვილი- თავისუფლებისმოყვარე პატარა ხალხთან მარცხი აგვცდა, მაგრამ რუსეთთან წაგებას ვერ ავცდით.




ჩვენი მოლოდინების მიუხედავად:
-ომში რუსეთის არმია ღია ომით დაგვიპირისპირდა.
-რუსეთმა დაიპყრო საქართველოს მთელი ცა.
-დაბომბა საქართველოს ყველა კუთხე (ძირითადად დაჩმორების და არა განადგურების მიზნით).
-საქართველოს სახელმწიფომ 1 დაღეში შეძლო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის 80%ის გაკონტროლება.
-სააკაშვილმა ცალმხრივად და შუაგულ გამარჯვების ყიჟინაში გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა.
-მსოფლიომ ჯერარნახული ოპერატიულობა და პრინციპულობა გამოიჩინა და სისხლისღვრა შეაჩერა.

აი ეს ისაა რაც მე არ მეგონა და მოხდა.


ჩემი თანამშრომელი, რომელიც დაუზარლად კბენდა მიშას ყველა საყველპურო საუბრისას, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ თქვა ამ ბიჭს მზად ვარ კისერზე ჩამოვეკიდო და მადლობა ვუთხრაო.

კი, ადრენალინი ბევრი დაგვრჩა დაუწველი და ეს ადრენალინი კიდევ დიდხანს არ მოგვასვენებს, მაგრამ მეც ვამართლებ პრეზიდენტს ომის ასე დემონსტრაციულად დასრულებისთვის, ჯარისკაცებს მთელ საქართველოში უთხრა სამოქალაქო ფორმა ჩაიცვით და სახლებში წადითო.


ამით მან ... მეზარება ჩამოვთვალო რა შეინარჩუნა (მოკლედ რომ ვთქვა ადამიანები და ცოცხლად დარჩენილების საბრძოლო სული ((გიკვირთ? აბა წარმოიდგინე 10ჯერ მეტი გვამი ჩვენს გარშემო, თუ გაიფიქრებდი რაიმენაირ შეწინააღმდეგებას რუსეთის მიმართ, ახლა ან ოდესმე)).


ეხლა ხანგრძლივობაზე.

5 დღე.

ცოტაა თუ ბევრი?
გააჩნია რომელი ქვეყნისთვის.

აფხაზეთში ვიბრძოლეთო, მაშინ მაგრები ვიყავითო, ჯიგრებიო. ესენი ვინ აერიან სოროსისტი კურდღელი ფარჩაკებიო.

მეც ვიყავი აფხაზეთში ერთი თვე ვიყავი. სისხლი ბევრი ვნახე და ბევრი ტყვია და ერთი გრანატამიოტის ნაღმი სასწაულად ამცდა, მაგრამ მე ერთი წუთით არ მიფიქრია რომ ჩვენ იქ ვაჟკაცები ვიყავით და აქ დღევანდელები არა. პირიქით, დღევანდელმა ჯარმა ბევრი ისეთი საქმე გააკეთა, რაც იმ დროს წარმოუდგენელი იყო. ჩემი შეფასებით კი მთავარი ის გააკეთა რომ, შიდა დისციპლინით არ იქცა მოსახლეობის მხოცავ ძალად.
ეს დისციპლინა ოდესმე დაფასდება, მტერი დააფასებს.

ჩვენ აფხაზეთში დიდხანს ვიბრძოდით იმიტომ რომ:

ცა ჩვენი იყო.
(ერთი თვითმფრინავი სკანდალად საჩვენებელი ჩამოაგდეს თუ ჩამოვარდა რუსული).

გრადები ჩვენი იყო.
(შრომა-ახალშენიდან ზღვისკენ, ახალი ათონისკენ გახედვისას მთელი ღამე განათებული იყო ცა ჩვენების კელასურიდან ნასროლი გრადების ელვებით.

რიცხობრივი უპირატესობა ჩვენი იყო.
ადგილობრივი მოსახლეობა უმეტეს ქალაქებში ჩვენი იყო.


და მაინც გაგრა ერთმა ტ75-მა მოგვიგო.


ერთი რომ გაარტყეს ჩვენებმა და ვერ ააფეთქეს, პანიკა აიწია, ყველას დაგვხოცავსო. გამოვიქეცით ადგილობრივებზე მარდად. იყო ასე. ერთი წლის შემდეგ ერთი რეიდის დროს ჩეჩნებმა რუსების მთელი ტ75-ის კოლონა გაუნადგურეს (მე მგონი ასზე მეტი ტანკი). შესაძლებელი ყოფილა მათი გაჩერება.

ორი წლის შემდეგ ბალტინის 3 ტანკის გამოჩენა საკმარისი იყო რომ ზვიადისტებს ახალი სამოქალაქო ომის განზრახვა გადააფიქრებინათ. რუსი არის აქ და ჩვენ რაღას გავხდებითო, იყო ესეც.





ხოდა, აგვისტოს წასაგებმა ომმა ჩვენდამი მაქსიმალური პლიუსები დაგვიტოვა:
მთელმა მსოფლიომ მხარეებად რუსეთი და საქართველო ჩათვალა და არა ქართველები და შეწუხებული თავისუფლების მოყვარული აფხაზები და ოსები, როგორც ეს რუსეთს უნდოდა, რომ ყოფილიყო.

კი, მირჩევნია რომ ისტორიაში რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომი 25 დღიანი ეწეროს, და არა 5 დღიანი.

მაგრამ

თუ ეს სასახელო 25 დღიანობა საბოლოოდ მოიტანდა ჯარისა და მოსახლეობის დაბეჩავებას, დაშინებას და წელში გატეხვას, სიკვდილებს, დღეს ჯანზე რომ არიან იმ ხალხის, თანაც ბევრის, მაშინ არ მიღირს.



წადი ფარჩაკო, მშიშარა, კურდღელო, ვერ გიტანთ ქართველი ხალხი, შენ ჩვენი ღირსი არა ხარ!


იქნებ არც ეღრიალათ 25 დღიანი ომის შემდეგ, ფიზიოლოგიურ სიბრძნეს იქნებოდნენ ნაზიარებნი - გადარჩენიოს პრიორიტეტობას, დააყეთ ტრაკიო ეტყოდნენ ერთმანეთს კაი მთვრალებიც.

Saturday, April 25, 2009

არის პარალელები?


ვიქტორ ჰიუგოს ნდომებია პარიზისათვის ჰიუგო დაერქმიათ მისი სიკვდილის შემდეგ.
ბენჯამინ ფრანკლინს ამერიკის ემბლემად ინდაური უნოდა გამოეცხაედებინა.
აბრაამ ლინკოლნს თავისი ანჩხლი ცოლი ქვეშევრდომების თვალწინ ლანძღავდა.
ილია ჭავჭავაძე საგურამოს სოფლის სამეზობლო გლეხებისათვის ბოროტი ფეოდალი იყო.
ლუი დე ფიუნესი საშინელი ჯაჯღანა ყოფილა, იუმორის არმცნობი.
ბენჯამინ სპოკი საკუთარ ბავშვებს ატერორებდა.
ალ კაპონემ თავისი თვალი ბრმა ბავშვს უანდერძა.

პერსონა და მისი ადგილი ისტორიაში.
არის პარალელები?

Friday, April 24, 2009

საკუთარ კარში


ჩემი დაგინებული გუშინ კიდევ ერთს შეეწერა.
მეგაფონში იგინებოდა.


მასთან ერთად დაახლოებით 200 კაცი ყვიროდა "წაადი, კურდღელო, ფარჩაკო, მშიშარა!"


ბიჭებს გამარჯვება უნდათ. წაგებულს უსტვენენ, დასავლეთ ტრიბუნაზე გონიათ თავი.
კარგია რომ გამარჯვება მაინც უნდათ.


ანუ ეგ ხალხი იმ ხალხს ჯობს, ვინც რუსეთთან წაგებას შეგუებული იყო, არის და ამის გაფორმებას ელოდება. გაცილებით მირჩევნია ჟილკიანი ბიჭები გახრწნილ კომფორმისტებს, მაგრამ...


ჩემი ბიჭი პირველად რომ შეერკინა EAსპორტის ფეხბურთს, გამწარდა.


ბურთის მიღებიდან 5 წამში მეტოქე ართმევდა და უბურთოდ ტოვებდა..


10 თუ 20 წარუმატებლობის შემდეგ გზას მიაგნო.

გაშვებული ბურთის შემდეგ ცენტრიდან თამაშის განახლებისთანავე უკან შემობრუნდებოდა და საკუთარ კარებში გაჰქონდა გოლები. წინააღმდეგობა არ ხვდებოდა და გოლის გატანა გამოსდიოდა. ტრიბუნების ყიჟინა (მერე რა რომ მტრის ყიჟინა) არ ახანებდა.


გაიხარა ასე ბევრჯერ და.. ვირტუალური ბურთის ფლობა ისწავლა.


მაგრამ ის მაშინ 7 წლის იყო, კომპიუტერული თამაშის ჯერედობა კი შეუზღუდავი, რეალობისგან განსხვავებით.


პუტინს ვერ უგებთ, მაშ სააკაშვილს მაინც უნდა მოუგოთ?

რამდენი წლისები ხართ?

Wednesday, April 22, 2009

გალიების რევოლუცია





გალიების რევოლუციის წლისთავზე გმირთა მოედანზე დაიდგმება გიგანტური გალია, სადაც ადამიანებს შეეძლებათ განიხორციელონ ცხოველად ყოფნის თავისუფლება.

ბენჯამინ ფრანკლინი


ბენჯამინ ფრანკლინი დებილი ყოფილა. ამერიკის სიმბოლოდ ინდაური ნდომებია და არა არწივი.

არწივს ცუდი მორალური აურა აქვსო უთქვამს. მტაცებელია, ყაჩაღიო.

კიდევ კარგი არ გაუვიდა.
წარმოიდგინე მსოფლიოს ნაკრები ქვეყნის, მსოფლიო თამაშის წესების დამაარსებელი ქვეყნის სიმბოლო რომ იყოს .. ინდაური.

ღირსეული გადაწყვეტილება ინდაურის სახელით.




ფრანკლინი ყველა დროის უვაჟკაცეს ადამიანებში შედის ჩემი შეფასებით
. ეს კი მართლაც შეეშალა.

რა ვუყოთ მერე, ვლანძღოთ?

FM საქართველო

ალბათ უკვე 15 წელია რაც ჩვენს ცხოვრებაში FM რადიომ შემოაბიჯა.



ჩაბნელებულ, წაგებულ, უიმედო და ბინძურ ქალაქში, სანთლებს შემომსხდარ ბინებში "პირველი რადიო-რადიო 106" აჟღერდა.

თანაც თავიდანვე კარგი მუსიკით. საშვილიშვილო მადლობა მათ იმ დღეებისათვის ჩემგან და ალბთ ჩინური ფარან-რადიოების იმპორტიორებისაგან.



რადიო 106,4 დღესაც ჩემი ერთერთი ფავორიტია.

106,4-ს რადიო 105 მოჰყვა.

"105-მამაჩემის რადიო" არამარტო ახალი მუსიკა იყო ჩვენს რადიოებში, არამედ მუდმივი რადიოსპექტაკლი დახვეწილი იუმორით და რაც მთავარია მკაფიო სამოქალაქო პოზიციით.
მადლობა რადიო 105-ს და მის ძრავას - შალვა რამიშვილს. ძალიან მწყინს ეს კაცი რომ ჩვენს ცხოვრებას აკლია. რატომღაც მგონია რომ ეგ კაცი დღეს ჩემს სათქმელს იტყოდა. დაანახებდა ხალხს ოპოზიციის ვითომ პათოსის შინაარსს. რა ვიცი, ასე მგონია ვერ მოითმენდა ამ მასშტაბურ ფსიქოლოგიურ ბლეფს.

შემდეგ FM ოჯახს რამდენიმე არხი შეემეტა, რომელთაც საქართველოში სტავროპოლის კრაი დააბრუნეს, ვერ მიხვდებოდი sad xar, საქართველოში თუ რუსეთში. ვერ ვიტან მაგათ. დღესაც მტკიცედ დგანან, მრავლდებიან კიდევაც.

"მწვანე ტალღა" 107,4 ასევე კარგი, ხარისხიანი რადიოა, ხშირად ვყოვნდები მასზე.

ძველი კარგ მუსიკას კიდევ რამდენიმე რადიო აფრქვევს:

გირჩევთ:

104,3 სინდიკატი- ჯაზი
94,3 ჯიპა - კარგი მუსიკა ინგლისურენოვანი გადაცემები
95,9 მუზა- კლასიკა
95,5 კომერსანტი- კარგი მუსიკა


ფორტუნები, იმედი.. ვუსმენ ხოლმე. ქარიზმა აკლიათ.


და კიდევ,

"ნაცნობი" და "უცნობი"
ერთი ავტორის ორი ტაქტიკა.

"უცნობი", კარგი მუსიკა, ქარიზმა, რომელსაც "ჭიჭიკო და ბიჭიკოს" შოუ უქმნის. როგორც მინიმუმ არაგოიმური მუსიკა. თუმცა პატარკაციშვილის "tv-იმედობა" ვერ შეასრულა. საჭირო დროს საჭირო მოწოდებები კი ითქვა პატარა ქარიზმატიკების მიერ, მაგრამ ვიღამ დაგიჯერა?


"ნაცნობი" - ძველი ქართული, ნაცნობი-ნოსტალგიური ქართული და... რუსეთთან ომის შემდეგ გადასხვაფერებული - ეთერის ნახევარი ქართველების ნამღერ რუსულ რომანსებს ეთმობა.


არა, ქართველი ქალი მომღერლების ნამღერი "ატვარი პაწიხოოონკუ კალიტკუ" და კიდევ ბევრი, რომ რუსული რომანსის აღიარებული მწვერვალებია მჯერა.


მაგრამ


ეს რაღა უბედურებაა -
ქართული პოლიფონიით, ბოხი ქართული ხმით რუსული რომანსების კანკალი.


მაჟრიალებს. იმედია ომამდეა ჩეწერილი.

როგორც არ უნდა იყოს, ყურს მაინც საშინლად მჭრის ეს ნაძალადევი ქართულ რუსული ფესვების გამაერთიანებელი სათუთი გრძნობების თრთოლვა. თანაც ახლა უკვე ქართულ პუბლიკაზე გათვლილი.
რა უნდათ?

ნაძირალა ნაცვლიშვილმა რუსებთან ინტერვიუში რომ თქვა - არსებობს ნამდვილი ქართული მუსიკის არხი, სადაც ქართველები რუსულად მღერიანო (თანაც რა მონდომებით).


ანუ ეს ფაქტი უკვე ქართული შეუნიღბავი (USA-სგან შეუნიღბავი) სულის ამოფეთქვად დასახელდა.

მაია ყარყარაშვილისა და ლელა წურწუმიას რუსული გასტროლები გამახსენდა იმ დამპალ წლებში. ჩვენი მედია და ბომონდი დიდ აღიარებას რომ ელოდა რუსეთიდან. არადა რუსეთში წარმატებისათვის ამ ქალებს მინიმუმ გვარების და ცხვირების განახევრება მოეთხოვებათ. არ ვართ რუსებისთვის ტავარნი ვიდში, ისევ საკუთარ მსმენელზე ჯობია ორიენტაცია.

ჩემი ძმა რომ ყოფილიყო პრეზიდენტი რუსეთთან ომი არ იქნებოდაო. შევეცი იმ ქვეყანას, რომელიც პირობას დებს რომ ომში არ ჩაერთვება.
სიტყვა ღირსება ჯერ კიდევ შევარდნაძემ გააბანძა.

ახლა ამათ უნდათ რომ ოფიციალურად გააქრონ ლექსიკონიდან.

Tuesday, April 21, 2009

3G


ევრონიუსის 2 თუ სამი წლისწინანდელი გადაცემა გამახსენდა.

ავსტრიელ მუნჯებს სამადლობელი მიტინგი ჰქონდათ. 3G მობილურების გამოშვების აღსანიშნავად.

სხვადასხვა ქალექებიდან იყვნენ თავმოყრილნი და გაცისკროვნებული ღიმილით ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ (თავისებურად).


მერე დავფიქრდი, რამხელა ცის გახსნა იყო მათთვის 3G მობილური ტელეფონი.


გაუმარჯოს მის გამომგონებლებს, ჩემგანაც მადლობა, მიუხედავად იმისა რომ მე არასდროს ვიხმარ. არ მჭირდება ზედმეტი ოპცია ჯიბეში.

Saturday, April 18, 2009

მინდა დავდო პირობა


მინდა დავდო პირობა.

საქმე იმაშია, რომ მე საერთოდ არ ვიგინები.
ბოლო დროს რამდენიმე პოსტში გინება "გამეპარა", ყველას ბოდიშს გიხდით. გინების ადრესატების გარდა, რა თქმა უნდა.
არ ვიგინები, მეთქი საერთოდ. განწმენდის რიტუალს ვასრულებ.
ქართველი ადამიანისთვის გულწრფელობა უფრო მაღლა დგას თურმე, ვიდრე ლოგიკა. ანუ გულწრფელი დებილი უკეთესია ეჭვებში გახლართულ მზრუნველზე.

ოპოზიციის 2 ნოემბრის გინებები ჯერ კიდევ ჰაერში კიდია დამოკლეს მახვილივით საქართველოს სახელმწიფოს თავზე.

შერჩათ, ხელი გაუწოდეს.

ე.ი. ხელისუფლება სუსტია, კურდღელია.
ვინც იგინება კი გულწრფელი ვაჟკაცი (მერე რა რომ ჩემი შეფასებით კრეტინი და უზრდელია).

ხოდა იმ ხასიათზე ვარ, არა როგორც გრძნობა, განცდა, აღშფოთება და ა. შ. არამედ როგორც განწმენდის რიტუალი, პრიმიტივთა ტვინებისთვის..


ხოდა მეთქი, ვინმემ ინტერვიუ რომ ჩამომართვას უამრავ სათქმელთაგან იცი რას ვიტყვი?

შევაგინებ ყველას, ვისგანაც საქართველოს პრეზიდენტის გინება ტელევიზორში გამიგია, მესმის და გავიგებ.

aq ki, მინდა დავდო პირობა რომ აღარ შევიგინები.



















მინდა, მაგრამ ჯერ არ დავდებ.

კულტურული კოლოსები


ოდესმე ალბათ ამ თემებზე შევეცდები დავწერო და .. მე თვითონ გავერკვე.

ეთნო ფსიქოლოგია არ ქვია ამას, ეს ალბათ იმ კულტურული კოლოსების გავლენაა პიროვნების (და შედეგად მთელი ერის) ფსიქოლოგიური რაობის გამოძერწვაში, რომლებიც მას (პიროვნებას, ერს) ბავშვობისთანავე ჩაეჭედება ტვინში.



კრიტიკული, ეჭვიანი მზერა ყველაფერს ჭირდება. აბსოლუტური ჭეშმარიტებები არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში განწყობებში არ არესებობს.


ჰოდა, რას ვამბობ.


მინდა გავერკვე რა გავლენა აქვს ქართულ სოციუმზე "ვეფხისტყაოსანს" და კ/ფ"მონანიებას"

ეჭვის ქვეშ ნამდვილად არ ვაყენებ შოთა რუსთაველისა და თენგიზ აბულაძის გენიოსობას. იქნებ სწორედ, მათი ქმნილებების გენიალურობას რომ ვაღიარებ, იქიდანაც ვასკვნი, რომ ამ კოლოსებს ჰიპნოზური გავლენა აქვს ქართველ ერზე.


და.. მე მგონია რომ .. უარყოფითი გავლენა ქართველთა წარმოდგენაზე პიროვნების სოციალურ როლზე სახელმწიფოში.



მეორე პოლუსზე ილია ჭავჭავაძეა.

მართლაცდა კოლოსი, ადამიანი, რომელუიც სწორ სოციალურ, პატრიოტულ ორიენტირებს ნერგავს ყველა ჩვენგანში.

ილია ჭავჭავაძის სლოგანი "ენა, მამული, სარწმუნოება" მის თანამედროვე საზოგადოებში თავხედობად იქნა აღქმული, ვინაიდან იმ დროინდელ ელიტას ვერ წარმოედგინა ენისა და მამულის სარწმუნოებაზე წინ დაყენება.


ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვამ ილიას ამ სლოგანს ძალა გამოაცალა, და ილიას ფიგურასაც.

როდესმე დავწერ ამაზე.

Thursday, April 16, 2009

პიანო, პიანო..


650 Million Years in 1 Min. and 20 Sec. - Watch more Funny Videos

აქ დედამიწის ისტორიის 500 მილიონი და + დედამიწის მომავლის 150 მილიონი წელია.

ერთად, 80 წამში ჩატეული.

ნახეთ და..


პიანო, პიანო..

"ფარაონი"

სახლში კომპიუტერი 2001 წლიდან მაქვს, პირველი სერიოზული თამაში, რომელსაც მთელი ოჯახი დიდი გატაცებით ვთამაშობდით "ფარაონი" იყო.
ისტორიული სტრატეგია ცივილიზაციის დასაწყისზე. ულამაზესი გრაფიკა ჰქონდა და კარგი გახმოვანება.


ჰოდა, მთელი ოჯახი ვუსხედით ხოლმე გარშემო ამ თამაშს.
ყველა თამაშს აქვს რაღაც გასაქცევი, ასაცილებელი სიტუაცია. ამ სიტუაციებს (ჩავარდნა, სიკვდილი, აფეთქება, აცილება) ყოველთვის თან ახლავს შესაბამისი იმედგაცრუების, დაცინვის, დაცემა, დანგრევის, კვნესის ხმები.


ეს ხმები შენთვის მთავარი სასჯელი ხდება. უნდა ეცადო რომ აღარ გაიგონო.


ფარაონში კი, თუკი ვერ იყავი ბრძენი მმართველი, ხალხი, ოჯახები თავის აშენებულ და გაუმჯობესებულ-გადაკეთებულ სახლებს ტოვებდა და სადღაც შორს გარბოდა, ცოლ-ქმარი, ატირებული ბავშვები ბოხჩებით ზურგზე, წელში მოხრილები.


ისე უნდა გეთამაშა, რომ ხალხი არ გაგქცეოდა.

ამ გაქცევების შემდეგ დაცარიელებული სახლები, რომლებიც მანამდე თვალს ახარებდა (ფერადი, სართულებიან-საჩრდილობლიან, ჭებიან-პალმებიანი)
დაბრახუნება-ჩამოქცევის ხმაზე მტვრის ბუღს აყენებდა და ნაგავ-ნანგრევებად, ნაცარტუტად იქცეოდა.


ეს სურათი გუშინ გადავიღე ახალციხისკენ გზაზე, ვერტმფრენიდან.



suraTs daaklikeT.

აი, ზუსტად ის ხმა გამახსენდა, "ფარაონის" სახლების ნაცარტუტად ქცევის -ბრახუნ-ბრაგუნი და ხრეშის ცვენის.


ის მტირალი ოჯახებიც გამახსენდა მობუზულები რომ გარბოდნენ სხვა ქვეყნებში.

კი, აგარაკებია, უსახლკაროდ არ დარჩენილან ამ სახლების ამშენებლები, მაგრამ რამდენი იმედი დაემსხვრათ, რამდენი შრომა, ნერვიულობა და ფული დაკარგეს, რამდენი ხე დარგეს, იხარეს ბავშვების ჭყლოპინით საკუთარ ეზოებში, სულ ტყუილად, თურმე.

ამ პოსტს 3 თემაში(labels-ში) ჩავდებ:
"1991", "ტერორი" და "საზოგადოება".

თქვენც იცით რატომ.

Tuesday, April 14, 2009

2003-ში იგივე ხალხი იდგაო, მართალია?


ახლა და 2003-ში იგივე ხალხი იდგაო, მართალია?


თქვენც ასე ფიქრობთ?

მე მგონი არა!

პოლიტიკინები კი იგივენი არიან, მაგრამ ხალხი?
ხალხს მაშინ რა მიზანი ჰქონდა და ახლა რა მიზანი აქვს?

მოდი ვიპოვოთ რამდენიმე განსხვავება.

გამყრელიძე თავის ნაჭყებია-ჩიხრაძე-ვიღაცეებიანად, ირაკლი ბათიაშვილი, ასლანას მაგუასავით ათლილთავიანი ამბალი (ბრეგვაძე თუ არ ვცდები), ჯანსუღ ჩარკვიანი, ქეთი დოლიძე და გიგლა ლორთქიფანიძე მაგალითად, შევარდნაძის შეგნებული დამცველები იყვნენ.


იმ დროს საქართველოში კი არა მსოფლიო ახლო ისტორიაში არ იყო ხელისუფლების უსისხლოდ შეცვლის პრეცედენტი. დაუმატეთ ამას ნიჰილიზმის ჭაობი, რომელშიც ვიყავით და გამოვა რომ მაშინ საპროტესტოდ ქუჩაში იდეალისტები გამოსულან.

ასეც იყო.

არავის არ გვეგონა 20 ნოემბრამდე, რომ საქმე ხელისუფლების გადაყირავებით შეიცვლებოდა, არც გვინდოდა გადაყირავება.
სადღაც კუნჭულში კი გვეიმედწებოდა, იქნებ ინამუსოს და გადადგესო, მაგრამ გადაყირავებას არ ვფიქრობდით. ვთვლიდით რომ აცრილები ვართ გადატრიალებებზე, და გადადგომაზე მხოლიდ განსაკუთრებულ ეიფორიაში მყოფები ოცნებობდნენ.


არც ლიდერებს მოუწოდებიათ ხალხისათვის ჩამოვაგდოთ, სკამი დავუწვათ, კუდით ქვა ვასროლინოთ, ციხეში ჩავაყუდოთ და დედა მოვუტყნათო.


არ ყოფილა ეს.

შევარდნაძემ მაშინ უჩვეულო სიხისტე გამოიჩინა, ის აზრიც კი ვერ აიტანა რომ მის პარლამენტში 30 პროცენტი მიეღო ოპოზიციას, ამას დაერთო შევარდნაძის ხელისუფლების ვერტიკალის პარალიზება და ..


მიშამ 20-ში თქვა უნდა გადადგესო და 22-ში ხალხმა გამყრელიძით ქვორუმიანი პარლამენტის სხდომა ჩაშალა .
23-ში ედუარდ შევარდნაძემ თქვა გადავდექიო!

მოლაპარაკების შემდეგ თქვა.

მას შემდეგ გაივსო აჟიტირებული ხალხით რუსთაველი, მას შემდეგ იყო მოლოცვები და ჩახუტებები.
ამათ კი 3 დღე კი არა, მესამე წელია წაიღეს ტვინი ამ დეკლარირებული-დაქადნებული ჩამოგდების მცდელობებით.


არ გამოსდით.

იცით რატომ?


არ არიან მართლები მიშასთან.
არ არიან მართლები მოსახლეობის უმრავლესობასთან.
არ არიან საკმაოდ გამჭრიახები კომბინაციითა და მოზომილი ნაბიჯებით მიზნის მისაღწევად.


აბა რად მინდა ასეთი ხალხი სახელმწიფოს სათავეში?
არრრ მინდა.


დღეს მიტინგებზე მაშინდელი წესიერი იდეალისტების, ფრთხილი ოპტიმისტი იდეალისტების ადგილი უჭირავთ სხვა ხალხს. სხვა მიზნებს, სხვა ზრახვებს. ეს ხალხი 2003 წლის წარმატებული პრეცენდენტითაა გულმოცემული და თანაც შურით გაჯიუტებული, თუ მათ შეძლეს მაშინ, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთო?

მოდელი ასეთია.

ამ ხელისუფლებამ აშკარად, მიკიბ-მოკიბვის გარეშე მოიძულა ერთი კორპუსის 300 ოჯახიდან 20-30 ოჯახი:
5-ს გარაჟი დაუნგრია,5-ს ლოჯია, 5-ს კორუფციული ბიზნესი მიუხურა, 5-პოლიცია საბაჟოდან დაითხოვა.
მოიძულა ეს კონკრეტული ადამიანები ასევე კონკრეტული 280 ოჯახის სასარგებლოდ. მსაჯული ის 280 ოჯახია, რომელიც თუ გადაწყვეტს, რომ საერთო ინტერესი სისულელეა, რომ ქვეყნის ღირსება მხოლოდ ბინის კარების შიგნითაა და არა გარეთ, მაშინ ამ ხელისუფლებას წასვლა, წასვლა კი არა გაქცევა მოუწევს.

მე კი იმ შესაძლო გამარჯვებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გარემოში ცხოვრება არ მინდა.

გაგონილა, 42 წლის ასაკში კიდევ ემიგრაციაზე ვიფიქრო, როგორც 1994 წელს ვფიქრობდი?

არ მინდა.

Monday, April 13, 2009

წუტი, ბითური?



ამ ლექსს გადავაწყდი

"დაიარება ქალაქში ძაღლი,
წუტი,
ბითური,
ისე მოკვდება ერთხელ არ შესძრავს მას მგლის ყმუილი"

თავიდან ყური მომჭრა ამ "წუტი, ბითური"-მ.
მაგრამ, მას შემდეგ რახც ამ ლექსის შინაარსი, მარტივი მაგრამ ძლიერი შინაარსი გაიხსნა ჩემს წინაშე მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის სიტყვებია, რაც გაქუცულ, ნაგავში მძრომიალე, კუდამოძუებულ შეშინებულ თვალებიან ქალაქის ძაღლს შეესატყვისება.

"დაიარება ქალაქში ძაღლი,
წუტი,
ბითური,
ისე მოკვდება ერთხელ არ შესძრავს მას მგლის ყმუილი"


არადა რა ფასი აქვს იმ ძაღლის სიცოცხლეს, რომელსაც ერთხელაც არ შესძრავს მგლის ყმუილი?

ნოლი, არაფერი.


ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, მეც ხომ არ?


მეც ხომ ეგ წუტი, ბითური ძაღლი ხომ არა ვარ, ტელევიზორის წინ სავარძელში თბილად გატრუნული?

ჰაა?




ეს ადრე იყო, 16 წლის წინ, ჩემი "ერთხელ ცხოვრებაში მგლის ყმუილი" როცა მე და ჩემი ძმაკაცები გუმისთაზე ვიდექით, გადაღმა სოფლებში ღამე დავძვრებოდით, როცა ჩვენი პირველი ბრძოლა წავაგეთ და უკანდახევისას გუმისთა 4ჯერ გავტოპეთ, როცა ჩემიანი 4 და ჩვენიანი 35 ბიჭი მოკლეს, როცა ჩემები კამაზით სოხუმში ჩატანილ ჩვენიანთა გვამებში ჩემს ამოცნობას ჩემი ქალაქური ფეხსაცმელებით ცდილობდნენ. ეს იყო.

მაგრამ იყო 16 წლის წინ.

და რას ვაკეთებ მე ბოლო თექვსმეტი წელი?

იქნებ გავიქუცე და საინფორმაციო ნაგავში ვიქექები?

ან შენ?


დღეს ჩემს ქალაქს ახალი მგლეს ხროვა უპირებს შეჭმას. და ჩემს ქვეყანას.


მგელია, ჩემზე აგრესიულია, მიზანმიმართულია, ჯიუტია, მზადაა სხვისი და საკუთარი სისხლის დასაღვრელად, შია, ძალიან შია. უკან უნდა, ფეოდალურ ბუნაგში მექაჩება..

და რას ვფიქრობ იცი?

დროის მანქანა რომ მქონდეს მგლის ყმუილს ადრე უნდა შევხვედროდი, 1993-ში კი არა, არამედ 1991-ში.

რუსთაველზე, როცა ყლეებმა ჩემი ქვეყანა ააყირავეს და დააქციეს, მაშინ უნდა ვმდგარიყავი ჩემი სახელმწიფოს დასაცავად. მერე რა, რომ გამსახურდიასთვის არასდროს მიმიცია ხმა, არც ვეთანხმებოდი ყველაფერში.

ამაზე კაცურს რას ვიზამდი, რომ ერთი ორი ეგ დედაბოზი მომეკლა, რომლებმაც საქართველო დაამარცხეს, ჯართად გაყიდეს, დააქუცმაცეს, შემდეგ მტრის ჯარი "სამშვიდობოდ" დაიყენეს,

ვისი ტვინმძღნერობის გამო დედაჩემი, ბებიაჩემიო და მამიდაჩემი უიმედო უილაჯო ქვეყნიდან უბედურები წავიდნენ იმქვეყნად (ბებიაჩემმა სიკვდილის წინ, ლაპარაკი რომ ვერ შეძლო აჩხაბაჩხად დაგვიწერა "სოხუმი").


ჰოდა ჩემი ცხოვრების მგლები, რომელთაც მე წუტი-ბითური ძაღლივით დავემელე 91 წელს იყვნენ რუსთაველზე.

აფხაზები კი, არ მძულდნენ.

როცა იქ, ახალშენში, შრომა-კამანის თავზე დილის 5 საათზე რიჟრაჟში ომახიანი აფხაზური შეძახილებით ერთ კედლად წამოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ, როცა 50 კაცი სხვადასხვა სირთულის იარაღით მხედავდა და მესროდა მე ახალგამოღვიძებულსა და დაბნმეულს, ერთი მჭიდით აღმომჩდარს ნამდვილი ფრონტის ხაზზე, მე მათი პატივისცემით და არა შიშით მინდოდა იქით დამეძახა, " ჰეი შენ, აფხაზო, ნუ ისვრი, მოდი გავსხდეთ, ჯერ დავილაპარაკოთ".

მაგრამ ეს აზრი ორ წამზე მეტს ვერ გაჩერდა, იმიტომ რომ აფხაზურ "ჰაილალა აფსნი!"-ს ეგრევე მოყვა რუსული ყვირილი, ჩუვაკურ, პაცნურ, არმიული შეძახილები და მე მივხვდი რომ ჩემს წინ მტერი იყო და არა აფხაზი, რომელთანაც ჯერ დალაპარაკება მიმდოდა.


ჰოდა ასეა დღემდე.


ჩემი მგლები, რომელთანაც მე ვერ ვიძაღლე არ მასვენებენ
1991 წლის გადამყირავებლები და ავტომატიანი პაცან-ჩუვაკები ჩემს მიწაზე.


აფხაზებს რას ვერჩი, ახლაც პატივს ვცემ.


ანუ


ანუ ჩემდა სამწუხაროდ.

ჩემი მგლის წინააღმდეგ მე არ მიბრძოლია.
ჯერ არ მიბრძოლია.



ხოოდა, ახლა ყველაზე ძნელი.


ესენი, დღევანდელი მოღალატეები, დღევანდელი ოპოზიცია მე მგონი ორივეა, ხომ იცი შენ.

ორივე.

91-იც და რუსეთიც.


ხოდა იცოდნენ.

ისვრით?


გესვრით.
ვიშოვი როგორმე.

Friday, April 10, 2009

ჩემი ორიენტირები დალაგდა


გაიხარე ერო დაჩაგრულო. მხსნელებმა გზა იპოვეს - ეროვნული დაუმორჩილებლობა (გზების გადაკეტვა, საწარმოების გაჩერება, ნუ, რასაც შეძლებენ ყველაფრის დაბლოკვა).

მიზანი რაა, (ვთქვათ და, ღმერთმა არ ქნას და გამოუვიდათ).
ალბათ:
1. მიშა იტყვის, ისინი მართალნი აღმოჩნდნენ, მე მათ უნდა დავუტოვო ქვეყანაო, და გადადგეს.

2. საქართველო ნაგავსა და სიბნელეში ჩაეშვას, მთელი მსოფლიო შეწუხდეს და მიშას უთხრას , აი ხომ ხედავ შენ ყოფილხარ ამ ხალხის მტერი, გადადექი, ჩვენ დავაკვირდით ამ ხალხს (ოპოზიციას) კარგები ყოფილან, ჯიგრები და ახლა მათ გავუწევთ პატრონაჟსო.

3.ამ ბლოკირებობანის დროს კიდევ დაიმსახურონ დუბინკები და მერე იყვირონ "მახსოვს 13 აპრილი!!"

4.ეს წინა საფეხურად გამოიყენონ შემდეგი რეალური სამთავრობო აქტივობების დასაბლოკად, დაუმატონ ამას შევარდნები, გალახვები და....
მსაჯული რუსის საბოლოო სამართლიანი სიტყვის დალოდება ტანკების თანხლებით.



მოკლედ, დიდი ხანია მინდა გამოვუტყდე ამ გამოყლიდერებულ ადამიანებს.

მე აქ, ჩემს კომპიუტერთან, ჩემს ბინაში ჩემი ტელევიზორის წინ გაგინებთ. დედებს გაგინებთ.


შეწუხებულია ჩემი ოჯახი, ჩემმა სამი წლისამ უკვე ისწავლა ჩემგან, მამა მასწავლაო თქვა იმდენად ხშირად გაგინებთ.


გადაეცით ვინმემ, ხალხი არა ხართ?

მაგათი დედა მოვტყან მე ყველასი, თუნდაც 2013-ში რომ ყლეებს უნდა გადაეცეს ჩემი სამშობლო სამართავად მაგიტომ ვაგინებ.


ყველას მოვუტყან დედის ტრაკი, ვისი პირიდან მიშას გინება ტელევიზორში გაგონილა, ისმის და გავიგონებ.

ვინც რუსს საშუალება მისცა თუნდაც თავის შიდა საინფორმაციო სივრცეში სააკაშვილი და საქართველო გაეყო.



ჩემი ორიენტირები დალაგდა.

ეს არის ბრძოლა კეთილი ადამიანებისა ბოროტ ადამიანებთან, დიახ ასე!

კეთილი 200 იდეალისტი ბიჭი მიათრევს ამ მილიონებიან მძორს უკეთესი ქვეყნისკენ, და ეს მძორი ეწინააღმდეგება, არ უნდა დაბანა, თვალებში საპონი ჩაუვა.
ბოროტების საქართველოში არ მინდა.

შევეცი თქვენს ნამართ ქვეყანას.

Sunday, April 5, 2009

ანოტაცია





ანოტაცია წამლის ინსტრუქციაა.

მასში სტანდარტული ფორმითა უნდა იყო მოცემული მედიკამენტის ქიმიური სტრუქტურა, დანიშნულება, მოქმედების მექანიზმი, გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები.


ხშირად ვაწყდები ერთიდაიგივე სცენას.

აღშფოთებული პაციენტი, რომელმაც ექიმის მიერ დანიშნული წამლის, უკვე ნაყიდი და მიღებული წამლის ანოტაცია წაიკითხა და აღმოაჩინა რომ ამ წამალს თურმე ათასი უბედურების მოტანა შეუძლია, ექიმს საყვედურობს, კი მაგრამ, არ იცოდი ამ საშინელებას რომ მინიშნავდი რამხელა საფრთხეში მაგდებდიო?


არადა,


ყველა პატივცემული ქვეყნის ავტორიტეტული კომპანიის წამალთა ყველა ანოტაცია რატომღაც მართლა გაძეძგილია საშიში უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების ჩამონათვლით.


ყველა ამ წამალს ერთი ან ორი დანიშნულება (მიზანი) აქვს, გვერდითი მოვლენა კი ათზე მეტი.


ამის საწინააღმდეგოდ, განვითარებადი "მოსტაცე და გაიქეცი" ქვეყნებიში წარმოებულ მედიკამენტებს, ორი კი არა 10 დანიშნულება აქვთ, გვერდითი მოქმედება კი ერთი - დადგენილი ალერგია ამ პრეპარატზე.


სხვა მასშტაბის ანალოგიებს იწვევს თქვენში?

მაგალითად



პროგრამა -
ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალს, კორუმპირებულები ხელებაბრუნებულები პროკურატურის კიბეებზე, ვიდეოთვალები გზაჯვარედინებზე, ქურდების დამცველები ასფალტზე დადებული ლოყებით

და

მეორე პროგრამა- ჩვენ არ დავიჭერთ, ჩვენ გაპატიებთ, არ ვიკადრებთ, არ გაკადრებთ, ყველას ბედნიერების ულუფებს დაგირიგებთ, რომელიც დღეს ბოროტ პრაზიდენტს სეიფში აქვს ჩაკეტილი.



როგორც ქართული წამლის ანოტაცია არ გაჭრის განვითარებული ადამიანების ქვეყანაში და მწარმოებელს თავზე გადაახევენ "პანაცეის" ანოტაციას, ასევე დღევანდელი ოპოზიციის ბრახუნი არ გავა ცოტათი მაინც განვითარებულ სოციუმში..


ვართ თუ არა ეს ცოტათი მაინც, მალე ვნახავთ.


Friday, April 3, 2009

სორე ჩქიმი ფორუმი!

1991 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ერთადერთ რადიოში მოწვეული ჰყავდათ ამერიკელი პოლიტიკოსი სტუმარი. თემა იმდროინდელი საქართველოს შიდა პოლიტიკური დაძაბულობა იყო. ინტერვიუ სინქრონული თარგმნით მიდიოდა და ინგლისური ტექსტიც ისმოდა. ეს სიტყვა -"გრამბლინგ" იმ დღეს ვისწავლე და ჯერ არ დამვიწყნია. შეკითხვაზე, რას გვირჩევ ქართველებსო სტუმარმა უპასუხა თქვენი ხსნა არისო გრამბლინგ, გრამბლინგ ენდ გრამბლინგ-ო. დავცქვიტე ყურები ეს რა ჯადოსნურ შელოცვას გვასწავლის ეს კაცი, სიმსიმ გაიღესავით სრულდება თქმისთანავე ალბათ მეთქი. მთარგმნელმა გაგვიმარტა "თქვენ ხსნაა ბუზღუნი, ბუზღუნი, და ბუზღუნიო".
კაიფობს მეთქი ვიფიქრე, რა ენაღვლება დალაგებული მდიდარი ქვეყნის შვილს აქ ჩვენ რომ ნერვები უნდა დავიწყვიტოთ მეთქი. პირიქით მეგონა გვირჩევდა,- ყველა მხარემ დაიცავით ეთიკის ნორმები, არ მისცეთ მეტოქეს გაბრაზების საბაბი, გამოხატეთ კონსტრუქციულობა და სოლიდარულობა ქვეყნის ძირითადი გეზის მიმართ.
ეს მეგონა უნდა ყოფილიყო გულშემატკივარი მხარის გულწრფელი რჩევა და რა.. ამან ბუზღუნი, ბუზღუნი, და ბუზღუნიო.
იმ დროს ბუზღუნი ნამდვილად აკლდა ჩვენს ყურებს. იყო საბრძოლო პატრიოტული, იმპერიის შემმუსვრელი პათეტიკა ერთ მხარეს და თბილისის ნაწილი და მოღალატე გვარდია მეორე მხარეს. ბუზღუნის უხეშ ენას ზრდილმა და პრინციპულმა ქართველობამ (ქართველობა რა შუაშია), რუსეთის მიერ შეიარაღებულმა ოპოზიციონერებმა ვაჟკაცური ომი არჩია და.. საქართველო ისტორიის სანაგვეზე გადააგდო 10 წლით.
დღეს ბუზღუნი აშკარად არ გვაკლია, გვაკლია კი არა ყელამდე ჩაფლულნი ვართ ცნობილი პოლიტიკოსებისა თუ უცნობი მორბენალი სტრიქონების ავტორთა უზრდელობითა და ღრიტინით. რა ვიცი იქნებ დღეს სწორედ ეს გვშველის?


მაგრამ, რომელმა ჭკვიანმა დახურა 9 აპრილის წინ ფორუმ.ჯი-?

ფორუმი ხომ ბუზღუნის, წიწინის, ყვირილისა და ჭიჭყინის საკმაოდ ეფექტური ლაბორატორია იყო, ზედგამოჭრილი ამ სიტუაციისათვის.


ააამოსათქმელი და იქნებ სხვისი ნათქვამის გასაანალიზებელი საშუალება?

ვიღასთან ვიგრამბლო ახლა?



უკვე გვიანაა?

"პიგმალიონი" მარჯანიშვილში


გუშინ მარჯანიშვილში "პიგმალიონზე" ვიყავი, აუცილებლად უნდა ნახოთ.


თან, რომ უყურებთ, უნდა წარმოიდგინოთ რომ აკა მორჩილაძეს კითხულობთ.

ძალიან კარგი იყო,
გირჩევთ.


daazusteT rodis:
+995 32 955 966 (სალარო)
+995 32 95 35 82
აკა მორჩილაძე, ლევან წულაძე
პიგმალიონი
რეჟისორი ლევან წულაძე
დასაწყისი 20:00 საათზე
სპექტაკლის ხანგრძლივობა 2 საათი და 20 წუთი

Thursday, April 2, 2009

გურამ დოჩანაშვილი

"ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე"


"არა, ეს კუჭის კანონია, - სერიოზულად მომიგო, - ახლავე აგიხსნი, აგერ ვარ მე და აგერ ხარ შენ. ხინკალი, გერასიმე, რაც უფრო გშია, სანატრელია უფრო, - შეუდგა ახსნას, - ჰოდა, წახვალთ სახინკლეში რამდენიმე ჯეელი, დგახარ რიგში და აჰ, ჯერ სხვებს გამოაქვთ, ნერწყვი გეძალება და შენატრი იმათ. მოაღწევს მერე, როგორც იქნება შენი რიგი და, მოგაწვდის მაგრამ, რას მოგაწვდის მეხინკლე იგი - ცხელს, აორთქლებულს, ჯადოსნურ ლანგარს, სულ ციმციმ მოგაქვს, და მრგვალ მაგიდას წრეს შემოარტყამთ, ფეხზე დამდგარნი; მერე თქვენში ყველაზე დადებითი ადამიანი მეზობლებიდან შავ წიწაკას ინათხოვრებს და მოაყრის, მაგრამ რას მოაყრის - მწვავეს, მადიანს, ველურს - უჰუჰუჰ!.. მთლად ათრთოლდები, მაგრამ ცხელია... მერედა, შე კაცო, ფრთხილად აიღე, შეუბერე სული, კარგად, დაკვირვებით, ცენტრში რომ მოარტყა, უბერე, უბერე, ფრთხილად მოკბიჩე პატარაზე მერე და ახლა იქ ჩაბერე, ოხშივარი, ჰუჰ! ზედ შიგ ცხვირ-პირზე გელამუნება, და მერე ფრთხილად, ფრთხილად შეიწოვე გულბოყვდამთუთქავი წვენი, აჰ, რა ხსნარია, იფჰ! რომ აგრილდება პატარაზე მერე, ღეჭე, ყლაპე და გუნებაში ნეტარებით იფიქრე: აჰმ-ჰჰ, უხხმ-ჰჰ, და მორიგი ხინკალ-ჭიპის ურნაში ჩასაგდებად დახრა რომ გაგიჭირდება, ამოიხვნეშებ და გაიფიქრებ - ე, ხომ არ მეყო? არა, კაცო, რა საკადრისია, აი ის აიღე, ის, გვერდითა ცალი, ოჰოჰ, ცხარეა? - დააყოლე ქაფქაფა ლუდი, ყელს ვერ ჩაგირეცხს კოხტა-ლამაზად თუ... ახლა, იქითას დასწვდი, ძამიკო, როგორ გიყურებს, გიყურებს როგორ, აჰ, გეხვეწება, ნუ ეტყვი უარს, აიი, ასე, რა, სუნთქვა გიჭირს? რა უჭირს მერე, სირბილით ხომ არ დაღლილხარ და, მაინც,


მერე, იმ კანონს მაინც აღმოაჩენ - რომ დანაყრდები კი არა, უკაცრავად პასუხია, ვრცლად რომ გაძღები, გენაცვალე, რო დამძიმდები, მოფომფლოვდები და თვალზე რული ჩამოგაწვება, მთვლემარე, ბუნდოვნად იგრძნობ რომ, ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე, ხინკლის ჭამამდე იყავი. აბა?! - კუჭის კანონია ეს, გერასიმე."



და კიდევ, უფრო მაგარი.

ისევ
"ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე"


"წვიმისას, გერასიმე,- ათვალწუნებით ამომცქეროდა, -ქუჩაში მანქანიდან თუ გადაგიხედავს, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კი სუფთა.


და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვის ბრალი - იმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი კი, წესიერად რომ მიაბიჯებს იმიტომ გამოიყურება მეორეზე მშვენივრად და კარგად. მე და შენც ასე ვართ, გერასიმე, მე თუ რამე ხინჯი მემჩნევა ისევ შენ გამო და თავად რომ გამოიყურები კოხტად, ჩემი და ამ გლეხის წყალობაა, იცოდე.ჩვენ ადამიანები მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული, და არ ვართ, როგორც შენ გგონია, მარტო,
რადგან დიდი სიტყვა - ერი გვქვია"

Wednesday, April 1, 2009

ჩემი, მატერიალისტ-იდეალისტის პაციფისტური გასხივოსნება.





ვაშა, ჩვენ ვასხივებთ.

არა მართლა, ჩვენ ვასხივებთ სითბოს.

ძირს პათეტიკა!

"დისქავერს" ვუყურებდი, პოლიციის ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები იყო. ღამის წყვდიადში ვერტმფრენის ინფრაწითელი გამოსხივების მხედველი კამერა აფიქსირებდა ადამიანებს (ზოგი დაკარგული იყო ტყეში, ზოგი თვითონ ემალებოდა პოლიციას ჩირგვებში. ნუ ახლა ამას მნიშვნელობას ნუ მივცემთ, ადამიანები იყვნენ) საკმაოდ შორს -100, 150 მეტრზე.



ანუ ჩვენი სითბო, რაღაც უენერგიო ფოტონები კი არა, რომელთაც ვხედავთ ჩვეულებრივად, არამედ რეალურად გაფანტული, გაფრქვეული, გაზომვადი "წითელი" სითბო ჩვენს გარშემო 100 მეტრის მანძილზე, 100 მეტრი რადიუსით ჩვენს გარშემო ვრცელდება!

ვანათებთ, ვანთივართ სანამ .. ცოცხლები ვართ.

მეც, შენც, ისიც.

ჯერ..