Saturday, August 29, 2009

გვეშველება როცა.



-როცა ყველა მოინდომებს.
-როცა თავხედ 3%-ს არათავხედი 97%-ის შეეშინდება.
-როცა ნაყაჩაღარი წესიერზე უკეთ არ იცხოვრებს.
-როცა მძღოლები მოსახვევი მაშუქის ჩართვას არ დაიზარებენ.
-როცა მძღოლები სხვას, მის ხაზზე მოძრაობის უპირატესობას დაუთმობენ.
-როცა აბიტურიენტების 20% ფიზიკის ჩაბარებას გადაწყვეტს.
-როცა ქართველობა მეტი მოვალეობა იქნება და არა მეტი უფლება ან თუნდაც ამ უფლების ილუზია.
-როცა საქართველოს მოქალაქეობა არაქართველს გაეხარდება.
-როცა ქართული ხელოვნება შექმნის იმ ახალ კოლოსებს, რომლებიც ჩვენი დღევანდელი ანტისახელმწიფოებრივი კლასიკის (ვეფხისტყაოსანი, მონანიება, თეთრი ბაირაღები..) შტამპებს პროსახელმწიფო შტამპებით შეცვლის.
-როცა საყოფაცხოვრებო უწესობების რაოდენობა იმდენად დიდი არ იქნება რომ ხარისხში გადაიზარდოს (როგორც ეს დღესაა).
-როცა რუსულ ზონურ-პატრიოტულ სიმღერებზე მარშრუტკის მძღოლსა და დუქნის ოფიციანტს ცხვირპირი მიენგრევა.
-როცა სახელმწიფოს თავისი იერარქიის განხორციელება შეეძლება.
-როცა ჯარისკაცს ყველა პოლიტიკური პარტია და სახელოვნებო "ფეისი" სხვისი ხუშტურის ჭანჭიკად არ მოიხსენებს.
-როცა ნაგავს ქალაქში და სოფელშიც არ დავყრით.
-როცა მივხვდებით, რომ წესი ჩვენთვისაა და არა მთავრობისთვის.
-როცა სუსტი გალახული ქალის გამოსარჩლებას ჩაშვება აღარ ერქმევა.
-როცა მესამე შვილებს გავაჩენთ.
-როცა ოლიმპიადაზე გუნდურ სპორტში გამოვჩნდებით (თუნდაც გამოვჩნდებით).
-როცა მთიული გლეხი ღორის ჭირით მკვდარ თავის ღორს თბილისის სასმელ წყალსაცავში არ ჩაგიგდებს.
-როცა ნარკომანებს პატივით არ დაასაფლავებენ.
-როცა ჟესტიანჩიკებს საქმე გაუნახევრდებათ, რეანიმატოლოგებსაც.
-როცა დიდ საიტებზე სხვა დროშებთან ერთად საქართველოს დროშაც იფრიალებს.
-როცა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანას ქურდბაცაცების სამჭედლო არ ეგონები.
-როცა მთავრობაში განსხვავებული ჯიუტი ადამაენები ერთი მიზნით გაერთიანდებიან.
-როცა რუსეთის საზოგადოება განვითარდება და მტყუანსა და მართალს (ბოროტსა და კეთილს) გაარჩევს.
-როცა ევროპა ქართველში ღირსებას და პატრიოტიზმს დაინახავს.
-როცა მივხვდებით, რომ გვეკუთვნის მხოლოდ ის რასაც დავიმსახურებთ
-როცა მერსედესის ფული შვილის განათლებაში დაიხარჯება, მობილურისა კი წიგნში
-როცა ათეისტობა არ გვექნება მისაჩქმალი
-როცა ტაო-კლარჯეთის ეკლესიების აღდგენის შეთანხმებას ქართული ეკლესია ვეღარ გადაეღობება.
-როცა საჭირო რეფორმებს ოპოზიცია ვერ დაბლოკავს.
-როცა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში მეცნიერებს მეტი ეთქმით ვიდრე მსახიობებს.
-როცა არ იარსებებს პროფესია ექსპერტი (ანუ ბრძენი), არამედ იქნება ექსპერტი პოლიტოლოგიაში, გეოლოგიაში, მელიორაციაში, სამედიცინო-სასამართლო და ა. შ.
-როცა მანქანის კარების ჯიბეები ნაგვით აივსება (სანაგვემდე მისვლამდე).
-როცა ..
-როცა..
-როცა..


კომენტებსა ვართ.

Friday, August 28, 2009

შეუძლებელი მუსიკა


ეს იყო შორეულ 70-იან წლებში, ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ნამდვილად მოსკოვის ოლიმპიამდე (1980წ.).
კასეტიანი მაგნიტაფონიც კი არ იყო მაშინ.
დიდ, მოუხერხებელ ბაბინებს, რომელთა ორიგინალბიც ბათუმის პორტიდან კონტრაბანდულად ვრცელდებოდა საქართველოში, ათასჯერ გადანაწერს თუ ჩაიგდებდი ხელში.
პინკ ფლოიდი Pink floyd, ეს იყო მუსიკა, რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო.


ანუ სსრკში მუსიკა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი.

ტელევიზიაში მუსიკას იყოფოდა ორ ნაწილად: კლასიკად და ესტრადად.
ესტრადას წარმომადგენლები იყვნენ კობზონი, მაგომეტოვი, კიკაბიძე და ზიკინა.
ესტრადას საბჭოთა წყობილებაში მიზნად ჰქონდა სიხარულისა და ჰარმონიის წუთების ჩუქება საბჭოთა მშრომელებისა და მუშა-მოსამსახურეებისათვის. ცდილობდა შეძლებისდაგვარად. მერე რა, რომ ძალიან სასაცილოდ და ამავედროს გულისამრევად გამოიყურებოდა მათი ოპტიმისტურ შეყვარებული კომუნიზმის მოლოდინი.

და ამ დროს ბინებში, სკოლებში, ტურბაზებში, კლუბებში შემოპარული ეს ხელით დასახვევი ბაბინები და ზედ "პინკ ფლოიდი".

ეს იყო მუსიკა, რომელიც არათუ მთავრობისთვის, არამედ ყველა პირველ მსმენელთათვის "არ შეიძლებოდა". ანუ არ შეიძლებოდა, წარმოუდგენელი იყო ეს რაღაცა ყოფილიყო მუსიკა, სიმღერა. ეს რაღაცა აბსოლუტურად განსხვავებული იყო.

მინდა დავიბრუნო გაოცების უნარი, დავიბრუნო ის გაოცება რომელიც მე, ჯერ კიდევ ბავშვს მქონდა 1973 წლის (ოღონდ ჩვენთან ძლივს ჩამოღწეული, დაახლოებით 1976-78 წლებში) პინკ ფლოიდის მოსმენისას.
წარმოიდგინეთ გარემო: ყველგან ყალბი მშვიდობა, განვითარებული სოციალიზმი, მალე კომუნიზმში შევალთ, ესტრადაზეა ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი "ორერა" შლაქსებითა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისრი ალა ბორისობნა პუგაჩოვა და....
(რაღაც არსებობს)
..
და "პინკ ფლოიდი". არავითარი ვიდეო, მხოლოდ ხმა.
ორი ალბომი, რომელიც ერთხელ მაინც აუცილებლად მოსასმენია ცხოვრებაში:
The wall


და
Dark side of a moon


აქ 4:44-იდან იწყება ეს შეუძლებელი მუსიკა.
Hey You
Mother
Time
Echoes
Wall

Tuesday, August 25, 2009

დამატებითი ბორდიურები

თამარ მეფისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე ავტომობილებით მუდმივად გადაჭედილი მოედანია.

წინასწარ იცი, მიახლოვებამდე იცი რომ საცობში უნდა შეერჭო და გზა იკვლიო სიგნალებისა და მანევრების მეშვეობით.
ვიწროა ეს მოედანი, არაა საკმარისი ამდენი მსუბუქი, სამარშრუტო და ახალი ყვითელი ავტობუსისათვისათვის.

აქ მანქანები 7 თუ 8 სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ, ეს მიმართულებები ერთმანეთს კვეთს. ხშირად, აქ დაწყებული საცობები ხიდს გადაივლის და ცირკის მთასაც აღწევს.
აი, მოედანი უფრო ფართო რომ ყოფილიყო ხომ ავცდებოდით ამ დაუსრულებელ საცობებს, დროისა და ნერვების აუნაზღაურებელ კარგვას.
მაგრამ არ არის, ვიწროა. ეხ, რა იქნებოდა ამ მოედანს ერთი-ორი მეტრი სიგანე მოამატა, იქნებ გვშველოდა რამე.

...


ეშველა,
მართლა ეშველა.
აღარაა მუდმივი საცობები, მუდმივი ნერვიული სიგნალები.


მანამდე კი ვიღაც მტარვალმა მმართველმა, იმის მაგივრად რომ ტროტუარები დაევიწროებინა და საავტომობილო გზა გაეფართოვებინა, თავისუფალი მანევრის საშუალება მოემატებინა მძღოლებისათვის, ადგა და პირიქით, მთელი მოედანი დამატებითი ბორდიურებითა და ფეხით მოსიარულეთა შემაღლებული კუნძულებით მოფინა. ესღა აკლდა ისედაც მიჭუჭყნულ მოედანს.


არადა ეშველა.
ვერა გავიგე რა, ეს როგორ? თავისუფალი მანევრის შემცირებამ, დავიწროებამ, აღვირმა და ავშარამ როგორ უნდა მაჩუქოს მე ის დრო, ის თავისუფალი დრო, რომელსაც მე მეტი სივრცე, მეტი მანევრის უფლება მართმევდა.
ჰა?


გზაჯვარედინი

ავარია. ორივე დამნაშავეა.

გზაჯვარედინი ვიეტნამში

ქართული სენი-
დამნაშავე წინა მანქანაა

მარტივი მასტერკლასი

Sunday, August 23, 2009

სადღეგრძელო მამას

კიდევ 3 ულამაზესი შვილიშვილი ჰყავს

უკეთუ პირველი ძუძუმწოვრები დედამიწას 70 მლნ წლის წინ მოევლინენ, და უკეთუ 70 მლნ წელში 700000 საუკუნეა და უკეთუ ერთ საკუნეში დაახლოებით 4 თაობა ცვლის ერთმანეთს, გამოდის რომ მე, დღევანდელ ადამიანს დღემდე, ძუძუმწოვარ არსებათა 1.800.000 წყვილი, 1.800.000 თაობა მყავდა წინაპრად.
ვინაიდან ყოველ შემდგომ თაობას ორი მშობელი ჭირდება, ე.ი. ჩემი წინაპრების ერთი ძეწკვი 3.600.000 არსებას, 1.800.000 დედასა და ამდენივე მამას მოითვლის.


მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

ვინაიდან ამ ჩემს 3.800.000 დედმამაში ერთერთიც რომ ყოფილიყო სხვა, მე არ გავჩნდებოდი, პატივი ვცეთ მათ ინდივიდუალურ წინაპრებსაც და ყველა ვახსენოთ:

Iთაობა . მე
IIთაობა-2. დედა მამა

IIIთაობა-4. ბებია ბაბუა ბებია ბაბუა
IVთაობა-8. მათი დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა
და იმათი
Vთაობა-16.დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა დედა მამა


VIთაობა-32.დედმამა დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ

VIIთაობა-64.დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ დმ
.......
...........
......................
..........................................
.................................................................................
,,

ანუ, ვინაიდან წარსულში გახედვისას ვგებულობთ, რომ ჩვენი გენების საბოლოო ფორმირებაში ყოველ წინა თაობაში არითმეტიკული პროგრესიით მეტ სულიერს მიუღია უშუალო მონაწილეობა, გამოვა რომ -70 მლნ წლიდან მოყოლებილი
2 ხარისხით 1.800.000 არსება არის ჩემი უშუალო წინაპარი. ნათესავი კი არა, არამედ პირადი, უშუალო წინაპარი. მე მათი გენების მესიჯების ნაკრებით აწყობილი გენოტიპი მაქვს.

ვინა ხართ ჭკვიანი? მითხარით რამდენია 2 ხარისხით მილიონ რვაასიათასი.
ჩემს წინაპართა 1.800.000 თაობისაგან მხოლოდ 64 თაობა იყო ქრისტიანი, 120 ქართველი, 10 000თაობა ადამიანი, 20 000 თაობა საპიენსი.

დანარჩენი 1.800.000 - 30284 ანუ 1.769.716 თაობა გაურკვეველი ძუძუმწოვარ არსებებს წარმოადგენდნენ, და საკმაოდ კარგადაც წარმოადგენდნენ, რათა იმ მხეცკბილა ნადირხვლიკების,

დინოზავრების, არქეოპტერიქსების, დღევანდელზე ექვსჯერ დიდი დათვებისა და სამჯერ დიდი ხმალკბილა ვეფხვების, თუნდაც მეზობელი პითეკანტროპების ერაში
ეარსებათ, მოეპოვებინათ, შეწყვილებულიყვნენ, შთამომავლობა გაეჩინათ, ერჩინათ და უკლებლივ ყველა ზრდასრულები, გამრავლების უნარის მქონენი დაეტოვებინათ.

აფერუმ ყველა მათგანს! ყვეელას!





არადა, ამ 2 ხარისხით 1.800.000-დან მე მხოლოდ 14 ადამიანი ვიცი ჩემს პირად წინაპრად გვარ-სახელით , მათგან მხოლოდ 13 ადამიანის ფოტოსურათი მაქვს, მხოლოდ 5 ადამიანს ვიცნობდი, მიყვარდა და მყავდა.




დღეს კი მხოლოდ 1 დამრჩა - მამა.



ღმერეთმა კარგად მიმყოფოს.
70 მლნ წლიდან დავიწყე და... 70იოდე წლის წინ კი მამაჩემი დაიბადა. კარგი კაცი, კარგი ქართველი, კარგი მამა, პროფესიონალი, მეგობარი. კაცი რომლისგანაც ვსწავლობ და ბევრ რამეზე ხელიც ჩავიქნიე, ვერ ვისწავლი, ვერ ვიქნები მასავით ჭკვიანი, ენერგიული, შემართული, იდეალისტი და მასავით მოსიყვარულე, უნდა ვაღიარო.

მამა, გილოცავ დაბადების დღეს!

ვისაც ჩემი დახასიათების არ გჯერათ , ნახეთ, ეს მისი ბლოგია - "გური ბაბუს საიტი"

P.S. გური, 2 ხარისხით 1.800.000 რამდენია?

Friday, August 21, 2009

წინაპრების სადღეგრძელო




ჩემს წინაპარს გაუმარჯოს!
გაუმარჯოს, ხსოვნა იყოს, ნათელი დაადგეს, ცოცხლად გაუმარჯოს, მიუვიდეს, მისი დანაკლისი წლები შთამომავლებს გადაეცეს, მისი დასავიწყარი არაფერი შეგვახვედროს ღმერთმა, მისი დაწყებული საქმეს გაუმარჯოს,

რატომაც არა, გაუმარჯოს.
ღირსია ჩემგან მადლიერების, ჩემგან და ჩემი შვილებისგან.

შვილი ხომ გაზარდა, ხომ ასწავლა გადარჩენა და იმდენად კარგად უპატრონა, რომ იმ შვილმაც შვილი დატოვა, მერე რა, რომ თავადი არ იყო და სასახლე არ დაუტოვებია შთამომავალთათვის, არც ღერბი და მამულები, მერე რა რომ იქნებ ხეირიანი სახლიც ვერ დაუტოვა შვილს, იქნებ სულ არ ერქვა სახლი და გამოქვაბული იყო, ან ბუნაგი, ან სულაც ბუდე, მერე რაქ რომ პროფესორი არ იყო, ლაპარაკი ხომ ასწავლა შთამომავალს, ქართული, იქნებ მეგრული, იქნებ არც ერქვა მაშინ ლაპარაკი, იქნებ მხოლოდ პირველადი სასიგნალო სისტემა იყო, ის მაინც ხომ ასწავლა, ან სულაც არც ეს სასიგნალო სისტება იცოდა და შვილი უბრალო სითბოთი, ჩახუტებით, მუცელზე მიტყეპებით ააცილა სიცივესა და მტაცებელს.

70 მლნ წელია ბუნებაში ძუძუმწოვრები გაჩნდნენ, მას შემდეგ, ყოველ წუთის განმავლობაში ჩემი წინაპრის გული ცემდა და არ გაჩერებულა მანამ სანამ შვილის გულმა არ დაიწყო ძგერა.


ხოდა გაუმარჯოთ ყველას ბოლო 70 მილიონი წლის მაცხოვრებელ ჩემს პირად წინაპრებს, ვენაცვალე კუტუნებში, ძუძუებში, ჯიგარში, შთამომავლობის სიყვარულში, სიმკვირცხლეში, სიფრთხილეში, ვაჟკაცობაში, ოფლისა და სისხლისღვრაში, კლანჭებში და მუზარადებში, კუდებში და უკუდოდ, ლტოლვაში და სიყვარულში, ხვაშიადსა და ეჭვებში,,


გაუმარჯოთ,
გაგიმარჯოთ, მადლობა რომ იყავით და ზუსტად ისეთნი იყავით, როგორიც იყავით.
მადლობა რომ ეს ჯაჭვი შეინარჩუნეთ და თქვენი პრე-პრე-პრე ისტორიული, ისტორიული და უახლეს ისტორიული სიყვარულებისა და ზრუნვების შედეგად მე დავიბადე.


გაუმარჯოოოთ!!!!


მაგრამ 70 მლნ წლამდე ვინც იყვნენ იმათ რა დამიშავეს?

იმათაც გაუმარჯოთ!

Wednesday, August 19, 2009

მთვარე



დედამიწას კომეტა ეჯახება


ამ კლიპში ნაწინასწარმეტყველები მოვლენა თუ მოხდა, კოსმოსში, სამყაროში ჰარმონია დაისადგურებს.
მხოლოდ ფიზიკის კანონები იქნება საკმარისი სამყაროში ყველა მოვლენის ასახსნელად:
მექანიკა, გრავიტაცია, ატომური ფიზიკა და ფიზიკის ნაწილი, რომელსაც კომფორტისთვის ქიმიას ვეძახით, სრულიად საკმარისი იქნება ყველა მიმდინარე თუ მოსალოდნელი მოვლენის გასაგებად, მაგრამ არავინ იქნება ამ ჰარმონიისა და წინასწარგანსაზღვრულობის აღმქმელი.

დიფუზიით ყველა აირი გაფართოვდება, იონების გრადიენტი აღმოიფხვრება, გრავიტაციით ყველა მისაზიდი მიიზიდება, ყველა ნისლეული ქვებად, ლოდებად, კომეტებად და ბოლოს პლანეტებად შეიკვრება, მზეები დაიწვება, შავი ხვრელები გამრავლდება, პლანეტები შეიცვლებიან და შეეცვლებათ ორბიტაც, ზოგი ასტეროიდს ემსხვერპლება, ზოგი მთვარეს დაკარგავს და თავისი მზის გარშემო პოლუსების გარეშე იტრიალებს ძველ ორბიტაზე, ბევრი მასშტაბური რამ მოხდება, მაგრამ ყველა მოვლენა წინასწარგათვლადი და მარტივი იქნება, გაცილებით მარტივი ვიდრე დღეს არის.

სიცოცხლეს, რომელიც მხოლოდ დედამიწაზეა, უკიდეგანო კოსმოსის შესაცნობად ფიზიკის კანონები ყოფნის.

თვითონ პატარა დედამიწა კი სამყაროს (კოსმოსი +დედამიწა) შესამეცნებლად საჭირო კანონებს აორმაგებს, იქნებ ასამმაგებს კიდევაც.


ორგანული ქიმია, ბიოქიმია, ბიოლოგია, ფიზიოლოგია, გენეტიკა, ზოოლოგია, ბოტანიკა, სოციოლოგია, მედიცინა, ფსიქოლოგია და სხვა ბევრი ვიწრო პროფილის მეცნიერებები მხოლოდ დედამიწის ზედაპირზე ვიწრო ქერქად მოგდებულ ნოოსფეროში მოქმედებს.
მოქმედებს ჯერ, სანამ ის კომეტა გზაშია.
გასაკვირი დამთხვევაა, რელიგიაც და მატერიალიზმიც ერთ მთავარ პოსტულატში ერთმანეთს ეთანხმება - წარღვნა თუ მეორედ მოსვლა იქნება.

კომეტა შეიძლება აგვცდეს, დისქავერში კი ერთი ვერასაცდენი სცენარი მოჰყვნენ, დედამიწა მთვარეს დაკარგავს, შორდება თურმე მუდმივი სიჩქარით, (რამდენიმე საქნტიმეტრი წელიწადში), ერთხელაც დედამიწაზე მთვარის გრავიტაციის ზემოქმედება მოიხსნება და დედამიწა უწესრიგოდ იბრუნებს მზის გარშემო. მართალია იგივე ორბიტაზე, მაგრამ პოლუსებისა და ეკვატორის გარეშე. წარმოიდგინეთ ხომ, დაუღამებელ წლებს გაუთენებელი წლები მოჰყვება ან წელიწადში რამდენიმეჯერ ეკვატორზეც იცხოვრებ და პოლუსზეც .
აბა? თურმე რა ხეირი ყოფილა ჩვენთვის მთვარე .
ისიც ჯერ, ოღონდ.
სიცოცხლის თანმხლებ კანონებს დავუბრუნდეთ.
ეს ყველა კანონი, ჩვენი შემქმნელი, მშველელი და გადამრჩენელი კანონები ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება, არღვევს და თავის სასარგებლო მექანიზმებს რთავს, ოღონდ მხოლოდ ხანმოკლედ, სანამ ცოცხალი ხარ. სიკდილის შემდეგ შენი შემადგენლობა ისევ ფიზიკა-ქიმიის საკუთრება ხდება ხანმოკლე ბიოქიმიის (დენატურაციის) ეტაპის შემდეგ.
სანამ კი ცოცხალი ვართ, ყოველი მიკროსკოპული უჯრედი ებრძვის ფიზიკას:
ფიზიკა ცდილობს იონების კონცენტრაცია უჯრედის მემბრანის ორივე მხარეზე გაათანაბროს და სამუდამო ჰარმონიას მიაღწიოს, ფიზიოლოგია კი, ახერხებს (ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოების მეშვეობით) ბევრი კალიუმი უჯრედის შიგნით დატოვოს, ცოტა კი გარეთ. ახერხებს ბეწვის ხიდზე გასვლას: უჯრედში კალიუმი 130მექვ/ლ-ია, სისხლში კი მაქსიმუმ 5 მექვ/ლ თუკი სისხლში კალიუმის კონცენტრაცია 6-7მექვ/ლ-მდე გაიზარდა, გული გაჩერდება. ეს პრობლემა რეალურად უდგებათ თირკმლის უკმარისობიან ავადმყოფებს, თუკი დიალიზი დროულად არ ჩაიტარეს.



ხოდა მადლობა ვუთხრათ ყოველდღიური დაუღალავი ბრძოლისათვუის ჩვენ სხეულს, მის უჯრედებს, მემბრანებს, იონების ტუმბოებს, გოლჯის კომპლექსებს, დედამიწას, მათ შორის იმისთვის, რომ გვამარაგებს ცილით, ცხიმითას და შაქრით.
მადლობა მშობლების ნაჩუქარ ჩვენს ჯანმრთელ დნმ-ს,

დნმ-ს რომელიც ერთადერთი მუდმივაა ჩვენს ბიოგრაფიაში: ჩემი წონიდან 70 კგ (წყალი) ჩემი აღარ იქნება 2 კვირაში (აორთქლდება ან თბილწყალკანალს გაჰყვება) , 10 კგ (ცილა) 1-2 თვეში (დენატურირდება და გამოძევდება), 10კგ (ცხიმი) 2-3 თვეში (დაიწვება).
დარჩენილ 15 კგ ჩონჩხსა და მყესებს 3 თვეში სრულიად ახალი მოლეკულების ნაკრები დაემატება ხორცად, სისხლად, სითხედ, ტვინად.
ჯერ ის მოლეკულები სადღაც ხმელთაშუაზღვის ნიავშია, ან მარნეულის ბაღჩის მწვანილში, ან შრინხოფერის საწყობში, ან სამტრედიელი ძროხის ჯიქანში, ან ფინელი ფერმერის კარაქსახდელში.
ამ ყველაფერს ჩემად 2-3 თვის განმავლობაში ბიოქიმია, ფიზიოლოგია, სოციოლოგია, მარკეტინგი, ინჟინერია, მანქანათმშენებლობა, კვების მრეწველობა, კონვენციები, კანონები და ჩემი განუმეორებელი დნმ აქცევს.

კარგია რელიგია ადამიანს მადლობის თქმას რომ ავალებს.

კარგია მატერიალიზმი ადამიანს სიცოცხლის მოფრთხილებას რომ ასწავლის.
ამაშიც თანხვედრაა რელიგიასა და მატერიალიზმს შორის.
ერთია ძნელად გასარჩევი ჩემთვის,


რატომ უნდა იყოს საზოგადოება მტკიცე მორწმუნე ან მტკიცე ურწმუნო, რომ მისი ერთობისათვის (ერისთვის, ქვეყნისთვის) ადამიანებმა ჯარისკაცად თავი გაწირონ?
დავაზუსტებ:
ერთი მხრივ რელიგიური ომები, მეორე მხრივ კი საბჭოთა კავშირი-ფაშიზმი და დღეს ამერიკელ-ბრიტანელები ერაყსა და ავღანეთში. განვითარებული მატერიალისტები რელიგიური ფანატისტების წინააღმდეგ.
სიკვდილი შენი ქვეყნის სახელით დედამიწის დასალიერში, უზრუნველი პენსიის სანაცვლოდ.
თემას მართალია გადავუხვიე, მაგრამ სურვილს მაინც ვიტყვი ნეტა მაცხოვრა იმ საქართველოში, სადაც ქართველი სამხედრო მატერიალისტი იქნება და იმდენად პატრიოტი, რომ თავგანწირვისთვის მზად იყოს.
თუმცა ამ მიზნამდე მოსეს ერთი თაობა - დღევანდელი ოპოზიცია დავიწყებას უნდა მიეცეს.

Tuesday, August 18, 2009

არავინ ჩაგითვლის იმას

არავინ ჩაგითვლის იმას, რაც შეგეძლო გაგეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთე, სამაგიეროდ ყველას აქვს შენი შეცდომების სრული სია.

ეს მერფის კანონია. ჩემი ერთერთი ფავორიტი.
ამ ადამიანებმა გააკეთეს ის რაც შენც, ჩვენც შეგეგვეძლო გაგვეკეთებინა, მაგრამ არ გავაკეთეთ. მათ გააკეთეს.
ქვეყანა არ აუშენებიათ, უბრალოდ გააკეთეს.




შენც გექნება ერთი-ორი კარგი იდეა, რომლის განხორციელებაც შეგიძლია და თვლი რომ უკვე მადლობები გეკუთვნის, მხოლოდ იდეისთვის.
არადა ჯერ არ გეკუთვნის.
--------------------------აქ click-----------------------
დააკლიკე და დაათვალიერე ერთი ოჯახის 31 წლიანი ისტორია. დაათვალიერე სვეტები ქვემოდან ზემოთ.

.

Monday, August 17, 2009

ბადმინტონი


მინამ ზაფხულია უნდა გითხრათ.

ბადმინტონი ალბათ ისწავლეთ, გაერთეთ და მოიბეზრეთ კიდევაც.

თურმე შეიძლება გაიხსენო და ისიამოვნო კიდევაც.

საიდუმლო იმაშია, რომ ბადმინტონის ბურთი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს.
სამწუხაროდ გასაყიდ ბადმინტონებს ძალიან უხარისხო ვოლანები (ბადმინტონის ბურთები) მოყვება,
ARRA!

გაგაწვალებს და სიამოვნების ნაცვლად ნერვებმოშლილს დაგტოვებს.


მოძებნეთ ნატყრალურ ფრთებიანი ვოლანი.

KARGIA!

შეიძლება სულაც იმდენი ღირდეს, რამდენიც ბადმინტრონის კომპლექტი, მაგრამ ღირს ყიდვა. მე მაგალითად ბადმინტონი 7 ლარად ვიყიდე, მარტო ვიოლანი კი 5 ლარად და ვიხეირე კიდევაც.

ვიხეირე, ანუ ის შვიდი ლარი არ გადამიგდია. 12 ლარად კარგი "ტურნირები" მოვაწყვე ჩემსა და მაზობლის ბავშვებთან.


ახლა 3 "მერფის კანონი" ბადმინტონის შესახებ:
1.თუ თამაში აეწყო ერთი ფეხის გადადგმა არ მოგიწევს.
2.თუ თამაში აირია, დალაგებამდე სირბილი მოგიწევს.
3.თუ ვოლანი ჩოგანის ჩარჩოს მოხვდა, საპასუხო დარტყმაც ჩოგნის ჩარჩოს მოხვდება.


აბა მე რომელი ვარ?

ყველაფერიახლავედააქ TV


დღეს ახალი საიტის შესახებ გავიგე
ლაივTVონლაინ

უამრავი ტელეარხი ცოცხლად მთელი მსოფლიოდან
მართალია პატარა ფანჯარაში, ან ნაკლები ხარისხით ვიდრე არხები ტელევიზორში, მაგრამ არჩევანი ძალიან დიდია.

მოკლედ ყველაფერი ახლავე და აქ!
უფასოდ და ულიმიტოდ,დაინსტალირების გარეშე!

პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ძალიან ბევრია და ტრუხა არხები დროს დაგაკარგვინებს.

ჩემი დაკარგული დრო რომ გამოიყენოთ, და მეც რომ არ დამჭირდეს ხელახლა დროის კარგვა, აქ რამდენიმე ლინკს დავდებ (იგულისხმება რომ "აიეტის" არხები კომპიუტერში არ უნდავნახო)


არა ან ნაკლებად გოიმური მუსიკა:
ნაკლებად გოიმური მუსიკა
ამ კლიპებს შეეხედება


ედისონამდელი კლასიკა


ჩემთვის თაფლი, მაგრამ ხარისხიანი


აქ მხოლოდ მაიკლ ჯექსონის ტრილერია, ეპოქალური კლიპი, რომელიც ნანახი უნდა გქონდეს.



ვიდეო
ზოგის ცხოვრებაში ასეც ხდება


საგანმანათლებლო+რჩევები+ ადვილად გასარჩევი ინგლისური



საგანმანათლებლო+რჩევები+ ადვილად გასარჩევი ინგლისური



ვიდეობიოგრაფიები


ჯანდაბა მაგათ, ამ ბევროთახიან სასახლეში ერთი ოთახიცაა, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა გააღო.


!!!

Thursday, August 13, 2009

ფიზიკა

ნატურალური სირცხვილი.

გადაუჭარბებლად.

საქართველოს მალტასთან ფეხბურთი წაუგია 0:2




მაგრამ მე სხვა ამბავმა უფრო შემაწუხა, ორჯერ მეტად სასირცხვილოდ მიმაჩნია, რომ ეროვნულ გამოცდებში 29.000 აბიტურიენტთაგან მხოლოდ 18-მა (თვრამეტმა) შეიტანა ჩასაბარებელ გამოცდად ფიზიკა.

ამ თვრამეტივემ ინანა, მათაც არ აღმოაჩნდათ საკმარისი ცოდნა. მათგან ყველაზე ყოჩაღმა მხოლოდ 56ქულა მიიღო (100 შესაძლებლიდან).




მითხარით რომ ამ ამბავს ვერავინ გაიგებს მსოფლიოში და დამაჭერით თითები სეკატორით,
თანახმა ვარ.

Wednesday, August 12, 2009

მაიკლ ფელპსი

შარშან ამ დროს, ჩვენ ოლიმპიადისთვის რომ არ გვცხელოდა, ამ კაცმა,




















ამერიკელმა მაიკლ ფელპსმა პეკინში 8 (რვა) ოქროს მედალი მოიპოვა ცურვაში.
8 (რვა) ოქროს მედალი
8 (რვა) ოქროს მედალი
8 (რვა) ოქროს მედალი
8 (რვა) ოქროს მედალი
8 (რვა) ოქროს მედალი
8 (რვა) ოქროს მედალი
8 (რვა) ოქროს მედალი
8 (რვა) ოქროს მედალი
1? არა,2? არა,3? არა,4? არა,5? არა,6? არა,7? არა, 8 ოქროს მედალი მოიპოვა!
Michael Fred Phelps (Baltimore (Maryland), born June 30, 1985) is an American professional swimmer and is generally considered the greatest swimmer of all time and also one of the greatest Olympians of all time.[2][3][4] He has won 14 career Olympic gold medals, the most by any Olympian. As of August 2, 2009, Phelps has broken thirty-seven world records in swimming.



Phelps holds the record for the most gold medals at a single Olympics, eight at the 2008 Beijing Games.


Overall, Phelps has won 16 Olympic medals: six gold and two bronze at Athens in 2004, and eight gold at Beijing in 2008.

ამ ასტრონავტმა ახლახანს ჩაათავა ჩემი პოსტის კითხვა და Cომენტს მწერს.
მომივა ალბათ.

Tuesday, August 11, 2009

ელისონ ლეპერი, რუბენ გალიეგო და ბილი გეიტსი






ეს ინგლისელი ქალის, ელისონ ლეპერის ძეგლია. ძეგლი ლონდონში ტრაფალგერის სკვერში დაიდგა და მისი გაკეთებისას მოქანდაკემ მხატვრული-ალეგორიული ხერხი არ გამოიყენა. ელისონი ასეთია, უფრო სწორედ ასეთი იყო ორსულობისას. ახლა ის მშვენიერ ჯანმრთელ ბიჭს ზრდის.



და კიდევ,
რუბენ გალიეგო ვისაც რა წაგიკითხავთ, წაიკითხეთ. ქართულადაა, "დიოგენემ" გამოსცა.



«Моё тело»


У меня хорошее тело. Нормальное. Мне подходит. К чему рассуждать, колебаться? Другого тела у меня все равно нет и не будет. Приходится жить с этим. Оно меня устраивает, тело. Нет. На самом деле, я не шучу. Можно было бы пожаловаться, наверное, бывают тела и получше, но я не буду. Мое тело работает, грех жаловаться.

Я парализован. Ноги не ходят. Зачем человеку ноги? Иметь здоровые крепкие ноги очень удобно. Ноги много для чего в жизни нужны, но если отбросить все неважное и не совсем значимое, то получается, что ноги человеку нужны главным образом для того, чтобы приближаться к другим людям. Есть люди с ногами и без ног, одни не хотят приближаться к другим, другие используют ноги только затем, чтобы стать выше. Это жаль.

Мои руки работают очень и очень плохо. Кисти рук никуда не годятся, но локти и плечи помогают мне ползать. Умение ползать — одно из наиважнейших моих качеств. При помощи рук я самостоятельно могу переползти с коляски на кровать и из кровати в коляску. Это очень важное для меня умение. Моя инвалидная коляска приближает меня к людям. Еще я печатаю руками. Мои буквы приближают меня к людям гораздо ближе, чем колеса коляски. Джойстиком коляски и клавишами компьютера я преодолеваю расстояния между мной и внешним миром. Я касаюсь мира руками, стремлюсь к окружающему пространству, к солнцу и свету. Иногда руки используют для того, чтобы распихивать друг друга, отталкивая соперников от места перед кормушкой. Это жаль.

Я вижу и слышу. Ощущать внешний мир очень важно для меня. Я люблю жизнь. К сожалению, слишком часто люди стараются изо всех сил не слышать и не видеть правды. Это жаль.

В маленькой хрупкой коробочке моего черепа хранится зыбкое нечто. Это я. Это не совсем я, конечно. Ведь я без тела, я без зрения и слуха, я без моих рук и даже ног был бы уже не совсем я. Мне бы очень хотелось не остаться когда-нибудь изолированным от внешнего мира мозгом.

У меня маленькое сердце. Оно работает с перебоями, оно больное и слабое. Но моего маленького насоса внутри вполне хватает моему телу. Моего сердца на многое хватает, не только на меня лично.

У меня некрасивое тело. Я не стану хвастаться им на пляже. Но и прятать его под одеждой на пляже тоже не стану. Я уверен, что мое некрасивое тело оттолкнет только самых глупых и злых. Через пять минут разговора со мной любой нормальный человек забывает, что мое тело некрасиво.

Моё тело болит. Боль — это очень неудобно. Что поделаешь. Жизнь так устроена, за все надо платить. Если бы у меня было другое тело, это был бы уже не я. Болью и неудобствами моего тела я плачу за жизнь. Я живу как могу. Я не жалею.


Рубен Давид Гонсалес Гальего
Журнал «Эрмитаж», лето/2006.



ეს კიდევ ერთი ადამიანი ბავშვთა ცერებრული პარეზის დამღით დაბადებული, ბილი გეიტსი. მართალია გაცილებით მსუბუქი ფორმით, მაგრამ მაინც დამღით.