Friday, October 30, 2009

Thom York Exit Music Brad Mehldau



Thom York
Radiohead
Wake from your dreams
The drying of your tears
Today we escape
We escape

Pack and get dressed
Before your father hears us
Before all hell breaks loose

Breathe, keep breathing
Don't lose your nerve
Breathe, keep breathing
I can't do this alone

Sing us a song
A song to keep us warm
There's such a chill
Such a chill

You can laugh
A spineless laugh
We hope your rules and wisdom choke you

Now we are one in everlasting peace

We hope that you choke, that you choke
We hope that you choke, that you choke
We hope that you choke, that you choke



Free Song Lyrics | Exit Music For A Film lyrics
Brad Mehldau

Thursday, October 29, 2009

თითქმის იდეალური ნაკრები იმ ვიდეოებისა, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო.

Wednesday, October 28, 2009

ზბიგნევ ბჟეზინსკი


ზბიგნევ ბჟეზინსკი

"ამერიკის შეერთებულ შტატებს თითქოს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიზანი აქვს მისაღწევი, რომელიც საბოლოო ჯამში არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო.
ერთი ის არის, რომ შტატებს ჰქონდეს კარგი თანამშრომლობა რუსეთთან. ...

...მაგრამ ჩვენ აგრეთვე გვაქვს სხვა მიზანიც, სახელდობრ, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ყოფილი საბჭოთა ბლოკის სივრცეში პოლიტიკური პლურალიზმის კონსოლიდირება. განსაკუთრებულ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ისევ და ისევ საქართღველო, რომელიც არ უნდა გახდეს ნაკლებ პრიორიტეტული და უკრაინა, რომერლიც არ უნდა იქცეს სატელიტად.
ზერელედ რომ შეხედო, ეს ორი მიზანი შესაძლოა კონფლიქტურად მოგეჩვენოს. მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. იმიტომ, რომ თუ სქართველო გადარჩება და უკრაინა განვითარდება, უფრო დიდი შანსია იმისა, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთი პოსტიმპერიული დემოკრატიული ქვეყანა გახდება.
თუ საქართველო და უკრაინა წაბარბაცდნენ, რუსეთი კვლავ გახდება იმპერია, მზარდი ამბიციებით, რომელთანაც გრძელვადიან სარფიანი ურთიერთობების დალაგება უფრო რთული იქნება."

ლიბერალი #11
32-ე გვერდი

ჯვარი და ნახევარმთვარე







სამყარო ერთნაირია. სადღაც მთვარეზე და ალფა კასიოპეაზე ისეთივე ლანდშაფტი შეიძლება დაგხვდეს, როგორიც სინას მთაზე.

არის თუ არა სიცოცხლე კოსმოსში არ ვიცი. ვიცი რომ სხვა ცივილიზაცია ჩვენამდე ვერასოდეს მოვა ფიზიკურად. რადოგზავნილებით კი, შესაძლებელია დამყარდეს კავშირი.


ხოდა რას ვამბობ.

თუკი ისისნი იმდენად განვითარდნენ, რომ თუნდაც რადიოტალღების გადაცემა და ორობითი სისტემა (ციფრული სისტემა) ისწავლეს, ეს იმას ნიშნავს რომ მათაც გაიარეს რელიგიის ეტაპი.

იყვნენ ადრე სიკვდილის შიშში და ერთმანეთთან კომუნიკაციას ძნელად ამყარებდნენ.
რას იზამდნენ?
გამოაცხობდნენ ერთი-ორ რელიგიას. შეებრძოლებოდნენ კიდევაც, რომელია ჭეშმარიტი მათში, ექნებოდათ სიმბოლოები თავისი რელიგიის აღმნიშვნელი.
და რა ვიფიქრე იცით?
გაგეცინებათ, მე გამეცინა მაგალითად.

ეს სიმბოლო სადაც არ უნდა დაბადებულიყო, ეს სიმბოლოები უფრო სწორედ, აუცილკებლად იქნებოდა ჯვარი და ნახევარმთვარე.
აბა წრე ხომ არ იქნებოდა (გლობუსი მათაც ექნებოდათ სხვა დანიშნულების) ან წვეთი (მარადიულობას ეწინააღმდეგება)
ჰა ჰა სპირალი ყოფილიყო, მაგრამ ისიც ნაკლებად სავარაუდოა (დნმ-ს აღმოჩენამდე უნდა დაეხატათ და დნმ-ს აღმოჩენის შემდეგ კი აღარ ჩაიძირებოდნენ რელიგიაში.


ჯვარი და ნახევარმთვარე იდეალური სიმბოლოებია რელიგიის აღმნიშვნელი
დავითის ვარსკვლავიც მაგარია და სვასტიკაც, მაგრამ ცოტათი რთულებია, ვერ დავდებ თავს რომ გენიალურად მარტივებია.



მაგრამ თუკი იმ პლანეტაზე თუნდაც 10 რელიგია მოიგონეს, მაშინ სვასტიკას ვარსკვლავსაც და დავითის ვარსკვლავსაც ექნებათ საქმე ჯვრისა და ნახევარმთვარის გვერდზე.

Tuesday, October 27, 2009

ვიძლევი ორგანოებს სიკვდილის შემდეგ.


ეს პენსილვანიელი ფორუმელი paranoidis_dzma-ა.

ვიძლევი ორგანოებს სიკვდილის შემდეგ

ფორუმზე ეს თემა გავხსენი და ჩემდა გასაკვირად ბევრი კარგი ადამიანის გამოხმაურება მივიღე.
მაგრამ... არასაკმარისი, რათა რაოდენობა ხარისხში გადაიზარდოს და გაგრძელება მოყვეს.
ოპტიმისტური გეგმა კი ასეთია:
1.თუ მოგროვდა 1000 ხელმომწერი.
2. დაიმსასხურებს მასმედიის ყურადღებას.
3. შეიქმნება შესაბამისი საკანონდებლო ბაზა.
4. მართვის მოწმობებზე მსურველები დააწერენ
"ორგანოთა დონორი" (შესაბამისი განმარტებით).
5.ვიღაცა გადარჩება ოდესმე 100% მოსაკვდენი.
6.ვისაც "ორგანოს დონორის" ჩანაწერი ექნება მართვის მოწმობაზე, ამ წარწერის სიახლოვით გაფრთხილებული, მანქანას მეტი პასუხისმგებლობით ატარებს და ვიღაცა ოდესმე გადარჩება ავარიაში სიკვდილს.
7.საქართველო იმ რუკაზე, რომელიც კარგ და ცუდ ქვეყნებს ყოფს კარგი ქვეყნების საზღვრებში შევა.


Friday, October 23, 2009

Röyksopp

ძალიან განსხვავებული ერთი Röyksopp.








დღეს ბლოგსპოტი ზუსტად იმ დროს გაითიშა, როცა ახალი გლობალურ-ისტორიული-ფატალურ-ლეტალური პოსტს დავაჭირე პუბლიშ პოსტ.
მაგრამ ერორ #უჰუჰ გამომიგდო.


კიდევ ერთი ასეთივე გლობალურ ისტორიული პოსტი მაქვს დაკარგული ბიოგრაფიაში, აფხაზეთსა და სომხებზე.
ბევრი ვწერე და მერე HP-ipaq-ში გამიქრა. ვალად მაქვს უკვე 3 წელია.

Wednesday, October 21, 2009

გუანტანამერაა


ეს ცელია კრუზის ნამღერი "გუანტანამერაა"






ეს კი ყველა დროის ყველაზე მაგარი რემეიკი (ჩემი ჰაზრით).
აქ ცელია კრუზთან ერთად ლორენ ჰილი და ვაიკლიფ ჯინი მღერიან. კლიპიც ძაან კარგია.
ახალი "გუანტანამერა" ალბათ აქამდე ნანახი გაქვთ . ასე რომ ჩემი წინა პოსტის შეკითხვაზე პასუხიც ესაა.
ვეტერანი ცელია კრუზი ამ კლიპშია.

Monday, October 19, 2009

ჩემი 5 ოცნება

ჩემი 5 ოცნება
for forum.ge


ეს ბლოგური თამაშია, რა ქვია არც ვიცი. ფეხბურთის ტრიბუნებზე ტალღის პრინციპი აქვს, გადაუვლის ყველას და ჩაიკარგება, მაგრამ webში რჩება.
ერთი ვინმე იწყებს თავისი თემის შეთავაზებას 5 ბლოგერისთვის, რომელთაც უნდა დაწერონ თავისი წერილი ამ თემაზე და თვითონაც 5 სხვა ბლოგერს შესთავაზონ ემ თემაზე თავისი წერილის დაწერა.

ამ ბლოგოსფეროში ისედაც რაღაც დაუპატიჟებელი სტუმარივით ვარ.
-ასაკით ძირითად ბლოგერებზე დიდი ვარ,
-თემატიკა განსხვავებული მაქვს, უფრო ბოროტი და ჯიჯღინა,
-იქ ბევრი კარგი ადამიანი იყრის თავს, მომწონს მათთან ურთიერთობა, მაგრამ კონკრეტულად ჩემი "სასლოვიედან" ფაქტიურად არავინაა.

ერთერთმა ბლოგერმა -unaamagraმ შემომთავაზა (ე.წ. დამტაგა) დამეწერა ჩემი 5 ოცნება.
მივწერე მადლობა და შევპირდი, რომ ოდესდმე მართლაც დავწერდი ჩემს პირადულ 5 ოცნებას. დავპირდი რომ ჩემს თემებს (საზოგადოება, პოლიტიკა, საქართველო..) გვერდზე გადავდებდი და დავწერდი ჩემზე.


გავიდა დრო და ვერაფრით მოვუყარე ჩემს ოცნებებს თავი (მაქვს როო?) ყველა ჩემი ძლიერი სურვილი ისევ საქართველოსკენ ტრიალდებოდა.


ხოდა დავყევი.

გადავწყვიტე რომ ფორუმის პოლიტიკოსებისთვის შემეთავაზებინა ეს უსახელო თამაში.
დაწერეთ თქვენი 5 პოლიტიკური ოცნება.


ამ 5-ში არ შედის ერთი, რომელიც ყველას საერთო გვაქვს - საქართველოს გაერთიანება.
ეს ისედაც იგულისხმება.



ჩემი არაპირადული 5-ეული.

(ახლა ვიწყებ ფიქრს)
- ღმერთო, მომასწრე იმ საქართველოში ცხოვრებას, სადაც ინაგურაციას და პარლამენტის გახსნას პატრიარქის დასწრება არ ჭირდებოდეს (დღეს ჭირდება).
- სადაც აზერბაიჯანელ მის საქართველოს ავირჩევთ.
- სადაც ქართულ ჯარში აზერბაიჯანელი და სომეხი იმეგობრებს.
-სადაც ჩახრინწული ზონურ-სამხედროპატრიოტული რუსული სიმღერისთვის მარშრუტკის მძღოლს ხალხი გადმოაგდებს.
-სადაც "პროპკის" შემქმნელი უწყვეტ ხაზსიქით გადასულ თავხედს ყველა მძღოლი ერთად აიძულებს უკუსვლით მოძებნოს თავისი ადგილი ყველაზე უკან.
- სადაც სომხებთან არა ქობულეთური და აზერბაიჯანელებთან არა ბაქო-ჯეიხანური, არამედ რეალურ პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა გვექნება.
- სადაც საქართველოსთვის თავგანწირვას რელიგია აღარ დაჭირდება.

Sunday, October 18, 2009

რეტრო მუსიკა



Marie Laforet

არა, არც ასეთი ბებერი ვარ, რომ ეს მუსიკა ჩემთვის ბავშვობას მახსენებდეს, ეს მუსიკა არც არასდროს იყო ჩემი.
ჩემი მშობლების ახალგაზრდობის დროინდელია თითქმის.

ეს ის მუსიკა იყო, რომელიც ჩემს მშობლებამდე ძალიან ძნელად ან სულაც ვერ აღწევდა.

იქნებ მეც დამაკლდა, ჩემს მშობლებამდე რომ არ აღწევდა მათი თანამედროვე მუსიკა?
















და ..
ბონუსი სხვა სამყაროდან


ეს ქალი თქვენც გყავთ ნანახი, მიხვდებით სად?
მინიშნება - იმ კლიპში Celia Cruz უკვე მოხუცია.

Friday, October 16, 2009

ობამას ნობელი


Obama priced for not to be Bush.


სურათის შესაფასებლად კედელს ცოტა უნდა მოშორდე. დისტანციიდან უნდა შეაფასო. სურათზე ცხვირმიდებული სურათს ვერ წაიკითხავ.
ისტორიულ მოვლენებსაც დისტანცია, ამ შემთხვევაში დრო ჭირდებათ იმისათვსის, რომ საბოლოო შეფასება მიეცეთ.
აღმაშენებელს 4 საუკუნის შემდეგ დაარქვეს აღმაშენებელი. ვახტანგ გორგასალმა კი თბილისის დაარსება ისურვა, იზრუნა კიდევაც მაგრამ ვერ მოესწრო, შესაბამისად ვერც წარმოიდგენდა, რომ 15 საუკუნის შემდეგ მის მიერ დაარსებული ქალაქის ცენტრში მისი ძეგლი იდგებოდა. მას სიცოცხლეში ხომ ამ პროექტისთვის დაფნის გვირგვინი არ მიუღია. იქნებ ჭოჭმანობდა კიდევაც, რომ ძალღონეს აკლებდა უჯარმას, მცხეთასა და არტანუჯს.

ომი რომ არა..

ობამას ევროპამ ნობელის პრემია უძღვნა ერთი განზრახვით, ჩარჩოში ჩასვას ის. იმ ჩარჩოში, რომელიც გულისხმობს განვითარებული ქვეყნების ბურჟუაზიისათვის სამომავლოდ ყოველნაირი ექსტრიმის თავიდან აცილებას. აღარ უნდათ იმპერიების ჭიდილის ყურება, ერთხელ და სამუდამოდ დალაგებულ, მშვიდობიან მსოფლიოს თხოულობენ.

მანამდე, თვით ამერიკაშიც შეიკრიბნენ რესპუბლიკელი და დემოკრატი მეგა ექსპერტები და პოლიტიკური ავტორიტეტები და ერთობლივი წერილით ობამას რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისკენ მოუწოდეს.

მოკლედ, 2009 წელს მსოფლიომ კიდევ ერთხელ მოითხოვა თავისი პოლიტიკოსებისგან რუსეთისათვის რევერანსების კეთება.
ეს მსოფლიოს მუდმივი ჯვარია, მოუაროს რუსეთსა და მის მსოფლიო ბატონობის ამბიციას.
განვითარების ამ ეტაპზე ევროპა და ამერიკა დარწმუნდა რომ რუსეთი კვლავ ისაა, ჰოლივუდურ კინოებში რადაც ხატავდნენ, ძლიერი, ჭკვიანი, ბოროტი და ამბიციური.



რუსეთი ყველაზე დიდი ამბალია კლასში, რომელსაც ერთი მიზანი აქვს, ყველა თანაკლასელი იღლიაში მოიმწყვდიოს, მოახრჩოს და ათქმევინოს, შენ ხარ ჩვენი მზე, ჩვენი წინამძღოლი და ლიდერიო.

ეს მსოფლიომ არათუ ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების, არამედ მოსახლეობის დონეზე შეიგნო.
ამ მდგომარეობიდან გამოსავლად მსოფლიომ ამ ეტაპზე მშვიდობიანი კრუტუნი ამჯობინა.



ომი რომ არა, ჩვენი ომი რომ არა, იქნებ ამ დიდი გეოპოლიტიკური მანევრის განსამტკიცებლად მსოფლიოს სულაც მიეღო თამაშის ის წესი, რომელსაც რუსეთი მოახვევდა თავს მსოფლიოს საქართველოსთან მიმართებაში:
-ომის გარეშე ჩააყენებდა ჯარს აფხაზეთისა და ს.ოსეთის საზღვრებზე,
-აღიარებდა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას, ამას არ იქედნიდა ბოლო 3 წელი?
-იბუზღუნებდა კოსოვოზე, ძმურ ერებზე, რუსეთის მოქალაქეებზე.
-ჩვენი ფაფხური საზღვრებზე იქნებოდა არარაციონალური სისხლისღვრა


და... მთელი მსოფლიო აქეთ შეგვეხვეწებოდა, გაანებეთ იმ მიწებს თავი, რომელზეც 17 წელია ფეხს ვეღარ დგამთ, სადაც მანამდე არატოლერანტობა გამოიჩინეთ, ეთნოწმენდა მოუწყეთ თქვენს უმცირესობებს. დღეს უმცირესობების დრო მოვიდა,აგერ ამერიკის პრეზიდენტიც კი უმცირესობის წარმომადგენელია და თქვენ როგორღა გინდათ ისტორია უკუღმა დააბრუნოთო.


გვეტყოდნენ, თავს მოგვიქონავდნენ. ვიბორგებდით ერთი ორი დღე საკუთარ საწოლში და მივიღებდით მსოფლიოს ახალ განლაგებას: კოსოვო ამერიკას, საქართველოს ავტონომიები რუსეთს.


მადლობა იმ ბიჭებს, რომლებიც იქ უჩემოდ იდგნენ და დაიღუპნენ. მათ ჩვენ საქართველოს გაერთიანების შანსი დაგვიტოვეს. მსოფლიოს ვერდიქტი ამ ომში საჩვენოა.


ერთ ცვლილებას უნდა დაველოდოთ მხოლოდ - რუსეთის კარგ, თუნდაც ნორმალურ ქვეყნად გადაქცევას.

Thursday, October 15, 2009

NEW MEDIA FORUM-ც


ადრე ვცდილობდი ქვეყნები ადამიანებებისათვის შემედარებინა და მათში რაღაც ინდივიდუალური, პიროვნული სუბიექტური სახე დამეჭირა.

მოგვიანებით ბოროტი ენერგიის გავლენით, ქვეყნებს ძაღლებს ვადარებდი, ვცდილობდი ცალკეული ქვეყნისათვის ცალკეული ჯიშის ძაღლის ნიშანთვისებები მეპოვნა.
მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ საქართველო არც ღირსეულ პიროვნებას გავს და არც ღირსეული ჯიშის ძაღლს, ამ პარალელების ხოში გამიქრა.

ახლა სხვა მაქვს სათქმელი, ყოველგვარი პარალელების გარეშე -ჩვენ, ქართველებს როგორი ენდოკრინული სტატუსი გვაქვს? იქნებ აქაა გასაღები. გასაღები თუ არა, გასაღებამდე მისასვლელი მაინც?

ყველას გვახსოვს, რომ ადამიანის, ისევე როგორც ცხოველის ქცევა, შესაძლებლობები და მისწრაფებანი ჰორმონების საშუალებით იმართება.
ვერ დაწერდა შოთა ვეფხისტყაოსანს, ვერ გამოიგონებდა ედისონი ნათურას კბილი რომ ტკენოდა, ფარისებრის ჰიპერპროდუქცია ან ნათხემის დისფუნქცია რომ დამართნოდა. ვერც პარკინსონიანი დანტე დაწერდა "ღვთაებრივ კომედიას" და ვერც ჰიპოგლიკემიანი დავითი დაამარცხებდა გოლიათს.
ჰორმონები მართლაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პიროვნების რაობაში.

ხოდა ქართველების ძირითადი, პრევალირებული ჰორმონალური სტატუსით დავინტერესდი.
ჰორმონების სიმფონია ორგანიზმში ხომ უნებურია ანუ ნება სურვილისგან დამოუკიდებლად ასრულებს თავის გამებს. ისევე როგორც ბალონკა ვერ იპიტბულებს და პარკინსონიანი ვერ იფარიკავებს, იქნებ ქართველებსაც გენეტიკურად პირობადებული ჰორმონების თანაფარდობა გვაიძულებს წონასწორობას ვერ დავუბრუნდეთ და მუდმივი ქანქარის რეჟიმში ვიცხოვროთ?

ქართველების ჰორმონასლირი სტატუსით დავინტერესდი, და ემპირიული დაკვირვებით რა აღმოვაჩინე:
საყურადღებო სიმპტომი #1. ჰიპერსალივაცია.
საყურადღებო სიმპტომი #2. მცივანობა.
საყურადღებო სიმპტომი #3. ჟანგბადის დაბალი შემცველობის (დახუთული) ჰაერისადმი პროტესტის არარსებობა.
საყურადღებო სიმპტომი #4.აგრესიული, ნეგატივისტური აფექტების სიმრავლე.
საყურადღებო სიმპტომი #5.ემოციების დიდი დიაპაზონი დროის მცირე მონაკვეთში (ემოციური ლაბილობა).
სიმპტომი #6. სამყაროს ობიექტური სირთულის მიუღებლობა: სიკვდილის გადაჭარბებული შიში და "კუთვნილი ბედნიერების" რეალში დეფიციტის ახსნა მხოლოდ ბოროტი ადამიანების, მთავრობის, უმცირესობების, სხვა ქვეყნების შეთქმულებით.
სიმპტომი #7 ზოოლოგიური ოპტიმიზმი, გამტკიცებული რელიგიურ-ისტორიულ-პატრიოტული ლეგენდებით.
1,2, და 3 პარასიმპატიკური (ცთომილი ნერვის) ტონუსის სიჭარბით აიხსნება, მე-4, მე-5 მე-6 და მე-7 კი სიმპატიკური ტონუსის პრევალირებით და ინტელექტის სიმცირით.


ვინაიდან ამ სიმპტომთაგან სიხშირით ყველზე გავრცელებული 1. და 2. სიმპტომებია, ჩავთვალოთ, რომ ქართველი პარასიმპატომიმეტიკია, მზადაა ჭამისთვის, ჰიპერსალივაციის გამო შეწუხებული, იძულებულია გარშემო ფურთხოს დაახლოებით 1,5 მ დიამეტრით, დაუდგენელი მიმართულებითა და ქუჩაში მოსიარულეთა მარშრუტების მიუხედავად. დახუროს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებში ღია ფანჯარა და მშვიდად დაელოდოს ჩასვლის დროს ცხელსა და დახუთულ, სუნიან სივრცეში. ეს ალბათ დედის მუცელში დაბრუნების განუცხადებელი სურვილის ერთერთი გამოვლინებაა...

დაკვირვებები გრძელდება...

ახლა კი სხვა ქართველებზე, რომლებიც ჯერ არ ჩანან. არ ჩანან თვალით მაგრამ ჩანან ინტერნეტ სივრცეში. ეს უჩინარი ხალხი გუშინ მთაწმინდაზე შეიკრიბა რათა "NEW MEDIA FORUM" ფორუმით ესწავლა ის, თუ როგორ უნდა გახდე საჩინო და მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში.

ეს ხალხი ღია სივრცაში -ფუნიკულიორის ღია პავილიონებსა და ამფითეატრზე შეიკრიბა და ამით გამოავლინა, რომ დედის მუცელში დაბრუნება აღარ სურს.
არც არავის გადაუფურთხებია და შესაბამისად პარასიმპატიკოტონია არ აღმოაჩნდა.


ეს ორი სიმპტომი ამ ადამიანებს განასხვავებს ქართული ღერძი მასისაგან და ....

არსებობით, თუნდაც მხოლოდ არსებობით იმედს იძლევა, რომ კრებითი ქართველი თავის სხეულს დაიხსნის პარასიმპატიკოტინიის, განურჩეველი ფურთხებისა და უჟანგბადო,უზრუნველ, უპასუხისმგებლო სითბოში უკან შებრუნების ილუზორული ოცნებისაგან.


სიმპატიკუსი არ მომკვდარა, უბრალოდ ის დღეს ვერ აჭარბებს ჰიპერსალივაციიანსა და ცოტაჟანგბადითკმაყოფილ უმრავლესობას.

Friday, October 9, 2009

მამაშვილის გასაუბრება-პრევენცია



/სტენოგრამა/
-მოიხედე აქეთ, სალაპარაკო მაქვს ,მოტრიალდი, გადაგე ეგ წიგნი, ხო, გადადე, დახურე.
-???
-ოდესმე ცდუნება გექნება, შენს დარეხვილ მეგობართაგან ვინმე ყოჩაღი ნარკოტიკს შემოგთავაზებს და შენც ცდუნება გექნება გასინჯო.
-არ მექნება.
-გექნება, იმიტომ რომ ის ვიღაცა, "კაი ბიჭი" იქნება და შენც მოინდომებ რომ თავი მოაწონო, როგორც მინიმუმ, მოგინდება რომ აჩვენო, რომ მშობლების იღლიაში აღარ ხარ.



ჩემ თავზე გეტყვი, თუკი რამ უბედურება შეიძლება დამატყდეს თავს,ეს ჩემი შვილის ნარკომანობაა.
ვერ ვიტან მაგათ, ვერ ვიტან იმიტომ რომ ჩემი გადასარჩენები ხდებიან თვალებზე გადარწყეულებს და გაშავებულებს რომ მოგვითრევენ ფეხებით მათივე ძმაკაცები.
თუ გადავარჩენ, თვალს ვერ მისწორებენ, თუ ვერა და ჩემი სათქმელია მერე მათი მშობლებისა და ცოლებისათვის - თქვენი შვილი ნარკოტიკმა მოკლა მეთქი და უნდა ვუბოდიშო, რომ ვერ გადავარჩინე, გვიან მომიყვანეს და ა.შ.
კიდევაც გადავარჩენ და გავიხარებ თუკი ჩემი შრომა ადამიანის სიცოცხლისკენ შემობრუნებით დასრულდება. ხელსაც შევუწყობ, რომ სხვა მისნაირ მდგონმარეობაში ჩავარდნილი დაუფიქრებლად მოიყვანონ საავადმყოფოში და იქ პოლიციის არ შეეშინდეთ. მიჩხუბია კიდევაც მომავალ ექიმ სტუდენტთან, რომელმაც თქვა, მასეთს მე არ გადავარჩენ, რა სიცოცხლის ღირსები არიანო.
მაგრამ,
გიმეორებ.


მომისმინე, თუკი რამ უბედურება შეიძლება დამეჯახოს ცხოვრებაში ეს ჩემი შვილის ნარკომანობაა, ეს იცოდე.
დღეს რომ მითხრას ვინმემ, აი, შენი შვილი ნარკომანი გახდება 7 თუ 27 წლის შემდეგ და თუ არ გინდა ეს მოხდეს, დღესვე დაანებე შენს სამსახურსს თავი და კუდში სდიეო, წამსვლელი ვარ. ჩემი კარიერა, რომელიც 17 წელია ვაკოწიწე, არაფრად მიღირს, არც ხელფასი და ხალხში ექიმის სახელი.

უარესს გეტყვი, რომ მითხრან შენ შვილს ნარკომანობას ააცილებ, თუ ხელს მოიჭრი და მის კატლეტს შეჭამო, იმაზეც წამსვლელი ვარ.
გითხარი, ეს არის ისეთი უბედურება, მტერს რომ ვუსურვებ მხოლოდ.
ხოდა იცოდე!
არასდროს, არანაირ პირობებში არ გასინჯო ნარკოტიკი. შენს გამო-ბულ ძმაკაცს კი, რომელიც ნარკოტიკს შემოგთავაზებს, თავში მწარედ წამოარტყი.
იმათი მამებიც იმას ფიქრობენ რასაც მე, იმ განსხვავებით, რომ ეს სათქმელი მათ ერიდებათ უთხრან თავის შვილებს, თუ საბაბი არ დაინახეს.

როგორც წესი მამები ამ სათქმელს აგვიენებენ.
საბაბს თუ შეამჩნევენ და მერე ეტყვიან , უკვე დაგვიანებულია.მე შენ გითხარი, შენ შენს ძმაკაცებს უთხარი. ყოველთვის ყველა ანგელოზები არ იქნებით, ერთხელაც ვიღაცა ცდუნდება, შენ თვითონ დაეხმარე შენს ძმაკაცებს როცა...


Tuesday, October 6, 2009

კამარა ამპუტირებულია

დღეს ჩემს ათას ერთ სირცხვილს ერთი მიემატა.
სრული უფლება მაქვს მრცხვენოდეს, მოვალე ვარ მრცხვენოდეს. მრცხვენოდეს დანარჩენ 3 თუ 4 მლნ ქართველთან ერთად. ვინაიდან რაზეც ახლა მოგითხრობთ კიდევ ერთი ქართული სირცხვილია.
თანაც ახალი, ფსევდოძველი სურნელით. ეს სურნელი გაცილებით უარესია ვიდრე მოჩვენება კასპერის მეგობარ მოჩვერნებებს შეუძლიათ დააყენონ. ღია მწვანე კი არ არის, არამედ გახუნებული მუქი მწვანეა, როგორ ფერ ცხენზე უნდა ამხედრდეს აპოკალიფსის მხედარი ბიბლიის მიხედვით (თუ სწორად მახსოვს -ორივე რელიგიის მიხედვით). ეს სუნი ოფლის კი არა, დაუბანელობისაა, წვერულვაშიანობის კი არა, გაუპარსაობისაა, ქართული ფოლკლორის კი არა, მეასე ხინკლისაა, ბერი თევდორესი კი არა, ოხროხინესია...


დღეს გადავშალე ჟურნალ "ლიბერელის" ბოლო ნომერი. გამოწერილი მაქვს, სახლშიც დროზე მომიტანეს, მაგრამ აქამდე ვერ ჩავუჯექი. დღეს კი სტატიაში "კულტურული მემკვიდრეობა და ვანდალიზმი" ისეთი რამ შევიტყვე, რომელმაც გულწრფელად შემაწუხა.
ეს ამბავი ღალატია. ეს დიდი ღალატია და დიდი გაუტანლობა. ეს არის იგავარაკად საჩვენებელი ისტორია, რომლითაც მტყუან-მართალი ბავშვმაც უნდა გაარჩიოს, და ამ იგავის დედაარსი კი ის უნდა იყოს, რომ ცუდი ადამიანი დაწერილ კანონებს გარეთ ყველაფერს იკისრებს, კარგი ადამიანი კი, დაწერილთან ერთად (ერთად და არა ნაცვლად) აუცილებლად უნდა შეასრულოს დაუწერელი კანონები.

ხო, ამბავი ამაზეა - დაირღვა დაუწერელი კანონი.
ეს კანონი აქამდე არა მხოლოდ დაუწერელი არამედ იქნებ ნათქვამიც არ იყო, მაგრამ საქართველოში მოქმედებდა და მოქმედებს. რაც ყველაზე საოცარია ეს კანონი არა მხოლოდ დღევანდელი საქართველოს, არამედ ისტორიული გაჭენებული და გამოჭენებული, საინგილო-ტაოკლარჯეთიანი საქარტველოს ტერიტორიაზეც მოქმედებს, და თანაც დღევანდელი საქართველოს გარეთ გაცილებით უფრო პრინციპულდ და ჩვენთვის სასარგებლოდ.

საქართველოს გარეთ, ტაო-კლარჯეთში უამრავი ქართულ ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან ყველაზე გამორჩეული ტაძარი დგას.
მიადგები რომელიმე ასეთ სოფელს, რომელშიც 800 წელია ქართული სახელმწიფო აღარ არის და რომელიც ბოლო რამდენიმე საუკუნეა ქართველი ადამიანი აღარ სახლობს და დაინახავ, რომ ადგილობრივ თურქულ უსახურ სახლებსა და მომცრო მეჩეთს თავს გადმოდგომია ჩვენი სიამაყე ოშკი, იშხანი, პარხალი, ოთხთა და ბევრი სხვა. გადმოჰყურებს მათ მთებში გამოკეტილ სოფლებს 3 -4 თავით მაღლა ატყორცნილი ქართული კამარები, გუმბათები, სიფრიფანა ფრესკები, მიკარგ-მოკარგული ქართული ორნამენტები და ქართული უძველესი წარწერები.

ამ ხალხმა - მუსლიმმა თურქებმა ამ გარემოში უბნელესი ფეოდალიზმი გამოიარეს. გამოიარეს ხანა, როცა ფაქტის წინაშე დაყენება ყველაზე წარმატებული, გაუპროტესტებელი და ურისკო ტაქტიკა იყო. მხედველობაში მაქვს, რომ ოტომანთა თურქეთში არავინ იყო ხელის შემშლელი უბრალო მოსახლისათვის დაეშალა და გადაეწყო ჩვენი უმნიშვნელოვანი ტაძრები თავის მეჩეთად ან სულაც სასახლედ. გაერო მაშინ არ იყო, იუნესკო და არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ატეხავდა გნიასს.
თვითონ არ დაანგრიეს თავს წამომდგარი დამთრგუნავი სილამაზის ტაძრები, რომლებიც მათ სოფლებში სხვის ღმერთს ადიდებდნენ.


დღეს დავინახე ის, თუ რასაც შეიძლება დამსგავსებოდა ჩვენი ტაძრების ნატიფი კამარები თურქები დაუწერელ კანონს რომ არ ემორჩილებოდნენ.

გინახავთ ნათალი ქვის დიდი კამარა, რომელსაც ... ეს კამარა მოარღვიეს?
რაც ქართულ ტაძრებზე მეშინია რომ ვნახო,
"ლიბერალში" ვნახე:
სოფელ ფლატეში ზარზმელი ბერების შეძახილით ქართველებს მიტოვებული მეჩეთის კამარა მოურღვევია და ზარზმის მონასტრის თუ კელიების ახალ მიშენებაში გამოუყენებიათ.

ეს ვანდალიზმი ვიღაცას (არ არის მითითებული, ხელისუფალს თუ საეკლესიო ხელმძღვანელობას) შეუჩერებია, მაგრამ მიტოვებული მეჩეთის კამარა დღესაც შემზარავი შესახედავია. გაიძულებს კიდევ და კიდევ წარმოიდგინო ის ჰარმონია, რომელიც ამ რკალის მშენებლებმა რუდუნებით, მართლაცდა ოფლითა და რწმენით შექმნეს, და რომელიც დღეს.. ამპუტირებულია.



ვანდალები დაწერილ კანონებს იშველიებენ, რომლის მიხედვითაც ეს მეჩეთი:
ა. მიტოვებული იყო
ბ. არ შედიოდა კულტურული მემკვიდრეობის დამტკიცებულ ნუსხაში.

დაუწერელი კანონი, რომელმაც ქართული არქიტექტურის მწვერვალები თურქეთში შემოგვინახა, აქ დაირღვა.

ეს მეჩეთი მართლაც მიტოვებულია და არც არქიტექტურული მწვერვალია, მაგრამ .. სწორედ იმითაა პატივისცემის ღირსი, რომ უნივერსალური ცოდნისა და შესაძლებლობების პერიოდში კი არა, არამედ მანამდეა ხელით ნაშენი.

იმ ეპოქაში, როცა თითო ქვის გამოთლას ერთი კვირა მუშაობა სჭირდებოდა მუსულმანებმა არ მიითვისეს მათ ღარიბ სოფელში მდგარი სხვისი უპატრონო (თანაც საუკუნეებით უპატრონო) და უპასუხო (არავინ განიკითხავდათ) ქვები.
ჩვენ კი, XXI საუკუნეში, როცა ქვის გამოთლის ენერგია ოფლსა დას რწმენას კი არ მოითხოვს, არამედ ელექტროენერგია და სამხერხაო დაზგა ჰყოფნის, ძველთაძველი ქვები მოვიპარეთ.

მატერიელისტი ვარ, ათეისტი სხვანაირად. ერთადერთი რითაც მარადიულობას ვუკავშირდები ჩემი შვილები და საქართველოა. გამოვტყდები რომ ზარზმის მონასტერში ბერთა ცხოვრების გაზიარებაზე არასდროს მიფიქრია, არც განსაკუთრებული იმედები ჩამიდია იმაში, რომ იქ ჩემზეც ლოცულობენ. მაგრამ ამ ისტორიის შემდეგ ცხადად შევიგრძენი რომ სადღაც მივიწყებული ძალა რომელიც თურმე მქონდა და რომელიც იქნებ დამხმარებოდა კუსმაულის სუნთქვის დროს, აღარ მაქვს, უფრო სწორედ შემიმცირდა. შემიმცირდა იმით, რომ ზარზმის მონასტრის ლოცვა ჩემამდე არ მოაღწევს, მე ვამბობ მასზე უარს.

Thursday, October 1, 2009

რაც გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია

არაფრად ღირს სიცოცხლე კაცისა, რომელსაც სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია.
ფრანგული გამოთქმა

პარიზში ერთი კანონზომიერება აღმოვაჩინე:
ადამიანს ისტორია იმ ადგილს მიუჩენს, რასაც მას მისი ერი მიაწერს.
ნაპოლეონი თავისი სამხედრო ავანტიურიდან ყველა ფრონტზე წაგებული გამოვიდა. პარიზის ყველა კაფე-სამიკიტნოს კარი რუსმა სალდატმა ჩექმით შეაღო და იღრიალა - ბისტრო ნახუი, ჟრაც დავაი! მას შემდეგ კაფეებს პარიზში ბისტრო ქვია. თვითონ ნაპოლეონი კი იგლისელებმა დაატყვევეს და აფრიკის დასავლეთით მდებარე პაწაწინა კუნძულზე გადაასახლეს, საფრანგეთში კი კაცი აღარ დარჩა რათა შინელი ჩაეცვა.
ნაპოლეონის მიერ გაღებულმა ფრანგი ჯარისკაცების სიცოცხლეებმა და ევროპელი ხალხების დამარცხებამ საფრანგეთს აბოლოოდ ნულოვანი ხეირი მოუტანა.
ზარალი კი უამრავი: წაგებული ქვეყანა, დახოცილი ჯარისკაცები, ევროპის დამპყრობის სახელი და უამრავი არაფრანგის სიცოცხლის ხელმყოფის ცოდვა.

ფრანგებს სრული უფლება ჰქონდათ ნაპოლეონი ტირანად და ბოროტ გიჟად შეერაცხათ და მისი სახელი მხოლოდ ისტორიის გაკვეთილზე გაეხსენებინათ.
ფრანგებმა სხვანაირი შეფასება ირჩიეს, მათ წმ. ელენეს კუნძულიდან გადმოსვენებული ნაპოლეონი ტრიუმფალური არკის ქვეშ გამოატარეს და ინვალიდების სასახლეში 6 კუბოიან აკლდამაში დაკრძალეს. ნაპოლეონის საფლავი მას შემდეგ პარიზის ყველა სტუმრის აუცილებელი მონახულების ობიექტია და ყველა ეს სტუმარი ნაპოლეონის თაყვანისცემის რიტუალის უნებური მონაწილე ხდება.

ფრანგების ამაღლებული დამოკიდებულება ნაპოლეონის მიმართ მთელ მსოფლიოზე ვრცელდება.
ასევე უცვლელად გავრცელდებოდა მთელ მსოფლიოში ფრანგების ჰიპოთეტური ლანძღვა და სირცხვილი, ფრანგებს რომ ჰქონოდათ ასეთი.


მაგრამ არა, ფრანგები თავის წაგებულ იმპერატორს პატივს სცემენ.

თავში მოყვანილი ფრაზის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, არაფრად ღირს გამარჯვება კაცისა, რომელსაც გამარჯვებაზე ძვირფასი არაფერი გააჩნია.

და რა არის გამარჯვებაზე ძვირფასი, ეს ჩვენ ქართველებმა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში უნდა ვეძებოთ.
იმედია ოდესმე ვიპოვით. ვიპოვით იმას, რაც ღირსეულმა ერებმა საუკუნეების წინ იპოვეს.

რაღაცა ისეთს, რაც გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია.