Friday, November 27, 2009

ჯიმი ჰენდრიქსი

დღეს კი ჯიმი ჰენდრიქსის დაბადების დღეა
Born: November 27, 1942, Seattle, WA
Died: September 18, 1970, London, England



ორივე 27 წლის მოკვდა.

ეს კლიპი ჯიმი ჰენდრიქსის საფლავით მთავრდება

Thursday, November 26, 2009

თინა ტერნერი


დღეს თინა ტერნერის დაბადების დღეა. 70 წლის გახდა.
კაი ხანს მეგონა, რომ თუკი ქალი მომღერალი მომეწონებოდა, აუცილებლად უშნო უნდა ყოფილიყო.ელა ფიჯერალდი, ჯენის ჯოპლინი,თინა ტერნერი,ბარბარა სტრეიზანდი,არეტა ფრანკლინი, სინდი ლაუპერი, M პიპოლი, არცერთი იყო სილამაზის კლასიკა, მაგრამ რას მღერიან?
მერე და მერე რამდენიმე კრასოტკას მომღერლობაც ვაღიარე: ბიორკი, ევანესცენსი, მადონა, (მრხცვენია ბიორკს ესენი რომ მივუწერე).

ხო, ისევ თინა და მისი განუმეორებელი ხმა
.
ჩემი პირველი შთაბეჭდილება
We Don't Need Another Hero
ეს კი ეროს რამაზოტისთან
COSAS DE LA VIDA -1997

Wednesday, November 25, 2009

საქართველო მგელია თუ ძაღლი?

ეხლა მოიხედე.


რუსეთი დრესიროვშიკია და საქართველოს წვრთნის, თავისი სასარგებლო ფინია უნდა გამოიყვანოს.

მისი მეთოდი არის ტკივილის მიყენება და დაშინება.


აქამდე ისტორიულად უჭრიდა ეს მეთოდი საქართველოსთან მიმართებაში.
საქართველოსგანაც ბევრი კუდის ქნევა და ლაქუცი ახსოვს და აკლია ახლა.

ახალგორი, პერევი, კოდორიც კი, მიტინგები თბილისში, ახლა კი ბავშვები ცხინვალის ციხეში ერთ მიზანს ემსახურება - ტკენას და თავმოყვარეობის, ურჩობის დათრგუნვას. ასე წვრთნინ ძაღლებს სელაპებსა და ლომებს.



ვერ წვრთნიან მხოლოდ მგლებს.




თუ საქართველო მგელია ამ ტკენას გადაიტანს.

თუ საქართველო მგელია რუსეთს ისე უკბენს, სახელოვანი ძლევამოსილი ისტორიის მანძილზე რომ არ მიუღია..
ვნახოთ.


ჰა?

Tuesday, November 24, 2009

მსოფლიო თვალით

MUSIC video

let yourself feel. from Esteban Diácono on Vimeo.


მსოფლიო თვალით

Monday, November 23, 2009

ერთი საკმარისი არაა


კიდევ ერთი ძალიან მაგარი რემეიკი
მუსი ნინა სიმონედან
Muse - Feeling Good




Nina Simone/ Feeling Good

Saturday, November 21, 2009

დღეს ბიორკის დაბადების დღეა


მთვარე როგორც დაიიირა ფეხზე წამომდგააარია,
დღეს ხომ ბიორკის დაბადებისდღეააა.





The Sugarcubes
ბიორკის ისლანდიური ჯგუფია. რამდენიმე ძალიან კარგი სიმღერა აქვთ, მხიარული და გიჟური.
მსოფლიო სცენაზე კი ბიორკი გაოცებულ-გაბრაზებული გიჟურია და არა მხიარულ-გიჟური.

Friday, November 20, 2009

იტალიური ფილმები


არ გეჩვენებათ ეს იტალიური ფილემბის მთელი პლასტი, რომელიც იტალიელთა ხმაურიან ეზოებს, მაფიოზობანასა და მაძაძგანობას ეხება , არის ზურგში მახვილი იტალიისათვის, ან უფრო ზუსტად რომ გადმოვცე საშვილიშვილო დამღა მთელი ერისათვის.

არადა რა ერისათვის?
ცივილიზაცია მათ მოიგონეს, წყალგაყვანილობა, კალენდარი, მანუფაქტურები, სენატი და აბანო, ბოლოსდაბოლოს ფერარისა და ლამბორჯინის კოპირებას მთელი მსოფლიო ცდილობს და არ გამოსდის.

იმიტომ რომ წესიერი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული ხალხია ბუნებით (პიროვნებებზე არ მაქვს ლაპარაკი, მასაზე ვამბობ).
ხოდა ეს სასახელო იტალიური ფილმები ამ ერს, რომელსაც თვითკრიტიკა ზედმეტი აქვს, ხო, ეს ფილმები აქცევს დოღრიალა ემოციურ იტალიანო პეროებად.
უსამართლოა ეს. თვითონ ჩაიგდეს თავისი თავი ამ დღეში თავისი დიდი სახელოვანი კინემატოგრაფით.
დათო ტურაშვილის წერილი გამახსენდა "ცხწელ შოკოლადში", ჯაჭვლიანი შემხვდა და "მახარაო", ჩემი ფილმი "სვანი" ბრიუსელში მიიწვიესო.
ხოდა დათომ თქვა - ეს ფილმი ბრიუსელში რომ ნახონ, ევროკავშირში კი არა, მაკდონალშიც აღარ შეგვიშვებენო.მართალია დათო.

იმდენი გვიძახეს, ჩვენ ქართველები სცენაზე ვცხოვრობთ, ბუნებით არტისტები ვართო, რომ ამის საწინააღმდეგო იმუნიტეტი გამოგვიმუშავეს და ახლა სრულიად დავკარგეთ გვერდიდან ჩვენი თავის დანახვის უნარი.
მთელი ჩვენი პოლიტ და სახელოვნებო ელიტა ამის დემონსტრაციაა.


Monday, November 16, 2009

Queen - Lazing on a sunday afternoon (1975)


ერთადერთი პრეტენზია მაქვს ქვინთან და მერკურისთან.

აღარ უნდა ემღერათ 1980 წლის შემდეგ.

გაითქვიფნენ, კონიუნქტურას აეკიდნენ და ლამის დისკოები დაამღერეს.


ჯობდა ისტორიას იმ შედევრებით შერჩენოდნენ რაც 1980 წლამდე შექმნეს.

არადა ის გაბანძებული "ქვინიც" თავისებურ ჟილკას ინარჩუნებდა და დღეს ახალი თაობა ქვინს სამწუხაროდ იმ ახალი სუროგატული, ფსევდო "ქვინით" იცნობს.

ძველი, ნაღდი Queen კი ნაფტალინშია შენახული და მხოლოდ კირკიტებს ახსენდებათ.
სერიალი "ჩვენი ოფისის" მუსიკალური ქუდიც რომ ქვინის სიმღერაა ბევრს აღარ ახსოვს.

არადა ეს ნაღდი ქვინის ადრეული, ძალიან მაგარი პლასტი იყო - სიმღერები 20-ანი წლების სტილში.

გავიხსენოთ:










თითოეულ სიმღერაში 3-4 მელოდიაა და მათ შორის გენიალური გადასვლები.
ეს მოსასმენი მუსიკაა და არა სანახავი.
მაგრამ მაინც - მადლობა youtube.com-ს

Wednesday, November 11, 2009

Natalie & Nat King Cole


ეს ქალი და კაცი მამაშვილია - ნატ კინგ და ნატალი კოლები.

სიმღერაში დაახლოებით ერთი ასაკისანი არიან.

ნატ კინგ კოლი როცა მოკვდა ნატალი პატარა ბავშვი იყო.

დაეწია ასაკით და 1992 წელს იმღერა დუეტი 1952 წელს ჩაწერილ დაუვიწყარ მამასთან.
Unforgettable-დაუვიწყარი ქვია ამ სიმღერას.

Sunday, November 8, 2009

William Röntgen ვილიამ რენტგენი



x-rays: were discovered by William Röntgen; he was awarded the first Nobel Prize in Physics for this achievement (1895)

დღეის სწორს, 1895 წლის 11 ნოემბერს გერმანელმა ვილიამ რენტგენმა რენტგენის სხივები აღმოაჩინა.
მოგვიანებით ის პირველი ფიზიკოსი გახდა, რომელიც ნობელის პრიზით დააჯილდოვეს სწორედ ამ აღმოჩენისთვის.
A relatively high-energy photon having a wavelength in the approximate range from 0.01 to 10 nanometers.
A stream of such photons, used for their penetrating power in radiography, radiology, radiotherapy, and scientific research. Often used in the plural. Also called roentgen ray.
ყოველგვარი პათეტიკის და მენტორობის გარეშე წაიკითხეთ ეს სიტყვები ჩემგან, როგორც ექიმისგან.
ამ ადამიანმა მილიონობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილსა და ინვალიდობას.
მადლობა მას ჩემგან, როგორც კაცობრიობის ერთერთი წარმომადგენლისგან, მითუმეტეს მადლობა მას ჩემგან, როგორც ექიმისგან.



მაგრამ ჩემი წერილის ქიშმიში სხვაა.

მე რენტგენის სხივები სხვა მხრივ მაოცებს, არა როგორც სხეულის შიგთავსის დანახვის საშუალება, არამედ, როგორც საშუალება, რომელიც ამტკიცებს რომ მეც შენც და ისიც სრულიად გამჭვირვალე-განვლადები, თითქმის ცარიელები ვართ.

რენტგენის სურათზე დასხივებული უბანი შავია, ჩვენი სხეულის მკვრივი ნაწილები (ძველბი) სხივებს არ ატარებს და სურათზე ის ადგილები თეთრი რჩება. ქსოვილებს (კუნთებს, ფილტვებს, ნაწლავებს) სხივი მიმართულების შეუცვლელად გადის.

ანუ რენტგენის სურათზე ის უბანი ჩვენი სხეულისა, რომელიც შავია იდეალურ სწორ ხაზზე გაიარა მაღალი ენერგიის ფოტონების ნაკადმა. არფერს დაჯახებია.




იქ მას ცარიელი მატერია დახვდა.

არცერთი პროტონი, ნეიტრონი, ელექტრონი არ დახვედრია მათ ამ გზაზე ჩვენი სხეულის შიგნით.

Friday, November 6, 2009

Wednesday, November 4, 2009

ტორემაიორი




The Torre Mayor is a skyscraper in Mexico City, Mexico. With a height of 225 meters (740 feet) to the top floor, and 55 stories, it is the tallest building in Latin America, surpassing in mid-2003 the 220 meter (724 feet) high towers of Parque Central Complex, in Caracas, Venezuela, which were, between 1999 and 2003, the tallest buildings in Latin America. The Torre Mayor was developed by Canadian businessman Paul Reichmann, who also maintains part ownership. It is also part-owned by a group of institutional investors. The building was designed by the architecture firm, Zeidler Partenership Architects.

Located at Paseo de la Reforma #505, it was built by Canadian-owned Reichmann International on the former location of the Cine Chapultepec. Construction work began in 1999 and was finished in late 2003. Due to Mexico City's high propensity to earthquakes, the tower incorporates several anti-earthquake measures. In fact, this building shares the title of the strongest (in matter of pro-earthquake engineering) building on Earth alongside U.S. Bank Tower in Los Angeles, California. The Torre Mayor building is designed to withstand an earthquake measuring 8.5 on the Richter Scale, compared to the U.S. Bank Tower that can withstand an 8.3-intensity earthquake.

ტორემაიორი მეხიკოს და ყველა სხვა ლათინური ქვეყნის შენობებს აღემატება სიმაღლით.

ის მექსიკელების ახალი სიამაყეა. DISCOVERY-ზე იყო დაგაცემა "მეგამშენებლობები" სადაც ტორემაიორი ნაჩვენები იყო როგორც ახალი სიტყვა თანამედროვე ინჟინერიასა და არქიტექტურაში.
ფილმში მშენებლობის ექსპერტები ამშენობას აღიარებდნენ როგორც მსოფლიოში ყველაზე მიწისძვრამედეგს.
დეტალურად იყო ნაჩვენები მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორებისა და მშენებლების გეგმები, იდეები, იმედგაცრუებები, შიშები და შედეგად დიდი წარმატება -ტორემაიორი.
Torre Mayor Mexico City 225 m (740 ft) (230 meters (755 ft) to the pinnacle) 55 2003

მაგრამ ჩემი წერილის თემა ამ შენობის სირთულე და სიმაღლე არ არის.
ჩემი სათქმელი იმ ფილმში სულ 1-2 წუთში ითქვა.
და რა ითქვა:
1.ტაილანდიდან მექსიკაზე კადრის გადატანისას სულ ცოტა ხნით გაიელვა ცათამბრჯენებიანმა მეხიკომ. მართლაც ულამაზესი ცათამბრჯენების მთელი პანორამა იყო, ვერ გაარჩევდი ჩიკაგო იყო თუ მეხიკო
(ამით ითქვა რომ მეხიკო განვითარებული ქალაქია, მასში ახალი ლამაზი ცათამბრჯენებია).

2.მეხიკოს გადატვირთული ქუჩების ზემოდან თვალიერებისას ოპერატორმა მსხვილი პლანით აიღო სატვირთო მანქანა, რომლის ძარაზეც ბევრი მატრასი იდო, მატრასებზე კი შლაპიანი მექსიკელები (ალბათ მუშები) იყვნენ წამოგორებულები.
(ამით ის ითქვა რომ... იმეცადინეთ ბიძია, მექსიკელებო, იმეცადინეთ, რაც არ უნდა დაამსგავსოთ მეხიკოს სილუეტი ჩიკაგოსას, თქვენ ჩვენამდე ბეევრი გიკლიათ, ყველაზე ძნელად გამოსასწორებელი ხინჯი გაქვთ - უწესოები ხართ).



არქიტექტორმა თქვა ერთადერთი ადგილი, სადაც მინდა ვიყო მიწისძვრისას ეს ტორემაიორია, ის ყველაზე უსაფრთხოაო. სატვირთოს ძარაზე წამოპლაკულმა მუშებმა კი ეს აღტაცება მექსიკით აშკარად გაანელა. რეჟისორის სათქმელიც ეს იყო- აშენონ ჩვენმა არქიტექტორებმა სხვა ქვეყნებში ჩვენზე მაღალი სახლები, ჩვენი უპირატესობა, წესიერებაში უპირატესობა არ შემცირებულაო.


ჩვენი ქუჩა რას ამბობს, თუნდაც ერთი შეხედვით?
შეგიხედიათ ინდიფერენტული უცხოელის თვალით?

მე გეტყვით
ჩვენს ქუჩაში არ ისმის, მაგრამ დგას დედის გინება, შეურაცხყოფა, ღალატი, დაცინვა, კუდის ამოძუება, თავზე გადავლა, ფაფხური და უზრდელობა, გაუთავებელი შერჩენა და პატიება.
ოღონდ ჩვენი მანქანების ტრაექტორიებით გადმოცემული ჟესტების ენაზე.

Tuesday, November 3, 2009

Peter Gabriel

Peter Gabriel - Come Talk To Me

The Pretenders

The Pretenders

The Pretenders