Friday, April 30, 2010

შაბათის ფოტოკოლაჟი - შენც შეგიძლია

შაბათის ფოტოკოლაჟი - ეს შენც შეგიძლია
პ.ს, შაბათს არ ვიქნები სახლში, ამიტომ პარასკევს ვდებ.



Wednesday, April 28, 2010

მსოფლიოში ყველაზე მავნე ლეგენდა






ეს იცით ხო?
მშობლებმა ბრძენს რომ უთხრეს, ბავშვია აღზრდა გვინდა თქვენ მოგანდოთ და რა ასაკში მოგიყვანოთო.
რა ხნისაა თქვენი შვილიო
ჯერ ცხრა თვისააო
ოოოო! ცხრა თვე დაგიგვიანიათ აღზრდაო.

ეს მახვილგონივრული პასუხი ალბათ მთელმა მსოფლიომ იცის. ყოველ შემთხვევაში საქართველოში პოპულარულია.

და ამ ცოდნას საშინელი მწარე ეფექტი აქვს უამრავი პაწაწინა ადამიანის უმანკო ცხოვრებებში.

დაანებეთ ბავშვებს თავი

დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ!

ბავშვს აქვს უფლება იყოს უზრდელი 6 წლამდე, 5 წლის + 6 თვემდე მაინც.

ზრდილობას თქვენი საქციელის ანალოგიით ისედაც ისწავლის იმ სასკში, როცა მოეთხოვება.


ნუ აჩმორებთ და აწვალებთ ბავშვებს!
მ ო ე ფ ე რ ე თ, როცა ბრაზობს განსაკუთრებით მაშინ .

ვაა!




ეს ბავშვები კარგი ადამიანები გაიზრდებიან.

ერთი შეშინებულია, ხილის წვენი ძამიკოს (თუ დაიკოს) ტუჩებზე სისხლი ჰგონია და მიშველებას სთხოვს მამას.
მეორეს ჩარლის ნაკბენი თითი ტკივა, მაგრამ ცდილობს პატარა არ შეაშინოს.

Ferruccio Lamborghini


Lamborghini







Why did Lamborghini switch from making tractors to making sports cars?
Legend has it that if Enzo Ferrari had been a bit less arrogant, the name Lamborghini might still be associated mostly with tractors instead of with some of the world's finest sports cars. Lamborghini tractors and Ferrari sports cars used the same clutch, which had some quality issues. When Ferruccio Lamborghini, who was born on this date in 1916, approached Enzo Ferrari to discuss a possible solution to the problem, Ferrari told Lamborghini to stick to his tractors and leave sports car design to him. Lamborghini took the words as a challenge and went on to design some of the world's fastest and most expensive high-performance sports cars.
ერთ მშვენიერ დღეს ენცო ფერარის ტრაქტორების მწარმოებელი კაცი მიადგა და ჭკუის სწავლება დაუწყო.
შენი მანქანები ასე უფრო სწრაფები იქნებიანო. ენცომ არამკითხე მრჩეველს ურჩია ისევ ტრაქტორებისთვის მიეხედა.
მეტრაქტორემ კი, ფერუჩიო ლამბორჯინიმ, მიზნად დაისახა ფერარიზე უკეთესი მანქანის შექმნა.

მას შემდეგ ენცო ფერარის არაერთხელ მოუწია შეეფასებინა ფერუჩიოს ქმნილებები და ზოგჯერ საკუთარი ტუჩიც მოეკვნიტა.

ფერუჩიო ლამბორჯინი დღეის სწორს დაიბადა 1916 წელს.

Tuesday, April 27, 2010

სამუელ მორზე






მას შემდეგ, რაც მსოფლიო მობილურმა ტელეფონებმა და ინტერნეტმა დააპატარავა, რაც კომუნიკაცია და ახალი ამბების ფლობა რუტინად იქცა, ყველამ დავივიწყეთ ის მსოფლიო, რომელსაც ნატურალური ზომები ჰქონდა და მარათონის ომში მოგების დედაქალაქში შეტყობინებას სირბილით ილაჯგაწყვეტით ერთი ადამიანის სიკვდილი სჭირდებოდა. დავივიწყეთ ის მსოფლიო კვამლის სვეტებით მტრის მოახლოებას რომ აცნობებდა შემდეგ კოშკს, გაწვრთნილი საფოსტო მტრედები? ან საფოსტო დილიჟანსები? პროფესიებიც არსებობდა შიკრიკი, მალემსრბოლი, მაცნე.

პირველად სამყარო ამ კაცმა დააპატარავა.
სამუელ მორზე 1791 წელს დაიბადა დღეის სწორს მასაჩუსეტში.
გამოიგინა ტელეგრაფი (1832)და მორზეს ანბანი (1838). ორი გენიალური, მარტივი და გენიალური გამოგონება ერთი თავიდან.
მაგრამ, წარმოიდგინეთ, რა უსარგებლო იქნებოდა ტელეგრაფი 1882 დან 1838 წლამდე.
არადა "მარტივია" ხომ?
წერტილებისა და ტირეების კომბინაციით ანბანის შედგენა.
დღევანდელ ციფრულ სამყაროში მორზეს ანბანის ცოდნა ისევ მოეთხოვებათ ზღვაოსნებს.




Monday, April 26, 2010

ჩემი კრულვა რუსეთს #2 ჩემი ლანძღვა საქართველოს #1




კრულვა რუსეთს# 1 ში ძირითადად რუსეთის მსოფლიო როლზე ვილაპარაკე.
ახლა კი რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსთან მინდა შეგახსენოთ.

აღმოჩნდა რომ ჩვენც არ გვცნობია რუსეთი.
გაუთავებელი მოჯადოება განვითარებული, კულტურული და ჭკვიანი რუსეთით, ორი რუსეთით, რომლის ერთი და უკეთესი შემადგენელი არის რაფინირებული ინტელიგენცია, რომელიც საქართველოს ეტრფის და ელტვის პუშკინიდან მოყოლებული, და მეორე - უხეში სალდაფონურ-იმპერიული ჩექმა, რომელიც ბნელ მასაზე დგას და ხელისუფლების ბერკეტებს ცხვირწინ უტრიალებს საკუთარ ინტელიგენციასა და მთელ მსოფლიოს.

ჰოდა ეს პირველი, აღმატებული, განათლებული, ერის სინდისი და ღირსება რუსეთი არ არსებულა, ან ისეთი არ ყოფილა, როგორადაც თავს გვაჩვენებდა.
ისიც სალდაფონურ-იმპერიული ჩექმა ყოფილა, პენსნეთი შელამაზებული.
2008 წლის აგვისტოში, როცა მათმა ქვეყანამ ჩემი ქვეყნის ჯერ სამხედრო ანექსია აწაერმოა, და შემდეგ იურიდიულად დაიკანონა მიტაცებული ტერიტორიები, ბევრ მათგანს აღმოხდა ის რასაც ენას კბილდაჭერილი თურმე არ ამბობდა, თორემ გონებაში მტკიცედ სწამდა. მათ გაამჟღავნეს მათსავე ტვინებში მტკიცედ გამჯდარი აზრი, რომ საქართველოს ეს მიწა საქართველო არ არის.

ჟირინოვსკი დუჟმორეული ეჩხუბა დუმაში კომუნისტების ფრაქციას, ყველაფერი თქვენი ბრალია, რატომ შეიყვანეთ აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს შემადგენლობაშიო.

ეს კაცი ჩვენთვის საერთო რუსული ნაზრახის (ნაფიქრი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებით არ ცხადდება) შესატყობად თავისი წონა ოქროს ფასის მქონე საშუალებას წარმოადგენს, უნდა გავუფრთხილდეთ.

ხოდა ასეა, არ გთვლიდა ქვეყანად არც საბჭოთა კავშირის დროს, არც, მითუმეტეს ბოლო ჩვიდმეტი წელია.
და რატომ უნდა ჩაეთვალე სახელმწიფოდ?
სახელმწიფოები ეერთმანეთს მუდმივი, ისტორიული, გინდა თითქმის პრეისტორიული კანონით აფასებენ.

ეს კანონი კი ამბობს, იქ სხვა სახელმწიფოა, თუკი მისი ტერიტორიის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იქაური ადამიანები მზად არიან თავი გაწირონ.
ეს კანონი თავისი უძველესი, ყველაზე ბოროტი და უშეღავათო ფორმით აქვთ მიღებული რუსებს.

ისინი მაგალითნი არიან ამ კანონის შეუბღალავი დაცვისა, როგორც დამპყრობლივ, ასევე თავდაცვით ბრძოლებში.
წარბი არ შეუხრიათ ნაპოლეონის, ჰიტლერის, დუდაევის და თასი სხვა ისტორიული მტრის წინაშე. ვაჟკაცურად წირავდნენ თავს თავის სამშობლოს, თავის ტერიტორიას.
იბრძოდნენ ინდოეთში, ერზრუმში, ბერლინში, ალპებზე, ესპანეთში, ავღანეთში, აფხაზეთში, იბრძოდნენ და კვდებოდნენ იმდენი, რამდენიც საჭირო იყო.
მოსკოვს და რუსეთს ცრემლების არ ჯერა, სისხლის,მხოლიდ სისხლის.
და რადაც არ უნდა ყური მოგჭრათ, მსოფლიოსაც არ ჯერა ცრემლის, სისხლი უნდა ერიოს, სასურველია ბლომად.

2000 წელს ევროკომისიამ ამიერკავკასიაში მშვიდობის დამყარების ახალი სტრატეგიული გეგმა წარადგინა, სადაც ჩვენი სეპარატისტები და მთიანი კარაბახი აღიარებული უნდა ყოფილიყო მსოფლიოს მიერ და ყველა თავის ტყავში დატეულიყო.
მაშინ კულუარული სკანდალის შემდეგ ეს პროექტი არ გახმაურდა, ქვემოთ გადაინაცვლა პაპკების სვეტში.
ეს გეგმა არ გაჩნდებოდა საქართველოს 1992 წლის შემდეგ სისხლი რომ გაეღო. იმიტომ რომ ისდაღვრილი სისხლი სამართლიანი სისხლი იქნებოდა.

მაშ რატომ არ იპყრობს რუსეთი ყველა მეზობელს, რომელზეც ძალით აღმატებულია?

რატომ გაძლო საქართველომ 15 წელი დამოუკიდებლად საზღვრის, პოლიციის, ბიუჯეტის და ღირსების გარეშე?
ეს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ღირსეული ქვეყნების მიერ დადგენილი თამაშის წესია: გაერო, ეუთო, საჯაროობა, მასმედია, დემოკრატია.
მსოფლიომ ისწავლა რომ ყველაზე წარმატებული გზა საკუთარი განვითარებისათვის არის სხვა ღირსეული ქვეყნების პატივისცემა.
რუსეთმა იცის, რომ რეალური დამოუკიდებლობის მქონე მეზობელ ბალტიისპირეთს ისე ვერ ჩაყლაპავს, რომ მსოფლიოს თვალში სამუდამო სირცხვილი არ ჭამოს.
100 ლატვიელი რომ დარჩეს ცოცვხალი, რუსეთი მსოფლიოს თვალებს ვერ გაუსწორებს, ისეთ ერთიანობას, მიზანდასახულობას და ნებისყოფას გამოიჩენს ის 100 კაცი.
აი, ჩეჩნეთი კი არასდროს ყოფილა სახელმწიფო და მათი მოდრეკა რუსეთმა შეძლო, " ნა კალენი პერედ რასიეი" თქვა ნევზოროვმა თავის ტვგადაცემაში და აასრულა კიდევაც. ჩეჩნებმა ვერ შეძლეს მათ ბრძოლაში 20-ე საუკუნის საშუალებები იმდენი ეხმარათ, რომ ხარისხში გადაზრდილიყო. ეს განასხვავებს სახელმწიფოს ეროვნულ უმცირესობასთან. ჩეჩნეთი კი ეროვნულ უმცირესობად დარჩა მხოლოდ ფეოდალური მეთოდების ამარა. სახელმწიფო კი დისციპლინირებული თავგანწირვაზე დგას. დღესაც ასეა, არა მხოლოდ ფეოდალიზმში.
რუსეთ-საქართველოს ომმა დაადასტურა რომ გამოთქმა "ისტორია მორჩა", ანუ გეოპოლიტიკური ცვლილებები აღარ მოხდება, არასწორია. დედამიწაზე კიდევ ძლიერია მტაცებელი, რომელიც ხელსაყრელ მომენტს ელის.
არტივიაის ერთ გადაცემაში რუსი იმპერიელისტი თავის შეგრძნებებს იხსენებდა იმ დღეებისას, როცა საქართველო რუსეთს ჯერ კიდევ ვერ დაეჩოქებინა და ომი სამხრეთ ოსეთის სიღრმეში მიდიოდა. მან თქვა ქუჩაში დავდიოდი და ვფიქრობდიო "ჩტოჟე ბუდიძიტ როძინოი ი ს ნამი" ანუ საქართველოს გაერთიანება მისთვის საკუთარი როძინის დასცევა იყო. ასე მარტო მას არ უფიქრია, იმდენმა იფიქრა, რამდენის ქმედებები და ზოგიერთის თავგანწირვაც საკმარისი აღმოჩნდა საქართვველოს დასამარცხებლად.
პუტინი, მედვედევი პაიკები არიან დიდი რუსი ხალხის ხელში. ამ მასის შეკვეთს ყველა ლიდერი აასრულებდა.


დღეს კი ომის შემდეგ ყველაზე მძიმე ვერდიქტი მოვისმინე, უფრო სწორედ წავიკითხე: საქართველომ არ უნდა ჩაიყენოს თავი დავითის პოზიციაში გოლიათის წინაშე. ის ვერ მოუგებს გოლიათს.


ჩვენში ვერ დაინახეს დავითი. გვიყურესბენ მეორე წელია და ... მართალაც სად არის დავითი ჩვენში?
არ არის.
გავზრდით?
ჰა?

Sunday, April 25, 2010

ელა ფიჯერალდი




1918 წელს, დღეის სწორს ელა გაუჩნდათ ფიჯერალდებს. ალბათ მაშინ ვერ წარმოიდგენდნენ რომ ეს გოგონა მთელ მსოფლიოს შეცვლიდა. ცოტათი, მაგრამ უკეთესობისკენ.



Thursday, April 22, 2010

ჯეკ ნიკოლსონი

ჯეკ ნიკოლსონი, ჩემი რანჟირებით საუკეთესო (ე. ი. ყველაზე მაგარი) მსახიობი.

73 წლის გახდა







დღეს აღმოვაჩინე, რომ ნიკას ჯერ არ უნახავს (14 წლისაა) "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა". ერთად უნდა ვუყუროთ, მოსალოცი ვარ.

უკვდავი turritopsis nutricula



ეს არსება უკვდავი ყოფილა.
მედუზის სტადიიდან მშვიდობიანად გადადის მარჯნის სტადიაში და შემდეგ ისევ იბრუნებს მედუზის იერსახეს, და ასე დაუსრულებლად.

უკვდავობა კარგია, რატომაც არა, მაგრამ გინდა თუ არა ასეთი უკვდავობა?
მაგალითად ზურგზე კუ რომ ამოგეზარდოს, იქცე კუდ და შემდეგ 150 წლის შემდეგ იმ კუს მუცლიდან ისევ ჩვილი ამოეზარდო?

მაგრამ, შეკითხვაში უკვე შეცდომაა, ხომ?

მე თუ ზურგზე გამოზრდილი კუ გამიცოცხლდა და მე გამაქრო (თითქმის იგივე, რასაც აკეთებს ავადმყოფობა კიბო), ის კუ მე არ ვიქნები და არც კუსგან გამოზრდილი ჩვილი.

ანუ, უჯრედების უწყვეტი ცოცხალი ჯაჭვი თუ ძეწკვი თურმე ერთი სიცოცხლე არ ყოფილა.

მეც ხომ ვიყავი გამონაზარდი დედის მუცელში, ჩემი წინაპრებიც.
ჩემი წინაპრების ცოცხალ უჯრედებს არ შეუწყვეტიათ სიცოცხლე 600 მილიონი წელია. ერთდღიანი წყვეტაც რომ ყოფილიყო მე არ გავჩნდებოდი.
პრინციპში მეც უკვდავი ვარ, ჩემმა სიცოცხლის ძაფმა 3 ჯანმრთელ ბავშვში გააგრძელა არსებობა და ჰგიებს უკუნისამდე.
ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის იმ ვარსკვლავებზე წავიკითხე, როლებიც შვილებს არ აჩანენ. პრინციპულად არ უნდათ ცხოვრება გაიუბრალოონ ბავშვების მოვლით.
და რას ეტყვიან თავის წინაპრებს იმქვეყნად? დაგვეზარაო?


The turritopsis nutricula species of jellyfish may be the only animal in the world to have truly discovered the fountain of youth.

Since it is capable of cycling from a mature adult stage to an immature polyp stage and back again, there may be no natural limit to its life span. Scientists say the hydrozoan jellyfish is the only known animal that can repeatedly turn back the hands of time and revert to its polyp state (its first stage of life).

The key lies in a process called transdifferentiation, where one type of cell is transformed into another type of cell. Some animals can undergo limited transdifferentiation and regenerate organs, such as salamanders, which can regrow limbs. Turritopsi nutricula, on the other hand, can regenerate its entire body over and over again. Researchers are studying the jellyfish to discover how it is able to reverse its aging process.

Because they are able to bypass death, the number of individuals is spiking. They're now found in oceans around the globe rather than just in their native Caribbean waters. "We are looking at a worldwide silent invasion," says Dr. Maria Miglietta of the Smithsonian Tropical Marine Institute.

Bryan Nelson is a regular contributor to Mother Nature Network, where a version of this post originally appeared.

მცირე იუბილე მაქვს. 222-ე პოსტი რუბრიკაში "ვინიგრეტი"

Tuesday, April 20, 2010

B52


ამ სიმღერას ჰამოდენიმე წელია ვეძებ. არც სახელი მახსოვდა და არც შემსრულებელი.
ესეც ბონუსი


ეს კი განწყობის შესანარჩუნებლად

არიემის შაინი ჰეფი ფიფლ

Saturday, April 17, 2010

შენც შეგიძლია

მოდი დვორსკის მივბაძავ. მას შაბათის ზოოპარკი აქვს. მე შაბათობით ჩემს შეკრებილ "შენც შეგიძლია" ფოტოებს დავდებ. ოთხს ერთ ჯერზე.
ვნახოთ რა გამოვა.
დებიუტი:




ვატრერპოლო ანუ ვატერლოო

საერთოდ კარგიცაა ადამიანმა წიგნი იმაზე ადრე არ წაიკითხოს, ვიდრე მზად იქნება.
"ვატრერპოლო ანუ ვატერლოო" ორჯერ წავიკითხე. ბავშვობაში და ზრდასრულობაში. ბავშვობისა სჯობდა.

"სამოსელი პირველი" და "დევიდ კოპერფილდი" კი დიდობაში ხელმეორედ წაკითხული.

ვატერპოლო ანუ ვატერლოო ამ ვიდეომ გამახსენა (ჩიტუნელა ბიძია, ძვირფასო თაჰო).
თუკი ჯერ არ წაგიკითხავთ მოსალოცნი ხართ.


ამ ვიდეოს საუნდტრეკი ჩემი ფავორიტი კლიპიდან აუღიათ.

Friday, April 16, 2010

ჩარლი ჩაპლინი


გეძლევათ კურთხევა დღეს იხილოთ ჩარლი ჩაპლინის ერთი ფილმი.

მისი დაბადებისდღეა.
Born: 16 April 1889
Birthplace: London, England
Died: 25 December 1977
Best Known As: "The Little Tramp" of silent films




მაგალითად
Modern Times (1936),
Gold Rush (1925),
City Lights (1931),
ან
The Kid (1921)


იცოდით თუ არა, რომ ჩაპლინმა პაროდია ჰიტლერზე "დიდი დიქტატორი" 1940 წელს გადაიღო. ამერიკა მეორე მსოფლიო ომში მხოლოდ 3 წლის შემდეგ ჩაერთო.



ჩარლი ჩაპლინს ოსკარი მხოლოდ 1972 წელს არგუნეს, ამ ფილმის გაკეთებიდან 51 წლის შემდეგ.
ნახეთ ლინკი, როგორ უხარია და ილეთი ქუდით.

Thursday, April 15, 2010

Blind Guardian

ეს იმათ, ვისაც ჰგონია ღირსებისთვის მებრძოლი ხალხი ისტორიას ჩაბარდა.
და რომ რომ ევროპელები ვაჟკაცები არ არიან.
გერმანული ჯგუფის და ევროპელი ახალგაზრდა კაცების ინგლისურად, ე.ი. ყველას გასაგებად ნამღერი The Bard's Song.


youტუბზე ნაპოვნი კომენტარი ამ სიმღერაზე.
ConKallis @Nilephan666
hey mate, ill tell you one thing... if ill die someday, i wanna be born at those ages again.. i give anything, i know it was tough days, but men with courage and spirit took part to it, and thats what it matters... thats what i want to live.... 5 days ago




Free Song Lyrics | The Bard s Song In The Forest Live lyrics

Now you all know
The bards and their songs
When hours have gone by
I'll close my eyes
In a world far away
We may meet again
But now hear my song
About the dawn of the night
Let's sing the bards' song

Tomorrow will take us away
Far from home
No one will ever know our names
But the bards' songs will remain
Tomorrow will take it away
The fear of today
It will be gone
Due to our magic songs

There's only one song
Left in my mind
Tales of a brave man
Who lived far from here
Now the bard songs are over
And it's time to leave
No one should ask you for the name
Of the one
Who tells the story

Tomorrow will take us away
Far from home
No one will ever know our names
But the bards' songs will remain
Tomorrow all will be known
And you're not alone
So don't be afraid
In the dark and cold
'Cause the bards' songs will remain
They all will remain

In my thoughts and in my dreams
They're always in my mind
These songs of hobbits, dwarves and men
And elves
Come close your eyes
You can see them too

Wednesday, April 14, 2010

ლეხ კაჩინსკი შვეიკი თუ რემბო?

შვეიკი, შვეიკი! უკვე გაიფიქრეთ, ხომ?
შვეიკი ერთი უქნარა ეფრეიტორი იყო, თავისი წვრილმანი მიზნებით, კაჩინსკი კი პატრიოტი ვაჯკაცი.
"მე ჩემი ქვეყნის მეგობარ ქვეყანაში, ამ ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად გადავაადგილდებოდი იმ ადგილებში, სადაც რუსი ჯარისკაცი არ უნდა მდგარიყო სარკოზისთან შეთანხმების მიხედვით" ამის სათქმელად, უსამართლობის სამხილებლად გარისკა.








It is emerging that two different issues are at stake: firstly, who fired the shots and were the shots actually fired at President Saakashvili and President Kaczynski? And secondly, it has emerged that the security arrangments travelling with Pres. Kaczynski were woefully inadequate for a trip to what is, basically, still a war zone.

The convoy travelling with the two presidents was between 15 and 30 cars. Journalists, unusually, were placed near the front of the motorcade. Suspicious? The trip - to an area in South Ossetia, which was, unusually, was in control of Georgia before the short war in August but is now in Russian controlled hands - appears to have not been on President Kaczynski’s original itinerary: he was in Georgia to celebrate the fifth anniversary of the so-called Rose Revolution. But, sometime on the way to Georgia, or when he was actually there, he and Saakashvili decided to go and see if Russian troops had in fact withdrawn, as was in the plan the EU cooked up at the end of the shooting.

Well, Kaczynski found - you could say, Kaczynski has demonstrated - that Russia is still in control there.

Russia says the whole thing was cooked up by Saakashvili and Kaczynski to make Moscow look bad. Kaczynski and Saakashvili say that the whole thing was a provocation by Russia.

At a guess, the shots probably were by South Ossetian militia - but to what aim? They say that the convoy asked for permission to enter the area but this was refused. Some of the cars, regardless, started to enter. Maybe that was when the shots - warning shots - were fired?

That said, reports by journalists travelling with the two presidents say that at times security officials were nowhere near the car taking Kaczynski to a zone with a lot of guns in it. Whatever Kaczynski was up to he was being extremely reckless, as he was when he showed up with presidents of the Baltic states and Ukraine on the final day of the August conflict.

The Polish government has been trying to clam things down saying that the whole incident was not as serious as is being painted by the Presidential Palace and they have inferred that this is a very convenient way for president Kaczynski to scupper any re-start of talks between the EU and Russia to forge a wide ranging agreement on many issues - something that the Civic Platform led government supports.

Whatever - Kaczynski’s one man war with the Ruskis continues.


ეს სიტყვა უნდა ეთქვა კაჩინსკის კატინში. წაიკითხეთ.

Уважаемые представители Катынских семей!
Уважаемые господа!

В апреле 1940 года были убиты более 21 тысячи польских заключенных из лагерей и тюрем НКВД.
Этот акт геноцида был совершен по воле Сталина, по приказу высших советских властей. Чудовищной кульминацией союза Третьего рейха и СССР, пакта Молотова-Риббентропа и нападения на Польшу 17 сентября 1939 года стало катынское преступление.

Не только в лесах Катыни, но также в Твери, Харькове, в других известных и еще неизвестных местах казней были убиты граждане Второй Польской Республики – люди, составлявшие основу нашей государственности, непоколебимые в своей службе отчизне.
В то же самое время семьи убитых и тысячи жителей довоенных Кресов были высланы вглубь Советского Союза, их невыразимыми мучениями отмечен там путь польской Голгофы Востока.

Самой трагической остановкой на этом пути явилась Катынь.
Польские офицеры, священники, служащие, полицейские, сотрудники пограничной охраны, тюремные работники были уничтожены без процессов и приговоров. Они стали жертвами необъявленной войны. Их убийство было совершено с попранием прав и конвенций цивилизованного мира. Их достоинство – как солдат, поляков и людей – было растоптано. Рвы смерти должны были навсегда скрыть тела убитых и правду о преступлении. Мир должен был никогда этого не узнать. У семей жертв отняли право на публичный траур, на то, чтобы оплакать и достойно почтить память своих близких. Земля скрыла следы преступления, а ложь должна была стереть его из людской памяти.

Сокрытие правды о Катыни – последствие решения тех, кто привел к совершению этого преступления – стало частью фундамента политики коммунистов и послевоенной Польши: краеугольной ложью Польской Народной Республики.
Это было время, когда за память и правду о Катыни приходилось платить высокую цену. Но близкие убитых и другие смелые люди верно стояли за эту память, охраняли ее и передавали следующим поколениям поляков. Они пронесли ее через весь период коммунистического правления и доверили своим соотечественникам в свободной, независимой Польше. Поэтому всем им, а особенно Катынским семьям, мы обязаны выразить наше уважение и признательность. От имени Польской Республики я выражаю глубочайшую благодарность за то, что охраняя память о своих близких, вы сберегли столь важную сферу нашего польского сознания и идентичности.

Катынь стала болезненной раной польской истории и на долгие десятилетия отравила отношения между поляками и русскими.
Так сделаем же так, чтобы катынская рана могла наконец окончательно зажить и затянуться. Мы уже на верном пути. Мы, поляки, ценим то, что сделали в последние годы россияне. И этим путем, сблизившим наши народы, мы должны двигаться дальше, не останавливаясь и не отступая назад.

Все обстоятельства катынского преступления должны быть полностью изучены и расследованы.
Важно, чтобы на юридическом уровне была зафиксирована невиновность жертв, чтобы были открыты все документы, касающиеся этого преступления, чтобы катынская ложь навсегда исчезла из общественного пространства. Мы требуем этих действий, прежде всего, ради памяти жертв и уважения к страданиям их семей. Но мы требуем их и во имя общих ценностей, которые должны составлять фундамент доверия и партнерства меду соседними народами во всей Европе.

Воздадим же вместе дань памяти убитым и помолимся над и головами.
Хвала героям! Хвала их памяти!



ნოდარ ნათაძემ 1 წელი გაატარა ომში ტყე-ღრეში მაგრამ ეს მისთვის არავის ჩაუთვლია. იმიტომ რომ არ ჰქონდა თემურ წიკლაურის ან გია ყარყარაშვილი გარეგნობა. ირაკლი ოქრუაშვილს კი, ბორდელების აწიოკებისა და ერთი გორაკის დაკავების ბრძანების გაცემის გარდა არაფერი უვაჟკაცია, მაგრამ ტრაფარეტები ჩვენი ტვინის ხვეულების ქვეშ გინდა თუ არა გმირის ეპოლეტებს აკრავს ამ კაცს. არადა ჩვეულებრივი, ოფისის ადვიკატია, ადვოკატისვე მორალით.


ლეხ კაჩინსკი შვეიკი თუ რემბო?
ჩემი პასუხია რემბო, ოღონდ რემბო ნამდვილი არ იყო.


Whatever - Kaczynski’s one man war with the Ruskis continues.
უკვე ვეღარ.
მოკვდა. რუსეთის ბინძურ ისტორიას შეეწირა. მადლობა მას, როგორიც იყო.

Tuesday, April 13, 2010

გაბრიელ გარსია მარკესი ნიკო გომელაურს



The Puppet

If for a moment God would forget that I am a rag doll and give me a scrap of life, possibly I would not say everything that I think, but I would definitely think everything that I say.

I would value things not for how much they are worth but rather for what they mean.

I would sleep little, dream more. I know that for each minute that we close our eyes we lose sixty seconds of light.

I would walk when the others loiter; I would awaken when the others sleep.

I would listen when the others speak, and how I would enjoy a good chocolate ice cream.

If God would bestow on me a scrap of life, I would dress simply, I would throw myself flat under the sun, exposing not only my body but also my soul.

My God, if I had a heart, I would write my hatred on ice and wait for the sun to come out. With a dream of Van Gogh I would paint on the stars a poem by Benedetti, and a song by Serrat would be my serenade to the moon.

With my tears I would water the roses, to feel the pain of their thorns and the incarnated kiss of their petals...My God, if I only had a scrap of life...

I wouldn't let a single day go by without saying to people I love, that I love them.

I would convince each woman or man that they are my favourites and I would live in love with love.

I would prove to the men how mistaken they are in thinking that they no longer fall in love when they grow old--not knowing that they grow old when they stop falling in love. To a child I would give wings, but I would let him learn how to fly by himself. To the old I would teach that death comes not with old age but with forgetting. I have learned so much from you men....

I have learned that everybody wants to live at the top of the mountain without realizing that true happiness lies in the way we climb the slope.

I have learned that when a newborn first squeezes his father's finger in his tiny fist, he has caught him forever.

I have learned that a man only has the right to look down on another man when it is to help him to stand up. I have learned so many things from you, but in the end most of it will be no use because when they put me inside that suitcase, unfortunately I will be dying.

ქართულად
გაბრიელ გარსია მარკესმა ეს წერილი 1999 წელს დაწერა. ეს იყო დრო, როდესაც მისი ჯანმრთელობა პროგრესულად უარესდებოდა. ისმოდა ჭორ-მართალი რომ მარკესს კიბო აქვს.
ამ წერრილმა ჩვენემდე ალბათ ერთ წელიწადში მოაღწია. გაზეთში წავიკითხე. პირველი რაც მომინდა, ეს წერილი ამომეჭრა და ლამინირება გამეკეთებინა, რათა არ დამკარგვოდა და ხშირად წამეკითხა. გაზეთი სხვისი იყო, ჩემი ცხოვრება კი მოვალეობებს ჯაჭვში ჩართული და ეს გამზრახვა ვერ განვახორციელე.
მაშინ ვიცოდი, რომ მარკესი კიბოთი კვდება და ეს ბრძნული სიტყვები დამრჩენებს დაგიტოვა სახელმძღვანელოდ.
არადა ღმერთმა კარგად ამყოფოს და, დღეს ცოცხალიცაა და Aშემოქმედებითად აქტიურიც.
11 წელია გასული.

მას შემდეგ ბევრი ცნობილი ადამიანის განსაცდელად იქცა კიბო, და თითქმის ყველამ სასწაულებრივ გამარჯვებას მიაღწია:

ფრანსუა მიტერანი, ლენს არმსტრონგი, შონეიდ ო კონორი, კაილი მინოუგი, აგერ ჩვენს გვერდზე 20 წელი ებრძოდა კიბოს ვახუშტი კოტეტიშვილი და ჯერ კიდევ ებრძვის ჭაბუა ამირეჯიბი.



ნიკო გომელაურის კიბოს შესახებ იმედიანი პროგნოზები შევიქმენი, ახალგაზრდაა, მკურნალობს, ისიც გააჯანჯლებს ამ ბრძოლას ათწლეულები მეთქი.
გუშინ კონცერტზე ვერ გამოვიდა, ცუდად არისო გამოუცხადებიათ.
მოკვდა.
კიბო მოერია, ჩემი პროგნოზი არ გამართლდა.

მადლობა მარკესს, რომ ვიცი, რომ ნიკო გომელაურმა მისი წერილი წაიკითხა და გამოიყენა.
მადლობა ნიკო გომელაურს კარგი ლექსებისთვის, როლებისთვის და ... ბრძოლოსთვის.
სიცოცხლისთვის, კვალისთვის ბრძოლის ისტორიისთვის, რომელიც დარჩა.
დარჩა კვალიც და დარჩა ბრძოლის ამბავიც.



p.s. ნეტავ თუ იფიქრებდა რომ დიდუბის პანთეონში მოუნახავდნენ ადგილს. ალბათ ვერც წარმოედგინა. რომელიღაცა შოუში თავისი წარსული ნარკომანობის შესახებ რომ მოყვა, ალბათ არ წარმოედგინა რომ პანთეონი ეკუთვნოდა.
>

საკურას მებაღე

Cherry blossom festivals


Japan celebrates the entire season of the cherry blossoms. All over Japan festivals are held and include food and at night beautiful lanterns. An interesting fact concerning cherry blossoms:
According to a study, plants in urban areas have plants that bloom are blooming faster. From evidence at a cherry arboretum at Mt. Takao, early flowering of the cherry blossoms is happening due to the larger response to temperature variation (Primack, Higuchi, & Miller-Rushing, 2009).

Some locations of cherry blossom festivals include:
Yaedake Cherry Blossom Festival in Okinawa. This festival takes place from late January – mid February
Matsuyama Shiroyama Koen Cherry Blossom Festival in Matsuyama-city, Ehime. This festival takes place early April.
Matsue Jozan Koen Festival in Matsue-city, Shimane. This festival has a feature of illuminating the cherry blossom trees at night. This festival takes place late March-early April.
Tsuyama Kakuzan Koen Cherry Blossom Festival in Tsuyama-city, Okayama. Japanese tea ceremonies and music performers are held at these festivals. This festival is held early-mid April.
Takato Joshi Koen Cherry Blossom Festival in Takato-machi Ina-city, Nagano prefecture. The trees in this region have pink blossoms. This festival is held early April.
Takada Koen Cherry Blossom Festival in Joetsu-city, Niigata prefecture. This festival is held early-mid April.
Kitakami Tenshochi Cherry Blossom Festival in Kitakami-city, Iwate. This festival is held mid April-early May.
Hirosaki Cherry Blossom Festival held in Hirosaki Koen Hirosaki-city, Aomori prefecture. This festival is held late April-early May (Mishima, Cherry Blossom Festivals 2010).

ალუბლის აყავაების დღის ფესტივალი იაპონური ტრადიციული დღესასწაულია.
მას კონკრეტული განსაზღვრული თარიღი არ აქვს. ის აპრილის დასაწყისში იმართება იაპონიაში, ოკინავას ალუბლის ბაღებში იმ დღეს, როდესაც იქ ალუბალი პირველად აყავდება.

ზუსტ თარიღს მებაღე წინასწარ ამბობს. მებაღემ თავისი გუნმანით, გამოცდილებით, ამინდის პროგნოზისა და კვირტების სიყოჩაღის გათვალისწინებით წინასწარ უნდა დაასახელოს თარიღი, როდესაც ალუბლები აყავავდება. იმ დღეს ათიათასობით იაპონელი მოწყდება თავის რუტინულ რაციონალურ-ტექნოკრატიულ-დისციპლინირებულ ცხოვრებას და დღეს ალუბლის ბაღში გაატარებს.

შარშანწინ მებაღის დაძახილზე ლუბლის ბაღში ტრადიციისამებრ მისულ ათიათას იაპონელს ა აყვავებული ბაღი არ დახვდათ. მებაღემ ვერ გამოიცნო ხეების გაყვავების თარიღი. ხეები 3-4 დღის შემდეგ გაყვავდა. მაგრამ მათ გაყვავებას მებაღე ვეღარ მოესწრო. მან თავისი შეცდომის სასჯელად თავი მოიკლა.


ეს კი ალუბლის ფესტივალია ამერიკაში, ჯეფერსონის მემორიალთან (თომას ჯეფერსონი 1743 წელს დღეის სწორს დაიბადა). იაპონური დღესასწაულის გაამერიკულებას საფუძველი 1912 წლიდან ჩაეყარა, როდესაც იაპონელებმა (Yukio_Ozaki) ამერიკას საკურას ნერგები აჩუქეს.


Monday, April 12, 2010

ჰერბი ჰენკოკი,მონსერატ კაბალიე,გაი ბერიმენი

დღს ჰერბი ჰენკოკი 70 წლის გახდა.










მონსერატ კაბალიესაც გაბადების დღე აქვს.



და ქოლდფლეის ბასისტ
გაი ბერიმენსაც

Friday, April 9, 2010

1731 წელს, 9 აპრილს




1731 წელს, 9 აპრილს ბრიტანული ფლოტის შეპყრობილ სკიპერ რობერტ ჯენკინსს ესპანეთის არმადის სასაზღვრო ხომალდის ეკიპაჟმა ყური მოაჭრა. 1738 წელს ჯენკინსმა წარადგინა თავისი ყური ბრიტანელთა პოლიტ ელიტის შეხვედრაზე. გადაწყდა ომით დაებრუნებინათ შელახული ღირსება.
გაჩაღდა ბრიტანეთ-ესპანეთის მორიგი ომი, რომელიც ისტორიაში ჯენკინსის ყურის ომის სახელითაა შესული.
Who cut off Robert Jenkins' ear, precipitating the War of Jenkins' Ear?
Robert Jenkins, skipper of the British ship Rebecca, claimed that Spanish coast guards cut off his ear during a skirmish on this date in 1731. In a meeting before the House of Commons in 1738, Jenkins was said to have showed off his preserved severed ear, inciting growing hostility between Britain and Spain over Spain's brutal attempts to stop Britain from illicit trading in the Spanish Caribbean. Prime minister Robert Walpole reluctantly declared war on Spain. It was called the War of Jenkins' Ear.

Thursday, April 8, 2010

გმირები წაგებული ქვეყნიდან

ომი დღეს?
აქვს თუ არა ნაპოვნი ცივილიზაციას ალტერნატივა?

დეკლარირება-დემონსტრირების დონეზე ომი ბნელი ისტორიის გადმონაშთია და თანამედროვე მსოფლიოში არ უნდა ხდებოდეს.
გულში რას ფიქრობენ?

რა შემთხვევაში არის დაშვებული ომში ჩართვა?
რა შემთხვევაში შეიძლება არ იომო?
რა შემთხვევაში ხარ იძულებული იომო?

ეს შეკითხვები ყველა ღირსეული ქვეყნის წინაშე დგას.
ისინი გაცილებით მეტს ფიქრობენ ომზე, ზრუნავენ მომავალ შესაძლო ომზე, ხარჯავენ უზარმაზარ ბიუჯეტს სამხედრო წარმოებაზე, შეიარაღებასა და პირად შემაგდენლობაზე.


ეს დღეს ხდება, ხვალაც მოხდება. ღირსეულ ქვეყნებს თავგანწირული ადამიანები ეყოლებათ.



















ვინ მოგვატყუა რომ ჩვენ დაულაგებლებსა და ჯერ ნახევრად დაბადებულებს უომრად გვეკუთვნის ის რასაც დალაგებულ, ავტორიტეტიან კულტურებს უომრად არ აძლევენ?

გუშინ ჩვენი ბიჭები ავღანეთში წავიდნენ.
ღმერთმა ყველა მშვიდობით დააბრუნოს. ისინი სასიკვდილო რისკზე მიდიან, მათგან თუნდაც ერთერთის სიცოცხლე უფრო მეტი ღირს საქართველოსთვის, ვიდრე ჩემს ახლომახლო 1992 წელს გუმისთა-ახალშენის ნაპირზე დახოცილი 28 ქართველისა, რომელთაც 29-ე მე, სრულიად შემთხვევით არ მივემატე.