Tuesday, August 31, 2010

მინდა ერთი კინოსცენარი ავხონხლო.


როგორც ყოველთვის, ჩემი თემა ახლაც მოცლილთათვისაა, თქვენ როგორც ვხედავ გეჩქარებათ, ნუღარ გააგრძელებთ კითხვას, დროს დაკარგავთ.


აი თქვენ კი,, თქვენ მოიხედეთ აქეთ.
თითები მოადუნეთ, თვალები კი ჭყიტეთ.

მოკლედ, სინოფსისებს (სცენარის მონახაზებს) ვაცხობ, მაგრამ სცენარად გარდაქმნის ნიჭი ანუ ტექსტის ხორცშესხმის ნიჭი არ მაქვს, თუ ხართ ნიჭიერი დაწერეთ, თანაავტორები ვიქნებით.





მინდა თქვენი თანამონაწილეობით ერთი კინოსცენარი ავხონხლო.
თქვენ გაქვთ ის ნება და პოზიცია.

თანაავტორად/თანავტორებად გიწვევთ. წერა არ გეზარებათ, ფანტაზიაც გაქვთ და აჰა თქვენ თამაშის წესები.
ხო, ჩათვალეთ ჩემი სინოფსისი (მოკლე სცენარი) თამაშად.



და დაიწყოო..













სინოფსისი # 1



(ჯერ პირობითი სახელი.. ც
კი არა აქვს).









გარემო:


ადამიანები ცხოვრობენ 120 წელს, აქედან 50 წელი იზრდებიან როგორც ფიზიკურად, ასევე ინტელექტუალურად.

ზრდასრული ადამიანები 2,5 მეტრი არიან და ძალიან ჭკვიანები. (აქ წარმოიდგინეთ კინოფილმი კემერონის ავატარის ვიზუალური შესაძლებლობებით).



მსოფლიო ცივილიზაცია მორგებულია ამ სიტუაციას: შენობები,
ავეჯი, ავტომობილები, სპორტული ღონისძიებები, ტელეგადაცემები, გასართობი ადგილები, საავადმყოფოები ორი სტანდარტისაა.

გოლიათი უფროსები გაცილებით აღემატებიან დღევანდელ ზრდასრულ ადამიანებს და ქმნიან დღევანდელთათვის შეუძლებელ საზოგადოებას, უფრო განვითარებულ საზოგადოებას.


გოლიათები არასდროს ჩხუბობენ სერიოზულად, თუ იჩხუბებენ თამაშის ელემენტებით ირონიით რომ პატარებს ემსგავსებიან.


დიდები დინჯად საუბრობენ, დილით ადრე დგებიან, მზის ამოსვლასთან ერთად, ადრე იძინებენ. დედამიწაზე არსებობს ერთეული ქალაქები
ხოლოდ დიდებისთვის და ქალაქები
ხოლოდ პატარებისთვის (დღევანდელი), მაგრამ. ძირითადი დასახლებები შერეულია.

დიდები ძირითადად უსმენენ სევდიან ნელ მუსიკას

პასაჟი: პატარა ( დღევანდელი დიდი ) დიდების სახლშია სტუმრად- ავეჯი, ფანჯრები, უნიტაზი, კარის სახელურები, კიბეები ბინის დარეთ. (იმის საჩვენებლად თუ როგორი მოუხერხებელია დღევანდი სახლი დღევანდლი ბავშვისთვის).

აჩენენ 3-4 შვილს 5-10 წლის ინტერვალით.

კალათბურთი ორი ლიგა, დღევანდელი და გოლიათების.

მანქანები 3 სტანდარტის: დღევანდელკ, გოლიათებისა და უნივერსალური (მძღოლისვის სკამ- საჭე ტრანსფორმირდება.).

ბებერი გიგანტები

დიდი სასაფლაოები. დასაწყისისთვის კარგია- ჩვეულებრივები დიდ სასაფლაოზე არიან და ჩვეულებრივ ქალაქში ბრუნდებიან.


რელიგია სიმბოლურ რიტუალური გავლენის. თუმცა არსებობენ გოლიათი რელიგიური პირებიც.


თამაშობენ სამ და ოთხ გვერდიან ჭადრაკებს (სამკუთხედს სამი მონაწილით, ხუთკუთხედს ხუთი მონაწილით) გასართობადაც და სპორტადაც. მათი ყველაზე პრესტიჟული სპორტი რაგბი და კიორლინგია, ოღონდ 100 მ. მანძილზე.
ალკოჰოლს ღებულობენ საღამოობით და ცოტას.

ხელით, დაზგით აკეთებენ რთულ რაღაცეებს ხისგან, რთული მექანიკა გასართობად.


ბებრები პარკებში სხედან და მსჯელობენ

ქალაქში არის ფორუმი ძველი ამფითეატრის მსგავსი სადაც ადამიანები ზომის მიუხედავად მიდიან და
მსჯელობენ
. ინტერნეტფორუმის ელემენტებით, ანუ მონაწილეებს ტრიბუნის მსგავსად წინ აქვთ ეკრანი რომელზეც მათი ავატარი ჩანს. ზოგი მონაწილე ფიზიკურად იქ არ არის
მხოლოდ ავატარი ჩანს.
ფორუმს აქვს ტელეგადაცემა და მასში ფორუმის დაიჯესტი გადის თავისი " სკანდალური" ეპიზოდებით.
ხალხი მრავალფეროვნებას მშვიდად აღიქვამს.
პოლიციას ზომის მიუხედავად ერთი ძალა-გაჭრა აქვს.
უფროსებმა იციან რომ პატარებზე ჭკვიანები არიან,
მაგრამ თვითონვე აქვთ ტაბუ ამ თემაზე ლაპარაკზე.
ტელევიზია, გადაცემები, ფილმები არის სპეციალიზებულიც და უნიფიცირებულიც, რომელსაც მოინდომებ.

სკოლები და უნივერსიტეტებიც არის ცალკე დღევანდელი, ცალკე მხოლოდ დიდი მასწავლებლებით, პრესტიჟული.

ჯარში ქვეითი, ავიაცია, მესაზღვრე, ტანკისტი მხოლოდ პატარებია.
გენერალიტეტი,
კავშირგაბმულობა, არტილერია- რაკეტები, მხოლოდ დიდები.




ქვეთემები: საზოგადოების განვითარება
თაობათა ბრძოლა- დაძაბულობები
გარდამავალი ასაკი დღევანდელ დიდებსა და გოლიათებს შორის
სითბო ( მოფერება ჩახუტება) მშობლებისგან დღევანდელ ზრდასრულებს
აღსარებისთვის გოლიათტან მისვლა
ჭკუის მოკითხვა გოლიათთან

მოსამართლე და პროკურორი მხოლოდ დიდი უნდა იყოს, ადვოკატი შეიძლება იყოს დღევანდელი ზომის ასაკის

ნება და ცოდნა პოლიტიკაში, საერ თაშორისო პოლიტიკაში
ნება იმდენად იშვიათია, რომ პოლიტიკაში ახალგაზრდებიც დაიშვებიან, ოღონდ თუკი ახალგაზრდა საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, დიდები სპეციალურის ტესტ- გამოკითხვით გებულობენ ამ კანდიდატის ნება რამდენად გულწრფელია და თავის მინიჭებულ ქულას ხდიან საჯაროს. ამ მონაცემს ითვალისწინებს ყველა კატეგორიის ამომრჩევლი არჩევნებისას.

ექსპერტები საპრეზიდენტო კანდიდატს წინასაარჩევნოდ ფერს ანიჭებენ მწვანე თანხმობაა, წითელი უარყოფა, ყვითელი ეჭვი.

პრეზიდენტს ჰყავს მრჩეველები, რომლებიც მხოლოდ დიდები არიან.






ამ გარემოში შეიძლება გაკეთდეს ფილმი, მულტფილმი, მულტსერიალი სიმპსონების ანალოგიით.


თუმცა ჯერ როგორც ხედავთ არასრული ჩონჩხია.


ხორცი და ძვლებიც თქვენზეა.


იქნებ საინტერესო რამ გამოვიდეს.
ქვეტექსტები, სათქმელი, არსი და შინაარსი შეიძლება მოიცავდეს
1. საზოგადოების განვითარებას
2. პოლიტიკას.
3. ტოლერანტობა- ერთობა
4.პედაგოგიკა.
და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სუბიექტურ-სასიყვარულო-სამეგობრო-სიალალე-გოთვერნობაში გადახლართული რელატიონშიფ ისტორიიაზე ასხმული.







(ავანტიურისტი-იდეალისტი ვარ ამ თემას რომ ვხსნი და რაღაცის (თქვენი ?) იმედი რომ მაქვს)
და მაინც ..
დაუკა...

Saturday, August 28, 2010

მარგებელი ჭირი


ანუ რატომ გამიხარდა რუსების მიერ აფხაზეთში S-300ის განთავსება
 



დეილ კარნეგის ერთერთი წესია "უნდა ისწავლო საკუთარი მინუსების პლიუსად გადაქცევა" 
ჩვენ ომი კიდევ ერთხელ ზედიზედ მეექვსედ წავაგეთ, წაგებულები ვართ, ჩვენს მიწას და ეროვნულ უმცირესობებს თათი ამჯერად არა სეპარატისტულმა მთავრობებმა, არამედ აღიარებულმა ზესახელმწიფო რუსეთმა დაადო. 
შეუძლებელია მას მიწა ომით მოუგო. 
1990-სი თავისით წავიდა, უფრო სწორედ განაცხადა წავედიო, თორემ სინამდვილეში 2007 წლამდე იყო ცალკეული სამხედრო ბაზების 2008 მდე კი მშვიდობისმყოფელთა სახით. დღეს ის აღიარებული ოკუპანტია. ნაწილობრივად მაინც აღიარებული. თუმცა თავისივე ლეგენდით , თითქოს მას მიზნად სააკაშვილის კლანჭებისგან თავისი მეგობრების , აფხაზებისა და ოსების დახსნა ჰქონოდეს მიზნად, შეზღუდულია. 
მას შემდეგ რაც საქართველომ ომის დროს თავისი ჯარი გადამალა, სამხედროები სპორტული ფორმებით სახლში გაუშვა და განაცხადა რომ შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე უარს ამბობს, რუსეთს აღარ დარჩა საშუალება თბილისის მთავრობა   თბილისში რუსული  კომენდანტის საათის პირობებში დაესვა.
ის უფრთხილდება თავის სტატუსს, გაეროს საბჭოს მუდმივი წევრია, მეორე მსკფლიო ომის მომგები და ფაშიზმის მძლეველია, ევროპისა და შემდეგ სსრკს დემოკრატიული ღირებულებების აღიარებით გამშვები, გამათავისუფლებელი. 

მისი მიზანია მსოფლიოს თვალში მეგობრები ( აფხაზები და ოსები) დაიცვას, ხოლო სტრატეგიულად მნიშვნელოვან საქართველოში საკუთარი მთავრობა პოლიტიკური ილეთებით დასვას. 
ომის შემდეგ მის  გეგმას წარმატებამდე ბევრი არ უკლდა 2009 წლის საპროტესტო აქციებმა საქართველოს ხელისჯფლების 3 თვიანი ბლოკადა გამოიწვია, თუმცა ამჯერად რუსეთისა და ოპოზიციისათვის უშედეგოდ დასრულდა. 
რუსეთის ყულაბაშია ასევე ქართული პოლიტიკის ორი ყველაზე წონიანი სივი ბიოგრაფიის მქონე ფიგურის ბურჯანაძისა და ნოღაიდელის უპირობო თანხმობა დაიკავოს საქართველოს პრეზიდენტის სავარძელი და იმეგობროს რუსეთთან (ტუნდაც შუალედში პატარა სისხლიანი ომის შემდეგ, ყველაფერი მაინც მანიაკ სააკაშვილს დაბრალდება). 
თუმცა მერის არჩევნების შემდეგ ეგ სცენარიც აღარ გაამართლებს. რუსული თეზა " სააკაშვილი ვეძ ნიკტო ნი ლუბით" ძალას და არგუმენტებს კარგავს. 

მაშ ასე, 
ომის შემდეგ ორივე მხარე შებოჭილები ვართ: 
საქართველო ვერ მოიპოვებს გამარჯვებას ომით
რუსეთი ვერ შემოვა თბილისში ომით. 

საქართველო ომში დამარცხებული და შერცხვენილია. 

რუსეთი გამარჯვებულია ის ახალ მიწებს ფლობს და მასზე რამდენსაც მოისურვებს იმდენ რაკეტას განათავსებს და ბაზას ააშენებს, ამას სიამოვნებით, ნება ნება ეტაპობრივად აკეთებს კიდევაც.  ერთ მხრივ სიამოვნებს ქართულ ჭრილობაზე მარისის ახალ ახალი პორციების მოყრა, მეორე მხრივ ქართულ  შესაძლო სამხედრო რევანშს სულ უფრო სასაცილო ფინალს უმზადებს, ოცნებობს მოვლენათა სამხედრო გაგრძელებაზე. 

მაგრამ რისეთი ტლანქია. მას ავიწყდება რომ ზოგჯერ რაოდენობახადისხში გადადის. კერძოდ ესეს300 შეიარაღებისის დაოდენობაა, რომელიც საქართველოს საკუთარი მიწის შეიარაღებული დაცვის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. 

ბოლო ომი წაგებულია და სამომავლო ომი გადაფიქრებულია. 




ამ ბოლო ფრაზაში მხოლოდ ბოლო სამი სიტყვაა ახალი - სამომავლო ომი გადაფიქრებულია. 

თითქმის 17 წელია სხვა ფრაზა ეკიდა ჰაერში - ბოლო ომი წაგებულია შემდეგი ომი მოსაგებია. 
   ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიცხოვრეთ ამ ფრაზით. შემდეგი ომი მოსაგებია ჩვენს ქცევას დაღს ასვამდა. ჩვენი გენეტიკურად დეტერმინირებული აფექტურობა, ემოციურობა, შემდეგი ომი მოსაგებია და ამ სტატუსის წლების განმავლობაში პერსისტირება საშინელ მგრგვინავ ნარევს, დესტრუქციულ ასოციალურ კომპოტს ქმნიდა. 
სწორედ ეს შეუსრულებელი პასუხისმგებლობა გვიბიძგებდა დაგვერღვია ქუჩაში მოძრაობის წესები, რათა საკუთარი თავისა და სხვისთვის დაგემტკიცებინა, რომ ომისთვის მზად ხარ, რომ შეგწევს ძალა მოუგო ტერიტორია სხვა მანქანას, ქვეითს, შეგიძლია გარისკო შენი და სხვისი სიცოცხლე და "გაიმარჯვო". 

ბიჭებო, ძმებო, მამებო და ბაბუებო, S-300 გათავისუფლებთ ამ ქუჩური საომრად მზადყოფნის დემონსტრირებისაგან. 
პიანო, პიანო. 
თქვენი ფრონტი, ჩვენი ფრონტი არსად გამქრალა, ოღონდ გადაიტანეს, ის სხვაგანაა. არც ქუჩაშია, არც რიგშია (სადაც 3 კაციან რიგშიც შეგეძლოთ წინ გაძვრომა), არც თქვენ წარმოიდგინეთ და   წვერიახოსა და ოჩამჩირეშია. ის სხვაგანაა. 


და ასე იქნება შემდეგი 10 წლეული. 
იმედია ერთ-ორ წელში ვიპოვით მას, ფრონტს, რომელზეც ომის გარეშე უნდა მოვიგოთ. ოღონდ ომისაგან განსხვავებით იმ ფრონტზე ერთი კანონი უნდა დავიცვათ - ამჯერად მერფის კანონი - თუ ყველა არ მოინდომებს ვერავინ მიიღებს.   






 

ჩვენ პირველები არ ვართ ვინც ეს უნდა გააკეთოს.  დამარცხებული გერმანია და დამარცხებული იაპონია ჩვენი მეგაორიენტირი უნდა იყოს.  ეს ქვეყნებიც ხომ მხოლოდ მას შემდეგ გახდნენ ზესახელმწიფოები, რაც მილიტარისტული აქტივობები აეკრძალათ. 
ისევე როგორც პატრიოტი გერმანელები და იაპონელები დაფიქრდნენ თუ როგორ უნდა ამოეთრიათ ქვეყანა წაგებულობის სამარცხვინო ორმოდან, თანაც ომისა და სამხედრო რევანშის თეორიული შანსის გარეშე, იფიქრეს და თავისი ინტელექტუალური წარმოება გახადეს ფრონტის ხაზად.  ჩვენც, მას შემდეგ რაც გავისიგრძეგანებთ რომ რუსეთს ომით ვერ გამოვგლიჯავთ წართმეულ საქართველოს, ფრონტის ხაზი ინტელექტუალურ წარმოებაზე, ახალი, წესიერი, განვითარებული საზოგადოების შექმნაზე და ჩვენს მფლობელობაში არსებული საქართველოს ყოველი  გოჯის მოვლაზე და ათვისებაზე უნდა გადავიტანოთ.
ჩემი ფრონტი დღეს უწესობა, უცოდინრობა, კონსერვატიზმი, სიზარმაცე, თვითკმაყოფილება, ზოოლოგიური ოპტიმიზმი, ქსენო ნოვო ფობია და კატეგორიულობაა. 
დღეს ასეა და ვინც ამ ფრონტზე ჩემი მოწინააღმდეგეა, ჩდმთვის ისეთივე მტერია, როგორც სეპარატისტი. 

ხოლო აფხაზი და ოსი სეპარატისტი (და არა ოკუპანტი თუნდაც აფხაზი და ოსი სინამდვილეში რუსი ოკუპანტი) ჩემი აუდიტორიაა, რომლის კეთილგანწყობა ჩემთვის 10 ჯერ უფრო ღირებულია ვიდრე ქართველის კეთილგანწყობა ჩემდამი.

ამიტომ მთელი ეს მსჯელობა და ემოცია ამიეროდან პრაქტიკაში, ცხოვრებაში გადამაქვს. 
როგორ? 
გინებით. დიახ, ვაგინებ და მზად ვარ ვიჩხუბო მტერთან. რათა ჩხუბით გადმოვიბირო. 
დღეიდან გინებას ვაყენებ წესიერების სამსახურში. 
ყველა უწესოს ვაგინებ. 
გადაეცით უწესოს თქვენს გარშემო, რომ შეგინებული მყავს.            

Thursday, August 26, 2010

სეზონთა ცვლა ლოდის გარშემო

ჯეკ ლონდონის საფლავი
Jack London






Jack London,
Born January 12, 1876
San Francisco, California
United States
Died November 22, 1916 (aged 40)
Glen Ellen, California
United States




ჩვეულებრივი საფლავი, ყველაზე გავრცელებული, ისეთი როგორიც ჰქონდა ყველაზე მეტ ადამიანს კაცობრიობის ისტორიაში.

მას შემდეგ რაც გარდაცვლილების სულთა შიში დასჩემდათ ადამიანებს პალეოლითის ერაში და საფლავებს ლოდები დააფარეს, რათა მკვდარი ცუდი ზრახვებით არ დაბრუნებულიყო ამქვეყნად.

თუმცა ჯეკ ლონდონმა ისინი მოატყუა, საფლავში სულის გარეშე მოახერხა ჩაძვრომა. სული კი მილიონობით გამმრავლებად კლონად აქცია და ფურცლებში ჩაასახლა.

ის 1916-ში მოკვდა, ვაჟა 1915-ში.
შეეშვით ვაჟას საფლავს, დაიხავსოს.

Thursday, August 12, 2010

Dire Straits



"I heard my uncle Kingsley playing boogie woogie on the piano when I was about eight or nine, and I thought that those three chords were the most magnificent things in the world—still do."


As a teenager, Knopfler’s father tried to encourage his musical interest by giving him a Fender electric guitar. Unfortunately, his father didn’t know he also needed an amplifier to play it. Instead of crushing his dad’s excitement, Knopfler attempted to amplify the guitar through his family’s radio, completely destroying it.

Knopfler left home to attend journalism school at the age of 17


After graduating from college, Knopfler moved to London to pursue a career in music. A struggling musician, he moved into a room that had no heat and slept on an ambulance stretcher instead of a bed. Finally, he decided to get a job teaching English part-time at Loughton College for a more stable income, and he worked there until 1977. During this time, he met bass player John Illsley, who worked at a lumber yard. The two formed what became Dire Straits with Knopfler’s brother David on rhythm guitar and Pick Withers on drums.




ებრაელმა არქიტექტორმა კნოფლერმა თავისი ოჯახი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნგრეთიდან ბრიტანეთში გადაასახლა. ალბათ გამარჯვებული კომუნისტები და რუსები მისთვის არანაკლები ჭირი იყო ვიდრე ფაშიზმი.
გლაზგოში მათ ბიჭი გაუჩნდათ - მარკი, მერე დევიდი.

მარკს ბიძა პატარაობაში ბუგი-ვუგის უკრავდა ხოლმე პიანინოზე, მერე, დიდი ხნის შემდეგ მარკმა თქვა რომ სწორედ იმ ბუგი ვოგით მოჯადოვდა ბავშვობაში და ახლაც ჯადოსნურად თვლის ამ 3 მარტივ აკორდს, მსოფლიო აღიარების მქონე მუსიკოსის სახელის მქონეც.

მოზარდობისას მამამ ელექტრო გიტარა უყიდა, გიტარის ამპლიფერი კი აღარ, ალბათ ზედმეტ ფუფუნებად ჩაუთვალა. მარკმა ამპლიფერად ოჯახის რადიო გამოიყენა და გადაწვა.


შემდეგ კი იყო სახლიდან 17 წლის ასაკში უცნობ ქალაქ ლონდონში სასწავლად წასვლა, ცივ, უავეჯო ოთახში სამედიცინო საკაცეზე ძილი.

იყო სიღარიბე, წინააღმდეგობები, და... ამბიციური კრეატიული ჭია - ეს მსოფლიო შეეცვალა უკეთესობისკენ საკუთარი მუსიკით.

დაიერ სტრეიტს - საშინელი მდგომარეობა, ზუსტად შეესაბამებოდა იმ ჯგუფს სახელად, რომელიც მარკმა თავისი მეგობრებისა და უმცროსი ძმა დევიდის მონაწილეობით შექმნა.

ასეთი ჯგუფები მაშიმნ 1978 წელს, ინგლისში სამ საკოლეჯო კლასზე ერთი მოდიოდა ალბათ , მაგრამ მარკს ჰქონდა ლოკომოტივი საკუთარი სიმღერა Sultans of Swing.


დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. მარკის მოთხოვნები საკუთარი ჯგუფის მიმართ კი იმდენად მაღალი, რომ მან თავისი ძმა დევიდი დაითხოვა და მის ადგილზე სხვა მოიყვანა. ვირტუოზი. ისევე როგორც ყველა სხვა წევრი ამ ჯგუფისა.


თუ ჯერ არ იცით დაიერ სტრეიტსი და მარკ კნოფლერი, მოსალოცნი ყოფილხართ.


დაუთმეთ მათ დღევანდელი დღე იუთუბის Dire Straits MIX-ით და, კიდევ ერთი თვე ოდესმე ცხოვრებაში რათა ამ ჯგუფში თქვენთვის შენახული სიამოვნება მიიღოთ.
Alchemy: Dire Straits Live, Warner Bros. Records, 1984.
Brothers in Arms, Warner Bros. Records, 1985.
Money for Nothing, Warner Bros. Records, 1988.

ღირს.



მადლობა მარკის ბიძას ჯადოსნური ბუგი ვუგისთვის.

Sunday, August 8, 2010

კაცებში მათ, ვისი ასაკიც ორმოზე იწყება


კაცებში მათ, ვისი ასაკიც ორმოზე იწყება.

ჩვიდმეტწლიანმა პერმანენტურმა ქვეშეცნეული მოლიდინის რეჟიმმა "მე ველოდები ერთ დასტვდნას, რომ ხელში იარაღი ავიღო და საქართველოს გასაერთიანებლად ვიბრძოლო" უშედეგოდ ჩაიარა.

ომი მოხდა.
ომი იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა რომ ... თავგანწირული ნაბიჯების გადადგმა ვერ მოვასწარით.
ჩვენს ნაცვლად თავი კი სოფლელმა პატარა ომისუნახავმა ბიჭებმა გასწირეს.
თბილისს ომი ისევე შეგვეხო, როგორც მოდელირებული 40 წუთიანი ქრონიკა.
და რა ვისწავლეთ? შემდეგი ომი ისევ სოფლელი ბიჭების და სოფლელი კაცების გადასაგორებელი უნდა გახდეს?
რა შეგვიძლია რომ ასე არ მოხდეს?

Friday, August 6, 2010

ალაქსანდრე ფლემინგი.


იანი არა, ალექსანდრე.
იანი, ჯეიმს ბონდის ავტორი, დღეს უფრო მეტს ახსოვს ვიდრე ალექსანდრე.
არადა..



კაცობრიობის ისტორიაში უამრავი პიროვნებაა, რომელთა შესახებაც შეგიძლია მეტ-ნაკლები სიზუსტით დაასახელო, თუ რამდენი ათასი, ასიათასი თუ მილიონი ადამიანი მოკვდა იმიტომ, რომ ისინი (ეს ისტორიული ფიგურები) დაიბადნენ.

მსოფლიო ისტორიაში ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელზეც შეგიძლია თქვა, რომ ამ ქვეყნად მილიონობით ადამიანი გადაურჩა სიკვდილს, დატოვა შთამომავლობა და შედეგად დღეს მსოფლიო ასეთი დაგვიტოვა და არა უარესი, იმიტომ რომ ის ადამიანი დაიბადა და ასეთი ცხოვრებით იცხოვრა.

ალაქსანდრე ფლემინგი.

პენიცილინის გამომგონებელი, აღმომჩენი და დამნერგავი, ანტიბიოტიკების (წამალთა კლასის) აღმომჩენი.

გავრცელებული დოღრიალა ვერსიის მიხედვით, ფლემინგმა პენიცილინი შემთხვევით აღმოაჩინა, როდესაც შენიშნა, რომ სტაფილოკოკებიან პეტრის ფინჯანზე, რომელიც შემთხვევით დაისვარა ობით, სტაფილოკოკის კულტურა არ გაიზარდა არ გამრავლდა(1929).


არადა, რამდენად კანონზომიერი იყო, რომ ანტიბიოტიკი აღმოეჩინა სწორედ იმ ადამიანს, რომელიც მთელი პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში მთელ სამედიცინო სამყაროს აუმხედრდა, და მაშინ ჭრილობების სამკურნალოდ ფართოდ გამოყენებული ანტისეპტიკები არაეფექტურობაში და მავნეობაში ამხილა.


ეს დიდი გმირობა იყო და .. სრულიად გააზრებული.

ანტისეპტიკები შლიდნენ როგორც დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს, ასევე არღვევდნენ ორგანიზმის მიერ ჩირქის საწინააღმდეგოს გადმოსროლილ ლეიკოციტებს, თრგუნავდნენ სასარგებლო ფაგოციტოზს, რის გამოც ადამიანი ინფექციის მსხვერპლი ხდებოდა.

მარადონას გოლი ღმერთის ხელს არ გაუტანია.
აი ფლემინგის პეტრის ფინჯანი კი მართლა ღმერთმა დასვარა ობით, რათა ამ უმნიშვნელო მოვლენიდან გენიოსს მსოფლიო მნიშვნელობის დასკვნა გამოეტანა.