Thursday, May 24, 2012

ველოტური


10–17 მაისი.

  ქუთაისი– ფოთი– ბათუმი– ხულო– ახალციხე– ახალქალაქი– წალკა– თბილისი

მონაწილეები:

ჰოლანდიელები: 40 ადამიანი, რომელთაგან ახალგაზრდა მხოლოდ 2-3- ს ეთქმის, უმეტესობა შუა ასაკში და ხანდაზმულია, ავტობუსში ადგილს რომ დაუთმობ.  კაცები ქალებს ცოტათი აჭარბებენ, ვთქვათ 25: 15.  ალკოჰოლი აიკრძალეს და არცერთს დაულევია.  სიგარეტს ჩუმად ეწეოდა ერთადერთი ქალი.  მხნეები, ხმაურიანები და ყოჩაღები აღმოჩნდნენ.  ამტანები, პრინციპულები და კარგი ველომრბოლელები.
ქართველები – ვეტერანი და მოყვარული ბელოსიპედისტები – ალბათ 30 კაცი ( არცერთი ველომრბოლელი ქალი).
მე –  ექიმი მანქანაში ორი სამედიცინო ზურგჩანთით.  რომლის შემადგენლობაც საკმარისი არ აღმოჩნდა მონაწილეთა ყოჩაღად ყოფნისთვის, რის გამოც სამ სხვადასხვა ქალაქში შევიძინე წამლები.





მე კოლონას უკან მივდევდი მანქანით, სასწრაფს ლენდ კრუიზერით, და უკანა ჯგუფი, ანუ შედარებით ნაკლებ ამტანებს  კარგად ვცნობ - მათგან მხოლოდ სამია ჰოლანდიელი, დანარჩენი ჩვენები.



 ჩემთვის ახალი გეოგრაფიული პუნქტები/ დესტინეიშენები:
 მახუნცეთი ხულომდე, ბათუმიდან სადღაც 35 კმ–ში, ულამაზესი  ჩანჩქერით.
უნდა იკითხო, გზიდან არ ჩანს.

ხულო (ბათუმიდან ალბათ 100 კმ)  ხულო– თაგო საბაგიროთი, ფანტასტიშ.
გოდერძის უღელტეხილზე აჭარული სოფლები
რაბათი ახალციხეში



პაციენტები:

ჯუმბერ ლეჟავას მარჯვენა ხელის ცერი აქვს მოტეხილი.  ბათუმამდე არ დაუწუწუნია, ბათუმში ვახშმის წინ ცალყბად ჩემომჩივლა რაღაც მტკივა და გამისივდა ეს თითიო. სასწრაფოდ წავიყვანეთ საავადმყოფოში.  სახსარშიდა მოტეხილობაა რათული. საოპერაციოა, პირველ რიგში კი თაბაშირია დასადები.   ველორბოლის შეწყვეტაზე კატეგორიული უარი თქვა ექიმს თხოვს ისეთ პოზიციაში დაუფიქსიროს ხელი, რომ ველოსიპედის მართვა შეძლოს.     შემდეგი საავადმყოფო - ახალციხე იქ განმეორებით კეთდება თაბაშირი, წინა გაცვეთილია, ჯუმბერი და ექიმი ახალ კონსტრუქციას პოულობენ თაბაშირისთვის, პრგრამა მინიმუმის შესასრულებლად - საჭის ჩაჭიდება და მუხრუჭისთვის ორი თითის მაინც მოძრაობის უნარის შენარჩუნება, იმავე მხარეს ველოსიპედს სიჩქარეების გადამრთველი აქვს, მაგრამ სიჩქარეების გადართვა ამ ხელით შეუძლებელია, თუმც უკვე შეეჩვია, მეოთხე დღეა სიჩქარეები მეორე ხელით რთავს, ამაზე ეხარჯება დრო, კარგავს სიჩქარეს, მაგრამ ახერხებს ტურის გაგრძელებას, მესამე თაბაშირი წაკლაში ახალ საავადმყოფოში. კმაყოფილია იმით,რომ საჭის ჩაჭიდების მიზანს თაბაშირის  ეს ახალი ფორმა უფრო მიუახლოვდა.  ტკივილგამაყუჩებლებს არ ღებულობს. სამაგიეროდ ჩვენი რეაბილიტოლოგი მასაჟისტები მისთვის საჩუქარია, პირველივე დღიდან აწუხებს ფეხის კუნთი, რომელზადაც   მასაჟი ყოვდლ დღე უკეთდება.
კიდევ პაციენტები:
5-6 წვრილმანი საქმე რომ გამოვტოვო,  დამრჩება სამი  სტუმარი საშინელი დიარეით.  ერთერთზე გადასხმა დამჭირდა. მხოლოდ მკურნალობის მესამე დღეს შეძლო ველორბოლაში მონაწილეობის გაგრძელება.  სამივეს  ჩემი ფულით ვუყიდე ენტეროლი და ლოპერამიდი.  ერთერთს, ყველაზე შეწუხებულს (რომლისთვისაც გადასხმა მომიწია) სანდრა გულშემატკივრობს, მისი ამბის მოკითხვისას ორჯერ სახელითაც მომმართა,  ბოლო კეთილია, მაგრამ ეს კეთილი ბოლო იგვიანებს და ცოტათი ნევროზულ სიტუაციას ქმნის. პაციენტი ჩემს მკურნალობას ჰოლანდიაში უთანხმებს ცოლს, ანტიბიოტიკიც დასჭირდა, ციპრო ვუყიდე და მხოლოდ მას შემდეგ დალია, რაც ჰოლანდიაში შეათანხმა. მანამდე მე ვთავაზობდი,დაველაპარაკები შენს ექიმს  ავუხსნი მეთქი, გაეხარდა, მაგრამ აღარ  დამალაპარაკა.
საბოლოოდ პაციენტებს ვიმეგობრებ, ხმაურიანი დემონსტრაციული პატივისცემის გამომხატველი მისალმებით მხვდებიან.  რისთვისაც ჭირდება ველოტურს ექიმი - ტრავმების სამკურნალოდ, მხოლოდ ჯუმბერ ლეჟავაა. და ერთი ჰოლანდიელი, რომელსაც გადაყვლეფილი ხელის გამო ( აჭარაში წაიქცა)  ანტიტეტანური ვაქცინაცია დასჭირდა და 72 სთ გათვალისწინებით თანხმობა მხოლოდ ახალქალაქში მოგვცა.  ახალქალაქში საავადმყოფოში დაგვხვდა მთავარი ექიმი ნორიკა და ქირურგი რომლის სახელი არ ვიცი.  სომხური კონიაკი დაგვალევინეს, უცხოელმაც მოწრუპა, აკრძალვის მიუხედავად, კარგი კონიაკი იყო.

ახალციხე.
რაბათი ახალციხეში.  რაბათი სუფთასისხლის თურქული ძეგლი არაა, მას საძირკველში ბევრი ქართული ურევია, მაგრამ ძირითადად თურქულია.  დიდი ტერიტორია დიდი გალავნით და შიგნით დიდი მეჩეთი ნახევარსფეროსებრი გჯმბათით, მიუხედავი და მიმალული. ასეთი მახსოვს მე რაბათი, შარშან ვნახე სულ რაღაც.  ამხელა მასშტაბის ისტორიული ძეგლის მიჩქმალვას ერთი მიზეზი აქვს. აღარავის აწყობს დღეს ახალხალაქში თურქული დომინირების პერიოდის აფიშირება.  სააკაშვილი მოულოდნელ გზას პოულობს - აღადგინოს რაბათი,  ოღონდ იმდენად გადატვირთოს ახალი ნაგებობებით ( კოშკები, გალავნები, შიდა ტერიტორიაზე  ძვირიანი სასტუმროები, ელიტარული მაღაზიები, რესტორნები) რომ ამ ძეგლს ისტორიული მნიშვნელობა შეებღალება, სამაგიეროდ გაჩნდება გიგანტური ტურისტული კომპლექსი აშკარა თურქული ესთეტიკით.  საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვა, ალადინის სამეფო, ოღონდ ქართველების აშენებული.   ახალციხეში დღეს მუსულმანები თითქმის აღარ არიან.  აი, ასეთია სააკაშვილი. ერთ მხრივ მიაფრურთხა და გააბანძა თურქული არქიტექტურის ნიმუში, მეორე მხრივ ქალაქში ქრისტიანული მოსახლეობით ( ქართველდბი და სომხები) მთავარ მიმზიდველ მარგალიტად თურქული კომპლექსი აქცია.  მე ვერ გავბედავდი. ვერ გავუბედავდი ვერც თურქეთს და ვერც საქართველოს.
ჩვენი სასტუმრო "პრესტიჟის" პატრონი სამველა 2008–ში მერის მოადგილე იყო, 2008–ში მე გავაგზავნე აქედან ( ახალციხიდან) ტრაქტორები, რომ გოდერძის უღელტეხილი გაგვეხსნაო, ამ გზიდან გადმოვიდა მერე ძალიან ბევრი ბათუმიდან თბილისში მომავალიო. სამველამ მოახერხა ის, რაც ვერ მოვახერხეთ ჩვენ ქართველებმა  1992ის სექტემბერში, ჭუბერი ვერ გავხსენით. ორი ტრაქტორი ვერ გავაგზავნეთ კოდორში.


ახალქალაქი 
 ახალქალაქი უუშნოესი ქალაქი იყო, რომელზეც ედიკას დროს პერიოდულად სომხურ დროშას კიდებდნენ, ქართულ წარწერას პრინციპულად არ აჭაჭანებდნენ და ქართულად პრინციპულად ან სულაც ქართულის უცოდინრობის გამო არ გიპასუხებდნენ.  უუშნოესი იყო იმით, რომ იყო სოფელი + 6 ხრუშჩოვკა+ ერთი მუნიციპალური დიდი შენობა ამ ხრუშოვკების პერპენდიკულარულად. ასფალტს ეკავა ქალაქისთვის კუთვნილის 20%, ხოლო რასაც მოასფალტებული ერქვა, მხოლოდ 70% - ით იყო მოასფალტებული.  ხალხი იყო  გაბრაზებულ- დაბღვერილი, ერთი კვირის გაუპარსავი.  ახალი ახალქალაქი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, შინაარსითაა შეცვლილი.  გასუფთავებული ცენტრი, ახალი ასფალტი, წამლად ერთი ციფრული შუქნიშანიც დგას, გაბრდღვიალებული საერთოქართული ვისოლი, რომპეტროლი და ავერსი, ქართული წარწერა თითქმის ყველა მაღაზიაზე ( სომხურის რა რუსულის გვერდით, რა თქმა უნდა) ლუდი "ზედაზენის" რეკლამა ხელით დახატული,  სახლები ( ის ხრუშოვკები) შეღებილი,  ხალხი მოწესრიგებული, გაპარსული, იგრძნობა, რომ სტუმრებს ხვდებიან, მომღიმარე და ბედნიერი სახეების მიღწევამდე ბევრი გვიკლია ქართველებსაც და სომხებსაც, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა.  პეიბოქსი  ვკითხე, არ დამზარდნენ გაარკვიეს და მიპასუხეს, ნუ რუსულად მაგრამ კეთილგანწყობით. ჩინურ მაღაზიაში პა უსტავუ ერთი ადგილობრივი იყო და ერთი ჩინელი, რომელიც მეორე ეტაპზე შემოდის საქმეში - ჯერ სომეხმა გაიგო რა მაინტერესებდა და შემდეგ ჩინელი ჩაერთო საქონლის  შეთავაზებებში.  მშვენივრად ჭუკჭუკებდნენ ერთმანეთში სომხურად, ისევე როგორც ხაშურის ჩინურ მაღაზიაში ქართულად.  დავუბრუნდეთ ქალაქს, ახალქალაქს.  პერიფერიას ( ანუ ქალაქის 80%) ცვლილებები არ შეხებია, ისევ გრუნტის გზები, ახალმშენებლობები ფაქტიურად არ არის. ალბათ დენი მიეწოდებათ კარგად ძველი დროისგან განსხვავებით.  გზა ახალქალაქამდე 6 საათიანი იყო თბილისიდან. ახლა  თბილისიდან ნინოწმინდამდე ( ბოგდანოვკა) კარგი ახალი გზაა, ნინოწმინდიდან ახალქალაქამდე ისევ ძველია, მაგრამ საბოლოოდ ახალქალაქიდან თბილისამდე გზას ნახევარი დრო სჭირდება, ვიდრე ჭირდებოდა.  ახალქალაქის სასიკეთო ცვლილების აპოფეოზი იყო რაჭული ცეკვა, ეხლა რომაა მოდაში " მიდი ბიჭო გიორგუნა "  ბავშვების ფოლკლორუკი ჯგუფი იყო სომხური ტანსაცმლით და მართალია ფონოგრამით, მაგრამ იცეკვეს კარგად, რთული ცეკვაა რომ იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სალაღობოა შინაარსით.  მაგრამ როგორ იცეკვეს მეორეხარისხოვანია, მთავარია რომ იცეკვეს ქართული. და არ დავუკარგავ – კარგად იცეკვეს.

 7 წლის წინ ამავე მოედანზე, იმ ქალაქში, რომელიც აღგიწერეთ პრეზიდენტს ვახლდი მის პირველ ვიზიტზე ახალქალაქში.  მაშინ ბავშვები სომხური ცეკვით დაგვხვდნენ, მიშა შუაში ჩაუდგა და მათთან ერთად იცეკვა ერთი წუთი.  მე მოედნის  უკან ვიდექი, ზუსტად იმ ერთი კვირის გაუპარსავ დაბღვერილ ხალხში. ამ ქალაქის ახალი ცხოვრება მაშინ იმ წამს დაიწყო, როცა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს, გაიღიმეს და მუჟლუგუნები მისცხრს  - " ფრეზიდენტ აა", იშვერდნენ ხელს მიშასკენ. მიშამ იმ დღეს ტალახიანი ახალქალაქი  ფეხით შემოიარა, მთელი ქალაქი აეკიდა.    დღეს ეს ქალაქი სხვაა. რჩება ძნელ ქალაქად, საქართველოს სახელმწიფოს გამოწვევა ქალაქად.  სომხებმა მიიღეს აღიარება, რომ სომხური ქალაქია, ოღონდ მიიღეს რომ ეს ქალაქი საქართველოშია. ყველა კუთხეში სომეხი მოღვაწის ძეგლი დგას, ოღონდ ყველა მაღაზიაზე ქართული წარწერაცაა.  (ახალქალაქს თურქულ მანქანათა კოლონა სერავს და ხშირად თურქი მძღოლები  სწორედ ამ ქალაქში ათევენ ღამეს ) .  




 წალკა
სუფთა სასტუმრო, რომლის არსებობა ეჭვქვეშ მედგა მთელი ველოტურის მანძილზე. სვანების რესტორანი "რიჰე"  ბერძნული ეკლესია წალკაში, არისტოტელეს ბიუსტი მთავარ ქუჩაზე.ახალი საავადმყოფო – ჰოლანდიელი და ჯუმბერ ლეჟავა მყავდა მიყვანილი.

წალკა – თბილისი
ყველაზე ცუდი ასფალტის საფარი მთელს მარშრუტზე ( ხულო–გოდერძის უღელტეხილი– ადიგენს თუ არ ჩავთვლით) წყნეთშია.

თბილისი
ყველაზე ნაკლები ხალხი ჩვენს დასახვედრად გამოსული, ყველაზე ნაკლები.

 

Saturday, May 19, 2012

ჯეიმსისა და ნენეს გასაუბრება





  ვისია მსოფლიო?
ნენემ (ქალებმა) პასუხი ჯეიმსს (კაცებს) 30 წლის დაგვიანებით გასცა.


 ჯეიმსმა 1966 წელს თქვა.

 This is a man's world This is a man's world But it wouldn't be nothing Nothing without a woman or a girl You see man made the car To take us over the road Man made the train To carry the heavy load Man made the electric light To take as out of the dark Man made the boat for the water Like Noah made the ark This is a man's man's man's world But it wouldn't be nothing Nothing without a woman or a girl Man thinks about the little betty baby girl And the baby boys Man makes them happy Cause man made them toys And after man made everyhing Everything he can You know that man makes money To buy from other men This is a man's world But it wouldn't be nothing Nothing not one little thing Without a woman or a girl He's lost in the wilderness He's lost in bitterness




 ნენემ 1996 წელს უპასუხა.


 You gotta be fortunate You gotta be lucky now I was just sitting here Thinking good and bad But I'm the kinda woman That was built to last They tried erasing me But they couldn't wipe out my past To save my child I'd rather go hungry I got all of Ethiopia Inside of me And my blood flows Through every man In this godless land That delivered me I've cried so many tears even the blind can see Chorus: This is a woman's world. This is my world. This is a woman's world For this man's girl. There ain't a woman in this world, Not a woman or a little girl, That can't deliver love In a man's world. I've born and I've bread. I've cleaned and I've fed. And for my healing wits I've been called a witch. I've crackled in the fire And been called a liar. I've died so many times I'm only just coming to life. Chorus My blood flows Through every man and every child In this godless land That delivered me I cried so many tears even the blind can see

Wednesday, May 9, 2012

ეპიკური "მამა"

ეპიკური სიმღერაა.

სევდა არ შეესაბამება ამას,
 არც არავინ იცის ოღონდ, რა გრძნობა უნდა შეუსაბამოს.


გამოშვებიდან 20 წლის შემდეგაც.

პირველად 1986 წელს მოვისმინე ბათუმის ინტურისტის ბარში.

მაშინ ეს ადგილი ერთერთი იყო ორ ჯადოსნურ ადგილს შორის საქართველოს ტერიტორიაზე.
 მეორე "აპრა" იყო სოხუმის ნავსადგომში.
ორივეგან ჩვენთვის დიდი თავლებით სანახავი კლიპებს აჩვენებდნენ. მუსიკა, კოქტეილი, კაპიტალისტური ფილმებში ნანახი დიზაინი სრულ ტრანსში გაგდებდა, რომ უცხოეთში, "დამპალი კაპიტალიზმის " საოცნებო ტერიტორიაზე იყავი.

ხოდა ამ ბათუმის ინტურისტის ბარში ეს სიმღერა...

დავიზაფრე.
ვერ გავიგე, მომეწონა, მაგრამ მაინც შევწუხდი.
მაშინ ყველაფერს ერთ პრიზმაში ვატარებდი, დაანგრევს თუ არა საბჭოთა კავშირს?
დარწმუნებული ვიყავი, რომ "რემბო", პრინცის  ფერფელ რეინ, პინკ ფლოიდის ვოლი, ვებერის ჯიზუს ქრაისტ სუპერსტარი სსრკს ანგრევდნენ.
ისინი ჩემი თანამებრძოლები და ჯიგრები იყვნენ.

 აი გენეზისის ამ სიმღერას ვერ მოვუძებნე ადგილი.
არადა მომეწონა.

მე მგონი ამ სიმღერამ მე კი არა, თვით ბრიტანეთიც დააბნია.



ტექსტია ძაან ძნელი.


I can't see you, mama.
But I can hardly wait
oh To touch and to feel you, mama
Oh, I just can't keep away
In the heat and the steam of the city
Ooh, it's got me running and I just can't brake
So say you'll help me, mama
'Cause it's getting so hard, ooh

Now I can't keep you, mama
But I know you're always there
You listen, you teach me, mama
And I know inside you care
So get down, down here beside me
Ooh, you ain't going nowhere
No, I won't hurt you, mama
But it's getting so hard, ooh

Ha ha ha, ha ha ha, awh
Ha ha ha, ha ha ha, awh

Can't you see me here, mama,
Mama, mama, mama, please?
Can't you feel my heart?
Can't you feel my heart?
Can't you feel my heart, ooh?
Now listen to me, mama
Mama, mama
You're taking away my last chance
Don't take it away !
Can't you feel my heart?

ha ha ha,ha ha ha awh

It's hot, too hot for me, mama
But I can hardly wait
My eyes, they're burning, mama
And I can feel my body shake
Don't stop! Don't stop me, mama
Ooh, make the pain, make it go away, hey
No, I won't hurt you, mama
But it's getting so hard, ooh

Now I can't see you, mama
But I know you're always there
You taunt, you tease me, mama
But I never, never, never can keep away
It's the heat and the steam of the city
Ooh, got me running and I just can't brake
So stay, don't leave me, mama
'Cause it's getting so hard, ooh

Don't go, no no don't go
No no no, don't go...
ha ha ha
dont go
ha ha ha awh
no dont let me go
dont go


კომენტები წავიკითხე და...

ერთნი ამბობენ, დაუბადებელი ბავშვის სათქმელია აბორტზე წამსვლელი დედისადმიო, მეორემ მე დავკარგე დედა 13 წლის ასაკში და ჩემი ტკივილის შესახებააო

მესამემ ტინეიჯერისა და ბებერი ბოზის ურთიერთობას ეხებაო.

მოკლედ, სრული გაურკვევლობაა, არადა ტექსტია, ქვას ხეთქავს ემოციებით.

ვკითხოთ ფილს, ჯერ ხომ ცოცხალია.





ტექსტი პათეტიკურია, მაგრამ ფილის ეს ეშმაკეული ჰაჰჰჰჰ!  2:10დან 
სრულიად ატრიალებს ტექსტის შინაარსს.
მე მგონი დედაზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო წამლადაა მოგონილი.
ამ სიმღერას შეეძლო , და იქნებ ასეც მოიქცა, დედასთან იმპრიტინგის ჯაჭვებისგან ეხსნა ბრიტანეთის მოსახლეობა.
იქნებ ამიტომაცაა ეპიკური. 

Monday, May 7, 2012

2 დინამოს სტადიონი ნათესავები

ათი თაობის შემდეგ, სადღაც 2220 წელს,  ჩემს შთამომავლებს წინაპართა მეათე  თაობაში, (ანუ დღევანდელ ცოცხლებში) 2048 ადამიანი ეყოლებათ.

ანუ მე დავუმოყვრდები 2047 ადამიანს, რომელიც დღეს საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, და წარმოდგენაც არ აქვს, რომ მე მისი პოტენციური ნათესავი ვარ.
მოიცა,
მე ხომ სამი შვილი მყავს. ანუ სამჯერ მეტი, 6143 დღევანდელი ადამიანი დავნათესავდებით 23 საუკუნებმდე.
ოც თაობაში კი დღევანდელ ცოცხალთაგან  131.072 ადამიანთან დამანათესავებს ერთი შვილი.
სამივე კი 392.216–თან.
მეოცე  თაობის შთამომავალი კი სადღაც 25–ე საუკუნეში  გამიჩნდება.

სად ხარ 392.216 უცნობო დასანათესავებოელო, ჩვენ  ხომ 6,5 (ექვსნახევარი) დინამოს სტადიონის გავსება შეგვიძლია (თუ თითოეული 60.000 კაცს იტევს).



და..


სად ხართ  ჩემო ნათესავებო ჩემი წინაპრების  წინა ოცი თაობიდან?
 131.072 სგან    131.000 –ს არ გიცნობთ.
2 გადავსებულ დინამოს სტადიონ ნათესავებს არ ვიცნობ.

შენც ჩემ დღეში ხარ.



მეომარი ერი

.  ჩვენ გვასწავლეს რომ მეომარი ერი ვართ, ამ ნიშნით არათუ მეზობლებს აღვემატებით, არამედ მსოფლიოშიც ერთერთი საუკეთესონი ვართ.  5 ჯერ ზედიზედ წაგებული ომის შემდეგ ეჭვი გაგვიჩნდა, ვართ კი მეომარი ერი, კარგი მეომარი ერი?  ან რითი აღვემატებით სხვებს? თუნდაც მეზობლებს?  არც არაფრით - მათაც ომებში შეინარჩუნეს თავისი ქვეყნის კონტური და მოსახლეობა და ჩვენც.  ჩვენ მათი გმირული ომების შესახებ არ ვიცით, იმათ კი ვთხოვთ რომ ჩვენი იცოდნენ.  არადა არც მათ იციან. რატომ უნდა იცოდნენ, რითი შევიდა ჩვენი ბრძოლისუნარიანობა მსოფლიო ისტორიაში?  საკუთარი მიწის 80%_ ის შენარჩუნებით.  ჩამოვრჩებით ამ პარამეტრით ბევრს.  უმჯობესია თვითშეფასების  ეს საეჭვო პოსტულატი შევცვალოთ.  მოვიქცეთ ისევე, როგორც მოიქცნენ ჩვენზე ბრძოლისუნარიანი და ჩვენსავით წაგებული დიდი ერები:  გერმანელები, იტალიელები, ფრანგები ( სამადლოდ გათავისუფლებულები), იაპონელები, კორეელები.


 მათ მებრძოლის იმიჯს უკან ამოფარებას და გულზე ხელების ბრაგუნს საფუძვლიანად მიანებეს თავი და საკუთარი თავისგან ახალი ეროვნული იმიჯი შექმნეს - მშენებელი, მწარმოებელი, წესიერი, პატიოსანი მწარმოებელი, ხარისხიანი მშენებელი.

  მებრძოლ ერად ყოფნის სიამაყის კომპენსაცია წესიერ ერად ყოფნის სიამაყეობით ძნელი აღმოჩნდა,
 საჭირო გახდა: ძალიან წესიერება, ძალიან ხარისხიანი მშენებელობა, ძალიან სანდო მწარმოებლობა.  და მათ ეს შეძლეს.  მოიპოვეს მთელი დანარჩენი მსოფლიოს ნდობა, პატივისცემა და ... ფულები, რომელსაც ეს მთელი დანარჩენი მსოფლიო უხდით მათ სანდო და ხარისხიანი მანქანებისთვის.  ჩვენ ვერ შევქმენით იმპერია, ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ წინაპართა დანატოვარიც, მომავალში კი ისევ მებრძოლი ერის არაღიარებული სტატუსით გვინდა რომ ვიცხოვროთ.  არ გამოგვივა, 8 საუკუნეა გასული ჩვენი ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ.

მივბაძოთ   წაგებულ იმპერიებს,

დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ  ცოტათი მაინც უფრო მაგრები ვართ  ვიდრე საშუალოსტატისტიკური  დედამიწელი ერი.



ძნელია, ხანგრძლივია, უმადურ საქმეს ჰგავს, მაგრამ წარმატებისკენ მივყავართ, კარგი პრეცედენტები გვაქვს წაგებული ქვეყნების ნებისყოფიანი რევანშისა, ვიყოთ ჩვენც ნებისყოფიანი რევანშისტები.

ჩემსობას


ჩემსობას
ეს სასაცილო სიტყვა აღნიშნავს დროს, როცა მოსაუბრე აწ უკვე წარსულში მყოფი სტატუსის მქონე იყო, საუბრის თემა კი იმ, განვლილი პერიოდის შესახებაა.

 ჩემსობას- როცა მე სკოლის მოსწავლე ვიყავი ჩემსობას - როცა მე სტუდენტი ვიყავი ჩემსობას- როცა მე იქ ვმუშაობდი ჩემსობას - როცა მე იქ ვისვენებდი

 აი ჩემსობას, როცა მე პენსიონერი ვიყავიო, ვეღარ იტყვის მოხუცი, იმიტომ რომ პენსიონერობის სტატუსი მას ისევ ექნება.

ანდა იტყვის, ოღონდ იქ, იმქვეყნად.


მოდი ეს დროში შეზღუდული ჩემსობასები გავაერთიანოთ და პენსიონერსაც გადავუჯოკროთ  -ჩემსობას - ჩემს ცხოვრებაში.  ჩემსობას, მივმართოთ შთამომავლებს.


 თანაც მოსაყოლი ბევრი გვაქვს, ჩვენსობას, ვინც ახლა ვართ შუა ასაკში ხომ უამრავი მოსაყოლი რამ მოხდა.  მოხდა ისეთი, რომელმაც მანამდე არსებული ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა ახალი, განვითარებული და კონფორტული  ან სულაც გართულებული და დაძაბული ცხოვრებისკენ.


მაშ ასე,  შთამომავალნო, თქვენს  ურიცხვ წინაპრებში ერთერთის ( ერთი თაობის) ცხოვრებაში მოხდა ეს ცვლილებები.  ჩემსობას:  მელნიანი კალმები შეიცვალა ბურთულიანი პასტებით,  მოკვდა პროფესია - პასტის დამტენი, მოკვდა ნივთები- ფაიფურის სამელნე და მისი ჩასადები მოქსოვილი ბუდე გამოჩნდა ფერადი ტელევიზორი, თხილამურების პლასტმასის ბათინკები, ახალი თხილამჯრები თავისი ამუნიციით მანქანებმა ინდივიდუალური მხატვრულისგან მიიღეს უნიფიცირებული ფორმა თვითმფრინავებს აუპრიხეს ფრთების ბოლოები გამოიგონეს შავცისფერი კინო ჟანრები: საშინელება
ცეკვები : ბრეიკდანსი, ჰიპჰოპი სპორტები: სნოუბორდი, როლიკები, სკეიტბორდი კვადროციკლი, სკუტერი, წყლის, თოვლის, სეგვეი,  პარაპლანი, ფრენა ( ვარდნა)  ღამურას ფორმით,  მობილური ტელეფონი  კომპიუტერი,  ინტერნეტი, ელსიდი მონიტორი, ტაჩსკრინი, მინიკაბა  ბიკინი, პორნოგრაფია, როკი, უყინულო მაცივარი ტეფლონი ლიკრა სილიკონი ორმაგი შუშა- მინაპაკეტი მეტალოპლასტმასის კარფანჯარა რუბეროიდი ჰიდროიზოლაცია უკამერო ბორბალი, ელექტრომობილი, ოფისის ცივ- ცხელი წყლის აპარატი, ელექტრო წყლის მადუღარა  რთული ხელოვნური სუნთქვის აპარატები, კოკაკოლა, პეფსიკოლა, მაკდონალდსი, ეტქ. გახდა გლობალური ბრენდები, შემოვიდა ბავშვთა  დაბადებისდღეები  სპეციალიზებულ ცენტრებში ლათინური სერიალები, სერიალები, კონოგადაღების ტექნიკა, ყველანაირი ფანტაზია რეალურ გამოსახულებად იქცევა + 3 დ გამოსახულება. ექსტრემალური ატრაქციონები,  ფაქსი, ქსეროქსი, სკანერი, პრინტერი, 3დ პრინტერი, გაჩნდა და მოკვდა ვიდეომაგნიტოფონი, ყველა ქვეყანს ჰყავს პრემიერმინისტრი, ან პრეზიდენტი ან მეფე ან ყველა ერთად, მონარქია ჯერ კიდევ არის რამდენიმე ქვეყანაში ( ნეპალში მაგალითად)  გლობალურად გავრცელდა წესი პრეზიდენტს განმეორებითი არჩევის უფლება მიეცეს მხოლოდ 2 ან 3 ჯერ.  გაერომ დაიწყო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა ევროპაში შიდა საზღვრები შესუსტდა ან მოიხსნა დაიწყო გლობალური დათბობა გაჩნდა ოზონის ხვრელი, გაჩნდა შიდსი გააკეთეს  ცხვირიანი ონკანები მოკვდა უკანასკნელი ტასმანიური მგელი, კომუნკკაცია გახდა იაფი გაჩნდა გლობალური ტელეარხები:  სიენენ, ბიბისი, ემტივი, ფეშენტივი, ევრონიუს, ევროსპორტ, დისქავერი, ნეშენელ ჯეოგრაფიკი, ჰისტორი, რეალტივი,ტრეველი,    საზოგადოება გახდა უფრო განვითარებული, ტოლერანტული, დემოკრატიული, განათლებული,
 გაჩნდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი თოქშოუები,

ჩინეთის მილიარდმა მოსახლემ ერთბაშად გაიხადა ნაცრისფერი კიტელები, გადმოჯდა ავტომობილებზე და ჩაიცვა ევროპულად.  და ჩააცვა მთელს მსოფლიოს.
სათამაშოების 80% ჩინეთშია ნაწარმოები, საოჯახო ტექნიკის 70%
 ტერორისტებმა გამოიყენეს სამგზავრო თვითმფრინავები საბრძოლო იარაღად, რაკეტად.  ირანელ მუსულმანთა იმამმა სიკვდილი მიუსაჯა ინდოელ მწერალს, რომელიც 30 წლის შემდეგაც ცოცხალია. გაჩნდა რელიგიური ტელეარხები, ტელექადაგებები.  ტელეკონკურსები:  ნიჭიერი, ყველაზე ჭკვიანი, ვის უნდა 20 ათასი, ეკივოკი, ბავშვთა და ზრდასრულთა ვიქტორინები,  ტელე და რადიო არხთა რაოდენობა განუსაზღვრელად გაიზარდა 3 დან 333 მდე. ომის წარმოება რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით მტრის სამოქალაქო მოსახლეობაში დამპყრობის მხილება იმით, რომ შენიანს კლავ, ანუ დამპყრობმა წესრიგი ვერ დაამყარა.  ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგატი დედები ინგლისური ენა გახდა გლობალურად  აღიარებული საერთაშორისო ენა  ( ჯერ ცოტა უკლია) .  ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები სატელიტური თანამგზავრებით ინფორმაციის გაცვლა.  ბლოგები, ფეისბუკი, ტვიტერი, ფორუმები,  სკოჩი,  ფხრიწიანი სამაგრი გიფსოკარდონი, შეკიდული ჭერი, ტუალეტის დეზოდორები სხვადასხვა მტვერსასრუტი ცირკულარული, გენეტიკა, კლონირება,  ღეროვანი უჯრედების ბანკი, ფეხბურთის ევროლიგა, ცვლილებები ფეხბურთის წესებში.  ქუჩაში ვიდეოდაჯარიმება, ეკონომიური ნათურები ბანკის კარტები ბანკომატები ფეიბოქსები, ემპეტრი, დივიდი, ბლურეი , ბლუთუსი, ვაიფაი,
 პოლიტიკა:  ვიეტნამის ომი ავღანეთის ომი, დაიშალა სსრკ, გაერთიანდა გერმანია, დაიყო კორეა, ირანში გამეფდა  მუსულმანური ფეოდალიზმი, არაბული რევოლუციები ერაყი, ავღანეთი  პოსტსსრკს შემდგომი ეთნოომები: აზერბაიჯანი სომხეთი, საქართველო , უიგოსლავია,        2012 წელს ჯერ კიდევ:  მსოფლიოს ლიდერთა 10% ეროვნულ- ეთნოგრაფიული  ტანსაცმლით დადის, საერთაშორისო შეხვედრებზეც. ( აფრიკა, არაბეთის ზოგიერთი ქვეყანა, ირანი, პაკისტანი, ავღანეთი, ) მუსულმანურ ქვეყნებში ქალებს ჩადრი ახურავთ.  რელიგიას და ეკლესიას პოლიტიკაში დიდი როლის თამაში შეუძლია  .

Friday, May 4, 2012

უსაზღვრო სიხარული შაბათ-კვირისთვის, 48 საათი სხვა სამყაროში

ეს პოსტი სხვებისგან განსხვავებული იქნება, მე მას დროდადრო მოვუბრუნდები და შევავსებ.

ანუ თარიღი მხოლოდ დასაწყისის აღმნიშვნელი იქნება.

ფორუმზე მინდოდა ამ თემის გახსნა, მაგრამ მოდერმა მუსიკის მასწავლებლის სისხარტით ხელში ხელი ჩამარტყა.
თემა დააპატიმრა და არქივში გადააგდო. რამოდენიმეჯერ აპელირება ვცადე, მაგრამ შეუვალი აღმოჩნდა, ისევე, როგორც ჩემთვის გუსი უ ბაბუსის მასწავლებელი პედაგოგი, რომელმაც მუსიკაზე სიარულისაგან 7 წლის ასაკშივე ამცრა.

არა უშავს, აქ მე ვარ დირექტორი.  მერა რა რომ ე.წ. ინტერაქცია ნაკლებრიცხოვანია,  სამაგიეროდ ხარისხიანია!

ასე რომ თქვენ მოპატიჟებულები ხართ.


დაიწყეთ შაბათ–კვირა ამ პოსტის სიმღერებით, მოასმენინეთ ოჯახს.

დადეთ კომენტებში იმ სიმღერების ლინკები, რომლითაც გინდათ რომ  შაბათ–კვირა დაიწყოთ და მთელი დღე აგეკვიატოთ.
ანუ უსაზღვროდ მხიარული სიმღერები მინდა.


არც რომანტიკული, არც ხარისხიანი, არც ეპიკური, არც მაინცდამაინც გულში ჩამწვდომი,


არამედ უკონტროლო, მარტივი, ნაღდი და ღიმილით სასმენი – გადამდები სიხარული.

(არ გეწყინოთ, რუსული მულტფილმებიც არ მინდა, სიმღერები მინდა,  მომღერალი რომ ჰყავს ისეთი).

მაგალითად.

































შენი ჯერია.

ატომბირთვი და სიცარიელე. სრული სიცარიელე.

რამხელა გახდება გრეიფრუტი, თუკი მასში შემავალი ყველა ატომი მოცვის მარცვალის ხელა გახდა?

დედამიწის.

წარმოიდგინე ციური სხეული, პლანეტა, რომელიც ზუსტად დედამიწის ხელაა, ოღონდ დედამიწისაგან განსხვავებით, მთლიანად შედგება მოცვის მარცვლებით.
აი, ამდენი ატომია ერთ გრეიფრუტში.

წინ უფრო საუცარია.

უყურე.


ეს თითოეული ატომი თავისთავად ატომბირთვისა და ელექტრონებისაგან შედეგბა.
ატომის ზომას განსაზღვრავს ელექტრონების ორბიტა, რომელზეც ისისნი ტრიალებენ ატომბირთვის გარშემო.








ატომის მასა ატომბირთვშია (ელექტრონებს  ძალიან უმნიშვნელო მასა აქვთ ატომბირთვთან შედარებით, შეგიძლია არც ჩათვალო).

ანუ ფაქტიურად მატერია ატომბირთვია, ელექტრონები ფარფატებენ მის გარშემო.



და რამხელაა ატომბირთვის ( პროტონების და ნეიტრონების) ბურთულა?


თუ ატომბირთვს გოჯის (თითის ბოლო მონაკვეთი)  ხელას გავხდით, ატომი სტადიონის ხელა გახდება. წარმოიდგინე დინამოს სტადიონი თავისი ტრიბუნებიანად, ბურთის ფორმის



და


შიგნით ერთი გოჯი მატერია – ატომბირთვი.


და რა ხდება მათ შუა სივრცეში?




არაფერი, სიცარიელე.  სრული სიცარიელე.


სიცარიელე, რომელიშიც დაუბრკოლებლად გადის  მაგნიტური ველი და  რენტგენის სხივები.




და, თუკი მთელი ამ ცარიელი სტადიონისხელა ბურთის მასა იმ ერთი გოჯის ხელა მატერიაზე – ატომბირთვზე მოდის, რამხელაღა ყოფილა მისი სიმკვრივე, მასა?


გეტყვით.

ატომბირთვის სიმკვრივე ისეთივეა, როგორიც ექნებოდა  მატერიას, 1 x 1 x 1 x  ფუტის ზომის ყუთში რომ მოგვეთავსებინა 6 მილიარდი ავტომობილი.


 1 foot=30.48 centimeters


ანუ, იმ ყუთის წიბო, რომელშიც 6 მილიარდი მანქანა ჩავტიეთ, შენი მონიტორის სიმაღლისაა.


გუშინ თქვეს კიდევ ერთი მაგალითი დისქარერიზე, ემპაიერ სტეით ბილდინგის ატომებს სივრცე რომ მოაცილო ბრინჯის მარცვალის ხელა გახდება. ოღონდ იმ ბრინჯის მარცვალს იგივე წონა ექნება რაც რეალურ ემპაიერ სტეით ბილდინგს.





ნახეთ ეს ვიდეო, განვითარებული ადამიანების ნამუშევარია.






ახლა კი ატომბირთვის სიმკვრივე... დაივიწყეთ ან ნუ დაივიწყებთ,

მაგრამ

გახსოვდეთ სტადიონი და მის ცენტრში ერთი გოჯი, ვთქვათ დიდი თხილი, ან პატარა კაკალი, ან კინდერის სათამაშო, ან ლუკმა, ან ყლუპი, ან მობილურის ეკრანი, ან მობილურის კლავიატურა, ან მწვანე მანდარინი, ან პანტა, ან ახალშობილის მუჭი, ან კაი ალუჩა,  ან ( კაი გავზარდოთ) ხინკალი და.....


გარშემო უსახელო ცარიელი სივრცე, რომლისგანაც ვართ შემდგარი.

.. ანუ ორ ხინკალს (ორი მეზობელი ატომის ატომბირთვებს)  შორის მანძილი (ორი რადიუსი)   ერთი სტადიონია, მინიმუმ.
 მთაწმინდა სოლოლაკი ფუნიკულიორიანად ზღვის დონიდან  40 ხინკალს გაქაჩავს მეტს ვერა.
და ამ გაფანტულ 40 ხინკალს იგივე წონა ექნება რაც დღევანდელ მატერიას – მთას, გრანიტს და მაგმას ( –600 მეტრი ფუნიკულიორიდან, ზღვის დონემდე).