http://stellarium.org
დაიინსტალირე.
ამიერიდან შეგიძლია იცოდე შენს ცაზე რომელი ვარსკვლავი რომელია.
აქამდე შეგეძლო გენახა ცის რუკა, მაგრამ ვერ მოახერხებდი ამ რუკის წაკითხვას შენს კონკრეტულ ცაზე. ვარსკვლავები ხომ მუდმივად ბზრიალებენ და იცვლიან ადგილს.
სტელარიუმში მისცემ შენს ადგილმდებარეობას, მან იცის მიმდინარე დრო, გადაითვლის და იმ ცის რუკას დაგანახებს, რომელიც ახლა შენს თავზეა.
აზრი აქვს ტელესკოპის ყიდვას. ამიერიდან.
მადლობა სტელარიუმს.
Saturday, November 16, 2013
Posted by cartwheel at 12:16 AM 0 comments
Wednesday, October 9, 2013
New York
სურათებს დავდებ მერე.
ადრე მიფიქრია, რომ იყოს ერთადერთი ქალაქი, რომელშიც წასვლის საშუალება გავცვალო ყველა სხვა ( საზღვარგარეთის) ქალაქების ნახვაში, ნიუიორკს ავირჩევდი მეთქი.
პრეგანწყობა:
ძაან მომწონს,
მეამაყება როგორც ჰომოსაპიენსს, რომ შევძელით და ავაშენეთ, დავიწყეთ ოჰენრის ღატაკი წესიერი ადამიანებით და ავაშენეთ, ყველა სხვა პლანეტის შესაშურად.
პატივს ვცემ-
მიმაჩნია რომ მსოფლიოს დედაქალაქია!
მსოფლიოს დედაქალაქი ან, არ უნდა ყოფილიყო ინგლისურენოვანი ( პარიზივით) ან არ უნდა ყოფილიყო ერთი რომელიმე ქვეყნის დედაქალაქი ( ნიუიორკივით).
პარიზი იყო მსოფლიოს დედაქალაქი, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში დაკარგა ეპოლეტები.
ამასობაში კი ისედაც აწოწილი ნიუიორკი ფანტასტიურად განვითარდა და მსოფლიოს მთავრობის - გაეროს შტაბბინობაც დაიმსახურა.
ნიუიორკი გახდა მსოფლიოს დედაქალაქი.
თანაც სამართლიანად.
ძალიან მშურს,
ვიცი რომ იქ მუდმივად ციყვის ბორბალში ტრიალებს უამრავი კარგი ადამიანი,რომელთა შრომა საჭიროა რათა ეს გიგანტი, ამავე დროს მარტოხელა გაუთხოვარის განჯინასავით პრიალებდეს (განმარტება: ნიუიორკის სოციალური სივრცის არც ერთი კვადრატული სანტიმეტრი მოუვლელი არაა, თლა ნიუიორკის თუ არა, მანჰატენის მაინც)
ძალიან ახლობელია:
მიუხედავად იმისა რომ შორია ( არადა ამ წუთას აქ ვარ, მეხუთე ავენიუზე, ჰოტელ პენინსულა, 1402 ოთახში, ტრამპის ცენტრიდან 50 მეტრში), სინამდვილეში ყველასთვის ნაცნობი და ახლობელია:
აქ ცხოვრობდა ბევრი ჩემი ჯიგარი: კრამერი დასტინ ჰოფმანი, კლინტ ისტვუდი ბინძური ჰარი, დენირო ტაქსისტი, მაკოლეი კალკინი - კევინი " მარტო სახლში", ნუდლზი ერთხელ ამერიკაში, ნუ, ტუტსი დასტინ ჰოფმანი, მეზარება ყველას ჩამოთვლა, ყველა მათგანის ნიუიორკი მახსოვს. დიდებული და მშფოთვარე, ღირსებისთვის მებრძოლი და წესრიგისთვის მებრძოლებთან დამარცხებული,
ჰოლივუდი სადღაცაა, ქვემოთ, მაგრამ ჰოლივუდს ერთი მთავარი გადასაღები პავილიონი აქვს - ნიუიორკი.
6 თვის წინ მუყაოს ჩინური სათამაშო კრაისლერის ცენტრი ავაწყვეთ მე და სანდრომ, გვიდგას მაგიდაზე, მერე იგივე შენობა ობლივიონში ვნახეთ. და ... დღეს მე ვნახე რეალში.
ალბათ 30 სურათი გადავუღე ქუჩიდან , ყველა ხუთ მეტრში სხვადასხვა იყო, ყველა ლამაზი.
მაგრამ... ის ერთერთი ( და არა ერთადერთი) იყო, ძალიან ლამაზი მარწყვი 1000 მარწყვიან ტორტში. დანარჩენი 999 ასევე უდიდესი შრომის, განვითარებულობის, ინფრასტრუქტურის, ხელოვნების და ახალგამოგონილი ტექნოლოგიების შედეგი.
ამ ხალხს ძალიან უყვართ საკუთარი ხალხი. ამიტომაც უნდათ რომ ასეთი ლამაზები ააშენონ და .. შეუძლიათ რომ ასეთი გამძლე და მაღლები ააშენონ.
სქაიკრიპერები - ზეცის მკაწრავები.
ამ ქალაქში უამრავი წერწერაა. მაგრამ .. უცებ აღმოაჩენ რომ ამ წარწერებით ეს ქალაქი კი არ გიბრძანებს, არამედ გელაპარაკება, გირჩევს, გთხოვს:
"ადამიანი მუშაობს", " დგომა აკრძალულია, იმ შემთხვევების გარდა, თუ ტვირთი გაქვს ასატვირთი ან ჩამოსატვირთი", "სამშენებლო ტერიტორიაა, შენი პასუხისმგებლობით გადაწყვიტე შიგ შესვლა", "ამ ხაზზე მატარებლები ( მეტროსი) მოძრაობს დასვენებისა და დღესასწაულების დღეებში, ხედავ რამეს? თქვი რამე, დარეკე პოლიციაში, "
აქ თვით შუქნიშნებიც გელაპარაკება, აი ასე: ქვეითს გადასვლის ნებართვად ენთება მოსუარულე კაცის პიქტოგრამა, გაჩერების მანიშნებლად კი ხელის გაშლილი ზეაღმართული მტევანი, მაგრამ, ხელის აღმართვისას იწყება კლებადი წამების ციფრების ჩვენებაც - 15, 14,13 ეს ის დროა, რომლის შემდეგ მანქანებს აენთებათ მწვანე. ანუ შუქნიშანი ბოლო შანსს გითვლის და გასწავლის ისე გადახვიდე, რომ მოძრაობაც არ შეაფერხო და მძღოლთან მზერათა დუელიც არ დაგჭირდეს.
მართალია, ხალხი იმდენად დიდი ნაბიჯებით დადის, რომ შეგრცხვება გააჩერო და დაელაპარაკო, მაგრამ სულ სხვა ამბავია პერსონალი, სულერთია რისი. მაღაზიის, მუზეუმის, პოლიციელი, (სასტუმროს პერსონალზე არც მაქვს საუბარი, მათთვის ღმერთი ხარ). ხო, პერსონალი, უცხო, არანაირად რომ არ ევალება შენი მასპინძლობა, ძალიან კეთილგანწყობილია, აუცილებლად ფურცელზე დაგიწერენ, დაგიხატავენ იმ გზას, შენ რომ იკითხე, დაგიწერენ რა ტრანსპორტი მიდის და დაგიმარცვლავენ იმ გაჩერების სახელს, სადაც უნდა ჩამოხვიდე.
აქ ყველას უყვარხარ, მითხრა ამერიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა გოგონამ.
--------------
და მიუხედავად დიდებული და გიგანტური ნაგებობების უსასრულო ჯარისა, ხალხი ამ ქალაქის მთავარი სილამაზეა.
ხალხია იმის დასტური, რომ ნიუიორკი მსოფლიოს დედაქალაქია.
ხალხი ჭრელზე ჭრელი, მაგრამ მაინც ერთიანი.
ერთმანეთს გვანან იმით, რომ ყველას ერთ მეტრიანი ნაბიჯი აქვთ, თითქმის დარბიან.
მიზანდასახული, ენერგიული, კარგად, გემოვნებით ჩაცმული, განათლებული , ჭკვიანი თვალებით. ხო, არ მოგესმათ- ჭკვიანი თვალებით. ფაქტიურად ვერ ნახავ დებილს, დოღრიალას. აქაური ბომჟიც კი რაღაც ინტელექტუალის გამოხედვით გიყურებს.
ადამიანები ფილმიის გმირებს ჰგავან, გაგიკვირდება და . . გარეგნობით.
ქუჩაში შემხვედრ პირველ 100 კაცში აუცილებლად აღმოაჩენ 5-ს, რომელსაც სახელი რომ იცი ისეთ ჰოლივუდურ ფეისს მიამსგავსებ და 60 კიდევ ისეთი, დიდი ალბათობით რომ შეიძლება მეორეხარისხოვან როლში გენახოს, ძალიან მსგავსი.
ეს ჰიპნოზურად მოქმედებს: ჰოლივუდის ალეაში შეიძლება წარმოიდგინო თავი. შემთხვევით გამვლელთა 20-30 % გექნება შთაბეჭდილება, რომ იცნობ.
დღეს ასე მომივიდა. ალბათ იმის ბრალია, რომ თბილისიდან გამოყოლილი ჩვევა- თუნდაც წამიერად შეხედე ყველას, ვინძლო ნაცნობს უსალმოდ არ ჩაუარო, ყველას ვუყურებდი. ალბათ 100-ს ყველა 50 მეტრზე. არადა ახლა გადავთვალე, თითქმის 8 კილომეტრი გავიარე.
ამ კილომეტრებს დაუმატე ის, რომ იმ "გაკვრით" შეხედვის შემდეგ ალბათ 1000 ადამიანი " მეცნო" . კი, არაა ბრედპიტი, კეიტ მოსი, მარკ მალენი, კენი როლინსი, მიშელ ფაიფერი, არც ლენი კრავიცი, სერენა უილიამსი ან ვუპი გოლდბერგია, მაგრამ ისე ჰგავს, როგორც ტყუპისცალი არაიდენტური. ზოგიც იდენტური ტყუპისცალი. და ეს ყველაფერი ქვეშეცნეულ ემოციად: ზეადამიანების ნაკადში მეც ერთერთი ვარ.
სასიამოვნო შლეიფს ტოვებს.
კიდევ ერთი შლეიფი, ეს სუნია.
ვერ წარმოიდგენ მასშტაბს, მთელ ნახევარკუნძულზე ( უზარმაზარი სივრცე) ახლა გამომცხვარი ჰამბურგერის სურნელი დგას. ხშირად კი არ გხვდება, არამედ ყველგან დგას, ახლა მეთოთხმეტე სართულზე ამომივიდა.
ღამის მანჰატენი
05:00 ყველაფერი ირეცხება, შენობებიდან გამოაქვთ ნაგვის პარკები. ხალხი - მხოლოდ მუშები. ერთ სამ ადგილას სამშენებლო მოედნებია და გახურებული მუშაობა მიდის. მაღაზიები 85% დაკეტილია და ვიტრინები ბრწყინავს. თაიმსკვერზე ყველაფერი ბრწყინავს, მაგრამ ტროტუარზე ცოტაa ტურისტი, ტურისტების გარეშე კი ამ ადგილს ხიბლი უმცირდება. ქალაქს არ სძინავს, პირიქით, ახლა გზებზე სამშენებლო ტექნიკაც მეტია ვიდრე დღე.
მეტრო
მეტრო ნიუიირკში თითქმის ისეთივე საყვარელია როგორც პარიზში.
იმით რომ ძაან ძველია და ძაან ფამილარული.
შესავალში ვიტყვი, რომ პარიზის და ნიუიირკის მეტროები სილამაზით, სივრცით, პომპეზურობით, მასალის სიმდიდრით არათუ მოსკოვის მეტროს ჩამორჩება სადღაც ოთხჯერ, არამედ თბილისისასაც.
ის ძველია "დაბალჭერიანია" ბინძურია, რთულია და ჭრელია. ამ სიჭრელეში კი დიდია მრუმე ფერების წილი.
მაგრამ ... იქ ნიუიორკია, ერთერთი იმ ნამდვილი იპოსტასით, რომელიც უკვე 100 წელია ასეთია.
პარიზისასაც იგივე კრიტერიუმებით ვაფასებ. და იგივე კრიტერიუმებით, პარიზისა ჯობნის ნიუიორკისას.
აი კიდევ ერთი რაკურსი, რომლითაც პარიზისა სჯობია ნიუიორკისას და ორივე ერთად მოსკოვისას და თბილისისას - ეს სპონტანური, წამიერი, თუნდაც ილუზირულ- განწყობითი მაგრამ მაინც, ურთიერთობებია.
მეტროში ამ ქალაქთა შეულამაზებელი სულია .
პარიზში აღმოაჩენ, რომ ჯადოსნური კვერთხის ძალით ფითქინა სიფრიფანა მოზუცი ქალბატონი მოგმართავს ლეგენდარული სიტყვებით - მერსი, ..
გვერდზე ტრანსში მყიფი კუნაპეტი ზანგი, დიდი ნაუშნიკებით ფრანგულად მღერის და ცქმუტავს, იმ სიმღერაზე, რასაც ჩვენგან დაფარულად ისმენს - ეს ფრანგული რეპია. ხალხი კარგად ჩაცმულია და შერბურის ქოლგებიდან გამოყოლილი პერსონაჟებიც აქაა.
ნიუიორკის მეტროს ხალხიკი, ნაკლებ რომანტიკულია, ოღონდ მეტად ჰოლივუდური, საქმიანი, ჭრელი, კარგად ჩაცმული.
თბილისის მეტრო კი, გარეგნულ მასშტაბებში უპირატესობის მიუხედავად, ვერ მალავს მთავარ კომპრომატს- აქ უბედური, 9 გზის წაგებული, 7 გზის მოტყუებული, გაძაღლებული ხალხი ცხოვრობს.
ტურისტები
ტურისტები როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრია, მაგრამ დროის ამ სპეციფიკურ მომენტში ( გაეროს ასამბლეა) ყურადღებას განსაკუთრებით აფრიკელი ლიდერები და მათი ამალები იპყრობენ. გაეროში აღმოვაჩინე, რომ იქაურ განლაგებაში აფრიკა ლიდერობს.
მხედველობაში ის მაქვს, რომ თუკი ქუჩაში უამრავ ჩინელსა და იაპონელს ნახავ, გაეროს ეზოსა და ვესტიბიულში მათ მხოლოდ 5-5 კაციანი დელეგაცია ჰყავთ, ხოლო მათივე მოსახლეობის ოდენობის აფრიკას 75ჯერ 5.
თუმცა ამჯერად ქუჩებზე ვიტყვი. მანამდე უდრტვინველად საქმიანი და წინასწარპროგნოზირებადი ნიუიორკის ქუჩა აირევა. იცებ ვიღაცეები ქუჩაში დაყოვნდებიან, ვიღაცეები გზას კეტავენ, 6 კაცი საიდანღაც აღმოცენდება მანქანის წინ, შუაში მოიქცევენ მათი ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც გამომსახველი სახით, ჩაფსკვნილობითა და სიმაღლით ( აუცილებლად დაბალი) უშეცდომოდ ამოიცნობთ, უკანაც უცაბედად აღმოცენებული სხვა ექვსი მცველი აეკიდება და ამალა თითქმის სირბილით გაუჩინარდება სასტუმროს მბრუნავ კარებში. ეს მთელი პროცესია გარე პერიმეტრზე გარშემორტყმულია ამერიკელი სპეცაგენტებით, რომელთაც 95% სიზუსტით თქვენც გამოარჩევთ სხვა ხალხისგან.
ჩვენი პრეზიდენტი მათთან შედარებით უბლალო დირექტორია - რამდენიმე ამერიკელი შორიახლო და ერთიორი ქართველი პირადი მცველი. მისი გადაადგილება ქუჩის რიტმს უმნიშვნელოდ ცვლის.
გზაზე მოძრაობა
ფეიმესები
სერ ( როგორც ობოლაძეს უყვარს აუცილებლად თქმა) ალექს ფერგიუსონი მშვიდად მასლაათობდა სასტუმროს წინა კიბეებზე ალბათ 10 წუთზე მეტი, არავის შეუწუხებია, მხოლოდ ჩვენი დელეგაციის ერთმა გოგონამ იაქტიურა და ძაან მარტივად გადაიღო მასთან სურათი. მე ამ დროს ფოტოაპარატი ( რომელიშიც საერთო ჯამში 8 გიგაბაიტი ნიუიორკი ჩავიწერე) ხელთ არ მქონდა,
თუმც, ფოტოაპარატი ხელთ მქონდა არც მეტი არც ნაკლები შერის გამოსვლისას. მას ორი დღე უთენებდნენ ფანები, გამოჩენისას იხუვლეს და ისეთი მჭიდრო გორგალი შემოარტყეს, რომ თვალი ძლივს მოვკარი, უფრო სწორედ, ობიექტივს დავანახე, ისიც ფრაგმენტულად. დავდებ მერე. არასრულ ერთ წუთში მანქანამდე მიარწია და გაუჩინარდა.
ჩვენთან ახალქალაქის დეპუტატი იყო, სამველ პეტროსიანი, მოტრიალდა და გვეუბნება, აი შევხვდი შერის, მომიკითხა, სახლში როგორ არიანო მკითხა.იხუმრა.
წიგნების მაღაზია
ბერნს ნობელი ერთადერთი დიდი წიგნის მაღაზიაა, პატარა კი სულ 2-3 შემხვდა.
ეს კი, ბერნსნობელი საუკეთესო აღმოჩნდა. დიდი, 2 სართულიანი, ესკალატორიანი, დიდი არჩევანით, ულამაზესი წიგნებით და .. ძვირი. თუმცა გააჩნია რას შევადარებთ.
ჩემი ფულის 80% იმ მაღაზიამ აითვისა. წიგნებმა დამიტყვევეს. 190 დოლარის წიგნი ვიყიდე. სიამაყეები: საბავშვო ყოვლისმომცველი ენციკლოპედია, რომლის მსგავსი სახლში ალბათ ხუთი მაქვს, მაგრამ ეს განსაკუთრებულად კარგი აღმოჩნდა, ავიაინჟინერიის სახელმძღვანელო, ავიატორთა მოთხრობები, ფსიქოლოგიური პროფილის 2, ერთიც გოგოშკური, ერთი მსოფლიოს ბოროტი ისტორია ( ჩემთვის საინტერესო რაკურსით დანახული მსოფლიოს ისტორია), ორი პლაკატი მზის სისტემის პლანეტებით, ხო, წიგნების ჩასადები ხუთი ნაჭრის ჩანთა ულამაზესი ილუსტრავიებით,
სადღაც გვერდზე პაწაწუნა მაღაზიაში სუვენირებში 20 წუთიანი კასტინგის შემდეგ ვთხლიშე 75 დოლარი და ამით მოვსხიპე დუნე ამორფული ოცნებები ეფლის ფლეერებზე და გოუპრო ჰიროუს ფოტოაპარატზე. და არც მინანია. ამით ჩემი ამერიკული ხარჯი ამოიწურა თითქმის, ხო, კიდევ ცოტა დავხარჯე ქუჩაში ჰოთდოგზე, ბანანზე და წვენზე.
სასტუმრო
მიუხედავად იმისა, რომ მანჰატენის გეოგრაფიული მდებარეობის ( ნახევარკუნძულის ) აღმნიშვნელი სახელი ჰქვია ლათინურად, იგივე ლათინურ- რაჭულად ეს სახელი ცოტაარიყოს სასაცილოდ ჟღერს - პენინსულა ადვილად ტრანსტორმირდება პენისულაში. ეს თბილისიდანვე გავთვალე და გადავწყვიტე რომ სასტუმროს სახელის წარმოთქმისას მეორე ნ-ს განსაკუთრებული სიმკვეთრით მეთქვა.
პენი-ნ-სულა
ხუთ ვარსკვლავიანი, როკოკო ბაროკო, ქვის ჩუქურთმები, ოღონდ 24 სართულიანი, და მართლა ძველი, ისტორიული შენობა, თავისდროზე ისიც ცას კაწრავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავს გაცილებით მაღალი მეზობლები შემოეხვივნენ, არის თავის მყუდრო ბუდეში. ის მეხუთე ავენიუსა და 55 სტრიტის გადაკვეთაზეა.
ნომრები,ციფრები.
ზოგადად ციფრები მანჰატენის სიამაყეა. აქ არამარტო ქუჩებია დანომრილი, არამედ კერძო კომპანიის მიერ აშენებულ ცათამბრჯენებსაც დიდი სიამაყით ჰქვიათ ალალბედზე შეხვედრილი ნომერი სახელად.
ვერაფრით მივხვდი, რატომ უნდა დაარქვა შენივე აშენებულ 100 სართულიან სიამაყეს ვთქვათ 247, დააწერო ეს სახელი 3 მეტრიანი ციფრებით და არ დაიზარო, კიდევ მიუწერო თუფოსევენ. და ესეთი ბევრია. იმდენად ბევრი, რომ მათი ოდენობის შემხედვარე გიმტკიცდება თავიდანვე გაჩენილი ეჭვი, რომ სუპერადამიანების ქალაქში მოხვდი და რაღაცეებს შენ მათ ვერ მიუხვდები, ვერ შეძლებ ( ჩვენთან ხო პირიქითაა, თუ იშოვე გრანიტი და 40 ლარი დახარჯე შენი სახელის დასაწერად, შეგიძლია შენი სახელი დაარქვა წყაროს, რომელიც 100 წელია ამ ორღობეზე გადმოდის. სხვა პარალელი ჩვეულებრივი ფუნქციონერების სახელების უკვდავყოფაა, რომლებიც კომუნისტების დროს, უბრალოდ პირველი დირექტორები იყვნენ თავისი სამსახურების.
მეტრო გოცირიძე, მებაღე მარუაშვილი, საავადმყოფოები ჟვანია, იაშვილი, ამ უკანასკნელებმა სწორედ რომ ციფრები ჩაანაცვლეს, მეორე ბავშვთა, ბავშვთა რესპუბლიკური, ბავშვთა მეექვსე.
ალბათ ასე ჯობია ჩვენთვის და ისე იმათთვის, მასშტაბებიდან გამომდინარე).
გზის მისწავლება
სერვისი
საჭმელი
სუვენირები
გაერო
მიშა გაეროზე
არქიტექტურა
ნიუიორკის ცენტრალური პარკი
მცენარეები
გზების წყობა
პოლიცია
ქვეითი პოლიციელები 98% ძაან შავი და 70% მსუქანი ზანგებია. ძაან ბევრნი არიან, ფაქტიურად ყველა გზაჯვარედინზე 2-3 დგას და აქტიურად ან პასიურად არეგულირებს სიტუაციას.
იმდენად ბევრი და სხვადასხვანაირი ამუნიცია აცვიათ თუ კიდიათ, რომ მათი სიმსუქნე აღარ გეცემა თვალში, პირიქით, ისინიც ჰოლივუდელი სუპერმენები ხდებიან.
აქვე პოლიციის მანქანებზე. ნიპდ- ეს წარწერა და პოლიციის მანქანა ამ წარწერით ნიუიორკის ერთერთი სიმბოლოა და მას ყველა სუვენირის მაღაზიაში შეხვდები. ნიპდ - ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტია.
თეთრი ცისფერი ზოლებით, უცნაური სართულიანი ციმციმებით და გაცილებით უფრო მეტად უცნაური სირენებით.
ნუ, სირენა ყველას გვსმენია, მე ის მომენტიც მახსოვს, ალბათ 1992-93 წლებში, როცა ნიუიორკული ( ჰოლივუდით გაცნობილი და მოსმენილი) სანატრელი სირენები ჩვენს ქალაქში რომ მოვისმინე და გამეხარდა, რომ ეს რაღაცა ნიუიორკს მაახლოვებს და ჩემი მეზობელი ღამე ხოშზე ავტომატის მსროლელები ამას რომ გაიგებდნენ, ნაკლებად იამაყებდნენ თავისი ხმაურით, სირენა მათი კონკურენტი იყო. და ის სირენა არ შეცვლილა აგერ ოცი წელია,
ნიუ იორკში კი მის პარალელურად სხვა სირენაცაა, ჩამოვა ალბათ ჩვენამდე, ძაან უცნაური. გაცილებით ძლიერი მაგრამ ინტონაციით თითქოს გაოცებული, უნდა მოისმინო, დაწერილით ვერ გადმოვცემ. არადა ყურში მიდგას, იმიტომ რომ გაეროს დელეგაციებს დაატარებდნენ ამერიკული ესკორტები მანჰატენის ქუჩებში და ხშირად აყრუებდნენ გარემოს.
აი მანქანებს კი დასიგნალება არ უწევთ, ერთი რომ მძღოლებია მომთმენები, მეორე რომ ქვეითები ყურადღებიანები. მართალია ველოსიპედისტები დაწუილებენ ხოლმე რიგებსშორის სლალომით, მაგრამ მათაც მშვიდად უთმობენ გზას.
ქალები
ხალხზე ზოგადად ხომ ვთქვი, ჰოლივუდელ ვარსკვლავებს ჰგვანან ბევრნი მეთქი, ხოდა ქალებზეც ესეა კონკრეტულად. ოდნავ განსხვავებულ შერონ სტოუნებს, კიმ ბესინჯერებს და დაიდოებს ერთ კილომეტრს თუ გაივლი, ადვილად გადააწყდები.
მომეწონა ის, რომ კარგი მოდით აცვიათ, ისევე კარგად როგორც კარგი მოვლილი ქართველი ქალები იცვამენ - დამჯდარი ფერები, ზომიერი ქუსლი - შპილკა, სექსუალურად ჩაცმული ცოტაა, მაგრამ.. დაეცი თუ გინდა ისეთი ჩაგივლის. მაგრამ ისინიც კი არალათინოამერიკულად, მაინც რაღაც ნიუიორკულად ჩაცმულები არიან.
ხო, ფიტნესი მათი რელიგიაა, ათლეტურობამდე ჰენსამები არიან, ერთ ღამეს 5 საათზე ავდექი და თაიმსკვერი მოვინახულე, ხოდა 5:20, მინუს ერთ სართულზე უზარმაზარ დარბაზში ყველა სარბენი ბილიკი დაკავებული იყო და ხალხი თავგამოდებით ვარჯიშობდა.
მოდა
მოდა, თითქმის თბილისური, ოღონდ ქალების. კაცები კი ძალიან სტანდარტულ კლერკულს აწვებიან. და კარგადაც გამოსდით. თითქმის ყველას უკეთია ჰალსტუხი და ხშირია ნათელი ფერის ( და თეთრიც) პერანგები. აჯაჯული სასტავიც დიდია, მაგრამ კონსერვატორების წილი მეტია.
მანქანები! თუკი პარიზიდან დავბრუნდი აღმოჩენით, რომ პაწაწუნა მანქანა არამარტო საკმარისია, არამედ კარგიცაა, ნიუიორკში ამ აზრის განვითარებას არც უნდა ეცადო - ეს მსოფლიოს დედაქალაქია, მასში უზარმაზარი შავი, შიგნიდან მბზინავი ნიკელებით გაწყობილი ჯიპი დასრიალებს. პატარა მანქანას ფაქტიურად ვერ იპოვი. ფარფლებიანი გემი ყვითელი ტაქსები ფილმებიდან, თანამედროვე ჯიპმა და მინივენმა ტაქსებმა ჩაანაცვლა, თუმცა ყველა მათგანი ისევ ისე, ტრადიციულად ყვითელია, კარგი ყვითელი.
ქალაქში ფაქტიურად ვერ გადავიღე სურათი, სადაც 3 ყვითელ ტაქსზე ნაკლები მოხვდა.
ვერ მოვასწარი:
-მეტროპოლიტენ მუზეუმის ნახვა. ორი მცდელობა მქონდა, ერთხელ ნიუიორკის ცენტრალ პარკით ვიარე, მაგრამ ვერ მივაღწიე, გვიანდებოდა და ფეხით სასტუმროში მოვბრუნდი, მეორედ ავტობუსით ( რომელიც წინა დღეს მომასწავლამაღაზიის ჩინელმა გამყიდველმა), რომელშიც თითქმის ადგმული მქონდა ფეხი, რომ დამირეკეს, ოფიციალურად ჩაცმული უნდა იყო ვესტიბიულში ნახევარ საათშიო.
-ვერ მოვასწარი ბუნებათმცოდნეობის მუზეუმის,( უდიდესი დინოზავრის ჩონჩხის ეტქ. ) ნახვა.
ოდესმე სანახავთაგან დამრჩა რომი (ფლორენციიანად).მაგრამ პარიზი და ნიუიორკი, ახლა უფრო ძლიერ მიზიდავს, ვიდრე რომი.
მშურს მოგზაურების და .. რევმატოლოგების. არადა ჩემი პროფესია თითქმის ისევე ჟღერს - რეანიმატოლოგი. რევმატოლოგების 80% პროფესორია და მსოფლიო 3 ჯერ აქვს მოვლილი, რეანიმატოლოგებში კი.. 8 პროფესორიც არ გვყავს, და საქართველოდან ერთეულებს გვიწევს გაღწევა.
რეზიუმე:
წადით, ოღონდ თუ ჩემსავით სახეობა ჰომო საპიენსს, მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესსა და ამერიკას გულშემატკივრობთ. თუ არა და.. სხვაგან წადით იმავე ფასად.
Posted by cartwheel at 12:36 AM 1 comments
Tuesday, September 24, 2013
kargad var. telefons bloki aqvs aqedano da ver girekavT. kargad viqnebi ar davrekav.
Posted by cartwheel at 7:27 AM 2 comments
Sunday, September 22, 2013
NEW YORK
ამ ქალაქში არამარტო მინდა... არამედ.. ვიქნები ხვალ. მარტო ამ მაგარი ქვეყნის არა.. არამედ ამ პლანეტის დედაქალაქში
Posted by cartwheel at 3:22 PM 0 comments
Thursday, September 12, 2013
მთვარე და კიორლინგი
ეს რასა* ასე ერთობა. მერე ასე თამაშობს და შედეგად... მთვარეზე (მთვარის ორბიტაზე) უშვებს თანამგზავრს. იხითხითეთ კიორლინგზე. მე კი ის, დედამიწიდან გაშვებული რაკეტის მთვრის ორბიტაზე გასვლას მაგონებს. Apollo 13 Trajectory რასა* – ზერასა: რუსები და ამერიკელები.
Posted by cartwheel at 8:46 AM 0 comments
Labels: USA, მე ათეისტი
Tuesday, September 10, 2013
ცოცხალი ქვეყანა.
საქართველოში მინდა ეს. საერეთოკავკასიური ( ჯერ). უდაბნო ჭირდება ამას და.. სოფ უდაბნოს გვერდზე, ან სტეფანწმინდამდე, სნოს შესახვევთან : დიდი სივრცე. ოღონდ გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე, კომფორტული ტემპერატურის დღეებში. და არაფორმალური შეჯიბრი ქვეყნებს შორის. ვინც დაინტერესდით
Posted by cartwheel at 11:05 AM 0 comments
Labels: USA, ჯერარდაბადებული საქართველო
Friday, July 12, 2013
რა სარგებლობა მოაქვს გეიპარადს, და რა ქაქი მის დარბევას
ლატენტური ლეთარგიით შეინიღბნენ თემები. რა სარგებლობა მოაქვს გეიპარადს, და რა ქაქი მის დარბევას დადე პროგნოზი, უმადური საქმე ჯეიმს ბრაუნი, ზის იზ ე მენს ვორლდ ტრიალოგი, ყველა თემაზე შეხედე ბიჯო შენ რას შოობა,, ბიჯო რას შოობა. რაშ- უაშია, თავაზიანობა 7 ყველაზე შიშის როლი ჩვენს ბედისწერაში, აგრესიული პაციფიზმი და მისი შედეგები მიშა ჭავჭავაძე, ნუ ბრაზობთ, თქვენც გყავთ გარიბალდი კეთილი იყოს თქვენი გაღვიძება ბელოგრუზიაში, ჰომოსოვეტიკუსი ჩვენში აქტივიზირებულია. 17 მაისი, ერთი თვის თავზე. სხვა ხალხის სადღეგრძელოები, გაუ-მარ-ჯოს! მთავარი შეკითხვა ვიპოვე, რა შემთხვევაში დაგვიბრუნებს რუსეთი აფხაზეთს? პასუხისმგებლობამ რა ჰქმნა?, როლური თამაში - პოლიტიკოსობა ფორუმის ავქირგვერდის სასფლაოს მიემატა ახალი პატივცემული თემები. რუსეთის აღზევება.
Posted by cartwheel at 1:49 PM 0 comments
Labels: forum.ge, საზოგადოება
Sunday, June 30, 2013
Saturday, April 6, 2013
Wild Dolphin "Asks" Divers to Help Free Itself from Hook
ცხოვრებაში ერთხელ მაინც სანახავი ვიდეოები აქაა.
Wild Dolphin "Asks" Divers to Help Free Itself from Hook
Posted by cartwheel at 2:24 PM 6 comments
Labels: Discovery, forum.ge, ადამიანები, ვინიგრეტი
Friday, April 5, 2013
ფარფლები თბილისში
1000 წლის შემდეგ რა მუსიკას მოუსმენენ?
ადამიანი ანატომიურად იგივეა მილიონი წელი, ინტელექტით 200000წელი.
ათასი წლის შემდეგაც იგივე იქნება რაც დღესაა. ვერ შეიძენს ვერც ულტრაბგერის აღქმის უნარს და არც ბააყივით მხოლოდ მოძრავ საგანს დაინახავს. 1000 წლის შემდეგ ადამიანს იგივე ჯიგარი დაეწვება.
ვინ ვარ მე, ადამიანი? იკითხავს ის, და მიაკითხავს წინაპრებს. იქ კი დიფ ფარფლი დახვდება თავისი ეთერნითი მუსიკით.
ფარფლების მინიმუმ 7 სიმღერა მიაღწევს 1000 წელს.
მე მინდა ვიგრძნო აღმატებულობა ყველა შემდეგი საუკუნის შთამომავალის წინაშე - მე ფარფლებს რეალურ ცხოვრებაში ვნახავ და ლაივში მოვუსმენ.
მე ვიქნები მადლობელი მათი იმისთვის, რომ ჩემს ქალაქში იმღერებენ.
და კიდევ ერთი სამადლობელი მაქვს მათდამი... იქნებ თქვენ ვერც გამიგოთ.
საბჭოთა კავშირი ათმა ტანკმა დაანგრია, ათიდან ერთერთი დიფ ფარფლია, დიფარფლი.
არ მოგესმათ. საბჭოთა კავშირს ვერ დაანგრევდა 3 გამსახურდია და 6 სახაროვი, საბჭოთა კავშირი, კაბზონის, მაგომედოვის, ლეშჩენკოს, ზიკინას საბჭოთა კავშირი დაანგრია დიფარფლმა, ლედზეპელინმა, ქვინმა, ბითლებმა, პინკ ფლოიდმა, ჯიჯუსქრაისტსუპერსტარმა, ქსეროქსის აპარატმა და ვიდეომაგნიტოფონმა.
კიდევ სამი ტანკი?
რეიგანი, გორბაჩოვი და ელცინი.
დისიდენტები ათეულში არ შედიან, არც ტანკებში, ჰა, ჰაა ტყვიამფრქვევებში გავიდნენ.
როკმა დაანგრია ბოროტების რკინის ფარდა.
ამიტომ მივდივარ დინამოზე ოფენეაზე. შვილებთან ერთად, ოღონდ მათ მუდსელექტორის მოსმენა უფრო ეჩქარებათ. კარგია ეგეც, სულ სხვა ოპერიდან ოღონდ.
Posted by cartwheel at 7:45 AM 2 comments
Labels: მუსიკა, პროგნოზი, ჯერარდაბადებული საქართველო
Sunday, February 17, 2013
999–ე პოსტი
საიუბილეო, 999–ე პოსტი.
გადავრჩით.
დედამიწას იმაზე 10 ჯერ დიდი მეტეორი აცდა, ვიდრე დაეცა..
ცაში ახედე, რა ლლლამაზია... ჯერ.
Posted by cartwheel at 2:00 PM 3 comments
Labels: ძირს პათეტიკა
Thursday, January 10, 2013
სასარგებლო ინტერნეტი, აქ შევაგროვოთ სასარგებლო საიტები
This summary is not available. Please click here to view the post.
Posted by cartwheel at 1:55 PM 7 comments
Labels: forum.ge, სასარგებლო
Saturday, January 5, 2013
შანიას პასუხი რობერტს 18 წლის დაგვიანებით.
1985
2003
იპოვე 9 მსგავსება:
-მომღერალი 5 ბექით
-თემა კაცი ქალს, ქალი კაცს
-ერთი კლავიში, ერთი დრამი,3 გიტარა, ერთანაირი თანმიმდევრობა
-ბექების ასინქრონული ცეკვა
-ბექები გარეგნულად
-რობერტის და შანიას შავთეთრი ტანსაცმელი
-თეთრი გიტარები
-ცეცხლოვანი ფონი
-როკ ჟღერა
Posted by cartwheel at 11:04 AM 0 comments
Labels: მუსიკა