The word "qartveli" means georgian in Georgian language....................................
სიტყვა "ქართვილი" ურმის ბორბალს ნიშნავს ინგლისურ ენაზე.
შენ კი ქართველო, ურმის ბორბალო, წერე და იკითხე!
რამდენიმე წელია ვგულშემატკივრობ ამ ფესტივალს. ჯერ აღმოვაჩინე, მერე ბევრი ვიდეო ვნახე, მერე შემშურდა და მერე კი დავიწყე შემდეგი წლის "დალოდება", აბა წელს რა მხდება, კიდევ მოახერხებენ ჩემს გაოცებას თუ ვეღარა მეთქი.
თავიდანვე ცოტაარიყოს გაურკვევლობაში მამყოფებდა ეს დესტრუქციული სათაური / სახელი და არანაკლებ დესტრუქციული წესი - ყველაფერი უნდა დაიწვას და დაიფერფლოს, რაც კი ფესტივალისთვის სპეციალურად შეიქმნა. შემდეგ წელს უდაბნო უდაბნოდ უნდა დახვდეს ახალ ფესტივალს. გააკეთო იმისთვის, რომ მერე დაწვა და ნაცრად დატოვო.
გულშემატკივრობით კი ამას ვგულშემატკივრობდი - ეგერ, ამერიკამ მოინდომა და უცბად გადაუჯოკრა საუკუნოვან ბრაზილიურ რიოს კარნავალს მეთქი.
ეჭვად კი მქონდა რომ..
წელს რამდენიმე რუსული ვიდეო ვნახე Burning Man-იდან და საერთო მაში ის აღმოვაჩინე, რომ .. ჩემსავით მოსწონთ, მაგრამ ვერ გებულობენ რა.
და ვერც გაიგებენ თუ დაკვირვებულები არ იქნებიან.
მე დავინახე
Burning Man არის სიკვდილისათვის მზადების, სიცოცხლის წინასწარ გამომშვიდობების ფესტივალი.
13:40 ზე ვნახე რომ ეგრეა. და მერე ბევრი სიმბოლოს წავაწყდი, რომ , დიახაც ეგრეა.
ერთგან პლაკატზე კიდევ ერთი არგუმენტი აღმოვაჩინე, კადრი გავაჩერე პლაკატზე, სადაც ფესტივალის ისტორია ეწერა, 1986 წელს პირველად, "რომელიღაცა ტრაგიკული მოვლენის აღსანიშნავად, ან სულაც სხვა მიზეზით " გაიმართა პირველი ესეთი ფესტივალი.