
დღეს TV1000-ზე ერთ ფრაზას გადავაწყდი. ფილმში ერთი გამოცდილი მასოვკის მსახიობი მეორე, გამოუცდელ მასოვკის მსახიობს ჭკუას არიგებდა. - მთავარია კამერაში არ შეიხედო, შენი მზერა არ უნდა დაფიქსირდეს, ასე შეგიძლია სხვა დროსაც მიიღო როლიო.
მთავარი ყოფილა. წარმატებისთვის მთავარი ყოფილა მასოვკის მსახიობებისათვის. იბრაკებიან თურმე აქტიური და დასამახსოვრებელი სახეები, სახელები და ადამიანები.
ჩუმად, აუჩქარებლად, არ გამოეყო ბრბოს, თვალი თვალში არ გაუსწორო მაყურებელს და... მუდმივად წარმატებული მასოვკის მსახიობი გახდები. იაფი, უზრუნველყოფილი და მშვიდი
მასოვკის მსახიობი.
Saturday, May 23, 2009
მასოვკის მსახიობი
Posted by
cartwheel
at
3:45 PM
0
comments
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება
Saturday, May 16, 2009
მსოფლიოს რუკა ასეთი რომ ყოფილიყო

რა დააკლდებოდა მსოფლიოს, რუკა ასეთი რომ ყოფილიყო?
არაფერი.
ფაქტიურად არაფერი.
რადიო ჩვენ არ გამოგვიგონია, რადონი ჩვენ არ აღმოგვიჩენია, რადიატორი, რადარი, რადიაცია, რაქველ ველჩი, რასტაკამანია, რადედორმი და რადიონოვი საქართველოს გარეშეც იქნებოდნენ ამ დედამიწაზე.
ყველას მადლობა ვინც ჩვენ მხარს გვიჭერს და ჩვენი გულისთვის რუსეთს ანაწყენებს.
არავითარი "გამოგვიყენეს დიდმა იმპერიებმა და მიგვაგდეს".
პირიქით, უფრო თვისი ღირსების საქმედ ჩათვალეს ჩვენი დაცვა და არა თავისი ინტერესებისათვის.
ჩვენში დაინახეს ღირსება და იმიტომ დაგვიდგნენ გვერდზე.
უფრო სწორედ, ხედავდნენ.
Posted by
cartwheel
at
10:26 PM
3
comments
Labels: ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა
კრულვა რუსეთს

რუსეთი მსოფლიოს ჭირია. როცა ის ძლიერეია 007-ის ფინალებში ძლევამოსილ ბოროტს ემსგავსება, ბოროტს,რომელიც მთელი მსოფლიოს თავისი მონობის ქვეშ მოქცევას ცდილობს.
მისი ძალა მაღალტექნოლოგიურ საშიშ მეცნიერებას და ამ მეცნიერების ზედნაშენ სამხედრო წარმოებას ეფუძნება, რომლის წყალობითაც მას დღესვე შეუძლია დედამიწა 3-ჯერ გახეთქოს.
ეს თამაშის წესი მთელი მსოფლიოსთვის გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოდის, როცა ამ ქვეყანამ ატომური ბომბების ჩეკვა და დასაწყობება დაიწყო.
უპირობო გამარჯვებულია. ამის შემდეგ მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, წააგებს თუ არა.
ავღანეთიდან გამოვიდა. 22ათასი ჯარისკაცი შეახოცა და ვაჟკაცობა ეყო, გამოვიდა დამარცხებული.
მთელ მსოფლიოში გაფანტული სოციალისტურ-კომუნისტური კოლონიებსაც მშვიდობიანად შეელია. მართალია კუბა, ვიეტნამი, ზიმბაბვე, მონღოლეთი, ლაოსი და მთელი აღმოსავლეთუი ევროპა უსისხლოდ გახდნენ დამოუკიდებლები 1992 წელს, მაგრამ რუსეთს ლაჯებში ამოჩრილად ჯერ კიდევ ელანდება ყოფილი საბჭოთა კავშირის 15-იდან 12 რესპუბლიკა (ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბევრი სხვა ფაქტორის გარდა, სამქვეყნიანი ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით აჩვენეს რუსებს, რომ ეს ქვეყნები რუსული ოცნებებიდან სამუდამოდ უნდა ამოეშალათ). ბელორუსია, უკრაინა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და შუა აზია ვერ აღმოჩნდა საკმარისად ორგანიზებული და თვითგამორკვეული. ეს ქვეყვები 200 წლიანი, მათ შორის 70 წლიანი სსრკ-ის მახსოვრობიდან ვერ ამოვიდნენ. დეკლარირებული "დამოუკიდებლობების მარშის" შემდეგაც ამ ქვეყნების მოსახლეობა რუსეთისთვის ადვილი სამართავი დარჩა.
რუსეთი ამ ქვეყნებს ორი გზით მართავს, ან პირდაპირი იერარქიით (პრეზიდენტი აღიარებს პუტინს მის უფროსად) ან შემოვლითი გზით (პრეზიდენტი ემორჩილება რუსეთის ქვეშევრდომობას მონატრებულ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მაგ სლავური და შუააზიური ქვეყნები). ასეთ ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტი საკუთარ რუსეთუმე მოსახლეობას არ დაჰყვება, გადატრიალებებს, სეპარატისტულ ომებსა და მუდმივ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას უქმნის.
გაუმარჯოს ღმერთმა, მაგარი ყოფილა და ღმერთმა მისცესო, იტყვის ვიღაც გვერდზე მყოფი, მაგრამ..
მაგრამ,..
არა,მართლა მაგარია, შეუძლია, სსრკ-ს რღვევიდან 20 წლის შემდეგაც მისი მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის ტვინების ერთ ნახევარსფეროს ფლობს.
მეტსაც გეტყვით, თუკი სსრკ-ს დროს მისი კულტურული ზეგავლენა ერთეული ნიჭიერი ფილმებით ამოიწურებოდა, ახლა მას არსენალში თანამედროვე მუსიკა, ტელევიზია და კინოც ჩაუდგა, ჩაიყენა უფრო სწორედ. შეძლო ზარისხიანი ინტელექტუალური პროდუქტების კონვეიერების შექმნა. ეს აბსოლუტურად ახალია ჩვენ სივრცეში. ძველი რსფსრ-ის კულტურულ ექსპანსია ხომ წარმოუდგენელი იყო უხარისხობის გამო. ახლა კი სხვადასხვა გაქანების, გემოვნებისა და ინტელექტის მქონე მაყურებელ მსმენელისათვის მზადაა რამდენიმე კულტურულ-ექსპანსიური ეშელონი, კონვეიერი თუ ექსკალატორი. ამ ნაკადებს სხვადასხვა სახელი აქვთ, მაგალითად "ზემფირა" "ჩორნი ბუმერი", "ფაბრიკა ზვიოზდ", "ბრიგადა", "ბლატნოი-არმიულ-პატრიოტული", "შარაპოვა-არშავინი", დაბალი გემოვნების მასისთვის შესაბამისად დაბალი გემოვნების უსახელო მუსიკისა და სერიალების დაუსრულებელი მდინარეც აქვეა, ინტელექტუალები კი რუსულ ენაზე უყურებენ "კულტურას" "დისქავერის", "ნატ.ჯეოგრაფიკს", "ჰისტოტის".
"ნოვოსტი" "ვესტის" გარდა "ევრონიუსიც" რუსულად მაუწყებლობს, თანაც როცა ჭირდებათ საკუთარი რედაქტირებული ტექსტით, ვითომ ევროპის ნათქვამი ნიუსებით.
ეს ქვეყანა უპირობოდ ძლიერია არა მარტო საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, არამედ იქნებ მთელ დანარჩენზეც. მთელი მსოფლიოს ღირსეული და ძლიერი ქვეყნები ხომ ნატოში ამიტომ გაერთიანდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომიდან გამობრძმედილ და გაძლიერებული რუსეთს შეწინააღმდეგებოდნენ. არადა გეგმა ჰქონდა გამზადებული რუსეთს - მთელი მსოფლიოს ექსპანსია კომუნიზმის დროშით. 1991 წლამდე სადაც უნდოდა იქ აურევდა ბრიტანეთის შახტებით, საფრანკეთის, იტალიის კომუნისტებით, ვენესუელა, ნიკარაგუას სამოქალაქო ომებით დაწყებული და ვიეტნამსა და კუბაში მესამე მსოფლიო ომისათვის მზადყოფნის დამაჯერებელი დემონსტრირებით.
50 წელი მსოფლიო ორად იყო გაყოფილი. მთელი მსოფლიო თავისი ბუნებრივი ეკონომიკით ერთ მხარეს და რუსეთი მეორე მხარეს. რუსეთი მსოფლიოს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა. ყველა კინტინენტზე (ანტარქტიკის ჩათვლით) შეჰქონდა თავისი იმპერიულ-კომუნისტური მმართველობა.
და ვინაიდან ეს მმართველობა არასწორ, არაბუნებრივ ფორმაციას - სოციალიზმ-კომუნიზმზე იდგა თავიდანვე განწირული იყო ჩიხში შესასვლელად. რუსეთმა სისხლითა და ცეცხლით გაავრცელა თავისი ბატონობა ბევრ ქვეყანაში რითაც ამ ქვეყნებმა არაფერი მოიგეს, პირიქით, წააგეს და წააგეს არა მერტო იმ დროს, რა დროც რუსეთის ბატონობის ქვეშ იყვნენ, არამედ წააგეს ის რომ დაკარგეს ნორმალური ევოლუიციური განვითარების შანსი ამ მძაფრი კონკურენციით აღსავსე დედამიწაზე.
დღესაც მსოფლიოში გაფანტულია რუსეთის დატორილი ქვეყნები, რომელთა მოსახლეობის 90% უბედურია და შვილიშვილიც უბედური ეყოლება, საითაც გინდა გავიხედოთ - ჩრდილოეთი კორეა, ვიეტნამი, კუბა, ნიკარაგუა,ნაწილობრივ ირანი და ნახევარი აფრიკა, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნა რა თქმა უნდა ავღანეთსა ეკუთვნის.
ავღანეთში რუსეთმა ისეთი სასტიკი ქაოსი დაატრიალა და დატოვა, რომ ეს უმნიშვნელო ქვეყანა დღესაც მთელ სამყაროზე შურისმაძიებელ ჭირად იქცა.
მსოფლიო რამდენჯერმე გახდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე ამ ქვეყნის უზომო ამბიციების გამო:
კუბა, ვიეტნამი, პალესტინა, ჩრდ.კორეა, ერაყი, ნიკარაგუა ეს ის ქვეყნებია, რომელთაგანაც ნებისმიერი შეიძლება გამხდარიყო აპოკალიფსის აკვანი, რა თქმა უნდა რუსეთის შესრულებით.
ყველგან, სადაც მსოფლიო საზოგადოებრუობა ერთიანი, სოლიდარული პოლიტიკით ცდილობდა რეგიონული პრობლემის მოგვარებას, რუსეთი ცუდი ძალის მხარეს დგებოდა, აიარაღებდა და თავისი კომუნისტური დროშის საფარს ამოფარებულს ათასგვარი თავხედობისკენ აქეზებდა.
პლანეტას დღესაც სისხლი სდის ამ ჭრილობებიდან: რომ არა რუსეთი, უფრო სწორედ რომ არა რუსეთის ასეთი ზღვარსგადასული იმპერიალიზმი, არ იქნებოდა დღევანდელი ომი ავღანეთში, ერაყში, პალესტინაში, თვინსებიც იდგებოდა თავის ადგილზე, ირანი და ჩრდ. კორეა ატომურ ბომბზე ვერც იოცნებებდა.
თქვენ წარმოიდგინეთ, ნოსტრადამუსის ბჟუტურსაც არავინ წაიკითხავდა შიშითა და კრძალვით.
და მაინც, რუსეთი ძლიერია, მაგარია, ყოჩაღია, ორგანიზებულია, გამჭრიახია, მომთმენია, ნებისყოფიანია, გამოცდილია, მდიდარია, დიდია, ლამაზია ხალხიან ბუნებიანად და... ჩემი მტერია.
ის დათვია
მე კი სურიკატი, ან მელა, ან სპანიელი, ან ტაქსა, მინდა რომ ზღარბი ვიყო, მაგრამ არ ვარ, იქნებ ვარ? საქმეც ისაა რომ არც კი ვიცი ვინ ვარ. ჯერ სარკე არ უჩვენებიათ ჩემთვის, რომ ვიცოდე ვინ ვარ.
მაგრამ ვარ, ჯერ ვარ!
მინდა, მიყვარს, ვბრაზობ, მტკივა, მახსოვს.. ე. ი. ვარ.
ვიცი რომ პატარა ვარ მტერთან შედარებით. წაქცეული ვარ. დათვს ჩემი ერთი ფეხი პირში აცვს მოქცეული და წუწნის-აგემოვნებს, მეორეზე კი ტორი უდევს. ვერ ვინძრევი, ვერ ვდგები ფეხზე.
მაგრამ ვერ!
თავისუფლება მინდა. ის ჩემზე ძლიერია, ლამაზია, ბრაზობს თუ არა ვერც მიხვდები, დათვია.
მე კი თავისუფლება მინდა.
ჩემი მინდა, სხვისი არა.
საქმე იმაშია რომ ეს საქართველო ჩემი იყო სანამ რუსეთი არ გვესაზღვრებოდა იმ დროიდან. ჩემი წინაპრები ქრისტეს დაბადებამდე კვდებოდნენ ამ მიწისთვის, ჩემი (მათი შთამომავლების) სივრცისთვის, პატარა სივრცისთვის რუსული მასშტაბებით.
ეს მიწა ჩემია დედამიწის გულიდან მოყოლებული ჩემი წილი ვარსკვლევიანი ცის ჩათვლით.
მე მრცხვენია ჩემი შვილების რომ წაქცეული და დაღეჭილი ვარ. მე მრცხვენია ჩემი 14 წლის შვილის, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ გაჩნდა და რომელსაც ჯარის ასაკი ჯერ არ ვიცი როგორ საქართველოში დახვდება. მე მრცხვენი ჩემი 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობითანავე დაბადებული უფროსი შვილის, რომელიც წელს ინსტიტუტში მიდის, მე მცხვენია ჩენი 4 წლის უმცროსი შვილის, რომელიც წელს ბაღში წავა პირველად და რომელიც ჯერ აზრზე არ არის რამხელა ტკივილი უნდა აკიდოს მას მამამ იმით რომ ქართველია.
და ყველაფერი ამის სათავე არის რუსეთი.
ჩემი სირცხვილი რუსეთის ბრალია.
დედაჩემი,ბებიაჩემი,მამიდაჩემი ამქვეყნიდან უბედურები რუსეთის გამო წავიდნენ.
მე რუსი მესროდა სალდაფონური ყიჟინით გუმისთაზე 1992-ში.
"ენიმალ პლანეტზე ჩართეთ" დღესვე ნახავთ თუ როგორ მისდევს გრაციოზიული დიდებული ვეფხვი, ზვიგენი, დათვი თუ არწივი ლამაზ და მოქნილს, მაგრამ პატარა შველს, კურდღელს თუ მელას, სურიკატს თუ ქედანს.
ის ძლიერია, ის გაიმარჯვებს... ან ვერ.
მე კი მე ვარ. სიცოცხლე და თავისუფლება მინდა მიუხედავად იმისა ის კარგია თუ არა.
ამიტომ. ყველა შეიარაღებული საქართველოს ტერიტორიაზე ჩემი მთავრობის ნებართვის გარეშე ჩემი მტერია. ერთხელაც ვიომებ და ისე არ ვიქნები გახიდული ჩემს აზრებში, როგორც აფხაზეთში ვიყავი.
ახლა ზუსტად ვიცი რომ პაცანუშკები, რებიატუშკები, ჩუვაკები, ბრატავა თუ ჯანდაბა ჩემ და ჩემი შვილების კუთვნილ დედამიწის ცენტრს მედავება.
Posted by
cartwheel
at
9:52 PM
0
comments
Labels: ანალოგია, მე ათეისტი, რუსეთი, ხელისუფლება, ჯერარდაბადებული საქართველო
Thursday, May 14, 2009
ვითომ რუსეთი არც არსებობს
"ჩვენ ქართველები " ვინ ვართ?
დღეს, როცა დაბნეული ქართველობა საყრდენ ორიენტირებს თვალების ცეცებით ეძებს, უფრო და უფრო ხშირად აკითხავს ეკლესიას. მართლმადიდებელ ჩვენს ეკლესიას.
პატრიარქი ლამისაა პოლიტადვოკატებზე ხშირად ჩანს ეკრანზე.
ჯერ გამოსდის..
გამოსდის ხრამის პირზე სიარული: ამბობს იმას, რაც არცერთი ძალის ინტერესებში არ შედის და რაც მთავარია იმას, რაც... ერთი შეხედვით არ უნდა თქვას.
არ შეიძლება პატრიარქმა ის მოითხოვოს, რაც არ ასრულდება. სტატუსის ამბავია.
მე როგორც ქართველი ათეისტი მას ვგულშემატკივრობ. მინდა შეუმცდარი იყოს. ეს საქართველოს სახელმწიფოს ჭირდება.
ბეწვის ხიდზე გადის მეთქი აი, ამაზე ვამბობ:
თქვა სახელმწიფომ ძალა არ უნდა გამოიყენოსო - იმუშავა.
"ტოპ-10ეულში" წმინდანები არ უნდა იყვნენო - არ გაუვიდა.
ჟურნალისტის მცემელი ხულიგნები გამოუშვითო - იმუშავა.
დიალოგია საჭირო ხელისუფლება-ოპოზიციას შორისო - იმუშავებს? მცდელობა იყო, ყოველ შემთხვევაში.
რისკავს!
ალბათ ის დუმილი აწუხებს, რომელიც 1991 წელს დაიცვა. ალბათ მაშინ ჩათვალა რომ არ უნდა წაეგო, არ უნდა დარჩენილიყო წაგებულის მხარეზე, ან თავისი სიტყვის ფასი უმნიშვნელო ეჩვენა და.. გაჩუმდა.
დღეს რისკზე მიდის. ღმერთმა ხელი მოუმართოს.
ამ ხელისუფლებამ მინიმუმ ორჯერ დიდი ვაივაგლახით შეინარჩუნა წონასწორობა. ორივეჯერ პატრიარქს შეეძლო დესტრუქციული ყოფილიყო, არ ქნა.
მართალი რომ გითხრათ, ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. მით უფრო 1991 წლის შემდეგ.
თავიდან დავინახე ეს კაცი.
დავაფასე.
აი, გუბაზი, ბათიაშვილი, გრეჩიხები, ნათელაშვილი და სხვები კონსერვატიულები (ლამაზად რომ ვთქვათ) აღმოჩნდნენ, პატრიარქი კი - პატრიოტი და მოდერნისტი.
ვისურვებ რომ ასევე გაეგრძელებინოს. ძალიან შევწუხდები, თუკი ერთხელაც მისი ძალაუფლება დესტრუქციული გახდება. ერთ შეცდომასაც კი შეუძლია მისი ეს დღევანდელი როლი ყველას დაავიწყოს და ისტორიაში შევიდეს ერთი დესტრუქციული ფრაზით, რომელსაც ქვეყნის აყირავება მოჰყვება. ჩვენი ქვეყანა ხომ ქანქარის რეჟიმში აგრძელებს არსებობას.
ეს შესავალ ფრაზას მოყოლილი აზრებია. დღევანდელი პოსტის სათქმელს კი ახლა ვიტყვი.
დღეს myvideo.ge-ზე ეს ჩანაწერი ვნახე.
რომელი ხართ უფრო ქართველი ამ აჭარელ ბიჭზე?
თუნდაც უფრო კონსერვატიული, წარსულის პატივისმცემელი და პატრიოტი?
ქართველებმა ერთმანეთი უნდა დავინახოთ:-ქრისტიანებმა მუსულმანები,
-მოდერნისტებმა ტრადიციონისტები,
-უმრავლესობამ უმცირესობა,
-უმცირესობამ უმრავლესობა,
-მორწმუნეებმა მატერიალისტები,
-მთავრობამ ხალხი,
-52%-მა 48%,
-48%-მა 52%,
-ხალხმა მთავრობა,
-გრეჩიხისტებმა მიშისტები,
მოკლედ ქართველებმა ქართველები უნდა დავინახოთ.
ოღონდ, ცოტა მეტი თანაგრძნობით.
ცოოტა მეტი თანაგრძნობით.
დღეს კი ერთმანეთს ვერ ვხედავთ.
არ თქვათ ახლა მთავრობის ბრალიაო, ასე ვართ უკვე 20 წელია.
ეს საქართველო ხომ ყველასი ამათია თანაბრად.
ჯერ ჩვენ უნდა ავაშენოთ ყველა ამათი ერთიანი ქვეყანა რომ მერე ამ ქვეყანაში მოვიწვიოთ ოსები და აფხაზები ჩვენიანის სტატუსით. სხვა გზა არ არის, არც არასდროს ყოფილა.
ვითომ რუსეთი არც არსებობს, ისე უნდა ავაშენოთ ახალი სახელმწიფო.ან.. შევეგუოთ იმ ვაშლის ნაჭამში ცხოვრებას , "უცნობი" რომ გვიბეჭდავთ თავში.
P.S.ეს ვიდეო მეორეჯერაც ნახეთ (მოუსმინეთ), და მოუსმინეთ ბოლო ფრაზას, და.. გასკდი გულო.
Posted by
cartwheel
at
9:15 AM
0
comments
Labels: ეროვნული უმცირესობა, საზოგადოება, ძირს პათეტიკა, ხალხი, ხელისუფლება
Monday, May 11, 2009
forum.ge

მიშა ვარ.
წავიდე?
(გამოკითხვა რომელსაც მნიშვნელობა აქვს).
ჯგუფი: Registered
წერილები: 246
წევრი No.: 71208
რეგისტრ.: 17-October 08
გამოგზავნილია: 11 May 2009, 16:00 #13799559 · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
--------------------------------------------------------------------------------
მე ვარ, ეხლა გამოვედი შეხვედრიდან და 5 წუთში უნდა შევბრუნდე.
მეუბნებიან - "მთელი ქართველი ხალხიო, ხალხის ნებაო, ..."
მოკლედ. გინდაათ, დაგიტოვოთ ეს სვორა?
ჰა.
პასუხები დროზე.
სტატისტიკა მჭირდება.
ლაპარაკი არა, პული მხოლოდ.
wavide?
ar waxvide [ 168 ] [55.63%]
wadi [ 118 ] [39.07%]
Total Votes: 286
Guests cannot vote
უკეთესი პასუხი ვიდრე ველოდი.
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე უკეთესი!
წავიდე? გამოკითხვა რომელსაც მნიშვნელობა აქვს.
Posted by
cartwheel
at
11:01 PM
10
comments
Labels: forum.ge, მძიმე კითხვები, ოპოზიცია, სააკაშვილი
Friday, May 8, 2009
5,6 და 7 მაისი
თუკი რაიმე მიზანი ჰქონდა იმას რომ ადამიანს მიეცა საკუთარი ბლოგის კეთების საშუალება, ეს იმ დღეებზე დაწერაზე შეიძლება ითქვას, მე რომ მქონდა 5,6 და 7 მაისს.
ასეთი კონტრასტი მე მგონი სერიალების სცენარისტებსაც არ მოაფიქრდებათ.
5 ში პრეზიდენტთან ერთად ვიყავი ჯერ ვაზიანში და შემდეგ ჯერ ბოლომდე გაუწმენდელ ამბოხებილ და დანებებულ მუხროვანში.
6-ში ღუდუშაურში მორიგეობისას ჩემ ხელში გაიარა ჩემთვის როგორმა იცით ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერმა. ეს ინფორმაცია საჯაროა, ლამის პირდაპირი ეთერით გადაიცა და ამიტომ შემიძლია აქაც ვახსენო ჩემი ავადმყოფები.
ორივე გაჩეჩილაძემ, გეგიძემ, ოგბაიძემ, ვიღაცეებმა კიდევ უკანა პლანზე რომ ციმციმებენ ხოლმე მიტინგებზე, ჩემს ხელში გაიარეს.
ხო, ხელით უნდა შეამოწმო გულმკერდის მტკივნეულობა, დაწვრილებით ჩამეკითხა ყველა შეგრძნებაზე.
7 ში იქვე, საავადმყოფოში ჩემი დაბადების დღე დადგა.
მორიგეობის შემდეგ აღვნიშნეთ "ლუდის მოედანზე" იმ ხალხთან ერთად, ვინც ერთად ვმორიგეობდით.
6-ში 21 კაცი იყო მიტინგიდან. ისტორიებში ანამნეზში თავიდან ვწერდი, "პოლიციური ოპერაციის დროს მიიღო ბლაგვი ტრავმები.."
მაშინ მეგონა, რომ პოლიციამ მიტინგი დაარბია, ჯერ ტვ ნანახი არ მქონდა.
შემდეგ, ტვ-ში კადრებს მოვკარი თვალი, თვითონ მიტინგი მივარდნია პოლიციას და შემდეგ ანამნეზებში ჩავწერე "პოლიციასთან შეტაკებისას მიიღო"
21 კაციდან საავადმყოფოში 9 კაცი დარჩა (ანუ ისტორია გაიხსნა და ემერჯენსიდან სხვა განყოფილებაში გადავიდა).
მათგან 4მა კლინიკა 6 საათში დატოვა, დანარჩენმა კი დილით.
ძალიან უცნაური და ალბათ იშვიათი ამბავია ასეთი მოვლენებისათვის ის რომ ამჯერად დაშავებულთა 80-90 პროცენტი ლიდერები იყვნენ. უსახელო მომიტინგეები კი უმცირესობა.
როგორც წესი პირიქით ხდება, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს მოწინააღმდეგის ავტორიტეტები ხელშეუხებელი დატოვოს და სამაგიეროდ უსახელობასის გაცილებით ბევრ მომხრეს გაუსწორდეს.
არ ვიცი ეს თანაფარდობა (ისე, როგორც მოხდა) კარგია თუ ცუდი. ალბათ ამას შემდეგი დღეები გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია რომ ლიდერებს მიზანმიმართულად ჰქონდათ მჯორტყმული რეზინის თუ პლასტმასის ტყვიები. ყველა მათგანი გონების ხანმოკლე დაკარგვასაც ამბობდა, ე.ი. რაღაც ნოკდაუნის მსგავსი ეფექტი ჰქონდა.
გამოუგონიათ იდეალური იარაღი უკვე მეთქი, გავიფიქრე.
საქმე იმაშია რომ, პოლიციას სასიკვდილო იარაღი იმიტომ აქვს რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ყაჩაღს აჯობოს.
პოლიციის მიზანი მოწინააღმდეგის მოკვლა არ არის (ჯარისკაციგან, სამხედროებისგან განსხვავებით).
პოლიციის მიზანია დანაშაულის შეწყვეტა და დამნაშავის დაჭერა.
თუკი ამ იარაღს შორ მანძილზეც შეუძლია იგივე წარმატებით ადამიანის შეჩერება, მომავალში ბევრი ისეთი ტრაგედია აღარ მოხდება, რომელთაც უდანაშაულო ეჭვმიტანილთა სიკვდილები მოჰყვება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში.
ხო, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ალბათ ლიდერების სასახელოდ, მიუხედავად ფიზიკური ტკივილისა და ემოციური ფონისა, მიუხედავად უამრავი ადამიანის (პოლიტიკოსები, ჟურნალისტები) რიარიისა, არცერთი მათგანი არ იგინებოდა.
ამ სცენაზე რა ეტაკებათ ნეტა.
ხო, ჩემი პოლიტიკური შეხედულებები საქმეში არ ვრცელდება, ახლავე ვაცხადებ როგორც შევძლებ ჩემთან მოხვედრილს გადავარჩენ ყველას: სატანას, არძინბას, კოკოითს. მეტსაც გეტყვით, როცა შევარდნაძის ექიმი ვიყავი (მართალია მეორე ეშელონში, ანუ ტერაქტის დროს მისი დახმარება მევალებოდა) ჩემს თავს ვეკითხებოდი, შემიძლია კი ამ კაცის გადასარჩენად დენთის სუნში და ტყვიების ზუზუნში გავფორთხდე მეთქი. სანამ შემეძლო ვმუშაობდი იმ საქმეზე.
ახლა კი, მას შემდეგ რაც მიშას ექიმი ვარ იმავე ფუნქციით, რომ დავეხმარო ტერაქტის დროს, გავხოხდე კი არა, მისი მოსახვედრი ტყვია თუ ჩემი გადასაფარებელი იქნა მაგასაზეც დავთანხმდები. ნუ ძნელი ასახსნელია, სხვა დროს, ან უფრო სწორედ, არასდროს.
ჩემსა და დაზიანებულ პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობაზე იმიტომ დავიწყე, რომ მეთქვა, ძალიან შემეცოდნენ, ჩემთვის ჩვეულებრივი შეწუხებული პაციენტები გახდნენ, რომელთათვისაც მინდოდა ნუგეში მიმეცა და მეთქვა რომ ნუ ეშინიათ, ნუ წირავენ საკუთარ და სხვის სიცოცხლეებს არასწორ მიზანს, რომ მიშა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე საქართველოს უფრო ძლიერს და რეიტინგულს ჩააბარებს, ვიდრე დღესაა, ვიდრე თუნდაც 08.08.08-მდე იყო.
წინა დღეს, 5-ში საქართველო დიდ სისხლსა და ბევრ გვამს გადარჩა, ან სულაც სამხედრო გადატრიალებას.
იყო ალბათობა იმისა, რომ მუხროვანის ტანკებსა და საზენიტო დანადგარებს თბილისამდე მოეღწიათ დილის 12 საათამდე. ამ დროს ოპოზიციას თბილისის შემოსასვლელები უნდა დაეკეტა და ამბოხებულებს ყვავილებით დახვედროდა. 
მიშას მუხროვანში ასაღწევად ხეობის აღმართებში, ტალახში სიარული ბევრი მოუწია , ეტყობა შარვალზე. გაადიდე.
ის სამხედროები, მიშამ მერე რომ შეჯორა, იქნებ ტანკებზე გაჩაჩხულები მჯდარიყვნენ ოპომიტინგის შუაგულში ყურებამდე გაღიმებულები ოპოლიდერების საქებარ სიტყვებში გაბადრულები. რა ვიცით რომ არა?
რომელიმე ოპომ დაგმო?
არა!
ძალიან საშიშ თამაშს თამაშობენ სხვისი სიცოცხლეებით.
ქართულმა სახელმწიფომ ძალიან ეფექტურად და ოპიოერატიულად იმუშავა. ამბოხებულები საკმარისი ძალით ძალიან მალე იქნა ალყაშემორტყმული, მანამდე მათი ზრახვები ფარული ჩანაწერებით მხილებული ტელევიზიით.
პრეზიდენტის პირადი როლი მნიშვნელოვანი გამოდგა. იქნებ გადამწყვეტიც.
ახლა მოვყვები.
5 მაისს დაახლოებით 11 საატზე პრეზდენტი უკვე ვაზიანის სამხედრო ნაწილში იყო და სამხედრო საკითხებს განიხილავდა. დამატებით მოითხოვა არტილერიისა და ავიაციის მზადყოფნა და ფრონტის ხაზზე წინწაწევა. მუხროვანი სამმაგ ალყაში იყო:
2-3 კილომეტრში არტილერია, ერთ კილომეტერში "კობრების" დიდი რკალი, 500 მეტრში კი განსაკუთრებული ქვეითი ჯარი.
ჯარისკაცის, სამხედროების მიზანი მოწინააღმდეგის მოკვლა არის (პოლიიცისგან განსხვავებით).
და იარაღიც შესაბამისად პლასტმასისა და რეზინისა კი არ აქვთ, არამედ მეტალის, მკვლელია ეს იარაღი.
აჯანყებულებთან მოლაპარაკებაზე მერაბიშვილი იყო შესული.
ვაზიანში მყოფი პრეზიდენტი ტელეფონით დაელაპარეკა მეამბოხეთა მეთაურს.
უთხრა, -თუ გინდა ოდესმე სახლში მიხვიდე, ახლავე დაყარე იარაღი და წინააღმდეგობის ყოველგვარი ნიშნის გარეშე დაგვნებდე, თუ არადა 1 საათში საფლავში გაგიშვებო. და მერე დიდი და შინაარსიანი ხანგრძლივი გინება მიაყოლა.
გაჭრა ეტყობა.
ერთ საათში (ექსკორტით, ფეხით,2 გადაჯდომით ჰაილუქს პიკაპებზე, ვინაიდან გზა ჯარს ჰქონდა ჩახერგილი) მუხროვანში შევიდა და იმ მაგიდაზე, სადაც სატელეფონო "საუბრისას"ამბოხებულთა მეთაური იჯდა, დახვდა ამბოხებულთა მეთააურის კუთვნილი საფულე, რაცია და საბუთები.
ეტყობა სატელეფონო გარკვევის შემდეგ დაუყოვნებლად გაძურწულა, ღობეზე გადამხტარა და ტყის ბილიკებით გაპარულა.
აი გრეჩიხების გინებას კი გაჭრა აშკარად აკლიათ, მეორე წელია ტუილად ყიამყრალობენ.
საქართველო ბევრ გვამს გადარჩა, უბრალო ტეტია სამხედროების სიკვდილებს გადარჩა, რომლებმაც მას შემდეგ რაც მათთმა მეთაურმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, მისი ქვეშევრდომობა არ შეწყვიტეს, სულ 3-4 საათით.
6-ის პოლიციასთან "პაბედანოსნაია" რიარიაც ალბათ ამბოხის ამბის გადასაფარად იყო მოგონილი, ეგ კი წარმატებით გამოუვიდათ.
აღარავის ახსოვს ეგ ამბავი, პირწმინდად, უმსხვერპლიდ დამთავრებული ჯანყი.
10-ში დამარხავდნენ ალბათ.
Posted by
cartwheel
at
11:58 AM
3
comments
Labels: განმუხური, ოპოზიცია, სააკაშვილი
Wednesday, May 6, 2009
MUXROVANI
დღეს მაღაზიაში გამყიდველი ქალების გადაძახილში ჩავერთე.
გუშინ ნახეო, ერთი მეორეს ეძახდა დახლებს გადაღმა, ნახეო გუშინ რა იყოო, იმ სამის აღმოჩენაში, რომლებიც გაქცეულები ყოფილან, თითოში 50.000-ს იძლევიანო.
საწყალი ბავშვები იქნებიანო, იმედია ვერ იპოვიანო.
ისე მართლა რა იყოო ეს, დავიჯერო რასაც გვეუბნებიან მართალიაო?
ისეთი ბრძნული მიხვედრით გახარებული იერი მიიღო იმ ნოქარმა, რომ ვერ გავჩერდი, ვუთხარი
-ნუთუ ას ძნელია საკუთარ თვალებს დაუჯერო, მეთქი.
-მე ტელევიზორის არ მჯერაო, მიპასუხა.
ხოდა
-მეც მაგას გეკითხები მეთქი, ნუთუ ასე ძნელია საკუთარ თვალებს დაუჯერო, მეთქი.
ერთხელაც ვერ გააკეთებს ვანო მერაბიშვილი ამ ვირტუოზულ ანონსს, გაეპარება შემდეგი ღალატი (CIA-ს გაეპარა 9.11 და ვანოს რომ გაეპაროს რა ძნელი წარმოსადგენია) და ისევ უკან აღმოვჩნდებით. უკან თანაც ძალიან ღრმად.
Posted by
cartwheel
at
10:30 AM
3
comments
Labels: ოპოზიცია, ხალხი, ხელისუფლება
