
ჩვენ სხვებს ვჯობივართ!
ოღონდ ვინ ჩვენ?
-ჩვენ ქართველები,
-ჩვენ კაცები,
-ჩვენ ჯერკიდევახალგაზრდები,
-ჩვენ ქორდიანები,
ჩვენ ადამიანები,
-ჩვენ ხერხელმიანები,
-ჩვენ ძუძუმწოვრები,
-ჩვენ საპიენსები, 
-ჩვენ დედამიწელები,
-ჩვენ კავკასიელები,
-ჩვენ ერთღმერთიანები,
-ჩვენ მართლმადიდებლები,
-ჩვენ მართლმადიდებელი ათეისტები,
-ჩვენ ტელევიზორში რუსული არხები ვისაც 20-ს ზემოთ აქვს
-ჩვენ "მიშისტები"
-ჩვენ ექიმები
-ჩვენ ნოოსფეროელები
-ჩვენ, ვის 50 CD,mp3-ში ერთი რუსული სიმღერაც არ ჭაჭანებს.
-ჩვენ ქრისტიანები,
-ჩვენ ერექტუსის შთამომავლი ორფეხები,
-ჩვენ მატერიალისტები![]()
-ჩვენ 1 ომში ნამყოფები
-ჩვენ სამოქალაქოომშიარომონაწილენი
-ჩვენ 3 შვილიანები
-ჩვენ რეანიმატოლოგები
-ჩვენ ქობულეთის "ციცინათელას" თითქმის ყველა იქსტრიმ კარუსელზე ნამყოფები
-ჩვენ "ღუდუშაურელები"
-ჩვენ თბილისელები
-ჩვენ ქართული "ქუჩის, სკოლის და სუფრის აკადემია" გავლილები
-ჩვენ იდეალისტები
-ჩვენ ციფრულ ეპოქაში მცხოვრებნი
-ჩვენ თეთრკანიანები
-ჩვენ სარფის ქვებიდან გადმომხტარნი
-ჩვენ, ვის სახელოვან მეფეებსაც დედა იავნანას ქართულად, აფხაზურად და ოსურად უმღეროდნენ,


-ჩვენ თითქმისევროპელები
-ჩვენ გოგობიჭშვილიანები
-ჩვენ ფორუმელები
-ჩვენ ღამისმტეხლები

-ჩვენ კარგნათესავძმაკაციანები
-ჩვენ ჯერთითქმისჯანმრთელები
-ჩვენ წესიერები
-ჩვენ რისკზეწამსვლელები
-ჩვენ სახლის კარმით გამათბობლები
-ჩვენ ამიერკავკასიელები
-ჩვენ სოფლებიანები
-ჩვენ ცოცხლები
-ჩვენ დაოჯახებულები
-ჩვენ არალოთ-ნარკომანები
-ჩვენ ფაუნა
-ჩვენ მანქანის ტარებისა მცოდნენი
-ჩვენ ვაკელები
-ჩვენ ძმიანები
-ჩვენ ზარმაცები
-ჩვენ ცურვის მცოდნენი
-ჩვენ ერთიმწვერვალისმაინცდამლაშქვრელები
-ჩვენ მელოტები
-ჩვენ მომთმენნი
-ჩვენ იმერლები,ნახევრად ქართლელნი, ნახევრად მეგრელნი
-ჩვენ ქუჩაში მანქანის წესების დაცვით მოსიარულენი
-ჩვენ არმომთმენნი
-ჩვენ შემგუებელნი
-ჩვენ ბლოგერები
ჩვენ სხვებს ვჯობივართ!
მაშ გაგვიმარჯოს ჩვენ და ჩვენიანებს
ანუ ყველა იმას, ვინც ჩვენიანებში ერთი კრიტერიუმით მაინც მოხვდა.
Tuesday, August 4, 2009
ჩვენ გაგვიმარჯოს!
Posted by
cartwheel
at
10:27 AM
10
comments
Labels: ანალოგია, ვინიგრეტი, მე ათეისტი, საზოგადოება
Monday, August 3, 2009
სად არის მზე?
მცირე არითმეტიკა.
სად არის მზე?
უკეთუ მზიდან სხივი დეამიწაზე მოსვლას 8 წუთს უნდება (არადა ეგრეა) და უკეთუ ზღვის ჰორიზონტის შეხებიდან მზე ზღვაში სრულად 4 წუთში ჩადის (ესეც ესეა), მაშინ სადაა მზე რეალურად, როცა მზის დისკო წყლის ზედაპირს შეეხება?
მზე უკვე ჩასულია ზღვაში 4 წუთის წინ .

პასუხი მარტივია - იქ არაა უკვე.
იმ მომენტში მზე უკვე 4 წუთის წინ ჩავიდა ზღვაში. ჩვენამდე კი მხოლოდ ახლა მოაღწია 8 წუთის წინ გამოგზავნილმა სხივებმა.
ქობულეთში ჩემს მიერ გადაღებულ არცერთ ამ სურათზე მზე არ ჩანს, მხოლოდ სხივებია.
უფრო სწორედ, სხივების, ფოტონების ნაკადია. თვითონ მზე კი უკვე ზღვაშია.
Posted by
cartwheel
at
12:26 PM
3
comments
Labels: ვინიგრეტი, მე ათეისტი, ძირს პათეტიკა
