Monday, August 17, 2009

ყველაფერიახლავედააქ TV


დღეს ახალი საიტის შესახებ გავიგე
ლაივTVონლაინ

უამრავი ტელეარხი ცოცხლად მთელი მსოფლიოდან
მართალია პატარა ფანჯარაში, ან ნაკლები ხარისხით ვიდრე არხები ტელევიზორში, მაგრამ არჩევანი ძალიან დიდია.

მოკლედ ყველაფერი ახლავე და აქ!
უფასოდ და ულიმიტოდ,დაინსტალირების გარეშე!

პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ძალიან ბევრია და ტრუხა არხები დროს დაგაკარგვინებს.

ჩემი დაკარგული დრო რომ გამოიყენოთ, და მეც რომ არ დამჭირდეს ხელახლა დროის კარგვა, აქ რამდენიმე ლინკს დავდებ (იგულისხმება რომ "აიეტის" არხები კომპიუტერში არ უნდავნახო)


არა ან ნაკლებად გოიმური მუსიკა:
ნაკლებად გოიმური მუსიკა
ამ კლიპებს შეეხედება


ედისონამდელი კლასიკა


ჩემთვის თაფლი, მაგრამ ხარისხიანი


აქ მხოლოდ მაიკლ ჯექსონის ტრილერია, ეპოქალური კლიპი, რომელიც ნანახი უნდა გქონდეს.



ვიდეო
ზოგის ცხოვრებაში ასეც ხდება


საგანმანათლებლო+რჩევები+ ადვილად გასარჩევი ინგლისური



საგანმანათლებლო+რჩევები+ ადვილად გასარჩევი ინგლისური



ვიდეობიოგრაფიები


ჯანდაბა მაგათ, ამ ბევროთახიან სასახლეში ერთი ოთახიცაა, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა გააღო.


!!!

Thursday, August 13, 2009

ფიზიკა

ნატურალური სირცხვილი.

გადაუჭარბებლად.

საქართველოს მალტასთან ფეხბურთი წაუგია 0:2




მაგრამ მე სხვა ამბავმა უფრო შემაწუხა, ორჯერ მეტად სასირცხვილოდ მიმაჩნია, რომ ეროვნულ გამოცდებში 29.000 აბიტურიენტთაგან მხოლოდ 18-მა (თვრამეტმა) შეიტანა ჩასაბარებელ გამოცდად ფიზიკა.

ამ თვრამეტივემ ინანა, მათაც არ აღმოაჩნდათ საკმარისი ცოდნა. მათგან ყველაზე ყოჩაღმა მხოლოდ 56ქულა მიიღო (100 შესაძლებლიდან).




მითხარით რომ ამ ამბავს ვერავინ გაიგებს მსოფლიოში და დამაჭერით თითები სეკატორით,
თანახმა ვარ.

Wednesday, August 12, 2009

მაიკლ ფელპსი

შარშან ამ დროს, ჩვენ ოლიმპიადისთვის რომ არ გვცხელოდა, ამ კაცმა,




















ამერიკელმა მაიკლ ფელპსმა პეკინში 8 (რვა) ოქროს მედალი მოიპოვა ცურვაში.
8 (რვა) ოქროს მედალი
8 (რვა) ოქროს მედალი
8 (რვა) ოქროს მედალი
8 (რვა) ოქროს მედალი
8 (რვა) ოქროს მედალი
8 (რვა) ოქროს მედალი
8 (რვა) ოქროს მედალი
8 (რვა) ოქროს მედალი
1? არა,2? არა,3? არა,4? არა,5? არა,6? არა,7? არა, 8 ოქროს მედალი მოიპოვა!
Michael Fred Phelps (Baltimore (Maryland), born June 30, 1985) is an American professional swimmer and is generally considered the greatest swimmer of all time and also one of the greatest Olympians of all time.[2][3][4] He has won 14 career Olympic gold medals, the most by any Olympian. As of August 2, 2009, Phelps has broken thirty-seven world records in swimming.



Phelps holds the record for the most gold medals at a single Olympics, eight at the 2008 Beijing Games.


Overall, Phelps has won 16 Olympic medals: six gold and two bronze at Athens in 2004, and eight gold at Beijing in 2008.

ამ ასტრონავტმა ახლახანს ჩაათავა ჩემი პოსტის კითხვა და Cომენტს მწერს.
მომივა ალბათ.

Tuesday, August 11, 2009

ელისონ ლეპერი, რუბენ გალიეგო და ბილი გეიტსი






ეს ინგლისელი ქალის, ელისონ ლეპერის ძეგლია. ძეგლი ლონდონში ტრაფალგერის სკვერში დაიდგა და მისი გაკეთებისას მოქანდაკემ მხატვრული-ალეგორიული ხერხი არ გამოიყენა. ელისონი ასეთია, უფრო სწორედ ასეთი იყო ორსულობისას. ახლა ის მშვენიერ ჯანმრთელ ბიჭს ზრდის.



და კიდევ,
რუბენ გალიეგო ვისაც რა წაგიკითხავთ, წაიკითხეთ. ქართულადაა, "დიოგენემ" გამოსცა.



«Моё тело»


У меня хорошее тело. Нормальное. Мне подходит. К чему рассуждать, колебаться? Другого тела у меня все равно нет и не будет. Приходится жить с этим. Оно меня устраивает, тело. Нет. На самом деле, я не шучу. Можно было бы пожаловаться, наверное, бывают тела и получше, но я не буду. Мое тело работает, грех жаловаться.

Я парализован. Ноги не ходят. Зачем человеку ноги? Иметь здоровые крепкие ноги очень удобно. Ноги много для чего в жизни нужны, но если отбросить все неважное и не совсем значимое, то получается, что ноги человеку нужны главным образом для того, чтобы приближаться к другим людям. Есть люди с ногами и без ног, одни не хотят приближаться к другим, другие используют ноги только затем, чтобы стать выше. Это жаль.

Мои руки работают очень и очень плохо. Кисти рук никуда не годятся, но локти и плечи помогают мне ползать. Умение ползать — одно из наиважнейших моих качеств. При помощи рук я самостоятельно могу переползти с коляски на кровать и из кровати в коляску. Это очень важное для меня умение. Моя инвалидная коляска приближает меня к людям. Еще я печатаю руками. Мои буквы приближают меня к людям гораздо ближе, чем колеса коляски. Джойстиком коляски и клавишами компьютера я преодолеваю расстояния между мной и внешним миром. Я касаюсь мира руками, стремлюсь к окружающему пространству, к солнцу и свету. Иногда руки используют для того, чтобы распихивать друг друга, отталкивая соперников от места перед кормушкой. Это жаль.

Я вижу и слышу. Ощущать внешний мир очень важно для меня. Я люблю жизнь. К сожалению, слишком часто люди стараются изо всех сил не слышать и не видеть правды. Это жаль.

В маленькой хрупкой коробочке моего черепа хранится зыбкое нечто. Это я. Это не совсем я, конечно. Ведь я без тела, я без зрения и слуха, я без моих рук и даже ног был бы уже не совсем я. Мне бы очень хотелось не остаться когда-нибудь изолированным от внешнего мира мозгом.

У меня маленькое сердце. Оно работает с перебоями, оно больное и слабое. Но моего маленького насоса внутри вполне хватает моему телу. Моего сердца на многое хватает, не только на меня лично.

У меня некрасивое тело. Я не стану хвастаться им на пляже. Но и прятать его под одеждой на пляже тоже не стану. Я уверен, что мое некрасивое тело оттолкнет только самых глупых и злых. Через пять минут разговора со мной любой нормальный человек забывает, что мое тело некрасиво.

Моё тело болит. Боль — это очень неудобно. Что поделаешь. Жизнь так устроена, за все надо платить. Если бы у меня было другое тело, это был бы уже не я. Болью и неудобствами моего тела я плачу за жизнь. Я живу как могу. Я не жалею.


Рубен Давид Гонсалес Гальего
Журнал «Эрмитаж», лето/2006.



ეს კიდევ ერთი ადამიანი ბავშვთა ცერებრული პარეზის დამღით დაბადებული, ბილი გეიტსი. მართალია გაცილებით მსუბუქი ფორმით, მაგრამ მაინც დამღით.

Friday, August 7, 2009

ვინ შეჭამა ჩემი ხაბიზგინა?

1989 წელს, როცა თბილისიდან ცხინვალში მიტინგის ჩასატარებლად ასეულობით ავტობუსი გაემართა, მეც ერთერთში ვიჯექი.
სამედიცინო ინსტიტუტის წინ იდგა, მალე გავაო და მე და ჩემი ძმაკაციც შევახტით.
მაშინ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კომუნისტური მმართველობას კომუნიზმ-სეპარატიზმის დროშა ახალი აფრიალებული ჰქონდა. გამოაცხადეს სამხრეთ ოსეთის სოციალისტური რესპუბლიკა და სსრკ-ს აღიარებისათვის მიმართეს.

ავტობუსებით ცხინვალზე მარშში, საშუალო შეფასებით 10.000 ადამიანი მონაწილეობდა.
თუმცა "მარში ცხინვალზე" მას ჯერ არ ერქვა, მანამდე კი "მშვიდობიანი მსვლელობა შერიგებისთვის" მაშინდელ გუმბარიძისდროინდელ პრესაშიც იყო ანონსირებული.
შემდეგ ამ ყველაფერს გამსახურდიას იმპულსური და გაუთვლელი მარში დაერქვა. 20 წლის შეგდეგაც ეს მარში ქართული საზოგადოების მიერ დაგმობილია როგორც პროვოკაციული, არარაციონალური, ემოციური, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად როგორც უშედეგო და კონტრპროდუქტიული.

ავტობუსების კოლონა უწყვეტი იყო, თავი და ბოლო არ უჩანდა. ყველა ამ ავტობუსში კი ხალხს ერთი სათქმელის ჩატანა უნდოდა ოსებისთვის - ჩვენ ვარსებობთ,ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ჩვენ ერთად უნდა დავაღწიოთ თავი სსრკ-ს კლანჭებს და შევქმნათ ერთობლივი საქართველო.
დიდი გადახვევია-ჩახუტების იმედი არ გვქონდა ოსებისგან, მაგრამ ყველას ერთი სურათი წარმოგვედგინა, როგორ ვეტყოდით და მოვისმენდით მათ ნათქვამს.
არავის ჰქონია გეგმად ან თუნდაც გულში ადგილობრივთა დაჩაგვრა, შეურაცხყოფა, გაძევება, მათი საცხოვრებელების დაკავება ან რაიმე სხვა ექსტრემიზმი. იმავე საღამოს უნდა დავბრუნებულიყავით თბილისში.
ჩემს ავტობუსში ერთი ოსი ქალი გვპირდებოდა, უნდა დაგაძღოთ ცხინვალური ხაბიზგინებითო.
მაშინ ცხინვალის შესასვლელში გზა 50-მდე აქტივისტმა და 50-მდე სახალისოდ გამოსულმა ბავშვმა გადაგვიკეტა, წინ ლენინის დროშები და ბიუსტები ეჭირათ, უფრო წინ კი საბჭოთა ავტომატიან-მუზარადიანი ჯარისკაცების ერთი მწკრივი ედგათ.

ჩამსვლელთა დელეგაციის (ეროვნულ-განმანათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები) და დამხვდურთა შორის მოლაპარაკებები რამდენიმე რაუნდად გაგრძელდა, დიდი პაუზებით. თუ არ მეშლება ამ მოლოდინში 24 სთ ვიდექით.
მათ (რუსებმა და სეპარატისტებმა) გაიმარჯვეს, ჩვენ უკან გამოვბრუნდით. უშედეგოდ, "კონტრპროდუქტიულად" როგორც შემდეგ გაგვიმარტეს.

ჩემი 20 წლის წინ შესაჭმელი ხაბიზგინა კი წელს მედვედავმა შეჭამა.


სათქმელი კი სხვა მაქვს.
ტყუილად აიბზუეთ 4,500.000 მინუს 10.000-მა ქართველმა მშვიდობიან შესარიგებელ მარშზე ცხვირი. ყველაფერი სპირალურია, მოვა ისევ მშვიდობიანი მარშის დრო, ოღონდ რაოდენობა ხარისხში რომ გადაიზარდოს ისეთის.


მე კი 9-ში ჩემი ნათესავის, მაიორ გელა ჭედიას წლისთავზე მიდივარ მარტვილში. შარშან ცხინვალის მახლობლად დაიღუპა


გელა youtube.com-ზე

Thursday, August 6, 2009

ისევ ნობელის პრემია მეკუთვნის





ფილმები ტიტრებით

თბილისში ახალი საზუზუნო თემა გაჩნდა.
უნდა იყოს თუ არა ფილმები მხოლოდ ქართული ტიტრებით, ხმოვანი თარგმნის გარეშე.

ორი პოზიციაა.
1. ამ გზით მოსახლეობა ინგლისურს ისწავლის და ეს რა თქმა უნდა საჭიროა.
2. ის მოსახლეობა, რომელიც ინგლისურის სწავლას არ აპირებს და არც ასაკითა და სოციალური სტატუსით მოეთხოვება, დაკარგავს ფილმების ნახვის სიამოვნებას. ახლომხედველები დაიჩაგრებიან, ისინი ვერ მოასწრებენ ტიტრების წაკითხვას.

ორივე აზრს არსებობის უფლება აქვს.
ერთ მხრივ, გამალებული გლობალიზაციის პირობებში მოსახლეობის ფართო ფენამ თუ არა, რაღაც შესამჩნევმა სეგმენტმა მაინც უნდა იცოდეს ინგლისური. ეს აუცილებელია. ტიტრებით ფილმების ყურება კი ამ საქმეს ნამდვილად წაადგება.
მაგრამ რა ვუყოთ ახლომხედველებს, რა დაგვიშავეს?
ან რა ვუყოთ იმ ხალხს, რომელთაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 10 სტროფიც არ წაუკითხავს. ცოტაა ეგეთი?
ან, რა ვუყოთ იმ დიასახლისებს, რომლებიც ტელევიზორის ყურებას უთავსებენ კერვას, უთოობას ან შვილის ხვალინდელი გაკვეთილების ჩაბარებას?
ან, რა ვუყოთ იმ ხალხს, ვინც იმ საღამოს დაღლილობის გამო ვერ იქნება ისეთ ტონუსში, რომ იკითხოს და უყუროს ერთდროულად?

ინდოელებმა თქვეს, რა ჩინეთი და რუსეთი, ჩვენ, ჩვენ მოვდივართ მსოფლიო დომინანტურ ეკონომიკად, იმიტომ რომ 500 მილიონიანი ინგლისურენოვანი ქვეყანა ვართ და ტექნოლოგიებს მალე ავითვისებთო. ვინ იცის, აი, მეორე პუნქტს თუ დაადგეს თავი, პირველი აშკარად შესაძლებელს გახდის ინდოელების ამ პროგნოზს.

ჩემი ძმა მიყვებოდა ჰოლანდიის შესახებ 1995 წელს, იქ ყველა გლეხმა იცის ინგლისური, არა იმიტომ რომ ნიჭიერები არიან ან სკოლაში კარგად ასწავლეს, არამედ იმიტომ რომ ფილმები ჰოლანდიური ტიტრებით გადისო.

მაშ ასე, დილემა საქართველოსთვის, ისწავლოს ცოტამ ინგლისური და დავიკიდოთ დანარჩენები, თუ დავრჩეთ იგივე კომფორტში "მაია,ტვაია,ხარაშო,რაზვი მოჟნა სვამი პაზნაკომიცა" ჭაობში?

სწორი პასუხი ახლა იქნება!



ტადააამ!

(ისევ ნობელის პრემია მეკუთვნის)

ტელეეთერით გადაცემული ფილმი უნდა იყოს სამი ხმოვანი თანხლებით
1. ორიგინალური (ფილმის მონაწილე მსახიობების გახმოვანებული, დაბალ ხმაზე)
2. სინქრონული ქართული (ქართველი მსახიობების მიერ ქართულად გახმოვანებული)
3. ისევ ორიგინალური ხმოვანი ტექსტი 1-2 წამის დაგვიანებით.

"რამდენი ბუჩქია?
-ჰაუ მენი ბუშიზ?"

































როგორია?
ანუ:
ამერიკელი პერსონაჟი პირს ტყუილად არ აღებს, მისი ხმა ისმის (თუმცა გარჩევა შეუძლებელია, ჩუმია და თანაც სინქრონული ქართული ტექსტი ედება),
ქართული ფრაზის გაგონებისთანავე გესმის ამ ფრაზის დედანი ფრაზა ინგლისურად, ნამდვილი მსახიობის ხმით.
მაგალითად
"რამდენი ბუჩქია?
-ჰაუ მენი ბუშიზ?"
თხრიალით შევა მთვლემარე მაყურებლის თავებში.
არა?
ხომ დიახ, ბავშვებო? (ჩემი ალგებრის მასწავლებლის ფრაზაა).

Wednesday, August 5, 2009

ბარაქ ჰოე (ეიჩ) ობამა


ბარაქ ჰოე (ეიჩ) ობამა


ბარაქ ჰოე (ეიჩ) ობამა

დღეს ბარაქის დღეობაა, გამოვაცხვეთ ხიჩიპური.