Friday, November 27, 2009

ჯიმი ჰენდრიქსი

დღეს კი ჯიმი ჰენდრიქსის დაბადების დღეა
Born: November 27, 1942, Seattle, WA
Died: September 18, 1970, London, England



ორივე 27 წლის მოკვდა.

ეს კლიპი ჯიმი ჰენდრიქსის საფლავით მთავრდება

Thursday, November 26, 2009

თინა ტერნერი


დღეს თინა ტერნერის დაბადების დღეა. 70 წლის გახდა.
კაი ხანს მეგონა, რომ თუკი ქალი მომღერალი მომეწონებოდა, აუცილებლად უშნო უნდა ყოფილიყო.ელა ფიჯერალდი, ჯენის ჯოპლინი,თინა ტერნერი,ბარბარა სტრეიზანდი,არეტა ფრანკლინი, სინდი ლაუპერი, M პიპოლი, არცერთი იყო სილამაზის კლასიკა, მაგრამ რას მღერიან?
მერე და მერე რამდენიმე კრასოტკას მომღერლობაც ვაღიარე: ბიორკი, ევანესცენსი, მადონა, (მრხცვენია ბიორკს ესენი რომ მივუწერე).

ხო, ისევ თინა და მისი განუმეორებელი ხმა
.
ჩემი პირველი შთაბეჭდილება
We Don't Need Another Hero
ეს კი ეროს რამაზოტისთან
COSAS DE LA VIDA -1997

Wednesday, November 25, 2009

საქართველო მგელია თუ ძაღლი?

ეხლა მოიხედე.


რუსეთი დრესიროვშიკია და საქართველოს წვრთნის, თავისი სასარგებლო ფინია უნდა გამოიყვანოს.

მისი მეთოდი არის ტკივილის მიყენება და დაშინება.


აქამდე ისტორიულად უჭრიდა ეს მეთოდი საქართველოსთან მიმართებაში.
საქართველოსგანაც ბევრი კუდის ქნევა და ლაქუცი ახსოვს და აკლია ახლა.

ახალგორი, პერევი, კოდორიც კი, მიტინგები თბილისში, ახლა კი ბავშვები ცხინვალის ციხეში ერთ მიზანს ემსახურება - ტკენას და თავმოყვარეობის, ურჩობის დათრგუნვას. ასე წვრთნინ ძაღლებს სელაპებსა და ლომებს.



ვერ წვრთნიან მხოლოდ მგლებს.




თუ საქართველო მგელია ამ ტკენას გადაიტანს.

თუ საქართველო მგელია რუსეთს ისე უკბენს, სახელოვანი ძლევამოსილი ისტორიის მანძილზე რომ არ მიუღია..
ვნახოთ.


ჰა?

Tuesday, November 24, 2009

მსოფლიო თვალით

MUSIC video

let yourself feel. from Esteban Diácono on Vimeo.


მსოფლიო თვალით

Monday, November 23, 2009

ერთი საკმარისი არაა


კიდევ ერთი ძალიან მაგარი რემეიკი
მუსი ნინა სიმონედან
Muse - Feeling Good




Nina Simone/ Feeling Good

Saturday, November 21, 2009

დღეს ბიორკის დაბადების დღეა


მთვარე როგორც დაიიირა ფეხზე წამომდგააარია,
დღეს ხომ ბიორკის დაბადებისდღეააა.





The Sugarcubes
ბიორკის ისლანდიური ჯგუფია. რამდენიმე ძალიან კარგი სიმღერა აქვთ, მხიარული და გიჟური.
მსოფლიო სცენაზე კი ბიორკი გაოცებულ-გაბრაზებული გიჟურია და არა მხიარულ-გიჟური.

Friday, November 20, 2009

იტალიური ფილმები


არ გეჩვენებათ ეს იტალიური ფილემბის მთელი პლასტი, რომელიც იტალიელთა ხმაურიან ეზოებს, მაფიოზობანასა და მაძაძგანობას ეხება , არის ზურგში მახვილი იტალიისათვის, ან უფრო ზუსტად რომ გადმოვცე საშვილიშვილო დამღა მთელი ერისათვის.

არადა რა ერისათვის?
ცივილიზაცია მათ მოიგონეს, წყალგაყვანილობა, კალენდარი, მანუფაქტურები, სენატი და აბანო, ბოლოსდაბოლოს ფერარისა და ლამბორჯინის კოპირებას მთელი მსოფლიო ცდილობს და არ გამოსდის.

იმიტომ რომ წესიერი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული ხალხია ბუნებით (პიროვნებებზე არ მაქვს ლაპარაკი, მასაზე ვამბობ).
ხოდა ეს სასახელო იტალიური ფილმები ამ ერს, რომელსაც თვითკრიტიკა ზედმეტი აქვს, ხო, ეს ფილმები აქცევს დოღრიალა ემოციურ იტალიანო პეროებად.
უსამართლოა ეს. თვითონ ჩაიგდეს თავისი თავი ამ დღეში თავისი დიდი სახელოვანი კინემატოგრაფით.
დათო ტურაშვილის წერილი გამახსენდა "ცხწელ შოკოლადში", ჯაჭვლიანი შემხვდა და "მახარაო", ჩემი ფილმი "სვანი" ბრიუსელში მიიწვიესო.
ხოდა დათომ თქვა - ეს ფილმი ბრიუსელში რომ ნახონ, ევროკავშირში კი არა, მაკდონალშიც აღარ შეგვიშვებენო.მართალია დათო.

იმდენი გვიძახეს, ჩვენ ქართველები სცენაზე ვცხოვრობთ, ბუნებით არტისტები ვართო, რომ ამის საწინააღმდეგო იმუნიტეტი გამოგვიმუშავეს და ახლა სრულიად დავკარგეთ გვერდიდან ჩვენი თავის დანახვის უნარი.
მთელი ჩვენი პოლიტ და სახელოვნებო ელიტა ამის დემონსტრაციაა.