Monday, July 19, 2010

ვინ დაარქვა ამერიკას ამერიკა?

გაიმეორე ბევრჯერ, ნიუ ნიუ ნიუ ნიუ ნიუ ნიუ ნიუ, აბა უცებ მითხარი ამერიკის დედაქალაქი, ჰა უცებ..... არაა სწორი. ამერიკის დედაქალაქი ვაშინგტონია.


ახლა კიდევ ერთ ასეთივე შეკითხვას გეკითხები, სწრაფად საპასუხოს, მარტივს და .. ვეფხისტყაოსნემდე ნასწავლს. ნასწავლს თუ არა, გაგონილს მაინც.



ვინ დაარქვა ამერიკას ამერიკა?



პასუხი იცით, ხო, ამერიგო ვესპუჩიმ, იტალიელმა კარტოგრაფმა და მოგზაურმა, რომელმაც კოლუმბის შეცდომა, რომ მის მიერ აღმოჩენილი მიწა აზიაა, ეჭვის ქვეშ დააყენა, და განაცხადა, რომ ეს მიწა ინდოეთი კი არ არის, არამედ სრულიად ახალი კონტინენტია.



ეს ვიცით.


მაგრამ.


ვინ დაარქვა ამერიკას ამერიკა?

ამერიკას, რომელიც იტალიელმა ესპანელმა აღმოაჩინა, იტალიელმა აღმოაჩინა, რომ აღმოჩენილი მიწა ახალი კონტინენტია, სახელი იმ ინტრიგანი იტალიელის საპატივცემლოდ ... ერთმა გერმანელმა დაარქვა.

მაშ ასე, ამერიკის ნათლია გერმანელია.
მაგრამ ვინ?
მე არ მახსოვს. სახლში რომ დავბრუნდები, შევეცდები მოვძებნო ის წიგნი, რომელშიც ეს წერია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ ვიპოვნი.
იქნებ თქვენც იყოჩაღოთ?
(წიკიპედიაში და ანსვერს კომ-ზე პასუხი არ დევს).

Saturday, July 17, 2010

games

http://www.miniclip.com/games/magic-pen/en/


http://www.miniclip.com/games/forest-temple/en/

Wednesday, July 14, 2010

Phil HarrisPhil Harris (December 19, 1956 – February 9, 2010)








ეს ისტორია უკვე მორჩა. ფილ ჰარისი მოკვდა. გადაურჩა ნეკნების მოტეხილობის საშიშ გართულებას, ფილტვის ემბოლიზმს, დაუბრუნდა თავის საქმეს და 6 თვეში ჰემორაგიული ინსულტით მოკვდა საავადმყოფოში.
9 დღე იავადმყოფა.
დათა თუთაშხიაზე გამიგია, კაცობა უნდა ისწავლოო. ფილ ჰარისი არანაკლები კაცი იყო. მას და მის გემ "კორნელია მარის" 5 წელი მუდმივად იღებდა დისქავერი და მთელს მსოფლიოს უჩვენებდა ამ ვაჟკაცი ადამიანების ურთულეს საქმიანობას. საქმეს, რომლელასც ვერ გააკეთებ თუ არა გაქვს საკმარისი გამძლეობა და პასუხისმგებლობა.
დათ თუთაშხია იმიტომ ვახსენე, რომ ეს ვთქვა - დიდი სიამოვნებით ვნახავდი "Deadliest Catch" ის იმ სერიებს, სადაც ფილის ურთიერთობებია თავის შვილებთან, რომლებიც ასევე მუშაობდნენ მამის გემზე.

ჩემთვის მჭირდება, ჩემს შვილებთან ურთიერთობისთვის მჭირდება.
აცდნენ ერთმანეთს ჯეკ ლონდონი და ფილ ჰარისი, თორემ აუცილებლად დაწერდა მასზე რამეს ჯეკი.





Tuesday, July 13, 2010

Hollywood

იცოდით თუ არა, რომ ქალაქ ჰოლუვუდის წარწერა-სიმბოლო 1923 წელს აშენდა და მას თავიდან ჰოლუვუდლენდი ეწერა.
ის ააშენეს მშენებელმა დეველოპერებმა, რომლებიც ამ რეკლამით ჰოლივუდის ზედა მიწების სარფიანად გაყიდვას იმედოვნებდნენ.



ბოლო 4 ასო "ლანდ" მხოლოდ 1949 წელს მოაცილეს, და ამით ეს წარწერა მთელი ქალაქის აღმნიშვნელად გადააქციეს.
რეკლამის სავარაუდო ხანგრძლივობა 1,5 წელი იყო, მაგრამ ის ჰოლივუდისადმი ინტერესის ზრდისა და კინოინდუსტრიის აყავების პარალელურად სიმბოლოდ იქცა და ჰგიებს უკუნისამდე.





მანამდე კი, 1932 წელს 24 წლის უელსიდან ჩამოსული ულამაზესი ქერა ცისფერთვალა პერსპექტიული მსახიობი,
Peg Entwistle
რომელმაც ცოტა ხნის წინ "მეცამეტე ქალში" ითამაშა, ეიჩ ასოზე ავიდა და გადმოხტა. თავი მოიკლა.





Born: Jul 01, 1908 in London, UK
Died: Sep 18, 1932 in Hollywood, California
Occupation: Actor
Active: '30s
Major Genres: Thriller, Drama
მისი გვამი ორი დღის შემდეგ იპოვნეს. თვლიდა რომ აღიარებას ვერასდროს ეღირსებოდა. იჩქარა.

მას შემდეგ ეს ადგილი საფუძვლიანადაა დაცული და შესაბამისად ასეთი რომენტიული თვითმკვლელობის მოსურნეთ იმდებს უცრუებს.


ეკრანიზაცია.
ბოლო წარწერაში- " პეგ ენტვისლის თვითმკვლელობის შემდეგ ეს წარწერა წარმატებული კინოინდუსტრიის სიმბოლოს გარდა, დამსხვრეული ოცნებების სიმბოლოც გახდა".
მიყვარს რთული სიმბოლოები, სკოლის ერთი კლასის დამთავრებაზე უფრო სასარგებლოა ზოგჯერ. პიროვნებისთვის არა, სოციუმისთვის.

რეკლამამ კი, იმუშავა. ჩრდილოეთი ჰოლივუდი ააშენა.


Sunday, July 11, 2010

წაგებულები






ეს ხალხი 105 წლის წინ გადაღებული სურათებიდან, ამ ქვეყნიდან წაგებულები წავიდნენ.

მათი "ცხოვრების საქმე" 1905 დან 1908 წლამდე გაგრძელდა და "ნიაგარის მოძრაობა" ერქვა
ნიაგარის მოძრაობა ზანგების მოძრაობა იყო რასიზმის წინააღმდეგ.
აცხვეს მემორანდუმები, კრიბეს ხელმოწერები, აგზავნეს პეტიციები, მიიღეს "ბრძნული" რჩევები, "რბილი" გაფრთხილებები და ცალყბა თანაგრძნობები.
და... დამარცხდნენ.

არ ვიცი, უწია თუ არა რომელიმეს მაინც სიბერემ იმ დროს, როცა 1954წ. მართინ ლუთერ ლინგის მიერ გაძღოლილი შავკანიანთა მანამდე უწესრიგო მღელვარებები რეალური შედეგის - სეგრეგაციაზე ოფიციალური უარის თქმით დამთავრდა.

ეს კაცი, W. E. B. Du Bois "ნიაგარის მოძრაობის" ერთერთი ხელმძღვანელი ღრმა მოხუცებულობისას იძულებული გახდა აფრიკაში, განაში გადახვეწილიყო და იქაური მოქალაქეობა მიეღო.

Friday, July 9, 2010

jimi hendrix usa

ჩაიჭყიტე 100 წლის წინ.

ადამიანები პრეისტორიიდან ფოტოაპარატის გამოგონებამდე იყვნენ. ნამდვილად იყვნენ და თანაც ისეთივე დეტალურები, ფერადები და თანაგრძნობის მოსურნეები როგორც ჩვენ.
ეს სურათები 1910 წელსაა გადაღებული, პირველი ფერადი სურათებია, რუსმა ფოტოგრაფმა გადაიღო. ის ერთ სცენას 3 სხვადასხვა ფერის ობიექტივით იღებდა და შემდეგ მათ სლაიდებს აერთიანებდა. მის შემდეგ ეს ტექნოლოგია დავიწყებული იქნა და მხოლოდ 40 წლის შემდეგ გამოიგონეს ფერადი ფოტოფირი.




ჩაქველი მეჩაიეები.

Beginning in 1910 Sergei Mikhailovich Prokudin-Gorskii used color photography to document the Russian Empire. He made black-and-white exposures with red, green and blue filters, then combined those images in the laboratory to create a color image.