Monday, February 25, 2008

"1=2"


ქალაქში, სახლებზე საღებავით გაკეთებული წარწერები შევნიშნე. ვიღაცა ცდილობს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს "1=2". შევეცადე ამეხსნა ეს რებუსი. მე არ ვიცი დანამდვილებით რა უნდა ეთქვა მის ავტორს მაგრამ, ორი ვერსია მაქვს;1. ავტორი ოპოზიციონერია და ამ წარწერით ხალხს მოუწოდებდა #1 გაჩეჩილაძე იგივე #2 პატარკაციშვილია და რახან პატარკაციშვილის ფული გაჩეჩილაძეს მოხმარდება, ხმა გაჩეჩულაძეს მიეცითო.2. წარწერის ავტორი სააკაშვილის მომხრეა და ეს წარწერა მამხილებელია - თქვენ რომ გაჩეჩილაძე გულანთებული იდეალისტი გგონიათ, სინამდვილეში ის პატარკაციშვილის ინტერესებს იცავსო.

2 comments:

cartwheel said...

კომენტარს მე თვითონ ვწერ 4 მარტს.
გაირკვა რომ ეს წარწერა მაკდონალდისა და მაგთის ერთობლივი სარეკლამო აქცია ყოფილა.
რას გვერჩოდნენ, ეს პულვერიზატორით კედლებზე წერა რაღა იყო?

teighez said...

this websitecheck that useful referenceYour Domain Name a fantastic readRead More Here