Thursday, February 21, 2008

შეფასება
ორი მძღოლის საუბრიდან: რომელია კარგი "კალოტკა"?

- N კარგია, რკინის შემცველობა მეტი აქვს და დიდხანს არ ცვდება.

- არა N კარგი არ არის იმიტომ რომ რკინის შემცველობა დიდი აქვს და "აპორნი დისკს" ცვეთს.


რაგბის გულშემატკივრობა რამოდენიმე წელია დავიწყე. რამდენიმე ისტორიულ ჯახს სტადიონზე დავესწარი. ჩემი ბავშვობის დინამოსდროინდელი დიდი სიხარულები გამიმეორდა საქართველო-რუსეთის, საქართველო-რუმინეთისა და საქართველო-პორტუგალიის მატჩების ჩვენს სასარგებლოდ დასრულებით. მაგრამ დღემდე მოყვარული გულშემატკივარი ვარ. რაგბის ის რამდენიმე წესი რომელიც ვიცი და რომლითაც ვარჩევ თამაშის პერიპეტიებს დღემდე საკმარისი არ არის თამაშის "წასაკითხად". ხშირად მე ისეთი რამ მგონია წარმატება რაზეც სტადიონის გულშემატკივრებს იმედგაცრუების ოხვრა აღმოხვდებათ. ბოროტი მსაჯის მიერ ჩვენი გუნდის დაჩაგვრა რომ მგონია - სტადიონი მორჩილად გასუსულია, ზოგჯერ რომ ვიფიქრებ - აუ ეს რა უიღბლობა მოუვიდა ჩვენს რაგბისტს მეთქი აღმოჩნდება რომ უიღბლობა კი არა თავგანწირული გამიზნული ტაქტიკური პატარა გამარჯვება ყოფილა. მოკლედ რაგბი გულშემატკივრობის მიუხედავად ჩემთვის jer kidev ქაოსურ თამაშად რჩება.

მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი. რაგბი ქაოსური კი არა რთული წასაკითხი თამაშია. რამდენიმეპლანიანი კომბინაციები თამაშის რთულ წესებს ემორჩილება და სიძლიერისა და შეუპოვრობის გარდა სწრაფ ანალიტიკურ აზროვნებასა და დიდ კოლექტიურ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

მე მშურს რაგბის ნამდვილი გულშემატკივრების და იმედია თანდათან იმდენად შევისწავლი ამ თამაშის წესებს რომ ჩემი რეაქციები სტადიონის უმრავლესობის ემოციებს დაემთხვევა.

თუმცა დღესდღეობით რაგბის საგულშემატკივროდ მისულთა დაახლოებით 47% ჩემსავით ვერ ერკვევა თამაშში და ჩემსავით თამაშის გარდა გვერდით მჯდომი გულშემატკივრის კომენტარებს ელოდება.


პოლიტიკოსობა საქართველოში ადვილია. ქვეყანა დუღს და ყველა ცალკეული დაბნეული და სურვილის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი თავის ენერგიულ და სხაპასხუპით მეტყველ ლიდერს ეძებს. და ეს ლიდერებიc ხუთოსანი მოსწავლეებივით ტიტინებენ თავისი მომხრეების სათქმელს.

საქართველოს მართვა პოლიტიკოსობიგან განსხვავებით ძალიან ძნელია. საქართველო მრავალეროვანი, ტერიტორიულ-ეთნიკურად რთული, მძიმმე ისტორიული და ეკონომიკური წარსliთ ჩახლართული, ღარიბი და წაგებული ქვეყანაა.
როგორ უნდა შეაფასოს პოლიტიკოსი/ ხელისუფალი ამომრჩეველმა? ეს საქმე სახელმწიფოებრივობის მინიმუმ 50 წლის ისტორიის მქონე დალაგებული ქვეყნის მოქალაქისათვის გაცილებით ადვილი da gakvaluli procesiა. მან უნდა შეაფასოს ალტერნატივები დემოკრატიასა და მეტ დემოკრატიას შორის, სოციალურ გარანტიებსა და მეტ სოციალურ გარანტიებს შორის, ეკონომიკის წინსვლასა და მეტ წინსვლას შორის, წესრიგსა და მეტ წესრიგს შორის. ხესუფლის საქმიანობის შესაფასებლად მან უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის ადგილი და როლი მსოფლიო ცივილიზაციაში, გლობალურ პოლიტიკაში, შეაფასოს საკუთარი და ნაცნობ მეგობრების ცხოვბის დონის ცვლილება, ქვეყნის შენების, მრეწველობის, თავდაცვისუნარიანობის მდგომაობა და ცვლილებების მიმართულება.

რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასოს ხელისუფალი და პოლიტიკური მოძრაობა მოქალაქემ იმ ქვეყანაში რომლის სახელმწიfოებრიობა დე იურე 17 წელია აღიარა მსოფლიომ მაგრამ რეალური სახელმწიფო იერარქიისა და სტრუქტურების შექმნა მხოლოდ მეოთხე წელია დაიწყო. მისი გლობალური პოლიტიკური სტატუსი, ეკონომიური ფორმაცია, გეოპოლიტიკური გარემო დიამეტრულად შეიცვალა დროის ხანმოკლე პერიოდში. როგორ უნდა შეაფასოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ ხელისუფლება თუ ჩამოთვლილ პროbლემებს ემატება უცხო ძლიერი სახელმწიფოს მუქარა და ამავე სახელმწიფოზე ისტორიულ გეოგრაფიულ ეკონომიკური გადაჯაჭვულობა? წინა ფორმაციის მიერ ისეთი მექანიზმების დატოვება, რომელიც ხელ ფეხს უბორკავს ნებისმიერ სასიკეთო ცვლილებას (დაინტერესებული ქვეყნის "სამშვიდობო" ჯარი შენივე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ სეპარატისტებს შენგან იცავს, ქვეყნის ინფრასტრუქტურა დამპალია და გამოსაცვლელი, ადამიანები თავს ირჩენენ ისეთი საქმიანობით (გარე ვაჭრობა, ჯართის გატანა, შეშის ჭრა, საბაჟო გადასახადებების დაფარვა, მოქალაქეთა გამოძალვა რომელთა აღმოფხვრის გარეშე დაღმართზე მყოფ ქვეყანას დაღუპვა თუ არა გლობალურად სწრაფად განვითარებადი მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური შეჯიბრებიდან საშვილიშვილოდ ამოვარდნა ელის. როგორ უნდა შეაფასოს ამომრჩეველმა ხელისუფალი ქვეყანაში სადაც შიდა პოლიტიკური ტეროტიზმის ნალექი იმდენად საგრძნობია რომ, მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ბედავს არათუ კრიმინალურ აგრესიული უმცირესობაზე დომინიreბას, ვერ ბედავს ასევე ხმამაღლა მოუწონოს ხელისუფლებას წესრიგის დამყარება და კრიმინალური ავტორიტეტების მანამდე დაუძლეველი ავტორიტეტის დამხობა. ხუთი წლის წინ საინფორმაციო საშუალებები დღიური მოციონივით გვაწვდიდა ხალხის, მოხუცი შაოსანი ქალების კივილს 15 ლარიანი პენსიის მოთხოვნით, dღეს თვეში ერთხელ მაგრამ სხვა მიმართულების პროტესტი აყვირებთ ხალხს: კერძო საკუთრების ჩამორთმევა, დაჭერა.

No comments: