Friday, February 8, 2008

EURONEWS





2008 წელი. კოპიტნარი- სტალინგრადი, როგორც მას ადგილობრივი დევნილები უწოდებენ.



"ევრონიუსში" ეს სცენარი ორჯერ თუ სამჯერ განმეორდა და ამიტომაც განზოგადებისკენ მიბიძგა. - საქართველოს შესახებ რეპორტაჟში დროის დიდ ნაწილს უთმობენ დანგრეული გზებისა და მიტოვებული, ჩამორეცხილი სახლების ჩვენებას და მხოლოდ ბოლოს 5-10 წამით აჩვენებენ გაბრდღვიალებულ ღამის რუსთაველს. რამდენიმე სიუჟეტში ეს თანაფარდობა რომ არ განმეორებულიყო ჟურნალისტის მიკერძოებულობას დავაბრალებდი. ახლა კი მგონია რომ ესეთი ჩვენება საქართველოს ობიექტური სახეა ევროპელთა თვალში. სიუჟეტები ძირითადად ეხებოდა საქართველოს ევროპულ ორიენტაციას და ევროპისკენ სწრაფვას. ჩვენი პოლიტიკოსები ინგლისურად დამაჯერებლად საუბრობდნენ საქართველოს ბუნებრივ ადგილზე ევროპულ ოჯახში. ჟურნალისტის ნელთბილი კომენტარები კი ამ ნანგრევების ფონზე მიდიოდა.
ამით ჟურნალისტი თავის ევროპელ მაყურებელს ეუბნება, კი ეს ხალხი გვპირდება მოწესრიგებულობას, ევროპელობას, ჩვენც გვჭირდება ისინი ნავთობპროდუქტების მისაღებად, მაგრამ ლამაზი განცხადებების მიუხედავად ისინი ევროპისაგან ჯერ შორს არიან, ჯერ კიდევ ითმენენ შეუღებავ სახლებს, მიტოვებულ შენობებს და დანგრეულ გზებსო. მე მგონი სანამ საქართველოში გაპარტახებული, მიტოვებული პეიზაჟი იქნება, მანამ ევროპა ჯერ მას დაინახავს და შემდეგ ახალ აეროპორტსა და რუსთაველს. ეს კაპრიზი არ არის. ეს ევროპის პოზიციაა. ქვეყანა ან ბინძურია ან სუფთაა, ან შენდება ან ინგრევა. არავინ არ ჩაგვთვლის ღირსეულად და წარმატებულად თუ ვიქენით ნახევრად სუფთა, ნახევრად შეღებილი ან ნაწილობრივად აშენებული.
სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა გზაზე, სახლზე, ფასადზე, გზაჯვარედინზე, პოლიციაზე, საბაჟოზე, ტრანსპორტზე. ერთი სიტყვით ქვეყნის ყველა გოჯის ევროპულ ქვეყნად გარდაქმნაზე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დავიბრუნებთ ღირსებას და მივაღწევთ აღიარებას. ამ მიზნის მიღწევა დღეს გაცილებით ძნელია ვიდრე 2007 წლის ნოემბრამდე, 2008 წლის 5 იანვრის შემდეგ ხელისუფლებას გაუჭირდება ძველი ტემპის შენარჩუნება. იმიტომ რომ “მისმა უდიდებულესობა ხალხმა" ერთბაშად იღრიალა - “მე!!!”

2 comments:

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...

replica bags online pakistan replica gucci bag h3n77h3d38 replica bags high quality replica bags philippines greenhills resource u9t85o9h81 replica bags chicago navigate here s7z45p5q78 replica louis vuitton replica bags china s9y17n0y09