Monday, February 25, 2008

2108 წელი

ჯერ არ დაბადებული საქართველო

რა პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს 2108 წელს?ანუ რა უნდა გააკათოს ყოველ მიზეზ გარეშე, ე. ი. წინააღმდეგობის მიუხედავად, არაპოპულარული ნაბიჯების თანმხლები უკმაყოფილების მიუხედავად?

მარტო მე და თქვენ კი არა, მსოფლიოს კლასიკოს ფანტასტთა დიდ ნაწილს 20-30 წლის წინ ეგონა რომ 2008 წელი თავისი კერძო ნატვრატრონებიანი და გალაქტიკათაშორისი მოგზაურობებიანი რომანის თარიღად რომ აერჩიათ რეალობასთან ახლო მდგომი თარიღი იქნებოდა.

დადგა ახალი მილენიუმი, გადავურჩით მსოფლიოს მითიურ ციფრულ თუ ინტერნეტ კოლაფსს რომელიც თურმე მილენიუმის გასაყარზე უნდა დამდგარიყო. აგერ უკვე მე-8 წელია ამ ახალ ჯადოსნურ და იმედისმომცემი 2000-იანების მაცხოვრებლები ვართ და რა.. ცხოვრება კვლავ პრობლემებით, ძველი და ახალი პრობლემებით გრძელდება.

ვინც არ უნდა იყოს მომავალია სქართველოს პრეზიდენტი 2108 წელს, ისევე როგორც დღეს მას მოუწევს იმ რეალობაში გარკვევა და იმ სირთულეების დაძლევა რაც საქართველოს მუდმივად ექნება. ეს არის გეოპოლიტიკა, ეს არის ენერგომატარებლები, ას არის ეროვნულ- ეთნიკური მრავალფეროვნება საზოგადოებაში და ტერიტორიული ეთნიკური სიჭრელე, ეს არის მიგრაცია-იმიგრაცია ეს არის ბალანსი გლობალურ პოლიტიკასა და რეგიონალურ პოლიტიკას შორის. 2108 წელს საქართველოს კვლავ არ ექნება სასარგებლო წიაღისეული რითაც კიდევ უფრო გაძლიერდებიან რუსეთი და აზერბაიჯანი. ჩრდილო- აღმოსავლური სეპარატიზმი ახალ ძალას მიიღებს, მათი შემხედვარე ისტორიული მადის გათვასწინებით სამხრეთული სეპარატიზმიც არ დაახანებს. სახელმწიფოებრიობის 103 წლის გამოცდილების მიუხედავად ქართველთა მენტალიტეტი მცირედ შეიცვლება. იქნება კრიმინალიზაციის, კორუფციისა და პოლიტიკური რადიკალიზმის მუდმივი საფრთხე. არსად გაქრება საყოფაცხოვრებო უწესობა, შურიანობა და სიზარმაცე.

როგორ უნდა მართოს ჯერ არ დაბადებულმა პრეზიდენტმა ჯერარდაბადებული საქართველო 100 წლის შემდეგ? იმედი ვიქონიოთ რომ საქართველო 100 წლის შემდეგ ფეხზე დადგება და ჩამოთვლილი პრობლემები მის რყევას ისეთი ინტენსივობით ვეღარ შეძლებენ როგორც ეს დღესაა, მაგრამ აწყობილ ქვეყანასაც ჭირდება ბრძნული მართვა რათა ძველმა ჭირებმა ჭაობში არ ჩაითრიონ.

No comments: