Monday, February 25, 2008

CO-თი მოწამვლა

sos

წელს განსაკუთრებით ბევრი შემთხვევაა COთი მოწამვლის. თითქმის ყველა მორიგეობაზე 1-3 ადამიანი მოჰყავს სასწრაფოს ჩემს საავადმყოფოში. შემთხვევები რომლებიც საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციით მთავრდება ძირითადად საღამოს საათებშია და ყველა შემთხვევაში ოჯახის წევრთა ცუდად ყოფნას აფიქსირებდა ბინაში ახლადმოსული პირი. სამწუხაროდ სტატისტიკის მიხედვით CO-თი დაღუპულთა რაოდენობამაც იმატა. დაღუპულთა უმეტესობა ღამე მოიწამლა. საინტერესო იქნება CO-თი დაღუპულთა სტსტისტიკის ცოდნა წლების მიხედვით.
ბუნდოვნად მახსოვს რომ: COთი დაღუპვის შემთხვევები ბევრი იყო ზურაბ ჟვანიას დაღუპვამდე. შემდეგ ამ თავზარდამცემმა ფაქტმა და პოსტფაქტუმ ტელევიზიით მოსახლეობისათვის გამაფრთხილებელი TV ჩანართებისა და ბაზრობის ხელოსნებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამ COთი სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა და კვლავ გაიზარდა 2007-წლის შემოდგომიდან.
მე მგონია რომ მოსახლეობა ენდო ამ დროს ტვ ეთერით ზურაბ ჟვანიას "მკვლელობის მამხილებელი" ფილმის პათოსს. ამ ფილმის მიხედვით ზურაბ ჟვანია შეუძლებელია COთი მომკვდარიყო. ჩვენ გვახსოვს იმ სახლის მაცხოვრებელთა და იმ უბნის გაზის გამანაწილებელთა განცხადებები რომ იმ საღამოს გაზის წნევა განსაკუთრებულად მაღალი იყო. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის რომელსაც რამოდენიმეჯერ ჰქონია საქმე COთი მოწამვლის იმ შემთხვევებთან, რომლის მიზეზად პაციენტები გაზის მაღალ წნევას ასახელებენ, ზურაბ ჟვანიას შემთხვევა დასანან უბედურ შემთხვევად აღიქმება.
ფილმმა შეძლო დაერწმუნებინა მაყუბელი რომ, COმხოლოდ ლეგენდებშია მომწამვლელი და ის ჩვენი ბინების ზამთრის მუდმივი საშიშროება არ არის. ხალხი აღარ მოერიდა გაზის გამათბობლებს და შესაბამისად გახშირდა მოწამვლის ფაქტები.

No comments: