Friday, February 8, 2008
სანამ ყველა არ მოინდომებს ვერავინ მიიღებს!
თუ ყველამ არ მოინდომა ვერავინ მიიღებს
მიყვარს ქართველი მსახიობები. ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბება დაემთხვა "ვესტჰემი" "დინამოს" 1:4-ს და რუსთაველის თეატრის გასტროლებს ინგლისში. მაშინ ჩემთვის საქართველოს სიყვარული და საქართველოთი სიამაყე იყო ქართული თეატრითა და ფეხბურთით, ქართული კინოთი და მხოლოდ შემდეგ სახელოვანი წარსულითა და თვალწარმტაცი ბუნებით სიამაყე. პატივს ვცემ იმ ადამიანებს ვინც მე საქართველოთი სიამაყე მაჩუქა. ყოველთვის ვუსმენ ამ ადამიანების აქამდე მხოლოდ სატელევიზიო ინტერვიუებს, ბოლო დროს კი მგზნებარე გამოსვლებს მიტინგებზე. და .. რას ვხედავ. საქართველოს საზოგადოების თვალჩინო ნაწილი, ხალხი ვინც თავისი ნიჭითა და შრომით მოიპოვა სახელი და სიყვარული არ აზროვნებს სახელმწიფოებრივად. ნოემბრის აქციებზე ამ კატეგორიის ადამიანებმა უარი თქვეს ერის სინდისობაზე და ერთ პოლიტიკურ გუნდს აჰყვნენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. ერის საზოგადოებრივი აზრის გამომხატველთაგან მიკერძოებულ მხარედ იქცნენ. ჩემს იმედგაცრუებას მიმსუბუქებდა მხოლოდ კახი კავსაძის "ღამის შოუში" ნათქვამი ფრაზა. "შენ არაფერი გაშველება, და შენ რომ არაფერი გეშველება მეც არაფერი მეშველება". ასე უპასუხა მან უცნობ დილიდანვე მთვრალ ახალგაზრდას შეკითხვაზე "ბატონო კახი, გვეშველება რამე?".და მართლაც, სანამ ყველა არ მოვინდომებთ და შევეცდებით ამ ქვეყნის აშენებას, საქართველოს გაერთიანებას ჩვენი საშველი არ იქნება. ჭეშმარიტად ბრძნული ფრაზაა ყველა დოღრიალასათვის ზედგამოჭრილი. მერფის კანონი გამახსენდა - სანამ ყველა არ მოინდომებს ვერავინ მიიღებს. ბრძნული კანონია.
Posted by cartwheel at 10:35 AM
Labels: 7 ნოემბერი, ვინიგრეტი, ოპოზიცია, საზოგადოება, ჯერარდაბადებული საქართველო
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
a1y26u9p43 o1l54n8v08 w5d50p1o06 g9q30k8i12 l6n95k0a96 s8w90t1z04
Post a Comment