Wednesday, February 27, 2008

პირველი კონკურენტული ?


5 იანვრის არჩევნები არ იყო საქართველოში პირველი კონკურენტული არჩევნები.

1997(?) წელსაც ძნელი გასარკვევი იყო ვინ მოიგებდა არჩევნებს, შევარდნაძე თუ აბაშიძე. პატარკაციშვილამდე ეს გზა აბაშიძემ გაიარა; შემოიკრიბა, ფაქტიურად იყიდა ოპოზიციური პარტიები, ინტელიგენციის ნაწილი. აჭარის ტელევიზია მთელ საქართველოზე გაავრცელა. დიდი ფული ხარჟა თბილისის მოსახლეობის ყიდვაზე.
პოლიტიკურ პარტიებს შორის მაშინდელი განაწილებაც დაახლოებით დღევანდელის მსგავსი იყო - 20 ოპოზიციური 1 სახელისუფლოს წინააღმდეგ. ხალხი მაშინაც გაბრაზებული იყო პრეზიდენტზე, რომელმაც ომები წააგო, ყაჩაღების თარეში დაუშვა, ეკონომიკა ვერ დაძრა და ათასი სხვა შეცდომა დაუშვა. მაშინ ოპზიციას ("აღორძინებას") ბევრი უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას, მაგრამ არჩევნებმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა - "აღორძინებამ" უმნიშვნელო ხმები მიიღო. მაშინ ხალხმა ძნელი არჩევანი გააკეთა ცუდსა და უფრო ცუდს შორის. არ აჰყვა უსაფუძვლო იმედს რომ აღორძინება მმართველობაში მოსვლის შემდეგ საქართველოს ბათუმივით გაალამაზებდა.
დღეს მგონი სადაო არ არის რომ ხალხის მაშინდელი გადაწყვეტილებით საქართველოს დიდი სირცხვილი ასცდა, ასლან აბაშიძის შიდა ავტორიტარიზმი და საგარეო კაპიტულანტიზმიღა აკლდა საქართველოს.


როგორ მიიღო მაშინდელმა გაძვალტყავებულმა, შეურაცხყოფილმა, წაგებულმა ქართველობამ სწორი გადაწყვეტილაბა?

მე მახსენდება ერთი ძირეული ფაქტორი, რომელიც მაშინდელ და ახლანდელ საქართველოს განასხვავებს. იმ დროს საქართველო ფაქტიურად სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე არსებობდა, ჯარისკაცი ჯარისკაცობდა, ექიმი ექიმობდა, მასწავლებელი მასწავლებლობდა, მესაზღვრე მესაზღვრეობდა, პოლიციელი "ბალახობდა", მაგრამ თავის საქმეს (დასაჭერის, დასაჯარიმებელის დაშინებას) ნაწილობრივ მაინც ახერხებდა.
ანუ სახელმწიფოს საქმე – ჯარი, საზღვარი, სკოლები, მედიცინა, და ა. შ. ადამიანებზე, ჩვეულებრივ ქართველებზე იდგა. აღარავის ქონდა მთავრობისა და პრეზიდენტის იმედი.

საქართველო მაშინ მოსახლეობის მაღალი სოციალური შეგნების და პატრიოტიზმის შედეგად გადარჩა.

დღევანდელ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი რომელიც პასუხისმგებლობას ღებულობს მთავრობის მუშაობაზე, სამთავრობო თუ სახელმწიფო სტრუქტურები გაძლიერდნენ, გამოჩნდა სახელმწიფო ფული რომელიც დაეტყო ქვეყნის იერსახეს, ჯარს, საგზაო ტექნიკას, პოლიციას, სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემები მუდმივად კონსტატირებენ ბიუჯეტის ზრდას, საიმედო ეკონომიკურ პერსპექტივებს.
მოსახლეობას შეექმნა წარმოდგენა, ილუზია, რომ ქვეყანა ფონსაა გასული, მოთმინებისა და პატრიოტიზმის დრო დამთავრდა, და შეუძლია მოითხოვოს სახელმწიფოსაგან ის რაც დააკლდა მთელი ბოლო 15 წლის განმავლობაში.

ვინც ამ სიტუაციის ანალიზი შეძლო მიხვდა რომ დღეს, სწორედ დღესაა გაძლების, ერთგულებისა და პატრიოტიზმის დრო. საბედნიეროდ დღესაც ასეთი ადამიანები უმრავლესობას შეადგენენ, დასანანია რომ არა თბილისის.

No comments: