საით? ზემოთ? ქვემოთ?
რას ერჩოდა ხელისუფლება ხალხის ფავორიტებს: აჩი ფურცელაძეს, ნიკა ლომიძეს, თემურ თათარაშვილს, რცხილაძის ცოლს, თიკა ჯამბურიას მამას, 14 წლის ბიჭს ან თუნდაც ირაკლი ბათიაშვილს? განა არ იცოდა რომ ამ ადამიანებისადმი თანაგრძნობა ხალხში იმდენად ძლიერია რომ, მათი დაჭერა ხალხის საერთო მტრობად აღიქმება? რა უნდოდათ ამით ეთქვათ ქვეყნისთვის.
ზოგნი იტყვიან - ამ ხელისუფლებამ თავისი ძალადური ბუნება გამოამჟღავნაო, ადამიანებს აჩვენა - დღეს მე ვარ ბატონი და თქვენი განწყობა სულ არ მადარდებსო.
ზოგნი იტყვიან (და მეც მანდ ვარ) ამ ხალხის დაჭერა არ აწყობდათ ხელისუფლებს. ეს ადამიანები კანონმა დაიჭირა. ხელისუფლება ამ ადამიანებმა ჩააყენეს დილემის წინაშე, დაეცვათ კანონი თუ დაეცვათ საკუთარი "კეთილი ხელისუფლის" იმიჯი. ხელისუფლებამ მიიღო თავისთვის მძიმე მაგრამ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება. "და დაე მძრახონ.." ილია ჭავჭავაძის სიტყვებია.
დე გოლი რომელიც საფრანგეთს გადადგომის შემდეგ არჩევნებით ტრიუმფით დაუბრუნდა ამბობდა " პოლიტიკა არის არჩევანი ორ ცუდ გადაწყვეტილებას შორისო" და მართლაც, საახალწლო ზეიმებსაც ჰყავს თავისი მოწინააღმდეგე ხალხი და რეალურ რეფორმას რამდენი გამოუჩნდა თქვენ თვითონ ნახეთ.
ჩვენ არ ვართ მიჩვეული კანონის შიშს და პატივისცემას. ჩვენ მიჩვეული ვართ კანონის შიშს და ყიდვას. ჩვენ არ ვართ მიჩვეული სახელმწიფოს შიშსა და პატივისცემას. ჩვენ მიჩვეულნი ვართ სახელმწიფოს რომელიც კომუნიზმს გვპირდება და ბოდიშს გვიხდის რომ ჯერ მხოლოდ სოციალიზმში გვაცხოვრებს. შემდეგ ვიცხოვრეთ ქვეყანაში რომელიც ბოდიშს გვიხდიდა რომ ლტოლვილებად გვაქცია, უსამსახუროდ დაგვტოვა, ფული გაგვიუქმა, ქვეყანა დაგვინაწევრა. და ამ ბოდიშის გამოხატულება იყო ის, რომ სახელმწიფო ნებას რთავდა გარე ვაჭრობას, კირუფციულ იმპორტს, კორუფციულ ჯართის ექსპორტს, დეზერტირობას, მექრთამეობას, ხულიგნობას. საბაჟო, პოლიცია, მედიცინა და.. თვით სამინისტროებიც წინასწარ დაშვებული კორუფციით არსებობდნენ.
ახლა ჩვენ ისევ ის სახელმწიფო გვენატრება, რომ გვებოდიშება და თავზე ნაცარს იყრის – რა ვქნა ვერ გშველი მაგრამ, ბუნებით კეთილი ვარო. მადლობა ღმერთს საქართველოში მარტო პრიმიტივები არ ცხოვრობენ. როცა ქვეყანა გზისგასაყარზე შედგა პროგრესსა და რეგრესს შორის ამ ადამიანებმა შეძლეს პირად ტკივილზე მაღლა დადგომა. საკუთარი განცდები ოჯახში დატოვეს და მხარში დაუდგნენ ხელისუფლებას. თიკა ჯამბურიას მამა და რომა რცხილაძის რძალი, გიორგი ჭანტურიასა და ნიკა ქავთარაძის მეგობარი შალვა რამიშვილი ციხეში მოხვდნენ. ციხეში მოხვდნენ კონკრეტული ბრალდებებით. ჩემი დიდი პატივისცემა იმ ადამიანებს რომელთაც ეყოთ ვაჟკაცობა თავისი ტკივილის მიუხედავად ღიად დააფიქსიროს თავისი xelisuflebisadmi ndoba .
მე ვთვლი რომ მხოლოდ მათ კი არა, სააკაშვილის ამომრჩევლებმა ყველამ რთული გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენს წინაშე ახლა აღარ იდგა ურჩხულის შემმუსვრელი ფრანგულ-ინგლისურად საქართველოს ინტერესების დამცველი, ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა და მაღალი, გამარჯვებების პიკზე მდგომი კანდიდატი.
2008 წლის 5 იანვარს ხალხმა ხმა მისცა სააკაშვილს მიუხედავად იმისა რომ; გაუძვირდათ ცხოვრება, მობეზრდათ ტელევიზორში გაუთავებელი სასამართლოები და დაჭერები, მობეზრდათ პრეზიდენტის პათეტიკა, ვერ ხედავენ კონკრეტულ გამოსავალს ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობაში, ეშინიათ რუსეთის ჯერარნახული დაუფარავი აგრესიის, მოაკლდათ რუსეთში გასაყიდი ყურძნის, ციტრუსის, მწვანილის, ვაშლის ფული, აღარ თვლიან პრეზიდენტს შეუმცდარ და უნაკლო გმირად, შეწუხდნენ რომ 9 აპრილის მომსწრე მოედანზე საქართველოს ხელისუფლებამ ხალხი ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით გარეკა, დაუხურა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ოჯახის წევრად ქცეული “იმედი” და ა. შ.
რატომ დადგა ეს ხალხი სააკაშვილის მხარეზე? იმიტომ რომ გააანალიზა, აწონდაწონა. დაინახა სახელმწიფო მასშტაბის პერსპექტივები ერთ მხარეს და საფრთხეები მეორე მხარეს.
მწყემსის, ფარასა და დაკარგული ბატკანის ბიბლიური ამბისა არ იყოს, მე იმედი მაქვს რომ, ეს ხალხი თავის ძნელ არჩევანს დაიცავს. დაიცავს არა იმპულსური მიტინგითა და ყვირილით, არამედ პერმანენტული ამტანობით და ერთგულებით.
ეს ხალხი გადაარჩენს საქართველოს.
Friday, February 8, 2008
დილემა -არჩევანი ორ ცუდ გადაწყვეტილებას შორის
Posted by cartwheel at 1:36 PM
Labels: ოპოზიცია, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
აუუუ, ქართულიო შრიფტი გჭირდება შენ.
აი აქ ნახე
Post a Comment