გუშინ პატარკაციშვილი მოკვდა.
ტელევიზორში შესაბამისი რია რიაა. არის რეპორტაჟები ადგილიდან, ისმის კომენტარები ქუჩიდან, სახლიდან, პარლამენტიდან. ჟურნალისტები უსაფრდებიან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. ისმის კომენტარები, ვერსიები და დასკვნებიც - "ყველა შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური მკვლელობა - აბა ისეთი რაღაცეები დააბრალეს კაცს რომელსაც სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის". მისმა სიკვდილმა მეც ცოტა არ იყოს და გულჩვილი გამხადა - ნათელაშვილს რომ ინფარქტი დაემართა ჩემთვის მოულოდელი არ იყო, ვთვლი რომ ეს კაცი (შალვა) იმდენად გულწრფელია, რომ წარუმატებლობას შეეძლო მისი ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება. მაგრამ ვერაფრით ვერწარმოვიდგენდი რომ ბადრი პატარკაციშვილსაც შეიძლებოდა გულზე მოხვედროდა პოლიტიკური კატაკლიზმები. მე დღესაც ვთვლი რომ მისი მონაწილეობა პოლიტიკაში იყო გათვლა- "საქართველო იმდენად ტორტმანობს რომ შეიძლება ამ ტალღაზე მეც მოვაჯდე ტახტზე. ღირს ხარჯად ეს საქმე, მერე ასგზის დამიფასდება".
დღესაც ასე ვთვლი, მაგრამ ამ პრაგმატულ და ცინიკურ გათვლას უკან გული მაინც ყოფილა. გული რომელმაც ვერ გაუძლო. ვერ გაუძლო წაგებას და უსამართლობას - აუქციონზე მისი სასურველი უძრავი ქონება იმას მიყიდეს ვინც ნაკლებს იხდიდა. ვერ გაუძლო ფიქრებსა და ვერსიებს "სკოტლანდ იარდის" გამომძიებლებთან საუბრის შემდეგ თავში რომ უტრიალებდა. "თუ ესენიც გამამტყუნებენ და ციხეს მომისჯიან მერე მომიწევს სხვისი გვარით (Elenin) სადღაც გაპარვა და მერე ისევ მიტინგების ტალღაზე საქართველოში შეპარვა. რა თავი ავიტკივე..."
არჩევნებამდელი მოსმენილი ვერსია გამახსენდა "პატარკაციშვილმა სააკაშვილი იყიდა, დიდი ფული მისცა და პატარკაციშვილი და ოპოზიიცია მოდიან, სააკშვილი კი დიდი ფულით იცხოვრებს სადმე ბაჰამის კუნძულებზეო" მე რომ შევეპასუხე, არა ამას სააკაშვილი არ იზამს მეთქი მიპასუხა "პატარკაციშვილის ფულს ვინ დაუდგებაო" არ ვიცი რას ფიქრობს არჩევნების შემდეგ ეს კაცი, მაგრამ მე ამ საუბრისა და არჩევნების შემდეგ სააკაშვილს უფრო ვაფასებ. რაც არ უნდა იყოს, პატარკაციშვილისთვის ალბათ წარმოუდგენელი იყო ასეთი დიდი მარცხი. მარცხი არჩევნებში, მარცხი საქართველოს კანონებთან (ძებნილი გახდა), საქართველოს ხელისუფლებასთან (წაართვეს ფუნიკულიორი და ცირკი) და მარცხი სკოტლანდიარდთან. რომელმაც გარანტირებული მშვიდი ცხოვრება აურია.
სააკაშვილმა, რომელიც ვერ იყიდა, არა მარტო დაამარცხა ის, არამედ ლამის ბრიტანეთშიც მისწვდა და იქიდანაც უკეთეს შემთხვევაში გადასახლებაზე უწევდა ფიქრი. “გულჩვილი და ლმობიერი” აი ზუსტად ამ გრძნობამ გაიღვიძა ჩემში პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ.იმედია დროებით. მანამდე კი ჩემი პოსტი მახსენდება "როგორ მიყიდა ბადრი პატარკაციშვილმა" ამ კაცს რომ "მივუძღვენი" და კმაყოფილი ვარ რომ ეს მის სიცოცხლაში მოვასწარი.
Friday, February 15, 2008
პატარკაციშვილი მოკვდა
Posted by cartwheel at 12:09 AM
Labels: ადამიანები, ოპოზიცია, პატარკაციშვილი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment