ერთი ერის - კორეელების 2 ცხოვრება
USSR და USA-ს ინტერესების საზღვარი
საიდან მოდის ეს დაუძლეველი მოთხოვნა - ქედი მოუდრიკონ და კონფორმიზმის არტახებში ჩასვან ხელისუფლება და შესაბამისად - საქართველო? წინასწარ განაცხადონ რომ მომავალში ყველა განსაცდელის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს გვერდში არ დაუდგებიან და გაამტყუნებენ საკუთარ ხელისუფლებას.
პასუხი ორია
პირველი - ეს საქართველოს მტრის პოზიციაა.
მეორე - ეს საქართველოს პატრიოტის პოზიციაა. ოღონდ იმ პატრიოტის, რომელსაც საქართველო კი ტკივა და უყვარს, მაგრამ არ სჯერა გამარჯვების, ეშინია წაგების და ძველი ტკივილების შიშით საქართველოს ურჩევს ჩირგვებში დაიმალოს და ფეხებში არავის აებლანდოს.
როგორ დავიმსახურებთ ჩვენ იმ პატივისცემასა და აღიარებას რომliTac ჩვენ გამარჯვების ღირსად ჩაგვთვლიან მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები, პირველ რიგში რუსეთი. ვიცით კი რა არის ჩვენი იარაღი ქართველოს გაერთიანების საქმეში. ვიცნობთ კი ჩვენს მეტოქეს. რუსები - ერი რომლის პოლიტიკაზე ჯერ კიდევ გავლენა აქვს მორალურ კატეგოტრიებს. ერი რომელსაც ქართველებთან და საქართველოსთან განსაკუთრებული აღმატებული დამოკიდებულება აქვს, რუსეთი უდიდესი და უძლიერესი ქვეყანა, ევროპული ცივილიზაციის ქვეყანა, რომელიც დიდი მეცნიერთა და ხელოვანთა სამშობლოა, მდიდარი დღეს და მომავალში გარანტიბული სიმდიდრის - წიაღისეულის დიდი მარაგის მქონე.
რუსეთის დამარცხების საიდუმლო მის ცივილურობასა და ევროპულობაშია. ისევე როგორც ინდუსებმა ბრიტანეთი მშვიდობიანი თავგანწირვით დაიმორჩილეს, საქართველომ და უპირველესად ქართველობამ უნდა შევძლოთ საკუთარი სიმართლისა და სიმტკიცის დემონსტრირება თანაც დროის არცთუ მცირე პერიოდში.
მიაღწევდა კი ორჯერ რუსეთის წინააღმდეგ ომში ორ გამარჯვაბას ფინეთი ლენინგრადიდან 30 კილომეტრში, მიაღწევდა კი ბალტიისპირეთი რუსეთისაგან დამოუკიდებლობას რომ არა მთელი ლიტვური, ლატვიური და ესტონური საზოგადოებების სრული კონსოლიდაცია და ამ კონსოლიდაციის პერმანენტული დემონსტრირება რუსეთისა და მსოფლიოსათვის.
რატომ აღიარა რუსეთმა მარცხი? ბალტიისპირელებთან ფინელებთან, უკრაინელებთან (40 წლიანო რუსეთ-თურქეთის ომით მოპოვებული ყირიმი დათმო) და ავღანელებთან? იმიტომ რომ დაინახა მეტოქე ხალხის კონსოლიდაცია და ურყევი ნება. მისსავე ტერიტორიაზე ჩეჩნეთის მოსახლეობის კონსოლიდაციამაც აიძულა რუსეთი 4 წლის განმავლობაში ეთმინა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა.
საქართველო ოქრუაშვილის ფეოდალურ ღალატამდე როგორღაც ახერხებდა კონსოლიდაციის, დისციპლინირებულობის, წინააღმდეგობების დაძლევის უნარისა და სიმტკიცის დემონსტრირებას.
2008 წლის არჩევნებით კი საქართველოს მოსახლეობis 47%მა მსოფლიოს უთხრა. "ჩვენ არ მივყვებით პრეზიდენტს, ჩვენ არ მოვითმენთ გაჭირვებას, მის შეცდომებს. ჩვენ არ ვაძლევთ მას ძალას, ჩვენ მოვითხოვთ სახელმწიფო ფული დაგვირიგდეს ჩვენ ბინის კარს შიგნით დასახარჯად. ნუ ფლანგავენ ჩემს ფულს ჯარზე და შადრევნებზე. მე! მე მომეცით რაც 15 წელი დამაკელით!!".
საქართველო დასუსტებულია. საქართველო დაასუსტა საკუთარმა მორიელის კუდმა რომელიც წარმატებით კბენდა საკუთარ სხეულს 1991 წლის რუსთაველზე, 1992 წლის სამეგრელოში, 1993 წლის აფხაზეთში. ვშიშობ რომ, შემდგომი 10 წლის გადმოსახედიდან 2007 წლის ნოემბერი / 2008 წლის 5 იანვარიც იგივე ჯაჭვის რგოლში ჩაეწერება.
Tuesday, February 12, 2008
morielis kudi
Posted by cartwheel at 12:03 PM
Labels: ანალოგია, ოპოზიცია, ხალხი, ხელისუფლება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment