წარსდექ მშიერი - არა შიშველი
" წარსდექ მშიერი, არა შიშველი". ეს არის უძველესი ქრისტიანული შეგონება. საქართველოს ისტორია ამ შეგონებით ცხოვრების ისტორიაა. წარსდექ მშიერი არა შიშველი ნიშნავს შეზღუდული რესურსების პირობებში იზრუნო არა საკუთარ კუჭზე, საკუთარი ფიზიოლოგიის კომფორტზე, არამედ იზრუნო შენს ადგილზე სოციუმში, იზრუნო მომავალზე, პერსპექტივაზე, ღირსებაზე. წარსდექ მშიერი არა შიშველი ნიშნავს არ იყო სასირცხვილო მდგომარეობაში და ამით შეინარჩუნო ავტორიტეტი და ადგილი გარემოში. საქაართველოს ისტორია ეს არის ეკლესიებისა და ციხესიმაგრეების შენების ისტორია და დღეს როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებთან თავს ვიწონებთ ამდენი უმშვენიერესი და ულამაზესი ეკლესიითა და გალავნებით, და საქართველოში ეკლესია და ციხე-კოშკები მუდამ ერთად იგებოდა, ეს ხალხი, სტუმარი კითხულობს კი მაგრამ სად არის თქვენი ფეოდალებისა და მეფეების სასახლეები? სად არის იმ ხალხის სასახლეები, რომელთაც ჰქონდათ რესურსი Vსაუკუნეში აეგოთ ანჩისხატი, XII-ში სვეტიცხოველი, 14-ეში ალავერდი? და რა არის ქართული ისტორიის პასუხი მსოფლიო ცივილიზაციისათვის. ის რომ შეზღუდული რესურსების პირობებში ქართველები ზრუნავდნენ სულიერებასა, მომავალზე, გადარჩენაზე და არა სასახლეებსა და "ხორცის ლხენაზე".
დღეს გაისმის ბევრი ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმაზე რომ ხელისუფლება ხალხს პატივს არ სცემს, რომ ხელისუფლება რესურსებს ხარჯავს გარეგნულობაზე და არა ხალხის დაპურებაზე. და გაისმის საქართველოს ისტორიისთვის უცხო შეგონებები: არ მინდა შეღებილი სახლი, შადრევნები, მოასფალტებული და განათებული ეზო, სპორტული მოედანი, არაფრად მიღირს თუ ჩემი ქვეყნის ჯარის, საზღვრის დაცვის, პოლიციის, კულტურის ზეგლთა აღდგენის, გზათა მოვლის ბიუჯეტი გაოთხმადგა თუ გახუთმაგდა და ზოგ შემთხვევაში გაათმაგდა არაფრად არ მიღირს, მე მინდა სოსისი საკუთარ მაცივარში. მე, მე მომცენ ფული რომ ვიყიდო ძეხვი და ნუ ააშენებენ ქვეყანას, ნუ იზრუნებენ ქვეყნის მომავალზე, ღირსებასა და წარმატებაზე .და დღეს ჩვენ ჯერ არ გამოგვივლია ის ძნელი ეტაპი, რომელსაც საქართველოს დაგვა, და უფთავება, განათება და წაქცეული მდგომარეობიდან წამოდგომა ჰქვია. 2007 წლის ნოემბრიდან მოყოლებული “ქართველი ხალხი” დაახლოებით ისევე როგორც პატარა ბავშვი ჭირვეულობს და დასაბანად აბაზანაში ჩასმას აპროტესტებს.უარს უცხადებს ქვეყნის დაგვა დასუფთავებაზე. მათ კამფეტი და მულტფილმი არჩიეს.
No comments:
Post a Comment