Thursday, February 26, 2009

ეს პოსტი "ანალოგია"-ში წავა.

ისევ მეტაკაფეს სპორტულ კურიოზებს გადავაწყდი.
ფეხბურთელთა ჩხუბი იყო.


ასეთი სცენები თქვენც ბევრი გინახავთ, ხომ?


ორი ფეხბურთელი ერთმანეთს ეძიძგილავება, დანარჩენები მათკენ გასაშველებლად გარბიან.

99%-ში ასეც ხდება, ერთობლივი მხრების ჩეჩვით, ხელების სავსავით, სამშვიდობო ჟესტიკულაციით, მოჩხუბრები თავთავიანთ გუნდებს მიჰყავთ.


ძიძგილაობის 1%-ში კი თითქოსდა გასაშველებლად მისული სპორტსმენები თვითონ იწყებენ სამართლიანობის აღდგენას და .. უმართავი ზედახორა იწყება.
კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში კი (პროცენტიც რომ არ ეკუთვნის) ჩხუბში უკვე მაყურებლები ერთვებიან, გავეშებული ბრბო გადმოლახავს ტრიბუნებს და სტადიონს დებილების ყანად აქცევს.

ასეთ ბრბოს როგორც წესი არაფრის შიში აქვს, მათი მოწინააღმდეგე ხომ მხოლოდ სტუმრად ჩამოსული 20 კაცია.
ბრბოს საკუთარი ძალის შეგრძნება ნარკოტიკულ-ადრენალინურ კაიფსა და ეიფორიაში აგდებს - ეს ჩვენ ვართ - სამყაროს მბრძანაბლები, სამართლიანობის განმგებლები, აბა ვინაა წინააღმდეგი.


როგორ მოვიქცეთ ჩვენ, ჩვეულებრივი არააჟიტირებული ადამიანები თუკი უმცირესობის ბრბომ შენი სტადიონი ცხრაჯერ გადათელა.

და meaTejer apirebs?

ჩვენ ჩვეულებრივ უმრავლესობას ცხრაჯერ გვეყო ნერვები ჩვენც არ გადავმხტერიყავით სტადიონზე და კუდით ქვა არ გვესროლინებინა თავხედებისათვის, ყველა არეულობის დალაგება სტადიონის პოლიციას შევატოვეთ.

იქნებ ჯობია, იქნებ თუნდაც იმიტომ ჯობია რომ თავხედებს სტადიონის პოლიციისგან კუთვნილი დუბინკა რომ არ მოხვდეთ ავდგეთ და ერთხელაც ჩვენც დავენახოთ ამ აფრიანებს.

მათ ხომ არჩევნების შედეგებით ვერ დაგვინახეს. ციფრები, სტატისტიკა, პროცენტები ხომ მეორადი სასიგნალო სისტემის (მეტყველების) განსაკუთრებით რთული ნაწილია, ხოდა იქნებ ჩვენ, წესიერებმაც გავითამაშოთ აფრიანობა, რომ დაგვინახონ?

გავუბრაზდეთ ისე, როგორც ამას მშობელი აკეთებს გაჯიუტებული ბავშვის წინაშე - მკაცრი სიტყვებით, ნაწყენი ტონით, მაგრამ გულში ბრაზის გარეშე.


რა ვქნათ, მათი ბრალი არ არის, უბრალოდ ვერა, ვერა

Wednesday, February 25, 2009

Metacafe - Best Videos & Funny Movies

Metacafe - Best Videos & Funny Movies

დღევანდელი ჩემი პოსტი მეტაკაფეს ვიდეოების შესახებ დავწერე (იხ. ქვემდებარე პოსტი) და დავფიქრდი რომ მეტაკაფეს შესახებ არასდროს არაფერი დამიწერია.

არადა მეტაკაფე ჩემს და ჩემი ოჯახის ინტერნეტ ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს უკვე მესამე თუ მეოთხე წელია.

ვინც ინტერნეტში ჩემს ბლოგამდე შემოაღწიეთ მეტაკაფეს შესახებ გეცოდინებათ. ალბათ ერთი ორჯერ მოიბეზრეთ და მოინატრეთ, ისევე როგორც მე.
მაგრამ მაინც დავწერ.
მეტაკაფე არის კარგი ადამიანების შექმნილი საიტი, სადაც შეგიძლია მთელი მსოფლიოს ენთუზიასტების მიერ ჩადებული ვიდეოები, ფოტოები, ტექსტები ათვალიერო.

მთავარი კი მაინც ისაა, რომ ეს საიტი მეტაკაფე პრო-ს ერთხელ დაინსტალირების შემდეგ, შენი მონაწილეობის გარეშე მუდმივად ეძებს, პოულობს, ატვირთავს და გასაშვებად ამზადებს იმ მასალას, რაც შენ წინასწარ სეტინგებში შეუკვეთე. საოჯახო ფილტრიც აქვს, რომელიც ძალმომრეობას, ერო-პორნოსა უზრდელურ და განსაკუთრებით მძიმე სცენებს არ მოუშვებს შენს კომპიუტერამდე.

მეტაკაფეში თავს იყრის უამრავი რეალური, დოკუმენტური ვიდეო მასალა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება.

თუ მეტაკაფეს ხშირად მიაკითხავ, შენი კალათა ხშირადვე აივსება ახალი ინფოებით, თუ მიივიწყებ და იქნება თავისთვის მოწყენილი და შესაბამისად შენი ინტერესის და ნებართვის გარეშე შენს კომპიუტერში არაფერი ჩაიწერება, ესეც პლიუსია (მე მაგალითად ამ 3-თუ 4 წლის განმავლობაში მეტაკაფეს 3-4-5 თვით ვებუტებოდი ხოლმე, და იჯდა თავისთვის).


ეხლა საქმე

შედით www.metacafe.com- ზე
მოძებნეთ Download Metacafe Pro ჩამოტვირთეთ და წავიდაა.

ნახეთ ორივე

დღეს მეტაკაფეზე 2 ახალი ვიდეო მომივიდა


პირველს ქვია
"ყველაფერი შესაძლებელია"

და

მეორეს
"სასაცილო იდიოტები"


ნახეთ ორივე.

ოღონდ ჯერ პირველი და შემდეგ მეორე.

პირველის ნახვისას აღტაცდები ამ ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანებით, ადამიანებით რომელთაც შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი, ჩვეულებრივი ადამიანების წარმოდგენებს ზოგადად ადამიანის შესაძლებლობებზე.



მეორე ვიდეოში კი ასეთივე ადამიანების, იქნებ სულაც იმავე ადამიანების წარსული წარუმატებელი მცდელობებია , რომელიც ჩვენი შეფასებით აცუნდრუკებული იდიოტების ფაფხურად ფასდება.

რატომ?

იმიტომ რომ მათი მცდელობები წაქცევით თავდება,
შტერებმა მიიღეს რაც დაიმსახურეს, კუთვნილი ტკივილი.



არ ერჩივნათ ჩვენსავით, ჭკვიანი ადამიანებივით სახლში მჯდარიყვნენ.



მაგრამ...
რომ არ გაევლოთ "IDIOTS LOL" ეტაპი, ხომ პირველ ვიდეოსაც ვერ ვნახავდით.

Tuesday, February 24, 2009












ეს მათთვის, ვისაც მახსოვრობა 7 ნოემბრის იქით აღარ უჭრის.


ამათაც ეგონათ რომ გათვალეს, რომ სხვაზე უკეთ გათვალეს, რომ სხვებზე მეტი პატრიოტები არიან, რომ სხვები მშიშრები არიან და.. ამ მშიშრების ნაცვლად თავი გარისკეს ნათელი მომავლისთვის.

Monday, February 23, 2009

eror

კომპიუტერი არის მწყობილობა, რომელიც შექმნილია რათა გამოასწოროს პრობლემები, რომლებიც.. არ გქონდა, სანამ არ გქონდა კომპიუტერი.



კომპიუტერი მაუსის გამოგონებამდე.

Friday, February 20, 2009



შეკითხვა.

თუკი ამ ქალაქში ყველა მამაკაცი ტუალეტის რულონს ისე კიდებს, რომ თავისუფალი ბოლო წინ ჰქონდეს, ხოლო ყველა ქალი ტუალეტის რულონის გამოცვლისას თავისუფალ ბოლოს ყურადღებას არ აქცევს, რამდენი პროცენტია ალბათობა რომ რულონი სწორად (ანუ თავისუფალი ბოლოთი წინ) ეკიდოს?

პასუხი:

100%
75%
50%
25%
ჰა?

თქვენც მომბაძეთ, თქვით ეს გამოცანა ოჯახში და ყოველთვის სწორად დაკიდებული დაგხვდებათ.

Wednesday, February 18, 2009

ისევ გეორგიაცენტრიზმი

ანტირუსეთისმონოპოლური გზა


გაუძელი საქართველო
გაახილე აფხაზო და ოსო

ზოომაღაზიის ვიტრინა




ვერ ვიხსენებ ზუსტად, ჯეკ ლონდონის ერთერთი გმირი, თუ არ ვცდები მარტინ იდენი, რომელიც საშინელი გაჭირვებიდან იწყებს, მილიონერი ხდება და საკუთარ ქალაქს აარსებს, ყვება თავისი ბავშვობისდროინდელ თავგადასავალს, ამბავს, რომელმაც მისი პიროვნული თვისების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანწილად განაპირობა.
ამბავი ასეთია,მარტინი (?) ბავშვობაში სახლიდან სკოლის გზაზე ყოველდღიურად ჩაიუვლიდა ზოომაღაზიის ვიტრინას.
ამ ვირტინის მთავარი დეკორაცია დიდი აქვარიუმი იყო სადაც მხოლოდ 2 ბინადარი იყო:
რაღაც რვაფეხასმსგავსი და რაღაც კიბოსმსგავსი.
აქვარიუმის ბინადრბი რამდენიმედღიანი ზვერვის შემდეგ ერთმანეთს სამკვდროსასიკვდილოდ შეებნენ, მაგრამ სწრაფი გამარჯვების მოპოვება ვერცერთმა მოახერხა.

ბრძოლა გაჭიანურდა და დღეები და კვირები გაგრძელდა.

ხან კიბოს ყავდა მომწყვდეული მჭრელ მარყუჟებში რბილი და სლიკინა რვაფეხა, ხან კი მოქნილი და მოხერხებული რვაფეხა ახერხებდა ისე შეებოჭა კიბო, რომ მოძრაობის საშუალება არ მიეცა.

ბრძოლა გრძელდებოდა, მარტინს ყოველდღე განსხვავებული სურათი ხვდებოდა, მისი წინასწარი გათვლები (დღეს უკანა გზაზე რვაფეხა უკვე შეჭმული დამხვდებაო) არ მართლდებოდა. თითქმის წაგებული მებრძოლი უიმედო პოზიციიდან ახერხებდა თავის დაძვრენას მეტოქისთვის მოულოდნელი ილეთით.

ეს ხანგრძლივი ბრძოლა რვაფეხას გამარჯვებით დამთავრდა.
ორჯერ შესაჭმელად გადადებულმა სლიკინა რვაფეხამ არ შეწყვიტა ბრძოლა და მოახერხა კიბოს დამარცხება

Monday, February 16, 2009

გეოცენტრიზმი



მასმედიით დღეში სამჯერ ითქმება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა აუცილებელია ევროპისთვის რათა არ გახდეს რუსეთის გაზზე დამოკიდებული, რომ ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიცირების გასაღები საქართველოშია.


ნაკლებად ითქმება, რომ საქართველო, ასევე არის ამიერკავკასიისა და შუა აზიის დამოუკიდებლობის გასაღები.

არადა ასეა.

როგორც ევროპამ ჩააბარა თავისი ინტერესი - ენერგო (და საერთოდ) დამოუკიდებლობა ამერიკას, ასევე ამიერკავკასიამ და შუა აზიამ ჩააბარა საქართველოს თავისი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.




თუმცა, ეს ჩვენ აღარ გვიკვირს, ასე ხომ უკვე იყო საბჭოთა კავშირის დაშლისიას.

Wednesday, February 11, 2009

გეორგია ცენტრიზმი

საქართველო ყველაზე მაღლაა!



საქართველო ყველაზე მაღლაა!



საქართველო ყველაზე მაღლაა!


საქართველო ყველაზე მაღლაა!



და..


საქართველო ცენტრია!





-
-
-
ეს კი მათ ვისაც არ სჯერა საქართველოს ცენტრობა.


პანგეა





გონდვანა

Tuesday, February 10, 2009

გეო(გეორგია) ცენტრიზმი

გეო (გეორგია)ცენტრიზმი მჭირს.

გეოცენტრიზმი ხომ გახსოვთ, ასტრონომიის და ზოგადად კაცობრიობის განვითარების იმ ეტაპს ქვია, როცა ყველას ეგონა რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია, რომ მზე და ვარსკვლავები დედამიწისთვის არიან შექმნილი, რომ იციმციმონ და ანათონ.

შემდეგ მეცნიერებმა საფუძვლიანად შეისწავლეს დედამიწის ადგილი სამყაროში და.. დაადგინს რომ ერთი შემთხვევითი ნამცეცი ვართ (უფრო სწორედ ნამცეცის ზედაპირზე მომდგარ ბულიონში გაჩენილი ცილის წარმოუდგენელი ფოკუსების გამოვლინებები) უკიდეგონო სამყაროში და.. გეოცენტრიზმიც ისტორიას ჩაბარდა.


მე კი 21-ე საუკუნეში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 6 თვის თავზე ახლა შევდივარ ნეო გეოცენტრიზმში ანუ გეორგიაცენტრიზმში.

4-5-6 თვის წინ, როცა მსოფლიოს ეკომნომიკის ზანზარი ახალი დაწყებული იყო, როცა რუსული ნავთობის ცასგამოკერილმა ფასებმა მოულოდნელად დაიწყო ვარდნა, როცა რუსების მილიარდერებმა და მილიარდერმა კომპანიებმა დიდი ზარალი ნახეს, მაშინ ჩვენების (მასმედიის, ფორუმის) ყიჟინას - ამერიკამ დაგეგმა რუსეთის თავის ადგილზე მოსმა და რუსეთი თავისას ზღავსო, მე პირველი ვეწინააღმდეგებოდი.
კი, იყო განაცხადები ალასკის საბადოების გახსნაზე, რაღაც სხვა შპილკებიც, მაგრამ ახლაც არ მჯერა რომ მსოფლიომ ამხელა მსხვერპლი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, თავის საზიანოდ იმიტომ აწარმოა, რომ რუსეთი დაემარცხებინა.
არ მჯერა ერთი არგუმენტით - საკუთარ ხალხთან ანგარიშვალდებულობა ცივილიზებულ სამყაროში იმდენად დიდია, რომ ასეთი მასშტაბის კომბინატორობა შეუძლებელია არ გახმაურდეს.

საქართველო უნდა იყოს პრინციპული და შინაგანად გაუტეხავი აყვავებული და გამდიდრებული რუსეთისა წინაშეც. არ არის სწორი რუსეთის ბანკროტობის იმედად ყოფნა მეთქი ვამბობდი.

ისიც მქონდა წაკითხული, რომ მსოფლიო ეკონომიკა სექტემბრიდან ბუნებრივ დაღმავალ მრუდზე გადავიდოდა. ასეთი რხევები (აღმასვლა, დაღმასვლა) დიდი ხნის შესწავლილი ყოფილა ეკონომისტების მიერ და დაღმასვლას ელოდნენ კიდეც.

მაგრამ რაც მოხდა, ყოველგვარ პროგნოზებზე უარესი აღმოჩნდა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისმა უდიდესი საათივით აწყობილი ქვეყნები დააზარალა, ხალხმა ევროპაში საახლაწლო სათამაშოები არ იყიდა, მეგაკომპანიები სახელმწიფოს მათხოვრად იქცნენ და ა. შ.


ომის შემდეგ ხალხს რამდენიმე სამუშაო თეზა გვქონდა სიტუაციის დანსამარტად.
ჯერ- ამერიკა რუსეთს ეკონომიკურ დარტყმებს აყენებს საქართველოს ოკუპაციაზე პასუხად..

შემდეგ -მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მსოფლიო მასშტაბის მობლენაა, ის მოხდა სპონტანურად, დაუგეგმავად და რუსეთ საქართველოს ომი კრიზისთან არაფერ შუაშია.

ახლა კი -მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა აჩვენა რომ მსოფლიოს სწორება ისევ ამერიკისკენ უნდა ჰქონდეს, თუ ამოსვლა უნდა და რომ რუსეთი სხვა ქვეყნებზე მეტად ზარალდება და იქნებ სულაც მართლაც გაბანკროტდეს.

მე ისევ იმ აზრზე ვრჩები, რომ საქართველომ უნდა ძალიან პრინციპულად და კონსოლიდირებულად იბრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ იმის მიუხედავად თუ რა ტალღაზე იქნება რუსეთი, აღმასვლისა და გაძლიერების თუ დაღმასვლისა და შინაარეულობის.

მაგრამ გეორგიაცენტრიზმი მჭირს მეთქი, რომ ვთქვი ახლა განვმართავ, რა მქონდა მხედველობაში.
2008 წლის აგვისტომდე მსოფლიო იყო რთული:
ცივილიზებული სამყარო და ფეოდალურ-რელიგიური ფუნდამენტალიზმი ერთმანეთის წინააღმდეგ იყვნენ აქოჩრილი და ერთმანეთს ებრძოდნენ ომებით, სანქციებითა და ტერაქტებით.
ამ ორპოლუსიან ომში ცივილიზაცია (აშშ, ნატო) ასე თუ ისე გამარჯვებული რჩებოდა.

იყო კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის მოთამაშე, უდიდესი იმპერიის სსრკ-ს შთამომავალი ატომური რუსეთი, რომელიც პერესტროიკის შემდეგ მართალია ვირეშმაკობით, მაგრამ მაინც მიზანმიმართულად ცდილობდა ცივილიზებული ქვეყნების თამაშის წესებით ცხოვრებას.


ერაყს შეეძლო გაეკეთებინა ატომური ბომბი 5 წელში, ირანს 8 წელში, კორეას 10-ში და ეს ქვეყნები ჩაითვალნენ აგვისტომდელ მსოფლიოში მთავარ დესტრუქციულ ძალად, მსოფლიო სტაბილურობის მთავარ საფრთხედ.
და იყო რუსეთიც, რომელსაც ოდესმე უნდა გაეკეთებინა კი არა, დედამიწის სამჯერ გახეთქვის ძალის მქონე ბომბები უკვე ჰქონდა.
მსოფლიო რა თქმა უნდა სიფრთხილით ეკიდებოდა ამ მონსტრს, რომლის სოციალური ქცევების ჩარჩოებში ყოლას მუდმივი მოფერებებითა და დაყვავებებით ახერხებდა.

2008 წლის აგვისტოში მსოფლიომ დაინახა, რომ წითელი არმია ისევ ცხენზე ზის და ახლა უკვე ავღანეთში კი არა, ახალ ევროპაში დანავარდობს, "რასია კანტრალიროვალა ი ბუძეტ კანტრალიროვაც კავკაზ"-ო, კალინინგრადში რაკეტებიო და... მეტი რაღა უნდოდა მსოფლიო ეკონომიკას, რომელიც თურმე ისედაც ციკლური, ბუნებრივი დაღმავლობის თავქვეზე მისრიალებდა?
ეკონომიკა ძალიან რთული, მრავალპლანინანი არტეფაქტია.

კანონზომიერება კი ასეთია - რაც უფრო რთულია არსება მით უფრო ფაქიზი გარემოპირობები სჭირდება მას სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ბაყაყმს, ტარაკანას, მწერს და ბაქტერიას შეუძლია გაცილებით რთულ პირობებს გაუძლოს, ვიდრე ადამიანმს. ადამიანი მოკვდება იქ, სადაც არ მოკვდება უმარტივესი არსება, მერსედესი გაფუჭდება იქ, სადაც გადარჩება უაზი.
ხოდა ეს ჩვენი ფაქიზი ისედაც დაქნეული მსოფლიო ეკონომიკა რუსეთის გასსრკებამ რეზონანსის ეფექტით თავქვე დაუშვა.

ეხლა იმკის თავისი ტუტუცობის საზღაურს, მაგრამ დანარჩენმა მსოფლიომ რა დააშავა?


გეორგიაცენტრიზმის სხვა არგუმენტების მაქვს ეჭვად, არაეკონიმიკური, უფრო პოლიტიკური. ამაზე სხვა დროს.
ერთ წინადადებაში კი - აგვისტომდელი დაპირისპირებული პოლუსები იცვლება მგონი.


თუკი ამერიკა ირანს, შეუროგებელ ოპონენტს მოურიგდა, ეს იმას ნიშნავს რომ სანამ ჩვენ აქ ჩვენ ტკივილებს ვუსმენტ, მართლა დაწყებულა მესამე მსოფლიო 08.08.08-ში.

Monday, February 9, 2009

საბედისწერო უწესობა


საბედისწერო უწესობებზე დავწერე პოსტი ცოტა ხნის წინ,

საქართველოსთვის საბედისწერო უწესობებზე. უწესობებზე, რომლებიც უცნობმა ჩვეულებრივმა ქართველებმა ქართულ-ჯიგრულად იკისრეს, თქვეს ალბათ - წავა რაა-ო მაგრამ არ წავიდა. დედა გვიტირა მათმა უწესობამ.


ხოდა ახლა კიდევ ერთი უწესობა გამახსენდა ამავე კალიბრის, ერთი დებილის ჩვეულებრივი უწესობა, რომელიც საბედისწერო გახდა საქართველოსთვის.


1991 წელია. სსრკ ჯერ დგას და ძველებურად იბღვირება. საქართველოშიც "ვრემია" გადის ყველა არხზე საღამოს 10 სთ-ზე.
გუმბარიძის დანიშნულ არჩევნებში ერთმანეთს კომუნისტები და "არაფორმალები" დაუპირისპირდნენ.

ეროვნული მოძრაობა გაყოფილია, გამსახურდია, ნათაძე, კიდევ ვიღაცეები არჩევნებში მონაწილეობას ღებულობენ.


ჭანტურია, წერეთელი და კიდევ ვიღაცეები ალტერნატიულ მთავრობას, ალტერნატიულ პარლამენტს -" ეროვნულ კონგრესს" ქმნიან და ყველა დანარჩენს მოღალატეებს უძახიან.

მოკლედ საქართველოსთვის ჯერ კიდევ უცნობი რამ, წინასაარჩევნო კომპანია თავდება, ხვალ არჩევნებია.

კანონმდებლობით არჩევნების წინა დღეს პროპაგანდა აკრძალულია.
ტელევიზიაც ამ წინასაარჩევნო დღეს ისეთი მშვიდია, "განვითარებულ სოციალიზმში" გეგონება დავბრუნდით ამ გაგანია "პერესტროიკიდან".

ხალხი დაძაბული და ამავე დროის იმედიანია.
(აი, მიიღებენ 9 აპრილის მომწყობები, აი გავხდებით დამოუკიდებლები და მსოფლიო აღმოგვაჩენს, აი...)
ამომრჩეველი მაინც ჭრელია: ზოგს სიახლე ეშინია, ზოგს ძველი არ ეთმობა, ზოგს ერთი ლიდერი ესიმპატიურება, ზოგი მეორეზე დებს თავს. მოკლედ, საქართველოში 20 განსხვავებული დროშა ფრიალებს, ავტონომიებთან ურთიერთობა ფრთხილად და პრინციპულადაა გასარკვევია.


დავუბრუნდეთ ისევ იმ წინასაარჩევნო (ბოლო სოციალისტურ) საღამოს.

პოლიტიკური პროპაგანდა შეწყვეტილია მაგრამ...
(ქართველები მაინც სხვა ყალიბის კრეტინები ვართ და..)
საღამოს 7 საათზე, როცა ყველა სახლში ნერვიული მოლოდინით ტელევიზორს მისჩერებია და ხვალინდელ არჩევნებზე ფიქრობს ტელეეკრანზე სამი ჯეელი ჩნდება მოულოდნელად.
მანამდე მიმდინარე გადაცემის შეწყვეტითა და შემცბარი დიქტორის წინასწარი განცხადებით, რომ ვინაიდან "ეროვნული კონგრესი" არ მონაწილეობს კომუნისტების დანიშნულ არჩევნებში, მათ არ ეხებათ პოლიტიკური ერთდღიანი მორატორიუმი, და უფლება აქვთ, რაც მოესურვებათ განაცხადონ.
"კონგრესელების" მოთხოვნით წინასაარჩებნო ტელეეთერი 10-20 წუთით ეთმობათ სამ ლიდერს: ირაკლი წერეთელს, რუსლან მიქაბერიძესა და მესამეს (ვერ ვიხსენებ ვის).


საქართვგელოს მოსახლეობას იმ დროს არ შეეძლო აერჩია ტელეპროგრამა. ყველგან ერთი არხი მაუწყებლობდა.

სტუდიაში სამ სკამზე (მაგიდის გარეშე) სამი პრიალა შავტყავკურტკიანი წვერიანი მოღვაწე დაჯდა.

სურათი 1937 წლის ტროიკას ინსცენირებას გავდა.

ილაპარეკეს თანმიმდევრობით. ერთი შინაარსით.
ცუდად ლანძღეს გამსახურდია, მოღალატე ეძახეს. ჩვენ ვართ საქართველოს მომავალიო, უმაღლესი საბჭო სატანური ორგანიზაციააო (მოკლედ, აუნ სინრიკიოსთვის სანსეები იყვნენ).


ამ დროს მე, ჯერ კიდევ სტუდენტი ბავშვთა საავადმყოფოში ვმორიგეობდი საკუთარი სურვილით, გამოცდილების დასაგროვებლად. ამ გამოსვლას მიმღებში ვუყურე, უამრავი ადამიანით გარშემორტყმულმა.


შედეგი გითხრათ?


თუ გამოიცანით უკვე..

ხო, ეგრე მოხდა.
ყველამ ერთხმად გადაწყვიტა არჩევნებზე წასვლა და ხმის გამსახურდიასთვის მიცემა.
ყველამ; სანიტარმა, პროფესორმა, ავადმყოფის პატრონმა თუ თანმხლებმა ერთხმად თქვეს რომ ამ ხალხს საკუთარ მმართველად ვერ მოითმენდნენ და ერთადერთი საშუალება მათ შესაჩერებლად იყო გამსახურდიას არჩევა.


ასეც მოხდა.

საქართველომ გამსახურდიას მისცა მეტი ხმა, ვიდრე ეკუთვნოდა.
მრგვალ მაგიდას აღარ ჰქონდა საპირწონე, აღარ ჭირდებოდა მოლაპარეკებები და გათვლები.

იქნებ ის შეცდომებიც აქედან იყო, რომელიც შემდეგ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას დაედო არგუმენტად.


არადა...
არადა იქნებ ვიღაც უცნობი ტელევიზიის იმ საღამოს რედაქტორი (თუ პასუხისმგებელი მორიგე რედაქტორი) რომ ყოფილიყო საკმარისად წესიერი და საკმარისად პრინციპული, იქნებ, იქნებ...


იქნებ...

Tuesday, February 3, 2009

ერთი ფოტოს ისტორია.




2001 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საზღვრის პატრულირების ჯგუფის ექიმი ვიყავი.
ეს ჯგუფი(ჯგუფები) მუდმივად პატრულირებდნენ საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე ჩეჩნეთის გადმოღმა.

მისიის მიზანი იყო დაედგინა, მართლა ეხმარებოდა თუ არა საქართველოს სახელმწიფო ჩეჩნებს და გადმოდიოდნენ თუ არა ჩეჩნები საქართველოში ჩრდილოეთი საზღვრიდან.

მისია შეიქმნა რუსეთის ბრალდების პასუხად, რომ საქართველო ჩეჩნებს ეხმარება იარაღით, აძლევს მათ სამხედრო წვრთნების ჩატარების პირობებს.

ეს სურათი შატილის ზემოთაა გადაღებული. უკან რომ ჩანს დიდებული (საქართველოს მთიანეთისათვის) შენობა ეუთოს მისიის ცენტრალური ოფისი იყო საზღვარზე.
ამ შენობაში ცხოვრობდნენ ევროპელი დამკვირვებლები როტაციიდან როტაციამდე.
როტაცია კი დაახლოებით კვირაში ერთხელ ასეთი ვერტმფრენებით ხორციელდებოდა.
ეუთოს შატილის გარდა წერტილები ჰქონდა ხევსურეთის, თუშეთისა და კახეთის რამდენიმე სოფელში, მაგრამ შატილის ოფისი მათ შორის საუკეთესო იყო.
თანამედროვე შენობა სრული კომფორტით, დასვენების კარგი პირობებით.
დასვენება კი ამ ხალხს აშკარად ეკუთვნოდათ, პატრულირების მარშრუტები ხომ ყოველდღიურად მანქანითა და უმეტესად ფეხით მთებში გადიოდა.
დღეში 10-20 კმ-ის ფეხით სიარული გვიწევდა.

მოკლედ რომ ვთქვა, შატილის ოფისით ეუთოელები ამაყობდნენ, სიხარულით აჩვენებდნენ შენობას სხვადასხვა კალიბრის დელეგაციებს. თვითონაც უხაროდათ, თუ ბაზირება შატილში მოუწევდათ და არა სხვაგან.

ეუთოს პატრულებს ქართველი ჯარისკაცები ყავდათ დაცვად.

ეს დაცვა საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობა იყო იმ მისიაში, რომლის არსებობა პირველ რიგში საქართველოს ჭირდებოდა.
ჯარისკაცებს ნაწილი მოშორებით ჰქონდათ, უშუალოდ შენობის გვერდით კი კარავში მორიგეობდნენ.
ერთხელაც შატილში ჩაგფრენილებს ეუთოს სანაქებო ოფისის წინ დიიდი მჭახე მწვანე ფერის სოფლის ტუალეტის (უბორნიის) კონსტრუქციის, ოღონდ 3 ჯერ უფრო დიდი ხის ნაგებობა დაგვხვდა.

ეუთოს დაცვის სამსახურს აუშენებია თავისი ჯარისკაცებისათვის, კარავის ნაცვლად.
..

ეუთოელები სახტად დარჩნენ, ერთმანეთს ნერვიული სიცილით ანიშნებდნენ ამ შენობაზე. ყველას ერთი აზრი გაუჩნდა, რომ ეს ნაციონალური თავისებურებაა ამ ტუზემცების, რომელსაც ისევე პატივისცემით უნდა მოექცე, როგორც ხევსურულ ადგილის დედებს და ხატებს. (ყველა ასეთი ადგილი ევროპელებს მონიშნული ჰქონდათ და ახლოს გავლისას ხევსურულ წესებს იცავდნენ: უხმაუროდ გაივლიდნენ, ახლოს არ მიდიოდნენ, მოკლედ მთიელთა (ხევსურები, თუშები) განწყობას ითვალისწინებდნენ.

ევროპელთათვის გასაგები ხდებოდა, რომ ამ შენობის ამშენებელი სახელმწიფოც ასევე კრძალვას და თანაგრძნობას მოითხოვდა, როგორც მთიელთა იზოლირებული თემები.
შეურაცხოფა გვერდზე გადადეს და ქირქილი ატეხეს , ეს რა ჯღანი ჩაგვიდგესო.

მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, ხორვატი დრაჟანი აღშფოთდა, შატილში დამხვდრ თავის კოლეგებს აუყვირდა - თვალები სად გქონდათ ამას რომ აშენებდნენო.
-ჩვენ რა შეგვეძლოო, უპასუხეს.

-რა და ხელიდან გამოვგლეჯდი იმ ჩაქუჩსო.



ეს პოსტი გგონიათ რომ:
2001 წლის ქართულ უღირსებო სახელმწიფოზეა?
ქართულ და ევროპულ კულტურულ სხვაობაზეა?


არა.
ეს პოსტი ხორვატებზეა
პატარა ევროპულ ახალდამოუკიდებლობა მოპოვებულ ნაომარ ერზე.

მცირერიცხოვან ერზე რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა რომ გამარჯვების, ღირსეული ევროპული ქვეყნის, ღირსეული ადამიანების ქვეყნის მფლობელობის ღირსია.

ყოველთვის, როცა ხორვატების სპორტული წარმატების შესახებ ვიგებ (არადა ეს ძალიან ხშირად ხდება) დრაჟანი მახსენდება, თვითონაც ყოფილი სპორტსმენი, ალპინისტი.

კაცი რომელიც ქართველ ბედოვლათებს ხელში ხელს ჩაარტყამდა და ამ სიმბოლო-სიმახინჯეს არ დაადგმევინებდა, შეუსწორებდა, გაუუმჯობესებდა.


ალბათ კანონზომიერიცაა რომ დრაჟენი ხორვატული სპორტის ერთერთი უცნობი, იქნებ წარუმატებელი წევრი იყო. ასეთი ჟილკიანი ხალხი უნდა გყავდეს მასად, ბაზად, რომ მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები გამოზარდო თითქმის ყველა სპორტში, რაც ყველაზე ძალიან მშურს მათი - გუნდურ სპორტებში (ფეხბურთში, კალათბურთში, წყალბურთში, ფრენბურთში)
ჩვენ ქართველებს ხორვატების ჟილკის 20% რომ მოგვცა, იქნებ აღარ ვიფართხალოთ გაუთავებლად.




გაუმარჯოს დრაჟანს და ხორვატიას!