Tuesday, June 30, 2009
ბათუმი
ბათუმი ყოველ წელს უფრო ლამაზი მხვდება.
შარშან რომ მეგონა გადაძეძგეს ზიზილპიპილებით და მორჩნენ მეთქი, წელს უკეთესი დამხვდა.
როდოსის კოლოსი აშენებულია, რამდენიმე სუპერ შენობა ჰა და ჰაა დამთავრდება.
ქალაქის კანალიზაცია იცვლება და ერთ ადგილას 3 ექსკავატორი მუშაობს.
სახლები ხარაჩოებშია.
ეს სათბური ყველაზე დიდია მათ შორის რაც მინახავს, და თითო ძირზე 3 კილო პამიდორს მოიწევს.
ამის შემხედვარეს იმედი მაქვს
მედეა და ბათუმის ოპერის შენობაც ბულვარში აშენდება.
Posted by cartwheel at 6:12 PM 4 comments
Labels: მადლობა, შადრევანი, ჯერარდაბადებული საქართველო
კორეულები ჯობია ჩინურებსო.
ლაპარაკი იყო უსახელო მობილურებზე.
ბევრია ახლა ჩვენს ბაზრობებზე უსახელო ან აშკარად ყალბი ბრენდ სახელიანი მობილური.
ერთერთის მფლობელი მე გახლავართ. ჩემი ჩინურია. ორ სიმიანი და ტელევიზორიანი. ჯერ მუშაობს და ორი ტელეფონის ტარებას მირჩევნია.
სხვა რამეს ვამბობ.
კორეულები ჯობიაო ჩინურებსო.
უსახელო კორეულს მეტი პატივისცემა აქვს ვიდრე უსახელო ჩინურს.
იმიტომ ხომ არა, რომ 100 ჩინურ უსახელო მწარმოებელთაგან 5 შეიძლება იყოს აშკარად ცუდი , კორეულთაგან კი 1?
ანუ 4%-მა უხარისხომ 96%-ს გაუფუჭა სახელი?
სამართლიანია მერე?
სამართლიანი არის თუ არა ფაქტი კია და..
ერთი კოვზი მჭვარტლით ერთი კასრი თაფლის გაფუჭება რომ რეალობაა საუკუნეებია იციან ადამიანებმა.
საქარტველოს ერთი კოვზი მჭვარტლი რა არის?
უწესობა.
უწესობა პოლიტიკაში, ქუჩაში, რიგში, სამსახურში.
5%-იც არ არიან, მაგრამ გვარქმევენ სახელს დანარჩენ 95%-ს.
ლამისაა "მოქალაქეთა კავშირი" დავაარსო.
რა სახელი გააფუჭა შევარდნაძემ?
Posted by cartwheel at 2:30 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, ხალხი
Monday, June 29, 2009
საქართველო
ეს სურათი ვერტმფრენიდან გადავიღე.
სვანეთიდან გამოფრენისას, სადღაც რაჭის ან იმერეთის მთები უნდა იყოს.
დასახლებებიდან მოშორებით მთებში კლდის თავზე დადგმული ჯვარი შევნიშნე. კლდეც ლამაზი იყო და გადავიღე.
მხოლოდ მერე შევნიშნე რომ ეს ჯვარი იმ მიუვალ და უჩინარ ადგილას იმიტომ დადგეს რომ. .. საქართველოს ფარავდეს.
click and
დააკვირდი.
კარგმა ადამიანებმა დადგეს ეს ჯვარი.
Posted by cartwheel at 9:54 AM 3 comments
Labels: ვინიგრეტი, მადლობა, ძირს პათეტიკა
Thursday, June 25, 2009
რაც იგულისხმება
როგორც “რა, სად, როდისშია”
ტელემაყურებლის შეკითხვის პასუხის მოსაძებნად საზრიანთა გუნდი ერთი წუთის განმავლობაში ათას ვერსიას ისვრის. ხშირად მოსაფიქრებელი ერთი წუთი ისე გადის, რომ “ბრძენებს” გამარჯვებული ვერსია არ აქვთ.
ჰაერში კიდია ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ვარაუდი.
სწორი პასუხი კი ერთია და ის გუნდის კაპიტანმა უნდა იპოვოს.
ხანდახან მოთამაშეთა დაბნეულობით შეწუხებული წამყვანი, რომელმაც პასუხი წინასწარ იცის, გუნდს გამოუცხადებს – მაგიდასთან სწორმა პასუხმა გაიჟღერაო.
ეს ფრაზა კაპიტანს იმედს აძლევს, რომ მიაკვლევს სწორი პასუხის ავტორს, და პასუხის უფლებას მას გადასცემს.
2009 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული საქართველოს ცენტრი თვითმარქვია ზნატოკებს აქვთ ოკუპირებული.
ნამდვილი ზნატოკებისაგან განსხვავებით მათ საკუთარი რეცეპტების აბსოლუტურ ჭეშმარიტებასა და უალტერნატივობაში ეჭვი არ ეპარებათ.
მერე რა, რომ ერთი და იგვე ტრიბუნიდან ხალხს ზოგი ალთას
მიექაჩება, ზოგი ბალთას.
თავისი პორცია ტაში ყველას ხვდება.
არის რაღაცა, მთვარი, რაც იგულისხმება.
რაც ამ ადამიანებს კრავს.
მოდი ერთად მოვძებნოთ ის მთავარი.
პრეზიდენტის გადადგომა არ ითვლება.
არის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზანი.
შენ იმ გუნდის კაპიტანი ხარ, ვინც ათას ფრაზაში ერთადერთი სწორი
პასუხი უნდა იპოვნო.
მე წამყვანი ვარ და გკარნახობ – სწორი პასუხი უკვე ითქვა!
ითქვა ტრიბუნიდან, ინტერვიუებიდან.
(გნებავთ, გაიჟღერა უკვე).
შენ უნდა მოძებნო ის სწორი პასუხი და თქვა.
მე ჩემი ვერსია მაქვს.
შენც გამოიცანი.
დაასახელე “ბრძენების”
ნათქვამი მთავარი ფრაზა.
ჩემი ვარიანტისათვის არ გაწვალებთ, გეტყვით.
კობა დავითაშვილმა
თქვა “ჩვენი აქციები არ აძლევს საშუალებას საქართველოს მთავრობას ახალ ომში ჩაერთოს რუსეთთან”.
Posted by cartwheel at 12:12 AM 5 comments
Labels: ვინიგრეტი, ოპოზიცია, საზოგადოება
Friday, June 19, 2009
მშურს
ადამიანების მიერ დარგული 400 წლიანი ხეების მწკრივი საქართველოში მხოლოდ 23-ე საუკუნის დასასრულს იქნება.
მშურს ევროპელების.
Posted by cartwheel at 12:58 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა
რატომ?
ეს ნიუსვიკის ერთერთ სრულ გვერდზე განთავსებული წამლის რეკლამაა.
ფაიზერს, წამლების მეგამწარმოებელსა და თავის სფეროში მეგაავტორიტეტს
ეს ერთი გვერდი ნიუსვიკში ალბათ 10.000 დოლარი დაუჯდა (დაახლოებით მაინც).
მეტყველი ფოტოკოლაჟის ქვეშ 6 სტროფიანი რეკლამაა და....
უფრო დიდი, 9 სტროფიანი ანტირეკლამა!
ნეტა რატომ?
Posted by cartwheel at 12:46 PM 1 comments
Labels: ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა
Wednesday, June 17, 2009
ალაზნის ველი ვერტმფრენიდან
ძალიან ლამაზია.
მეექვსე წელია საქართველოს ხშირად ვათვალიერებ ვერტმფრენიდან.
თავიდან, 2004 წლიდან საქართველო მხოლოდ სიბრალულს იწვევდა: ლამაზი ბუნება+დაუმუშავებული ყანები+ნასოფლარები+ნააგარაკელები+ნავენახები.
შემდეგ წლებში დაუმუშავებელ ყანებს (ანუ ყანებს, რომელიც კომუნისტების დროს დახნული იყო და ვერტმფრენიდან იცნობა)ალაგალაგ, თანდათან შეერია დამუშავებული მიწები.
2007 წელს ყველგან ბევრი იყო უკვე დამუშავებული - კომუნისტების დროინდელის თითქმის 30 %!
დასავლეთი სქართველო განსაკუთრებით კარგადაა ათვისებული, სათბურებით მორთული, სამეგრელოში კი თხილის პლანტაციებით.
წელს კახეთში ფრენა პირველად მომიწია. ეს ვიდეო იმიტომ გადავიღე, რომ გამეხარდა. მუშაობს ხალხი. წელს პირველად კახეთის მიწის (სავარგულები ქვია მე მგონი ერთად) დაახლოებით 50%-ია დამუშავებული!
Posted by cartwheel at 4:01 PM 2 comments
Monday, June 15, 2009
Wednesday, June 10, 2009
Tuesday, June 9, 2009
Friday, June 5, 2009
ანა კალანდაძის საფლავი ვიპოვე
წელიწადზე მეტია რაც ანა კალანდაძე გარდაიცვალა. წელიწადზე მეტია რაც ის მთაწმინდას მიაბარეს.
გუშინ ვიყავი მთაწმინდაზე.
მისასვლელი გზა კარგად გაუკეთებიათ, მანქანების სადგომიცაა შუაწელში.
ფული ბევრია დახარჯული და საქმეც ხარისხიანადაა გაკეთებული.
ანა კალანდაძის საფლავი ვიპოვე. ვიპოვე და არა ვნახე.
არანაირი აღნიშვნა.
არც გრანიტი და მარმარილო.
მოკლედ.. არაფერი ყვავილების გარდა.
არ ვიცი, ალბათ ანდერძის მიხედვით. ვინმემ თუ იცით რამე ამის შესახებ.
Posted by cartwheel at 9:48 AM 0 comments
Labels: ადამიანები, ანა კალანდაძე
Thursday, June 4, 2009
ვაკე საბურთალოს დაღმართი
ავარიების უმეტესობა არის ორივე მძღოლის მიერ მოძრაობის წესების დარღვევის შედეგი.
click.
აქედან დასკვნა!
ნუ ენდობი სხვას, შენ იარე წესიერად და აცდები ავარიას.
თუმცა, მარტომაც შეიძლება ივაჟკაცო. აგერ დასტური, ვაკე საბურთალოს დაღმართი.
არასრული გალერეა.
Posted by cartwheel at 1:47 PM 2 comments
Tuesday, June 2, 2009
ქართული პარალოგიკა
ქართული პარალოგიკა
მშიშარა ყოფილა!
პრეზიდენტი მშიშარა ყოფილა. ნათქვამია, ადამიანი ექსტრემალურ სიტუაციაში იცნობაო, ჰოდა აგერ, იმის ნაცვლად რომ მოეგერიებინა ხელით, მარჯვენით (მარჯვენითა შენითა მოიპოვე..) ან თუნდაც ვაჟკაცურად მიეღო დარტყმა, რომელიც მილიონჯერ ნაკლებია იმ დარტყმებზე, რომელთაც მის მიერ გაგზავნილი ჯარისკაცები იღებენ მის მიერ დაწყებულ უტვინო ომებში, ამან რა ქნა?
ჩაიმალა, ჩაიმუხლა, აიცდინა. უსაშველო სიმხდალე გამოიჩინა, თანაც მთელი მსოფლიოს თვალში, თანაც სად, ერაყში, სადაც 4000 ჩვენი ჯარისკაცი მტერს შეაკვდა.
ამან ფეხსაცმელი აიცილა!
პრეზიდენტმა ჩაიმუხლა! ამისთვის დაიღვარა მთელ მსოფლიოში უამრავი ამერიკელის სისხლი, ამისთვის მოკლეს ამერიკის 4 პრეზიდენტი თავის პოსტზე, რომ ამას 21-ე საუკუნეში ამერიკის სახე ლაფში ჩაეგდო?
მშიშარა, ლაჩარი, ფარჩაკი!
ჩვენ ამერიკელებს არ გვეკადრება ასეთი მშიშარა პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტად ყოფნის ყოველი დღე ამერიკის სირცხვილია.
ამერიკული ლოგიკა.
ობამას ინაგურაციაზე გამოაცხადეს:
ამერიკის პრეზიდენტიიი- ჯორჯ დაბლიუ ბუში,
ამერიკის პრეზიდენტად არჩეულიიი - ბარაკ ობამა.
და მხოლოდ მას შემდეგ რაც ობამამ ფიცი დადო ობამა გახდა პრეზიდენტი, ბუში კი ყოფილი.
Posted by cartwheel at 11:03 AM 2 comments
Labels: USA, ადამიანები, აშშ, ვინიგრეტი, პრეზიდენტი