Tuesday, March 11, 2008

ანა კალანდაძე


ანა კალანდაძე გარდაიცვალა
თურმე 83 წლის ყოფილა





მე არ ვიცი წერდა თუ არა ის ლექსებს ბოლო დროს. ჩემი 10 წლის წინანდელი სინანული გამახსენდა მისი ლექსების კითხვა (გადაკითხვა) რომ ჩავამთავრე. მაშინაც არ ჩანდა პრესა-ტელევიზიით, ახალი მის შესახებ არაფერი თქმულა არც ლექსები, არც საზოგადოებრივი აქტივობა. ეჭვი შემეპარა იქნებ ამ ყრუ ქვეყანაში (1998წ. მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები,სპორტსმენები, მუშები და უმუშევრები ამ დროს ერთმანეთს ასწრებდნენ საქართველოდან) ესეთი დიდი ადამიანი, საქართველოს სამუდამო სიამაყე, მხოლოდ ქართველისთვის დაწერილი, ადამიანთათვის, მკითხველთათვის ადამიანობის დიდი ულუფის მჩუქებელი ავტორი ანა კალანდაძე დღეს ყოფით პრობლემებს ხომ არ ებრძვის მეთქი. გავიფიქრე იქნებ სპონსორები ვიპოვნო და რაღაც დასარჩენ საქმეში მოვიწვიო მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი წამი გაგრძელდა. ისევ ჩემს ციყვის ბორბალში შევხტი და ჩემი მორიგეობების გრაფიკის ასრულებას შევუდექი.

მამიდაჩემი ფილოლოგი იყო, მაშინ (1983წ.) სკოლაში "დიდოსტატის მარჯვენას" ვსწავლობდით, მამიდამ ანა კალანდაძის წიგნი მომცა და როგორც სკოლის მოსწავლეს, შესავალად მითხრა - აი ეს არის ნამდვილი ქართული ენა, ეს არ არის "დიდოსტატის მარჯვენას" მძიმე არქაიზმი,ეს ის ენაა განათლებული ქართველები ერთმანეთს რომ ესაუბრებოდნენ საუკუნეების განმავლობაშიო. ქალბატონი ანაც ენათმეცნიერი იყო. მამიდამ სკოლაში ეგრეთწოდებულ "ღია გაკვეთილზე" დაგვიპატიჟა და ჩემს ცხოვრებაში, ჩემს მახსოვრობაში, ჩემს კლასელთა მახსოვრობაში ეს ერთი საათი - ანა კალანდაძესთან შეხვედრის ერთი საათი იყო.
მადლობა ჩემს ქართულის მასწავლებელს ქალბატონ იზა ჯიქიას. მან მოსწავლეობის განმავლობაში გარდა იმისა რომ ქართული და საქართველოს სიყვარული გვასწავლა, შეგვახვედრა ანა კალანდაძეს, მუხრან მაჭავარიანსა და ჯანსუღ ჩარკვიანს. ამას ახლა ვაფასებ 40 წლის ასაკში.

დროდადრო ლანდი თავს წაგადგება
მოსისხლე მტრისა...
რაღას არ გწამებს: იჯერებ კიდეც,-
იმდენჯერ ისმენ!
მგლები კვლავ მგლობას განიზრახაენ
ფარულ და ცხადად...
მოშურნე მტრისა თავს წაგადგება
დროდადრო ლანდი!



ოინბაზობით
გატენილ გუდას
ძველი ჯამბაზი...
კვლავ ცხვირწინ
გირწევს:
თრითინას... ორბის
ფრთერბი ჰქონდაო,
არწმუნებს ცასა და
არწმუნებს მიწას!

6 comments:

Carrie said...

ra shuashia, magram is leqsi gamaxsenda anasi:

"tkvi, arjakelo xviara,
qsanze vin chamoiara?
- ravi, grublebze vfiqrobdi da ara gamigia-ra!"
"-mec sxvatashoris vikitxe,
salaparakod ki ara"
:)
rogori ubralo da kargia :) iseti, mshvidi :)

Anonymous said...

Hi to all, since I am genuinely eager of reading this weblog's post to be updated regularly. It includes nice stuff.
Look into my blog post : latest transfer news of chelsea

Anonymous said...

Greetings from Carolina! I'm bored to death at work so I decided to browse your site on my iphone during lunch break. I love the information you provide here and can't
wait to take a look when I get home. I'm shocked at how quick your blog loaded on my cell phone .. I'm not even using
WIFI, just 3G .. Anyways, very good site!
My page pizza games girls free

Anonymous said...

I love it when individuals come together and share views.
Great site, stick with it!

My web site - Batman Games

Anonymous said...

my blog b5f03u9g18 replica designer bags replica bags south africa replica bags 168 mall why not find out more o0y28n8q57 replica bags online shopping click this site b1a12c5d71 aaa replica bags replica bags from korea

taydoez said...

z6s98w2q82 a7c74e9i82 n7b97i3h10 q3v79o1h12 r5f71w6r51 h6t38g5f15