Wednesday, July 28, 2010
საქართველოს მოქალაქეთა ფორუმი - მრგვალი მაგიდა
საქართველოს მოქალაქეთა ფორუმი - მრგვალი მაგიდა.
ამ გარდამავალ პერიოდში მშვენიერი სახელი იქნებოდა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობისათვის, მასში შემავალი სამი მცნება საფუძვლიანად რომ არ გაეფუჭებინათ პოლიტიკაში უკვე მყოფ ადამიანებს.:
საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეთა კავშირმა)
ფორუმი (გუბაზ სანიკიძემ)
მრგვალი მაგიდა (ზვიად-ზვიადისტებმა)
არადა... თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, სულ პირველი შინაარსი ამ სიტყვებისა:
-რა უნდა იყოს ამაზე უფრო საპატიო, რომ იყო საქართველოს მოქალაქე, და იყო პირველ რიგში საქართველოს მოქალაქე და მხოლოდ შემდეგ ქართველი, უმრავლესობა, მოდუსი და ა.შ.,
-რა არის უფრო დემოკრატიული ცივილიზაციის ქმნილებებიდან ვიდრე ფორუმი (ამ სიტყვის ძველ ბერძნული და ინტერნეტ გაგებით),
-და რა უნდა იყოს მოქალაქეებზე, საზოგადოებაზე, ქვეყანაზე ზრუნვის უფრო დახვეწილი, თანასწორუფლებიანი და დემოკრატიული ფორმა ვიდრე მრგვალი მაგიდა. ოღონდ მრგვალი მაგიდა, რომლის ერთერთი სკამი ყოველთვის თავისუფალია შენთვის უცნობი და უსახელოსთვის.
მაგრამ რა ვუყოთ ჩვენს მარტივ სამყაროს. მარტივს იმიტომაც, რომ მასში აღარაა სიტყვები საქართველოს მოქალაქე, კავშირი, ფორუმი და მრგვალი მაგიდა?
უფრო სწორედ ეს სიტყვები არის, ხშირადაც იხმარება, მაგრამ საფუძვლიანად დაკარგული აქვს შინაარსი. და შედეგად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაც პრიმიტიულია, ხელფეხშეკრულია, შებოჭილია.
ვინ გაათავისუფლებს ამ მნიშვნელოვან, საზოგადო ორიენტირის პოტენციის მქონე სიტყვებს ტყვეობიდან.
ვინ გაწმანდს მას დათვის სამ-სამი ქურქისგან?
დიდი სიამოვნებით ვიმონაწილებდი "საქართველოს მოქალაქეთა ფორუმი - მრგვალი მაგიდა"-ს საქმიანობაში, რომ არსებობდეს.
თუ შენ
მიგაჩნია რომ:
ხალხი უფრო ჭკვიანია ვიდრე დღევანდელი პოლიტიკოსები,
შენ სათქმელს არცერთი პოლოტიკოსი არ ამბობს,
მომავალში შეგრცხვება, რომ შენ ამ პრიმიტიულ საზოგადოებას ჩუმად ეგუებოდი,
შენი შვილების შეკითხვებზე გიწევს შემცდარი პოლიტიკოსების მართლება
მაშინ...
არ ვხუმრობ, დავრეგისტრირდეთ და ხალხს თავი გავაცნოთ, ისეთები როგორებიც ვართ აქ, ფორუმზე, ბლოგებზე.
ხელისუფლებაში ვერ მივალთ, მაგრამ, ამ სიტყვებს ხომ გავათავისუფლებთ?
Posted by cartwheel at 1:09 PM 0 comments
Labels: საზოგადოება, ძირს პათეტიკა, ხალხი
Monday, July 26, 2010
Mick Jagger
Mick Jagger
ბებერი ოხერი, დღეს 67 წლის გახდა.
ღმერთმა მას ყველაფერი მისცა რაც უნდოდა, და.. მან ყველაფერი მე მომცა.
არ გჯერა?
You can see it in a clear blue sky
You can see it in a woman's eyes
You can hear it in your baby's cries
You can hear it in your lover's sighs
You can touch it in a grain of sand
Yeah hold it right there
In the palm of your hand
Feel it 'round you everyday
And hear what I've got to say
God gave me everything I want
Come on
I'll give it all to you
God gave me everything I want
Come on
I'll give it all to you
I saw it in the midnight sun
And I feel it in the race I won
And I hear it in the windy storm
And I feel it in the icy dawn
And I smell it the wine I taste
And I see it in my father's face
And I hear it in a symphony
And I feel it in the love
You show for me
Yeah
God gave me everything I want
Oh come on
I'll give it all to you
God gave me everything I want
Come on
I'll give it all to you
God gave me everything I want
I can't stop can't stop
I'm still looking now
God gave me everything I want
Oh come on
I'll give it all to you
Crazy you said
It's all in your head
God gave me everything I want
Oh come on
I'll give it all to you
God gave me everything I want
Oh come on
I'll give it all to you
God gave me everything I want
Oh come on
I'll give it all to you
Posted by cartwheel at 12:23 PM 0 comments
Labels: ადამიანები, მადლობა, მუსიკა
ბინძური პოლიტიკა და ალალი ხალხი?
ყველას გსმენიათ ფრთიანი გამოთქმა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, რომ პოლიტიკას სუფთა ხელებით ვერ გააკეთებ, რომ პოლიტიკაში იდეალისტების ადგილი არ არის.
კარგი და, ვთქვათ ჩავატარეთ ექსპერიმენტი და იდეალისტი სუფთა ხელებით დავსვით პოლიტიკის იერარქიის მწვერვალზე.
როგორ უნდა მართოს მან, იდეალისტმა ქვეყანა რომელის მოსახლეობის 5%-ა იდეალისტი, 95% არბიტრი და 100-ვე პროცენტი ფარული ჰომოსოვეტიკუსი?
080808 ომის წლისთავზე 1 დღე, მხოლოდ ერთი დღე გაგვიბედა საკუთარმა ხელისუფლებამ რუსული არხების გამორთვა და საერთაშორისო არხების (დისქავერი, გეოგრაჯიკი, ჰისტორი) დედანში (ანუ ინგლისურად) ჩვენება.
ისიც წინასწარ 3 დღე გავაფრთხილებდნენ, მხოლოდ ერთი დღე, პროტესტის ნიშნად, სიმბოლურად უნდა ვქნათ ეგრეო.
სულ რომ გათიშოს ეგრევე ნოღაიდელს დავიყენებთ წინ, გვიშველე ამ დრეკონისგან, რომელიც წყარომდე არ გვიშვებსო.
იქნებ ბრბოდ ყოფნა უფრო ბინძური საქმეა, ვიდრე პოლიტიკოსობა?
მითუმეტეს, თუკი იმ ბრბოს შინაარსით ჰომოსოვეტიკუსების ბრბო შეესაბამება სახელად.
რა უნდა შეიცვალოს, რომ ჩვენ ჩვენივე პულტებიანად რუსული ტელესივრციდან გამოვიდეთ?
ვთქვათ და , პოლიტიკა ბინძური საქმეა.
ჰომოსოვეტიკუს ბრბოობა აღარაა ბუნძური?
სსრკ ნგრევიდან 20 წლის მერეც?
ეს კი განსამუხტად.
თუმცა ქვეტექსტით, ეს რომ ბებიაჩვენებს თავის ახალგაზრდობაში ენახათ, დღეს ასეთი კატეგორიული პრიმიტივები აღარ ვიქნებოდით.
Posted by cartwheel at 10:00 AM 0 comments
Labels: რუსეთი, საზოგადოება, ხალხი
Sunday, July 25, 2010
Louise Brown
ეს ქალი პირველ რიგში, ლუის ბრაუნი დღეს 32 წლის გახდა.
ეს ბავშვი მან ფიზიოლოგიური, ნორმალური მშობიარობით შვა.
თვითონ საკეისროთი გაჩნდა 32 წლის წინ, მაგრამ ის რითაც მას იცნობენ და ერთმანეთს უყვებიან თვითონ ლუისის შექმნას უკავშირდება.
ის პირველი ბავშვი იყო, რომელიც ქვეყნიერებას ხელოვნური, in vitro ანუ ჭურჭელში განაყოფიელების შედეგად მოევლინა.
Posted by cartwheel at 10:19 PM 2 comments
Labels: ვინიგრეტი
Friday, July 23, 2010
რაიმე კურიოზს, უჰ, წამომცდა, კონფუზს ხომ ვერ გაიხსენებდით?
აღარ დაგვრჩა კურიოზი, ყველა მოყოლილია უკვე, ჟურნალისტებმა საფუძვლიანად ამოიღეს რესპონდენტებისაგან კურიოზების მარაგი.
მე მგონი დროა ჟურნალისტებმა ახალი იდეა აიტაცონ - რაიმე კონფუზს ხომ ვერ გაიხსენებდით?
რატომაც არა.
ყველა მოვხვედრილვართუხერხულ სიტუციაში, ან შევსწრებივართ მაინც.
ბებიაჩემის (რომელმაც პრინციპულად დაიკანანა სტსუსი ბაბო და არა ბებია) ახალგაზრდობის დროინდელ მოგონებას მოგიყვებით.
მე თვითონ ეს ისტორია ალბათ კაი 30 წლის წინ მაქვს მოსმენილი ბაბოსგან, მაგრამ თანმხლები ემოციების გამო დღესაც მახსოვს.
..
ბაბო, მაშინ ჯერ სტუდენტი (დაახლოებით 1935 წელს) თბილისში ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა. მისი რუმმეიტი ერთი მისი ასაკის სვანი გოგო იყო. მეგობრობდნენ. სვანი მეგობარი ბაბოს მოცალეობის ჟამს სვანურს ასწავლიდა. მაროც ცდილობდა მეგობრის მონდომება დაეფასებინა და ყოველ შესაძლო სიტუაციაში ნასწავლი სვანურით თავს იწონებდა.
ერთხელ კინოს ბილეთების რიგში მდგომებს უკან ძალიან მსუქანი კაცი მოადგათ. ხვნეშოდა და იბღვირებოდაო, მარომ ჩათვალა, რომ სვანურის ცოდნის დემონსტრირების კარგი მომენტი იყო, და თავის მეგობარს სიამაყით განუცხადა - ალა ხოლა ხადეშ (ეს კაცი ღორია).
მსუქანი მოულოდნელად მოუტრიალდა მაროს და შეწუხებული ხმით უთხრა -ივღა მიშკულადღ სი. (რატომ შენ გენაცვალეო).
შემდგომ სიტუაციას აღარ აღვწერ. ისედაც ნათელია.
Posted by cartwheel at 9:55 AM 2 comments
Labels: ვინიგრეტი
Thursday, July 22, 2010
წინაპართა ელექტრონული ფოტოალბომი
Posted by cartwheel at 6:07 PM 1 comments
Labels: ადამიანები, მადლობა, ჯერარდაბადებული საქართველო
Wednesday, July 21, 2010
ყველაზე დიდი(ს) ავტორი მსოფლიოში.
მსოფლიოში ანუ დედამიწაზე და არა სამყაროში, და ყველაზე დიდი ავტორი კი არა, ყველაზე დიდის სახელის დამრქმევი, ანუ ნათლია.
დედამიწაზე ყველაზე დიდი, ფიზიკურად დიდი ობიექტებია კონტინენტები და ოკეანეები.
5-დან 2-ს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკებს სახელი ამერიკა ერთმა გერმანელმა გეოგრაფმა-კარტოგრაფმა დაარქვა.
matthias ringmann მათიას რინგმანი 1482 წელს დაიბადა, ამ დროს ქრისტეფორე კოლუმბი 30 წლის იყო, ხოლო ამერიგო ვესპუჩი 27-ის.
მატიასი 10 წლის იყო როცა კოლუმბმა ამერიკა, თუმცა მისი ჭკუით ინდოეთის გზა გადალახა და ბაჰამის კუნძულები დალაშქრა.
ის 11 წლის იყო, როდესაც ამერიკას ამერიგო ვესპუჩის ექსპედიცია ეწვია.
ამერიგო ვესპუჩიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ ახალი მიწა ახალი კონტინენტია და არა აზია.
1507 წელს, როცა მათიასი 55 წლის, ამერიგო 82 წლის იყო, ხოლო კოლუმბი 85 უნდა ყოფილიყო, მაგრამ წინა წელს, 1506 წელს გარდაიცვალა.
რინგმანმა დაწერა
"There is a fourth quarter of the world which Amerigo Vespucci has discovered and which for this reason we can call 'America' or the land of Americo. […] We do not see why the name of the man of genius, Amerigo, who has discovered them, should not be given to these lands, as Europe and Asia have adopted the names of women."
და კარტოგრაფ Martin Waldseemüller-თან ერთად პირველად შეადგინა ახალი დედამიწის რუქა, სადაც ახალ კონტინენტს ამერიკა უწოდა.
Posted by cartwheel at 9:03 PM 7 comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი
The Fisher King
ეს ფილმი შორეულ (მაშინ ძაააან) შორეულ ამერიკაში 1991 წელს გადაიღეს. და ალბათ ერთი ორი წლის შემდეგ ვნახე მე, თბილისში.
პირველი ფილმი იყო, რომლითაც რობინ ვილიამსი გავიცანი.
ერთხელ მაინც აუცილებლად სანახავ ფილმთა სიაშია.
The Fisher King
Posted by cartwheel at 3:57 PM 5 comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი
Monday, July 19, 2010
ვასწავლი ცურვას 15 წუთში. რე-პოსტი
ცხელი ზაფხული ძალაშია შესული.
ეს პოსტი შარშან დავწერე, წელს ვიმეორებ. 4 დღე ვიყავი ბათუმში, თანაც შერატონში, მაგრამ ზღვაში ჩასვლა ვერ მოვახერხე. მინდა ჩემი დანაკლისი თქვენ მოგემატოთ. წაიკითხეთ.
Posted by cartwheel at 9:07 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, სასარგებლო
ვინ დაარქვა ამერიკას ამერიკა?
გაიმეორე ბევრჯერ, ნიუ ნიუ ნიუ ნიუ ნიუ ნიუ ნიუ, აბა უცებ მითხარი ამერიკის დედაქალაქი, ჰა უცებ..... არაა სწორი. ამერიკის დედაქალაქი ვაშინგტონია.
ახლა კიდევ ერთ ასეთივე შეკითხვას გეკითხები, სწრაფად საპასუხოს, მარტივს და .. ვეფხისტყაოსნემდე ნასწავლს. ნასწავლს თუ არა, გაგონილს მაინც.
ვინ დაარქვა ამერიკას ამერიკა?
პასუხი იცით, ხო, ამერიგო ვესპუჩიმ, იტალიელმა კარტოგრაფმა და მოგზაურმა, რომელმაც კოლუმბის შეცდომა, რომ მის მიერ აღმოჩენილი მიწა აზიაა, ეჭვის ქვეშ დააყენა, და განაცხადა, რომ ეს მიწა ინდოეთი კი არ არის, არამედ სრულიად ახალი კონტინენტია.
ეს ვიცით.
მაგრამ.
ვინ დაარქვა ამერიკას ამერიკა?
ამერიკას, რომელიც იტალიელმა ესპანელმა აღმოაჩინა, იტალიელმა აღმოაჩინა, რომ აღმოჩენილი მიწა ახალი კონტინენტია, სახელი იმ ინტრიგანი იტალიელის საპატივცემლოდ ... ერთმა გერმანელმა დაარქვა.
მაშ ასე, ამერიკის ნათლია გერმანელია.
მაგრამ ვინ?
მე არ მახსოვს. სახლში რომ დავბრუნდები, შევეცდები მოვძებნო ის წიგნი, რომელშიც ეს წერია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ ვიპოვნი.
იქნებ თქვენც იყოჩაღოთ?
(წიკიპედიაში და ანსვერს კომ-ზე პასუხი არ დევს).
Posted by cartwheel at 10:05 AM 2 comments
Saturday, July 17, 2010
games
http://www.miniclip.com/games/magic-pen/en/
http://www.miniclip.com/games/forest-temple/en/
Posted by cartwheel at 12:51 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი
Wednesday, July 14, 2010
Phil HarrisPhil Harris (December 19, 1956 – February 9, 2010)
ეს ისტორია უკვე მორჩა. ფილ ჰარისი მოკვდა. გადაურჩა ნეკნების მოტეხილობის საშიშ გართულებას, ფილტვის ემბოლიზმს, დაუბრუნდა თავის საქმეს და 6 თვეში ჰემორაგიული ინსულტით მოკვდა საავადმყოფოში.
9 დღე იავადმყოფა.
დათა თუთაშხიაზე გამიგია, კაცობა უნდა ისწავლოო. ფილ ჰარისი არანაკლები კაცი იყო. მას და მის გემ "კორნელია მარის" 5 წელი მუდმივად იღებდა დისქავერი და მთელს მსოფლიოს უჩვენებდა ამ ვაჟკაცი ადამიანების ურთულეს საქმიანობას. საქმეს, რომლელასც ვერ გააკეთებ თუ არა გაქვს საკმარისი გამძლეობა და პასუხისმგებლობა.
დათ თუთაშხია იმიტომ ვახსენე, რომ ეს ვთქვა - დიდი სიამოვნებით ვნახავდი "Deadliest Catch" ის იმ სერიებს, სადაც ფილის ურთიერთობებია თავის შვილებთან, რომლებიც ასევე მუშაობდნენ მამის გემზე.
ჩემთვის მჭირდება, ჩემს შვილებთან ურთიერთობისთვის მჭირდება.
აცდნენ ერთმანეთს ჯეკ ლონდონი და ფილ ჰარისი, თორემ აუცილებლად დაწერდა მასზე რამეს ჯეკი.
Posted by cartwheel at 11:44 AM 3 comments
Labels: Discovery, ადამიანები
Tuesday, July 13, 2010
Hollywood
იცოდით თუ არა, რომ ქალაქ ჰოლუვუდის წარწერა-სიმბოლო 1923 წელს აშენდა და მას თავიდან ჰოლუვუდლენდი ეწერა.
ის ააშენეს მშენებელმა დეველოპერებმა, რომლებიც ამ რეკლამით ჰოლივუდის ზედა მიწების სარფიანად გაყიდვას იმედოვნებდნენ.
ბოლო 4 ასო "ლანდ" მხოლოდ 1949 წელს მოაცილეს, და ამით ეს წარწერა მთელი ქალაქის აღმნიშვნელად გადააქციეს.
რეკლამის სავარაუდო ხანგრძლივობა 1,5 წელი იყო, მაგრამ ის ჰოლივუდისადმი ინტერესის ზრდისა და კინოინდუსტრიის აყავების პარალელურად სიმბოლოდ იქცა და ჰგიებს უკუნისამდე.
მანამდე კი, 1932 წელს 24 წლის უელსიდან ჩამოსული ულამაზესი ქერა ცისფერთვალა პერსპექტიული მსახიობი,
Peg Entwistle
რომელმაც ცოტა ხნის წინ "მეცამეტე ქალში" ითამაშა, ეიჩ ასოზე ავიდა და გადმოხტა. თავი მოიკლა.
Born: Jul 01, 1908 in London, UK
Died: Sep 18, 1932 in Hollywood, California
Occupation: Actor
Active: '30s
Major Genres: Thriller, Drama
მისი გვამი ორი დღის შემდეგ იპოვნეს. თვლიდა რომ აღიარებას ვერასდროს ეღირსებოდა. იჩქარა.
მას შემდეგ ეს ადგილი საფუძვლიანადაა დაცული და შესაბამისად ასეთი რომენტიული თვითმკვლელობის მოსურნეთ იმდებს უცრუებს.
ეკრანიზაცია.
ბოლო წარწერაში- " პეგ ენტვისლის თვითმკვლელობის შემდეგ ეს წარწერა წარმატებული კინოინდუსტრიის სიმბოლოს გარდა, დამსხვრეული ოცნებების სიმბოლოც გახდა".
მიყვარს რთული სიმბოლოები, სკოლის ერთი კლასის დამთავრებაზე უფრო სასარგებლოა ზოგჯერ. პიროვნებისთვის არა, სოციუმისთვის.
რეკლამამ კი, იმუშავა. ჩრდილოეთი ჰოლივუდი ააშენა.
Posted by cartwheel at 10:51 AM 4 comments
Labels: USA, ადამიანები, ძირს პათეტიკა
Sunday, July 11, 2010
წაგებულები
ეს ხალხი 105 წლის წინ გადაღებული სურათებიდან, ამ ქვეყნიდან წაგებულები წავიდნენ.
მათი "ცხოვრების საქმე" 1905 დან 1908 წლამდე გაგრძელდა და "ნიაგარის მოძრაობა" ერქვა
ნიაგარის მოძრაობა ზანგების მოძრაობა იყო რასიზმის წინააღმდეგ.
აცხვეს მემორანდუმები, კრიბეს ხელმოწერები, აგზავნეს პეტიციები, მიიღეს "ბრძნული" რჩევები, "რბილი" გაფრთხილებები და ცალყბა თანაგრძნობები.
და... დამარცხდნენ.
არ ვიცი, უწია თუ არა რომელიმეს მაინც სიბერემ იმ დროს, როცა 1954წ. მართინ ლუთერ ლინგის მიერ გაძღოლილი შავკანიანთა მანამდე უწესრიგო მღელვარებები რეალური შედეგის - სეგრეგაციაზე ოფიციალური უარის თქმით დამთავრდა.
ეს კაცი, W. E. B. Du Bois "ნიაგარის მოძრაობის" ერთერთი ხელმძღვანელი ღრმა მოხუცებულობისას იძულებული გახდა აფრიკაში, განაში გადახვეწილიყო და იქაური მოქალაქეობა მიეღო.
Posted by cartwheel at 5:02 PM 0 comments
Labels: ადამიანები, ხალხი
Friday, July 9, 2010
ჩაიჭყიტე 100 წლის წინ.
ადამიანები პრეისტორიიდან ფოტოაპარატის გამოგონებამდე იყვნენ. ნამდვილად იყვნენ და თანაც ისეთივე დეტალურები, ფერადები და თანაგრძნობის მოსურნეები როგორც ჩვენ.
ეს სურათები 1910 წელსაა გადაღებული, პირველი ფერადი სურათებია, რუსმა ფოტოგრაფმა გადაიღო. ის ერთ სცენას 3 სხვადასხვა ფერის ობიექტივით იღებდა და შემდეგ მათ სლაიდებს აერთიანებდა. მის შემდეგ ეს ტექნოლოგია დავიწყებული იქნა და მხოლოდ 40 წლის შემდეგ გამოიგონეს ფერადი ფოტოფირი.
ჩაქველი მეჩაიეები.
Beginning in 1910 Sergei Mikhailovich Prokudin-Gorskii used color photography to document the Russian Empire. He made black-and-white exposures with red, green and blue filters, then combined those images in the laboratory to create a color image.
Posted by cartwheel at 12:02 PM 5 comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი, მადლობა
Thursday, July 8, 2010
წინაპრები. როგორები იყვნენ ისინი?
მინუს მილიონი წლიდან - მინუს 50 საუკუნემდე
..
მინუს 50 საუკუნიდან მინუს ერთ საუკუნემდე
..
დღეს
ეს ვიცით ხო, ადამიანის ევოლუცია პრეადამიანიდან ჰომოსაპიენსამდე.
თითქოს თანმიმდევრობა სრულია, მაგრამ.....
არის კიდევ ბოლო 3000 წელი. ეტაპი, რომელიც რომელიც ამ თანმიმდევრობაში არ მოხვდა.
ამ პერიოდის ადამიანები კი იყვნენ ჰომოსაპიენსები, მაგრამ ჩვენი ასოციაციების გადამკიდე, ასოციაციების, რომელთაც ხელოვნების განვითარების პარალელურად ვხედავთ ცვალებად ადამიანებს, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ისტორიული წინაპრები სხვანაირები იყვნენ - არამატერიალურები, გახუნებულ-მტვრიანები, არაპროპორციულები, შავთეთრნი. ერთი სიტყვით მარტივნი, სასაცილონი და არასრულნი.
მინუს 19-დან პლიუს 19 საუკუნემდე
-----------
1890 დან 1930 მდე
------------
1930-1970
1970-2000
არადა ეს სუბიექტური შლეიფი რომ დავძლიოთ, დავინახავთ ისეთივე ნამდვილ ადამიანს, როგორიც ჩვენ ვართ. მათ არაფრით ვჯობივართ, ნამდვილად იყვნენ, ვერ გადაიღო 5 მეგაპიქსელიანმა ფოტოაპარატმა, თორემ იყვნენ, ბევრს შრომობდნენ და სიკვდილზეც ხშირად მიდიოდნენ შთამომავლობის სასარგებლოდ.
ღირსებოდათ წინაპრებს კაი ციფრული ფოტოები, გვეყოლებოდნენ ახლაც ლოყებღაჟღაჟები და მნიშვნელოვანნი. არ გვყავს და .. ვერც აღვიქვამთ მათ ადამიანებად.
ძალიან მეცოდებიან.
ჩვენ კი დავრჩებით შთამომავლებს ცოცხლად.
და
ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა.
2000-
Posted by cartwheel at 4:02 PM 2 comments
Labels: ვინიგრეტი, მადლობა, ძირს პათეტიკა, ხალხი