Friday, April 29, 2011

ვ(უ)იკენდები თბილისიდან

რეპოსტი

ვ(უ)იკენდები თბილისიდან






არ ჩააგდოთ შაბათ-კვირა, ეხლა ზუსტი დროა (სეზონია).



მალე გადაიხრუკება

Thursday, April 28, 2011

ოსკარ შინდლერი





ახალი პოლიგრაფიული სერიალის შესახებ უკვე ვისაუბრე - "100 ადამიანი, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო" კარგი დასაწყისი აქვს : ფრანკო, განდი, ჩერჩილი.

მინდა რომ მათში ერთი ოსკარ შინდლერიც ერიოს.

ოსკარ შინდლერმა მსოფლიო შეცვალა. მაგრამ არა მეორე მსოფლიო ომის დროს, არც მას შემდეგ, არამედ 1993-ში, სიკვდილიდან 21 წლის შემდეგ, როცა მსოფლიომ სპილბერგის "შინდლერის სია" იხილა.

ამ ფილმს დღევანდელი და მომავალი მსოფლიოს მილიარდობით მაცხოვრებელი ერთხელ მაინც ნახავს ცხოვრებაში და... გახდება უფრო ვაჟკაცი ვიდრე არის, უფრო კაცთმოყვარე ვიდრე არის, უფრო ჭკვიანი ვიდრე არის.

ანუ, ცოტათი უფრო მეტად ოსკარ შინდლერი, ვიდრე იყო ამ ფილმის ნახვამდე.


ცხოვრებაში კი, ოსკარ შინდლერს თავისი გმირობა მხოლოდ იმით დაუფასდა, რომ თან ახლდა ბარათი, რომელიც მას "ფაშისტური წარსულისათვის" დაპატიმრებისგან იცავდა.

ომის შემდეგ ბუნებით მეწარმე, წარმატებას ეძებდა ავსტრიაში, არგენტინაში, ისევ გერმანიაში. ოსკარ შინდლერი პატარა გერმანულ ქალაქში მრავალჯერ გაბანკროტებული, ღარიბი მოკვდა.
არ იცოდა, რომ მის პიროვნებას მსოფლიო აღიარება და კინოსახარების გმირობა, შედეგად კი მსოფლიოზე გავლენა ელოდა.




ეს მისი საფლავია იერუსალიმში, სადაც მისივე ანდერძის თანახმად განისვენებს.
ანუ... აღიარების გარეშე ყოფნის მიუხედავად, თვითონ იცოდა, რომ მნიშვნელოვანი იყო.
მაგრამ არ იცოდა რამდენად.


After the war

Schindler and his wife fled to Austria's U.S. zone, escaping prosecution by dressing in prison clothes and carrying a letter testifying to their heroic actions. By the end of the war Schindler had spent his entire fortune on bribes and black-market purchases of supplies for his workers. Virtually destitute, he moved briefly to Regensburg and later Munich, but did not prosper in postwar Germany. In fact, he was reduced to receiving assistance from Jewish organizations. Eventually, Schindler emigrated to Argentina in 1948, where he went bankrupt. He left his wife Emilie in 1957 and returned to Germany in 1958, where he had a series of unsuccessful business ventures. Schindler settled down in a small apartment at Am Hauptbahnhof Nr. 4 in Frankfurt am Main, West Germany and tried again – with help from a Jewish organization – to establish a cement factory. This, too, went bankrupt in 1961. His business partners cancelled their partnership. In 1968 he began receiving a small pension from the West German government.


Commemorative plaque at Goettingstrasse 30, Hildesheim

In 1971, Schindler moved to live with friends at Goettingstrasse Nr. 30 in Hildesheim. Due to a heart complaint he was taken to the Saint Bernward Hospital in Hildesheim on 12 September 1974, where he died on 9 October 1974, at the age of 66. At the time of his death, he was surrounded by friends and family. He died penniless;the costs for his stay in the hospital were paid from social welfare of the city of Hildesheim.


Schindler's grave

Schindler wanted to be buried in Jerusalem, as he said, "My children are here". After a Requiem Mass, Schindler was buried at the Catholic Franciscans' cemetery on Mount Zion, the only member of the Nazi Party to be honoured in this way. A sign at the entrance to the cemetery directs visitors "To Oskar Schindler's Grave".


Side view of Schindler's grave, piled with small stones left by Jewish visitors

Schindler's grave is located on the mountainside below Zion Gate and the Old City walls. Stones placed on top of the grave are a sign of gratitude from Jewish visitors, according to Jewish tradition, although Schindler himself was not Jewish. On his grave, the Hebrew inscription reads: "Righteous among the Nations", an honorific used by the State of Israel to describe non-Jews who risked their lives during the Holocaust to save Jews from extermination by the Nazis. The German inscription reads: "The Unforgettable Lifesaver of 1200 Persecuted Jews".

No one knows what Schindler's motives were. He was quoted as saying "I knew the people who worked for me... When you know people, you have to behave towards them like human beings."

The writer Herbert Steinhouse, who interviewed Schindler in 1948 at the behest of some of the surviving Schindlerjuden (Schindler's Jews), wrote:

"Oskar Schindler's exceptional deeds stemmed from just that elementary sense of decency and humanity that our sophisticated age seldom sincerely believes in. A repentant opportunist saw the light and rebelled against the sadism and vile criminality all around him. The inference may be disappointingly simple, especially for all amateur psychoanalysts who would prefer the deeper and more mysterious motive that may, it is true, still lie unprobed and unappreciated. But an hour with Oskar Schindler encourages belief in the simple answer."

ის ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი სახელი ამქვეყნად მისთვის უცნობი ორი ადამიანის ხელში მოხვდებოდა: ტომას კენელი მასზე წიგნს დაწერდა, ხოლო სტივენ სპილბერგი ფილმს გადაიღებდა.

Tuesday, April 26, 2011

საბჭოთა სკოლის ვინიგრეტი




საბჭოთა პერიოდში სკოლაში სიარული ვისაც მოგიწიათ, გემახსოვრებათ 
საკუთარი გაოცების წამები. 
ეს გაოცებები წამიერი იყო და მოსწავლეთა მხრიდან არ აფიშირდებოდა.
ის რაც გვაოცებდა ჩუმად უნდა გადაგვეხარშა, დიდი იყო დაცინვის ალბათობა. ის რაც გვაოცებდა ხომ სახელმძღვანელოში დაწერილი სიტყვა იყო. 
კომუნისტების დროს კი სიტყვა წიგნში შემთხვევით არ ხვდებოდა, უამრავი კორდონი უნდა გაეარა. 
არადა ეს სიტყვები,  ზოგჯერ ფრაზები,  ყველა საბჭოელი მოსწავლის თვალთახედვაში ხვდებოდა. 

-ა წერტილი ძევს წრფეზე
-ადან ბე პუნქტამდე მიისწრაფის ცე წერტილი
-და ამასთან მხოლოდ ერთი

ამ დაღვარჭკნილი ქართულის თამადობით გავიხსენებ იმ სიტყვებსაც, რომლებიც სხვადასხვა პროფილის  მეცნიერთა ცუღლუტობით დაინერგა და დღესაც "ამდიდრებს" ქართულ ენას. 
ესენია: 
-დღენაკლი ვადამდე დაბადებული ბავშვის სახელად
-პოზიცია - საკვები  პროდუქტის სახეობის  აღმნიშვნელად (განსაკუთრებით მიღებული იყო 1994 წელს). 


ამ სიტყვებთან სრულ ქარმონიაში იყო ჩემი ერთერთი მასწავლებლის ფრაზა - რომელღაცი მაწუხებს.

Monday, April 25, 2011

პროგრესის კატალიზატორი 




ბერტრან რასელი
კაცობრიობის პროგრესი, ცივილიზაცია მიდის ერთი 
მიმართულებით მეტი შიშიდან ნაკლები შიშის
ნაკლები თანაგრძნობიდან მეტი თანაგრძნობის მიმართულებით. 

ეს კანონზომიერება გამახსენდა დისკავერზე მაიას ტომის შესახებ დოკუმენტური ფილმის ხილვისას. 
მაიას ცივილიზაცია სწორედ ის გამონაკლისია, რომელიც კანონზომიერებას ადასტურებს. 

მიუხედავად იმისა, რომ მაიელებმა საუკეთესო არქიტექტურა შექმნეს, ააშენეს ურთულესი პირამიდები, ამოხსნეს კოსმოსის უამრავი კანონი, ისინი მაინც დარჩნენ იმდენად შორეულ ველურებად, რომ მათდამი პატივისცემა და თანაგრძნობა არ გიჩნდება. 
და მათი ველურობის მთავარი არგუმენტი თანაგრძნობის მინიმალური დონეა, რომელიც სოციუმს საშუალებას აძლევდა იმაწლის მოსავლიანობის გასაზრდელად მსხვერპლად შეეწირათ 400 თანამოქალაქე. 

ანუ ბერტრან რასელის მიხედვით არქიტექტურის, მშენეობის ორგანიზების უნარის, სიმდიდრისა და მეცნიერებაში წარმატებების მიუხედავად მაია ველურები არიან ორივე კრიტერიუმით: 

მათ ძალიან ეშინიათ და სრულებით არ უთანაგრძნობენ სხვას. 


მაიას  ანტიპოდი ერია ებრაელები: 
მათ არქიტექტურული შედევრები ვერ შექმნეს, მეთვრამეტე საუკუნემდე ვერც მეცნიერებაში ბრწყინავდნენ, მაგრამ ზეგარდმო თემებისადმი ნაკლები შიშისა და მოყვარეთადმი ადამიანური თანაგრძნობის დიდი დოზის შედეგად მათ 3 გლობალურ რელიგიას დაუდეს საფუძველი, რითაც დღევანდელ მსოფლიო წესრიგში უზარმაზარი წვლილი შეიტანეს. 
მცირე ხელშეწყობამ და მარტივმა ინფრასტრუქრურამ საშუალება მისცა ებრაელებს ცივილიზაციის ყველა მახასიათებელში ( მეცნიერება, ხელოვნება, არქიტექტურა, მედიცინა...) გამოეზარდათ მსოფლიო კორიფეები. 

მივბაძოთ ებრაელებს და დავცილდეთ მაიას. 

ადვილია:
მეტი სიყვარული და თანაგრძნობა, 
ნაკლები ზიზღი, შიში და..  
ცივილიზაციაც მოგვიკაკუნებს.

Friday, April 22, 2011

სასარგებლო შაბლონური ნოტაციები მშობელთათვის

ქალიშვილის მამისთვის 


მომავალში დავწერ შაბლონ ნოტაციას ბიჭის მამისთვის. 

ანუ ნოტაციებს, რომლებიც მამებმა უნდა წააკითხონ შვილებს სულისგადამეჩენელი საუბრის ნაცვლად.  



20 წლამდე
ქალიშვილის მამა აუცილებლად ჩავარდება იმ სიტუაციაში, რომელშიც ეს შაბლონი გამოადგება. 

მას მოუნდება ესაუბროს თავის ქალიშვილს ამ საკითხზე, მაგრამ ეუხერხულება და სამომავლოდ გადადებს. 
შედეგად, ან დროულად გაესაუბრება, ან დაგვიანებით. 
თუმცა  ეს სიტყვა დაგვიანებით, აქ არაზუსტია. 
არაზუსტია იმიტომ, რომ თვითონ ის მნიშვნელოვანი საუბარია ფარდობითი ეფექტის მქონე. ანუ შეიძლება ამ საუბარმა სრულიად უწყინარ ნიუანსთან კომბინაციაში შედეგი დიამეტრულად შეცვალოს - ჯინი ამოუშვას ან ჩაკეტოს. 
მშობელს რა თქმა უნდა ჯინის ჩაკეტვა სურს, მაგრამ შეიძლება თვითონვე შეუწყოს ხელი საწინააღმდეგო შედეგს.
ანუ, ეს შაბლონური ნოტაცია ხიფათის შემცველია, მისი გამოყენება ინდივიდუალურადაა გადასაწყვეტი. 
მე, ავტორი პასუხისმგებლობას არ ვიღებ შედეგებზე. 



მოზარდისათვის  
ყველაზე ძვირფასი დასკვნა ისაა, რომელიც თვითონ მოუვა თავში.

 
სექსი ქორწილამდე, ეს ის კოშმარია, რომლის თავიდან ასარიდებლად ყველა ქალიშვილის მამა მზადაა დღეს საღამოსვე მოსაჭრელად გაიმეტოს მარცხენა ხელის ნეკი თითი. კიდევ კარგი რომ ასეთი გარანტირებული საშუალება არ არსებობს, თორემ მამაკაცთა მეოთხედი უთითოთ დავრცებოდით, მაგრამ უთითობა პრობლემა ნაკლევადაა, პრობლემაა სექსი ქორწინებამდე და სექსი არასაქმროსთან.

 
შენი შვილი ხანგრძლივი მიზანმიმართული მრავალსაფეხურიანი ნადირობის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს. მონადირებული ნანადირევი შეიძლება აღმოჩნდეს. დაორსულდეს, შეერყეს ავტორიტეტი, ფსიქიკა, თვითშეფასება. უარეს შემთხვევაში ეს დროებითი ხიფათი მისთვის სამუდამო სიზიფეს ქვად გადაიქცევა, რომელიც მუდმივად აღმართში უნდა აგოროს. მისი ბიოგრაფია იცვლება, ბევრი  პერსპექტივა იბლოკება, 77 წლის ასაკშიც სხვა იქნება, უფრო უბედური და ავადმყოფი, ვიდრე იმ შემთხვევაში, ეს ერთ თვიანი ხიფათი სუფთად რომ დაეძლია. 

ერთ მხრივ 20 წლისების ფიზიოლოგია სრულიად მზადაა სექსისთვის, ორსულობისთვის და დედობისთვის, სრულიად ბუნებრივად, გულწრფელად და დროულად შეიძლება შეუყვარდეს ბიჭს გოგო და გოგოს კი ბიჭი. 

ერთი პრობლემა ბიჭის სოციალურ მზაობაშია, უფრო სწორედ უმწიფრობაში. 
საზოგადოება სრულუფლებოვან საპროფიტად ადამიანს მიიჩნევს პროფესიის დაუფლებისა და მუშაობის დაწყების შემდეგ. პროფესიუს დაუფლებას კი ინდივიდუალურად ზოგი  22 წლის ასაკში ახერხებს, ზოგი კი 32- ის.  ბიჭები ერიდებიან ადრეულ  დაქორწინებას სხვა მოტივითაც, უნდათ თავისუფალი სტატუსი მრავალ სასურველ პარტნიორთან ფლირტში გაატარონ.მიიღონ საწადელი, აიმაღლონ თვითშეფასება ეტქ.  

მაგრამ ბიჭების ქორწინებისთვის მოუმზადებლობაზე მეტი პრობლემა კი გიგოს ფიზიოლოგიაა. 
ერთი შეხედვით ორ ადამიანს, ქალს და ვაჟს ერთნაირი თამაში აქვთ წამოწყებული, ერთნაირი სარკისებრი სურვილები უჩნდებათ, მაგრამ ამ თამაშში ისინი არ არიან სიმეტრიულები როგორც პინგპონკის მოთამაშენი. 
ისინი უთანასწორო შედეგს იმკიან როდესაც ანგარიში 1:1- ია. 
ერთი უპირობო მოგებულია, მეორე კი პირველზე უპირობოდ დამოკიდებული ხდება. 
ამერიკის სკოლებში ორსულის მუცლის ფორმის 10 კილოიანი მულაჟები შეიტანეს, რომლებსაც გოგონებსაც აცმევენ და ... ბიჭებსაც. უნდა გაიკეთონ და იარონ ამ ტვირთმოკიდებულებმა  თითო საათი. 
არადა + 10 კილოგრამი მუცელზე ერთი წვეთია იმ სირთულესთან შედარებით, რომელიც  ორსულობის სტატუსს მოჰყვება - ბავშვი, და მისი ცხოვრებით ცხოვრება აწ დამარადის.   
ამერიკაში ამით ცდილობენ ორივე ჯგუფს სექსზე პასუხისმგებლობა აგრძნობინონ. 
დიახ, ბიჭმაც უნდა იცოდეს თუ რაარის ორსულობა, ანუ ის რა შედეგიც შეიძლება მოჰყვეს გულწრფელ და კრისტალურ უმანკო სიყვარულს.
ჩვენთან ეს თემა ჯერ კიდევ ტაბუდადებულია ოჯახში სასაუბროდ, ტელევიზია და  ინტერნეტი  კი ცხოვრების ისეთ მოდელს სახავს მიღებულ ნორმად, რომელიც  კაცობრიობამ პალეოლითში დაძლია. 


ცხოვრება და ცხოვრების ანტურაჟი  მართლაც იცვლება, უცვლელია ნადირობის პერსონაჟები. 
ამ ნადირობიდან ბიჭს შეუძლია უმანკო დარჩეს მთელი ნეგატივი კი გოგოს დაუტოვოს, ისევე როგორც ენლილის, ვარსექენის, ასმათის, თრისტანის და ქრისტინეს დროს. 
 
გოგონებს სხვა პასუხისგებლობა ენიჭებათ, ბიჭებს სხვა. სექსი ქორწილამდე თუნდაც დაოჯახების პერსპექტივით, ქალიშვილს აქცევს მთხოვნელად ( მართლა გასათხოვებლად) ვაჟს კი მოწყალე რაინდად ( ან უხიაგ გამარჯვებულად). 
როლების ამ  გადანაწილებას არაუმეტეს   ერთი საათი ჭირდება. რომლის დასაწყისში ორ თანაბარ ადამიანთაგან ერთერთი საათის ბოლოს მეორეზე დამოკიდებული ხდება.  

და რა ქნას გულწრფელად შეყვარებულმა ვაჟმა, თუკი ქორწილს არ აპირებს მინიმუმ 2 წელი, მისი შეყვარებული კი იწვის და დნება?
არავინ ვფიქრობთ რომ ოდესმე მოვკვდებით, ჩვენ ამ აზრზე აცილება გვაქვს ჩართული, სიცოცხლე გვინდა და ვცხოვრობთ. 
ასევე აქვთ ბიჭებს  ჩართული აცილება გოგოს დაფეხმძიმებაზე. გაემტყუნებათ?

ბოლოსდაბოლოს, ბიჭებს არ უყვართ, ეშინიათ, ეეჭვებათ ისეთი ადამიანის ცოლად მოყვანა, რომელიც გატყდა და დანებდა. მამაკაცები სოციალურადაც და ფიზიოლოგიითაც მომხვეჭელები არიან, ისინი ვერ იტანენ იმ აზრსაც კი, რომ მათი მეუღლე შეიძლება ოდესმე სხვა ადამიანის ხიბლში  ჩავარდეს და უღალატოს. ცოლმა უნდა უერთგულოს თუ კაცი ომიდან ცალფეხა, ნადირობიდან ხელცარიელი ან ცხუბიდან გალახული დაბრუნდა. ეს ბიოლოგიაა, ფსიქოლოგიაა,  ტრადიციაა, მორალია და ბოლოს სუციუმისთვის ყველაზე ხელსაყრელია. აქ ბიჭი და სოციუმი ერთ მხარეზე დგანან. კრიტიკული მზერის ობიექტი კი ერთია - გოგო.
შედგად ერთი, ერთობლივი  აქტის პასუხისმგებლობა მხოლოდ გოგოს ეკისრება. 
ბიჭი ამ შემთხვევაში ორმხრივ გამარჯვებულია, ერთი თავისი გაიტანა და მეორე, ნაშას ცოლად მოყვანას გადარჩა. 
როგორ იქცეს  კდემამოსილი პრინცესა ნაშად, ეს მამაკაცთა საუკუნოვანი ნადირობის დახვეწილი ტექნოლოგიის საქმეა. 
ყველა კაცს შეუძლია მოინადიროს ყველა ქალის გული, ფაქტიურად 99% ალბათობით. მუხრუჭი უნდა ჰქონდეთ მამაკაცებს, და აქვთ კიდევაც უმეტეს შემთხვევაში. 
მაგრამ თუ ის ბიჭი არ არის წესიერ უმრავლესობაში და მით უფრო მოხარული იქნება, რაც მწარედ დაამარცხებს პარტნიორს, მაშინ როგორღა უნდა შეძლოს გოგომ განსაცდელის თავიდან აცილება? 
დაიზღვიოს თავი სოციუმის მიერ მისთვის გამომეტებული დამცავი მექანიზმებით - სექსი ქორწილის შემდეგ. მოხერხებულია, გამართლებულია, უსაფრთხოა, თანაბარუფლებოვანია, კურთხეულია ბოლოსდაბოლოს.
გარანტირებულად გიცავს ისეთი ეპითეტებიდან, როგორიცაა: 
მიტოვებული, ნაშა, ქარაფშუტა  ( კიდევ ბევრია).
 ამ ისტორიაში კიდევ ერთი ( უფრო სწორედ) მონაწილეა. მშობლები, ოღონდ მხოლოდ გოგოს მშობლები. 
ჩვენი სოციუმი მშობლებს  აკისრებს პასუხისმგებლობას ქალიშვილის ქცევაზე. 
გოგოს მშობლებს სოციუმი ავალებს ისე მოახერხოს ქალიშვილისთვის  კეთილგონიერების ჩანერგვა,  რომ ამ თემაზე სიჩუმის ტაბუ არ დაარღვიოს. 
ძნელი ამოცანაა. მე ვარღვევ ამ ტაბუს. 
ერთი ნიუანსით - ტაბუს ვარღვევ ინტერნეტმომხმარებელთათვის ( მათ შორის ჩემი შვილისთვის) , ანუ სექსის თემაზე სიჩუმის ტაბუს ვინარჩუნებ ( ნაწილობრივ).
იმედი მაქვს ამ ბლოგის მკითხველთაგან შეღერებული ქალიშვილის ზოგიერთ მამას უხერხულ წუთებს ავაცილებ, უბრალოდ წააკითხეთ, ჩაეკითხეთ. 

პ.ს. ჩემო და სხვისო გოგონებო. ახლა გადავიკითხე ეს მართლაც ნოტაცია. 
ერთი ჰიპერბოლა შევნიშნე - ბიჭები მზაკვარ ბოროტ საფრთხედ ჩანან. 
არადა მთლად ასე არაა, თქვენს ხელშია რა როლი ექნებათ, ბოროტის თუ კეთილის. ოღონდ სადღაც კუნჭულში იქონიეთ მხედველობაში ის რაც აქ წერია.
                
 

Monday, April 18, 2011

  აუდიტორია საჩუქრად

ინგლისელი მწერლის აუდიტორია 20 ქვეყანაა
ესპანურის 18
რუსულის 15
გერმანულის 5
ფრანგულის 4
პორტუგალურის 2
 


ფაქტიურად ამ ენაზე მწერალ მწერალს და მომღერალ მომღერალს დებიუტშივე საერთაშორისო ინტერესი აქვს სასტარტო ბონუსად. 

არის თუ არა ეს ფაქტორი მათი პროგრესის კვინტესენცია? 

ალბათ კი. 

ასეთი უხვი სასტარტო ბენეფიტის გამო ბევრი ნიჭიერი ხელოვანი უარს ამბობს საკუთარ ენაზე და უპირატესი მომხმარების ენებს აძლევს პრიორიტეტს. 

აბბა,
ბიორკი 
რამშტეინი
ბლაინდ გარდიანი
სკორპიონსი
ინგლისურად

კესარია ევორა ესპანურად

პატრისია კაასი ფრანგულად

ორერა და ხუჯაძე რუსულად

Sunday, April 17, 2011

  კოშმარი ბიოგრაფიაში წარმატების საიდუმლოა





კოელიო 3 ჯერ იძულებით ჩასვეს მშობლებმა საგიჟეთში
ჭაბუა ციმბირის ბანაკებიდან 3 ჯერ გაიქცა
ედისონი სკოლაში დებილი ეგონათ
ო'ჰენრი ვალების გადაუხდელობის გამო ციხეში იჯდა (და წერდა)
ჩინგიზ ყაენმა 14 წლისამ მოკლა ის ვისაც ის უნდა მოეკლა
იოჰან სებასტიან ბახი მერვე შვილი იყო
შოპენს მამა კეტავდა ოთახში პიანინოსთან

ყველა მათგანი მათ ბიოგრაფიაში არსებულმა კოშმარულმა ეტაპმა აქცია წარმატებულად. 

ცხოვრება, ცივილიზაცია  მიდის მეტი შეცდომებიდან ნაკლები შეცდომებისკენ, მეტი შიშისგან ნაკლები შიშისკენ, ქაოსოდან წესრიგისკენ. 
შედეგად მცირდება კოშმარული ბავშვობის ალბათობა. 
შესაბამისად მცირდება გენიოსის ჩამოყალიბების აალბათობა. 

მაგრამ, რა ჯობია? 
500 000 ტანჯული ბავშვისგან 1 გენიოსი დაიბადოს და 499 999 ჩაგრული ფსიქოპათი, თუ 500000 ვე იყოს წესიერი ნორმალური ადამიანი და მათში არ ერიოს ერთი გენიოსი?


რა ჯობია, იყო ებრაელი იამაყო ყველაზე მეტი გენიოსით პოპულაციაში და ამავე დროს გყავდეს ყველაზე მეტი შიზოფრენიკი პროცენტულად, თუ იყო წესიერ მალაზიელთაგან ერთერთი და გარს 100% წესიერი პროფესიონალი მოქალაქე მალაზიელები გეკვრეს?და არ გყავდეს არცერთი გენიოსი ისტორიაში?

ჩვენ ქართველები რკინის ღობეშემორტყმულ სსრკ-ში ნაწილობრივ ვღებულობდით მსოფლიო ებრაელობის ფუნქციას - ანუ იმ ფუნქციას, რომელიც ებრაელებს აქვთ მორგებული მსოფლიოში. 

ანუ ვიყავით საშუალოარითმეტიკულ სსრკ- ელზე მეტად წარმატებული ხელოვანი, მსახიობი, ექიმი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. 
ჩვენი ნიშა სსრკ კინემატოგრაფში მტკიცე მორალური კატეგორიების დანერგვა იყო, იმაზე უფრო ეფექტურად, ვიდრე ამას ურა პროპაგანდული ფილმები ახერხებდა.
იყო თუ არა  ჩვენი რენომე სსრკ-ში საშუალოსტატისტიკურ სსრკ- ელ ადამიანთან შედარებით რაიმე აღმატებული გენეტიკური ნიჭიერების შედეგი? 
იქნებ ჩვენ, ქართველები როგორც პოპულაცია, უფრო ხშირად ვიყავით კოშმარული ბავშვობის სცენარით ნაიარევები? 
მართალია ქართული შვილის აღზრდა ძირითადად ხასიათდება ბავშვის განებივრებითა და გათავხედებით,  30 წლამდე ბავშვობის ასაკის გახანგრძლივებით, მაგრამ თითქმის ყველა ბავშვი გადის ორ მწარე ეტაპს

1.6 თვემდე ბავშვებს ტანჯავენ ლოზუნგით - არ გავანებივრო
2.33 წლამდე შვილი ბავშვია, რომელსაც ასევე შვილიკო ცოლი ჰყავს, და იმ შემოსულ შვილსაც აღზრდა სჭირდება (33 წლამდე!).     

ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში არ გაიზრდება ადამიანი, ვისაც მთელი ცხოვრების ქვეშეცნეულ მიზნად იმის მიღწევა ჰქონდეს, საკუთარ მშობელს დაუმტკიცოს, რომ უსუსური არაა.

Friday, April 15, 2011

ჩემიანის სიკვდილი

ცუდ ხასიათზე რომ ვარ ეს ნორმალურია. 
არა, დეპრასიაში არ ჩავვარდები, ფეხ ქვეშ მიწაც არ გამომცლია და არც ზეცას დაუტეხავს მეხი ჩემს თავზე.  
ის ოჯახის წევრი არ იყო, მაგრამ ოჯახის წევრებზე მეტი, გულწრფელი და ემოციური ურთიერთობა მქონდა. ახერხებდა ასეთი ყოფილიყო არამარტო ჩემთან, არამედ ყველასთან ჩემს  ოჯახში. 
ის გვიყვარდა, მაგრამ მას გაცილებით ვუყვარდით. მას პატივს ვცემდით, მაგრამ ის გაცილებით დიდ პატივს გვცემდა. 
ჩვენ მასზე ვზრუნავდით, ის კი მუდამ, თითქმის სიკვდილის წუთამდე ჩვენზე ზრუნავდა, ცდილობდა უსიტყვოდ გამოეცნო ჩვენი სურვილები და ამას თითქმის ყოველთვის ახერხებდა. 
იმდენად კეთილგანწყობილი და ექსპრესიული იყო, რომ ვერ გაებუტებოდი. უფრო სწორედ, მისი შენდამი სიყვარული არ მოასვენებდა  სანამ არ შეურიგდებოდი. არ მოასვენებდა და ის შენ არ მოგასვენებდა.  თანაც მოითხოვდა რომ, მასზე წყენა დაგევიწყნა, ბრაზი გადაგეყარა, კარგ ხასიათზე დამდგარიყავი  და გაგეღიმა. სხვანაირ შერიგებას არ ღებულობდა. 
მოხუსი იყო ასაკით, მაგრამ ჩვენ ისევ ბავშვად ვთვლიდით. ყველას ისეთი გვახსოვდა, როგორიც იყო მაშინ, როცა ჩვენს ოჯახში მივიღეთ, პატარა და საყვარელი. ფაქტიურად ჩემს შვილებთან ერთად გაიზარდა. როგორც შვილი და როგორც ძმა.  
და როგორც აწ უკვე ზრდასრულ შვილებში ნაწილობრივ მაინც იმ ორი სამი წლის ჩამრგვალების პერიოდის ბავშვს ვხედავ, მასშიც შემორჩა  ის პატარაობა, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის, ჩემი ოჯახისთვის.
მისი მთელი ცხოვრება ჩვენს თვალწინ იყო, მისი წარმატებები, მარცხები, მიღწევები და ბოლოს ავადმყოფობა. 
მხოლოდ ზრდილობიანი კი არა, ტაქტიანი ზრდილობიანი იყო. მისი სამყარო ჩვენსაზე გაცილებით პატარა იყო, სიღნაღიდან სარფამდე, უფრო შორს ფეხი არ დაედგა, არც აინტერესებდა ალბათ. მისი სრული ბედნიერება მიღწევადი იყო, და ჩვენც ხელს ვუწყობდით, რომ ეს სრული ბედნიერება ხშირად ეგრძნო და თავისი სიხარული მერე ჩვენთვის უშირველად დაებრუნებინა.
სიბერე არ ეტყობოდა, ვიცოდით რომ ეს სჭირდა, ბერდებოდა, გვითხრეს ერთი წელი მისთვის სამია, იქნბ ოთხიც. თხუთმეტის რომ გახდება 60-ის იქნება, თვრამეტამდე თუ მიაღწევინეთ ყოჩაღები იქნებით, ის მაშინ 72-ის იქნებაო. მოკლედ, ვიცოდით რომ ეს მოხდებოდა ის მოკვდებოდა,  ჩვენს ხელში დალევდა სულს. ახლა, როცა ასეც მოხდა, ყველანი გულდაწყვეტილები ვართ, ნაწილობრივ კი ვალმოხდილობის გრძნობაც გვაქვს, 19- ისა მოკვდა, ანუ ღრმა მოხუცი. განგების მიერ გამოყოფილ დროს ჩვენც რაღაცა წავამატეთ. ჩვენი ბრალი არ არის, რომ მისთვის დრო გასამმაგებული  სისწრაფით გარბოდა, არც ის რჩებოდა განზე, ჩვენთან შედარებით სამჯერ ჩქარა  ცხოვრობდა, სამჯერ მეტს მოძრაობდა სამჯერ მეტს გრძნობდა, უყვარდა, ზრუნავდა, უხაროდა, ბრაზობდა. 
მოასწრო, ერთი კარგი ცხოვრება მოასწრო.  შეიძლებოდა არ ყოფილიყო ასეთი იღბლიანი. მადლიერი წავიდა ამ ქვეყნიდან, თვალებში ეტყობოდა.
კარგი ადგილი შევარჩიეთ სასაფლაოსთვის, ძალიან ლამაზი.  ჩვენ შენ გვემახსოვრები რექს.

Thursday, April 14, 2011

პარალეური სიტყვები










momy დედიკო
dady მამიკო

wally ველი


as if
ეს რომ 


why
ვაი


Vano's
ვანო-სი



ouch
აუჩემი




შემოკლებები რუკაზე;
Mt. მოუნტინ 
მთ. მთა 

Monday, April 11, 2011

ტრანსფორმაცია


პროგრესი:

კარგი - ათი თავით უკეთესად:

ბლური გორილაზად


ცუდი - კარგად

გედის ბარტყი - გედად 
ახალგაზრდა ხრინწიანი რადიოჰედი - დღევანდელ რადიოჰედად
ჭუპრი - პეპელად
კვირტი - ყვავილად
ბიტლზი პირველი 3 წელი - ბიტლზად, რომელსაც ვიცნობთ
მიშა დეპუტატი - მიშა პრეზიდენტად



ტრანსფორმაცია

რეგრესი:


ძალიან კარგი ( ან კარგი) საშინელებად
ადრეული ქვინი - დისკო ქვინად
მონარქისტი თემურ ჟორჟოლიანი - იგორ გიორგაძის პარტიის ლიდერად
ნინო ბურჯანაძე - ნინო ბურჯანაძედ 
ზურაბ ნოღაიდელი - ზურაბ ნოღაიდელად


ტრანსფორმაცია ნო მეტერ შედეგით:

ინგა გროგოლია ჟურნალისტი - ინგა გრიგოლია პოლიტიკოსი
ასლან აბაშიძე მმართველი - ასლან აბაშიძე ლტოლვილი
სოსო ცისკარიშვილი პოლიტოლოგი- ექსპერტი სოსო ცისკარიშვილ პოლიტიკოსად.



ტრანსფორმააცია სტაბილური შრომისმოყვარეობის ხარჯზე:
მადონა - მადონად
რობი ვილიამსი - რობი ვილიამსად 

 

Saturday, April 9, 2011

პლაზმის ამოფრქვევა მზიდან




ახალი პოლიგრაფიული სერიალი




100 ადამიანი, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო

"50 წიგნს" ვყიდულობ, "მსოფლიო ბესტსელერებსაც" და "მსოფლიო ლიტერეტურის შედევრებსაც" ყველა ეს პოლიგრაფიული სერიალი პერიოდულ ჟურნალებს მოჰყვება, არადა ჟურნალებს არ ვკითხულობ, ნუ, მაქსიმუმ 30%-ს გადავხედავ ხოლმე. წიგნები კი კარგები გამოდის. ვყიდულობ და თქვენც გირჩევთ.
გუშინწინ ახალი სარიალი აღმოვაჩინე "100 ადამიანი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო" პირველი ტომი იყო მაჰათმა განდი
მეორე ფრანკო. ორივე ვიყიდე. ძაან მაგარი თანმიმდევრობაა. დიდი შანსი მაქვს, ასივე თუ წავიკითხე, ბრძენი გავხე. ოღონდ თუ, თუ წავიკითხე. ყიდვით კი იმედი მაქვს ვიყიდი, ისეთი ხალხით დაიწყო, მაგარი ხალხით გაგრძელდება. ეტყობა ვიღაც ჭკვიანის შედეგნილია 100-ეული.

Friday, April 8, 2011

რა ითქმება და რა იგულისხმება







-მე მინდა ქრისტიანული, მართლმადიდებლური საქართველო= 
მე მინდა ყველა სხვა რელიგიის წარმომადგენელი  გასუსული იყოს და თვითონვე აღიაროს, რომ მწვალებელია. 

-მე მინდა საქართველოს სათავეში ნამდვილი, 100%_ იანი  ქართველი კაცი იდგეს= მე მინდა საქართველოში ქართველები იყვნენ პირველხარისხოვანნი, შერეულგენებიანი ქართველები მეორეხარისხოვანნი, არაქართველები კი მესამეხარისხოვანნი

-არ მინდა ეს კონცერტები და შადრევნები,  ეგ ფული პენსიონერებს, ხალხს მოახმარონ=
ბიუჯეტის ფული მთლიანად სოციალურ საკითხებს რომ ხმარდებოდეს, მეც ხეირში ვიქნებოდი


-რა უბედურებაა ეს ხუთდღიანი ომი, 15 დღე მაინც გვეომა=
მე თანახმა ვარ ომი წაგებით დამთავრებულიყო, ოღონდ ჩემი ღირსება ნაკლებად შეილახებოდა თუ ის მეტხანს გასტანდა. იმდენად  მნიშვნელოვანია ჩემთვის იმ წაგებულის ღირსების უპირატესობა, რომ თანახმა ვარ ამისათვის კიდევ 1000 ქართველი მომკვდარიყო ( ოღონდ მე და ჩემიანი არა).

-ნაღდს, ქართულს, ტრადიციულს გვართმევენ,= საბჭოთა კავშირს გვართმევენ  


-ადამიანობას გვართმევენ= თავხედს რომ უნდა გაუვიდეს ამას გვართმევენ,
ზარმაცს რომ უნდა ეპატიოს, ამას გვართმევენ, უსწავლელს რომ უნდა შეეშალოს, ამის უlflებას გვართმევენ, დაჯღანვით, შეხვეწნით ან დაღრიალებით რომ უნდა გაგივიდეს, ამას გვართმევენ. 
მასამ რომ აუცილებლად უნდა დაამარცხოს უმცირესობა, ამას გვართმევენ. 

-ჯერ ზანგებმა და ჩინელებმა ხომ გადაგვიარეს, ახლა ეს ბურები მიითვისებენ ჩვენს მიწებს და ჩვeნს გლეხებს მოჯამაგირეებად დაიყენებენ. = კარგი ქართველი გლეხი, რომელიც ბურების ფერმაში იმუშავებს სათბურის სანიავებლებს დროზე არ არ  გახსნის, რათა ბურები არ გამდიდრდნენ და აქ ფესვი არ გაიდგან. -

Friday, April 1, 2011