Friday, October 28, 2011

თანაგრძნობა და ქართველი






თანაგრძნობა პირველ რიგში ავადმყოფს ჭირდება.

რამდენად გულწრფელნი ვართ თანაგრძნობაში ქართველები, თუკი ავადმყოფებს ასეთი ეპითეტებით ვამკობთ?
(დაუკვირდით მხოლიდ ჟღერადობას, დამცინავ ჟღერადობას)
შაკიკიანი, ტრიკიანი, ჩიყვიანი, დღენაკლი, სირსველიანი,კოჭლი, მელოტი*, ტრაწიანი, ტყირპიანი, ხეიბარი, ავადმყოფი (ავი).

ავადმყოფს თითქოს ის არ ყოფნიდეს, რომ დაავადებულია, დამატებით ისიც უნდა იტვირთოს, რომ ამ საშინელი დასაცინი სიტყვების ადრესატი გახდეს, იქნებ ამიტომაც ხდება ავი.

*პარდონ მელოტებთან, სამ ტაკოი, მელოტობა ავადმყოფობა არ არის, მამაკაცური ჰორმონის სიჭარბის შედეგია და ინტელექტის მეორედი ნიშანი.

Tuesday, October 25, 2011

ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო ეს ვიდეოები

აქ ვუყრით თავს თქვენი მონაწილეობა ესენციალურია და მისალმებული.

Monday, October 24, 2011

ავე აქუ!

ბუბა კიკაბიძეზე უკვე დავწერე. 
მომეწონა მისი ჩემთვის მოულოდნელი პრინციპულობა – არ ჩავიდეს რუსეთში საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო. 
ამ გადაწყვეტილებით ბუბამ ადვილი ფული დაკარგა, ბევრი ფული, მისთვის ბევრი ფული. 

დღეს მეორე სასიამოვნო გაოცების შესახებ ვწერ. გაოცებული კი იმით ვარ, რომ მოულოდნელი იყო იმ ადამიანისგან, რომელიც ცოტა ექსცენტრულ, მაგრამ მაინც კონიუნქტურაზე ორიენტირებულ ჟურნალისტად მიმაჩნდა, რომელიც თავის მიერ აღებულ საზოგადოებრივ როლს განუხრელად ასრულებს. 

ამ დღეებში საქართველოს აქამდე გულმოდგინედ გაყურსული ივანიშვილის კომენტარები დაგვეფრქვა თავზე. აღმოჩნდა, რომ ეს უჩინარი მეცენატი ვაკის პარკში შეკრებილი პენსიონერის გულმოდგინებით აკვირდება საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას და ყველა ფეისისათვის თავისი (ვაკის პარკელი პენსიონერის თანხვედრი) შეფასებები აქვს. 
მისთვის (და მათთვის) ყველა ცუდია, აბა ყველა ცუდი რომ არ იყოს ხომ ვიქნებიდით ბედნიერები, კუთვნილ ბედნიერებას ვეღარ ჩაგვიკეტევენ მთავრობის სეიფებში. 


ბიძინამ თითო ხელუკუღმა სილაქი უშურველად ჩამოურიგა მარჯვნივ და მაეცხნივ მის მოიმედე პოლიტ ფეისებს. 

ცალკე აღნიშვნის ღირსად ჩათვალა აქუ. 
აქუ, აქუბარდია, კავკასიის მფლობელი და ამაგდარი ჟურნალისტი. 


გუშინ აქუს კომენტარი გავრცელდა. 
აქუ ივანიშვილის სიტყვებს მისი  ღირსების შეურაცხყოფად თვლის და სინანულს გამოთქვამს, რომ მისდამი იმედის მიუხედავად ივანიშვილი პოლიტიკაში დესტრუქციული მუხტით მოვიდა. 
აი კაცი. 
ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე უთხრა, მე შენგან ღირსებაშელახული ვარ და სულაც არ ვაპირებ შენგან სარფიანი წინადადების მოლოდინში ხელების ფშვნეტას და ამ მოლოდინში შეურაცხყოფის გადაყლაპვასო.  
ეს მაშინ, როცა მასზე გაცილებით წონიანმა ლიდერებმა ალიყურ აწითლებულებმა მოახერხეს ივანიშვილთან მისაახლებელი პირი დაეტოვებინათ.


http://cartveli.blogspot.com/2008/02/blog-post_8954.html
ეს კი ივანიშვილის ერთადერთი ხსენება ჩემს ბლოგში, პატარკაციშვილის გასვენების დღეს მიხსენებია. იგივე აზრზე ვარ.
მოზომილი ფილანტროპია, კარგი მეურნე, ბაგაში იმდენი ჩაგვიყარა, რამდენიც საკმაოდ დაგვამწიფებს და გაგვასუქებს დანამდე (საარჩევნო ყუთამდე) მისასვლელად, როგორც ღორს.
ოდნავ მეტიც არა.

სამების აშენება 12 მილიონი დაჯდაო, იცით რამდენია 12 მილიონი 5 მილიარდთან?

აჰა, არ დავიზარე –416 სამების აშენება შეეძლო მაგ ფულით.


მას ფილანტროპიაზე თავისი შეასაძლებლობის არაუმეტეს 3% დაუხარჯავს.

ბრავო!

დორა მაარი კატასთან და სამება მისთვის თითქმის თანაბარი ხარჯი იყო
სამება 12 მილიონი,
დორა მაარი კატასთან 9,5 მილიონი. ჭორვილაში უკიდია, ან უდევს.

ავერსელი კურტანიძე ჯობია ფილანტროპობის ხარისხით.
მეც ვჯობივარ (პროცენტებით მეთქი) .
სამივეს ომანიძე გვჯობდა, უცხოეთში უშვებდა სტუდენტებს თავის ფულით 1993–94 წლებში.

ჩვენ ყველას კი უცხოეთში მომუშავე უსახელო ქართველები გვჯობიან, აქეთ რომ ინახავენ წლობით უნახავ ოჯახებს და ქმრის ნათესავებს.




პ.ს. პარდონ, ახლა დაიწერა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ამონაწერი და ოდენობები. აღმოჩნდა რომ თავისი ქონების არა ჩემს მიერ ნავარაუდევი 3, არამედ თითქმის 20 % დაუხარჯავს ქველმოქმედებაში.
საერთო ოდენობით თითქმის მილიარდ ნახევარი.
ღმერთმა გაუმარჯოს, ნეტა მე რამდენს დავხარჯავდი მის ადგილზე, ან შენ?

Thursday, October 20, 2011

მილდაუ


ამას ფორუმზე არ დავწერ, ორი მოტვი მაქვს ბლოგზე დასაწერად
1. ძალიან მიხარია, რომ საქართველო ის ქვეყანა გახდება, სადაც ბრად მილდაუ დაუკრავს და მეც იქნებ მოვახერხო დასწრება.
2. ბლოგის მკითხველებს დიდ ნაკოლს ვაძლევ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.

თან ვრისკავ, რომ შეიძელბა ჩემი ადგილი დაიკავოთ, მაგრამ მაინც გთავაზობთ.

ფორუმელები იმდანად არ მიყვარს, რომ ასეთ თავგანწირვაზე წავიდე.

მაშ ასე ბრად (ბრედ) მილდაუ თბილისში იქნება და დაუკრავს, კონცერტი პატარა დარბაზში ტარდება დეკემბერში. დეტალები თქვენ გაარკვიეთ.


პ.ს. ჯაზის არც მცოდნე ვარ და არც განსაკუთრებული მოყვარული, ვუსმენ კია, იშვიათად.
მილდაუ კი ჯაზი არ არის, ის თავად მისი უდიდებულესობა მუსიკაა.

პ.პ.ს.
მეგონა რომ ვერასდროს მოვესწრებოდი საქართველოში მილდაუს და ავიშაი კოენს. 50%–ით შევცდი,
საქართველოს სასარგებლოდ.
ავიშაი კოენსაც თუ ვნახავ აქ, ბეჭებზე გავერთხმები, (ანუ, წავაგებ საქართველოსთან).

Saturday, October 8, 2011

შარშანწინ, 2110–ში, დედამიწას შეეჯახა მეტეორი




შეჯახდბა იყო საშინელი და მილიონები დაიღუპა..
შეჯახება იყო ისეთი  კუთხით და ძალით, რომ დედამიწის კანონზომიერი ბრუნვა მუდმივი პოლუსებით, შეიცვალა დამატებით ვერტიკალური ბრუნვით
მართალია უმნიშვნელოდ, შეუმჩნევლად, მაგრამ მუდმივი სიჩქარით დედამიწის ტრადიციული აფრიკული ეკვატორი (ანუ ის ადგილი, რომელიც დღეს ეკვატორია აფრიკაში) გადაადგილდება 10 კმ/ წელიწადში სამხრეთით.  ამ მოვლენის შედეგად დედამიწის მაგნიტური ველი, რომელიც იფარავდა დედამიწის ფლორასა და განსაკუთრებით ფაუნას მზის რადიაციისაგან, მოიშალა. ფაქტიური ეკვატორი   სასიკვდილო გახდა ცხოველთა უმეტესობისათვის, ადამიანისათვის.
ტროპიკული ზოლის ქვეყნების მოსახლეობის 2/3 დაიღუპა, დანარჩენი ლტოლვილად იქცს. მიაწყდა ჩრდილოეთსა და სამხრეთს.
აფრიკელები ჩრდილოეთ აფრიკას მიაწყდა, ამერიკელები აშშს, აშშ კანადას. ერთი დიდი ტალღის შემდეგ ყველა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები, ლტოლვილი ქვეყნები მოადგნენ ჩრდილოეთ ქვეყნებს თავისი ოფიციალური არმიებით, ისინი შესვლას ითხოვენ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მაგრამ უშედეგოდ.   
ალაგ ალაგ ადგილი აქვს სისხლიან შეტაკებებს, მომხვდურები სასტიკად მარცხდებიან.
მხოლოდ ჩინელებმა მოახერხეს დიდი მსხვერპლის ფასად რუსეთის ციმბირში დიდ ნაკადად შეჭრა, რუსეთმა ჩინელების წინააღმდეგ ატომური ბომბი არ გამოიყენა და მის პრეზიდენტს ნობელის პრიზი მისცეს მშვიდობის დარგში. ჩინელები დათანხმდნენ რუსული უმცირესობის ადმინისტრირების ქვეშ ცხოვრებას, რითაც ახალ მიწაზე მშვიდობა მოიპოვეს.
ყველა ჩინელი, რომელიც გადააბიჯებს ურალს დასავლეთისკენ მოკლული იქნება, ჩინელები თანახმა არიან.    


გაერო წვრილი მაგრამ ბევრი ქვეყნის ინტერესების დამცველი ხდება. 
დიდ ქვეყნებში  (აშშ რუსეთი, კანადა, ევროპა) მძლავრობს იზოლაციონიზმი, ყველა ქვეყანა კეტავს საზღვარს, გაერო კი ცდილობს დედამიწის მთელი მოსახლეობის, კაცობრიობის ეროვნული სიჭრელის, დემოკრატიის პრინციპების გადარჩენას. 
დიდი ქვეყნები გაეროს დიპლომატიურად იგნორირებენ.


გაერო ცდილობს დადოს თეორია, ფორმულა, რომლითაც განსაზღვრავს თუ რამდენი ადამიანის გამოკვება შეუძლია ჩრდილოეთის მიწებს ოპტიმალური კომუნა- სახელმწიფოს პრინციპების დანერგვით, გაერო ადგენს რომ ვთქვათ ბრიტანეთს შეუძლია მიიღოს 100 მილიონი, ევროპას 500 მილიონი, რუსეთს ერთი მილიარდი. 
დიდი ქვეყნები "ახალი კომუნის წესების" მიღებას ეთანხმებიან მაგრამ ლტოლვილთა მიღებაზე უარს ამბობენ.   
მათი არგუმენტებია: ლტოლვილთა დიდი ნაკადის მიღება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ლტოლვილები სხვა კულტურის, რელიგიის და რაც მთავარი პრობლემაა დაბალი სოციალიზაციის ადამიანები არიან, მათ სამოთხესავით წარსულში ვერ შეძლეს აეშენებინათ მაღალი პასუხისმგებლობის საზოგადოება და ახლა, ტოტალური გაჭირვების და დეფიციტის ჟამს ხომ საერთოდ მტაცებლებს დაემსგავსნენ.

ამერიკან სახმელეთო საზღვარი  შეუვალი გახადა, მაგრამ ორივე ოკეანიდან მას ყოველდღიურად უამრავი უიარაღო ან შეიარეღებული ლტოლვილის მიღება უწევს. 
ლტოლვილებს საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებენ, რომლებიც მთელი სანაპიროს გასწვრივაა ჩამწკრივებული. 
მთავრობა დათანხმდა მიიღოს 250 მილიონი, ანუ ერთ ამერიკელზე ერთი ლტოლვილი, მაგრამ საკონცენტრაციო ბანაკებში უკვე 350 მილიონი ადამიანია. 100 მილიონი დარჩება საკონცენტრაციო ბანაკში და  ტყვის-მონის უფლებებით იმუშავებს ქიმიურ ქარხნებში. 



ევროპელმა ჰუმანისტებმა დადეს ახალი ტრაქტატი, რომლის მიხედვით კაცობრიობა 
თავისი 9 მილიარდი ადამიანით შეიძლება ფეხზე მდგომი დაეტიოს უელსში, დაწოლილი დაეტიოს ინგლისში და მატარებლის კუპის სიფართის სივრცე იქონიოს დიდ ბრიტანეთში. 
ამ გათვლებმა გაეროს ახალი არგუმენტი მისცა რათა მთელი კაცობრიობის, ეთნომრავალფეროვნების გადარჩენისთვის იბრძოლოს. 
გაეროს ლოზუნგია - ადგილი საკმარისია, ინფრასტრუქტურა აშენებადია, სიცოცხლე ყველას.
ამ ლოზუნგის ბოლო ფრაზა "სიცოცხლე ყველას" გულისხმობს, რომ არავინ უნდა დარჩეს სიკვდილის ზონაში.მაგრამ გაეროს დირექტივებს არ აქვთ კანონის ძალა გადარჩენილ ქვეყნებში. 
გაეროს მეცნიერები უამრავ ფუტურისტულ პროექტს ქმნიან, რათა ახალი სოციალიზაციის შესაძლებლობების გათვალისწინებით ახალი საცხოვრებელი სახლები, ქალაქები, აგრო ფერმები, პლანტაციები მოეწყოს. აქ არის ვიწრო ხეობების გადახურვის პროექტები, ქუჩების გადახურვა სახლების ბოძებად გამოყენებით, შუშის ნახევარბურთის - გუმბათის მქონე ქალაქების პროექტები, ვერტიკალური ბაღები და პლანტაციები, ოკეანის წყლის გამამტკნარებელი სოლარიუმები, კოლექტორი გზები ხის ფესვების განშტოებების ანალოგიით, ჰიდროელექტროსადგურების, მელიორაციული არხების პროექტები, ერთ–ერთი პროექტის ლოზუნგია - არცერთი წვეთი მტკნარი წყალი ზღვაში.
იგულისხმება რომ ოკეანე ისაზრდოებს დაუსახლებელი მიწებიდან ჩამოდინებული მდინარეებით, კაცობრიობის ახალი საცხოვრისიდან კი მტკნარი წყალი მთლიანად უნდა დაიხარჯოს ადამიანების საჭიროებებზე. 
რამოდენიმე პროექტი კიდობანს ქმნის, მცურავ ქალაქს, რომელსაც საკვებით ავტონომიური უზრუნველყოფა ექნება. მაგრამ ევროპას ჯერ კიდევ 100 წელი აქვს, ვიდრე კიდობანებზე ამხედრება და დღევანდელ ჩრდილოეთ ყინულოვან, მომავალ ევროპის ოკეანეში გადასახლება მოუწევთ. ტკბილი 100 წელი მოდრეიფე უსასრულობის წინ. თუმცა ეს ასი წელი დაიხარჯება დამანგრეველი მეტეორის კონტრაშოკის აშენებაზეც, კაცობრიობის მთელი არსენალი შეჯახების მოპირდაპირე მხარეს უზარმაზარი მუხტის გასროლას აპირებს, რომელმაც შესაძლოა დედამიწის ვერტიკალური ბრუნვა შეაჩეროს, შეანელოს მაინც. მაგრამ ეს პროექტი არასანდო ეფექტისა და ძნელად განხორციელებადობის და შორეული პერსპექტივის გათვალისწინებით მოსახლეობაში ოპტიმიზმს ვერ ბადებს.


გაერო და დიდი ქვეყნები ერთ საკითხში თანხმდებიან, ადამიანთა გაერთიანებებმა, დასახლებებმა, ქვეყნებმა უნდა იარსებონ ე. წ. "ახალი კომუნის" პრინციპებით - ახალ კომუნაში სასარგებლო უჯრედის ფუნქციის შესრულება მხოლოდ მაღალი სოციალიზაციის, წესიერ ადამიანებს შეეძლებათ, რომ დაბალი სოციალიზაციის და განათლების ადამიანები დესტაბილიზაციის დიდ რისკს შეიცავენ კომუნის ნატიფი ინფრასტრუქტურის, იერარქიის. 
დემოკრატია არ იზღუდება. ძალაში რჩება თანასწორუფლებიანობა ყველა უმცირესობისა, ხელოვნება არ იზღუდება. პროპაგანდა გადადის გაეროს ძალიან ძლიერი ფსიქოლოგების ხელში, რომელთა გეზია პროპაგანდა "სოფტ პაუერ"ით. ასოციალური პირები ზედმეტი ფუფუნება ხდება მსოფლიო ახალი წესრიგისთვის, ისინი ბორტს გაღმა დარჩებიან, მაგრამ, ვინ არის ასოციალური პირი?
გაერო აყალიბებს გადასასახლებელი (გადასარჩენი) მოქალაქეების სელექციისა და ქვეყნების ქვოტების მინიჭების პრინციპებს.

ჩრდილოეთი ეთანხმება ქვოტების შესაბამისად ლტოლვილთა მიღებას, ოღონდ გაეროს ქვოტების დათვლის კრიტერიუმებს ამატებს თავის (ევროპელ ინტელექტუალთა) მიერ დამატებულ კრიტერიუმებს, რომელთაც მტკიცე საიდუმლოდ ინახავს.

   
მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ 100 წელიწადში ევროპა იქნება ექვატორის განედზე?? დღევანდელი ჩრდილოეთი პოლუსი თბილ ოკეანეში ილივლივებს.  ევროპა ამ პერიოდში მოახერხებს მცურავი ალტერ ქვეყნების აშენებას და ძირითადი პოპულაციის სიცოცხლეთა გადარჩენას.


სამხრეთის ბედი კი გარქკეულია და ძალიან მარტივია – სამხრეთის ქვეყნები უსიცოცხლო ზონა რჩება. რადიაციის პირობებში იქ მხოლოდ კაკტუსები და ტარაკნები იცხოვრებენ.
მოკლედ, 9 მილიარდი დან 7–ს მოუწევს ბრძოლა ახალი მიწის დასაკავებლად, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება შეიარაღებული და სისხლიანი. სისხლიანი ომის წამომწყები აპრიორ წაგებულია განვითარებულ ჩრდილოეთთან.

ამიტომ სამხრეთს რჩება მხოლოდ ერთი გზა, დაიმსახუროს ჩრდილოეთის კეთილგანწყობა და მიიღოს საკმარისი კვოტა ჩრდილოეთის ქვეყნებში გადასასახლებლად.


დრო ძალიან ცოტაა, დიდი ასახლება 3 წელიწადში დაიწყება და 7 წლის შემდეგ დამთავრდება, ვინაიდან 7 წლის შემდეგ სამხრეთი გამოუსადეგარი ხდება ადამიანის საცხოვრებლად.

ჩრდილოეთს არ შეუძლია მიიღოს 7 მილიარდი ლტოლვილი. ჩრდილოეთი მზადაა მიიღოს 3 მილიარდი, ეს ფანტასტიკური დაათმობაა ჩრდილოელებისგან ვინაიდან გადასახლების ბოლოს 2 მილიარდ ჩრდილოელს 3 მილიარდ ლტოლვილთან მოუწევს თანაცხოვრება.


30 წლის შემდეგ მზის რადიაციისგან 4 მილიარდი დაიხოცება. შობადობის კონტროლით მიიღწევა ის, რომ გადარჩენილ ზონაში სიკვდილიანობა 4ჯერ გადააჭარბებს შობადობას. შედეგად 30 წლის შემდეგ დედამიწის მოსახლეობა შემცირდება 9 დან 5 მილიონამდე.


და... არსადაა ხსნა. ეს მოხდება.




დღეს კი, 2113 წელს, სამხრეთი გადარჩენისთვის იბრძვის.


ის ებრძვის თავის თანამემამულეებს, რათა უსწრაფესად შექმნას განვითარებულ ადამიანთა საზოგადოება. უწესო მისი მტერია, რეტროგრადი მისი მტერია, არატოლერანტი მისი მოსისხლეა. ჩრდილოეთი დიდი მიკროსკოპით უყურებს მის ქვეყანას და უშურველად იქნევს ყვითელ ბარათებს, ოღონდ იმ ბარათებს დასასჯელებს არ აჩვენებს,ჩრდილოელებს უნდათ განვითარებული ხალხი მიიღონ და არა გაწვრთნილები.ამიტომ ფოლები (იგივე ფიშტები, იგივე ჯარიმები) მხოლოდ შესაბამის ფოლდერში შეაქვს. დასასჯელებს მზე დასჯის ახლო მომავალში.


ჩრდილოეთის შეფასებების კრიტერიუმები ორ პლასტიანია, პირველი პლასტი საჯაროა და გაეროს მიერაა გავრცელებული, მეორე პლასტი საიდუმლოა, ის ჩრდილოეთმა გემზე შეიმუშავა ჯერ კიდევ 2111 წელს სპეციალურ სამიტზე.

მეორე პლასტი კვოტის კრიტერიუმებისა, მუდმივი კამათის საგანია სამხრეთში.

სამხრეთელი პოლიტიკური პარტიები საიდუმლო კრიტერიუმების თავის ნავარაუდებ ვარიანტებს დებენ საარჩევნო პროგრამებში,
საზოგადო მოღვაწეები ჩხუბობენ თოქ შოუებსა და მიტინგებზე, იცავენ თავის პოზიციას.

–ქვოტას მივიღებთ, თუ სამხედრო სიზუსტის წესრიგს დავამყარებთ ჩვენს გზაჯვარედინებზე ყვირიან ერთნი,
–ქვოთას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიმსახურებთ, თუკი უმცირესობებს დემონსტრაციულად მოვეფერებით ყვირიან მეორენი,
–ქვოტას მოგვცემენ ევროპასთან ისტორიული თანამებრძოლობის მნიშვნელობის დემონსტრირებით სჯერა მესამეთ,
–საერთო რწმენა ჩვენი ხსნაა, ახლავე უნდა გავხდეთ პაპის და კათალიკოსის სამწყსო ქადაგებს მეოთხე,
– ჩვენ უნდა ვიყიდოთ ჩრდილოეთის კეთილგანწყობა იმით, რაც მათ ყველაზე მეტად დასჭირდებათ – ნიადაგით. 2 წლიანი სახელმწიფო პროგრამა საკმარისია, რათა კენიის პრერიებზე აღარ დარჩეს მდიდარი ჰუმუსი. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავი ჩვენი ნიადაგით პოლუსზეც გამოვკვებოთ.
– ჩენი დიუნების გარეშე მათ გაუჭირდებათ მაღალი ხარისხის შუშის წარმოება, დამცავი გუმბათების გარეშე კი, მათი ქალაქები ონკოცენტრებს დაემსგავსება, ვიყიდოთ ჩრდილოეთი ჩვენი დიუნებით.



მოკლედ, სამხრეთი დუღს, 7 საათზე იღვიძებს და 24 ზე იძინებს, ტვ თოქშოუები ერთმანეთს ენაცვლება და ზედ ედება ..


ვუშველოთ სამხრეთელებს მიიღონ საკმარისი ქვოტა საკუთარი ქვეყნისთვის, ანუ მიიღონ სიცოცხლის უფლება საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის.
ჩვენც ხომ სამხრეთელები ვართ.



Thursday, October 6, 2011

ჩინეთის საბჭოთა რესპუბლიკა 80

1931 წელს, 80 წლის წინ ჩინეთის ერთერთ ამბოხებულ პროვინციას რომელსაც სათავეში მაო ძედუნი ედგა ახალი სახელი დაერქვა – ჩინეთის საბჭოთა რესპუბლიკა.

მათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა რუსულ "დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის" წლისთავს 7 ნოემბერს დაამთხვიეს და გეგმაში ალბათ სსრკსათვის შემოერთება ჰქონდათ.


აი მათი ფული ლენინით




ჩინეთის საბჭოთა რესპუბლიკამ 1934 წლამდე იარსება. იმ დრომდე, ვიდრე ჩინეთის ნაციონალისტურმა ხელისუფლებამ განდგომილები არ გადევნა და არ აიძულა მაო ძედუნი და მისი ხალხი (დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი), ეგრეთ წოდებული დიდი მარშით ოტებულიყვნენ და გაქცეოდნენ ხელისუფლებას.

მაო ძედუნი ხელისუფლებას ტრიუმფით დაუბრუნდა 1949 წელს, როდესაც სრულიად ჩინეთს ჩაუდგა სათავეში.

როგორც ჭორად მაქვს მოსმენილი მას მაშინაც უნდოდა ჩინეთის სსრკ–სთვის მიერთება, მაგრამ ეს გეგმა სტალინმა დაბლოკა.

როგორი იქნებოდა მსოფლიო დღეს 2011 წელს მაოს ეს გეგმა რომ ასრულებულიყო?

დიდი ფანტაზია ჭირდება პასუხს. ერთი სიტყვით, სრულიად განსხვავებული დღევანდელისგან.


და, ვიცით კი, რომ მაოს ის გლობალური გეგმა იმპროვიზავიებით მაინც არ ხორციელდება?
იქნებ ხორციელდება.