Saturday, December 31, 2011

კომპ თამაში



გილოცავთ ახალ 2012 წელს!
გისურვებთ ბევრი თამაშის მოგებას, ნათამაშევთა ერთი მესამედის მაინც. და ბედნიერბას პირად ცხოვრებაში.






კომპ თამაში


 ცურვა

პერსონაჟი  მიცურავს მარჯვნივ
- ნმ ხელებია, ზხ ფეხები


პერსონაჟი მიცურავს მარცხნივ
- ზხ ხელებია ნმ ფეხები

ორივე შემთხვევაში ჩასინთქვა სპეისია


ჰინტი:
ფეხები რაც შეიძლება სწრაფად
ხელები რაც შეიძლება სწრაფად, ოღონდ სუნთქვა არ უნდა გამოგრჩეს, თორემ დაიხრჩობა და ტრაკით ზემოთ იტივტივებს
ჰინტი
 ხელები თანდათანობითი აჩქარებით
ანუ თუ დროზე ადრე აჭერ მეორე ხელს, ოროვე ხელი მაღლა ან ორივე ხელი დაბლა მიდის ერთდროულად

ჰინტი
რაც უფრო სწრაფად მიდიხარ ( ანუ აქამდე სწორად იცურე) უფრო ნაკლები დრო უნდა ხელის ბრუნს ( ანუ მოსმას) შესაბამისად დეძლევა საშუალება კიდევ უფრო სწრაფად აწკაპო და სწრაფად იცურო.


პირველი ათი ლეველი მხოლოდ მარჯვნივ მიდიხარ
ამას რომ დაამხეცებ შემდეგი ხუთი ლეველი მარცხნივ

შემდეგ ერთ გაცურვაში მიმართულებას იცვლი, ზვიგენები მოგდევენ



თამაში
სელაპი ხარ, მოგდევს ზვიგენი ან კასატკა

პირველი ამოცანა, უნდა დაიმალო, საშიში დისტანციიდან გაიქცე
მაგრამ თუ საშიშ დისტანციაზე ხარ და მხეცი შენს შესაჭმელად გამოექანა, უნდა აიძულო უშედეგოდ ამოხტეს წყლიდან.
თუ ეს მოახერხე შეძლებ გაქცევას

ისრებით დაგყავს სპეისით ხტები წყლიდან


იგივე პირობა ოღონდ ადამიანი ხარ
ვერ დაემალე, ვერ გაექეცი, შენსკენ მოდის
ერთადერთი შანსი გაქვს მოუბრუნდა და ცხვირში დაარტყა. ოღონდ ზუსტად.
ისრებით დადიხარ, სპეისით ურტყამ წიხლს
ან სპეისით მის ცხვირს განზე წევ ხელით



პითეკანტროპი ხარ, მიდიხარ გაშლილ ველზე მოგდევს ხმალკბილა ვეფხვი
გიგანტური დათვი
მგელი

გადარჩენა ცეცხლშია

როცა საფრთხეს დაინახავ კი არ უნდა გაიქცე, ( როცა გარბიხარ აუცილებლად გეწევიან და გჭამენ) არამედ უნდა მოიხსნა ზურგჩანთა საიდანაც გადმოგაქვს გაღუებული ნაკვერჩხალი და ანთებ ცეცხლს. თუ მოასწარი მხეცი გარბის, თუ ვერა, შეგჭამს. მიზანია გადაიარო გაშლილი ველი და შეძვრე უღრან ტყეში, სადაც ეგ მხეცი ვერ შემოეტევა.



ხარ პრემაიმუნი, ცხოვრობ დინოზავრების გარემოცვაში შენი სამყარო 3 დ განვლადია: თანაბარი სიჩქარით მოძრაობ მიწაზეც და ტყის სისქეშიც ტოტებზე. დინოზავრი მოგსდევს და წვრილ ტოტებს ლეწავს. ეჯახება და ვერ აქცევს დიდ ხეებს. შენი მიზანია დინოზავრს დაურთულო მარშრუტი, გაზარდო დისტანცია, დაღალო და აიძულო შეგეშვას



პითეკანტროპი ხარ, შენზე დიდი და ღონიერი სინანტროპი დაგიჭერს და შეგჭამს თუ ჭკუით არ აჯობე
სიტუაციური ამოცანები
შენ იგონებ კვერთხს, ცეცხლს, ქამანდს
მაგრდები გამოქვაბულში და იქიდან იგერიებ  ქვებით.




ქვის ხანის ადამიანი ხარ, უღრან ტყეში მიდიხარ
ზურგზე ტყავის კენგურუში ბავშვი გყავს აკრული
 გარშემო დასუნსულებენ მგლები
თუ წამოგეპარნენ შეგჭამენ
შენ სწრაფი ნაბიჟით მიდიხარ და არ გარბიხარ
შენ გყავს დამცველი ერთი ძაღლი,  რომელიც ზუსტად მგელისავითაა, ოდნავ განსხვავებული ფერით ( მუქი)
ძაღლი გიცავს ზურგიდან, მაგრამ საბოლოოდ მგლები სხვადასხვა კუთხიდან გიტევენ და გჭამენ
სტრატეგია უნდა შეიმუშავო ასეთი
თუ მოასწარი მგლისთვის საჭმლის ( ხორცის ნაჭრის) გადაგდება, ის შეჭამს და ხდება ძაღლი, ახლა ორიძაღლი გყავს და უფრო დაცული ხარ, მატულობს მგლები და საფრთხე, შენ რაც შეიძლება
მეტი მგელი უნდა აქციო ძაღლად და გადარჩე

როცა ხორცი გაგითავდება უნდა მოასწრო გამოქანებულ მგელს მუხლზე დაჩოქილი  დახვდე და ჩაიხუტო, მოეფერო, ესეც ჭრის - ძაღლად იქცევა.

მგლები ძაღლებს ჩხუბში გიკლავენ

გახმოვანება მგლის და ძაღლის განსხვავებული
მოგებაა ტყიდან ველზე გასვლა სადაც შორს სოფელი ჩანს და მგლები დაგეხსნებიან.



გარბიხარ 100 მეტრიან დისტანციაზე, გასწრებენ ინვალიდები, ლოკოკინები , კუები ...

შენ შენი ფაფხურის შედეგს ფაქტიურად ვერ ხედავ


ვერასდროს მიოგებ, შენი საუკეთესო სედეგი იქნება თუკი ლოკოკინას გაუსწრებ





 

Friday, December 23, 2011

რაც ჩანს თუ რაც არის?

ფერად მხატვრულ ფილმ "ქალის სურნელში" რომელიც სულაც არ არის ქალის სურნელზე და რომელშიც ბრმა ალ პაჩინო frank slade მაგარ, სამუდამოდ დასამახსოვრებელ სიტყვებს ამბობს, ერთი უცნაურობა აღმოვაჩინე.

როცა კოლეჯის საერთო შეკრებაზე დირექტორი ჩარლისგან დაჟინებით ითხოვს თანაკოლეჯელი ბიჭების ჩაშვებას, ჩარლი საშინელ უხერხულ სიტუაციაში ვარდება.
სცენა სადღაც 3-5 წუთი გრძელდება. ამ დროს ჩარლი ერთდროულად უსუსურიცაა, დაბნეულიც და სასაცილოც.
ეს ლიდერთა კოლეჯის აღსაზრდელი ლიდერობის მოსურნე ჩაქოლილი მარიტას ტალახში ჩაჩოქილი სესილია ბებოსავით
უაზროს და უღონოდ ასავსავებხ ხელებს და აცეცებს თვალებს, ლამის იტიროს.
მისი ექსტერიერი უსუსურობის და უთავმოყვარეობის ხატია.
ისევე როგორც ebvard Munchßის ყვირილი შიშის.

Edvard Munch’s The Scream
მიჩმორებულ ჩარლის დირექტორი კოლეჯიდან გარიცხვას პირდება, თამაში ცალ კარში მიდის.

აქ ჩარლის მშობლების მეგობრის სტატუსით საქმეში ერთვება ბრმა ვეტერანი პოლკოვნიკი - ალ პაჩინო და ყველაფერს აყირავებს, მისი სიტყვა კოლეჯის მანკიერი სულის მხილებაა, ჩაშვებით დასმენით სტუდენტები კოლეჯურ კარიერას იმტკიცებენ და ამით კაცურ სულს ჰყიდიან, ალ პაჩინო აქებს ჩარლის და ამბობს, რომ მას ჩარლიში მოსწონა ის ვაჟკაცობა, რომელიც აძლევს მას ძალას წინ აღუდგეს დადგენილ წესს, იერარქიულ ზეწოლას, მუქარას და შიშს. პოლკოვნიკი ამბობს, ჩარლიმ გმირობა ჩაიდინაო. კოლეჯის უმაღლესი ჟიური ჩარლის ამართლებს.
ენდი ჰეფია.

ამაზე არაა,
ჩარლი გმირობის ჩადენის მომენტში უსუსური, უმწეო, მშიშარა და მერყევი რომ ჩანდა ეგაა ჩემი ყურადღების საგანი ამ პოსტში.
ჩვენ ისევ კ/ფ "გიორგი სააკაძის" გავლენით გვგონია, რომ გმირობა ომახიანი ღრიალ–შეძახილების გარეშე შეუძლებელია.




ნახეთ, არ დაიზაროთ.

+, გენიალური მსახიობები, ყველა.

ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი


ვერკვევით მასშტაბებში?
შეკითხვა

ინტერნეტის ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელის საშუალებით  შენ სახლში ღებულობ იმ ინფორმაციას, რომელიც ინახება ელექტრონულ მეგა ბიბლიოთეკაში (კინოთეკაში, ფონოთეკაში, არქივში, ტელევიზიაში, რადიოში..) რომელსაც ჰქვია სერვერი. 

სად მიდის გეოგრაფიულად ჩემი გაშვებული მოთხოვნა? 
სად მდებარეობს სერვერი?
სად მიანათებს ჩემი ანთებული ფოტონი?  
თუ მე ქართულ საიტზე ვარ მაშინ საიდან ვიღებ ინფორმაციას? 
გლობალური საიტების (გუგლი, იუთუბი, ფეისბუკი) სერვერები სად არის? 
თუ მე საქართველოდან ყველაზე დაშორებული კუნძულის საიტს ვნახულობ (ვთქვათ ჩილეს  ან აღდგომის კუნძულების) რა მანძილს გადის ჩემი სხივი იქეთ აქეთ. 
რა ხდება შუალედურ სადგურებზე (სერვერებზე)? 

აი ჩრდილოეთის ციალი, ერთი ღრუბლის ზომაა, მაგრამ დედამიწაზე 50 ჯერ დიდი მაგნიტური ბურთის ყუნწს წარმოადგენს.


  




ვერკვევით მასშტაბებში?
მე ვერა.

ყვითელი მარშრუტკები





მართალია საზოგადოების მიერ აქტიურად  გაპროტესტებული იქნა თბილისის ხელისუფლების მიერ თბილისში მარშრუტკების ავტოპარკის ახალი კომფორტული მანქანებით შეცვლის გეგმა, დაიდო ყურადსაღები არგუმენტებიც ( მძღოლების უმუშევრად დარჩენა, ცენტრალიზაცია- მონოპოლიზაცია, ბიზნესის დაკრიშვა- კორუფცია ეტკ.), მაგრამ ამ გეგმას მე მაინც სასიკეთო მოვლენად ვთვლიდი - მუნიციპალური მასშტაბის რეფორმად, რომლის შედეგად ძუნძგლიანი სუნიანი მარშრუტკები, რომელშიც წინა სავარძელზე მუხლებმიბჯენილს და შდდეგად მუხლებდალურჯებულს უნდა გემგზავრა, შეიცვლებოდა ნორმატივების შესაბამისი მანქანებით, სადაც ჩაჯდომისას არ იფიქრებდი, რომ უბედური ხარ და შენი ადგილი სწორედ ამ საღორეშია. 

ამ გეგმის გაცხადებიდან თითქმის ერთი წელია გასული. 
წესით რეფორმის შედეგები უნდა შეგვეფასებინა, მაგრამ  ნურას უკაცრავად - რეფორმა პილოტაჟური კვლევის ეტაპზეა გახიდული და სასაცილოდ გაჩაჩხული. 
2012 წელს ასეთი სტატუსით ვხვდებით
:

თბილისში მარშრუტკით მგზავრობა 80 თეთრი ღირს 50-ის ნაცვლად. 

მარშრუტკათა 90% ისევ ის ძუნძგლიანი ჩაჭუჭყნულსკამებიანი მანქანებია.

ახალი მანქანების წილის ზრდა აღარ შეიმჩნევა.

დიღომში  4 მწკრივად  უქმად დგას გასაყიდი ყვითელი ახალი მარშრუტკები, მყიდველი კი არ ჩანს.



როგორ მივიდა ამ სტატუსამდე მარშრუტკების თითქოსდა დაგეგმილი, ანონსირებული და რაც მნიშვნელოვანია - ხელისუფლებისგან პროტეჟირებული პროექტი? 


მხოლოდ რამდენიმე ფაქტორს ჩამოვთვლი, რომელსაც მე როგორც მგზავრი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ვხედავ, ყოველგვარი კულუარული გარჩევების შესახებ ცოდნის გარეშე. 

აიწონა დაიწონას იგავარაკული ისტორიაა: 

ახალი მანქანებით მგზავრობა 80 თეთრი გახდა, ძველებს 50 დარჩათ.

ხალხი მოერიდა 80 თეთრიან ტრანსპორტს და გადაჯდა 50 თეთრიანზე

ახალ მარშრუტკებს ცოტა ადგილი აქვთ (რიგებს შორის ფართე ინტერვალების გამო) კონკურენციის შედეგად კიდევ უფრო ცოტა მგზავრი დარჩათ და წამგებიანები აღმოჩნდნენ. 


არათანაბარი პირობების აღმოსაფხვრელად და ახალი მარშრუტკების გადასარჩენად გადაწყდა ყველა მარშრუტკას ერთნაირი - 80 თეთრი ფასი დაედოს. ასეც გაკეთდა. 

მგზავრი დაუბრუნდა ახალ მარშრუტკებს

ძველი მარშრუტკები ისევ მუშაობენ და რეფორმამდელზე 50% - ით მეტ მოგებას ნახულობენ ახალი ფასისგან

ახალ მარშრუტკებს ადგილების შეზღუდულობის, გათბობა- კონდიცირება- სისუფთავის ვალდებულების, მანქანის ექსპლუატაციისა მაღალი თვითღირებულების შედეგად მოგება გაცილებით ცოტა აქვთ ძველებთან შედარებით. 

შედეგად დიღომში გამწკრივებულ ყვითელ მარშრუტკებს მყიდველი აღარ ჰყავს. 

როგორ უნდა დასრულდეს ეს პროექტი ჩვენთვის სასიკეთოდ? 
იდეები გაქვთ?

უგულავას ხომ არ ვურჩიოთ ოქრუაშვილის მეთოდი გამოიყენოს?  
        

Tuesday, December 20, 2011

შეზღუდული განვითარება

ხოშიანი ჯგუფი 90-ინებიდან.
ინტელექტუალური ზანგური ტექსტები ჯგუფისგან "დებილობა"Arrested Development.




დილით მოსასმენი სახლიდან გასვლამდე.




God I miss the 90s. Where did all the intelligent black people in music go?




Sunday, December 11, 2011

ხელთქმნილი თუ ხელთუქმნელი

რომელი ჯობია?

ეს ხელთუქმნელი სილამაზე ბისმუტის კრისტალია. მისი ავტორი უსიცოცხლო ფიზიკაა.
 

დაუმსახურებელი საჩუქარი ფიზიკისა და ბიოლოგიისაგან



ყველა მათგანი შემოქმედებითი წვის, ნიჭისა და აპლოდისმენტების გარეშე შეიქმნა.

ადამიანს მათ შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია
ჩვენ ამ სილამაზეების მხოლოდ შემფასებლები და მომხმარებლები ვართ და არა შემქმნელები. 

 



 
ადამიანს არ  შეუქმნია, ბუნებამ შექმნა. 
ბუნება კი იყოფა უსაზღვრო მკვდარ კოსმოსად, ფიზიკად და მხოლოდ დედამიწის ქერქზე მოგდებულ  სიცოცხლედ.    



რომელმა შექმნა უფრო კარგი შედევრი, ფიზიკამ თუ სიცოცხლემ? 
სიცოცხლემ თუ ადამიანის შემოქმედებითმა ტალანტმა?

რომლებია მათ შედევრებს შორის საუკეთესო?  








მაშ შევეჯიბროთ ცოცხლები უკიდეგანო ფიზიკას




ფიფქი ჯობია თუ ყვავილი
წვეთი ჯობია თუ სპირალური ხვიარა
კრისტალი ჯობია თუ დეენემი
კოსმოსური სფერო–გლობუსი ჯობია თუ ნიკეა
კომეტა ჯობია თუ ავაზა
ვარსკვლავი ჯობია თუ ღრმა წყლის ფლორესცენტული ციმციმა თევზი
დაისი ჯობია თუ ნიუ
ცისარტყელა ჯობია თუ ფეიერვერკი
ტალღა ჯობია თუ სტრიპტიზი
ელვა ჯობია თუ ღამის ლას ვეგასი
ლავა ჯობია თუ ორქიდეა 
დიუნი ჯობია თუ მარჯანი

მცენარე  მწვანეა ქლოროფილით




მცენარე  მწვანეა ქლოროფილით

ქლოროფილი მაგნეზიით

სისხლი წითელია ჰემოგლობინით

ჰემოგლობინი რკინით

კანიც რკინითაა ვარდისფერი

კანზე ვენებიც რკინითაა ლურჯი

განავალიც რკინითაა ყავისფერი

შარდიც რკინითაა ყვითელი

ჰელიუმი ჯერ მზეზე აღმოაჩინეს, მერე დედამიწაზე.

ცისარტყელა ერთად თეთრია

დღეში ადამიანის ნაწლავებში სისხლიდან 10 ლიტრი წყალი ჩაიჟონება

დღეში ადამიანის პირსი 1 ლიტრი ნერწყვი გამომუშავდება




ცა შავია 20 კმ ის ზემოთ, 

ცა შავია  მთვარეზე, ფერი აქვს მხოლოდ მზეს და მთვარის ზედაპირს, დანარჩენი შავია


ღამე ატმოსფერო გამჭვირვალეა და შეგიძლია შეიხედო სინათლუს წლების სიშორეში, დღე ატმოსფერო თეთრ ლიბრად ეკვრება სამყაროს და 20 კმ ის იქით ვარაფერს ხედავ, თეთრი ფარდაა.  



 

Thursday, December 8, 2011

ჯონ ლენონი


30 წლის წინ ჯონ ლენონი მოკლეს.
ის ვეღარ გახდა 64 წლის.

ჭიაბერაშვილის ბერმუდის სამკუთხედი

სურათს შორიდან უნდა შეხედო, ახლოდან ვერ წაიკითხავ.

ახლა, მას შემდეგ რაც ჭბს- სამოქმედების შემდეგ თბილისის ავტოპარკი თითქმის გაორმაგდა, შევხედოთ ამ გადაწყვეტილებას თავიდან. გაამართლა თუ არა მან? 
ამ შეკითხვაზე საპასუხოდ მოგვიწევს წარმოვიდგინოთ თუ როგორი იქნებოდა მოძრაობა დღევანდელი მანქანების რაოდენობითა და ადრინდელი მოძრაობის ორმხრივი მიმართულებებით. 

მაშინ ძალიან აღგვაშფოთა იმან, რომ უმოკლესი გზა გადაგვიკეტეს და შორი გზით გაგვიშვეს,


მაგრამ ახლა ჩვენ თვითონ ვირჩევთ გრძელ ახალ  გზას, რათა დანიშნულების ადგილზე უფრო მალე და კომფორტულად მივაღწიოთ. 

ჩემი ფანჯრების წინ მდინარე ვერეს ხეობაში ახალი გზაა, ერთთვიანი ეჭვის შემდეგ მასზე იმდენმა მანქანამ იხუვლა, რომ დღე და ღამე მძივივითაა ასხმული. 
ამ მანქანების ყველა ავტომფლობელი მცირე ყოყმანის შემდეგ გრძელ და სწრაფ გზას დაადგა.