Friday, December 23, 2011

ყვითელი მარშრუტკები





მართალია საზოგადოების მიერ აქტიურად  გაპროტესტებული იქნა თბილისის ხელისუფლების მიერ თბილისში მარშრუტკების ავტოპარკის ახალი კომფორტული მანქანებით შეცვლის გეგმა, დაიდო ყურადსაღები არგუმენტებიც ( მძღოლების უმუშევრად დარჩენა, ცენტრალიზაცია- მონოპოლიზაცია, ბიზნესის დაკრიშვა- კორუფცია ეტკ.), მაგრამ ამ გეგმას მე მაინც სასიკეთო მოვლენად ვთვლიდი - მუნიციპალური მასშტაბის რეფორმად, რომლის შედეგად ძუნძგლიანი სუნიანი მარშრუტკები, რომელშიც წინა სავარძელზე მუხლებმიბჯენილს და შდდეგად მუხლებდალურჯებულს უნდა გემგზავრა, შეიცვლებოდა ნორმატივების შესაბამისი მანქანებით, სადაც ჩაჯდომისას არ იფიქრებდი, რომ უბედური ხარ და შენი ადგილი სწორედ ამ საღორეშია. 

ამ გეგმის გაცხადებიდან თითქმის ერთი წელია გასული. 
წესით რეფორმის შედეგები უნდა შეგვეფასებინა, მაგრამ  ნურას უკაცრავად - რეფორმა პილოტაჟური კვლევის ეტაპზეა გახიდული და სასაცილოდ გაჩაჩხული. 
2012 წელს ასეთი სტატუსით ვხვდებით
:

თბილისში მარშრუტკით მგზავრობა 80 თეთრი ღირს 50-ის ნაცვლად. 

მარშრუტკათა 90% ისევ ის ძუნძგლიანი ჩაჭუჭყნულსკამებიანი მანქანებია.

ახალი მანქანების წილის ზრდა აღარ შეიმჩნევა.

დიღომში  4 მწკრივად  უქმად დგას გასაყიდი ყვითელი ახალი მარშრუტკები, მყიდველი კი არ ჩანს.



როგორ მივიდა ამ სტატუსამდე მარშრუტკების თითქოსდა დაგეგმილი, ანონსირებული და რაც მნიშვნელოვანია - ხელისუფლებისგან პროტეჟირებული პროექტი? 


მხოლოდ რამდენიმე ფაქტორს ჩამოვთვლი, რომელსაც მე როგორც მგზავრი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ვხედავ, ყოველგვარი კულუარული გარჩევების შესახებ ცოდნის გარეშე. 

აიწონა დაიწონას იგავარაკული ისტორიაა: 

ახალი მანქანებით მგზავრობა 80 თეთრი გახდა, ძველებს 50 დარჩათ.

ხალხი მოერიდა 80 თეთრიან ტრანსპორტს და გადაჯდა 50 თეთრიანზე

ახალ მარშრუტკებს ცოტა ადგილი აქვთ (რიგებს შორის ფართე ინტერვალების გამო) კონკურენციის შედეგად კიდევ უფრო ცოტა მგზავრი დარჩათ და წამგებიანები აღმოჩნდნენ. 


არათანაბარი პირობების აღმოსაფხვრელად და ახალი მარშრუტკების გადასარჩენად გადაწყდა ყველა მარშრუტკას ერთნაირი - 80 თეთრი ფასი დაედოს. ასეც გაკეთდა. 

მგზავრი დაუბრუნდა ახალ მარშრუტკებს

ძველი მარშრუტკები ისევ მუშაობენ და რეფორმამდელზე 50% - ით მეტ მოგებას ნახულობენ ახალი ფასისგან

ახალ მარშრუტკებს ადგილების შეზღუდულობის, გათბობა- კონდიცირება- სისუფთავის ვალდებულების, მანქანის ექსპლუატაციისა მაღალი თვითღირებულების შედეგად მოგება გაცილებით ცოტა აქვთ ძველებთან შედარებით. 

შედეგად დიღომში გამწკრივებულ ყვითელ მარშრუტკებს მყიდველი აღარ ჰყავს. 

როგორ უნდა დასრულდეს ეს პროექტი ჩვენთვის სასიკეთოდ? 
იდეები გაქვთ?

უგულავას ხომ არ ვურჩიოთ ოქრუაშვილის მეთოდი გამოიყენოს?  
        

2 comments:

Anonymous said...

For latest news you have to visit the web and on world-wide-web I found this
website as a most excellent website for newest updates.
Here is my site :: latest transfer news sky sports

Anonymous said...

hey there and thank you for your information – I have certainly picked up anything new from right
here. I did however expertise some technical points using this site, as I experienced
to reload the website a lot of times previous to I could get it to load properly.
I had been wondering if your hosting is OK? Not that
I am complaining, but sluggish loading instances times will very frequently affect your placement in google and can damage your high quality score if ads and marketing with Adwords.
Anyway I am adding this RSS to my e-mail and could look out for a lot more of your respective exciting content.

Make sure you update this again soon.
Check out my website : english premier league transfer news 2012