რელიგია და ღმერთის ბოზონი.
........................................რელიგია–ჯვარი იქსიკია.
ეს თასწლოვანი თამაშია იქსიკ ნოლიკს შორის, უფრო სწორედ, მეცნიერებასა და რელიგიას შორის.
ნოლიკმა თვისი გლობალური ტემპელი აღაგო – კოლაიდერი.
და..
დასკვნა დადო – ღმერთის ნაწილაკი ნაპოვნია და ბოზონია მისი სახელი.
მოემზადეთ უღმერთო მსოფლიოსთვის.
ბოზონი ყველაფერს ხსნის, ამ იქსიკ ნოლიკში ნოლიკი იმარჯვებს, მისი ბოლო სვლა ცინიკური ხითხითის თანხლებით წარიმართება– ღვთიური ნაწილაკი, თვალებანთებული მარცვლავს მეცნიერი.
ეს იქსიკ ნოლიკი 23 საუკუნეა მიმდინარეობს, გამარჯვებულს 2015 წელს გამოაცხადებენ. მანამდე აცლიან იქსიკიანებს, თვითონვე მიხვდნენ გამარჯვებულის ვინაობას.
აი, ეს მონაზონი უკვე ენდობა მეცნიერებას ტექნოლოგიას და ცივილიზაციას.
2 comments:
მიშო ამას რომ წერდა ,ჯერ კიდევ 17 წლის იყო...http://forum.tsu.ge/index.php?act=Search&nav=au&CODE=show&searchid=d845aae64d251e3527ea2b987eb77d1b&search_in=posts&result_type=posts&hl=&st=300
ციტატა(Ghost Rider @ Mar 8 2009, 23:23)
"სამყაროს მეცნიერული წარმოშობის თეორია უფრო ჯდება ლოგიკაში თუ ბიბლიური?"
Mikhail.დაპოსტვის თარიღი: Mar 9 2009, 3:16
მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას მეცნიერულისგან ბიბლიურისადმი. შენ თუ შეგიძლია კონკრეტული საკითხის დასახელება, მზად ვარ ვიმსჯელოთ!! და უფრო კონკრეტული პასუხი თუ გინდა ასე იქნება: მეცნიერაბას იმიტომ ქვია ეს სახელი რომ შემეცნებას და სხვათაშორის ლოგიკასაც ეფუძვნება. რაც შეეხება სარწმუნოებას_ თავად სიტყვაც ამბობს ახლა ჩემს სათქმელს, ანუ ის რწმენას მეტად ეყრდნობა ვიდრე ლოგიკას, ესეიგი არის სარწმუნოებაში ზოგი რამ ისეთი რაც არალოგიკურია და რისი საწინააღმდეგოც ყველა ადამიანში დევს, თუმცა მაინც უნდა გწამდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ურჯულოდ მიგიღებენ. (ურჯულო არავის ვეგონო !!! ნამდვილად არ ვეწინააღმდეგები ბიბლიას და მითუმეტეს რწმენას!!!)
აქ ის "სმაილიკები"ვერ ჩავსვი მიშოს რომ ეწერა, ისინი უფრო კარგად გამოხატავდნენ მის დამოკიდებულებას ამ თემასთან დაკავშირებით.
მე კი თქვენ უფრო ჭკვიანი მგონიხართ.
მაქს პლანკი: „რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“.
„ორივენი - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) - მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“.
მაქს პლანკი: „საითაც არ უნდა გავიხედოთ, რა საგანსაც არ უნდა დავაკვირდეთ, ვერსად ვიპოვით წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის. პირიქით, ჩვენ აშკარად დავინახავთ მათ შორის სრულ ჰარმონიას - რელიგიაც და მეცნიერებაც ეძებს ჭეშმარიტებას და მიდის ღვთის აღიარებამდე.“
Post a Comment