ცივილიზაციამ დაუშვა ოპტიკური ტყუილები, ეს თემა ყველაზე გავრცელებულ ოპტიკურ ტყუილზეა – ავტომანქანებზე. მაგრამ ჯერ ნუტელაზე. ნუტელაც დაშვებული ოფიციალური ილუზიაა, მწარმოებელს ის ძვირი უჯდება, მყიდველი არ არის თანახმა იყიდოს ცოტა ძვირად, ამიტომ ნუტელას ქილა მწარმოებელმა ისეთი ფორმით დაამზადა, რომ მყიდველს ის დიდი ეგონოს – ხუფი განიერი, ანფასი განიერი, მხოლოდ გვედრდხედშია ვიწრო. ყველა კმაყოფილია: გამყიდველმა მოინადირა მყიდველი, მყიდველმა მნიშვნელოვანი ნივთი შეიძინა, მერე რაა, რომ მალე გათავდება, ეს მერე იქნება. 2000 წლის შემდეგ გამოშვებულმა ავტომობილებმა უნიფიცირებული იდეალური სასურველი ფორმა მიიღო, ქუჩებში დაქრიან მორჩილი და ლამაზი ბალიშები, ბოტასები, თვალები გაუდიდდათ, პიროვნული იერი მიიღეს, ადამიანური, მომრგვალებული და კანონზომიერი.
გინდა ჩაეხუტო და მოეფერო. მაგრამ ეს ილუზიაა. ავტომობილი 1 ტონიანი რკინაა, ცივი და საშიშია, უროა, ნაჯახია, ბურღია, შუბია. ეს როცა დგას, ხოლო მაშინ, როცა მოძრაობს პლიუს კიდევ გილიოტინაა, ცელია, ძრავიანი ხერხია, ქარხნის შტამპპრესია. ჩვენ მას ვერ ვხედავთ. ავტომობილის შინაგანი ბუნება მხოლოდ ავარიის შედეგად მგამოვლინდება ხოლმე. ჩვენ წამიერად დავჭყიტავთ თვალებს და პირჯვარს გადავიწერთ, აი, შეეშალა და დაისაჯა, ჩემი მანქანა კი ბუნთულა და ღუნღულაა. ჯობია გუნებაში, იქ სადღაც მიმალულში მაინც გვახსოვდეს, ეს რკინა საშიშია. შენ სანამ მანქანის მართვის მოწმობას მოგცემდა სახელმწიფო, ფსიქო მოგთხოვა, მაშინ ზოგადი უნარების ტესეტები არ იყო და იმიტომ. შენ თუ მანქანას წესიერად მართავ და ამავე დროს ნაპოლეონი ან გრეტა გარბო ხარ, ეს პრობლემას არავის შეუქმნის, მაგრამ ფსიქო მინიმალურ გარანტიას მაინც იძლევა, რომ შენ გზაზე წარმოქმნილ მარტივ ამოცანებს მაინც გადაწყვეტ. იყავი ფრთხილად, იყურე შორს, გათვალე დროზე. ნუ შეგაცდენს ოპტიკური ილუზიის შედევრი – თანამედროვე ავტომობილი. შენ გილიოტინას დააქროლებ. სინამდვილეში ის ასეთია. ან სულაც, ასეთი.Monday, December 24, 2012
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
ილუზიები და ეფექტური მარკეტინგი
whoah this weblog is great i really like studying your articles.
Stay up the great work! You already know, a lot
of individuals are looking round for this info, you could help
them greatly.
Feel free to visit my web-site ... usc football news
Post a Comment