Saturday, July 7, 2018

მარსელი

მარსელი ჩვენი არჩევანი არ იყო. ის 73წლის მიკ ჯაგერმა აარჩია, რომელიც თავის თანატოლ როლინგ ქვებთან ერთად მსოფლიო ტურნეს ატარებდა და ერთერთ ქალაქად მარსელი ჰქონდა არჩეული. თუმცა, როლინგებზე ცალკე,ამჯერად მარსელზე. მარსელი. მარსელი,მარსელიეზა, დელაკრუას ქალი ბარიკადებზე, კანი, ნიცა, მონტე კარლო, და მარსელი, მარსელი ნოე ჟორდანიას ლტოლვილი გემის ნავსაყუდელი (ერთი თვე ტორტმანებდა მარსელის პორტში ის გემი და მასში საქართველოს განძი,რითაც ვამაყობთ დღეს, სანამ საფრანგეთის მთავრობამ უსაფრთხოებაზე არ აიღო პასუხისმგებლობა. მარსელილუი და ფიუნესი, პიერ რიშარი, ტაქსი 5 მარსელ მარსო, მარსელ დეშაი, მარსელი - იფის ციხესიმაგრე, მონტე კრისტო, დიუმა მარსელი - მარსელის კრამიტი ჩვენი 114 წლის სახლის სახურავზე დიდ ჯიხაისში - ფრანგული წარწერა კრამიტზე, რომელსაც ბრეჟნევისდროინდელ ბავშვობაში აღტაცებაში მოვყავდი მარსელი - საფრანგეთი, ო ლა ლაა, დეგოლისნაირების, ჟან გაბენისნაირების, ბრიჯიტ ბარდოსნაირების ქვეყანა. ეს ყველაფერი წინასწარი მოლოდინები იყო. და ჩავფრინდით მარსელის აეროპორტში. მარსელის აეროპორტში მარიამს ის ვუთხარი, რაც პარიზში მოგზაურობიდან გამომყვა - ქართველები გარეგნობით ვიყოფით ადამიანებად, რომლებიც ჩვეულებრივი ევროპელები არიან (ვერ გაარჩევ ევროპელისგან), რომლებიც ჩვეულებრივი კავკასიელები არიან (ვერ გაარჩევ სომხისგან),შერეულები არიან (შეხედავ და იცი, მისი წინაპარი აუცილებლად იყო მონღოლი, სპარსი ან რუსი) და წმინდა ქართველებად, რომელიც სადაც არ უნდა ნახო, იტყვი რომ აუცილებლად ქართველია. აი, შანსი არ არის რომ ვინმე სხვა იყოს და არა ქართველი.მარტო ცხვირებში არაა საქმე, ბუხუტი ზაქარიაძე და ვერიკო ანჯაფარიძე შეხედავ და ქართველია, ხოდა მარიამს ვუთხარი ჩემი პარიზული აღმოჩენა - დედამიწის ზურგზე მხოლოდ ფრანგებში ნახავ ადამიანებს „რომელიც არ შეიძლება არ იყოს ქართველი, მხოლოდ ქართველია“ პირს გააღებ და ვერ აიძულებ სხვა ენაზე დაელაპარაკო ქართულის გარდა. მარიამმა ჯერ გადაჭარბებად მიიჩნია, მაგრამ მერე თვითონ რამდენჯერმე მიმითითა ადამიანებზე, რომლებიც გარეგნობით იმ ჯგუფში „მხოლოდ ქართველი“ ჯგუფში იყვნენ. ჯერ აეროპორტში ვარ,გადავჯექით მატარებელში მარსელამდე. მერე გავაგრძელებ, შემდეგ პოსტში.

სტამბული 2018

მივიწყებული ბლოგი. აღარაა მივიწყებული, მაქვს მიზეზი გავიხსენო ბლოგერობა. ერთი ეკლექტიკური მოგზაურობა გამოვტოვე (რომს, პიზასა და ფლორენციაზე ბლოგში არაფერი გამიწერია, არადა მთელი რევოლუცია იყო. ოდესმე დავწერ აქ. ახლა ახალი შთაბეჭდილებები - სტამბული, მარსელი, რელონგ სტოუნის კონცერტი, ბარსელონა სუპერ ეკლქტიკური და ჰიპერ საინტერესო მოგზაურობა. ეს პოსტი არის სტამბულის შესახებ. 7 სთ გოჩენიდან ათათურქის აეროპორტებამდე. ვინაიდან მსოფლიოს საქართველო ძირითადად სტამბულის გავლით უკავშირდება, დაგაჯდომებსშორის არსებული დროის გამოყენების შესახებ ხშირად ისმევა შეკითხვა - ღირს კია, ქალაქში გასვლა, თუკი ფრენებს შორის 7 საათია? ჩვენი 7 სთის შესახებ ამას გეტყვით. მოვასწარით (თ - ოჯახი სრული შემადგენლობით, 5 ადამიანი, ცოლქმარი სამი შვილითურთ) გოგჩენი ავტობუსით პორტი პორტი გემით პორტი პორტი ტრამვაით სულთანახმედი სულთანახმედზე: ბაზილიკა ცისტერნა, აია სოფია, "იპოდრომი", სულთანახმედი, საუზმე სულთანახმედი .. ავტობუსით ათათურქის აეროპორტი. შთაბეჭდილება. სანდროს გარდა ყველანი ვიყავით სტამბულში და კონკრეტულად ამ ადგილებში ნამყოფები. კიდევ ერთხელ მოვიხიბლეთ გიგანტური მასშტაბებითა და გასაშტერებელი სიძველით. ბაზილიკა ცისტერნაში, კოლოსის საყრდენად გამოყენებული მედუზას აყირავებული თავის შემხედვარეებმა (რომელიც ბიზანტიელმა მშენებლებმა სრული მარტოობისთვის, წყლის აუზის ფსკერზე უსახელო არსებობისთვის გაწირეს) გავიხსენეთ ტაო კლარჯეთის ჩვენი სიფრიფანა ეკლესიები, რომლებიც დაშლა-გადაკეთებას (მეჩეთად, ან რაიმე საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობის დეტალად) გადაურჩა. აია სოფია - ქრისტიანობა (არქიტექტურა, ფრესკები) კათოლიკე-მართლმადიდებლებად გაყოფამდე ზუსტად ისეთია, როგორიცაა მართლმადიდებლური ესთეტიკა. ამიტომ აია სოფიაში თავი საკუთარ ეკლესიაში გგონია. თურქები და პირველ რიგში სტამბული ძალიან ბევრს კარგავს, აია სოფიაში ლოცვა/მღვდელთმსახურობა რომ არ არის დაშვებული. მიხვდებიან ოდესმე.