მარსელი ჩვენი არჩევანი არ იყო. ის 73წლის მიკ ჯაგერმა აარჩია, რომელიც თავის თანატოლ როლინგ ქვებთან ერთად მსოფლიო ტურნეს ატარებდა და ერთერთ ქალაქად მარსელი ჰქონდა არჩეული. თუმცა, როლინგებზე ცალკე,ამჯერად მარსელზე. მარსელი. მარსელი,მარსელიეზა, დელაკრუას ქალი ბარიკადებზე, კანი, ნიცა, მონტე კარლო, და მარსელი, მარსელი ნოე ჟორდანიას ლტოლვილი გემის ნავსაყუდელი (ერთი თვე ტორტმანებდა მარსელის პორტში ის გემი და მასში საქართველოს განძი,რითაც ვამაყობთ დღეს, სანამ საფრანგეთის მთავრობამ უსაფრთხოებაზე არ აიღო პასუხისმგებლობა. მარსელილუი და ფიუნესი, პიერ რიშარი, ტაქსი 5 მარსელ მარსო, მარსელ დეშაი, მარსელი - იფის ციხესიმაგრე, მონტე კრისტო, დიუმა მარსელი - მარსელის კრამიტი ჩვენი 114 წლის სახლის სახურავზე დიდ ჯიხაისში - ფრანგული წარწერა კრამიტზე, რომელსაც ბრეჟნევისდროინდელ ბავშვობაში აღტაცებაში მოვყავდი მარსელი - საფრანგეთი, ო ლა ლაა, დეგოლისნაირების, ჟან გაბენისნაირების, ბრიჯიტ ბარდოსნაირების ქვეყანა. ეს ყველაფერი წინასწარი მოლოდინები იყო. და ჩავფრინდით მარსელის აეროპორტში. მარსელის აეროპორტში მარიამს ის ვუთხარი, რაც პარიზში მოგზაურობიდან გამომყვა - ქართველები გარეგნობით ვიყოფით ადამიანებად, რომლებიც ჩვეულებრივი ევროპელები არიან (ვერ გაარჩევ ევროპელისგან), რომლებიც ჩვეულებრივი კავკასიელები არიან (ვერ გაარჩევ სომხისგან),შერეულები არიან (შეხედავ და იცი, მისი წინაპარი აუცილებლად იყო მონღოლი, სპარსი ან რუსი) და წმინდა ქართველებად, რომელიც სადაც არ უნდა ნახო, იტყვი რომ აუცილებლად ქართველია. აი, შანსი არ არის რომ ვინმე სხვა იყოს და არა ქართველი.მარტო ცხვირებში არაა საქმე, ბუხუტი ზაქარიაძე და ვერიკო ანჯაფარიძე შეხედავ და ქართველია, ხოდა მარიამს ვუთხარი ჩემი პარიზული აღმოჩენა - დედამიწის ზურგზე მხოლოდ ფრანგებში ნახავ ადამიანებს „რომელიც არ შეიძლება არ იყოს ქართველი, მხოლოდ ქართველია“ პირს გააღებ და ვერ აიძულებ სხვა ენაზე დაელაპარაკო ქართულის გარდა. მარიამმა ჯერ გადაჭარბებად მიიჩნია, მაგრამ მერე თვითონ რამდენჯერმე მიმითითა ადამიანებზე, რომლებიც გარეგნობით იმ ჯგუფში „მხოლოდ ქართველი“ ჯგუფში იყვნენ. ჯერ აეროპორტში ვარ,გადავჯექით მატარებელში მარსელამდე. მერე გავაგრძელებ, შემდეგ პოსტში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
swrafi sesxebi onlain, aiget saxlidan gausvlelad yvela sesxi uprocento sesxebi
Given article is very helpful and very useful for me, thank you
Cara Mengatasi Emfisema
Obat Hipertiroid
Cara Mengatasi Tinnitus
Obat Amandel Paling Ampuh
Tips Menyembuhkan Patah Tulang
Post a Comment