Tuesday, September 28, 2010

აბასთუმანი

აბასთუმანში ვიყავი   ორი ღამით და არასრული 3 დღით, 2 მანქანით 10-ნი (5 უფროსი 5 შვილი, 6-18 წლისანი).

ყველაზე ეკლექტიკური ვიკენდი 
ჩემს ბიოგრაფიაში!
ეკლექტიკური, ანუ სხვადასხვნაირი, სხვადასხვა სტილის, გემოვნებისა და მიზნის ადამიანთათვის დამაინტერესებელი და ერთმანეთში არეული. 


დავიწყებ იმით, რომ თვითონ აბასთუმანი 3-ია:
სოფელი აბასთუმანი,
აბასთუმანი კურორტი,
აბასთუმანი ობსერვატორია.

ეს სამი პუნქტი მიუხედავად იმისა, რომ ერთ წყებადაა და ახლო ახლოს, თოთოეულს მაინც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ბუნება აკრავს.
სოფ აბასთუმანი გაშლილი, ქვიან ხრიოკიან მთებიანი, დიდი ლამაზი პანორამით,
კურორტი აბასთუმანი - ნაძვნარით შემოსილი ვიწრო ჩრდილიანი ხეობა,
ობსერვატორია აბასთუმანი - დაბურულ წიწვოვან ტყეში მთის კენწეროში, თითქმის ყოველთვის უღრუბლო ცით.


ეს  არასრული სამი დღე საკმარისი აღმოჩნდა ისეთი სანახაობების დასათვალიერებლად, რომლების აღაფრთოვანებდა ადამიანს, რომელიც: 


-აფასებს უღრან წიწვოვან ტყიან მთებზე სეირნობას, ღამის კოცონს და ნაკვერჩხალში შემწვარი კარტოფილის კანიანად ჭამას.

-ინტერესით ინახულებს მთვარეს, იუპიტერსა და მის თანამგზავრებს უზარმაზარი ტელესკოპით, რომელიც 1936 წლიდან ასრულებს ამ საქმეს. 

- ისიამოვნებს იმ დასახლებაში სეირნობით, რომლის ქუჩები მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის საკურორტო ევროპულ-რუსული არქიტექტურის შედევრებითაა მოფენილი და ერთობლიობაში ჩეხოვის დროინდელი ქალაქის საუკეთესო ინსცენირებას წარმოადგენს.
 
-სანთელს დაანთებს და აღტაცდება წინაპრების აგებულ ეკლესიებში, ზარზმაში, ჭულევში, საფარაში, აღტაცდება 14-16 საუკუნეების ძალიან ძლიერი ფრესკებითა და არქიტექტურით. 

- აღტაცდება მეოცე საუკუნის დასაწყისის რუსი მხატვრის - ნესტეროვის შედევრი ფრესკებით რომლებიც იმპრესიონისტების დროს შეიქმნა და იმპრესიონისტების შედევრებზე არანაკლებ იმპრესიას იწვევს.  

- აღტაცდება იმით რომ ერთდროულად შეეძლება შეეხოს ისტორიის რამოდენიმე პლასტს, კულტურათა რამოდენიმე შრესა და მათ ჯადოსნურ, მოულოდნელ  გადაკვეთებს:
საფარა მე-9-11 საუკუნე,თამარის ხიდი მე-13 საუკუნე, ზარზმა - მე-14 საუკუნე, ფრესკები -14-16 საუკუნე, კურორტი აბასთუმანი მე-19 საუკუნე, მეოცე საუკუნის დასაწყისი, ქართული ბრძოლის ისტორია, სამცხე საათაბაგო, რომანოვები და რემერტი, ისევ რომანოვი, იმპერატორ ალექსანდრე მესამის შვილი გიორგი, რომელმაც ზარზმის პროექტით აბასთუმანში ახალი ზარზმა ააშენა და ნესტეროვს მოახატინა,პრინცის სიკვდილი 28 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად (ველოსიპედით კლდეს შეეჯახა) მისი ნაწილობრივი საფლავი აბასთუმნის ახალ ზარზმაში (გულ ღვიძლი აქ დაუმარხავთ, გვამი კი პეტერბურგში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს პეტერგოფში.
ელიტარული გამაჯანსაღებელი კურორტ აბასთუმნის დაარსება და ბუმი, აბასთუმნის არჩევა ობსერვატორიის ადგილად, ობსერვატორიის დაარსება და მიღწევები, საქართველოს მოკრძალებული, მაგრამ მაინც სიტყვა სამყაროს კვლევაში.


- და ბოლოს ამ ვინიგრეტის კიდევ ერთი მოულოდნელი შემადგენელი - ზამთარ-ზაფხულ ცხელი გოგირდიანი აუზი, საბანაოდ და სადგაფუნოდ. აღმოჩნდა რომ აუზებში წყალი გამდინარეა. მხოლოდ მიწიდან ამომავალი ცხელი წყლით ავსებენ, ცივ წყალსაც კი არ ურევენ, ცივ წყალს ქვიშა მოჰყვება და წყალს გვიბინძურებსო. გოგირდის ცხელი წყალი კი, რომელიც მუდმივ ნაკადად ჩაედინება აუზში დასალევადაც ვარგისია და სამკურნალო თვისებებიც აქვს თურმე (ანუ აუზში წყალი წინასწარი ეჭვების მიუხედავად სუფთა აღმოჩნდა). 


ამ სამ დღეში ეს ყველაფერი ვიგემე, ვინახულე და თაყვანი ვეცი. მარტო ღმერთსა და ეკლესიებს არა, ყველა იმ ადამიანსაც ვინც: იმპერიის სამხრეთ  დასალიერში ბადენბადენსა და კარლოვი ვარს აშენებდა, შედევრებს ხატავდა ეკლესიების კედლებზე, ამონტაჟებდა უძვირეს ცეისის ოპტიკიან  ტელესკოპებს,
მერა რა, რომ მათი უმერავლესობა ქართველი არ იყო, ქართველები მხოლოდ ერიათ.ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმპერიების გადაკვეთაზე არსებული ერთი შეხედვით პატარა პუნქტის დიდი მიზიდულობას.

პატივისცემით იმსჭვალები იმ ადამიანების მიმართაც, ვინც საშუალებას გაძლევს ეს სანახები კარგი მოასფალტებული გზებით მოიარო , თუმც სურვილი გიჩნდება ამ კურორტს სერიოზულად მიეხედოს და სიღნაღის რეკონსტრუქციის თუნდაც მეხუთედი დაეხარჯოს.

ამ შემთხვევაში არამარტო კიდევ ერთი საამაყო კურორტი გაგვიჩნდება საქართველოში, არამედ საქართველოს ევროპული კუთვნილობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტიც.  

p.s. 
მე დრო არ მეყო აბასთუმნის კიდევ რამოდენიმე ღირსშესანიშნაობის მოსანახულებლად, ერთერთი მათ შორის გაქვავებული ნამარხი ტყეა.მილიონობით წლის წინ, ოდეს ამ მხარეში პალმები და მაგნოლიები ხარობდნენ, ტყე ვულკანურ ფერფლს დაუფარავს და შემდეგ (ალბათ პომპეის ანალოგიით) მცენარეების ნაცვლად ქვის ფიგურები დაუტოვებია - პალმაბი, გვიმრები, მაგნოლიები.

p.p.s. ხო, ობსერვატორიის ტელესკოპით ნახული კოსმოსისა და სამყაროზე ლექციის შემდეგ, ის ტყე კიდევ უფრო  გიბიძგებს. ფილოსოფიური განსჯისაკენ.
და ამ შენს ფილოსოფიურ განზოგადებებს ვერ აცდები ვერც 700-800 წლის წინანდელი შენი წინაპრების არქიტექტურისა და შრომისმოყვარეობის შემხედვარე, ასევე აბასთუმნის ერთ კვადრატულ კილომეტრ მიწაზე ქართული, რუსული, თურქული, გერმანული  და სსრკ კულტურების მსხვრევადი ნაზავის ხილვისას.

აბასთუმანი  მდინარე ოცხეს გასწვრივ ერთ ორ და ზოგგან სამ რიგად გაშლილი ულამაზესი და სამწუხაროდ სრულებით მოუვლელი შენობების მწკრივებისაგან შედგება. 
აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას გერმანელი რემერტის გოთური სტილის სახლი და თურქი ბატონის ფაიზულას აზიური სასახლე (სასტუმრო "აბასთუმანი"), ჩეხოვისდროინდელი რუსული საკურორტო ხის ორნამენტებიანი სახლები და ზარზმის ასლი - ახალი ზარზმა, სსრკს დროინდელი საავადმყოფო საკურორტო კორპუსები და იშვიათად გაფანტული თანამედროვე ვილები (რომლებიც ამინდს ვერ ქმნიან და ძალიანაც კარგი, რომ ვერ ქმნიან) საერთო შთაბეჭდილებით პროკუდინისა და ჩეხოვის დროინდელ რუსეთში მეგონა თავი, ოღონდ მდიდრების კურორტზე, ოღონდ ევროპის კურორტების წამხედურობით აშენებულში, ოღონდ მთიანეთში და ოღონდ ასი წლით მიტოვებულში. 

არ არის საჭირო ფანტასტიკური თანხა, რათა ამ შთაბეჭდილებებს ბოლო (ასი წლით მიტოვებული) მოაკლდეს.


ძალიან ადვილია ტურისტს აბასთუმანში თავი აგრძნობინო დროის მანქანით ერთი საუკუნით უკან დაბრუნებულად. ამისათვის ერთი ტონა ლურსმანი, ხუთი ტონა საღებავი, რამდენიმე პატარა შადრევანი და ბევრი ყვავილი + გემოვნებიანი არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, ბაღის ლანდშაფტური დიზაინერი და 100-მდე მუშა იქნება საკმარისი. 
ქალაქის რეკონსტრუქციის გამოცდილება უკვე გვაქვს, გამოცდილება პოზიტიუროც და ნეგატიურიც, რომლის გამოყენებაც იმედია მოუწეVთ ჩვენს მშენებლებს სოფელ კურორტაბასთუმნის რეკონსტრუქცოისათვის.  

p.p.p.s. ჩვენი საცხოვრებელი სასტუმრო აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე იყო, საკმაოდ კეთილმოწყობილი და სუფთა აღმოჩნდა (დუშკაბინით, ასე განსაჯე) 20 ლარი კაცი, კვების გარეშე.
დამაკლდა. ერთი კვირა რომ მქონოდა კარგი იქნებოდა, მეტი არა.           

Monday, September 27, 2010

დონე მუსიკა

თუ ისმენ მუსიკას, რომლის სტილი არ გევასება, მაგრამ ჯერ აღმოაჩენ,

რომ ამ სიმღერაში რაღაც საინტერესო დევს,
შემდეგ აღმოაჩენ, რომ ამ შემსრულებელში რაღაც საინტერესოა
და მიუხედავად იმისა რომ ეს სტილი შენი არაა,
აღიარებ,
რომ თურმე კარგი ყოფილა, ე. ი. 
შემ დონე მუსიკას ისმენ.


მაგალითად ფრანც ფერდინანდ,ბისტი ბოის,მატიე პაზარ,ფრენკ სინატრა,პროდიჯი, მიტ ლოფ...




Thursday, September 23, 2010

რეი 80

ორი შესრულება

კარგი და...



გადასარევი



Born: 23 September 1930
Birthplace: Albany, Georgia
Died: 10 June 2004 (complications from liver disease)
Best Known As: The singer of "Hit the Road, Jack"



დღეს რეი 80-ის გახდა, უფრო სწორედ ვერ გახდა.
ეცოცხლა რა დღემდე. ალბათ დღეს კურიერი ამ მრგვალი გლობალური მასშტაბის იუბილის რეპორტაჟით დასრულდებოდა.

დონე მუსიკა





თუ ისმენ 
მუსიკას, რომლის სტილი არ გევასება, მაგრამ ჯერ აღმოაჩენ, რომ ამ სიმღერაში რაღაც საინტერესო დევს, შემდეგ აღმოაჩენ რომ ამ შემსრულწბდლში რაღაც საინტერესოა და მიუxედავად იმისა რომ ეს სტილი შენი არაა, აღიარებ, რომ თურმე კარგი ყოფილა, ე. ი. 
შენ დონე მუსიკას ისმენ


მაგალითად ფრანც ფერდინანდ,ბისტი ბოის, მატიე პაზარ, ფრენკ სინატრა, პროდიჯი...

Wednesday, September 22, 2010

Monday, September 20, 2010

ოდა უსუფთაო ნოტებს






ეს ხომ უკვე გვასწავლეს, რომ ღმერთი არ გაგვიწყრეს და უსუფთაო ნოტი არ უნდა გაგვეპაროს. 
ვარსკვლავების აკადემია და  ჯეოსტარი არამარტო მუსიკით 
სმენისთვის  სიამოვნების  მინიჭებას ისახავს მიზნად, არამედ ჩვენი გემოვნების ამაღლებასა და მუს კრიტიკულ აზროვნების სწავლებასაც.

წელიწადში ორჯერ გავდივართ მასტერკლასებს მუსკრიტიკოსობაზე. 
ქალბატონი მარინა ბერაძე, თავდაუზოგავად გვასწავლის უსუფთაო ბგერების გამოცნობას. 

და ეს კარგია.

კარგ მომღერლებს უსუფთაო ბგერები არ  
ეპარებათ.  მათი ყველა ნოტი მუს დიაპაზონის მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში ჯდება. სმენაც კარგი აქვთ და ვოკალიც ემორჩილებათ. 

თუკი მომღერალს ბგერა შეეშალა ეს ან ცუდი სმენის ბრალია, ან  მღერის უცოდინრობის, ან ორივესი ერთად. 


იმისათვის რომ მასას კარგ და ცუდ მომღერალს შორის განსხავება ასწავლო, პირველ რიგში ყურადღება უნდა გაუმახვილო სუფთად მღერის თუ არა მომღერალი, ხომ არ ეპარება უსუფთაო ნოტები. 


მაგრამ ამ ქვეყნად ყველაფერი სპირალურია. თუ პირველყოფილებმა მღერა უსუფთაო ბგერებით დაიწყეს და თუკი ცივილიზაცია სუფთა ნოტებამდე ამაღლდა, ამის შემდგომი განვითარება ისევ დააბრუნებს უსუფთაო ნოტებს.  დიახ , არასწორი ნოტები იქნება მომავლის წარმატებული მუსიკის ქიშმიში. 
სწორედ უსუფთაო ნოტები გააბამს ყველაზე ძლიერ თანაგრძნობის სიმებს მომღერალსა და 
სმენელს შორის. 
სწორედ იმ მომენტში, როცა მომღერალს სიმღერა ძალიან რთულ კრინს მოთხოვს, ხოლო მომღერალი იმ ნოტებს ნაუცბადევად ჩაახლაფორთებს და ძირითად სატკივარს შემოგიმღერს, სწორედ იმ მომენტში გათანაბრდება ის თავის მსმენელთან და მისი მსმენელი ამაღლდება მომღერლამდე. 
ხელოვნებასთან ზიარებას  სწორედ ამ მოულოდნელი ნოტით მიიღებს მსმენელი, ეს ბიჭი ჩემნაირია, ჩემიანია. იტყვის ის გენიოს კორიფეზე.  
ეს ეტაპი მუსიკალურ შოუბიზნესს წინ აქვს. 
თუმცა
რატომ მომავალში, დღესაც ჟღერს უკვე ასეთი 
მუსიკა ასეთი შედეგით. 


რადიოჰედს  მსოფლიო სევდის მწვერვალზე პირველობას ჯერ განვლილი ცივილიზაციიდან ვერავინ შეეცილება. ვერც კლასიკა, ვერც თანამედროვე და ვერც ავანგარდულ- ანდერგრაუნდული მუსიკა. 

ტომ იორკსა  და რადიოჰედს   ჯეოსტარში წარმატების შანსი არ ექნებოდათ, მაგრამ ისინი უკვე 10 წელია ახერხებენ მთელი მსოფლიოს დაჰიპნოზებას და მონუსხვას. 
მსოფლიო სევდა ამ მეგაჯგუფის შესრულებით შენი ხდება მელოდიის, ვოკალისა და ... ტომის უსუფთაო ნოტების ხარჯზე. 
      

ტომ იორკი ვერ გაივლიდა ჯეოსტარის (ბრიტანსტარის) შესარჩევ კონკურსს, იქნებ დასაცინთა კლიპშიც მომხვდარიყო. 


მაგრამ ეს არაფერია, ტომს გული ამაზე არ დაწყდება, იმიტომ რომ ის ზემოთაა, ის სხვა საფეხურზეა, არა ის სხვა სართულზეა. 





მინდა კლასიკურმა მომღერლებმა, ვირტუოზებმა შეასრულონ რადიოჰედის სიმღერები.
ოღონდ სიმღერები  წინასწარ ვირტუოზი კომპოზიტორის მიერ უნდა გადაკლასიკურდეს.  
იქნებ მომავალში კლასიკად იქცეს უსუფთაო ბგერების გარეშე ნამღერი ჰიპერსენსიტიული მელოდიები. 

მაგრამ მაშინაც 
ტომი თავისი უსუფთაო ნოტებით მოჩანგლავს კიდევ უამრავ მსმენელს აწ და მომავალში.

  

   


  

   

მუზებო, მუზებო, სად ხაართ?







როცა ასე თუ ისე ვარგისი, ზოგი ძალიანაც ვარგისი თანამედროვე ქართული სიმღერები იწერებოდა ქართულ კომედი შოუ პლასტს მეტი საკბილო თითქოს აღარეფერი ყოფილიყო, გაუთავებლად ქართულ თანამედროვე მუსიკაზე ღადაობდა. 

იღადავეს, იღადავეს და ბოლოს იმდენი იღადავეს , რომ ეგ ხალხი აღარ წერს. 



 ბოლო კარგი სიმღერა საქართველოში ალბათ 5 წლის წინ დაიწერა.

მას შემდეგ მომღერლები ალბათ მიხვდნენ რომ აქ ისინი და მათი სიმღერები არავის სჭირდება და დადუმდნენ. 

დარჩნენ შოუ ბიზნესში, მაგრამ ძირითადად რაღაც საორგანიზაციო მენეჯერული ფუნქციები აითვისეს. 

კახა ცისკარიძემ ისიც თქვა მე მენეჯერი ვარ, სიმღერა ჩემი მენეჯერობის საპრომოციოდ მჭირდებოდაო. 

მოკლედ, ის მივიღეთ, რასაც ვღებულობთ თითქმის ყველა ნაირფერ ასპარეზზე, ოღონდ ყველგან ერთადერთი მიზეზით - კუდი გვაქვს ყავარზე გადებული. 
და შედეგად ყველაფერ პროგრესულს იმ მოტოვით ვბლოკავთ, რომ უკეთესი გვეკუთნის. დედის რძესავით გვეკუთვნის პრეზიდენტად ჰელმუტ მიტერანი ან მარგარეტ კლინტონი. 
პოპ მომღერლად სიმფლი რედ პეპერსი ან დაიერ პამპკინსი,  მაიკლ ოსბორნი ან როჯერ სპირსი. 
სიდან ბატონებო, სიიდან მოგიყვანოთ ეს ხალხი? 

ისევ თქვემგან უნდა ავარჩიო ხო? 
ხოდა, ნუ ბლოკავთ გენაცვა დასაწყისშივე თქვენში ყელყელაობის მსურველებს. 

შეაქეთ, მოეფერეთ, იქნებ ათში ერთი , თუნდაც ერთი მაინც შედევრი გამოუვიდეს. 


მანამდე კი, როგორც ედისონი ვერ გაჩნდებოდა საქართ ველოში (და რომც გაჩენილიყო უსახელოდ მოკვდებოდა აკვნის ჩორკვნაში),  ისევე ვერ გაჩნდება ახალი კარგი სიმღერები,  მოთხოვნა არ არის მათზე და იმიტომ. 
უფრო სწორედ, ხალხი მხოლოდ შედევრებით დატენილი ალბომს მიიღებს,თანაც მსოფლიო აღიარების შემდეგ, ნაკლებს კი დასცინებს. 


ასეთ სიტუაციაში ქართული შტეფსელში შესაერთებელი მუსიკა მხოლოდ უთავმოყვარო პრიმიტიული აზერბაიჯანულ საქორწილო ფოლკლორული მარგალიტებითღა მდიდრდება. 
თავმოყვარეობის მქონე მომღერლები, ინდივიდები, პიროვნებები კი სტაბილურად არიან მიჩმორებულები. 
გაფართხალებასაც აღარ აპირებენ.
ზოგი მენეჯერია, ზოგი პროდიუსერი, ზოგი მინისტრი, ზოგი გაიპარა, ზოგი აღარც ჩამოდის, ზოგი შვილებს ზრდის, ზოგი საკრებულოშია, ზოგი ექიმობს და ზოგი რეჟისორობს. 
მუსიკა? 
მოკვდა, მხოლოდ ჩანაწერებსღა შემორჩა, აღარც ვუსმენთ, იმიტომ რომ უკვე 100-ჯერ გვაქვს მოსმენილი, გაცვდა და ვეღარ ვაფასებთ. 

მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ჩვენ შედევრსაც ვერ ვაღიარებთ შედევრად, ჩანთქმულია უსახო ემპეტრითეკაში. 


არადა გვაქვს შედევრები (ნუ ჩვენი დონის, თავის პროფილში შედევრები).



ქართული კარგი დონის მუსიკა:

ნიაზ დიასამიძე 
სტეფანე
ქათამაძე
მწვანე ოთახი
სოფტ ეჯექტ
ირაკლი ჩარკვიანი
პაპარაცი
ბაკურ ბურდული
ინოლა გურგულია
მამუკა ჩარკვიანი
ცისფერი ტრიო
გოგი დოლიძე
შარვაძე
ჰამლეტ გონაშვილი (არაფოლკლორული მაქვს მხედველობაში)

ამ ავტორთაგან ყველას აქვს რამოდენიმე სიმღერა, რომელსაც ევროპელ სტუმარს მოასმენინებ.

დიდი ესთეტიკური სიამოვნება თუ არ მიიღო, იმას მაინც გაიგებს, რომ აქ ევროპაა. ევროპის პერიფერია, მაგრამ მაინც ევროპა.



ნამღერია ბევრი მართლაც კარგი სიმღერა, რომლებიც იმიტომ არ გახდნენ აღიარებული შედევრები, რომ მათმა ავტორმა ამ სიმღერების დონის ერთი ხუთი სიმღერა ვერ იმღერა, ან იქნებ აღარც მოინდომა პოლიფონუური ხანგრძლივი ქირქილის შემხედვარემ. 




ხუთი ვერა, მაგრამ 2-2 კარგი სიმღერა შეძლეს ემღერათ 
გიგა აგლაძემ, გიგა მიქაბერიძემ, გიგა კვენეტაძემ,
ლელა წურწუმიამ, სახემ, ვერიკო ტურაშვილმა, კაბუმ და ზუმბამ. 

ათი ვერა, მაგრამ ხუთი კარგი სიმღერა იმღერეს სტეფანემ, პაპარაციმ, მამუკა ჩარკვიანმა, ნიაზ დიასამიძემ, მწვანე ოთახმა და სოფთ იჯექტმა. 



ირაკლი ჩარკვიანი, ჩემს მიერ  აღიარებული უდიდესი მომღერალი (რომელსაც ერთ ათ წელში დავაფასებთ) ასევე ორ-სამ სიმღერიანად დარჩებოდა, რომ არა მუზა რომელიც შეხვდა და ცოლად გაჰყვა -ქეთათო. 
მას შემდეგ რაც ერთმანეთი იპოვნეს ირაკლი ჩარკვიანი ცალკეული უდაჩნი სიმღერების ავტორიდან თავისი პირადი სტილის შემქმნელობამდე ამაღლდა. 


სად არიან სხვა მუზები? 
იღებენ თუ არა იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც ჰქონდათ ქეთათოს, ემილი კლოდელს, მოდილიანის ცოლს, გალას? 

ხომ ხედავთ ეს ქვეყანა თქვენი მეუღლეების ნიჭს ვერ აფასებს. 

თქვენ უნდა გახდეთ მათი მუზები, მათი ქეთათოები.



დამიჯერეთ, მათ კიდევ შეუძლიათ შედევრის შექმნა.
დაე იმღერონ ოთხი ისე რა, მეხუთე შედევრი იქნება.
დაიგროვონ ხუთი - გვარის ისტორიას დარჩება,
დაიგროვონ 10- ქვეყნის ისტორიას დარჩება,
დაიგროვონ 20- საქართველოს შეცვლიან.