Monday, September 20, 2010

მუზებო, მუზებო, სად ხაართ?







როცა ასე თუ ისე ვარგისი, ზოგი ძალიანაც ვარგისი თანამედროვე ქართული სიმღერები იწერებოდა ქართულ კომედი შოუ პლასტს მეტი საკბილო თითქოს აღარეფერი ყოფილიყო, გაუთავებლად ქართულ თანამედროვე მუსიკაზე ღადაობდა. 

იღადავეს, იღადავეს და ბოლოს იმდენი იღადავეს , რომ ეგ ხალხი აღარ წერს. 



 ბოლო კარგი სიმღერა საქართველოში ალბათ 5 წლის წინ დაიწერა.

მას შემდეგ მომღერლები ალბათ მიხვდნენ რომ აქ ისინი და მათი სიმღერები არავის სჭირდება და დადუმდნენ. 

დარჩნენ შოუ ბიზნესში, მაგრამ ძირითადად რაღაც საორგანიზაციო მენეჯერული ფუნქციები აითვისეს. 

კახა ცისკარიძემ ისიც თქვა მე მენეჯერი ვარ, სიმღერა ჩემი მენეჯერობის საპრომოციოდ მჭირდებოდაო. 

მოკლედ, ის მივიღეთ, რასაც ვღებულობთ თითქმის ყველა ნაირფერ ასპარეზზე, ოღონდ ყველგან ერთადერთი მიზეზით - კუდი გვაქვს ყავარზე გადებული. 
და შედეგად ყველაფერ პროგრესულს იმ მოტოვით ვბლოკავთ, რომ უკეთესი გვეკუთნის. დედის რძესავით გვეკუთვნის პრეზიდენტად ჰელმუტ მიტერანი ან მარგარეტ კლინტონი. 
პოპ მომღერლად სიმფლი რედ პეპერსი ან დაიერ პამპკინსი,  მაიკლ ოსბორნი ან როჯერ სპირსი. 
სიდან ბატონებო, სიიდან მოგიყვანოთ ეს ხალხი? 

ისევ თქვემგან უნდა ავარჩიო ხო? 
ხოდა, ნუ ბლოკავთ გენაცვა დასაწყისშივე თქვენში ყელყელაობის მსურველებს. 

შეაქეთ, მოეფერეთ, იქნებ ათში ერთი , თუნდაც ერთი მაინც შედევრი გამოუვიდეს. 


მანამდე კი, როგორც ედისონი ვერ გაჩნდებოდა საქართ ველოში (და რომც გაჩენილიყო უსახელოდ მოკვდებოდა აკვნის ჩორკვნაში),  ისევე ვერ გაჩნდება ახალი კარგი სიმღერები,  მოთხოვნა არ არის მათზე და იმიტომ. 
უფრო სწორედ, ხალხი მხოლოდ შედევრებით დატენილი ალბომს მიიღებს,თანაც მსოფლიო აღიარების შემდეგ, ნაკლებს კი დასცინებს. 


ასეთ სიტუაციაში ქართული შტეფსელში შესაერთებელი მუსიკა მხოლოდ უთავმოყვარო პრიმიტიული აზერბაიჯანულ საქორწილო ფოლკლორული მარგალიტებითღა მდიდრდება. 
თავმოყვარეობის მქონე მომღერლები, ინდივიდები, პიროვნებები კი სტაბილურად არიან მიჩმორებულები. 
გაფართხალებასაც აღარ აპირებენ.
ზოგი მენეჯერია, ზოგი პროდიუსერი, ზოგი მინისტრი, ზოგი გაიპარა, ზოგი აღარც ჩამოდის, ზოგი შვილებს ზრდის, ზოგი საკრებულოშია, ზოგი ექიმობს და ზოგი რეჟისორობს. 
მუსიკა? 
მოკვდა, მხოლოდ ჩანაწერებსღა შემორჩა, აღარც ვუსმენთ, იმიტომ რომ უკვე 100-ჯერ გვაქვს მოსმენილი, გაცვდა და ვეღარ ვაფასებთ. 

მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ჩვენ შედევრსაც ვერ ვაღიარებთ შედევრად, ჩანთქმულია უსახო ემპეტრითეკაში. 


არადა გვაქვს შედევრები (ნუ ჩვენი დონის, თავის პროფილში შედევრები).



ქართული კარგი დონის მუსიკა:

ნიაზ დიასამიძე 
სტეფანე
ქათამაძე
მწვანე ოთახი
სოფტ ეჯექტ
ირაკლი ჩარკვიანი
პაპარაცი
ბაკურ ბურდული
ინოლა გურგულია
მამუკა ჩარკვიანი
ცისფერი ტრიო
გოგი დოლიძე
შარვაძე
ჰამლეტ გონაშვილი (არაფოლკლორული მაქვს მხედველობაში)

ამ ავტორთაგან ყველას აქვს რამოდენიმე სიმღერა, რომელსაც ევროპელ სტუმარს მოასმენინებ.

დიდი ესთეტიკური სიამოვნება თუ არ მიიღო, იმას მაინც გაიგებს, რომ აქ ევროპაა. ევროპის პერიფერია, მაგრამ მაინც ევროპა.



ნამღერია ბევრი მართლაც კარგი სიმღერა, რომლებიც იმიტომ არ გახდნენ აღიარებული შედევრები, რომ მათმა ავტორმა ამ სიმღერების დონის ერთი ხუთი სიმღერა ვერ იმღერა, ან იქნებ აღარც მოინდომა პოლიფონუური ხანგრძლივი ქირქილის შემხედვარემ. 




ხუთი ვერა, მაგრამ 2-2 კარგი სიმღერა შეძლეს ემღერათ 
გიგა აგლაძემ, გიგა მიქაბერიძემ, გიგა კვენეტაძემ,
ლელა წურწუმიამ, სახემ, ვერიკო ტურაშვილმა, კაბუმ და ზუმბამ. 

ათი ვერა, მაგრამ ხუთი კარგი სიმღერა იმღერეს სტეფანემ, პაპარაციმ, მამუკა ჩარკვიანმა, ნიაზ დიასამიძემ, მწვანე ოთახმა და სოფთ იჯექტმა. 



ირაკლი ჩარკვიანი, ჩემს მიერ  აღიარებული უდიდესი მომღერალი (რომელსაც ერთ ათ წელში დავაფასებთ) ასევე ორ-სამ სიმღერიანად დარჩებოდა, რომ არა მუზა რომელიც შეხვდა და ცოლად გაჰყვა -ქეთათო. 
მას შემდეგ რაც ერთმანეთი იპოვნეს ირაკლი ჩარკვიანი ცალკეული უდაჩნი სიმღერების ავტორიდან თავისი პირადი სტილის შემქმნელობამდე ამაღლდა. 


სად არიან სხვა მუზები? 
იღებენ თუ არა იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც ჰქონდათ ქეთათოს, ემილი კლოდელს, მოდილიანის ცოლს, გალას? 

ხომ ხედავთ ეს ქვეყანა თქვენი მეუღლეების ნიჭს ვერ აფასებს. 

თქვენ უნდა გახდეთ მათი მუზები, მათი ქეთათოები.



დამიჯერეთ, მათ კიდევ შეუძლიათ შედევრის შექმნა.
დაე იმღერონ ოთხი ისე რა, მეხუთე შედევრი იქნება.
დაიგროვონ ხუთი - გვარის ისტორიას დარჩება,
დაიგროვონ 10- ქვეყნის ისტორიას დარჩება,
დაიგროვონ 20- საქართველოს შეცვლიან.    

1 comment:

Anonymous said...

Paragraph writing is also a fun, if you be acquainted with
after that you can write otherwise it is difficult
to write.
Also visit my blog : transfer news at arsenal football club