
ვერკვევით მასშტაბებში?
შეკითხვა
ინტერნეტის ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელის საშუალებით შენ სახლში ღებულობ იმ ინფორმაციას, რომელიც ინახება ელექტრონულ მეგა ბიბლიოთეკაში (კინოთეკაში, ფონოთეკაში, არქივში, ტელევიზიაში, რადიოში..) რომელსაც ჰქვია სერვერი.
სად მიდის გეოგრაფიულად ჩემი გაშვებული მოთხოვნა?
სად მდებარეობს სერვერი?
სად მიანათებს ჩემი ანთებული ფოტონი?
თუ მე ქართულ საიტზე ვარ მაშინ საიდან ვიღებ ინფორმაციას?
გლობალური საიტების (გუგლი, იუთუბი, ფეისბუკი) სერვერები სად არის?
თუ მე საქართველოდან ყველაზე დაშორებული კუნძულის საიტს ვნახულობ (ვთქვათ ჩილეს ან აღდგომის კუნძულების) რა მანძილს გადის ჩემი სხივი იქეთ აქეთ.
რა ხდება შუალედურ სადგურებზე (სერვერებზე)?
აი ჩრდილოეთის ციალი, ერთი ღრუბლის ზომაა, მაგრამ დედამიწაზე 50 ჯერ დიდი მაგნიტური ბურთის ყუნწს წარმოადგენს.
ვერკვევით მასშტაბებში?
მე ვერა.
Friday, December 23, 2011
ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი
Posted by
cartwheel
at
4:57 PM
4
comments
Labels: ვინიგრეტი
ყვითელი მარშრუტკები


მართალია საზოგადოების მიერ აქტიურად გაპროტესტებული იქნა თბილისის ხელისუფლების მიერ თბილისში მარშრუტკების ავტოპარკის ახალი კომფორტული მანქანებით შეცვლის გეგმა, დაიდო ყურადსაღები არგუმენტებიც ( მძღოლების უმუშევრად დარჩენა, ცენტრალიზაცია- მონოპოლიზაცია, ბიზნესის დაკრიშვა- კორუფცია ეტკ.), მაგრამ ამ გეგმას მე მაინც სასიკეთო მოვლენად ვთვლიდი - მუნიციპალური მასშტაბის რეფორმად, რომლის შედეგად ძუნძგლიანი სუნიანი მარშრუტკები, რომელშიც წინა სავარძელზე მუხლებმიბჯენილს და შდდეგად მუხლებდალურჯებულს უნდა გემგზავრა, შეიცვლებოდა ნორმატივების შესაბამისი მანქანებით, სადაც ჩაჯდომისას არ იფიქრებდი, რომ უბედური ხარ და შენი ადგილი სწორედ ამ საღორეშია.
ამ გეგმის გაცხადებიდან თითქმის ერთი წელია გასული.
წესით რეფორმის შედეგები უნდა შეგვეფასებინა, მაგრამ ნურას უკაცრავად - რეფორმა პილოტაჟური კვლევის ეტაპზეა გახიდული და სასაცილოდ გაჩაჩხული.
2012 წელს ასეთი სტატუსით ვხვდებით
:
თბილისში მარშრუტკით მგზავრობა 80 თეთრი ღირს 50-ის ნაცვლად.
მარშრუტკათა 90% ისევ ის ძუნძგლიანი ჩაჭუჭყნულსკამებიანი მანქანებია.
ახალი მანქანების წილის ზრდა აღარ შეიმჩნევა.
დიღომში 4 მწკრივად უქმად დგას გასაყიდი ყვითელი ახალი მარშრუტკები, მყიდველი კი არ ჩანს.
როგორ მივიდა ამ სტატუსამდე მარშრუტკების თითქოსდა დაგეგმილი, ანონსირებული და რაც მნიშვნელოვანია - ხელისუფლებისგან პროტეჟირებული პროექტი?
მხოლოდ რამდენიმე ფაქტორს ჩამოვთვლი, რომელსაც მე როგორც მგზავრი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ვხედავ, ყოველგვარი კულუარული გარჩევების შესახებ ცოდნის გარეშე.
აიწონა დაიწონას იგავარაკული ისტორიაა:
ახალი მანქანებით მგზავრობა 80 თეთრი გახდა, ძველებს 50 დარჩათ.
ხალხი მოერიდა 80 თეთრიან ტრანსპორტს და გადაჯდა 50 თეთრიანზე
ახალ მარშრუტკებს ცოტა ადგილი აქვთ (რიგებს შორის ფართე ინტერვალების გამო) კონკურენციის შედეგად კიდევ უფრო ცოტა მგზავრი დარჩათ და წამგებიანები აღმოჩნდნენ.
არათანაბარი პირობების აღმოსაფხვრელად და ახალი მარშრუტკების გადასარჩენად გადაწყდა ყველა მარშრუტკას ერთნაირი - 80 თეთრი ფასი დაედოს. ასეც გაკეთდა.
მგზავრი დაუბრუნდა ახალ მარშრუტკებს
ძველი მარშრუტკები ისევ მუშაობენ და რეფორმამდელზე 50% - ით მეტ მოგებას ნახულობენ ახალი ფასისგან
ახალ მარშრუტკებს ადგილების შეზღუდულობის, გათბობა- კონდიცირება- სისუფთავის ვალდებულების, მანქანის ექსპლუატაციისა მაღალი თვითღირებულების შედეგად მოგება გაცილებით ცოტა აქვთ ძველებთან შედარებით.
შედეგად დიღომში გამწკრივებულ ყვითელ მარშრუტკებს მყიდველი აღარ ჰყავს.
როგორ უნდა დასრულდეს ეს პროექტი ჩვენთვის სასიკეთოდ?
იდეები გაქვთ?
უგულავას ხომ არ ვურჩიოთ ოქრუაშვილის მეთოდი გამოიყენოს?
Posted by
cartwheel
at
4:55 PM
2
comments
Labels: ვინიგრეტი
Tuesday, December 20, 2011
შეზღუდული განვითარება
ხოშიანი ჯგუფი 90-ინებიდან.
ინტელექტუალური ზანგური ტექსტები ჯგუფისგან "დებილობა"Arrested Development.
დილით მოსასმენი სახლიდან გასვლამდე.
God I miss the 90s. Where did all the intelligent black people in music go?
Posted by
cartwheel
at
9:58 AM
1 comments
Labels: მუსიკა
Sunday, December 11, 2011
ხელთქმნილი თუ ხელთუქმნელი
რომელი ჯობია?

ეს ხელთუქმნელი სილამაზე ბისმუტის კრისტალია. მისი ავტორი უსიცოცხლო ფიზიკაა.
დაუმსახურებელი საჩუქარი ფიზიკისა და ბიოლოგიისაგან
ყველა მათგანი შემოქმედებითი წვის, ნიჭისა და აპლოდისმენტების გარეშე შეიქმნა.
ადამიანს მათ შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია
ჩვენ ამ სილამაზეების მხოლოდ შემფასებლები და მომხმარებლები ვართ და არა შემქმნელები.
ადამიანს არ შეუქმნია, ბუნებამ შექმნა.
ბუნება კი იყოფა უსაზღვრო მკვდარ კოსმოსად, ფიზიკად და მხოლოდ დედამიწის ქერქზე მოგდებულ სიცოცხლედ.
რომელმა შექმნა უფრო კარგი შედევრი, ფიზიკამ თუ სიცოცხლემ?
სიცოცხლემ თუ ადამიანის შემოქმედებითმა ტალანტმა?
რომლებია მათ შედევრებს შორის საუკეთესო?
მაშ შევეჯიბროთ ცოცხლები უკიდეგანო ფიზიკას
ფიფქი ჯობია თუ ყვავილი
წვეთი ჯობია თუ სპირალური ხვიარა
კრისტალი ჯობია თუ დეენემი
კოსმოსური სფერო–გლობუსი ჯობია თუ ნიკეა
კომეტა ჯობია თუ ავაზა
ვარსკვლავი ჯობია თუ ღრმა წყლის ფლორესცენტული ციმციმა თევზი
დაისი ჯობია თუ ნიუ
ცისარტყელა ჯობია თუ ფეიერვერკი
ტალღა ჯობია თუ სტრიპტიზი
ელვა ჯობია თუ ღამის ლას ვეგასი
ლავა ჯობია თუ ორქიდეა
დიუნი ჯობია თუ მარჯანი
Posted by
cartwheel
at
5:05 PM
0
comments
Labels: ვინიგრეტი
მცენარე მწვანეა ქლოროფილით

მცენარე მწვანეა ქლოროფილით
ქლოროფილი მაგნეზიით
სისხლი წითელია ჰემოგლობინით
ჰემოგლობინი რკინით
კანიც რკინითაა ვარდისფერი
კანზე ვენებიც რკინითაა ლურჯი
განავალიც რკინითაა ყავისფერი
შარდიც რკინითაა ყვითელი
ჰელიუმი ჯერ მზეზე აღმოაჩინეს, მერე დედამიწაზე.
ცისარტყელა ერთად თეთრია
დღეში ადამიანის ნაწლავებში სისხლიდან 10 ლიტრი წყალი ჩაიჟონება
დღეში ადამიანის პირსი 1 ლიტრი ნერწყვი გამომუშავდება
ცა შავია 20 კმ ის ზემოთ,
ცა შავია მთვარეზე, ფერი აქვს მხოლოდ მზეს და მთვარის ზედაპირს, დანარჩენი შავია
ღამე ატმოსფერო გამჭვირვალეა და შეგიძლია შეიხედო სინათლუს წლების სიშორეში, დღე ატმოსფერო თეთრ ლიბრად ეკვრება სამყაროს და 20 კმ ის იქით ვარაფერს ხედავ, თეთრი ფარდაა.
Posted by
cartwheel
at
5:03 PM
0
comments
Labels: ვინიგრეტი
Thursday, December 8, 2011
ჯონ ლენონი
30 წლის წინ ჯონ ლენონი მოკლეს.
ის ვეღარ გახდა 64 წლის.
Posted by
cartwheel
at
8:55 PM
1 comments
Labels: ადამიანები, მუსიკა
ჭიაბერაშვილის ბერმუდის სამკუთხედი
სურათს შორიდან უნდა შეხედო, ახლოდან ვერ წაიკითხავ.
ახლა, მას შემდეგ რაც ჭბს- სამოქმედების შემდეგ თბილისის ავტოპარკი თითქმის გაორმაგდა, შევხედოთ ამ გადაწყვეტილებას თავიდან. გაამართლა თუ არა მან?
ამ შეკითხვაზე საპასუხოდ მოგვიწევს წარმოვიდგინოთ თუ როგორი იქნებოდა მოძრაობა დღევანდელი მანქანების რაოდენობითა და ადრინდელი მოძრაობის ორმხრივი მიმართულებებით.
მაშინ ძალიან აღგვაშფოთა იმან, რომ უმოკლესი გზა გადაგვიკეტეს და შორი გზით გაგვიშვეს,
მაგრამ ახლა ჩვენ თვითონ ვირჩევთ გრძელ ახალ გზას, რათა დანიშნულების ადგილზე უფრო მალე და კომფორტულად მივაღწიოთ.
ჩემი ფანჯრების წინ მდინარე ვერეს ხეობაში ახალი გზაა, ერთთვიანი ეჭვის შემდეგ მასზე იმდენმა მანქანამ იხუვლა, რომ დღე და ღამე მძივივითაა ასხმული.
ამ მანქანების ყველა ავტომფლობელი მცირე ყოყმანის შემდეგ გრძელ და სწრაფ გზას დაადგა.
Posted by
cartwheel
at
5:52 PM
3
comments
Labels: ვინიგრეტი
