Sunday, June 30, 2013
Saturday, April 6, 2013
Wild Dolphin "Asks" Divers to Help Free Itself from Hook
ცხოვრებაში ერთხელ მაინც სანახავი ვიდეოები აქაა.
Wild Dolphin "Asks" Divers to Help Free Itself from Hook
Posted by
cartwheel
at
2:24 PM
6
comments
Labels: Discovery, forum.ge, ადამიანები, ვინიგრეტი
Friday, April 5, 2013
ფარფლები თბილისში
1000 წლის შემდეგ რა მუსიკას მოუსმენენ?
ადამიანი ანატომიურად იგივეა მილიონი წელი, ინტელექტით 200000წელი.
ათასი წლის შემდეგაც იგივე იქნება რაც დღესაა. ვერ შეიძენს ვერც ულტრაბგერის აღქმის უნარს და არც ბააყივით მხოლოდ მოძრავ საგანს დაინახავს. 1000 წლის შემდეგ ადამიანს იგივე ჯიგარი დაეწვება.
ვინ ვარ მე, ადამიანი? იკითხავს ის, და მიაკითხავს წინაპრებს. იქ კი დიფ ფარფლი დახვდება თავისი ეთერნითი მუსიკით.
ფარფლების მინიმუმ 7 სიმღერა მიაღწევს 1000 წელს.
მე მინდა ვიგრძნო აღმატებულობა ყველა შემდეგი საუკუნის შთამომავალის წინაშე - მე ფარფლებს რეალურ ცხოვრებაში ვნახავ და ლაივში მოვუსმენ.
მე ვიქნები მადლობელი მათი იმისთვის, რომ ჩემს ქალაქში იმღერებენ.
და კიდევ ერთი სამადლობელი მაქვს მათდამი... იქნებ თქვენ ვერც გამიგოთ.
საბჭოთა კავშირი ათმა ტანკმა დაანგრია, ათიდან ერთერთი დიფ ფარფლია, დიფარფლი.
არ მოგესმათ. საბჭოთა კავშირს ვერ დაანგრევდა 3 გამსახურდია და 6 სახაროვი, საბჭოთა კავშირი, კაბზონის, მაგომედოვის, ლეშჩენკოს, ზიკინას საბჭოთა კავშირი დაანგრია დიფარფლმა, ლედზეპელინმა, ქვინმა, ბითლებმა, პინკ ფლოიდმა, ჯიჯუსქრაისტსუპერსტარმა, ქსეროქსის აპარატმა და ვიდეომაგნიტოფონმა.
კიდევ სამი ტანკი?
რეიგანი, გორბაჩოვი და ელცინი.
დისიდენტები ათეულში არ შედიან, არც ტანკებში, ჰა, ჰაა ტყვიამფრქვევებში გავიდნენ.
როკმა დაანგრია ბოროტების რკინის ფარდა.
ამიტომ მივდივარ დინამოზე ოფენეაზე. შვილებთან ერთად, ოღონდ მათ მუდსელექტორის მოსმენა უფრო ეჩქარებათ. კარგია ეგეც, სულ სხვა ოპერიდან ოღონდ.
Posted by
cartwheel
at
7:45 AM
2
comments
Labels: მუსიკა, პროგნოზი, ჯერარდაბადებული საქართველო
Sunday, February 17, 2013
999–ე პოსტი
საიუბილეო, 999–ე პოსტი.
გადავრჩით.
დედამიწას იმაზე 10 ჯერ დიდი მეტეორი აცდა, ვიდრე დაეცა..
ცაში ახედე, რა ლლლამაზია... ჯერ.
Posted by
cartwheel
at
2:00 PM
3
comments
Labels: ძირს პათეტიკა
Thursday, January 10, 2013
სასარგებლო ინტერნეტი, აქ შევაგროვოთ სასარგებლო საიტები
This summary is not available. Please click here to view the post.
Posted by
cartwheel
at
1:55 PM
7
comments
Labels: forum.ge, სასარგებლო
Saturday, January 5, 2013
შანიას პასუხი რობერტს 18 წლის დაგვიანებით.
1985
2003
იპოვე 9 მსგავსება:
-მომღერალი 5 ბექით
-თემა კაცი ქალს, ქალი კაცს
-ერთი კლავიში, ერთი დრამი,3 გიტარა, ერთანაირი თანმიმდევრობა
-ბექების ასინქრონული ცეკვა
-ბექები გარეგნულად
-რობერტის და შანიას შავთეთრი ტანსაცმელი
-თეთრი გიტარები
-ცეცხლოვანი ფონი
-როკ ჟღერა
Posted by
cartwheel
at
11:04 AM
0
comments
Labels: მუსიკა
Monday, December 24, 2012
ოპტიკური ტყუილი – ილუზია
ცივილიზაციამ დაუშვა ოპტიკური ტყუილები, ეს თემა ყველაზე გავრცელებულ ოპტიკურ ტყუილზეა – ავტომანქანებზე. მაგრამ ჯერ ნუტელაზე. ნუტელაც დაშვებული ოფიციალური ილუზიაა, მწარმოებელს ის ძვირი უჯდება, მყიდველი არ არის თანახმა იყიდოს ცოტა ძვირად, ამიტომ ნუტელას ქილა მწარმოებელმა ისეთი ფორმით დაამზადა, რომ მყიდველს ის დიდი ეგონოს – ხუფი განიერი, ანფასი განიერი, მხოლოდ გვედრდხედშია ვიწრო. ყველა კმაყოფილია: გამყიდველმა მოინადირა მყიდველი, მყიდველმა მნიშვნელოვანი ნივთი შეიძინა, მერე რაა, რომ მალე გათავდება, ეს მერე იქნება. 2000 წლის შემდეგ გამოშვებულმა ავტომობილებმა უნიფიცირებული იდეალური სასურველი ფორმა მიიღო, ქუჩებში დაქრიან მორჩილი და ლამაზი ბალიშები, ბოტასები, თვალები გაუდიდდათ, პიროვნული იერი მიიღეს, ადამიანური, მომრგვალებული და კანონზომიერი.
გინდა ჩაეხუტო და მოეფერო. მაგრამ ეს ილუზიაა. ავტომობილი 1 ტონიანი რკინაა, ცივი და საშიშია, უროა, ნაჯახია, ბურღია, შუბია. ეს როცა დგას, ხოლო მაშინ, როცა მოძრაობს პლიუს კიდევ გილიოტინაა, ცელია, ძრავიანი ხერხია, ქარხნის შტამპპრესია. ჩვენ მას ვერ ვხედავთ. ავტომობილის შინაგანი ბუნება მხოლოდ ავარიის შედეგად მგამოვლინდება ხოლმე. ჩვენ წამიერად დავჭყიტავთ თვალებს და პირჯვარს გადავიწერთ, აი, შეეშალა და დაისაჯა, ჩემი მანქანა კი ბუნთულა და ღუნღულაა. ჯობია გუნებაში, იქ სადღაც მიმალულში მაინც გვახსოვდეს, ეს რკინა საშიშია. შენ სანამ მანქანის მართვის მოწმობას მოგცემდა სახელმწიფო, ფსიქო მოგთხოვა, მაშინ ზოგადი უნარების ტესეტები არ იყო და იმიტომ. შენ თუ მანქანას წესიერად მართავ და ამავე დროს ნაპოლეონი ან გრეტა გარბო ხარ, ეს პრობლემას არავის შეუქმნის, მაგრამ ფსიქო მინიმალურ გარანტიას მაინც იძლევა, რომ შენ გზაზე წარმოქმნილ მარტივ ამოცანებს მაინც გადაწყვეტ. იყავი ფრთხილად, იყურე შორს, გათვალე დროზე. ნუ შეგაცდენს ოპტიკური ილუზიის შედევრი – თანამედროვე ავტომობილი. შენ გილიოტინას დააქროლებ. სინამდვილეში ის ასეთია. ან სულაც, ასეთი.
Posted by
cartwheel
at
3:23 PM
2
comments
Labels: ვინიგრეტი







