Monday, March 28, 2011

პროფილი, ნანუკას შოუ, ცხოვრება მშვენიერია, სამოთხის ვაშლები




არაერთხელ გსმენიათ უკმაყოფილო კომენტარები საქართველოს ტელევიზიის შესახებ. 
უგემოვნო, მარტივი, ზედაპირული, გოიმური, გატყლარჭული, ცრემლიანი, სნობური, ფამილარული,  ძალად გლამურული, დიდი გეგმის ნაწილი, რომლის მიზანიც ხალხის გამოთაყვანებაა. 
ეს გადაცემები ყველა ამ რეპლიკის ადრესატი ხდება. 

მართლაც ზედმეტია არეული,  წაგებული, ღარიბ, გარდაქმნის ( ქვაეყნის და კერძოდ საზოგადოების გადაქმნის)  პროცესში მყოფი ქვეყნისათვის ამდენი ერთმანეთის მადუბლირებელი სადიასახლისო გადაცემა

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს გადაცემები უხარისხოებია და დაბალი დონისანი,  და იქვე უამრავ დეტალს ასახელებენ, რითაც ადასტურებენ, რომ ამ გადაცემების აქტიური მაყურებლები არიან. 

მე კი მიმაჩნია, რომ დონე ამ გადაცემებს არ აქვთ ცუდი. 
გააჩნია  რას ვადარებთ. 
როგორი გადაცემები ეკუთვნის საქართველოს? 
კონკრეტულად როგორი დონის გადაცემები დიასახლისებისთვის ეკუთვნის საქართველოს? 

როგორია საქართველოს დონე? როგორი დონის გადაცემაზეა მოთხოვნაა ქართველი ტელემაყურებლის მხრიდან? 

მოდი მოვჭუტოთ თვალები და დავაკვირდეთ, იქნებ ვიპოვოთ საქართველოს ის მითიური დონე, რომელსაც თურმე ქართული ტელეგადაცემები არ შეესაბამება. 

საქართველო არის ის ქვეყანა რომელშიც: 
-2011 წელსაც იწარმოება უხარისხო არაყი ლუდი და ტუალეტის ქაღალდი, 
-არ გვაქვს ბუნებათმცოდნეობის არცერთი მუზეუმი
-არცერთ ქართულ როკ- პოპ ჯგუფს არ შეუქმნია თუნდაც წამიერი შლაგერი რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდებოდა. 
-შიდა პოპ-როკ სომღერების ტექსტები შეფასებათა 10 ქულიანი სისტემით 3- იანს ვერ აჭარბებს
-ტელევიზიაში ლათინური საპნის ოპერები ერთდროულად სამ ძირითად არხზე გადის დილის ცხრიდან და გრძელდება საღამომდე, როცა მას კრიმკნალურ თემაზე სერიალები ცვლის.
-ასევე დილის 9 სთ დან იწყება სხვადასხვა მასშტაბის შეჯიბრებები ცოცხალ სალაღობო სიმღერებში. 
-სადაც მძღოლები შუქნიშანზე გადასვლა დაუსრულებელ ქვეითებს მანქანის წვივზე მიგდებითა და  ბღუილით გადარეკავენ ხოლო ქვეითები კი გზას დიაგონალზე კვეთენ ავტომობილთა  ნაკადის  მოძრაობისკენ ზურგშექცეულები
-სადაც არსებობს რადიოები საქართველოს ხმა, არ დაიდარდო და ნაცნობი. 

-რომლის ქვეყნის გარეთ ცნობილ ქართველ არაპოლიტიკოს პიროვნებათაგან ყველაზე ცნობილი ბუბა კიკაბიძეა, რომელსაც ოთარ კუშანაშვილი და თიკა კანდელაკი მიჰყვებიან (ქეთი მელუას ქართველობა კი ჩვენს გარდა არავინ იცის). 

-ანსვერს კომ, ინტერნეტსაიტი, რომელიც ყოველდღიურად განახლებული გვერდით: ერთი თავისუფალი სტატიითა და ერთი იმ კონკრეტული კალენდარული თარიღის ღირსშესანიშნაობებისა და იუბილარების ჩამონათვალს გვთავაზობს, მხოლოდ ორჯერ  შეეხო საქართველოს შვილს:
1. სტატიაში კრიმინალები მთავრობაში მოჰყვნენ ჯაბა იოსელიანის შესახებ
2. დღეს დაბადებულთაგან ცალკე წერილი მიუძღვნეს უიღბლო ნოდარ ქუმარიტაშვილს

 
-ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიო ტელე ნიუსებში არაერთხელ მოხვდა ქართველი ხალხი (კრებით სახელ - ხალხად) რომელმაც თავი იმით გამოიჩინა, რომ თვეების განმავლობაში ცდილობდა დაებლოკა საკუთარი წაგებული ქვეყანა.  



ხოდა, რა დონეს ვთხოვთ ამ გადაცემებს?
მე მგონი რომ პირიქითაა, ეს გადაცემები საქართველოს დიასახლისებს რომ ეკუთვნით იმ დონეზე ცოტა მეტიცაა. სხვა საქმეა, რომ დიასახლისების გარდა ტელემაყურებლების სხვა სექტორებიც არსებობს (თინეიჯერები, პოლიტიკაზე, სპორტზე, ანალიტიკურ გადაცემებზე, ლიტერატურულ, ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე, შემეცნებით, ისტორიულ, ეკონომიკის, წარმოების, სოფლის მეურნეობის, მუსიკალური, მოგზაურობის "ინტერესჯგუფები" ).


რატომ არ გვაქვს გადაცემები მათთვის?
დავიჯერო რომ ყველა ამ ჰიპოთეტური კარგი გადაცემის გამკეთებელს დიასახლისების გადაცემების ავტორებმა გადაუგრიხეს ხელები?
არ მჯერა.

უფრო იმ პრინციპის მჯერა, რომ რაოდენობა ხარისხში (გადა)იზრდება.
ჰოდა ჩვენი ერის დიასახლისი ფსიქოლოგია იმდენად დომინანტურია, რომ ხარისხში გადაიზარდა, და გვაქვს დიასახლისების ტელევიზია,

აი, ჩვენი ერის ფსოქოლოგიურ პორტრეტში სხვა ინტერესებიც რომ ყოფილიყო ანგარიშგასაწევი, მაშინ ის მიმართულებები იქნებოდა დომინანტური თუ არა, სათანადოდ წარმოდგენილი მაინც.
      

სკარლეტ იუჰანსონი, ტომ იორკი და დევიდ ბოუი





უცნაური რამაა ეს კონკურსები, ფესტივალები, ჩარტები, ქაუნთდაუნები და ბესტსელერთა სტატისტიკები. 

თითქმის არასდროს იმარჯვებს ის, რომელსაც მე ვამჯობინებ. 
ერთერთ ცნობილ რეჟისორს ნათქვამი აქვს, მე ვინტერესდები იმ ფილმებით, რომლებიც მესამე მეოთხე ადგილზე გადიან, გამარჯვებულები მასაზე გათვლილი ფილმები ხდებიანო. 


ერთადერთხელ მოვისმინე ტელევიზორში რედიოჰედის ქება, ერთმა მუს მიმომხილველმა ის მეგაჯგუფად მოიხსენია. 
მას შემდეგ ერთეულ შემთხვევებში თუ გადავწყდომივარ ტომ იორკს მუსიკალურ არხებზე. 

ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად ინდივიდუალურია,  განწყობას მოითხოვს. 
კარგიცაა რომ იშვიათად ისმის და შესაბამისად არ ცვდება. ისევ ყურსაცვამებით ჯობჯა მისი სმენა. 
ჩემი თვალსაწიერით ტომ იორკი უდიდესი მუსიკოსია, ყველაზე დიდი ცოცხალთაგან . 
დარწმუნებული ვარ განვითარებულ მსოფლიოში ამ აზრზე ბევრია. 

მაგრამ, რაში უნდა გამოიხატოს ტომ იორკის ეს სიდიდე თუკი არცერთ ჩარტ, ქაუნთდაუნ, სტატისტიკაში ის ათეულშიც არ ხვდება? 


საიტი ffffound.com ისაა ფოტოგრაფებისა და  დიზაინერებისთვის რაც იუთუბი ვიდეოროლიკების ამტვირთავებისთვის. 
აქ კრებენ მთელი მსოფლიოს დიზაინერები და ფოტოგრაფები  თავიანთ ნამუშევრებს. 
ამ საიტს მოცალეობის ჟამს ალბათ უკვე ორი წელია ვათვალიერებ და თქვენც გირჩევთ. უდრტვინველი დროისტარების საუკეთესო საშუალებაა.





ხოდა, ტომ იორკის ადგილი დასავლურ საზოგადოებაში აქ შეიძლება აღმოაჩინო. 

იმ უამრავ პორტრეტებს შორის, რომელიც ამ საიტზე იდება ის თვალუწვდენელი უპირატესობით სჯაბნის მეორე ადგილზე მყოფ ადამიანს, მეორე მუსიკოსს დევიდ ბოუის. 
თუმცა... კაცებს შორის, ხოლო ადამიანთა  შორის ასევე თვალუწვდენელი უპირატესობა ქალს აქვს- სკარლეტ იუჰანსონს. 
მისი ფოტოები ტომისას ალბათ 10-ჯერ აღემატება. 

გამარკვევს ვინმე? 
თუ ტომის სიუხვე ffffound.com - ზე დედამიწის ცივილიზებული მოსახლეობის მიერ ტომის დიდ მუსიკოსად აღიარების არაპირდაპირ მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ, რა ახსნა უნდა მოვუძებნოთ გაბუტული სკარლეტის უპირობო ერთპიროვნულ დომინირებას? 
მე არ მაქვს პასუხი. 
საიტზე ffffound.com დევიდ ბოუის ( პორტრეტებს შორის სიხშირით მესამე, მაგრამ ლიდერებზე გაცილებით ცოტა, ალბათ სკარლეტის 5 და ტომის 20%) თვალსაჩინობის  ახსნა ალბათ მის ჭრელ თვალსა და ექსცენტრულ ბიოგრაფიაში უნდა მოვჩხრიკოთ, სკარლეტი არ ვიცი,
ტომის შემთხვევაში  კი ffffound.com არაოფიციალური და არაპირდაპირი ჩარტი, გრემი, ქაუნთდაუნი და რეიტინგია. 
ტომ იორკი უდიდესია ცოცხალ მუსიკოსებს შორის. 
ის ქმნის უკვდავ კლასიკას. 








სუპერგაჯაზებული რედიოჰედი ბრად მილდაუს ტრიოს შესრულებით
კლასიკაა.

ბოდიში, არ მცოდნია ტომის წარმატებების შესახებ, აგერ, 2004 წელს მიუღია ეს სასახელო პრიზი.

ხო, ამ სიმღერების ორიგინელები თქვენ თვითონ მოიძიეთ , იმედია იცით უკვე თუ არა და მოსალოცნი ყოფილხართ, მე კი განმანათლებელი.                 

Wednesday, March 23, 2011

შუქჩრდილები







Every cloud has a silver line
ყველა ღრუბელს აქვს ვერცხლის მაქმანი

ანუ ყველა ცუდს აქვს კარგი მაქმანი, ელემენტი, მხარე. 


პრიმიტიულ საზოგადოებებში ეს ვერცხლის მაქმანი იმდენად ეფექტურ პათეტიურ ლეგენდას უქმნის ლიდერს, რომ ეს მის მმართველობას თითქმის სიცოცხლის ბოლომდე უხანგრძლივებს. 


ჩაუშესკუ რუმინელი ხალხის ბელადი მაშინ იყო, როცა ის ბუქარესტში 1966 წლის პრაღაში რუსების ტანკებით შეჭრის საწინააღმდეგო ერთ მილიონიან  მიტინგზე გამოვიდა და სსრკ დაგმო. 

ასლან აბაშიძე მაშინ გახდა აჭარის მაცხოვრებელთა ლიდერი, როდესაც მან აჭარაში მხედრიონი და ათასგვარი საძმოები არ შეუშვა. 

ფიდელ კასტრო მაშინ გახდა კუბელების ლიდერი, როცა მთელი კუბა , მათ შორის კუბის მთავრობა მდიდარი გრინგოების კაზინოს ლაქიებად იქცნენ. ფიდელმა კი კუბას ღირსეული არსებობის ლეგენდა მისცა.  


პუტინი მაშინ იქცა რუსეთის ლიდერად, როცა ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო და მის გამშუქებლად ჟურნალისტები არ გააკარა ჩეჩნეთს (რომ მოიგებდა ცხადი იყო, როგორ მოიგებდა, რამხელა მსხვერპლით, ეს შეიძლება კომპრომატად დარჩენოდა მასაც და რუს ხალხსსაც). 

ვერცხლის მაქმანი ჰქონდა მაო ძედუნსაც, რომელმაც ჩინეთის მთავრობა და კოლაბორაციონისტი  იმპერატორი გადმოაყირავა და ამით ჩინეთის " 40 წლიანი სირცხვილის ეპოქა" როცა ჩინეთს პაწაწკინტელა ინგლისი, იაპონია, საფრანგეთი, რუსეთი და ვისაც არ ეზარებოდა მართავდა, დაასრულა. 


ირანელების მხსნელი იყო პარიზიდან დაბრუნებული აიათოლა ხომეინი, რომელმაც გაზულუქებული და ამერიკასთან შეთამაშებული შახის ჩამოგდება ითავა და ხალხს ახალი გზა ხსნისა- თეოკრატია დაუსახა.


ასეთივე სენტიმენტური ვერცხლის ვარაყი აქვთ ნურსულთან ნაზარბაევს, თურქმენბაშის

და კიდევ უფრო მოულოდნელ.  ვერცხლის მაქმანი ჰქონდათ ჰიტლერს, პოლპოტას, კიმერსენს, ბოკასას, დუჩეს, ნაპოლეონს, ლენინს, სტალინს. 

ყველა ამ ადამიანის მმართველობისას ეს ვერცხლის მაქმანი იმდენად კაშკაშაა, რომ მისით თვალმოჭრილი ხალხი ღრუბელს ვეღარ ხედავს. 

არიან საპირისპირო ხვედრის ლიდერები, რომელთა მმართველობა ერთი გაწელილი მრუმე ღრუბელია, ვერცხლის მაქმანი მათი სიკვდილის შემდეგ ჩნდება და დროთა განმავლობაში იმდენად ბრწყინდება, რომ ღრუბელს ფარავს. 

მაგალითად დავით აღმაშენებელი, გიორგი სააკაძე, ერეკლე მეორე
ვახტანგ მეექვსე, 



ქრისტე, ნიკო ფიროსმანი, ამადეო მოდილიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ავთო ვარაზი, ტერენტი გრანელი,




როგორ უნდა შევაფასოთ ლიდერი?  როგორ შევარჩიოთ სწორი რაკურსი, რომ ობიექტი მომავლიდან დასანახი  დავინახოთ?             

Tuesday, March 22, 2011

Webber, Andrew Lloyd (b. 1948)





ამ კაცმა ხაზი გადაუსვა მისთვის განგებისაგან უშურველად ნაჩუქარ ბონუსს, ის კომიკოსი მსახიობი არ გახდა.არადა, შეეძლო, მცირე მონდომება მას მსოფლიო მნიშვნელობის კომიკოსად აქცევდა.ხომ ხდებიან ძალიან მაღლები კალათბურთელები. ენდრიუ ლოიდი კი, კომიკოსი უნდა ყოფილიყო, რომ არა მისი სიჯიუტე და ამბიცია.
ის კომპოზიტორია, გენიოსი რომლის სახელი ყველამ ვიცით, სახეზე კი ვერ ვცნობთ,არ ჯდება ჟანრში და შესაბამისად შოუბიზნესი არ ატირაჟირებს.
ენდრიუ ლოიდ ვებერმა 1973 წელს სამყარო გაამდიდრა როკოპერით "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" და კიდევ რაღაც-რაღაცეებით.

მაგრამ ეს, "ჯიზუს ქრაისტ სუპერსტარი" უძლიერესია, ისტორიულია, ერთერთი ტანკია, რომელმაც სსრკ ააყირავა.
ის ერთეხელ მაინს უნდა ნახო ფილმად, მაგრამ... ათჯერ უნდა მოისმინო მარტომ, სსრკ-ს დროინდელ ხრუშჩოვკებში, რომ მისი ძალა შეიგრძნო.

მაგარი მუსიკა, მაგარი ტექსტები, ინგლისურის ცოდნა მარტო ამად ღირს.






Sunday, March 20, 2011

დღეს გაზაფხული დადგა.

არ მოგესმათ, დღეს.
ასტრონომიულ-გეოგრაფიულ-მეცნიერულად ასეა.
აქამდე ღამე დღეს ჭარბობდა, დღეს გაუტოლდა და ამიერიდან დღე ღამეს გადააჭარბებს. გაზაფხული 20 მარტიდან 21 ივნისამდე გაგრძელდება.

აგერ ნახე ჩემი თუ არ გჯერა.

Saturday, March 19, 2011

ბრუს ვილისის 3 ფილმი

ბრუს ვილისის 3 ფილმი, რომელიც არ შეიძლება არ ნახო.


"მეექვსე გრძნობა"
The Sixth Sense
1999

"სუროგატები"
Surrogates
2009


და
"მაკულატურა"
Pulp Fiction
1994


სამივე აუცილებლად სანახავია.


სამი განსხვავებული ფილმი.
თუ "მაკულატურა" მუდმივი სანახაობაა გაფანტული ქიშმიშებით, "მეექვსე გრძნობა" და "სუროგატები" ერთი გაწელილი ოსკარ უაილდისებრი იგავარაკია, რომლის ნახვაც იმიტომაა აუცილებელი, რომ ფილმში (ორივეში) ის ჯადოსნური 5 წუთია, რომლისთვისაც გაკეთდა მთელი ფილმი, და რომელიც სხვა კაცს გხდის, ცოტა უფრო რთულს და უკეთესს ("მაკულატურისგან" განსხვავებით).

Thursday, March 17, 2011

რაკურსს გააჩნია




პრინციპული - ინტრიგანი
სამართლიანი- ჩამშვები
აღტაცებული- აღტყინებული
გახარებული- ჭყლოპინა
დინჯი- ზანტი
მძიმე- ბოღმა
გულწრფელი- სულელი
მცველი- მტერი
წესიერი/მოწესრიგებული- ბიუროკრატი/ პედანტი
ლაღი- თავხედი
უშუალო- უტაქტო
უკომპლექსო- ბოზი
თამამი - თავხედი