Every cloud has a silver line
ყველა ღრუბელს აქვს ვერცხლის მაქმანი
ანუ ყველა ცუდს აქვს კარგი მაქმანი, ელემენტი, მხარე.
პრიმიტიულ საზოგადოებებში ეს ვერცხლის მაქმანი იმდენად ეფექტურ პათეტიურ ლეგენდას უქმნის ლიდერს, რომ ეს მის მმართველობას თითქმის სიცოცხლის ბოლომდე უხანგრძლივებს.
ჩაუშესკუ რუმინელი ხალხის ბელადი მაშინ იყო, როცა ის ბუქარესტში 1966 წლის პრაღაში რუსების ტანკებით შეჭრის საწინააღმდეგო ერთ მილიონიან მიტინგზე გამოვიდა და სსრკ დაგმო.
ასლან აბაშიძე მაშინ გახდა აჭარის მაცხოვრებელთა ლიდერი, როდესაც მან აჭარაში მხედრიონი და ათასგვარი საძმოები არ შეუშვა.
ფიდელ კასტრო მაშინ გახდა კუბელების ლიდერი, როცა მთელი კუბა , მათ შორის კუბის მთავრობა მდიდარი გრინგოების კაზინოს ლაქიებად იქცნენ. ფიდელმა კი კუბას ღირსეული არსებობის ლეგენდა მისცა.
პუტინი მაშინ იქცა რუსეთის ლიდერად, როცა ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო და მის გამშუქებლად ჟურნალისტები არ გააკარა ჩეჩნეთს (რომ მოიგებდა ცხადი იყო, როგორ მოიგებდა, რამხელა მსხვერპლით, ეს შეიძლება კომპრომატად დარჩენოდა მასაც და რუს ხალხსსაც).
ვერცხლის მაქმანი ჰქონდა მაო ძედუნსაც, რომელმაც ჩინეთის მთავრობა და კოლაბორაციონისტი იმპერატორი გადმოაყირავა და ამით ჩინეთის " 40 წლიანი სირცხვილის ეპოქა" როცა ჩინეთს პაწაწკინტელა ინგლისი, იაპონია, საფრანგეთი, რუსეთი და ვისაც არ ეზარებოდა მართავდა, დაასრულა.
ირანელების მხსნელი იყო პარიზიდან დაბრუნებული აიათოლა ხომეინი, რომელმაც გაზულუქებული და ამერიკასთან შეთამაშებული შახის ჩამოგდება ითავა და ხალხს ახალი გზა ხსნისა- თეოკრატია დაუსახა.
ასეთივე სენტიმენტური ვერცხლის ვარაყი აქვთ ნურსულთან ნაზარბაევს, თურქმენბაშის
და კიდევ უფრო მოულოდნელ. ვერცხლის მაქმანი ჰქონდათ ჰიტლერს, პოლპოტას, კიმერსენს, ბოკასას, დუჩეს, ნაპოლეონს, ლენინს, სტალინს.
ყველა ამ ადამიანის მმართველობისას ეს ვერცხლის მაქმანი იმდენად კაშკაშაა, რომ მისით თვალმოჭრილი ხალხი ღრუბელს ვეღარ ხედავს.
არიან საპირისპირო ხვედრის ლიდერები, რომელთა მმართველობა ერთი გაწელილი მრუმე ღრუბელია, ვერცხლის მაქმანი მათი სიკვდილის შემდეგ ჩნდება და დროთა განმავლობაში იმდენად ბრწყინდება, რომ ღრუბელს ფარავს.
მაგალითად დავით აღმაშენებელი, გიორგი სააკაძე, ერეკლე მეორე
ვახტანგ მეექვსე,
ქრისტე, ნიკო ფიროსმანი, ამადეო მოდილიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ავთო ვარაზი, ტერენტი გრანელი,
როგორ უნდა შევაფასოთ ლიდერი? როგორ შევარჩიოთ სწორი რაკურსი, რომ ობიექტი მომავლიდან დასანახი დავინახოთ?
Wednesday, March 23, 2011
შუქჩრდილები
Posted by cartwheel at 11:44 PM
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
რა შუაშია მაგრამ..... საინტერესო სიაა..... http://brass612.tripod.com/cgi-bin/things.html
Post a Comment