მეექვსე საუკუნეში თურქები მომთაბარე ტომი იყო, რომელიც მონღოლეთიდან ტაჯიკეთამდე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.
რომელ რასას წარმოადგენდა ეს ტომი?
ჩემს ისტორიის სკოლის წიგნში დაახლოებით -1982 წელს ვკითხულობდი, რომ თურქ-სელჯუკები მომთაბარე მონღოლური ტომი იყო.
ეგ ეჭვი ბავშვობიდამვე გამიჩნდა, როგორ გახდა მონღოლური რასის ხალხი ინდოევროპული რასის წარმომადგენელი თურქების მშობელი?
არადა თანამედროვე თურქები აშკარად ინდოევროპელები არიან და არა მონღოლოიდები.
ეშლებათ ისტორიკოსებს მეთქი, ვფიქრობდი.
დისქავერზე დოკ. ფილმი იყო სახელწოდებით "ასკერები"
ასკერები თურქეთის სულთანის კარზე გავლენიანი სამხედრო პირები იყვნენ.
მათი ძალა რამოდენიმეჯერ სულთნის ძალასაც აღემატა და ერთი ორჯერ წარმატებული გადატრიალებაც მოუწყვით თავისთვის მისაღები სულთნის გასამეფებად.
ასკერები მცირერიცხოვანი მაგრამ, გავლენიანი თავნება მდიდარი უმაღლესი კასტა იყო.
Askeri (Ottoman Turkish: عسكري) is an Ottoman Turkish term that refers to a class of imperial administrators in the Ottoman Empire.
This elite class consisted of four main groups: the military, the court officials, the nobility, and the religious clergy. Though term itself literally means "of the military", it more broadly encompasses all higher levels of imperial administration. To be a member of this ruling elite, one thus had to hold a political office in the service of the Ottoman Empire, meaning that both Muslims and non-Muslims in those positions could be considered askeri.
It was contrasted with the reaya, the tax-paying lower class, and the kul, or slave class, which included the Janissaries.
მათი ბატონობა მე- ???16 საუკუნემდე გაგრძელდა, როდესაც მეფის კარის შიდა იწილობიწილო ომის შედეგად ასკერების მმართველობა გადაგდებული იქნა.
ამ დროისათვის ასკერების ყოყლოჩინობა და ბაქიბუქი ყველას მობეზრებული ჰქომდა, მათი სამხედრო მნიშვნელობა უკანა პლანზე გადაწია ეხალფეხადგმულმა არტილერიამ. ასკერები როგორც წარმატებულ სამხედროთა კასტა მას შემდეგ აღარ აღორძინებულა.
მანამდე კი მათ, ასკერებს ხელისიფლებაში იერარქიის ზედა საფეხური მოსდგამდათ, გენეტიკურად გადაეცემოდათ როგორც ევროპაში ფეოდალ რაინდებს.
ცხოვრობდნენ სულთნის სასახლეში და სახელმწიფო სიმდიდრეში ბანაობდნენ. 



დისქავერის იმ დოკუმენტურ ფილმში ასკერების მმართველობის გადაგდება გადმოცემული იყო როგორც პროგრესული მოვლენა თურქეთის სახელმწიფოსათვის.
ასკერების შემდეგ მოახერხა თურქეთმა ყველაზე დიდი დამპყრობითი ომების წარმოება, დაიპყრო ბაბილონი, იერუსალიმი ეგვიპტე და ჩრდილოეთი აფრიკა, ებრძოლა ესპანელთა არმადას, რუსების ფლოტილიას, დაიპყრო საბერძნეთი და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთი და ეს ყველაფერი დაუმატა ძველ ისედაც უზარმაზარ თურქეთს.
ასკერების ჩამოგდებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა და აი რა.
თურქსელჩუკები მომთაბარე მონღოლოიდები იყვნენ. მათ დაიპყრეს დიდი მიწები და საბოლოოდ დაფუძნდნენ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. მათ იქ რომის - ბიზანტიის იმპერია დახვდათ თავისი ვასალი ადგილობრივი ქვეყნებით, რომლებიც იმ დროისთვის იმპერიის პოლიტიკურ იერარქიაში იჯდნენ და თავს არ ამჟღავნებდნენ.
რომმა იქ მისვლამდე არსებული უამრავი ქვეყანა გაარომაელა: პართიელები, ხეთები, ურარტუელები, მოსინკები, კაპადოკიელები, მიდოელები, ტროელები, ეფესელები, კესარიელები, ანატოლიელები იმ დროისთვის (თურქ სელჯუკების ხელისუფლებაში მოსვლამდე) უკვე რომაელები- ბიზანტიელები იყვნენ და თავისი ისტორიული იდენტობა გვარიანად ჰქონდათ დაკარგული. ადგილობრივი აბორიგენები რაოდენობით მნიჩვნელოვნად აჭარბებდნენ ბიზანტიელ რომაელებს და ბერძნებს, მაგრამ იერარქიაში მტკიცედ ისხდნენ მათ ქვემოთ. მსახურობდნე ბიზანტიურ ჯარში, აშენებდნენ ბიზანტიის ტაძრებს და ეკონომიკას.
სელჯუკების გაბატონებით რომაელების იერარქიის მწვერვალი სელჯუკთა იერარქიია მწვერვალობით მათთვის იოლად შეიცვალა.
არ მომხდარა ერთი ერის გენოციდი და იმ ტერიტორიაზე მეორე ერის ჩასახლება. ეს თითქმის არც არადდროს მომხდარა ომით.
მთელი ეთნოსის განადგურება და იქ სხვა გენის ჩასახლება მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით ხდებოდა ისტორიაში. უფრო გავრცელებული ფორმა იყო ასეთი, აბორიგენთა ომში დამარცხების, რომელშიც საერთო მოსახლეობის ალბათ 5 % დაიღუპებოდა, შემდეგ ერი აღიარებდა ვასალობას და აგრძელებდა ცხოვრებას ახალი მმართველის ხელში. რომაელებგამოვლილმა აბორიგენმა ხალხებმა მარტივად მიიღეს ახალი სუზერენი - მონღოლოიდი თურქსელჯუკი.
ეს სუზერენი ისევ იქ, კონსტანტინოპოლში დაჯდა და მტკიცე იერარქიული ქსელები გააბა. ხალხი ახლა თურქსელჯუკთა ჯარში წავიდა და თურქსელჯუკთა ეკონომიკა და სიმდიდრე აშენა, იყვნენ რომაელ- ბიზანტიელები, გახდნენ თურქები.
ასკერებს სულთნის კარზე ზემდგომობა მოსდგამდათ, მათ უფლება ჰქონდათ სულთნის გადაყენების.
ასკერები მონღოლოიდი თურქ-სელჯუკების შთამომავლები იყვნენ -მონღოლოიდები.
საიდან ვიცი? სწორედ იმ დოკუმენტური ფილმიდან დისქავერიზე.
ასკერები რამდენიმე მინიატურაზე იყვნენ დახატულები, ისინი 100% მონღოლოიდები იყვნენ.
ამრიგად გენეტიკურად თურქსელჯუკებმა ???? წელს დაასრულეს იმ იმპერიის სახედ და მმართველად ყოფნა, რომელიც თვითონ მერვე საუკუნიდან აშენეს. იმპერია დარჩა, სახელი დარჩა, მაგრამ გენი შეიცვალა. ადგილობრივმა აბორიგენმა უმრავლესობამ მმართველობაშიც უმრავლესობა მოიპოვა და მონღოლოიდები სრულიად და სამუდამოდ განდევნეს ხელისუფლებიდან.
და დღეს თურქების გენებში ჩქეფს მომთაბარე სელჯუკების გენები, არაუმეტეს ... 5%_ ში მოსახლეობის.
95% კი ისევ ის ძველი გენებია, პართიელების, ანატოლიელების, ხეთების, მიდიელების, სპარსების, ბერძნების, რომაელების, ქართველების, ურარტუელების/სომხების, ებრაელების, ფილისტიმელების, ეგვიპტელების, მაღრიბელების, რომელთაგანაც ნაწილი იმპერიის ცენტრში გადასახლდა და თავისი ისტორიული სამშობლო სამუდამოდ დაკარგა, და ა. შ.
ამის დასტური მათი ექსტერიერია
საკმარისია მხოლოდ შეხედო ტრამვაიში, მაღაზიის დახლში, ქუჩაში, მუზეუმში, სასტუმროში.
ჩვენ ქართველები გარეგნობაში საქართველოდ კუთხურობის აბორიგენთა ნიშნებს ვინახავთ; შეგიძლია განასხვავო ერთმანეთისგან კახელი და იმერელი, მეგრელი და სვანი, ხევსური და აჭარელი, ქართლელი და ქიზიყელი. ქალაქელებში, რომლებშიც რამოდენიმე თაობაა შორი - კუთხეთაშორის დამემკვიდრებით, გარეგნობა ნაკლებადაა კუთხურ სტანდარტული,არეულია, მაგრამ მაინც ქართული.
თურქებს ექსტერიერთა 100 ჯგუფი აქვთ და პლიუს კიდევ ერთი ჯგუფი - არეული, და ეს ჯგუფი ყველაზე მრავალრიცხოვანია. მასში იშვიათად გამოკრთება მონღოლოიდური გენი, იმაზე მეტად არა, ვიდრე ქართველებში. 
აქედან დასკვნა, თურქები ისევ ის ხალხია, ვინც იმ მიწაზე უმშვენიერესი ანტიკური და პრეანტიკური ძეგლები შექმნეს, მათ მიიღეს და დღემდე ინარჩუნებენ გადამთიელ მომთაბარეთა სახელი.
მათ მიიღეს მაგრამ ... მხოლოდ ???? მდე ინარჩუნებდნენ სელჯუკთა მმართველობას.
???? წელს ადგილობრივები გათავისუფლდნენ შორიდან მოსულთა ხელისუფლებისაგან, მაგრამ მათი აწყობილი ინფრასტრუქტურა, იერარქია და ბრენდი სახელი შეინარჩუნეს.
აქედან დასკვნა 2.
თურქებმა უნდა იამაყონ იმ მიწის ისტორიით, რომელზეც ცხოვრობენ, ეს მათი მიწაა, მათი წინაპრების პრეანტიკური, კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი პირველი სახელმწიფოების შემქმნელი ხალხის მიწაა.
შეუძლიათ იყვნენ მადლიერნი მონღოლოიდი თურქსელჯუკებისა, რომელთაც ისტორიაში ერთერთი ყველაზე წარმატებული, მწყობრი, მოქმედი იერარქია და ერთიანობა აჩუქეს, და შეუძლიათ იამაყონ თავისი აბორიგენობით თუკი საკუთარ ანარეკლში მონღოლოიდს ვერ იპოვნიან, ან იამაყონ ნამდვილი თურქსელჯუკობით, თუ სარკეში მონღოლოიდთა ნაკვთი იპოვა.
მაგრამ, როგორც გითხარით თურქობით სიამაყე დღევანდელ თურქთა არაუმეტეს 5%_ს მოუწევს.
თუ ეს მოხდა, ამით ძალიან დიდ პლიუსს მიიღებს თურქეთი, დღევანდელი თურქეთი.
წარმოიდგინე.
მაგრამ დღევანდელმა თურქეთმა ეს არ იცის, პირიქით, ემიჯნება ანტიკურს, ბიზანტიურს, და სამყაროს დასაბამად კონსტანტინოპოლის აღება დაუსახავს.
თურქეთის ტერიტორიაზე განფენილი უმშვენიერესი პრეანტიკური, ანტიკური, ადრექრისტიანული, ბიზანტიური ძეგლები დღევანდელი თურქებისთვის არა წინაპართა ნაოფლ- ნადაგ- ნაფიქრ- გათვლილი ხელოვნების ნიმუშებია, არამედ ტურისტთა მოსაზიდი ამ მიწის ბონუსები. რომლებიც, რაც უფრო გრანდიოზულია, მით უფრო უნდა გრცხვენოდეს, როგორც ქურდს და მიმტაცებელს.
თურქებო, გეძლევათ კურთხევა ჩემგან, იამაყეთ თურქეთის მიწის უძველესი ისტორიით, ის თქვენი ისტორიაა.

http://en.wikipedia.org/wiki/Genetic_history_of_the_Turkish_people
ა, თუ არ გჯერათ, ჩემამდე უფიქრია ჭკვიან ხალხს.
Turkish and Azeri populations are atypical among Altaic speakers in having low frequencies of Asiatic haplotypes. Rather, these two Turkic-speaking groups seem to be closer to populations from the Middle East, Caucasus and the Balkans. This finding is consistent with a model in which the Turkic languages, originating in the Altai-Sayan region of Central Asia and northwestern Mongolia, were imposed on the indigenous peoples with significant genetic admixture, possible example of elite cultural dominance - driven linguistic replacement.
ანუ, ეს ხალხი, თურქები და აზერბაიჯანელები წინა აზიის,შუა აზიის, კავკასიის და ბალკანეთის მოსახლეთა მსგავსი გენების მქონეა, გენეტიკურად განსხვავდება ალტაის თურქებისაგან, მაგრამ ენა კი ალტაის თურქებისა აქვთ, მათი (ალტაის თურქების) კულტურული დომინირების გავლენითო.
Friday, September 30, 2011
თურქები. თურქები?
Posted by
cartwheel
at
1:32 PM
5
comments
Friday, September 23, 2011
მიყვარს წარუმატებლობები
მიყვარს წარუმატებლობები. უფრო სწორედ წარუმატებლობები, რომლებმაც ვერ გატეხეს ავტორი და...
საბოლოოდ ავტორმა შედევრი შვა. თუნდაც ერთი, მაგრამ შედევრი.
ეს სტივ ჯობსის წარუმატებლობებია, ჩერჩეტია ვიღაცა, იტყვით თქვენ, მეც კი ვიცი რომ ეგ რაღაცეები წარუმატებელი იქნებოდა.
არადა წარუმატებლობების ეს წყება წარმატებული აიპოდ–აიფონ–აიპად–ით დაგვირგვინდა.
თითქმის ისევე როგორც ვახტანგ გორგასლის უსახელო არტანუჯ–უჯარმის შემდეგ სანაქებო, თბილისი – დედაქალაქი.
Posted by
cartwheel
at
10:55 PM
0
comments
Labels: ვინიგრეტი
Monday, September 19, 2011
ER.

ჩემი ცხოვრების პროფერსიული ნაწილი თითქმის ისევე საინტერესოა, როგორც სერიალი ER.
ამერიკელებმა მისი 15 სეზონი ნახეს. ანუ თხუთმეტი წელი გაძლეს ეყურებინათ სიკვდილ სიცოცხლის ამბების კრიალოსანისთვის.
ჩვენ მხოლოდ ერთი წელი ვუყურეთ, მეტს ვერ გავუძელით.
საიმოვნებით ჩავჯდებოდი ციხეში, თუ იქ ამ სერიალს მაყურებინებდნენ და ექიმობას არ დამიშლიდნენ.
პირველ ამერიკულ სამედიცინო სერიალს მოჰყვა არანაკლებ საინტერესო, მაგრამ ცოტათი მისტიკური დოქტორ ჰაუსი და შემდეგ ისევ რეალისტური გრეის ანატომია.
გრეის ანატომია ფესვებს (ER) დაუბრუნდა.
იქ ისევე როგორც ემერჯენსში ყოველსერიულად ნახავთ ჩუმ გმირობებს, ურთულეს დილემებს, ძალიან კარგ და ძლიერ ადამიანებს, ღირსეულ ნაბიჯებს.
მოკლედ, ნახავთ სუპერადამიანების ცხოვრებას.
არა, სხვანაირად უნდა მეთქვა – ნახავთ სუპერადამიანების მიერ შედეგნილი საზოგადოების ცხოვრებას.
მიყვარს ეგ ხალხი, ამერიკელები. იმდენად კარგები არიან დანარჩენ მსოფლიოზე, როგორც ეგ სერიალები აღემატება ადამიანთა სიკარგით და ღირსებით სხვა ქვეყნებს. მათ შორის ჩვენც.
დოჩანაშვილის კარცერ ლუქსში დამნაშავეებს იძულებით ვაყურებინებდი ER–ს, გრეის ანატომიას და შემდეგ დოქტორ ჰაუსს.
1993–94 წლებში დამწვრეობის ცენტრში რეანიმაციაში ვმუშაობდი.
კარცერ ლუქსისის ანალოგია მაშინ იქ გამიჩნდა. უნდა მიაღებინო მონაწილეოება პოტენციურ ან შემდეგარ დამნაშავეს დამწვარი ადამიანის მოვლაში. დამწვრობის სირთულე–სიმძიმე–პერსპექტივა დამწვრობის ფართით და სიღრმისთ განისაზღვრება და არა პაციენტის დღევანდელი გუნება განწყობით და კლინიკური მონაცემებით.
შედეგად პაციენტი, რომელსაც ფრენკის ინდექსით 90–100 ქულაზე მეტი დაზიანება აქვს მიღებული, აუცილებლად მოკვდება.
გადაიტანს დამწვრობითი შოკის,
დამწვრობითი სეპტიცემიის,
დამწვრობითი ფსიქოზის,
დამწვრობითი სეფსისის,
პოლიორგანული უკმარისობის ეტაპებს
და
აუცილებლად მოკვდება.
იშვიათად "მოსაკვდენი" ავადმყოფი გადარჩება, აი, იხ. ფერ სურათებით.
კვდომის ეს ეტაპები შეიძლება ერთი კვირა ან ერთი თვე გაგრძელედეს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში პერსონალი პაციენტთან ინტენსიურ ურთიერთობაშია. როგორ ურთიერთობაში, თქვენ წარმოიდგინეთ.
დამწვრობით სიკვდილი იმდენად კოშმარული მოვლენაა... რომ მას სახელმწიფო არ ცნობს, თვალს ვერ უსწორებს. მაშინ დამწვარი ადამიანი არავითარ პროგრამაში, რომლითაც უნდა დაფინანსებულიყო მისი მკურნალობა, არ ჯდებოდა და მე მგონი ... არც ახლა.
სუპერადამიანები? სუპერადამიანების საზოგადოება?
ეჰჰ.
არადა არიან ჩვენშიც.
საჯარო ვიდეოთვალები მინდა ჩემს განყოფილებაში და დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში, თქვენც ნახავდით ღირსეულ, რთულ გადაწყვეტილებებს,თითქმის ისეთივეს, როგორიც ამერიკულ სერიალებშია და.. რომელთაც არასდროს არავინ დააფასებს.
Posted by
cartwheel
at
6:57 PM
2
comments
Friday, September 16, 2011
1687 წლის წინ სტამბულში, რომელიც მაშინ არ იყო

2011–324=1687
324 წელს, 1687 წლის წინ უცნობ ისტორიულ გეოგრაფიულ პუნქტ ქრისოპოლისში ,
ამჟამად სტამბულის უბან უშკუდარში, მაშინ როცა თურქების წინაპრები ჯერ კიდევ მონღოლეთსა და უზბეკეთს შორის ხედნიდნენ ცხენებს, დიდი ომი მოხდა. ამ ომით რომის ორი იმპერატორის 10 წლიანი ომები დასრულდა. ერთი, ლიცინიუსი,
რომელმაც მანამდე რომის იმპერია თითქმის გააორმაგა, დამარცხდა.
მეორე კონსტანტინე გამარჯვებული გახდა.
მან ლიცინიუსი საპყრობილეში გაუშვა. კონსტანტინეს ცოლი ლიცინიუსის ძმა იყო, კონსტანტინეს ლმობიერება კი მხოლოდ ერთი წლის ხალგრძლივობის.
კონსტანტინემ ტუსაღი ლიცინიუსი ერთი წლის შემდეგ მოკლა.
მანამდე კონსტანტინე და ლიცინიუსი ერთად მართავდნენ იმპერიას, მას შემდეგ რაც ლიცინიუსს კიდევ ერთი თანაიმპერატორი გელარიუსი მოუკვდა.
კონსტანტინესა და ლიცინიუსს შორის მტრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კონსტანტინემ მის ძმასა და ლიცინიუსს შორის მეგობრული კავშირები დაინახა. კონსტანტინეს ძმა კი კონსტანტინეს ტახტის არასანდო კონკურენტი იყო.
ამ სისხლიან ბოროტ ხალხს შორის ერთერთი ბოროტის გამარჯვება, ეს გამარჯვება ქრისოპოლისში კაცობრიობის მთელი შემდგომი განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.
როგორ?
რომის იმპერიას სათავეში კონსტანტინე ჩაუდგა, პირველი ქრისტიანი იმპერატორი.
დედამიწა მას შემდეგ გახდა ქრისტიანების.
რომ არა კონსტანტინე და მის არსში სადღაც შორს მბჟუტავი იდეალიზმი, ჩვენ არ ვიქნებოდით ქრისტიანები, მაჰმადიანობაც არ იარსებებდა, იუდაიზმი კი იქნებოდა, მაგრამ ებრაელებს არ ეყოლებოდათ ყველაზე ცნობილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ებრაელი – ქრისტე.
დედამიწა კვლავ ძველი რომაული პრინციპით – ჰომო ჰომინის ლუპუს ესტ*, იმოქმედებდა.
ცხოვრება გაცილებით უფრო ძნელი იქნებოდა.
*homo mominis lupus est. ადამიანი ადამიანისთვის მგელია.
Posted by
cartwheel
at
1:12 PM
0
comments
Labels: ადამიანები, თურქეთი, მე ათეისტი, ძირს პათეტიკა
Thursday, September 15, 2011
ცარიზმი ფორტე






ბავშვობაში ვსწავლობდით, რომ ცარისტული რუსეთი ცუდი იყო, რომ მაშინ ბავშვებს გიმნაზიებში სიმინდის მარცვლებზე აჩოქებდნენ და როზგავდნენ, რომ მაშინ იმპერია საქართველოს გუბერნიებად აქუცმაცებდა და რუსეთის მეფის ნამესტნიკები ქართველებს მეორეხარისხოვან ხალხად გვთვლიდა, რომ ნაპატივები ბაკენბარდებიანი გენერლები ისტორიის ჩიხში მყოფ ცარისტულ რუსეთს მსახურობდნენ და შესაბამისად სულ ტყუილად ჰქონდათ ეგ მედიდური იერი.
მაგრამ გამოხდა ხანი და ეგ მედიდური იმპერიული ძერჟიმორდული გამოხედვები კვლავ დაგვიბრუნდა და რაც დასანანია ჩვენშიც გაჩნდა ხალხი, ვინც მათი დიდებულება და ჩვენზე დომინირება ბუნებრივ, ობიექტურ რეალობად მიიჩნია. დღეს რუსეთს ისევ ის დერჟიმორდები წარმოადგენენ, როგორებიც იყურებიან 1917 წლამდელ ფოტო ნახატი პორტრეტებიდან.
მხოლოდ ერთი დეტალი აკლიათ, ბაკენბარდები.
უშნოები, მსუქნები, მეჭეჭიანები მაგრამ აუცილებლად მედიდური იერითა და დიდი გაფანჩული ბაკენბარდებით.
აბა შეხედეთ მათი სახელმწიფოს წარმომადგენელ 20 სახეს:
მედვედევი, გრიზლოვი, ზუგანოვი, ლავროვი, მიტროფანოვი, ილუხინი, ,,,,,
მხოლოდ ბაკენბარდები აკლიათ რომანოვ, ვორონცოვ დაშკოვ, პასკევიჩ, სუვოროვ, კუტუზოვ, ჩიჩიკოვ, ,,, მდე.
შინაარსით იგივეები არიან, ცარისტები.
დღეს სსრკ კანონები აღარ გვიცავს ამ ახალი იმპერიისაგან , დღეს რუსეთი უფრო მეტადაა მტერი ვიდრე ოდესმე, იმიტომ რომ გგლეჯს და გასდის. თანაც ამით სიამოვნებას ღებულობს.
თუკი მეთვრამეტეში გუბერნიებად დაგყო, მაშინ ეს საზღაური თურქეთისა და ირანისგან დაცვის საფასურად მოითხოვა, დღეს კი არაფერს გაძლევს, მხოლოდ გღრღნის, გთქვლეფს და ქილვაშებში იღიმის.
თემა ფორუმზე "ცარიზმი, რსფსრ, რასიია"

Posted by
cartwheel
at
11:45 PM
0
comments
Saturday, September 10, 2011
მინდა გმირი ორივე მხარეს

მშვიდობიან ომებს მინიმუმ ორი გმირი ჰყავთ – მოწინააღმდეგე მხარეების ლიდერები, მაგალითად მანდელა ვარ გახდებოდა გმირი დე კლერკის გარეშე,
მარტინ ლუტერ კინგი პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის გარეშე,
რომაელი ქრისტიანები კი იმპერატორ კონსტანტინეს გარეშე.
მეორე მხარის ლიდერი განუსაზღვრელად დიდი ძალის მქონე იდეალისტი ადამიანი უნდა იყოს, იმპერატორ კონსტანტინეს მსგავსი, პუტინისა და მედვედევის სრული ანტიპოდი.
მაგრამ ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას საქართველოს დასაბრუნებლად მაინც აქვს აზრი, ისტორიული მშვიდობიანი ბრძოლებისგან განსხვავებით ის დროში ეკიდება.
რუსეთი კი კიდევ ერთი განვითარებული ცივილიზაციაა, რომელმაც მშვიდობიანი ომი წააგო ისევე როგორც ბრიტანელებმა, ამერიკელებმა და ბურებმა მანამდე. მშვენიერი კლუბია.
დიდი პლიუსია რუსეთის ბიოგრაფიაში.
რუსეთის დარწმუნება, დაეშალა ბოროტების ზემძლავრი იმპერია, მშვიდობიანი თავგანწირვით შეძლეს იანუშ პალახმა, ქართველებმა და ბალტიისპირელებმა.
ამერიკელებს მაშინ თავგანწირვა არ დასჭირდათ, მხოლოდ დაამუნათეს რუსები.
თითქოს დღევანდელი რუსეთი აცრილია ამგვარ სენტიმენტებზე, მაშინ "სისუსტე" რუსებს ჩეჩნეთად, ნორდ–ოსტად, თათრეთის პრეზიდენტად, ოქრუაშვილის ფეკალიებად, შეურაცხყოფად და დამცირებად დაუჯდა.
რუსეთი ისევ მზად იქნება ახალი სენტიმენტების მისაღებად მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაძლიერდება, თავდაჯერებული გახდება და დეზინტეგრაციის საფრთხეს განვლილ კოშმარულ სიზმარად მიიჩნევს.
ანუ რა? – გაუმარჯოს ერთიან თვითდაჯერებულ განვითარებულ რუსეთს, ისეთს, რომელსაც კვლავ შეეძლება სირცხვილი სხვა ქვეყნის, ისტორიული მეგობარი ქვეყნის, მეორე მსოფლიო ომის გულწრფელი თანამებრძოლის – საქართელოს ხორცის პირში მოგდებისა და ნეტარი ნება–ნება ლოღვნისათვის.
სანამ რუსეთი იმდენად განვითარდება, როგორიც აქ მე ვისურვე, მანამ იქნებ საქართველოც განვითარდეს ისე, როგორი განვითარებულებიც იყვნენ განდის ინდოელები და მარტინ ლუთერ კინგის ზანგები.
იქნებ, მაგრამ როდის.
Posted by
cartwheel
at
2:00 PM
2
comments
