ჩემი ცხოვრების პროფერსიული ნაწილი თითქმის ისევე საინტერესოა, როგორც სერიალი ER.
ამერიკელებმა მისი 15 სეზონი ნახეს. ანუ თხუთმეტი წელი გაძლეს ეყურებინათ სიკვდილ სიცოცხლის ამბების კრიალოსანისთვის.
ჩვენ მხოლოდ ერთი წელი ვუყურეთ, მეტს ვერ გავუძელით.
საიმოვნებით ჩავჯდებოდი ციხეში, თუ იქ ამ სერიალს მაყურებინებდნენ და ექიმობას არ დამიშლიდნენ.
პირველ ამერიკულ სამედიცინო სერიალს მოჰყვა არანაკლებ საინტერესო, მაგრამ ცოტათი მისტიკური დოქტორ ჰაუსი და შემდეგ ისევ რეალისტური გრეის ანატომია.
გრეის ანატომია ფესვებს (ER) დაუბრუნდა.
იქ ისევე როგორც ემერჯენსში ყოველსერიულად ნახავთ ჩუმ გმირობებს, ურთულეს დილემებს, ძალიან კარგ და ძლიერ ადამიანებს, ღირსეულ ნაბიჯებს.
მოკლედ, ნახავთ სუპერადამიანების ცხოვრებას.
არა, სხვანაირად უნდა მეთქვა – ნახავთ სუპერადამიანების მიერ შედეგნილი საზოგადოების ცხოვრებას.
მიყვარს ეგ ხალხი, ამერიკელები. იმდენად კარგები არიან დანარჩენ მსოფლიოზე, როგორც ეგ სერიალები აღემატება ადამიანთა სიკარგით და ღირსებით სხვა ქვეყნებს. მათ შორის ჩვენც.
დოჩანაშვილის კარცერ ლუქსში დამნაშავეებს იძულებით ვაყურებინებდი ER–ს, გრეის ანატომიას და შემდეგ დოქტორ ჰაუსს.
1993–94 წლებში დამწვრეობის ცენტრში რეანიმაციაში ვმუშაობდი.
კარცერ ლუქსისის ანალოგია მაშინ იქ გამიჩნდა. უნდა მიაღებინო მონაწილეოება პოტენციურ ან შემდეგარ დამნაშავეს დამწვარი ადამიანის მოვლაში. დამწვრობის სირთულე–სიმძიმე–პერსპექტივა დამწვრობის ფართით და სიღრმისთ განისაზღვრება და არა პაციენტის დღევანდელი გუნება განწყობით და კლინიკური მონაცემებით.
შედეგად პაციენტი, რომელსაც ფრენკის ინდექსით 90–100 ქულაზე მეტი დაზიანება აქვს მიღებული, აუცილებლად მოკვდება.
გადაიტანს დამწვრობითი შოკის,
დამწვრობითი სეპტიცემიის,
დამწვრობითი ფსიქოზის,
დამწვრობითი სეფსისის,
პოლიორგანული უკმარისობის ეტაპებს
და
აუცილებლად მოკვდება.
იშვიათად "მოსაკვდენი" ავადმყოფი გადარჩება, აი, იხ. ფერ სურათებით.
კვდომის ეს ეტაპები შეიძლება ერთი კვირა ან ერთი თვე გაგრძელედეს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში პერსონალი პაციენტთან ინტენსიურ ურთიერთობაშია. როგორ ურთიერთობაში, თქვენ წარმოიდგინეთ.
დამწვრობით სიკვდილი იმდენად კოშმარული მოვლენაა... რომ მას სახელმწიფო არ ცნობს, თვალს ვერ უსწორებს. მაშინ დამწვარი ადამიანი არავითარ პროგრამაში, რომლითაც უნდა დაფინანსებულიყო მისი მკურნალობა, არ ჯდებოდა და მე მგონი ... არც ახლა.
სუპერადამიანები? სუპერადამიანების საზოგადოება?
ეჰჰ.
არადა არიან ჩვენშიც.
საჯარო ვიდეოთვალები მინდა ჩემს განყოფილებაში და დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში, თქვენც ნახავდით ღირსეულ, რთულ გადაწყვეტილებებს,თითქმის ისეთივეს, როგორიც ამერიკულ სერიალებშია და.. რომელთაც არასდროს არავინ დააფასებს.
Monday, September 19, 2011
ER.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
sainteresoa
imp sourcepop over here navigate hereanonymous my review herevisit the site
Post a Comment