Tuesday, February 26, 2008

თავგანწირვა


1991 წელს ჩვენ მოსახლეობის უმრავლესობა დააგიპნოზა იმ ფაქტმა რომ გამსახურდიას დასამხობად ადამიანები ტყვიაზე მიდიოდნენ, თავს სწირავდნენ. ამ მსხვერპლადშეწირვამ თუ თავგანწირვამ გვაფიქრებინა რომ ისინი მართლები არიან, სჯერათ თავიანთი სიმართლის, უკეთესი მომავლის პერსპექტივა იმდენად რეალურია რომ მის მოსაახლოვებლად საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ და..
რა მივიღეთ; 1 წლიან ავტორიტარიზმს გამოქცეულები ტერორისა და განუკითხაობის მარწუხებში აღმოვჩნდით მთელი 4-5 წლის განმავლობაში.
გამარჯვებულებმა ომის დროს სიცოცხლის გარისკვის საკომპენსაციოდ მთელი ქვეყანა კერძო ჯიბეებში გადაინაწილეს და ქარხნები ჯართის ფასად ყიდეს.

დღეს ოზიცია იგივე ხრიკს ხმარობს; აი მე პრეზიდენტს ვაგინებ და ვიმტერებ თქვენთვის, წვიმაში ვდგევარ, სიცივის არ მეშინია და თავსაც შევაკლავ გამარჯვებისთვის. ამ პათოსმა კარგად იმუშავა დვანდელ საქართველოშიც.

2 comments:

Shota Khinchagashvili said...

რა თქმა უნდა, გეთანხმები. ქართველის პოლიტიკური გემოვნება ემყარება ემოციის და ემოციური გულწრფელობის შკალას, რაც უფრო გაიბრდღვნი ყველაფერს რიტორიკაში, მით უფრო გულწრფელი ხარ, რაც უფრო გულწრფელი ხარ, მით უფრო სანდო ხარ.

shysme said...

cliquez ici maintenant Celine Dolabuy lire ce message ici répliques de sacs gucci jetez un coup d'œil sur le site ici sacs de répliques AAA